გზავნილი
1. me (Off)
[ 17 Sep 2013, 23:05 ]
ჟიულ გაბრიელ ვერნი - ფრანგი მწერალი, კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატორი. მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო პიესების წერით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია (ვოდევილი "შეუწყვეტელი მეგობრობა" – 1850 წ.). 50-იანი წლების დასასრულს გადაწყვიტა შეექმნა მეცნიერული რომანი, რომელიც, მისივე თქმით, "შეაერთებდა გუშინდელ რომანტიზმს დღევანდელ რეალიზმთან და ხვალინდელი დღის სიმბოლოსთან". მან დაიწყო მეცნიერული დარგების საფუძვლიანი შესწავლა. აქვეყნებდა მოთხრობებს, პოპულარულ ნარკვევებს, წერილებს, სახელი მოუხვეჭა 1862 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა "ხუთი კვირა საჰაერო ბურთზე", ამის შემდეგ ჟიულ ვერნმა შექმნა "არაჩვეულებრივი მოგზაურობის" 65-ტომიანი ისტორია, რომელშიც გაერთიანდა არაერთი მეცნიერულ-ფანტასტიკური, სათავგადასავლო, გეოგრაფიული და სოციალურ-სატირული რომანი თუ მოთხრობა.

მსოფლიო აღიარება მოუპოვეს რომანებმა: "მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ" (1864 წ.), მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე (1865 წ.), კაპიტან გრანტის შვილები (1967 წ.), მთვარის გარშემო (1869 წ.), 80 000 კილომეტრი წყალქვეშ (1870 წ.), საიდუმლო კუნძული (1875 წ.), 15 წლის კაპიტანი (1878 წ.) და სხვა.
[Pasuxi][Cit]|
2. me (Off)
[ 17 Sep 2013, 23:12 ]
ჩემი ბავშვობის მწერალი :)
ძალიან ძალიან მიყვარს და ნებისმიერ დროს მოუბეზრებლად შემიძლია გადავიკითხო თავიდან
[Pasuxi][Cit]|
3. bZzziki (Off)
[ 18 Sep 2013, 15:34 ]
AR miyvars,ver vkitxulob,AR shemidzlia,ver vertobi,agar miy are satavgadasavlo wignebi :|:|:|
[Pasuxi][Cit]|
4. Mon Ami [Adm] (Off)
[ 18 Sep 2013, 15:47 ]
საიდუმლო კუნძული მიყვარს :)
[Pasuxi][Cit]|
5. LILITH [Mod] (Off)
[ 18 Sep 2013, 15:54 ]
http://serialu.net/v-poiskax-kapitana-granta/


http://kinofilms.tv/film/de...tana-granta/2875/


კაპიტან გრანტის შვილები მიყვარდა ბავშვობაში, დღემდე მახსოვს წიგნიც და ფილმიც. ))
[Pasuxi][Cit]|
6. G (Off)
[ 18 Sep 2013, 16:17 ]
Bavshvoba momagonda..guli..
[Pasuxi][Cit]|
7. G (Off)
[ 18 Sep 2013, 16:19 ]
ციტატა: Mon Ami .mec
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას