პატრიოტიზმი და ფსევდოპატრიოტიზმი LILITH 25 სექტ 2013, 17:14 რასიზმი არის კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრა, დამცირება, დისკრიმინაცია, მათზე ძალადობა. რასიზმი ასევე არის რწმენა ან მოძღვრება, იმის შესახებ რომ ადამიანის ქმედითუნარიანობა, მიღწევები ან ინტელექტი დამოკიდებულია მის რასობრივ კუთვნილებაზე. ამგვარი რასისტული მოსაზრებები ხანდახან მეცნიერული ან ფსევდომეცნიერული არგუმენტებითაა თანხლებული. ისტორიულად რასიზმი გამოყენებული იყო ადამიანების რაიმე ჯგუფის დისკრიმინაციის, ხანდახან გენოციდის მოტივაციისთვის ან მის გასამართლებლად. ნაციონალ-სოციალიზმი ანუ ნაციზმი (გერმ. Nationalsozialismus) აღნიშნავს გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის პოლიტიკას. ასევე გერმანიის ხელისუფლების პოლიტიკას 1933–1945 წლებში, როდესაც ხელისუფლებაში ეს პარტია იმყოფებოდა, ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით. ნაციონალ-სოციალისტური პოლიტიკა ფართო აღიარებით (და თვითგამოცხადებით) იყო გამოხატულად რასისტული და ანტისემიტური. ფაშიზმი (იტალ. fascismo) - პოლიტიკური მიმდინარეობა. წარმოიშვა იტალიაში, რომლის ფუძემდებელიც იყო ბენიტო მუსოლინი. მოგვიანებით მისმა იდეებმა პოპულარობა ჰპოვა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ მრავალ სახელმწიფოში ხსენებული იდეოლოგია აკრძალულ იქნა. მოგვიანებით ფაშიზმის იდეებმა გამოძახილი ჰპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ყოველი მათგანი არასტაბილურ და არასერიოზულ ხასიათს ატარებდა. სადღეისოდ, ფაშიზმის მიმდევრობა არაპოპულარულად ითვლება და ხშირად ფაშისტად ნათლავენ ადამიანს, რომელსაც ამ მოძღვრებასთან საერთო არაფერი აქვს, ხოლო უარეს შემთხვევაში ფაშიზმად ითვლება უკიდურესი ნაციონალიზმის გამოვლინება. რეალურად ფაშიზმი წარმოადგენს ზენაციონალურ (გნებავთ ტრანსნაციონალურ) ნაციონალიზმს, რომელიც წარმოადგენს ე.წ. ლიბერალურ-დემოკრატიული გლობალიზაციის საპირწონე მიმდინარეობას. არსებობს მოსაზრება, რომ ლიბერალური დემოკრატიის გლობალური მასშტაბით გაკოტრების შემთხვევაში ფაშიზმის იდეები ახალ გამოძახილს ჰპოვებენ თანამედროვე სამყაროში. ქსენოფობია (ბერძნ. ξενοφοβία - „უცხოს შიში“, — ξένος ქსენოს - „უცხო“ და φόβος ფობოს - „შიში“) ნიშნავს უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიშს.[1] ტერმინი ხშირად გამოიყენება უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშის ან სიძულვილის მინიშნებად. მაგ. რასიზმი ხშირად ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმად განიხილება. მეცნიერულ ფანტასტიკაში ქსენოფობია უცხოპლანეტელთა ან არადედამიწური წარმოშობის საგანთა მიმართ შიშს ნიშნავს. ქსენოფობია ემყარება რწმენას, ცრუს ან ნამდვილს, რომ განხილვის სუბიექტი (ან ობიექტი) რაღაცით უცხოა. ქსენოფობიაში ფობიის ორი ობიექტია. პირველია საზოგადოებაში მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამ საზოგადოების წევრად არ მიიჩნევა. ხშირად ესენი არიან ახალი იმიგრანტები, თუმცა ქსენოფობია შეიძლება მიმართული