395. Dstori
(Off)
[ 19 Sep 2013, 23:18 ]
ჟოზე მოურინიოს ლონდონურ კარიერაში 18 სექტემბერი შეგვიძლია ყველაზე წარუმატებელ დღედ მივიჩნიოთ. 2007 წლის ამ დღეს, მისმა “ჩელსიმ”, ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში, “რუსენბორგი” ვერ დაამარცხა (1:1). 2 დღის შემდეგ, პორტუგალიელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გავიდა 6 წელი, ჟოზე “ჩელსიში” დაბრუნდა და ჩემპიონთა ლიგის პირველი თამაში კვლავ შინ, ამჯერად “ბაზელთან” ჩაატარა. შედეგი კიდევ უფრო უარესია – ლონდონელები, რომლებმაც პირველი ტაიმი მოიგეს, უქულოდ დარჩნენ.
“ჩელსიმ” პირველი ტაიმის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ოსკარმა ლემპარდის გადაცემა გამოიყენა.
მე-2 ტაიმში, ოსკარს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი შორეული შესანიშნავი დარტყმის შემდეგ, ბურთი ძელს მოხვდა.
ანგარიში 71-ე წუთზე გათანაბრდა. “ჩელსის” საჯარიმოს მისადგომებთან “ბაზელმა” კარგი კომბინაცია გაითამაშა, რასაც სალაჰის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. ათ წუთში, სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს და ახლო კუთხესთან მყოფმა სტრელერმა, თავური დარტყმით, გუნდს 3 ქულა მოუტანა.
საინტერესო მოვლენებით დახუნძლული გამოდგა დღის ცენტრალური მატჩი. “ნაპოლისა” და “დორტმუნდს” შორის გამართულ შეხვედრაში ფავორიტად სტუმრები მიიჩნეოდნენ, მაგრამ გასული გათამაშების ფინალისტი შინ უქულოდ დაბრუნდა.
შეხვედრის მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა. 29-ე წუთზე, იგუაინმა ზუნიგას ჩაწოდებას თავი ზუსტად დაუხვედრა და ანგარიში გახსნა. ამას სათადარიგოთა სკამიდან იურგენ კლოპის გაძევება მოჰყვა – დორტმუნდეთა დამრიგებელმა ემოციები ზედმეტად აქტიურად გამოხატა. ტაიმის ბოლოს, სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ტრავმის გამო შეცვალეს მატს ჰუმელსი, ხოლო ვაიდენფელერი, საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშის გამო, მოედნიდან გააძევეს. მე-2 ტაიმში, “დორტმუნდს” დაცვის ერთ-ერთი ლიდერის, პირველი მეკარისა და მწვრთნელის გარეშე უნდა ეთამაშა.
მიმდინარეობდა 67-ე წუთი, როდესაც ინსინიემ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და იტალიელები წინ სოლიდური უპირატესობით გაიყვანა. სტუმართა მაქსიმუმი 87-ე წუთზე გატანილი გოლი გამოდგა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე ზუნიგამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
გათამაშება 3 ქულით დაიწყო “არსენალმა”, რომელმაც “მარსელი” საფრანგეთში 2:1 დაამარცხა. ლონდონელთა მხრიდან გოლები უოლკოტმა და რემზიმ გაიტანეს. ამ უკანასკნელმა, მიმდინარე სეზონში, თავი უკვე მეექვსედ გამოიჩინა. აქამდე, მისი რეკორდი სეზონში 4 გოლი იყო.
აქტივში 3-3 ქულა ჩაიწერეს “ბარსელონამ” და “მილანმა”, მაგრამ H ჯგუფის ფავორიტებს ისეთი იოლი მატჩებიც არ ჰქონიათ, როგორც ეს ანგარიშიდან სჩანს.
ერთი დღით ადრე გაბრწყინებულ კრიშტიანუ რონალდუს არ ჩამორჩა ლიონელ მესი. არგენტინელმა, პორტუგალიელის მსგავსად, 3 გოლი გაიტანა და ის გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელმაც ჰეთ თრიქი 4-ჯერ გაიფორმა. “აიაქსს” ერთი ბურთი პიკემ გაუტანა, რომელმაც ნეიმარის ჩაწოდებით იხეირა.
გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰოლანდიელებსაც ჰქონდათ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მე-2 ნახევარში, სტუმრებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ ვლდესმა იყოჩაღა. ცნობისთვის, კატალონიელმა კიპერმა, ჩემპიონთა ლიგაზე, კარი მშრალად 46-ე შეხვედრაში შეინახა. ამაზე უკეთესი შედგი მხოლოდ ედვინ ვან დერ სარს (53) აქვს.
ქულების დაკარგვას გადაურჩა “მილანი”. მასიმილიანო ალეგრის გუნდი “სელტიკს” 82 წუთის განმავლობაში ვერაფერს უხერხებდა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 8 წუთით ადრე, საპატა საჯარიმოს გარედან არაზუსტად ურტყამდა, მაგრამ იზაგირემ ბურთს მიმართულება უიღბლოდ შეუცვალა და ანგარიში გაიხსნა. მალევე, 6 მეტრიდან ცარიელ კარში დარტყმით თავი მუნტარიმაც გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
ოთხშაბათის მატჩები 64-ე წუთამდე ისე მიმდინარეობდა, შეიძლება დაეჭვებულიყავით, ევროპის ჩემპიონთა ლიგა იყო თუ სამხრეთ ამერიკის ლიბერტადორესის თასი. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ დრომდე გატანილი შვიდივე გოლი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის ანგარიშზე იყო. პირველი ევროპელი, რომელმაც თავი გამოიჩინა არდა თურანი იყო. მან გოლის გატანა 64-ე წუთზე მოახერხა, როდესაც “ატლეტიკოსა” და “პორტუს” შორის ანგარიში 1:1 იყო. თურქ შემტევამდე გოლები მირანდასა და ჰალკს გაეტანათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია “ზენიტის” ბრაზილიელი შემტევის გოლი. მან თავი საჯარიმოს გარედან ძალზე ძლიერი დარტყმით გამოიჩინა.
შეხვედრის ბოლომდე “ატლეტიკომ” კიდევ ერთხელ გაიტანა. თავი კვლავ სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა, ამჯერად ლეო ბაპტისტაომ გამოიჩინა.
ჩემპიონთა ლიგაზე მეათე სეზონს ატარებს ლუჩო გონსალესი და “პორტუს” არგენტინელმა ნახევარმცველმა გოლის გატანა ამჯერადაც მოახერხა. “აუსტრიასთან” გასვლით შეხვედრაში, მან თავი 55-ე წუთზე გამოიჩინა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
E ჯგუფი
შალკე-სტიაუა 3:0 (0:0)
გელზენკირხენი, “ფელტინს არენა”
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო, ჰიოგერი (გორეტზკა 88), ნოიშტადტერი, ფარფანი (კლემენსი 89), ბოატენგი, დრაქსლერი, სზალაი (ფუხსი 82).
მწვრთნელი: იენს კელერი.
სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ, გეორგიევსკი, სზუკალა, გარდოში, ლატოვლევიცი, პინტილი, ბურჩეანუ, პოპა, სტანჩუ (ტატუ 60/კსიტეა 73), ტანასე, კაპეტანოსი (პიოვაჩარი 64).
მწვრთნელი: ლაურენტიუ რეგჰეამპფი.
გოლები: 1:0 უჩიდა (67), 2:0 ბოატენგი (78), 3:0 დრაქსლერი (85).
გაფრთხილებები: ჰიოგერი 41 – ბურჩეანუ 29, პოპა 39, კრსიტეა 81.
მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 13 (8)-9 (5), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 5-5, ჯარიმა: 11-17.
