გზავნილი
1. Mon Ami [Adm] (Off)
[ 14 Sep 2013, 18:09 ]


პირადი მონაცემები:

სახელი: ჯანლუიჯი ბუფონი
დაბადების თარიღი: 28 იანვარი, 1978 წელი
დაბადების ადგილი: კარარე, იტალია
სიმაღლე: 1.92მ
სათამაშო პოზიცია: მეკარე

საკლუბო ინფორმაცია:

მიმდინარე კლუბი: Juventus
მაისურის ნომერი: 1

ახალგაზრდული კარიერა

1991–1995 პარმა

პროფესიონალური კარიერა:
1995–2001 - პარმა - 168 მატჩი
2001– დღემდე - იუვენტუსი- 359 მატჩი ჯერჯერობით .

ეროვნული ნაკრები:

1993 - Italy U16 - 3 მატჩი
1994 - Italy U17 - 3 მატჩი
1995 - Italy U18 - 3 მატჩი
1995–1997 - Italy U21 - 11 მატჩი
1997 – დღემდე Italy - 136 მატჩი ( სულ ახლახანს გააუმჯობესა კანავაროს რეკორდი )
[Pasuxi][Cit]|
2. Mon Ami [Adm] (Off)
[ 14 Sep 2013, 18:17 ]
ჯანლუიჯი ბუფონი სპორტულ ოჯახში დაიბადა. დედა, მარია სტელა, მძლეოსანი იყო. მამა, ადრიანო, ძალოსანი იყო. მისი ორი და, ვერონიკა და გუენდალინა, პროფესიონალი ფრენბურთელელბი არიან, ხოლო ბიძა, ანჯელო მასოკო, დიდი წარმატებით გამოდიოდა ადგილობრივ საკალათბურთო კლუბში. მისი პაპის ძმა იყო ლორენცო ბუფონი, რომელიც ცნობილი მეკარე იყო და გასული საუკუნის 50-იან წლებში „მილანის“ ღირსებას იცავდა. პატარა ჯიჯისაც ძალიან უყვარდა ფეხბურთის თამაში. საფეხბურთო სკოლაში ის ნახევარდაცვაში თამაშობდა, თუმცა, მისივე თქმით, მალე მობეზრდა გაუთავებელი სირბილი და კარში წყნარად დგომა არჩია. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, სიზარმაცემ ბუფინი კი არ დაღუპა, მსოფლიოში ცნობილ ადამიანად აქცია.

დებიუტი
მომავალი მეკარის დებიუტი სერია A-ში 1995 წლის ნოემბერში შედგა. მაშინ ბუფონი 17 წლის იყო და „პარმას“ კარს „მილანთან“ მატჩში იცავდა, რომელმაც მანამდე, ერთი წლით ადრე, იტალიის ჩემპიონატსა და ჩემიპონთა ლიგაში გაიმარჯვა. ბუფონი ისეთი დაბნეული იყო, რომ მატჩის წინ თანაგუნდელებთან ერთად ფოტოს გადაღებაც დაავიწყდა. მიუხედავად იმისა, ახალბედა მეკარემ შეხვედრა გოლის გაუშვებლად დაამთავრა. ის მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.

ამის შემდეგ ბუფონმა „პარმას“ ძირითადი მეკარის ადგილი დაისაკუთრა და იმ დრიოსთვის ერთერთი საუკეთესო გოლკიპერი, ლუკა ბუჩი იმედგაცრუებილი დატოვა. „პარმაში“ ჯანლუიჯი ბუფონმა 6 წარმატებული სეზონი ჩაატარა. 1998-1999 წლების სეზონში უეფას თასის გათამაშების ფინალში, რომელსაც მოსკოვი მასპინძლობდა, პარმამ „მარსელს“ სძლია და საპატიო ევროპულ საკლუბო ჯილდოს დაეუფლა. გარდა ამისა, ბუფონი პარმასთან ერთად იტალიის თასს და იტალიის სუპერთასს დაეუფლა. საერთო ჯამში მან პარმას მაისური 168 შეხვდრაში მოირგო.

2000 წელს ჯანლუიჯი ბუფონს 88 ნომრიანი მაისურით ასპაზობის სურვილი გაუჩნდა, რის გამოც დიდი სკანდალი აგორდა. საქმე ის იყო, რომ ეს რიცხვი იტალიაში ნეონაცისტების კუთვნილებად ითვლება, ამიტომ „პარმას“ გოლკიპერი იძულებული იყო, განზრახვაზე ხელი აეღო.

მალე ბუფონმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა და არჩევანი მსოფლიო ფეხბურთის გრანდ ტურინის „იუვენტუსზე“ გააკეთა.

იუვენტუსი
ტურინულ კლუბს ბუფონის შეძენა საკამოდ ძვირი — 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. ეს რეკორდული თანხა იყო, რაც კი მეკარეში ოდესმე გადაუხდიათ. ამიტომაც ბუფონიც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცა, ყველა ნდობის გამართლებას მოითხოვდა, რათა „იუვეს“ მესვეურებს ამხელა თანხა წყალში გადაყრილად არ ჩაეთვალათ.

„იუვენტუსში“ ჯანლუიჯი ბუფონმა მალე დაიმკვიდრა ადგილი და გუნდთან ერთად ზედიზედ ორჯერ მოიგო სკუდეტო. საგულისხმოა ისიც რომ 2002-2003 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატში, „ბებერი ქალბატონის“ კარში მეტოქე გუნდებმა მხოლოდ 26 გოლის გატანა შეძლეს, რაც ცხადია, იუვეს მცველებთან ერთად, მეკარის დამსახურებაც იყო. ამავე სეზონში იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაღწევა მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში ტურინელები „მილანს“ დაუპირისპირდნენ. თამაში ფრედ, 0:0, დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ბუფონმა თერთმეტმეტრიანების სერიაში ორი პენალტის მოგერიება მოახერხა, საბოლოო გამრჯვება მაინც „მილანს“ დარჩა და ბუფონს მხოლოდ ვერცხლის მედალი ერგო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა, ის სეზონი ტიტულის გარეშე მაინც არ დაუმთავრებია. „იუვენტუსმა“ 2002-2003 წლების სეზონში სკუდეტო მოიგო. მალე ბებერმა ქალბატონმა ოლდ ტრაფორდზე განცდილი მარცხისთვის მინირევანში აუღო „მილანს“. ნიუ ჯერსიში გამართულ იტალიის სუპერთასის გათამაშებაში იუვემ „მილანი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ამ მატჩშიც ტურინელთა გოლკიპერმა ბრწყინვალედ ითამაშა. საერთო ჯამში მთელი სეზონი ბუფონმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ამიტომაც იმ წლის ჩემპიონთა ლიგის გალა დაჯილდოებაზე არამარტო საუკეთესო მეკარედ, არამედ ყველაზე სასარგებლო მოთამაშედაც დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალზე გოლკიპერმა განაცხადა: ჩემი ჯილდო მთელი „იუვენტუსის“ დამსახურებაა და ტურინული კლუბი მომავალში კიდევ უფრო გაძლიერებული წარდგება საფეხბურთო სამყაროს წინაშეო.

თუმცა მეკარის იმედები არ გამართლდა, მომდევნო სეზონი კლუბმა ტიტულის გარეშე დაამთავრა, შემდეგ კი დიდ სკანდალში გაეხვია და მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. „იუვენტუსს“ გარიგებულ მატჩებში დასდეს ბრალი და სერია ბ-ში დააქვეითეს. კლუბი ისეთმა წამყვანმა ფეხბურთელება დატოვეს, როგორიცაა ზლატან იბრაგიმოვიჩი, ფაბიო კანავარო და სხვები. ბუფონმაც არაერთი შეთავაზება მიიღო, თუმცა კლუბში დარჩენა და სერია A-ში გადასვლაში დახმარება გადაწყვიტა.

ბუფონმა და „იუვენტუსმა“ წარმატებას კვლავ მიაღწიეს 2012 წელს, როცა კლუბი ჩემპიონატში დამარცხების გარეშე, რამდნიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ გახდა იტალიის ჩემპიონი.


სანაკრებო კარიერა
იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი არ დარჩენია ნიჭიერი მეკარე და ის 1996 წელს კონტინენტის პირველობაზე წაიყვანეს თანატოლ ახალგაზრდებთან ერთად, რომელთა შორის ალესანდრო ნესტა, ფრანჩესკო ტოტი და ალესანდრო დელ პიერო იყვნენ. ბუფონმა პირველად ითამაშა იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში მომდევნო წელს, 1997 წლის ოქტომბერში, მოსკოვში გამართულ შეხვედრაში. მაშინ იგი 19 წლის იყო. შეხვდრისას ტრავმა მიიღო ნაკრების ძირითადმა გოლკიპერმა ჯანლუკა პალიუკამ, მის ნაცვლად კი ბუფონი შევიდა.
ბუფონი ნელნელა ნაკრების ძირითად მეკარედ ყალიბდებოდა. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონაზე საფრანგეთშიც წაიყვანეს, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა. სამაგიეროდ შეუდარებელი იყო ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ძირითად მეკარედ სწორედ ბუფონი უნდა წასულიყო, თუმცა ზუსტად ჩემპიონატის მოსამზადებელ შეხვედრაში ხელი მოიტეხა და მის ნაცვლად ძირითად მეკარედ ახალგაზრდა ფრანჩესკო ტოლდო იქცა, რომელმაც შანსი გამოიყენა და ფანტასტიკური შეხვდრები ჩაატარა.

ბუფონი ნაკრების ძირითადი მეკარე იყო ფიფა 2002-სა და ევრო 2004-ზე. თუმცა იტალიის ნაკრები ამ ტურნირებზე უფერულად გამოვიდა.
სამაგიეროდ ბრწყინვალე თამაშები ჩაატარა ბუფონმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე. მაშინ ბუფონმა შეუცვლელად ითამაშა ყველა მატჩი.

ევრო 2008-ზე ბუფონი რობერტო დონადონიმ ნაკრების კაპიტნად დანიშნა. ამ ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, ხოლო ბუფონი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ბუფონი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე უნდა ყოფილიყო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც, მაგრამ პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო და და შეცვალეს. ევრო 2012-ზე ბუფონიმ ნაკრებთან ერთად ფინალამდე მიაღწია. ბუფონი მეოთხედფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

წყარო: wikipedia.org
[Pasuxi][Cit]|
3. Mon Ami [Adm] (Off)
[ 14 Sep 2013, 18:23 ]


პირადი და ოჯახური ცხოვრება

ჯიჯი ბუფონს საშუალო სკოლის დიპლომი არ აქვს. მან საფეხბურთო კარიერა საკმაოდ ადრე დაიწყო და სკოლის დამთავრება ვეღარ მოახერხა. ბუფონი აკურატულობით უდგება თავის საქმეს, თუმცა ამავდრიულად საშინლად არაპუნქტუალურია, რეგულარულად არღვევს დისციპლინას. როგორ არ სცადეს მისი გამოსწორება - სიტყვიერი გაფრთხილებით თუ ფულდი ჯარიმით, მაგრამ არაფერმა უშველა. ბუფონი არც რეჟიმის მოყვარულთა შორისაა. პრესაში ხშირად დაბეჭდილა ფოტოები, სადაც ის ხან სიგარეტით და ხანაც სასმელით ხელშია აღბეჭდილი, არაერთხელ უნახავთ ტურინულ დისკოთეკებზე და კინოს ღამეულ სეანსებზე.
ახალგაზრდობაში მომავალი ვარსკვლავი თანატოლებს შორის პოპულარობით არ სარგებლობდა და მას უშნოსაც კი ეძახდნენ, მაგრამ ცნობილი მეკარე გახდა თუ არა, მის გვერდით ლამაზმანებიც გაჩნდნენ. სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია, სანამ არ გამოჩნდა ჩეხი ფოტომოდელი ალიონა სერედოვა, რომელმაც „მის ჩეხეთის“ ტიტულის მოპოვების შედეგ იტალიურ შოუ ბიზნესში განაგრძო მოღვაწეობა.
მსოფლიო ჩემპიონატზე სერედოვა ბუფონს საცოლის რანგში გაჰყვა. ჩემპიონატის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და უკვე ორი შვილი ჰყავთ.
[Pasuxi][Cit]|
4. Mon Ami [Adm] (Off)
[ 14 Sep 2013, 18:32 ]


ტიტულები:

საკლუბო

პარმა
>უეფას თასი: 1998-99
>იტალიის თასი: 1998-99, 2000-01 (ვერცხლის პრიზიორი)
>იტალიის სუპერთასი: 1999

იუვენტუსი .juve.

>სერია A (4): 2001–02, 2002–03, 2004-05 (ჩამორთმეული), 2005-06 (ჩამორთმეული), 2011–12, 2012-13
>სერია B: 2006–07
>იტალიის თასი: 2001–02 (ვერცხლის პრიზიორი), 2003–04 (ვერცხლის პრიზიორი), 2011–12 (ვერცხლის პრიზიორი)
>იტალიის სუპერთასი (4): 2002, 2003, 2012, 2013, 2005 (ვერცხლის პრიზიორი)
>ჩემპიონთა ლიგა: 2002–03 (ვერცხლის პრიზიორი)


სანაკრებო

>ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი: 1996
>მსოფლიო ჩემპიონატი: 2006
>ევროპის ჩემპიონატი: 2012 (ვერცხლის პრიზიორი)


ინდივიდუალური

>ბრავოს ჯილდო: 1999
>საუკეთესო ევროპელი მეკარე: 2003
>უეფას კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2003
>ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე: 2003
>ფიფა 100
>იაშინის ჯილდო: 2006
>2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესოთა გუნდი
>ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (ვერცხლის ბურთი): 2006
>სერია A-ს წლის საუკეთესო მეკარე (8): 1999, 2001, 2002, 2003, 2005, 2006, 2008, 2012
>უეფას წლის საუკეთესოთა გუნდი (3): 2003, 2004, 2006
>პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაცია (FIFPro World XI): 2006, 2007
>ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით, მსოფლიოს წლის საუკეთესო მეკარე (4): 2003, 2004, 2006, 2007
>ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით, ათწლეულის საუკეთესო მეკარე: 2000-2010
>ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით, 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე: 2012
>ევროპის ჩემპიონატის საუკეთესოთა გუნდი (2): 2008, 2012
>სერია A-ს წლის საუკეთესოთა გუნდი: 2012
[Pasuxi][Cit]|
5. Mon Ami [Adm] (Off)
[ 14 Sep 2013, 18:42 ]
ამ თემაში აუცილებლად უნდა ვახსენო თომას ნ'კონო.



ბუფონის კერპი არის თომას ნ'კონო (Thomas N'Kono) - იგი იყო კამერუნის ეროვნული ნაკრების მეკარე. ის იყო კამერუნის ნაკრების ძირითადი მეკარე 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატში რომელიც იტალიაში ჩატარდა. ზუსტად მისმა თამაშმა შთააგონა პატარა ჯიჯის სათამაშო პოზიციის შეცვლა. მისმა სეივებმა შეაყვარა მეკარის პოზიცია.

მის საპატივსაცემოდ ჯიჯიმ თავის შვილს ლუის თომასი დაარქვა . როდესაც ის დაიბადა ნკონომ დაურეკა და მიულოცა.
[Pasuxi][Cit]|
6. Mon Ami [Adm] (Off)
[ 14 Sep 2013, 18:47 ]
წყარო:fanebi.com


ბუფონი: “კარგი სეივი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გოლი” (ინტერვიუ)

გთავაზობთ “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების კარის დარაჯის ჯანლუიჯი ბუფონის ინტერვიუს.

14 წლამდე ნახევარმცველის ამპლუით თამაშობდი. როგორც ცნობილია, მეკარეობის სურვილი მას შემდეგ გაგიჩნდა, რაც კამერუნელი მეკარის, თომას ნკონოს მატჩი ნახე 1990 წელს იტალიაში. მართალია?

- დიახ, ასეა, თომას ნკონოს სეივებმა მეკარის პოზიცია შემაყვარა. ის მალევე გახდა ჩემი გმირი. მოგივანებით მის საპატივსაცემოდ ჩემს შვილს ლუის თომასი დავარქვი. როდესაც ის დიბადა, ნკონომ დამირეკა და მომილოცა.

ამბობენ, რომ მეკარე კარგ ღვინოს ჰგავს: წლების მატება ორივეზე კარგად მოქმედებს. რას ფიქრობ, რა ასაკში აქვს მეკარეს კარიერის პიკი?

- არ ვიცი. 30 წელი ადამიანის ცხოვრებაში კრიტიკული წერტილია, ასევეა მეკარის შემთხვევაშიც. 30 წელს რომ უკან მოიტოვებ, ვარჯიშსა და თამაშებზე უნდა გამოიყენო გადგროვილი გამოცდილება. უნდა იზრუნვო, რომ კვლავ მაღალ დონეზე ითამაშო. მერე კი…

ფიქრობთ, რომ კაპიტანი მეკარე, რომელიც შეტევაში მყოფი თანაგუნდელებისგან შორსაა, თავის როლს ბოლომდე ასრულებს?

- არასდროს მიგრძვნია, რომ კაპიტნად ყოფნა მხოლოდ სამკლავურის ტარებას ნიშნავს. ნამდვილი კაპიტანი გუნდისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც მოედანზე, ისე გასახდელში და ფეხბურთელებს სწორი პოზიციისკენ მიუთითებს.

მითითების მიცემისას, რომელი მცველი გიგებს ან გიგებდა ყველაზე კარგად?

- ფაბიო კანავარო, ლილიან ტურამი. ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი.

კარგი სეივის გაკეთება ისეთვე მნიშვნელოვანია, როგორც გოლის გატანა?

- ნამდვილად ასეა. მეკარეებმა იციან, რომ დაშვებულ შეცდომას ვერანაირად ვეღარ შეალამაზებენ. ეს პოზიცია დიდ კონცენტრაციას მოითხოვს. მეკარეს მოდუნების უფლება არ აქვს.

რომელი სეივს მიიჩნევ შენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვნად?

- ასეთი რამდენიმეა, რთულია ერთის გამოყოფა. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ზინედინ ზიდანის დარტყულის მოგერიება იყო გერმანიის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

2001/02 წლებში, „იუვენტუსში“ გატარებულ პირველ სეზონში შენ 34 მატჩში მხოლოდ 23 გოლი გაუშვი. ეს ჯერ კიდევ შენს პირად რეკორდად ითვლება?

- ეს შედეგი ჯერჯერობით ჩემს კარიერაში ნამდვილად საუკეთესოა. კარგი იქნებოდა ეს მაჩვენებელი 11 წლის თავზე გამეუმჯობესებინა.

საკლუბო დონეზე – დაახლოებით 800 მატჩი, ხოლო ნაკრებში 132 შეხვედრა ჩაატარე. რომელმა მწვრთნელმა მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

- არ მინდა ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემს განვითარებაზე ყველა მწვრთნელმა იქონია გავლენა. ანტონიო კონტე კი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. მან მოკლე დროში მოახერხა გუნდისთვის ახალი სიცოცხლე ჩაებერა.

რომელ ფორვარდს შეუქმნია შენთვის ყველაზე მეტი პრობლემა?

- ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნამდვილად დიდებული ფეხბურთელია, რომელიც ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეშდილებას ახდენდა და რა თქმა უნდა, პრობლემებსაც მიქმნიდა.

რომელ მცველს ისურვებდი, რომ შენს წინ მოქმედებდეს?

- ნებისმიერს, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია.

რას ნიშნავს შენთვის „იუვენტუსი“?

- წარმატებულ ცხოვრებას, ბრძოლას და ერთგულებას. ეს არის ოჯახი, სადაც მე აღვიზრდე და ცხოვრების წესი.

ანდრეა ანელის („იუვენტუსის“ პრეზიდენტი) თქმით, შენთან კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის ხელის ჩამორთმევაც კი საკმარისია, რადგან, მისივე თქმით, პატიოსან პიროვნებად მიგიჩნევს.

- დიახ, ასეა. ამის პასუხად უკეთესს ვერაფერს იტყვი. როდესაც შენ გაქვს შესანიშნავი ურთიერთობა, შეთანხმების მიღწევისთვის სიტყვები არც არის საჭირო.

რას ფიქრობს 35 წლის კაპიტანი, როცა ხედვას, რომ მის ადგილზე 19 წლის ფეხბურთელები მოდიან?

- დრო არავისთვის ჩერდება. ჩემი დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა, ახლა კი 35 წლის ვარ. საათის წიკწიკის შეჩერება არ შემიძლია, მაგრამ მშვიდად ვარ და ამის გამო სულაც არ ვღელავ. მომავალი ახალაზრდებისაა და ვცდილობ, მათ წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება გადავცე.

იტალია ეს დღეებია ღია, შემტევ ფეხბურთს აჩვენებს. ეს ყველაფერი იტალიისთვის დამახასიათებელმა ტრადიციულად ძლიერმა დაცვითმა მხარემ განაპირობა?

- ჩეზარე პრანდელის დამსახურებაა, რომ იტალიამ იპოვა ბალანსი დაცვაში მტკიცედ დგომასა და შეტევის გამწვავებას შორის. ეს კი ჩვენი თავდამსხმელების შესაძლებლობების უკეთ წარმოჩინების წინაპრობაა.

შენთვის იყო თუ არა 2013 წლის კონფედერაციის თასი 2014 წლის მუდნიალის რეპეტიცია?

- ეს ტურნირი იყო შესანიშნავი ტესტი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.

რომელ გუნდს გინდა, ფინალში რომ შეხვდე?

- ბრაზილიას. ამ ნაკრების ისტორიის გათვალისწინებით და იმის გამო, რომ ტურნირის მასპინძელის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის საინტერესოა.

ცნობილია, რომ რამდენიმე ხნის წინათ, შენი მშობლიური ქალაქის საფეხბურთო კლუბი „კარარეზე“ იყიდე. როგორ მოგმართოთ, როგორც კაპიტანს, თუ როგორც – პრეზიდენტს?

- უბრალოდ ჯიჯი დამიძახეთ.

გიორგი დოგრაშვილი
[Pasuxi][Cit]|
7. Dstori (Off)
[ 14 Sep 2013, 18:48 ]
საუკეთესო მეკარეა და დიდად პატრიოტი თავისი ქვეყნის
[Pasuxi][Cit]|
8. AC MILAN (Off)
[ 15 Sep 2013, 21:08 ]
Mon Ami, kargi temaa,yochag.
Buffoni es epoqaa.roca jiji dgas karshi mshvidad var.roca italiis karshi dgas da ara jiuventusis! .lolz.
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას