გზავნილი
9. G (Off)
[ 12 Sep 2013, 18:52 ]
Me mshvildosani var.vis vewyobi?
[Pasuxi][Cit]|
10. ***MaLeNa*** (Off)
[ 13 Sep 2013, 10:49 ]
G, შესაფერისი პარტნიორები

კაცი - მშვილდოსანი

ქალი:

ვერძი - კავშირი მყარია. პარტნიორებს შორის შესაძლებელია შესანიშნავი მეგობრობა, რომელიც ხშირად სიყვარულში გადაიზრდება მათი სექსუალური მიმზიდველობის გამო. და თუ კი ეს მოხდა, მაშინ ყველაფერი კარგად წარიმართება და თან არ სდევს ურთიერთდაღლა. სიყვარული დღითიდღე განმტკიცდება.

კურო - იშვიათი კავშირია. რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯიუტმა კურომ მოითმინოს უხეში და უცერემონიო მშვილდოსანი. ამასთანავე მშვილდოსანის სურვილმა გვერდზე გააჩაღოს სექსუალური ურთიერთობები, შეიძლება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს, რადგან ის ისეთი უცერემონიოა, რომ არც მალავს თავის საქციელს. მომთმენი კურო ერთხელაც აფეთქდება და ხაზს გადაუსვამს მათ ურთიერთობებს. ასე რომ, მოწიფულ ასაკში მშვილდოსანს ძალუძს კუროს თავბრუ დაახვიოს მანამდე, სანამ ის მშვენიერია, თვალისმომჭრელია, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. თუკი მშვილდოსანი შეცვლის თავისი ცხოვრების წესს, მაშინ კუროსთან ურთიერთობები შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში - გაყრა გარდუვალია.

ტყუპები - რომანტიკული თანაცხოვრება, რომელშიც ისინი იდეალურები არიან. მშვილდოსანისათვის ტყუპები სასურველი და საინტერესონი არიან, ხოლო ტყუპებს ისინი კი სერიოზულ და დადებითი ბუნების პარტნიორად წარმოუდგენია. მშვილდოსანს ცოცხალი, მოძრავი, ცოტა გონებასუსტი და მოლაპარაკე ტყუპები სჭირდება. სექსუალურ ურთიერთობებში ისინი არასდროს მოიწყენენ და არასდროს დაიღლებიან ერთმანეთით.

კირჩხიბი - ეს კავშირი წარმატებული იქნებოდა საწინააღმდეგო შემთხვევაში, როცა კაცი - კუროა, ხოლო ქალი კი - მშვილდოსანი. კირჩხიბს იზიდავს მშვილდოსანის ხასიათის სირბილე და განებივრებული ბუნება. თუმცა მას გვერდით მაინც ეყოლება როგორც საყვარლები, ასევე თვით მშვილდოსანიც. მშვილდოსანიც ეცდება მის მოტყუებას. ასეთი ურთიერთმოტყუებით მათ დიდი ხნის მანძილზე ექნებათ ოჯახი, თუმცა ბოლოს მაინც დაინგრევა, თუ კი ამ ურთიერთობებს არ გაამყარებენ საერთო ინტერესებით, მერკანტილური კავშირებითა და საქმიანი ურთიერთობებით.

ლომი - პარტნიორების ფსიქოლოგიური ურთიერთშეთავსებადი კავშირია. მაგრამ ხშირად ისინი ბედნიერნი სასიყვარულო ურთიერთობებისას არიან, ვიდრე ქორწინებაში. მშვილდოსანი და ლომი ემოციურად ძალიან გვანან ერთმანეთს და მათთვის ადვილია ერთად ყოფნა. ქორწინებაში პატივს სცემენ ერთმანეთს.

ქალწული - ნაკლებიღბლიანი კავშირია მშვილდოსანისათვის. ქალწულს სურს, რომ "ქმარმა თავისი ადგილი იცოდეს". მშვილდოსანისთვის სახლი არ არის ისეთი ნიშვნელოვანი, როგორც ქალწულისთვის. სახლი მისთვის, უფრო სასტუმროა, სადაც უნდა შეირბინოს, დაიბანოს, ტანსაცმელი გამოიცვალოს და რაიმე შეჭამოს. ასეთი ცხოვრების სტილი ძალზედ აღიზიანებს ქალწულს. სიმართლე მშვილდოსანს ხანდახან უღვივებს ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, მას სინდისი ქენჯნის, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ქალწულს ის თვლის თავის საკუთრებად, როგორც ამბობენ"ჩემი მანქანა, ჩემი ცოლი", რადგან თვლის, რომ როგორც არ უნდა მოექცეს მას, ის არსად გაექცევა. სექსუალურ ურთიერთობებში ვერ ეწყობიან, მათ მალე ბეზრდებათ ერთმანეთი.

სასწორი - ეს კავშირი კარგია მშვილდოსანისათვის, რადგან სრულდება მისი ოცნება, რომ გვერდზე ჰყავდეს ჰარმონიული ქალი. ამასთანავე მოუსვენარი და ენერგიული მშვილდოსანისათვის ასეთი ურთიერთობები გარკვეულწილად მოსაწყენია. თუმცა ამ წყვილს შეუძლიათ ურთერთდათმობა და მათი ქორწინება გამოირჩევა ჰარმონიულობით, გაწონასწორებულობით, აქ ადგილი აქვს ისტერიკებსა და გრძნობების აფეთქებას.

მორიელი - ისეთი კავშირია, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს, ან პარტნიორებს არ ძალუძს საერთო ენის გამოძებნა და ისინი იმედგაცრუებული რჩებიან ერთმანეთით, ამიტომაც ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ამაყი მორიელი არასდროს არ დგამს პირველ ნაბიჯს. მშვიდობიანი წყვილი, როგორებიც დასაწყისში იყვნენ მალე მტრად გადაიქცევიან. და რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია, მორიელი დედის როლში, როგორც წესი მამის წინააღმდეგ განაწყობს. მაგრამ მშვილდოსანს არ ახასიათებს გამძაფრებული მამობრივი ინსტიქტები, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ქალია. თუ კი მორიელს ის შუყვარდება, მაშინ ბავშვები მათი ურთიერთობების განმტკიცებას უწყობს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავისი ოჯახისადმი ინტერეს კარგავს. მორიელს თავისივე ბოროტება უკან უბრუნდება.

მშვილდოსანი - კარგი კავშირია მონადირე ბუნების მქონე პარტნიორებისათვის. ეს ქორწინება შესაძლებელია მოხდეს გააზრებულად და ხშირად ანგარიშით. მათ შორის სიყვარული ჭარბად არის, მაგრამ აქვთ ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგება. გვერდზე გაჩაღებულ ცოლქმრის სასიყვარულო ურთიერთობებსაც ისე მტკივნეულად არ განიცდიან. ცოლი არ დაიწყებს ეჭვიანობის სცენების მოწყობას, რადგან ეს მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ის დიდ ყურადღებას მატერიალურ მხარეს აქცევს. თუკი მეუღლე შესძლებს ამ საკითხის მოგვარებას, მაშინ მათი ქორწინება დიდხანს გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე პარტნიორი სასურველი კანდიდატურის შეხვედრისას მზად არიან უკანმოუხედავად გადადგან ეს გაბედული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, თუ ვისთან გაატარეს ცხოვრების უმეტესი ნაწილი.

თხის რქა - პარტნიორებს შორის შესაძლებელია იყოს დიდი სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად ღალატობენ ერთმანეთს. ერთობლივ თანაცხოვრებაში მშვილდოსანი ან თმობს პოზიციებს (აგებს თამაშს), ან კიდევ თხის რქა პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე არ ანგრევს ოჯახს.

მერწყული - პერსპექტიული და დიდებული კავშირია. პარტნიორები ძალიან გვანან ემოციურობით. სექსუალური ურთიერთობები წარუმატებელია. მერწყულს არ სჭირდება ასეთი აქტიური პარტნიორი. მშვილდოსანს ახასიათებს მოჩვენებითობა, შინაგანი შთაბეჭდილების დასაფარად.

თევზები - ეს კავშირი ნაკლებიღბლიანია და იშვიათი. დასაწყისში თევზებს მშვილდოსანი წარმოუდგენია ყველაზე საუკეთესოდ, საუცხოოდ და მხოლოდ დროთა განმავლობაში გააკვირვებს მშვილდოსანის ძალაუფლება. ენერგიულ და უხეშ მშვილდოსანს არ ძალუძს ჩაწვდეს თევზების აზრებს. პარტნიორები სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ, ხშირად ღალატობენ ერთმანეთს. მშვილდოსანი კარგად ეჩვევა ასეთ ურთიერთობებს.

:D
[Pasuxi][Cit]|
11. G (Off)
[ 13 Sep 2013, 12:39 ]
ციტატა: ***MaLeNa*** gaixare shen
[Pasuxi][Cit]|
12. Aristokratka (Off)
[ 13 Sep 2013, 13:51 ]
Gaxlavart mshvildosani,sulit xorcamdi. :-D .
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას