გზავნილი
1. Dstori (Off)
[ 14 Sep 2013, 21:30 ]
საღამოა. შესანიშნავი დრო დაკავდე სევდით. თუმცა რატომღაც დღეს თვით სევდაზე ფიქრით დაკავდა და ფურცლებიც ააშრიალა...
ოთახში კალმის ლაღი ჭრაჭუნიღა ისმის:
„სევდა ლამაზია, მიყვარს სევდა, სევდიანი თვალები, მშრალი თვალები, რომლებიც არავის ეკუთვნის...
სევდა ცუდია! რა იწვევს ამ აზრებს?! ტკივილი? ალბათ ასეა...
როცა შენთვის მნიშვნელოვანი გრძნობა კვდება, როცა გტოვებს დედა, მამა ან თუნდაც სხვა, როცა გული დარდით იწვის, იფერფლება. ტკივილია ყოველივეს რომ თან დასდევს...
რაა სევდა? ნუთუ მართლა ლამაზია?! დიახ ასეა...
სევდა არის ტკივილს როცა გილამაზებს. როცა სევდა გიბყრობს, მაშინ ხედავ თეთრად, მაშინ ფიქრობ ნათლად, მაშინ გესმის რაც არასდროს არ გსმენია. ყოველივე ისეთია, როგორიც არასდროს ყოფილა...
რატომ მიყვარს სევდა?
„სევდიან სახეს ჩემსას
აღარაფერი შველის,
რადგან მოაკლდა ჩემს თვალს
წმინდა ღიმილი შენი."
ეს ტკივილია, რაც მან გამიქრო. ეს იარაა რაც მან მომიშუშა. ფუჭი გრძნობებიც სევდამ გამიქრო..."
მოულოდნელად კალმის ჭრაჭუნი წყდება, საუკუნოდ გაწელილი წამების შემდეგ მას ეღიმება და კვლავ გააგრძელა წერა:
„და მაინც რა ოხერია სევდა...
სასაუბროდ სიტყვებს გიქრობს, მაშინ როცა ჯერ არაფერიც არ გითქმია. გაიძულებს მოეშვა და ყოველ ღამით მას მიენდო."
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა, მას თვალები ისევ ისე აუცრემლდა. წამოდგა და კვმავ ფანჯრიდან ცას, ღრუბლიანს, მიაშტერდა.
სევდა სიცრუეა, მხოლოდ თავის მოტყუებაა, რომ ტკივილი მოკვდა. ყველაფერი კვლავ დროს მიენდობა, იმ იმედით რომ მხოლოდ ის არ იქნება.
თუმცა ის ამ სევდას ეწირება და ამ სევდითვე კვდება...
„ბევრი რამე ცხოვრებაში ერთხელ ხდება,
გგონია რომ მას შემდეგ აღარავინ გეყვარება,
და როცა გრძნობა ქრება, იკარგება,
ისიც შენს სიყვარულს უკვე გვიან ხვდება."
ყვავებს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვთ, როცა ყვავს სატრფო უკვდება ისიც თავს იკლავს.
სიკვდილი კი აღმოჩნდა ის რამაც გაახსენა ბიჭს მისი სიყვარული, მასთან გატარებული დრო და ყვავის თეორიაც, რომ არა სიკვდილი არამედ აქ ამ სიყვარულით ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა...
გრძნობა რომელიც მას დაეუფლა იყო უდიდესი სევდა, რადგან მიხვდა რომ ტკივილი განშორებისას უნდა ეგრძნო...
დრო გადიოდა თუმცა ერთ საფლავს გამორჩეულად შერჩენოდა სიტურფე, აქ ხომ ყვავილი ჯერ არ მომკვდარა...
თუმცა დღეს პირველი დღეა, როცა ცრემლი აღარ ეცემა მიწას და გაისმის ხმა:
„დღეს ღამე შეცვლის
ღამეს კი კვლავ დღე,
ასეა მზეც და მთვარეც...
მაგრამ რას შეცვლის ეს ყველაფერი
აი ამ ჩემს გულს, ნაღველით სავსეს...
მე ვერ ვიხსენებ იმ უბედურ დღეს
როცა დამტოვე მარტო,
როცა დავრბოდი და შევყვიროდი
ახლა რაღა ვქნა კარგო?!
გახსოვს ზაფხულში, ძლიერ წვიმაში
ერთად ვიდექით ხის ქვეშ,
იმ დღეს გულში მხოლიდ შენ მყავდი
ახლა კი ტკივილი მიდევს.
როცა ვიცი რომ ვერ დაბრუნდები
თვალებზე ცრემლები მადგას.
მარტო დარჩენილს უთხარი ჩემს გულს
ახლა ნეტავი რა ქნას?!...
მე უშენობა მახრჩობს, გულს მიკლავს,
ღმერთს შენი თავი ჩემგან შორს მიჰყავს,
ისე წახვედი ისიც არ მითქვამს
რომ შენი თავი თუ როგორ მიყვარს.
მომეცი ნება მეც წამოვიდე
და შენს საფლავთან აღარ მოვიდე,
მიწაზე დამხობილს ნუღარ მატირებ,
შენგან წასვლას ხომ აღარ ვაპირებ!!!..."
და გაჩერდა...
„იყო ზამთარი, მკაცრი სიცივე,
ირგვლივ ყინავდა სრულად ყველაფერს.
აი, ასეთ დროს საფლავთან ბიჭი
იწვა და გრძნობდა, გრძნობდა ვერაფერს..."
(დასასრული)
[Pasuxi][Cit]|
[ like 3 ]

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას