Rchevebi mandilosnebs. nucii 05 ოქტ 2013, 22:05 Am temashi davwerot ubralo magram dzalian gamosadegi rchevebi mandilosnebistvis, gavuziarot ertmanets codna silamazisa da janmrtelobis shesanarchuneblad. --------------- nucii 05 ოქტ 2013, 22:07 თვალები 1. გადაღლილ თვალებს რომ ბრწყინვალება დაუბრუნოთ, გაიკეთეთ ახალგაფრცქვნილი ნედლი კარტოფილის ნიღაბი (გაიჩერეთ 10-15 წუთით). ის, ასევე, ასწორებს ნაოჭებს და აცოცხლებს ყოველდღიური მაკიაჟით გადატვირთულ ნაზ კანს თვალების გარშემო. 2. არასოდეს დაიმუშავოთ კანი პილინგით თვალების გარშემო, ეს არბილებს "თვალის ზონის" ისედაც თხელ კანს. 3. წარბების ამოღებისას მტკივნეული შეგრძნების შესამსუბუქებლად, ამ ადგილას მკვებავი კრემი წაისვით. ზედმეტი მასა ბამბის ტამპონით მოიშორეთ, რომ პინცეტი არ ცურავდეს. --------------- nucii 05 ოქტ 2013, 22:13 სახე 1. დილაობით სახე ყინულის ნაჭრებით გაიწმინდეთ. ეს ატონიზირებს კანს და საუკეთესოდ ახორცებს მიკროჭრილობებს. 2. პილინგი ყოველთვის გაწმენდილ, ტენიან სახეზე გაიკეთეთ და ჩამოიბანეთ არა მატონიზირებლით, არამედ თბილი წყლით. 3. ნებისმიერი კრემი სახეზე დაბანიდან 15 წუთის შემდეგ წაისვით. ტენიან კანზე კრემის ფენის წასმა სითბოს შეგუბებას და თბორეგულაციის დარღვევას იწვევს. 4. 25 წლიდან ყველა ქალისათვის სასურველია მარტივი ყოველდღიური "სახის ვარჯიში": 5 წუთის განმავლობაში მსუბუქად დაიმუშავეთ მთელი სახე თითების ბალიშებით. ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაგრებს კანის ტონუსს, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. 5. შემოდგომა-ზამთრის სეზონზე სახისათვის საუკეთესოა თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი. რეკომენდებულია როგორც ერთად (პროპორციით ერთი-ერთზე, ასევე, ცალ-ცალკე). გავიჩეროთ სახეზე 10-15 წუთის განმავლობაში. თაფლი თბილი წყლით, საპნის გარეშე ჩამოვიბანოთ, ხოლო ზეითუნის ზეთის ნარჩენები ბამბის ტამპონი მოვიშოროთ. 6. ნებისმიერი ნიღაბი უფრო ინტენსიურად მოქმედებს, თუ 10 წუთით ადრე ორთქლის აბაზანას მიიღებთ. გაფართოებულ კაპილარებიანი კანისათვის ორთქლის აბაზანა შეცვალეთ თბილი კომპრესით: სქელი ხელსაწმენდი დაასველეთ ცხელ წყალში, შემდეგ გაწურეთ და სახეზე მიიდეთ. 7. ცხიმიანი მგრძნობიარე კანი კარგად იწმინდება სალბის (შალფეი), გვირილის, ქრისტესისხლას, ორკბილას (ჩერედა) ნაყენით და სელის მარცვლების ნახარშით. 8. დაუშვებელია ცხიმიან კანთან ბრძოლა სპირტის შემცველი საშუალებებით. ის კანის ზედა ფენას გამოაშრობს, ხოლო ცხიმის გამოყოფის პრობლემას არ მოგიხსნით. --------------- nucii 05 ოქტ 2013, 22:17 ყელი 1. ორმაგი ღაბაბის გაჩენის საწინააღმდეგოდ ან მისი დაპატარევებისთვის, ასევე, ყელის ნაკეცების მოსაშორებლად გაიკეთეთ შემდეგი სახის ყოველდღიური პროცედურა: 3-5 წუთის განმავლობაში მსუბუქად ირტყით ნიკაპსა და ყელზე მარილიან წყალში დასველებული პირსახოცი (1 ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა წყალზე). 2. ნიღაბი მოშვებული კანისთვის: აზილეთ ძალიან მწიფე ბანანი და წაისვით სახეზე 10-15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. --------------- nucii 05 ოქტ 2013, 22:20 ტანი 1. ჩაასხით აბაზანაში ერთი ჭიქა ზეითუნი და ცხიმიანი რძე. ეს საუკეთესო საშუალებაა მშრალი კანის გასაწმენდად და დასარბილებლად. 2. ატმის ახლად გამოწურული წვენი კი (ასევე 1 ჭიქა აბაზანისთვის) ატონიზირებს და სიმკვრივეს ანიჭებს კანს. 3. 4-5 ჭიქა ყავისგან დარჩენილი ნალექი საუკეთესო საშუალებაა მთელი ტანის პილინგისათვის, განსაკუთრებით აბანოსა და საუნის შემდეგ. --------------- nucii 05 ოქტ 2013, 22:25 ხელები 1. ფრჩხილების გაუხეშებული კანისათვის: გაჭერით ლიმონი ორ თანაბარ ნაწილად და 10-15 წუთით ჩააწყვეთ ამ "კალაპოტებში" თითები. 2. მკვებავი ნიღაბი ხელებისათვის: 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი ავურიოთ. წავისვათ ხელებზე სქელ ფენად. შემდეგ ჩავიცვათ ბამბის ხელთათმანები და გავიჩეროთ მთელი ღამით, ან რამოდენიმე საათის განმავლობაში მაინც. 3. ყოველი დაბანის შემდეგ სასურველია ხელებზე სპეციალური ნაერთის წასმა, რომლის პატარა ფლაკონი შეგიძლიათ პირსაბანთან შეინახოთ. ეს ნაზავი შედგება თანაბარი რაოდენობის გლიცერინისა და ვარდის წყლის, და 10 წვეთი ნიშადურის სპირტისგან. 4. ხანდაზმულ ქალებს ვურჩევთ, რომ ფრჩხილებზე მხოლოდ მკვეთრი ფერის ლაქი წაისვან! ამის ფსიქოლოგიური საფუძველი ასეთია: ფერადი ობიექტების აღქმისას, ადამიანი მათ შორის ყველაზე მკვეთრს აქცევს ყურადღებას, ხოლო დანარჩენი მხოლოდ უმნიშვნელო ფონს წარმოადგენს. ასე რომ, თქვენი მკვეთრი ფრჩხილებით კანის პიგმენტური ლაქების, ნაოჭების და ასაკის სხვა არასასურველი გამოვლინებების "კამუფლიაჟს" შეძლებთ. --------------- nucii 05 ოქტ 2013, 22:29 ფეხები 1. ნიღბები ტერფების გაუხეშებული ან დამსკდარი კანისათვის: 30 წუთის განმავლობაში, 200 გრამ რძეში მოხარშეთ საშუალო ზომის ვაშლი. შემდეგ აზილეთ და მასა წაისვით სუფთა ფეხებზე. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 2. მაზოლებს ადვლად კურნავს ჩვეულებრივი ლიმონი. ღამით მტკივან ადგილას ლომონის ქერქის ნაჭერი მიიმაგრეთ და დილით მაზოლი ადვილად მოგძვრებათ. 3. იმისათვის, რომ მუხლისთავებზე კანი ყოველთვის რბილი და კრიალა გქონდეთ, კვირაში ერთხელ ტანის ნებისმიერი სკრაბის საშუალებით მოიშორეთ მისი გარქოვანებული ზედა ფენა და შემდეგ წაისვით თაფლის ან ვიტამინ Е-ს შემცველი ხელის კრემი. 4. თუ ხშირად გიოფლიანდებათ ფეხები, გადაივლეთ დღეში 2-3-ჯერ ცივი წყალი. სხვათა შორის, ამ პროცედურის მეორადი სასარგებლო სასიამოვნო ეფექტია მთელი ორგანიზმის გაკაჟება. --------------- nucii 05 ოქტ 2013, 22:33 თმა 1. შეუღებავი თმისთვის სიმპატიური ელფერის მინიჭება სხვადასხვა ნაყენის გადავლებით შეიძლება: გვირილის მაგარი ნაყენი ქერა თმას მოყვითალო-ოქროსფერ ელფერს აძლევს, ხოლო რევანდის ნაყენი – ღია ფერფლისფერს. 2. თხელი თმისთვის სიმაგრისა და მოცულობის მინიჭება შეიძლება თუთიის, კალცის და პანთოტენის მჟავით მდიდარი საკვები დანამატების დახმარებით. 3. ქერტლის საწინააღმდეგო ხალხური საშუალება: 2 სუფრის კოვზ ხახვის ფურცელს დავასხათ 0, 5 ლ. ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 15 წუთით. ეს ნახარში ყოველი დაბანის შემდეგ გადავივლოთ 1 თვის განმავლობაში. 4. თუ გრძელი თმა გაქვთ, კონდენციონერი მხოლოდ ბოლოებში შეიზილეთ, ამ შემთხვევაში თმა უფრო დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს. 5. თმა ყოველთვის ფენის თბილი ჰაერის საშუალებით გაიშრეთ. ცხელი ჰაერი მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში გამოიყენეთ, რადგან ის მალე აფუჭებს თმას. --------------- nucii 05 ოქტ 2013, 22:57 ლამაზი სახის მტრები 1. ერთფეროვანი საკვები, შეზღუდული რაციონი, ან რომელიმე პროდუქტის ზედმეტად მიღება თქვენს სახის კანზე საკმაოდ ცუდად აისახება. 2. ტკბილეული და ცომეული - შაქარი, შოკოლადი, კანფეტი, ორცხობილა, ფუნთუშები, ჩიფსები, ტორტი და ნაყინი სახის კანისთვის განსაკუთრებით საშიში პროდუქტებია (me piradad aq chamotvlil sakvebs charbi raodenobit vshtantqav magram saxis kans ar vuchivi, 28 wlis var da jer erti naochic ki ar maqvs saxeze, arc ,,prishiki" da arc msgavsi rameebi ar mqonia.) 3. თუ თქვენ დღეში 3 ჭიქა არაძვირადღირებულ ყავას სვამთ, მაშინ გამონაყარი გარანტირებული გაქვთ. ამიტომ საჭიროა ყურადღება მივაქციოთ კვების რაციონს და დავიცვათ ზომიერება. 4. სახის კანს უხდება რძე, რძის ნაწარმი და კარგია მცენარეული საკვები. 5. ზედმეტი ძილი ცუდად მოქმედებს კანის ფერზე, მაგრამ უძილობაც ძალიან მავნებელია. 6. კანისთვის სასარგებლოა ხილის ნიღბები და დადებითი ემოციები. --------------- nucii 06 ოქტ 2013, 9:35 კლეოპატრას აბაზანა შეათბეთ 1 ლიტრი რძე. ორთქლზე გაადნეთ 1 ჭიქა თაფლი და რძეში გაქენით, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ნუშის რძე, ჩაასხით აბაზანაში. ჩაწექით 15 წუთით და ისიამოვნეთ. სტრესის საწინააღმდეგო აბაზანა აიღეთ 1,5 ლიტრი რძე, 3 სუფრის კოვზი გამომშრალი გვირილა, 1,5 ჭიქა ზღვის მარილი და 1/4 ჭიქა სოდა (ხისტი წყლის დასარბილებლად). გვირილა რძეში ჩაახარშეთ. ნახარში ჩაასხით წყალში, დაუმატეთ სოდა და ზღვის მარილი. რაც უფრო ცხელი იქნება წყალი, მით უკეთესი (მაგრამ 42 გრადუსს არ უნდა გადააჭარბოს). პროცედურის შემდეგ კანი გასაოცრად ნაზია. --------------- bZzziki 06 ოქტ 2013, 10:42 გმადლობთ )) --------------- heretique 06 ოქტ 2013, 10:49 vinmes tu gicdiat eseni da shedegi miiget namdvilad? --------------- nucii 06 ოქტ 2013, 11:55 heretique, me miyvars eqsperimentebi, mtavaria zustad icode rameze alergia xom ar gaqvs. Vitaminebi (is rac dgesdgeobit aseti deficituri gaxda sakvebis saxit)yvela xilshi da bostneulshia, chven ki shaurmas da quchashi gadarbenaze nayid sakvebs vedzalebit. Erterti cnobili msaxiobi (zustad ar maxsovs romeli) ambobda: roca samzareuloshi vtrialeb rac xelshi gemrieli momxvdeba imas saxezec vismevo. Damijeret amdagvari wvrilmani rchevebit kmayofili darchebit. --------------- heretique 06 ოქტ 2013, 12:22 nucii, eqsperimentebi kargia, magram tu shedegi ar aqvs, tyuilad titxna ar minda. tvalebi milurjdeba xshirad, gamit vkitxulob da amis gamo. amas ra ushvelis? --------------- nucii 06 ოქტ 2013, 12:53 heretique, kitxvit tvalebi ar chalurjdeba, tvalis upeebis amoshaveba shesadzloa iyos: romelime shinagani daavadebis simptomi, romelic garkveuli xnis ganmavlobashi arc erti sxva simptomit ar gamovlenila; stresis, qronikuli daghlilobis an avitaminozis (magalitad, c vitaminis ukmarisobis) shedegi. wesad aqcie, miigho vitaminebis kompleqsebi, gansakutrebit – shemodgoma- zamtris periodshi, romelic seriozuli gamocdaa organizmistvis. mas shemdeg, rac ama tu im daavadebas gamoricxav, shegidzlia, tvit silurjis likvidacias sheudge. rac unda banalurad jgherdes, upirveles yovlisa, sachiroa jansaghi dzili, amastanave, mnishvnelovania misi ara xangrdzlivoba, aramed xarisxi. sadzinebel otaxshi arc unda ciodes da arc cxelodes. fardebi an darabebi rac sheidzleba nakleb sinatles unda atarebdes. aucileblad unda akontrolo ghami mighebuli sitxis odenoba. wyurvili umjobesia sufta civi wylit an damamshvidebeli balaxeuli chait moikla. rac shexeba chveulebriv chais, tvalebistvis gansakutrebit sasargebloa misi safenebi. isini gacilebit efeqturi iqneba, tu dayenebul chais macivarshi sheinaxav, xolo safenis mocilebis shemdeg kans yinulis natexit gaiwmend. aseve dzalian efeqturia da, rac mtavaria, swrafi shedegi aqvs balaxeulis naxarshis yinulis safens. chveulebriv formebshi chaasxi ghighilos, oxraxushis an gvirilis naxarshi da gayine. yinuli gaaxvie dolbandshi an cxvirsaxocshi da qututoebze miide. am mxriv dzalian efeqturia kartofilic – rogorc moxarshuli, aseve umi. moxarshuli kartofili gacheri shuaze da daaxloebit naxevari saatit daide tvalebze. mouxarshavi kartofilis nachrebit imave efeqtis misaghwevad 20 wutia sachiro. sakmaod kargi efeqti aqvs salbis kontrastul safenebsac: tvalebze monacvleobit miide salbis civ da cxel nayenshi dasvelebuli bambis tamponebi. umjobesia, yvela es procedura dzilis win chaitaro. --------------- nucii 06 ოქტ 2013, 12:58 heretique, am gazafxulze mec mishavdeboda tvalis upeebi, oftalmologtan mivedi, agmochnda rom tirkmelebis anteba mqonia da es mxolod tvalebze aisaxa. Anteba rom vimkurnale tvalis silurjeebic tavistavad gaqra. --------------- heretique 06 ოქტ 2013, 13:01 nucii, ara, eg ar meqneba :) --------------- nucii 06 ოქტ 2013, 13:03 heretique, kargia. Da manamde rac davwere is tu waikitxe? :D mteli statia. --------------- heretique 06 ოქტ 2013, 13:07 nucii, ki wavikitxe da movinishne kidec, vcdi torem avadmyofuri shesaxedaoba maqvs da mawuxebs. titqmis erti tvea normalurad ar mdzinebia, albat es iwvevs. --------------- nucii 06 ოქტ 2013, 13:11 heretique, ki udziloba ara marto tvalebis silurjes aramed bevr sxva rameebsac iwvevs. Magalitad nervozs, advilad gagizianobadobas, stress. Mokled kai dzili janmrtelobis sawindaria ;) --------------- Aristokratka 06 ოქტ 2013, 13:18 Tvalebis chamuqebas egreve shvelis xacho. Steriluri dolbandis tamponebi iyideba. Patara da didi. Patara iyide, 6devs calshi zomaze dachrili da 2cali amokere tomsikasavit. Chade xacho da daide upeebze xshirad. Zalian efekturia! ---------------