იყოს ამ საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში არსებული ჯგუფის წინააღმდეგაც. ამ ფორმის ქსენოფობია შეიძლება მიზეზი გახდეს ისეთი ძალადობრივი რეაქციებისა, როგორიცაა იმიგრანტთა მასობრივი დევნა, ან უარეს შემთხვევაში, გენოციდი. ქსენოფობიის მეორე ფორმა ძირითადად კულტურულ განსხვავებებს ეყრდნობა და ფობიის ობიექტი კულტურული ელემენტებია, რომელიც საზოგადოების მიმართ უცხოდ მიიჩნევა. ყველა კულტურა გარე სამყაროს ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, თუმცა კულტურული ქსენოფობია ხშირად სპეციფიურია, მაგ. უცხო სიტყვათა სესხება ეროვნულ ენაში. ის იშვიათად იწვევს ადამიანთა წინააღმდეგ აგრესიას, თუმცა შეიძლება საფუძველი გახდეს პოლიტიკური კამპანიებისა კულტურული და ლინგვისური სიწმინდის დაცვისთვის. ქსენოფობია მწვავე პრობლემა იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, როდესაც დაბრუნებულ ომის ვეტერანებს სამსახურისა და საცხოვრებელი ადგილისთვის უცხოელებთან მოუწიათ კონკურენცია. მას შედეგად ამბოხი, რასობრივი კონფლიქტები და საერთო არასტაბილურობა მოჰყვა. შოვინიზმი (ფრანგ. chauvinisme) — სხვა ერების სიძულვილი, გადამეტებულ ნაციონალიზმი, რომელიც ქადაგებს ეროვნულ განსაკუთრებულობას[1]. უფრო ზოგადად, შოვინიზმი შეიძლება აღნიშნავდეს რაიმე ჯგუფისადმი კუთვნილების ძლიერ გრძნობას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს გულისხმობს სხვა ჯგუფების სიძულვილს (ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური ნიშნით განსხვავებული ჯგუფების სიძულვილს). პატრიოტიზმი (ბერძნ. πατρίς, სამშობლო) — დადებითი განწყობა საკუთარი სამშობლოს მიმართ, სამშობლოს სიყვარული. სტერეოტიპულად პატრიოტიზმს გამოხატავს: სამშობლოს დაცვა მტრებისგან (სამხედრო სამსახური, ომში მონაწილეობა სამშობლოს მხარეს), სამშობლოს გულშემატკივრობა. ეს მონაცემები და განსაზღვრებები ვიკიპედიიდან,ეხლა კი შემოგთავაზებთ ამ ცნებების განხილვას. რა არის პატრიოტობა? – პატრის (პატრია) ბერძნულად ნიშნავს ქვეყანას, პატრიოტიზმი ნიშნავს დადებით განწყობას საკუთარ სამშობლოზე, პატრიოტიზმს გამოხატავს სამშობლოს დაცვა მტრებისგან, სამშობლოს გულშემატკივრობა, ომში მონაწილეობა სამშობლოს მხარეს და ა.შ შეიძლება პატრიოტობა შევიძინოთ? – არა, როგორც სიყვარულს ვერ შეიძენ ისე ვერ შეიძენ პატრიოტიზმს, პატრიოტობა სულში უნდა გქონდეს ისევე როგორც სიყვარული, სიყვარულს წიგნიდან ვერ ისწავლი, შეიძლება ისწავლო სიყვარულის გამოხატვა მაგრამ სიყვარულს ვერ ისწავლი, იგივე ითქმის პატრიოტიზმზეც რა არის ნაციონალიზმი? – ნაციონალიზმი არის იდეოლოგია რომლის მიხედვით ნაციის ანუ ერის ინტერესი და ერთგულება ყველა ჯგუფისა და ინდივიდუალის ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს.. რა არის შოვინიზმი? – შოვინიზმი ნიშნავს სხვა ერების სიძულვილს, რომელიც ქადაგებს ეროვნულ განსაკუთრებულობას, ანუ ეს არის გადამეტებული ნაციონალიზმი რას ნიშნავს კოსმოპოლიტი? – ეს სიტყვა რომ გავშიფროთ ასე გამოდის „მსოფლიო მოქალაქე“ (ბერძ. კოსმოს – მსოფლიო, პოლიტის – მოქალაქე), კოსმოპოლიტები თავიანთ თავს არ აკუთვნებენ არცერთ ეროვნებას ეხლა მინდა განვიხილო ქართველების, ანუ ჩემი ერის გრძნობა სხვა ერებისადმი..რომ გააჩერო ადამიანი და ჰკითხო პატრიოტი ხარ? პასუხი იქნება: კი, რომ კითხო რა არის პატრიოტიზმი, გიპასუხებს რომ ეს არის ერის სიყვარული, ანუ ისე როგორც მე დავწერე..მოდი პატრიოტიზმი ორად გავყოთ, ერთი სახელმწიფო პატრიოტი ანუ ის ვინც თავის პატრიოტიზმს დროშების ფრიალით ამჟღავნებს და ეთნიკური პატრიოტი რომელიც თავის სიყვარულს გამოხატავს სხვა ერების დამცირებით, როცა რამე გიყვარს იმას ადიდებ ოღონდ არ უნდა მიხვიდე არც ნაციონალიზმამდე და არც შოვინიზმამდე, ყველაფერს თავის ზღვარი აქვს. ხშირად ნახავთ მოედნებზე გასულ ხალხს რომლებიც საქართველოს გუნდს გულშემატკივრობს, ესეც ერთგავრი პატრიოტიზმია, განა ესენი პატრიოტები არიან? მე რატომღაც არაპატრიოტად მთვლიან რადგან ჩემ ერზე ცუდს ვამბობ, უფრო სწორედ ჩემი ერის უარყოფით თვისებებზე, ამ დროს კი თითონაც ბევრი ოცნებობს საქართველოდან წასვლას, თუნდაც სწავლის გამო, ადამიანს სწავლა თუ უნდა ზიმბაბვეშიც ისწავლის, ლონდონი და ამერიკა ამისთვის საჭირო არაა, ნუ ეს ერთგვარი მიზეზია იმის რომ სამშობლოდან წახვიდე ისე როგორც პატრიოტი. ეხლა ცოტა ხნით სპორტს შევეხოთ, ავიღოთ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი კახი კალაძე, ქართველია მაგრამ იტალიაში მოღვაწეობს, ეროვნულ მატჩებზე მას აცვია მაისური რომლის სამკერდე ნიშანიც საქართველოს დროშაა, ეს პატრიოტიზმში ითველება რადგან ერს ასახელებს ეს კი პატრიოტობა სულაც არაა, ის იტალიაში უფრო კარგად ცხოვრობს და საქართველოში რა ესაქმება? მე სულაც არ ვთვლი ამას პატრიოტობად, კახის რომ კითხოთ საქართველო უყვარს, მაშინ რატომ არ ცხოვრობს საქართველოში? ამაზე კი პასუხის გაცემა რთულია.. პატრიოტიზმი ანუ სამშობლოს სიყვარული არსებობს ჩვენთან? – კი მაგრამ ამ გრძნობას სძინავს, ადამიანს რომელსაც თავის სამშობლო უყვარს ქუჩაში ნაგავს არ დაყრის, არ „მონიშნავს“ რომელიმე ბნელ კუთხეში რადგან მაგ ადგილას ხვალ ან ზეგ თავის შვილს მოუწევს გავლა.. ბევრისგან გაიგებთ კიდეც „ამ ზანგების დედაც“ რა არის ეს? პატრიოტიზმი თუ შოვინიზმი? ეს შოვინიზმია, ჯერ ერთი ზანგი არა – ის შავკანიანია, მეორეც ის არაფერს აშავებს და სულ არ გიშლის სამშობლოს სიყვარულში, ის არ გეუბნება ჩემი სამშობლო შეიყვარე და შენი დაივიწყეო, პატრიოტიზმი და შოვინიზმი ერთმანეთში ირევა, რატომღაც ხალხს ჰგონია რომ შავკანიანის ან ჩინელის დამცირება პატრიოტიზმია, პატრიოტიზმი ის არის იმ შავკანიანს რომ მეგობრულად მიიღებ, იმ უცხოელს მეგობრულად რომ მიიღებ.. საქართველოში არიან პატრიოტები? – კი, 99% პატრიოტია, ამ 99%-იდან მხოლოდ 50%-მა იცის ქართული ანბანი ა-დან ჰ-მდე და მხოლოდ 20%მა ან-იდან ჰაე-მდე, დანარჩენ 29% ლაპარაკიც არაა, მაქედან 19%-მა პეტრე მელიქიშვილი არ იცის, და 10%-ს ასათიანის ლექსები გალაქტიონში ერევა პატრიოტიები რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან თავიანთი ქვეყნის ფასეულობებს არ აფასებენ, არ ცდილობენ საქართველო რამენაირად ასახელონ და სხვა ქვეყნებშიც პოპულარული გახადონ..ქართველი პატრიოტები რომლებსაც არანაირი კულტურა არ გააჩნიათ, ანუ ისინი ვინც ღიპგადმოგდებულია და ამით ამაყობს თავს სუპერ პატრიოტებად თვლიან, ასევე პატრიოტებად მიიჩნევენ თავს ისინი ვინც „ჩე“ გევარას ფანატიკოსები არიან, რევოლუციონერები არც ჩვენ გვაკლდა მაგრამ „ჩე“ გევარა ხომ მაგარი იყო, ვინ რა იცის ვინ იყო ალექსანდრე წულუკიძე ან სიმონ ჯუღელი. პატრიოტები ჰგონიათ თავი ნეო-ნაცისტებსაც, მათ „სკინჰედებს“ უწოდებენ და ამ დროს არაფერი აქვთ საერთო მაგათთან, „სკინჰედი“ სუბკულტურაა, ნეო-ნაციზმი იდეოლოგია, სულ სხვადასხვა რამეა. ხალხისთვის გაურკვეველია პატრიოტობა, ბოლომდე ამ გრძნობას ვერ ჩაწვდნენ, პატრიოტობას წიგნში ეძებენ ისევე როგორც ღმერთს ბიბლიაში მაგრამ პატრიოტობა გულში უნდა იპოვო, ისევე როგორც ღმერთი, ვერ ანსხვავებენ ნაციონალიზმს პატრიოტიზმისგან, ვერ ანსხვავებენ შოვინიზმს პატრიოტიზმისგან, მძვინვარებს დისკრიმინაცია რომელიც შორს არის პატრიოტიზმისგან. ბევრს ჰგონია პატრიოტიზმი გამოიხატება რელიგიით, შეიძლება მორწმუნე იყო მაგრამ არა პატრიოტი, ან შეიძლება ათეისტი იყო მაგრამ შენი სამშობლო გიყვარდეს, რატომღაც ხალხს მიაჩნია რომ ეკლესიური ხალხი პატრიოტია, ამ დროს კი რელიგიას არანაირი შეხება არ აქვს პატრიოტიზმთან, ამას უბრალოდ ხალხი ურევს ერთმანეთში ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც საკუთარ თავს პატრიოტს უწოდებს სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, თუ პატრიოტი ხარ რატომ ცხოვრობ სხვა ქვეყანაში? ამის მიზეზად მოიყვანენ იმას რომ სამუშაო არ არისო, ეს გასაგებია მაგრამ ქვეყანას რომ დასჭირდეს ისინი არ ჩამოვლენ, იცით რატომ? ისინი თვითმარქვია პატრიოტები არიან, ისინი სიტყვებით არიან პატრიოტები და არა გრძნობით, აგვისტოს ომის დროს რომელი ჩამოვიდა უცხოეთიდან და რომელმა იომა? პირიქით, ყველა აქედან გაქცევაზე იყო და რა ნამუსით ამბობენ ჩვენ პატრიოტები ვართო არ მესმის.. მე ავხსენი რასაც ნიშნავს პატრიოტობა.საკმაოდ დეტალურად გავშიფრე პატრიოტობა, შოვინიზმი, კოსმოპოლიტიზმი და ნაციონალიზმი, აღვწერე ყოველი გრძნობა თუ იდეოლოგია, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს მაგრამ მაინც ჰკითხეთ საკუთარ თავს, თქვენ ვინ ხართ? წყარო http://ucnauri.com/186216/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-2/ ვაჟა-ფშაველა პატრიოტიზმის შესახებ ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად. ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით", „მეფე ლირით" ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით" და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება... მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე. პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად. ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია. ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ... პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს. ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერიa კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა. ნაწყვეტი კონსტიტუციიდან ადამიანთა უფლებებზე ადამიანის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები 1. პირადი ანუ სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები (ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, მოქალაქეობის უფლება სიცოლხლის, პატივისა და ღირსების, თავისუფლების ხელშეუვალი უფლებები, წამების დაუშვებლობა; სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება და სხვ.) 2. პოლიტიკური უფლებები (ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება, საარჩევნო უფლება; პოლიტიკური პარტიის, პროფესიული კავშირის შექმნისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება; მიტინგები, მანიფესტაციების ჩატარების უფლება და სხვა. 3.სოციალური უფლებები (შრომის უფლება, საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფა; გაფიცვის, განათლების მიღების, ჯანმრთელობის დაცვის უფლებები და სხვა). --------------- Eichmann 28 სექტ 2013, 15:55 თუ პატრიოტი ხარ, მაშინ არ უნდა უკვირდეთ შენი ქმედებანი სხვა ერების მიმართ --------------- Mateus 28 სექტ 2013, 15:56 Eichmann, რას გულისხმობ :D --------------- Eichmann 28 სექტ 2013, 15:57 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=23345&cit]ციტატა: Mateus პირად დამოკიდებულებებს და შეხედულებებს მჩაგვრელ ერებზე... --------------- Mateus 28 სექტ 2013, 15:59 Eichmann, უფრო კონკრეტულად.. --------------- Eichmann 28 სექტ 2013, 16:00 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=23347&cit]ციტატა: Mateus უფრო კონკრეტულად აქ კოსტიტუცია მიკრძალავს დავწერო --------------- Mateus 28 სექტ 2013, 16:02 Eichmann, ხოდა, პატრიოტი თუ ხარ, საკუთარ კონსტიტუციას უნდა სცე პატივი :) მოსაწონია შენი დამოკიდებულება. --------------- Eichmann 28 სექტ 2013, 16:04 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=23350&cit]ციტატა: Mateus ზოგიერთი არასწორი (უკანონო) კანონის პატივისცემა არ მიმაჩნია სწორად და არამარტო მე. ნუ რას ვიზავთ. ჩვენი ქვეყანა სხვების კარნახით მიდის და ჩემისთანებს პირში წყლის ჩაგუბება გვიწევს --------------- Mateus 28 სექტ 2013, 16:06 Eichmann, დამისახელე, კონკრეტულად რომელი კანონი არის "არასწორი". --------------- Eichmann 28 სექტ 2013, 16:07 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=23353&cit]ციტატა: Mateus აი ეს (ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, მოქალაქეობის უფლება სიცოლხლის, პატივისა და ღირსების, თავისუფლების ხელშეუვალი უფლებები, წამების დაუშვებლობა; სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება და სხვ.) --------------- Eichmann 28 სექტ 2013, 16:07 ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე --------------- Mateus 28 სექტ 2013, 16:10 Eichmann, შენ რა უფლება გაქვს შეუზღუდო ადამიანს თავისუფლება, აზრი, რწმენა, აღმსარებლობა. --------------- Eichmann 28 სექტ 2013, 16:11 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=23356&cit]ციტატა: Mateus ხო და მაგაშია საქმე. სექტანტებსაც და სხვა ურჯულოებსაც ეგ არ უნდათ... ესაა ნანატრი ამერიკული დემოკრატია. --------------- Mateus 28 სექტ 2013, 16:17 Eichmann, შენ ცდები - ეს არა ამერიკული დემოკრატია, არამედ ჰუმანურობა, ადამიანურობაა. რასაც შენივე რწმენა და აღმსარებლობა გასწავლის. და თუ თავს საკუთარი ქვეყნის და რწმენის პატრიოტს უწოდებ, დაიცავი ის ისე, როგორც მოგეთხოვებ და არა ისე, როგორც თავად გადაწყვეტ. სწორედ ამას ქვია ფსევდო-პატრიოტიზმი. ასეთ სიტუაციაში, საკუთარი შეხედულებების პატრიოტიზმი უფრო შეგეფერება, ჩემი აზრით :) --------------- Dstori 28 სექტ 2013, 16:17 კოსმოპოლიტი ვარ )) თემა მომეეონა კარგადაა აღწერილი, "ერთ ამოდუნთქვაში" წავიკითხე --------------- Eichmann 28 სექტ 2013, 16:19 როგორც გინდა... მე არ ვარ თავდადებული მორწმუნე... ასე რომ ქმედება ჩემი ჯდება შეხედულებების ფარგლებში --------------- heretique 28 სექტ 2013, 16:36 namdvilad, patriotizmi sakutari eris siyvarulia da ara sxva erebis sidzulvili. --------------- angel of death 28 სექტ 2013, 16:42 Zgvari washlilia dgesdgeobit- ver gaigeb vinaa patrioti vin fsevdopatrioti. Yvela sakutar "imijze" zrunavs. (ar miyvars es sityva tavis shinaarsit). Ertaderti sazomi moqmedebis shedegia. "Demokratebic" sakmaod aferistoben dgesdgeobit. Ase rom tu nacionalistebs (da ara nacistebs) da "demokratebs" shevadarebt- shesazloa pirvelma ufro meti simpatia daimsaxuros neitraluri adamianisgan. "Demokratia" ki dgesdgeobit iaragi ufroa rigi qveynebistvis vidre sazogadoebrivi formacia. Mokled ar mjera arc tavgadakluli nacionalistebis patriotobis.. Arc aferisti demokratebis.. :D --------------- elenka 28 სექტ 2013, 17:16 bolo drois yvelaze didi patrioti zviad gamsaxurdia iyo..namdvili patrioti.me vityodi zedmetadac ki.swored aman dagupa kidec --------------- angel of death 29 სექტ 2013, 15:45 Ra dros patriotizmia, Roca yvela mxridan gvwewaven? Vazelinis warmoeba dges yvelaze momgebiani iqneba saqartveloshi... .facepalm. --------------- Eichmann 29 სექტ 2013, 16:11 angel of death, eg gza darcha qartvel ers? Sxva gamosavals ver xedav --------------- B I B I 29 სექტ 2013, 16:21 angel of death, gonebamaxvili iumori gaqvs yoveltvis sachiro dros :D --------------- angel of death 29 სექტ 2013, 16:27 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=23833&cit]ციტატა: Eichmann sxva gza? Nu ravi visac moswons vazelinis nacvlad sheuzlia zeti moixmaros. .ravi. --------------- Eichmann 29 სექტ 2013, 18:09 რავიცი, ეგეთი რამ არ ეკადრება ქართველ კაცს --------------- angel of death 29 სექტ 2013, 18:35 Eichmann, kadrebit yvelas is ekadreba rasac sakutari moqmedebit imsaxurebs. Ar aqvs mnishvneloba qartvelia tu etiopieli. ---------------