გზავნილი
1. crawl (Off)
[ 14 Sep 2013, 15:53 ]
სულის ფერს დავარქმევდი დღევანდელ ამინდს და თავად დროის ფრად დავხატავდი ჰაერში რამეს.
მიყვარს შემოდგომა, ნარინჯის საღამოები.
აი ამ ჩაის სურნელი კი გამუდმებით მსგავსია მისი, ეს ოთახიც ჰგავს მას, ეს "გამუდმებითაც" მას ჰგავს და საერთოდ...ყველაფერი ჰგავს მას.
დილიდან ვუსმენდი სიჩუმეს, ერთბაშად ასეთ დამძიმებულს და ერთბაშად ასეთ ცარიელს. მახსენდებოდა "საკუთარი თვალის ფერი გაქვს სული" - ასე მითხრეს, უნიჭო კლოუნმა მითხრა (ასე გამეცნო) გუშინ რომ შემხვდა ფიქრის ქუჩაზე.
"თვალის ფერი სული" არ მესიამოვნა თაფლისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი სული, რატომღაც. ხმა არ გამიცია, უკმაყოფილოდ შევიშმუშნე. ის კი გახალისდა თითქოს, მხიარულად, თუმცა მშვიდად განაგრძო...
-თუ იცი, თვალები რა ფერის გაქვს?
ახლა კი საბოლოოდ გამინათდა გონება, შეურაცხადად ჩავთვალე და მისი აქ ყოფნის მიზეზით დავინტერესდი.
-მთვარის მოაჯირზე ვითვლი წუთებს. რა ხანია დარდების შემგროვებელს ველი, მას კი ადამიანთა სევდად ნაქცევი მოგონებებით, დარდით თუ წარმოსახვით დატვირთულს ჯერაც ვერ მოუღწევია ჩემამდეო- მიპასუხა.
თანაგრძნობით გავუღიმე წასასვლელად მომზადებულმა და კიდევ ერთხელ ავხედე ცაზე არასწორად მიჭედებულ უფორმო საათს. ვჩქარობდი, თუმცა არ მეჩქარებოდა.
-თვალები სევდის ფერი გაქვს, ამიტომ ვუწოდე შენს სულს მისი ფერი
ზურგს უკან ჩამესმა მისი გამაღიზიანებლად მხიარული ხმა.

დღეს კი ამინდს სულის ფერი დავარქვი მეც, იმ განცდის ფერი რომელსაც დრო სევდას უწოდებს. სწორედ დრომ გამოიგონა სევდა, ჩოხელმა დარდების შემგროვებელი, მე კი უნიჭო კლოუნი გამოვიგონე. დიახ, არავინ შემხვედრია არარსებული ფიქრის ქუჩაზე და მთვარის მოაჯირზეც თავად ვითვლი წუთებს. ერთი კია, არ ველი "დარდების შემგროვებელს"...
რა ვუყოთ, ვერ გავატანდი ჩემივე ნაწილს - სევდის სხეულში არსებულს.
(თავში ქვა უხლია დროს)
რადგან კვლავ საკუთარი თავის პირისპირ დავრჩი დაბალი მაგიდის მიღმა, კვლავ აპათია მემართება სივრცის მიმართ და კვლავ არსში ვაშტერდები ჩემს ადამიანურ სევდას, ასე გამუდმებით რომ ჰგავს "მას".
[Pasuxi][Cit]|
[ like 12 ]
2. heretique (Off)
[ 24 Sep 2013, 14:51 ]
sheni mowodeba weraa, axalgazrdav... :)
[Pasuxi][Cit]|
3. EaGLe (Off)
[ 24 Sep 2013, 14:58 ]
siamovnebit wavikitxavdi sxva chanaxatebs
[Pasuxi][Cit]|
4. B I B I (Off)
[ 24 Sep 2013, 15:13 ]
tavshi qva uxlia dros :)

gancdas roca xvdeba da tavadac grdznobs mkitxveli esaa mtavari. Me vigrdzeni :)
[Pasuxi][Cit]|
5. LILITH [Mod] (Off)
[ 24 Sep 2013, 15:17 ]
ძალიან კარგი ნაწერი იყო,ჩემი აზრით,უნდა წეროს ამ ადამიანმა))
[Pasuxi][Cit]|
6. crawl (Off)
[ 24 Sep 2013, 15:41 ]
gmadlobt ))
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას