გზავნილი
1. Mon Ami [Adm] (Off)
[ 24 Aug 2013, 1:35 ]
იბერია ფორუმში თემის გახსნამდე აუცილებლად გადაამოწმეთ უკვე არსებობს თუ არა მსგავსი/ანალოგიური თემა ფორუმში. თუ არსებობს შესაბამისად ვეღარ გახსნით იგივე თემას იმიტომ, რომ თქვენი თემა დაიხურება და წაიშლება.
* ფორუმის მომხმარებელს ეკრძალება პორნაგრაფიული კატეგორიის თემის შექმნა.
* ფორუმის მომხმარებელს ასევე ეკრძალება თემის გახსნა რეკლამის მიზნით, ადმინისტრაციისგან ნებართვის აღების გარეშე. უნებართვოდ გახსნილი რეკლამის შემცველი თემა წაიშლება.

თუ ის თემა რომლის გახსნაც გსურთ არ არღვევს ფორუმის წესებს მაშინ აირჩიეთ თემის შინაარსიდან გამომდინარე მისი შესაბამისი განყოფილება და დაიწყეთ თემის გახსნა.

თემის გახსნისას დიდი ყურადღება მიაქციეთ თემის სათაურს და პირველ პოსტს.
>თემის სათაური შესაბამისი უნდა იყოს მის შინაარსთან.
>მოერიდეთ დიდ და გაურკვეველ სათაურებს.
>თემის სათაურში ნუ გამოიყენებთ გაურკვეველ და შეუსაბამო სიმბოლოებს.
თემის პირველი პოსტი უნდა იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი, იგი უნდა შეიცავდეს ზუსტ ინფორმაციას. აკრძალულია დეზინფორმაციული შინაარსის თემის გახსნა.
პირველ პოსტში ასევე შეგიძლიათ მიამაგროთ სურათი თემის შინაარსიდან გამომდინარე.
მაგალითად, როდესაც ხსნით თემას მუსიკალურ ჯგუფზე ან ცნობილ პიროვნებაზე , იქნება ეს მსახიობი, მომღერალი, მხატვარი, სპორტსმენი თუ მწერალი პირველ პოსტში აუცილებლად დაურთეთ მისი სურათი. (ოღონდ სურათი არ უნდა იყოს ძალიან დიდი ზომის, რადგან მობილურის მომხმარებელს არ გაუჩირდეს მისი გახსნა).

თუ თქვენ ხსნით დაკოპირებულ თემას, გარდა ამ წესებისა ვალდებული ხართ დაიცვათ საავტორო უფლება. ასეთ დროს თემის ბოლოს,პირველივე პოსტში მიუთითეთ მისი წყარო.

გარდა ამ წესებისა თუ იმ განყოფილებაში სადაც ხსნით თემას, არსებობს განყოფილების პერსონალური წესები, აუცილებლად გაითვალისწინეთ განყოფილების პერსონალური წესებიც და რა თქმა უნდა არასდროს აუაროთ გვერდი ფორუმის საერთო წესებს .
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 29 Aug 2013, 19:00; sul 2 -jer
[ like 6 ]
2. Mon Ami [Adm] (Off)
[ 24 Aug 2013, 23:49 ]
იბერია ფორუმში თემების გახსნა უკვე ნებადართულია.
თემის გახსნამდე გაეცანით ამ თემის პირველ პოსტს.
[Pasuxi][Cit]|

ეს თემა დახურულია, თქვენ ვერ შეძლებთ ახალი პოსტების წერას და ვერც ძველების რედაქტირებას.
მთავარ გვერდზე
Save .txt
თემა დახურა ავტორმა

პლიუსი თემას