ჩელსი-ბაზელი 1:2 (1:0)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ლუისი, კოული, ვან გინკელი (მიკელი 76), ლემპარდი (ბა 76), ვილიანი (მატა 67), ოსკარი, აზარი, ეტოო.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
ბაზელი (4-4-2): სომერი, ვოსერი, შარი, ივანოვი, საფარი, სალაჰი (ქსაკა 88), დიასი, ფრაი, სტოკერი (აიეტი 81), სიო (ემილიო 64), სტრელერი.
მწვრთნელი: მურათ იაქინი.
გოლები: 1:0 ოსკარი (45), 1:1 სალაჰი (71), 1:2 სტრელერი (81).
გაფრთხილებები: ვან გინკელი 42 – დიასი 64.
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია).
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 11 (6)-7 (5), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-5, ჯარიმა: 11-13.
1. შალკე 1 1 0 0 3:0 3
2. ბაზელი 1 1 0 0 2:1 3
3. ჩელსი 1 0 0 1 1:2 0
4. სტიაუა 1 0 0 1 0:3 0
F ჯგუფი
მარსელი-არსენალი 1:2 (0:0)
მარსელი, “ველოდრომი”
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, მორელი, რომაო, იმბულა ვანგა (ტოვინი 80), პაიე (ჯ. აიუ 73), ვალბუენა (კალიფა 90), ა. აიუ, ჟინიაკი.
მწვრთნელი: ელი ბოპი.
არსენალი (4-2-3-1): სშეზნი, სანია, კოსელნი, მერტეზაკერი, გიბსი, ფლამინი (მიაიჩი 90+1), რემზი, უოლკოტი (მონრეალი 78), უილშერი, იოზილი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
გოლები: 0:1 უოლკოტი (65), 0:2 რემზი (83), 1:2 ჯ. აიუ (90+3, პენ).
გაფრთხილებები: ნ’კულუ 41 – რემზი 54.
მსაჯი: ოლეგარიო ბენკუერენსა (პორტუგალია).
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 17 (9)-10 (7), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 4-2, სეივი: 5-8, ჯარიმა: 8-7.
ნაპოლი-დორტმუნდი 2:1 (1:0)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, ზუნიგა, ბეჰრამი, ინლერი, კალიეხონი, ჰამშიკი (მესტო 90+2), ინსინიე (მერტენსი 73), იგუაინი (პანდევი 78).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი (ობამეიანგი 45+1), შმელცერი, შაჰინი, ბენდერი, კუბა (ლანგერაკი 45+3), მხითარიანი (ჰოფმანი 76), როისი, ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
გოლები: 1:0 იგუაინი (29), 2:0 ინსინიე (67), 2:1 ზუნიგა (87, ს.კ.).
გაფრთხილებები: ბეჰრამი 33, ბრიტოსი 36, ინსინიე 68 – შმელცერი 39.
გაძევება: ვაიდენფელერი 45+1.
მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 14 (9)-12 (7), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 6-7, ჯარიმა: 12-15.
1. არსენალი 1 1 0 0 2:1 3
2. ნაპოლი 1 1 0 0 2:1 3
3. მარსელი 1 0 0 1 1:2 0
4. დორტმუნდი 1 0 0 1 1:2 0
G ჯგუფი
აუსტრია-პორტუ 0:1 (0:0)
ვენა, “ერნსტ ჰაპელი”
აუსტრია (4-1-4-1): ლინდნერი, კოხი, როგული, ორტლეხნერი, სუტნერი, ჰოლანდი (ოკოტიე 84), როიერი, სტანკოვიჩი, მადერი, იუნი (სიმკოვიჩი 68), ჰოსინერი (კიენასტი 84).
მწვრთნელი: ნენად ბიელიცა.
პორტუ (4-3-3): ჰელტონი, ალექს სანდრო, მანგალა, ოტამენდი, დანილო, ჟოსუე, გონსალესი (კინტერო 87), ფერნანდო, ლიკა (იზმაილოვი 67), მარტინესი, ვარელა (ერერა 79).
მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა.
გოლი: 0:1 გონსალესი (55).
გაფრთხილებები: კოხი 43, ჰოსინერი 67 – ალექს სანდრო 44, ვარელა 73.
მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).
ბურთის ფლობა: 34%-66%, დარტყმა: 13 (4)-9 (3), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-0, სეივი: 2-4, ჯარიმა: 14-20.
ატლეტიკო-ზენიტი 3:1 (1:0)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
ატლეტიკო (4-4-1-1): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე, კოკე (როდრიგესი 89), სუარესი, გაბი, თურანი (გარსია 86), ადრიანი (ლეო 79), ვილია.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
ზენიტი (4-1-2-3): ლოდიგინი, სმოლნიკოვი, ლომბერტსი, ჰუბოჩანი, ანსალდი, ნეტო ნოვო (შატოვი 46), ზირიანოვი (არშავინი 74), ვიტსელი, ჰალკი (ბისტროვი 85), კერჟაკოვი, დანი.
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი.
გოლები: 1:0 მირანდა (40), 1:1 ჰალკი (58), 2:1 თურანი (64), 3:1 ლეო (80).
გაფრთხილებები: გოდინი 45 – ლომბერტსი 50, სმოლნიკოვი 54, ჰუბოჩანი 65, ჰალკი 79.
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 19 (11)-10 (5), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-8, ჯარიმა: 20-13.
1. ატლეტიკო 1 1 0 0 3:1 3
2. პორტუ 1 1 0 0 1:0 3
3. აუსტრია 1 0 0 1 0:1 0
4. ზენიტი 1 0 0 1 1:3 0
H ჯგუფი
მილანი-სელტიკი 2:0 (0:0)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
მილანი (4-3-3): აბიატი, ძაკარდო, საპატა, მექსე, კონსტანტი (რობინიო 76), მუნტარი, დე იონგი, ნოჩერინო, მატრი (პოლი 87), ბირსა (ემანუელსონი 63), ბალოტელი.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
სელტიკი (4-4-2): ფორსტერი, ვან დიკი, ლუსტიგი, ემბროუზი, იზაგირე, ბრაუნი, მეთიუზი (ბოერიგტერი 75), მალგრიუ (ბიტონი 89), კომონსი (პუკი 77), სტოკსი, სამარასი.
მწვრთნელი: ნილ ლენონი.
გოლები: 1:0 იზაგირე (82, ს.კ.), 2:0 მუნტარი (86).
გაფრთხილებები: ემბროუზი 66, მალგრიუ 75, ბრაუნი 85.
მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 19 (12)-11 (5), კუთხური: 6-9, თამაშგარე: 1-0, სეივი: 5-10, ჯარიმა:10-17.
ბარსელონა-აიაქსი 4:0 (1:0)
ბარსელონა, “კამპ ნოუ”
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე (ბარტრა 80), მასკერანო, ადრიანო, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (ჩავი 71), ინიესტა, სანჩესი, მესი, ნეიმარი (პედრო 72).
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.
აიაქსი (4-1-2-3): ვერმეერი, ვან რეინი, დენსვილი, მოიზანდერი (ვან დერ ჰოორნი 73), ბლინდი (შონე 78), პოულსენი, დე იონგი (სერერო 59), დუარტე, ბოიანი, სიგთორსონი, ბოილესენი.
მწვრთნელი: ფრანკ დე ბური.
გოლები: 1:0 მესი (22), 2:0 მესი (55), 3:0 პიკე (69), 4:0 მესი (75).
77-ე წუთზე, სიგთორსონმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
გაფრთხილებები: მოიზანდერი 24, დენსვილი 85.
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 15 (9)-7 (6), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 6-5, ჯარიმა: 11-14.
1. ბარსელონა 1 1 0 0 4:0 3
2. მილანი 1 1 0 0 2:0 3
3. სელტიკი 1 0 0 1 0:2 0
4. აიაქსი 1 0 0 1 0:4 0
ბომბარდირები
მესი ("ბარსელონა"), რონალდუ ("რეალი") - 3; ალექს ტეიშეირა ("შახტარი"), ბენზემა ("რეალი"), მოტა (პსჟ), რუნი ("მანჩესტერი") - 2.
[Pasuxi][Cit]|