სუიციდი LILITH 07 ოქტ 2013, 14:00 ვიკიპედიაში მოცემული განმარტების თანახმად თვითმკვლელობა — საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს, და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსადა 35 წელს ქვევით ახალგაზრდებში, თვითმკვლელობაზე მოდის. დაახლოებით 10-20 მილიონი შემთხვევა კი, არასასიკვდილო შედეგით მთავრდება. გარდა ამისა საინტერესო წერილს გადავაწყდი სუიციდი, იგივე თვითმკვლელობა მოზარდებში განსაკუთრებით გავრცელებული ფენომენია. ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ ყოველწლიურად გარდაცვლილ მოზარდზე თითქმის ყველა მეოთხე თვითმკვლელობის შემთხვევაა. სუიციდის თემა აქტუალურია მოზრდილებთანაც და ის არაა მხოლოდ აფექტური, გაუაზრებელი აქტი. მისი მიზეზები გაცილებით ღრმაა და ხშირად მჭიდრო კავშირშია კოგნიტურ სფეროსთან. ერთია ის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, რომელიც თვითმკვლელობის აქტის მიზეზებად შეიძლება მოვიაზროთ და მეორეა თვით ეს ფენომენი კაპიტულაციას ნიშნავს თუ გამარჯვებას, გამარჯვებას ყოფიერების აბსურდსა და ცინიზმზე. ალბერ კამიუ ერთ-ერთ ახალგაზრდობისდროინდელ ნაწარმოებში “ქორწინება " წერს, რომ იმედი კაცობრიობის უდიდესი მტერიაო. ფრანგ მწერალ-ფილოსოფოსს შეიძლება ბევრიც შევედავოთ, მაგრამ ისიც ხომ შესაძლებელია, პანდორას ყუთში იმედი რომ არ დარჩენილიყო, გაცილებით მეტ ადამიანს მოეკლა თავი ყოველდღიურად. იმედი კი რჩება, როგორც მარადიული, მჭრელი სატყუარა ადამიანებისთვის, რომლებიც იტანენ გაწამებულ ყოფიერებას სწორედ ი მ ე დ ი თ. თვითმკვლელობა ერთი მხრივ ლაჩრობას ჰგავს. ერთი შეხედვით ეს მართლაც ნათელია. ბუნებრივია, ეს გაქცევის მცდელობაა ყველაფრისგან, რაც გართმევს უფლებას თუ საშუალებას იცხოვრო ადამიანურ არსებასავით. ესაა აქტი, რომელიც ერთი თვალის შევლებით წითელი დროშების გამოფენას ჰგავს, მაგრამ როგორც ყველა მედალს, მასაც აქვს მეორე მხარე. “თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი"- თუ არ ვცდები სერგეი ესენინს სწერდა ჩვენი ცისფერყანწელი, ტიციან ტაბიძე. რა თქმა უნდა, თვითმკვლელობა ღალატსა და უღირსი გამოსავლის შერჩევას ჰგავს, მაგრამ სწორედაც საკვირველია, რომ ამ ბურუსში თითქმის ვერასდროს ვერ ხედავენ იმ სულიერ ძალას, რომელსაც ეს ადამიანები ავლენენ და პოულობენ საკუთარ თავში. თვითმკვლელობა რომ ადვილი იყოს, ალბათ ნახევარი კაცობრიობა გაწყდებოდა, ვინაიდან ყოველდღიურად უამრავი ადამიანი უძლებს დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, უმძიმეს ყოფით პირობებსა და საკუთარი არსებობის აბსურდულობის განცდას. საკვირველია, ამ აქტში ვერ დაინახო გენიის საიდუმლო, რომელიც ძალას გაძლევს ადამიანებს იმდენად აძლიერებს ჯოჯოხეთის ცეცხლიც ვეღარ აშინებს, არ აქვს დიდი მნიშვნელობა ათეიზმსა და თეიზმს ამ შემთხვევაში, რადგან ყოველთვის არსებობს ადამიანში მოსალოდნელი სასჯელის შიში. ნუთუ ლაჩრები არიან ადამიანები, რომლებმაც საბჭოთა გაუსაძლის ყოფას თვითმკვლელობა არჩიეს? როცა ცხოვრება გაუსაძლისია და ამ აბსურდის მყისიერად დასრულების ძალას პოულობ, არ შეიძლება გერქვას მხდალი. არ ვიცი, ვისთვის არიან მხდალები პაოლო იაშვილი ან გალაკტიონი. რა თქმა უნდა, სუიციდისთვის ხოტბის შესხმა არც კი მიცდია, მაგრამ მაინც ღირს დაფიქრებად რა ძალისხმევა სჭირდება და რაოდენ დიდია მსხვერპლი. ადამიანები აქამდე მხოლოდ მას შემდეგ მიდიან, როცა მათივე მსგავსი არსებები მიწიერ ჯოჯოხეთს უქმნიან. მერე კი შეშლილებად და დამარცხებულებად რაცხავენ. წყარო : http://ntermedia.ge/სტატია/9144-სუიციდი-სიმხდალე-თუ-გამბედაობა/19/user:ნინო%20ნინო:show:channel რას ფიქრობთ ამ საკითხზე? http://www.kvirispalitra.ge/pictures/artimages/image4/b81a899a06ba91b0efe884df62353b90.jpg --------------- x.z. 07 ოქტ 2013, 14:33 mezizgheba tvitmkvlelobis simxdalestan damakavshirebeli jomolungma mosazrebebi --------------- heretique 07 ოქტ 2013, 14:41 x.z., eg mosazrebebi lachrebis mogonilia :) vfiqrob rom odeesme tavs moviklav :) --------------- LILITH 07 ოქტ 2013, 14:48 დოსტოევსკის "ეშმაკნი" ყველაზე უფრო გენიალური წიგნია ამ თემასთან დაკავშირებით. მიზეზი,რის გამოც სტავროგინმა მოიკლა თავი,აბსურდულად გენიალურია)) --------------- heretique 07 ოქტ 2013, 14:50 LILITH, sheni azrit ra iyo mizezi? --------------- LILITH 07 ოქტ 2013, 15:23 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=28145&cit]ციტატა: heretique ღმერთი დაინახა საკუთარ თავში) --------------- heretique 07 ოქტ 2013, 15:25 LILITH, me ki vfiqrob, rom nihilizmi iyo mizezi. :) --------------- LILITH 07 ოქტ 2013, 15:36 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=28152&cit]ციტატა: heretique ეგ ერთი და იგივეა ჩემი აზრით)) ---------------