პირადი ჰოროსკოპი LILITH 24 სექტ 2013, 20:45 პირადი ჰოროსკოპი,იგივე ნატალური რუკა,ასახავს ადამიანის დაბადების მომენტში რომელი პლანეტა რომელ ზოდიაქოს ნიშანსა და სახლში იმყოფებოდა. ამის საშუალებით შევძლებთ დავადგინოთ ჩვენი და სხვების ხასიათების თავისებურებებს,სხვა ნიშნებთან შეწყობის ხარისხს,ასევე იმას,თუ რა სახის საქმე მოგვიტანს წარმატებას,რამდენად გაგვიმართლებს უცხოეთში და უამრავ სხვა რამეს. ყურადღება !!! პირადი რუკის შესადგენად აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ჩვენი დაბადების წელი,რიცხვი,თვე,ადგილი და ზუსტი დრო.( თუ არ ვიცით საათი,რა დროს დავიბადეთ,მაშინ ეს იქნება კოსმოგრამა და არა ნატალური რუკა. შესაბამისად,ინფორმაციაც იქნება ზოგადი) ადამიანის ძირითადი ნიშანი განისაზღვრება იმით,თუ სად მდებარეობდა მზე მისი დაბადების მომენტში. მაგალითად, მე ვარ თევზი, შესაბამისად, ჩემი დაბადების მომენტში მზე იყო თევზების ნიშანში. მზის გარდა უდიდეს გავლენას ახდენს ასცენდენტი,რაც გამოხატავს პიროვნულ იმიჯს,მის გარეგნულ მახასიათებლებსა და ქცევის წესებს. ასცენდენტი განსაღვრავს როგორ აღიქვამენ სხვები ამა თუ იმ პიროვნების ქცევას,მის გარეგნულ მხარეს, როგორ რეალიზებას უკეთებს ადამიანი საკუთარ პიროვნებას. დესცენდენტი გახლავთ ასცენდენტის საპირისპირო.ის აღნიშნავს ჩვენს დამოკიდებულებასა და მოთხოვნებს პარტნიორის მიმართ. მედიუმ კოელი აღნიშნავს იმ გზას,რასაც ვირჩევთ კარიერისა და მიზნების მისაღწევად. ისცენდენტი აღნიშნავს ჩვენს დამოკიდებულებას ოჯახთან,მშობლებთან. ჰოროსკოპის სახლებს ასევე თავიანი მნიშვნელობები აქვთ. აქ გაეცნობით,რას აღნიშნავენ ისინი ზოგადად. http://astrologia.ge/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ თითოეულის რუკა დაყოფილია 12 ნაწილად, ანუ 12 სახლად. ნიშანი გავლენას ახდენს პლანეტის მოქმედებაზე და მიუთითებს როგორ მოქმედებს პლანეტა, ხოლო სახლი,რომელშიც პლანეტა მდებარეობს მიუთითებს ცხოვრების რა სფეროზე ახდენს პლანეტა გავლენას. (img:4839958752286) I სახლი - ესაა იგივე ასცენდენტი. განაპირობებს გარეგნულ და ზედაპირულ თვისებებს, მოიცავს იმ თვისებებს, რასაც გარშემომყოფები პირველი შეხედვით ამჩნევენ ჩვენში, ხოლო ოპოზიციური მზის ნიშანი მიუთითებს იმ თვისებებზე,რაც შინაგანად გაქვთ. როგორ არვიქვამთ სამყაროს, სამყაროს გაგება ჩვენს მიერ. პირველი სახლის მმართველი არის ვერძი II სახლი - ფული და მატერიალური ფასეულობები,შემოსავლები, საქმიანი აქტიურობა, პირადი ფასეულობები, ღირებულებები. ყველანაირი რესურსები - სულიერიც და მატერიალურიც. მეორე სახლს მართავს კურო III სახლი - გარემოსთან ურთიერთობის სახეები, კომუნიკაციები, სხვებთან ურთიერთობის, საუბრის სტილი, ე.წ. „უმდაბლესი გონება“ (ფაქტების აღქმა,გადამუშავება), ხანმოკლე მოგზაურობები, დები და ძმები, მეზობლები, ყველაფერი რაც მკლავებს ეხება. მესამე სახლს მართავს ტყუპები IV სახლი- ფესვები, სამშობლო, წინაპრები. სამყაროს გაგების თქვენეული გზა. ქვეცნობიერი პროგრამები. თქვენი სახლი, ზოგადად საცხოვრებელი გარემო, ადრეული წლები, ბავშვობა, მშობლების გავლენა, უმეტესად მამის. ასევე ეს სახლი უთითებს ვინ და როგორი ვიქნებით ცხოვრების ბოლო მესამედში. რაც უფრო ასაკში შეხვალთ, მით უფრო დაემსგავსებით იმ ნიშანს, რომელიც თქვენს მეოთხე სახლს შეესაბამება (ასევე თუ პლანეტებია მეოთხე სახლში, პლანეტების მახასიათებლებიც მოიმატებს). მეოთხე სახლს მართავს კირჩხიბი V სახლი- შემოქმედება, რომანტიული ურთიერთობები, ბავშვები, კრეატიულობა, გემბლინგით გატაცება და სპეკულაციები, ჰობი, გატაცებები, გართობა და თამაშები. მეხუთე სახლს მართავს ლომი VI სახლი- შემოქმედების მატერიაში, სამყაროში განხორციელება, სამსახური და მომსახურება, თანამშრომლები, გაცემა და მიღება ერთდროულად. ეს სახლი კარიერაზე არ მეტყველებს, მაგრამ მუშაობის სტილზე და ხარისხზე-კი. ასევე ჯანმრთელობაზე, დიეტაზე, ავადმყოფობებზე მიუთითებს. მეექსვე სახლი იმართება ქალწულით. VII სახლი- ორიენტირება სოციუმზე, ყურადღების ცენტრშია არა "მე", არამედ "ჩვენ" და "ისინი". ქორწინება და პარტნიორობა. საქმიანი ურთიერთობები. როცა ვინმე თანასწორს აღმოაჩენთ გვერდით, იყენებთ მე-7 სახლს, ამიტომ ეს სახლი ირთვება უფრო ქორწინების და საქმიანი პარტნიორების შემთხვევაში,ასევე მიუთითებს ღია მტრებზე და მათ მახასიათებლებზე. მეშვიდე სახლს მართავს სასწორი VIII სახლი- სიცოცხლე, სიკვდილი, ხელახლა დაბადება, განახლება. ესაა მეორე სახლის საპირისპირო სახლი და მართავს სხვათა (თქვენი ახლობლების,თუნდაც მეუღლის) ფულს,ფინანსებს,ღირებულებებს, მათ გავლენას თქვენზე.უსაფრთხოების, მასობრივი არეულობების, სოციუმის სახლია. მეხუთე სახლი რომანტიულ ურთიერთობას მართავს, ხოლო მის საპირისპიროდ მე-8 სახლი სექსს და მისდამი დამოკიდებულებას, სექსის სტილს, ნებისმიერი სახის ფეტიშს, ტაბუს სწორედ მე-8 სახლის ნიშანი ხსნის. მერვე სახლს მართავს მორიელი. IX სახლი - რელიგიურობა, რელიგია, ფილოსოფია,უმაღლესი განათლება, ე.წ. „უმაღლესი გონება“ (ზოგადი ფასეული პრინციპების,ღირებულებების ჩამოყალიბება), ზოგადად ეს სახლი მიუთითებს პრინციპებზე, ასევე ხანგრძლივ მოგზაურობებზე გვაწვდის ინფორმაციას. მეცხრე სახლს მართავს მშვილდოსანი X სახლი - კარიერა, საზოგადო სახე, ცხოვრებისეული მიღწევები, ამბიციები, ორგანიზაციული უნარები. მეათე სახლი მიუთითებს მშობლების გავლენაზე, განსაკუთრებით დედის. მეათე სახლს მართავს თხის რქა XI სახლი- მეგობრები, იმედები,სურვილები, ხალხთა ჯგუფთან ჩვენი ურთიერთობები და დამოკიდებულებები,სოციუმი. მეთერთმეტე სახლს მართავს მერწყული XII სახლი- ფსიქოლოგიური პრობლემები, შეზღუდვები და შეზღუდვის ადგილები (ციხე,საავადმყოფო), ფარული მტრები, ძლიერი მე-12 სახლი მიუთითებს ძლიერ ინტუიციაზე. მეთორმეტე სახლს მართავს თევზები. გადახედეთ თქვენს რუკას, რომელი სახლი რა ნიშნით იწყება? იმ ნიშნის მმართველი მართავს სახლს. უფრო გასაგები რომ იყოს, იხილეთ რუკის მაგალითი (img:4839963552406) რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების მმართველებს, კლასიკური ასტროლოგიის მიხედვით, მმართველები შემდეგნაირად ნაწილდება: (img:4839968472529) წყარო: astro-archive.blogspot.com აქ გაეცნობით პლანეტათა მნიშვნელობებს. http://astrologia.ge/%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ სხვადასხვა პლანეტები ერთმანეთთან ქმნიან ასევე ასპექტებს,ე.წ ტრინებს,კვადრატურებს,სექსტილებს და ა.შ ყოველ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს ადამიანის ნატალურ რუკაში და მოგვითხრობს გარკვეულ მოვლენაზე პიროვნების ცხოვრებაში. აქ გაეცნობით ამ ასპექტებს. http://astrologia.ge/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ როგორ შევადგინოთ პირადი რუკა? ამისთვის არსებობს სპეცალური საიტები და პროგრამები. აი ისინიც პროგრამა ზეტი http://zaytsev.com/downloads.html საიტი http://astro-online.ru/natal.html გეტყვით,რომ პროგრამა უფრო ზუსტი და სანდოა. ნატალური რუკა ასე გამოიყურება ნიმუში http://i.piccy.info/i7/b0005c419bbd78984507d29ddcd53bf7/4-50-120/13969583/Natalnaia_karta.gif სადაც სიმბოლოები ნიშნავს შემდეგს http://b.pix.ge/o/j43m8.jpg rasac ver gaigebT,mkiTxeT რეტროგრადული პლანეტები - ზოგადი აღწერა მერკური ცდილობს ანალიზი გაუკეთოს უკვე დაგროვილ (შეძენილ) ინფორმაციას. ეს არის კრიტიკული გონება, რომელიც ცდილობს წარსულის შესწავლას და წარსული მოვლენების გადახედვას. ასეთი ადამიანი ნაკლებადაა ორიენტირებული ახალ ურთიერთობებსა და გამოცდილებაზე. ასეთ ადამიანს უჭირს აზროვნება და რაიმეზე კონცენტრაცია, ასევე აქვს პრობლემები სწავლასთან. არაპრაქტიკულია, ნერვიული და არასტაბილური. უჭირს არსებულ სიტუაციასთან შეგუება. ეს ყველაფერი არის ქაოტური ცხოვრების შედეგი. ინტელექტის განვითარება ასეთ ადამიანს დაეწყება მაშინ როდესაც მერკური იქნება დირექტული. რეტროგრადული მერკური აიძულებს ადამიანს გამოიმუშავოს დისციპლინა რათა შეეძლოს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. ვენერა ფოკუსირება შიდა ჰარმონიაზე. ეს უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ვიდრე სხვას რომ მოსწონდეს. მისი გრძნობები დამოკიდებულია შიდა სამყაროზე. არ არსებობს ჰარმონია სიყვარულის მიზეზებსა და კონკრეტულ ნაბიჯებ შორის. აკლია შინაგანი თავდაჯერებულობა რაც უქმნის პრობლემებს სიყვარულში და საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. ადამიანი ვენერის ასეთი მდგომარეობით იტანჯება მარტოობისგან. აქვს სურვილი იყოს ბედნიერი, მაგრამ თავისი თავის რეალიზება უჩირს. მისთვის ძნელია დაქორწინება. ეს არის კარმა ემოციურ სფეროში. წარსულ ცხოვრებაში ადამიანმა ვერ შეძლო იმის გარკვევა თუ რა იყო სიყვარული. ამიტომ ახლა იტანჯებიან, როგორც მამაკაცები ასევე ქალებიც არიან საკმაოდ ეჭვიანები. ეჭვიანობის გამო ხშირად ამბობენ სიყვარულზე უარს და ხშირად ასეთი უგუნურობის გამო საკუთარ თავს ართმევენ ბედნიერების შეაძლებლობას. ვინაიდან ვენერა ასევე დაკავშირებულია ფულთან, რეტროგრადულ ვენერას ხშირად შეიძლება პრობლემები ჰქონდეს ფინანსურ მხარესთანაც, მაგრამ როდესაც ვენერა გახდება დირექტული ადამიანს შეექმნება ისეთი სიტუაციები როდესაც იგი შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას. მარსი წინა ცხოვრებაში ადამიანს ჰქონდა ცუდი ადაპტაციის უნარი, ადამიანი ცუდად და არასწორედ ანაწილებდა ენერგიას. ამ ცხოვრებაში გარე გამაღიზიანებელ ფაქტორებზე უჭირს სწრაფი რეაგირება რადგან თავს დაუცველად გრძნობს. წინდახედული და ფრთხილია გადაწყვეტილებებში. ამდაგვარი მოქმედება იცავს ბევრი შეცდომებისგან და ასევე არასწორი საქციელისგან. ეს ადამიანები იმაზე მეტად თავდაჯერებულები და აგრესიულები არიან, ვიდრე პირველი ნახვისას ჩანს. რეტროგრადული მარსი შეიძლება გამოვლინდეს, როგორც საკუთარი აგრესიის ჩახშობა. აქედან შეიძლება განვითარდეს არაადეკვატური რეაქციები ანუ აუტოაგრესია, რაც გულისხმობს საკუთარ თავთან ბრძოლას. ენერგია რომელიც ვერ პოულობს გამოსავალს შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. ამიტომ ამ ენერგიეს სჭირდება კონტროლი და სწორი მიმართულების მიცემა. იუპიტერი ეს მიუთითებს, თუ რის გაკეთება ვერ მოხერხდა წინა ცხოვრებაში. ცხოვრება სავსე იყო გარკვეული ხარჯებითა და შეზღუდვებით. ადამიანმა ვერ შეძლო საკუთარი შრომიდან ნაყოფის მიღება. იყო საკუთარი თავით კმაყოფილი და არ სურდა გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა, არ პროგრესირებდა. ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. რეალურ ცხოვრებაში ასეთი პიროვნება ნაკლებად ექცევა საზოგადოების გავლენის ქვეშ, იგი ეძებს საკუთარ რწმენას და ცხოვრების გზას. აქვს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და არაა დამოკიდებული იღბალზე. შეესაბამებოდეს სოციალურ გარემოს მისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა. აქვს იმაზე ძლიერი მორალური პრინციპები, ვიდრე პირველი შეხედვიდან ჩანს. აქვს უნარი გახდეს ბრძენი, რადგან ხშირად სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და აანალიზებს წარსულს. სხვებს ეხმარება და შთააგონებს საკუთარი თავის რწმენას და ოპტიმისმს. რელიგია და ფილოსოფიას მისტიურად უდგება. დღევანდელ რელიგიურ და კულტურულ საკითხებს დიდი სიფრთხილით ეკიდება. სატურნი მიუთითებს ცხოვრების იმ სფეროზე სადაც ადამინმა ვერ შეძლო გაზრდა, ანუ განვითარება. წარსულ ცხოვრებაში უარს ამბობდა ყველანაირ პასუხისმგებლობაზე, ამიტომ ამ ცხოვრებაში მას მოუწევს იგივე სახის პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. ამიტომ სჯობს არ გაექცეთ ამ პრობლემებს და თამამად შეხედოთ მათ თვალებში. რეტროგრადული სატურნი მიგვითითებს კარმაზე რომლსაც ადამიანი რამდენიმე ცხოვრების განმავლობაში ვერ ართმევდა თავს, არ ჰყოფნიდა სითამამე და უაზროდ კარგავდა დროს. შედეგად იგი ღებულობს მძიმე ტვირთს. შული გრძნობს დაბნეულობას და სიმძიმეს ყველა მხრიდან. განსაკუთრებით კი იმ სფეროში სადაც ცდილობს პრობლემების თავიდან აცილებას. სატურნი აიძულებს ადამიანს ფიქრს. ადამიანმა მიიღო წინა ცხოვრებაში გამოცდილება, მაგრამ ვერ გამოიტანა დასკვნები, ვერაფერი ვერ ისწავლა. ახლა სატურნი მას აძლევს მეორე შანს. რეტროგრადულ სატურნს აქვს საკმაოდ ძველი და ბრძენი სული, იგი აფასებს იმას რაც ცხოვრებამ მისცა და სერიოზულად აღიქვამს ამ საჩუქარს. სატურნის ეს პოზიცია ნაკლებად ექცევა ტრადიციების გავლენის ქვეშ, იგი ცდილობს საკუთარ თავში ინდივიდუალურობის განვითარებას და საკუთარი ბედის მართვას. მას გააჩნია მოთმინების დიდი უნარი და არის კონსერვატიული. მისი პროფესიული საქმიანობა მუდმივად გაუმჯობესების პროცესშია. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეყრდნობა საკუთარი წარსულის მორალურ გამოცდილებას. გარეგნულად იგი რბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს მაგრამ სიამდვილეში გააჩნია დიდი შიდა ძალა მკაცრი მორალური მოწყობილობები. სატურნი არის ჩვენი მთავარი კოსმიური მოსამართლე. სატურნი იღებს კარმულ ჯარიმებს. ეს არის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა, რადგან სატურნი ეს არის ჭრილობა რომელიც უნდა გამთელდეს ცხოვრების მანძილზე, ხოლო რეტროგრადული სატურნის გამთელება ბევრად ძნელია. თუ სად მდებარეობს ეს ჭრილობა მიგვითითებს ზოდიაქოს ნიშანი და სახლი სადაც მდებარეობს სატურნი. ურანი ადამიანი ასეთი ურანით ყოველთვის უკმაყოფილოა, რადგან არ ჰყოფნის არსებული სივრცე საარსებოდ. მას ფგონია რომ იგი არის შებოჭილი და შეზღუდული. იგი აპროტესტებს ყველანაირი სახის უფლებამოსილებას და იერარქიას. მას არ შეუძლია მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებლად ყოფნა ან კიდე ვინმეს თანამშრომლად ყოფნა. იგი გამოირჩევა თავისი შინაგანი ორიგინალურობით და ექსცენტრიულობით, მაგრამ უჭირს ამ ყველაფრის გამოხატვა. ასეთი ადამიანი ვერ ეგუება ვერანაირ ჩარჩოებს. მისი კარმული ვალია იყოს თავისუფლების ცოცხალი განსახიერება. იგი შეიძლება იყოს რეფორმატორი, რომელიც გაგვახსენებს ძველ მივიწყებულ სიმართლეს. ნეპტუნი თამშობს განმათავისუბლებელის როლს კარმისგან. იგი აქრობს ადამიანის “ეგოს” და ამით ეხმარება ადამიანს ილუზიებისგან თავის დახწევაში. ადამიანი როგორც კი გააცნობიერებს რომ ყველაფერი რაც მას რეალობად მიაჩნია სინამდვილეში ილუზიაა, იგი განთავისუფლდება. შეიძლება განთავისუფლდე ფსევდო ღირებულებებისგან, რომლებიც წინა ცხოვრებიდან გამოგვყვა. ასეთი ნეპტუნი ხშირად გვხვდება მისტიკოსების ჰოროსკოპებში. ასეთ ნეპტუნს აქვს მიდრეკილება თვითანალიზისკენ და ასევე ხშირად ფიქრობს და აანალიზებს საკუთარ ინტუიციურ აზრებსა და გრძნობებს. ხშირად ესეთი ნეპტუნი აძლევს ადამიანს მუსიკალურ, მხატვრულ ან პოეტურ ნიჭს, მაგრამ ასევე არის საშიშროება რომ უსაფუძვლო ოცნებაში ადამიანი შეიძლება მოსწყდეს რეალობას და ილუზიებში ჩაიკარგოს. ასეთი ადამიანი ვერ უძლებს ერთფეროვნებას და ამითომ ხშირად შვებას პოულობენ ნარკოტიკებში, ალკოჰოლში, სექსში და მისტიკაში. პლუტონი ეს არის ერთ ერთი ყველა ძლიერი კარმული პლანეტა. აძლევს ცხოვრებას საიდუმლოების ელფერს, აღორძინებისა და ტრანსფორმაციის უნარს. ეს არის ადამინი რომელსაც სიკვდილ-სიცოცხლის შეგრძნება სულ თანსდევს. პირად ცხოვრებაში ეს ნიშნავს კავშირს წინა ცხოვრებასთან, ანუ გამოჩნდებიან კონკრეტული ადამიანები და გარემოებები წინა ცხოვრებიდან. ადამიანი რეტროგრადული პლუტონით ხშირად შეეტაკება სიკვდილის (გარდაცვალების) რეალურ და სიმბოლურ მდგომარეობაში, რომელიც მისცემს ადამიანს იმის შესაძლებლობას რომ ტრანსფორმაცია განიცადოს და აღორძინდეს განვითარების უფრო მაღალ დონეზე. ეძლევათ გამოცდა ტანჯვის სახით, საიდანაც უფრო ძლიერები გამოდიან. ასეთი ადამიანი მზადაა შინაგანი ტრანსფორმაციისათვის. მან იცის და გრძნობს ბევრ რამეს, ხვდება სიმართლეს, მაგრამ არ შეუძლია ამის გამოხატვა. მას აქვს განსაკუთრებული უნარი ძველი ვალების მოშორების და კარმის შეცვლის. ასეთ ადამიანზე ვერ მოქმედებს სოციუმის ფსიქოზი. იგი ყოველთვის მუშაობს საკუთარ თავზე, მაგრამ ეს ღრმადაა დამალული და სოციუმისთვის შეუმჩნეველია. მთარგმნელი და რედაქტორი: ნინო ბექაური --------------- Dstori 24 სექტ 2013, 20:53 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21229&cit]ციტატა: LILITH ადგილში რა იგულისხმება? კოორდინატებით უნდა დაწერო თუ ქალაქი ან რამე --------------- LILITH 24 სექტ 2013, 20:53 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21238&cit]ციტატა: Dstori ქალაქი,პროგრამა თავად განსაზღვრავს კოორდინატებს. --------------- Dstori 24 სექტ 2013, 20:55 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21241&cit]ციტატა: LILITH ახლა ტელით ვარ და გამირკვევ? 1993 წლის 13 სექტემბერი დილის 09:00 საათი. ბათუმი --------------- LILITH 24 სექტ 2013, 20:57 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21243&cit]ციტატა: Dstori როცა კომპით იქნები,მაშინ შეადგინე. ჰოროსკოპის გარკვევას სერიოზული მუშაობა ჭირდება,მე ვერ შევუდგენ ყველას. --------------- Dstori 24 სექტ 2013, 21:09 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21245&cit]ციტატა: LILITH ოკ, არ მეგონა რთული თუ იყო --------------- VampirE 24 სექტ 2013, 21:09 LILITH, აფხაზეთი არაა თუ მე ვერ ვხედავ? მემგონი არც საქართველოა --------------- LILITH 24 სექტ 2013, 21:12 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21265&cit]ციტატა: VampirE ქალაქის სახელით უნდა მოძებნო და არა კუთხის,ან ქვეყნის) --------------- VampirE 24 სექტ 2013, 21:13 LILITH, გმტ რა არის? --------------- LILITH 24 სექტ 2013, 21:16 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21269&cit]ციტატა: VampirE საათობრივი სარტყელია. თბილისიდან +4 და დანარჩენი მხარეებიდან არ ვიცი რამდენია. ზეტა გადაწერე და იქ გააკეთე,ჯობია. --------------- VampirE 24 სექტ 2013, 21:16 LILITH, რაღაც რუკა ამომიგდო მაგრამ ვერ მიხვდი ვერაფერს --------------- LILITH 24 სექტ 2013, 21:19 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21273&cit]ციტატა: VampirE დადე ფოტო მაგ რუკის --------------- echo 24 სექტ 2013, 21:32 horoskopi dzalian mizidavs, magram ase grmad ar gamomikvlevia da arc vici rogorc ana shen. :D erti is vici rom morieli var. Vnaxav komptan rom davjdebi, magram echvi mepareba rameshi gaverkvio. .mda. --------------- LILITH 24 სექტ 2013, 21:34 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21292&cit]ციტატა: echo შეადგინე რუკა და მერე ფოტო აქ დააკოპირე --------------- echo 24 სექტ 2013, 21:35 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21295&cit]ციტატა: LILITH ok ;) --------------- echo 24 სექტ 2013, 22:46 http://astro-online.ru/tmp/24.09.2013/fc0sjp7l6mvfq6s4mm32c2ja23.gif ეს გამოვიდა. :) --------------- LILITH 24 სექტ 2013, 22:51 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21344&cit]ციტატა: echo :D კოორდინატები არასწორია. თბილისში დაიბადე? --------------- Sergi 24 სექტ 2013, 22:52 txis eqa gaxlavart --------------- Mon Ami 24 სექტ 2013, 22:58 ამ საიტზეც შეგიძლიათ შეადგინოთ. თან საქართველოც არის. http://astrology.org.ua/aweb.htm --------------- echo 24 სექტ 2013, 23:02 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21346&cit]ციტატა: LILITH xo. Saidan movitano kordinatebi? :D --------------- LILITH 24 სექტ 2013, 23:04 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21348&cit]ციტატა: Mon Ami ხო მაკო,ეგ უფრო ზუსტია მგონი )) --------------- LILITH 24 სექტ 2013, 23:05 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21349&cit]ციტატა: echo 41-43 43-49 არის თბილისის კოორდინატები )) --------------- Mon Ami 24 სექტ 2013, 23:15 me kordinatebs ar vwer, ise vaketeb xolme da tviton agdebs --------------- LILITH 24 სექტ 2013, 23:16 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21367&cit]ციტატა: Mon Ami საატი ტუ არასწორადაა დაყენებული,არასწორ კოორდინატებს ამოაგდებს და რუკაც არასწორი იქნება --------------- Mon Ami 24 სექტ 2013, 23:18 LILITH, eg saatis brali iqneba, amitom zusti saatis codnaa sachiro --------------- Lasha 24 სექტ 2013, 23:22 სასაათო სარტყელი არ მოქმედებს ამაზე? :D თუ ინტერნაციონალურია :D --------------- LILITH 24 სექტ 2013, 23:28 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21372&cit]ციტატა: Mon Ami არა,საიტი რუსულია და ზუსტი დრო უნდა მიუთითო სხვაობის) --------------- Mon Ami 24 სექტ 2013, 23:30 LILITH, adgilobrivitac ketdeba. ;) orivenairad sheudzlia GMT da adgilobrivi droitac. --------------- LILITH 24 სექტ 2013, 23:35 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21381&cit]ციტატა: Mon Ami ავტომატურად ურევს ხანდახან ადგილობრივი და მაგას ვამბობ,კოორდინატებით ვამოწმებ ხოლმე .რავი. --------------- echo 25 სექტ 2013, 0:53 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21355&cit]ციტატა: LILITH აუ დავიტანჯე ანა, მაგარი უნიჭო ვარ. :( გამიკეთე გთხოვ რა. 05 1992 ნოემბერი. თბილისი სახელი: ზურა დრო: 07:12:00 --------------- LILITH 25 სექტ 2013, 0:58 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21429&cit]ციტატა: echo კაი :D დამელოდე --------------- LILITH 25 სექტ 2013, 1:45 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21429&cit]ციტატა: echo http://www.astrologi.ge/astro-ambebi/1466-ascendenti-da-garegnoba-asc-morieli.html ლილიტის ტრინი გაქვს მერკურთან. ეს ნიშნავს ლიტერატურული შესაძლებლობების განვითარება, აქვთ ორატორული ნიჭი, გეოგრაფიული ან სხვა მეცნიერების, პოლიტიკის მიმართ ინტერესი. შესაძლოა ინტუიციით ან სხვა დაუჯერებელი მეთოდებით ინფორმაციის მიღება.ძლიერი ინტელექტუალური შესაძლებლობები აძლიერებს კონტაქტურობას, აზროვნებას. ამ ადამიანებს პრაქტიკული აზროვნება ახასიათებთ, საჭირო ინფორმაციას ყოველთვის იღებენ, უყვართ კონკრეტულ საკითხებზე საუბრები ადამიანებთან. შეუძლიათ საჭირო დროს საჭირო სიტყვების თქმა. მათგან კარგი კრიტიკოსი, ჟურნალისტი გამოდის. მერე მარსი კირჩხიბში გყავს მე-9 სახლში. ეგ ნიშნავს http://logos-astro.blogspot.com/2013/02/blog-post_9289.html http://logos-astro.blogspot.com/2013/02/9_5882.html მერე სატურნი გყავს მერწყულში, მე-3 სახლში სატურნი – მერწყულში: ვერ იტანს თავისუფლების შეზღუდვას და ცდილობს საზოგადოებაში ყოფნას და შეუძლია კიდეც ადამიანები ერთი იდეის გარშემო გააერთიანოს. მიდრეკილია ორიგინალობისადმი. უნდა ისწავლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ნაკლებად ეგოცენტრული უნდა იყოს. http://astroblogi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98/ http://astroblogi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94-3-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98/ ეს ყველაფერი წაიკითხე,თუმცა,გაფრთხილებ,მცირე ნაწილია მხოლოდ. --------------- echo 25 სექტ 2013, 1:50 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21473&cit]ციტატა: LILITH ragacas xom mainc gavigeb. Iyos es aq da xval an dges 4isken vnaxav exla komptan ar var. Gaixare, madloba didi. )) --------------- LILITH 25 სექტ 2013, 1:54 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21477&cit]ციტატა: echo არაფრის))თუ რამეს ვერ გაიგებ,მკითხე --------------- echo 26 სექტ 2013, 16:53 http://logos-astro.blogspot.com/2013/02/blog-post_9289.html აუ რამდენი ვიცინე ამაზე. მართლაც რომ ბევრი რამ მართალი წერია. :D :D --------------- echo 26 სექტ 2013, 17:16 :D ეს რა ვნახე. ეხლა კიდევ უფრო დავიჯერე ასტროლოგიის. თუ გსურთ შემიცნოთ მე მაშინ გადადით ამ ლინკზე და პირველი აბზაციდან "წყარო: პაველ გლობამდე" წაიკითხეთ. ყველა წინადადება დაემთხვა. .mate. გავიშიფრე. :D http://astroblogi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98/ --------------- angel of death 26 სექტ 2013, 17:26 LILITH, mec minda vicino :( aba naxe ra iqneba. Dab tarigi: 14 aprili , 1982. Saxeli koba , dro 17:00. Ho axla komptan ar var. --------------- LILITH 26 სექტ 2013, 17:27 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=22432&cit]ციტატა: echo მერე დანარჩენ ასპექტებსაც დაგიდებ,ეს მცირეა მხოლოდ )) ბოლომდე გაიშიფრები :D --------------- LILITH 26 სექტ 2013, 17:28 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=22433&cit]ციტატა: angel of death ეხლა ვერა,საღამოს ან გვიან ღამე,სავარაუდოდ) --------------- angel of death 26 სექტ 2013, 17:32 LILITH, ok :) --------------- echo 26 სექტ 2013, 17:42 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=22434&cit]ციტატა: LILITH ოკ. :D ასეთ რამეს ნაღდათ არ ველოდი. :D :D --------------- LILITH 05 ოქტ 2013, 2:14 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=22436&cit]ციტატა: angel of death ასცენდენტი ქალწულში ზემოთ ხსენებული ასცენდენტით დაბადებულ ადამიანებს, სახის დახვეწილი ნაკვთები და ნატიფი ხელ-ფეხი აქვთ. იშვიათად არიან მაღლები ან ძვალმსხვილები. უმეტესად ტანმორჩილი ხალხი ჭარბობს მათში. თუმცა, ტანთან შედარებით ხელ-ფეხი ხშირად უფრო გრძელი უჩანთ. ქალებს იშვიათად აქვთ დიდი მკერდი, ხოლო მამაკაცები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული მასკულანური აღნაგობით. ორივე სქესის წარმომადგენლი უმეტესად თინეიჯერულ გარეგნობას ინარჩუნებს ხანდაზმულ ასაკამდე. შუბლი მაღალი აქვთ, წარბებზედა არე – გამოკვეთილი. თვალები იშვიათად აქვთ ფართო ან დიდი ზომის. უმეტესად ბუდეში ღრმად ჩამჯდარი, ლამაზი ფორმის თვალები ახასიათებს ამ ასცენდენტს. ცხვირი ბევრ მათგანს სწორი და ოდნავ აპრეხილი აქვს. იშვიათად მაგრამ კეხიანი ცხვირის პატრონებიც გვხვდებიან. ტუჩები თხელი აქვთ, გამოკვეთილი კონტურით. თმები თხელი, სრიალა ან ოდნავ ტალღოვანი ბოლოებში. განსაკუთრებული დეტალი: ამგვარი ასცენდენტის მქონე ხალხი, დახვეწილი ვიზუალით და უჩვეულო ფოტოგენურობით გამოირჩევა (მათ შორის ბევრ მსახიობს ვხვდებით). სიარულის მანერა სწრაფი აქვთ, მოუსვენარი ტიპები არიან. უყვართ წესრიგი და შესანიშნავი გემოვნება გააჩნიათ ჩაცმა-დახურვის თვალსაზრისით. ისინი ყოველთვის საკუთარ ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, იმიტომ რომ ინტენსიურად ზრუნავენ საკუთარ თავზე. ხმა მელოდიური აქვთ, ტემბრი სასიამოვნო. იმ იშვიათი შემთხვევების გარდა, როცა პირად რუკაში აქტიურადაა გამოკვეთილი ლომის, მერწყულის ან ვერძის ზოდიაქო. ქალწულს მართავს ბუდჰა (მერკური). ეს ნიშანი ძლიერია დღისით, ეკუთვნის მიწის სტიქიას, ორმაგია და ქალური. სიმბოლოა – ქალწული, რაც მეტყველებს მოკრძალებულ და მორცხვ ხასიათზე, აკურატულობაზე და სისუფთავისკენ მიდრეკილებაზე – როგორც გარეგნულზე, ასევე შინაგანზე. ქალწულები არიან მოუქნელები, მკაცრები და ცოტათი მიამიტები. ქალწულში ეგზალტირდება მერკური, და ეს მიუთითებს კრიტიკულ ჭკუაზე, ანალიტიკურ შესაძლებლობებზე, დეტალებისადმი ყურადღებაზე, კომერციული საქმიანობისადმი მიდრეკილებაზე. ვენერა დასუსტებულია ამ ნიშანში, ამიტომ ქალწულებს ხშირად უჭირთ ურთიერთობის აწყობა საწინააღმდეგო სქესთან. ქალწულებს გააჩნიათ კარგი პრაქტიკული უნარები, მაგალითად აღრიცხვის წარმოება, ან ხელობა. მათ აქვთ სუსტი სხეული და მშვიდი ხასიათი. კარგად იცვამენ და ხალხს იზიდავენ აშკარად სუფთა ხასიათით. არიან გამგებნი, კომერციულ საქმიანობაში უმართლებთ, ინტერესს ამჟღავნებენ ცოდნის სრულიად სხვადასხვა სფეროებისადმი. უყვართ საუბარი, არიან არიან ცნობისმოყვარენი. მათ ხასიათს თან ახლავს იმპულსური, ემოციური ელფერი, ხშირად არიან დაკავებულნი ხელოვნებით, მუსიკით, მხატვრობით, კერვით, კონსტრუირებით და ასევე საქმით, რომელიც დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს. ეს ამომავალი ნიშანი მიუთითებს დაფიქრებულ, გამგებ, ფრთხილ და პუნქტუალურ ადამიანზე, ხშირად მშფოთვარე და ნერვიულზეც. ისინი არიან ეკონომიურები, მეთოდურები, შეუძლიათ მძიმე სამუშაოს შესრულება. არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა და ხშირად ყოყმანობენ რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას, თუ გული არ ეუბნება მათ, რომ ყველაფერი კარგადაა. ქალწულების ნატურა რელიგიურია, მაგრამ ჭკუის წყობა ანალიტიკური. ძალიან უყვართ ბუნება. იტანჯებიან ოჯახური პრობლემებისგან და ნათესავებთან ცუდი ურთიერთობებისგან. სიცოცხლე როგორც წესი ხანგრძლივია, მისი დასასრული კი მშვიდი და უშფოთველი. თუკი თქვენი დესცენდენტის ნიშანი თევზების ზოდიაქოშია(ასე გაქვს) – თქვენზე ემოციურად დამოკიდებული, გაცილებით უფრო სუსტი და მოკრძალებული პარტნიორი გესაჭიროებათ. რომელთან ურთიერთობის ხარჯზეც, საკუთარ თავს გაცილებით უფრო საჭირო და მნიშვნელოვან პერსონად ჩათვლით. თქვენთვის აუცილებელია ისეთი პარტნიორი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მისი სახით ზრუნვის ობიექტი შეიძინოთ. ლილიტი მშვილდოსანში აგვისტო 18, 2013 in ასტეროიდები და ფიქტიური პლანეტები, ასტროლოგია, კარმული ასტროლოგია, ლილიტი ნიშნებში 1 Comment იდეოლოგია (განდიდების მანია ან შთაგონება (მართვადობა)) ამ ადამიანს წინა ცხოვრებაში შეიძლება თანამდებობრივი დანაშაული ჰქონდა, ცრუ მასწავლებელი იყო, ჭეშმარიტ ავტორიტეტებს ებრძოდა ან მსხვილი მაშტაბის ავანტურისტი იყო. წარსულის ნეგატიური გავლენა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობების სახით: აქტიური ადამიანის შემთხვევაში – თავშეუკავებელი ხასიათი, უგულვებელყოფენ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ვალდებულებებს. მუდმივად აქვთ სურვილი სხვებს ჭკუა დაარიგონ და მომაბეზრებლად თავს ახვევენ საკუთარ „ფასდაუდებელ“ რჩევა-დარიგებებს. გადაჭარბებული თვითშეფასება აქვთ, საკუთარ თავს რჩეულად, უზენაესი იდეების გამავრცელებლად მიიჩნევენენ. ვერ იტანენ საწინააღმდეგო მსოფლმხედველობას, ახასიათებთ ფანატიზმი. პასიური ადამიანის შემთხვევაში- მისთვის იოლია შთაგონება. მსოფლმხედველობა, რელიგიური შეხედულებები და სოციალური ორიენტირები ნაკარნახებია გარემოცვის მიერ. ბრმად მიჰყვებიან მიღებულ სოციალური ეთიკისა და მორალის პრინიცპებს, არ გააჩნიათ საკუთარი შეხედულება და მოტივები. აქვთ დაბალი თვითშეფასება, არ გააჩნიათ საკუთარი აზრი, ბოლომდე ეყრდნობიან მათთვის ავტორიტეტული ადამიანების შეხედულებებს. მიდრეკილნი არიან მოახდინონ საკუთარი მასწავლებლების, მოძღვრების გაიდეალება, ცდილობენ მათ მიბაძონ. თაყვანისცემის ობიექტს ან იდეალს ეძებენ, რომელსაც ემსახურებიან. გამოსყიდვის გზაზე ზარალდებიან ცრუ მასწავლებლებისგან, მათ არ უსმენენ, მათი არ ესმით და ზოგჯერ ეჯავრებათ კიდეც. დაძაბული ურთიერთობა აქვთ რელიგიურ საკითხებთან, მერყეობენ, იბნევიან და არიან წინააღმდეგობრივი. ხშირად აქვთ პრობლემები უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით. რეკომენდირებულია: ნაკლებად ჩაერიონ იდეოლოგიის საკითხებში, უნდა იყვნენ მოწაფის, მორჩილის ამპლუაში. თავი უნდა აარიდონ შორეულ მოგზაურობებს, უცხოელებთან კონტაქტებს და სხვადასხვა ავანტურებში ჩართვას. უნდა იყვნენ გამტარი და არა იდეის მატარებლები. ©შესტოპალოვი შავი მთვარე მშვილდოსანში ლილიტი იუპიტერის და ნეპტუნის სამფლობელოში, ქირონის ეგზალტაციის ნიშანში, ცეცხლის სტიქიაში. შავი მთვარის ეს მდებარეობა უჩვენებს წარსულის შემდეგ შეცდომებზე: ეს ადამიანი შეიძლება იყო ცრუ წინასწარმეტყველი, მსხვილი ავანტურისტი, თვითმარქვია – მასწავლებელი, ქადაგებდა მანკიერ იდეოლოგიას და ა.შ ეს ყველაფერი დაკავშირებულია სულის გარყვნასთან. პირველ, დაბალ სულიერ შემეცნების დონეზე, კვლავ გრძელდება იგივე ტენდენციები – ინდივიდი ნებისმიერ ფასად ცდილობს მოიპოვოს აღიარება, ჯილდოები და მოიხვეჭოს ძალაუფლება. ეს მდებარეობა მიანიშნებს ასევე გაბღენძილობასა და ყოყლოჩინობაზე. განვითარების ამ დონეზე ადვილია მოექცნენ იდეოლოგიური ცდუნებების ქვეშ და სხვებიც ააცდინონ ჭეშმარიტების გზას. საკუთარ ნაკლოვანებებში დაადანაშულონ სხვების დადანაშაულების ტენდენციაა, საკუთარი თავი ყოველთვის მართალი ჰგონიათ. დამახასიათებელია ყველაფრის მიმართ სიძულვილი, დათგრუნვა და უსაზღვრო ამბიცებში გადავარდნა, ესაა განდეგილები, თვითმარქვია მასწავლებლები, რომლებიც სხვის დამსახურებას ითვისებენ. მეორე დონეზე – გამოსყიდვის გზაზე, ადამიანი ზარალდება ცრუ მასწავლებელებისგან, იდეოლოგიაში გარკვევა უჭირს, სირთულეები ხვდება რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, მუდმივად მერყეობენ და წინააღმდეგობრივები არიან. უჭირთ ავტორიტეტის მოპოვება, მათ არავინ უსმენთ, იწვევენ სიძულვილს. სირთულეები აქვთ შორეულ მოგზაურობებში და მიდრეკილება აქვთ მაწანწალობისადმი. ლილიტის ასეთი მდებარეობის დროს უკეთესია ადამიანმა თავი შეიკავოს იდეოლოგიის სფეროში ჩარევისგან – უნდა იყვნენ მოსწავლე, მორჩილის როლში. თავი უნდა აარიდონ შორეულ მოგზაურობებს, უცხოელებთან, ავანტურისტებთან ურთიეთობებს . გახდნენ იდეის გამტარი, შუამავალი და არა იდეის მატარებელი. სტიქიასთან მიმართებაში საფრთხე ემუქრებათ ცეცხლისგან. ლილიტი მშვილდოსნის ცნებებია: არ ასწავლო, არ იყო ზედამხედველი (სულიერი მასწავლებელი), ისწრაფოდე რელიგიისაკენ, არ იწანწალო. მესამე დონეზე როცა ეს ყველაფერი დამუშავებულია, ადამიანი მომენტალურად ამჩნევს ცრუ მასწავლებლებს, ავანტურისტებს, თავს არიდებს ავტორიტარულ პოზიციებს. ეს ადამიანები ეცდებიან შეინარჩუნონ დუმილი, ყურადღებით ეკიდებიან საკუთარ აზრებს, არ ერევიან იდეოლოგიის საკითხებში. მათში გამომუშავდება მორჩილება. © პ. გლობა ლილიტი მშვილდოსანში: დარღვეულია ურთიერთობები ტრადიციებთან, სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები. ცრუ მასწავლებლები, საფრთხე ემუქრებათ სამშობლოსგან მოშორებით. დაბალ დონეზე – ცრუ მასწავლებლობა, ტრადიციების წაბილწვა, ავტორიტარულობა, ადამიანის მიმართ სიძულვილი. საშუალო დონეზე – ცრუ მასწავლებელების, კოლექტიური სიძულვილის მსხვერპლი, საზოგადოებისგან დევნილი. მაღალ დონეზე – ცრუ მასწავლებლების და სწავლებების ამოცნობის უნარი, დამოუკიდებლები არიან საზოგადოებრივი აზრისგან. შავი მთვარე (ლილიტი) მშვილდოსანი შავი მთვარე წარმოშობს ისეთ ასტრალურ „ქარბუქს“, რომელიც იწვევს ძლიერ ემოციებსა და სურვილებს, გონებას უჭირს მისი გავლენის გაკონტროლება. შავი მთვარე მკვეთრად ახდენს ნიშნის ერთ-ერთი პოლარული თვისების აქცენტირებას, რაც იწვევს ნიშნის თვისებების უკუგანვითარებას. აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ უკიდურესობებს, ლილიტის ზეგავლენის გამო შეუძლებელი ხდება ზოდიაქოს ნიშნის ურთერთსაპირისპირო თვისებების დაბალანსება და ადამიანი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება. შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის ძირითად პოლუს (მამრობით ნიშნებში -აქტიურს, მდედრობითში – პასიურს) ეს იწვევს თვისებების გადაჭარბებას და ნიშნის უკიდურეს გამოვლინებებს. თუ შავი მთვარე ახშობს ნიშნის ძირითად პოლუსს და აქტიურებს დაფარულს (მამრობით ნიშნებში – პასიურს, მდედრობთში -აქტიურს) ეს უკვე თავისთავად ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გამრუდებაა და მათი ძირითადი მახასიათებლები თითქოს „ამობრუნდება“ (პირიქით ვლინდება). ნებისმიერ შემთხვევაში შავი მთვარე ხელს უწყობს ნიშნის თვისებების უკუგანვითარების გამოვლენას. მშვილდოსანი განასახიერების მიზნის ძიებას, მსოფლმხედველობას, სოციალურ და სულიერ ორიენტირებს. ის დაკავშირებულია სრულყოფილებისკენ სწრაფვასთან, ცნობიერების გაფართოებასა და აბსტრაქტულ აზროვნებასთან. თუ შავი მთვარე ახდენს ნიშნის აქტიური პოლუსის გააქტიურებას, ყველა მისი თვისება ხდება ექსპანსიური. ადამიანი შავი მთვარით მშვილდოსანში თითქოს ცდილობს საკუთარი თავით შეავსოს, მის გარშემო არსებული სივრცე. ძნელია ის არ შეამჩნიო, ლილიტის ზემოქმედება ინდივიდის სრულყოფილებისკენ სწრაფვაზე აისახები ისე, რომ ადამიანს აქვს ამაღლებული მიდრეკილებები ხოლო ყოველდღიურ მოვალეობებს უპასუხისმგებლოდ ეკიდება. დაუძლეველი სურვილი აქვს ყველას ჭკუა დაარიგოს, “უფასოდ” იძლევა რჩევებს, უზიარებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც სინამდვილეში არავისთვის არ არის საინტერესო. ხშირად თვითშეფასება ძალიან გადაჭარბებულია. შავი მთვარის ზეგავლენით მას შეუძლია სხვებს შთააგონოს იდეა და მახდინოს საკუთარი აზრების ფართოდ გავრცელება. ხშირად მისი ეს მოქმედება ძალადობრივია. ვერ იღებს საპირისპირო შეხედულებებს, მსოფლმხედველობას, დამახასიათებელია ფანატიზმი. აქვს აბსტრაქტული აზროვნება, უჭირს იდეის დაკონკრეტება და საკუთარი აზრის გადმოსაცემად სიტყვებს ვერ პოულობს. თუ შავი მთვარის ზეგავლენით ჩართულია ნიშნის პასიური გამოვლინება, ადამიანი ადვილად ექცევა ზეგავლენის ქვეშ, მისი მსოფლმხედველობა, რელიგიური შეხედულებები და სოციალური ორიენტირები ნაკარნახებია გარშემომყოფების მიერ. ბრმად მიჰყვება საზოგადოებაში მიღებულ ეთიკურ და მორალურ პრინციპებს. შავი მთარის ზეგავლენით ადამიანს აქვს დაბალი თვითშეფასება, არ გააჩნია საკუთარი აზრი, ბოლომდე ემყარება იმ ადამიანების შეხედულებას ვინც მიაჩნია ავტორიტეტულად. ამ ადამიანის მართვა იოლია, შეუძლია გახდეს ფანატიკოსი მებრძოლი, რომელიც შთაგონებულია გარემოს (სხვების) მიერ მოწოდებული იდეით. ხშირად შავი მთვარე ამ ნიშანში ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიღებას. ლილიტი მშვილდოსნის გავლენით ხშირად ადამიანს უჩნდება ცოდნის მიღების დაუძლეველი სურვილი, თვალსაწიერის გაფართოების მიზნით. თუმცა შემდეგ ეს გადადის ინფორმაციის მიღების მექანიკურ პროცესში, ხოლო მშვილდოსნის მახასიათებლები იცვლება ტყუპების უარყოფით თვისებებით. ნიშნის პასიურ პოლუსზე ზემოქმედება უარყოფითად აისახება აბსტრაქტული აზროვნებისა და განათლების მიღების უნარებზე. ცრუ იდეალები,ცრუსწავლება,ავანტიურიზმის პროვოკაცია. ვენერა თევზებში (ძლიერი პოზიცია) – ფაქიზი გრძნობები. ძალიან კარგად გრძნობ პარტნიორს და მის მიმართ განსაკუთრებულ სითბოს ამჟღავნებ. შენი სიყვარული ყოველთვის იდეალთან, სრულყოფილებასთან ასოცირდება. გჭირდება სხვების მხრიდან სიყვარულისა და ვნების გამოვლენა. მიისწრაფვი სულიერი კავშირისკენ. მზად ხარ თავგანწირვისთვის – მით უფრო, თუ ეს ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს ეხებათ. გვერდით გჭირდება სანდო, რომანტიკული ბუნების, ერთგული ადამიანი. ვერ იტან უხეშობასა და უყურადღებობას. შენი მგრძნობელობის გამო ბევრი ადამიანი ცდილობს შენზე გაბატონებას – როგორც წესი შენთვის, ჩუმად განიცდი. აუცილებელია ისწავლო ადამიანების გარჩევა და ნუ იქნები მათზე დამოკიდებული. გაქვს თანაგრძნობის უდიდესი უნარი. ხშირად სასიყარულო ურთიერთობაში შედიხარ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას შეუყვარდი და შენს თავს უფლებას არ აძლევ ასევე, სიყვარულით არ უპასუხო. გიზიდავს ოკულტური სფერო, ეზოთერიკა, რელიგია, შენი ლოცვა ღმერთამდე აღწევს! სასურველია თუ სულიერ სფეროში მეტად გაიზრდები, გარკვეულ ცოდნას აიღებ რელიგიისა და ეზოთერიკის სფეროდან. არ შეიძლება შენი ეზოთერულ და ოკულტურ ცოდნისს მხოლოდ შენთვის, ეგოისტური მიზნებისთვის გამოყენება! აუცილებელია სამყაროსგან მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, ადამიანების მსახურებაში ყოფნა. ასეთი მაჩვნენებელი აქვთ გამოჩენილ ფსიქოლოგებს, სულიერ მასწავლებლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს. საერთოდ, ასეთი მაჩვენებელი – სამყაროსთან სულიერ კავშირზე, ოკულტური ცოდნის წვდომის საუცხოო უნარზე მეტყველებს. სატურნი – სასწორში: ეს არ არის ცუდი განლაგება, თუმცა არც თუ იშვიათად პრობლემები ჩნდება პარტნიორულ ურთიერთობებში. ადამიანის უჭირს წონასწორობის შენარჩუნება და ჰარმონიის მოპოვება. ამ ადამიანმა კამათის დროს ოპონენტების შეურაცხყოფისგან თავი უნდა შეიკავოს. უნდა ისწავლოს პარტნიორობაში პასუხისმგებლობის აღება. უფრო დაწვრილებით http://astroblogi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98/ მარსიც სასწორში გაქვს.ეს ნახე http://astroblogi.com/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98/ ქირონი მე-9 სახლში „ღმერთების გზები შეუცნობელია, სანამ არ გაივლი“ სხვებისთვის სწავლის ტალანტი დადებითი კუთხით: ცვლილებების უნარი, ხანგრზლივი და წარმატებული მოგზაურობები, ცნობიერების ჰორიზონტის გაფართოება, სხვა კულტურების, რწმენისა და იდეოლოგიის მიმღებლობა, კარგი უმაღლესი განათლება. უარყოფითი კუთხით: მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების სირთულე, ხეტიალი, სახლისგან მოშორებით დანაკარგები, უმაღლესი განათლების მიუღებლობა (ან არ სურს, ან ვერ მოახერხა). დარდი და მწუხარება დაკავშირებულია უცხო ქვეყნებთან ან უცხოელებთან. შესაძლოა გაუცნობიერებლადაც კი ეშინოდეს უცხო ქვეყნებში გამგზავრების, მოგზაურობის. ეს ადამიანი მოწოდებით მისიონერია. მცდარი იდეოლოგიის ან სექტის მსხვერპლად გახდომის ალბათობაცაა. თუმცა შემდგომში „მსხვერპლობა“ ეხმარება აზრების გავრცელებასა და ხედვის გაფართოებაში. ამ ადამიანისთვის მტკივნეული საკითხებია: რელიგია, ეთიკა, მორალი, ფილოსოფია, რწმენა, სამართლიანობის გრძნობა. კრიზისი დაკავშირებულია სულიერ სწავლებასთან. ამ ადამიანს რწმენისა და აზრის კორექტული შეცვლა ხშირად უწევს. მისგან კარგი მასწავლებელი დადგება, თუ აზრებისა და იდეების სწორად ფორმირებას, გადაცემას ისწავლის. ინდივიდს, ქირონით მე-9 სახლში, საკუთარი „მე“-ს იდეალისადმი არცთუ ადვილი დამოკიდებულება აქვს. იდეალი მისგან მოითხოვს სტანდარტული და უკვე ნაცადი ხერხებით სიკეთის გაკეთებას. ზოგჯერ ინდივიდისთვის რთულია გაგება, რას მოითხოვს მისგან იდეალი, რა არის მისი იდეალი, როგორი სურს იყოს. იდეალური მოთხოვნები კი გაუგებრად ეჩვენება. ამ ადამიანს კარგი იუმორი აქვს. შეუძლია საკითხებს არასტანდარტულად შეხედოს, გადაწყვიტოს. ეს განსაკუთრებით ფილოსოფიურ და რელიგიურ საკითხებს ეხება. სასურველია, თუ ეს ადამიანი მეტი ყურადღებით იქნება იდეალის შექმნაში, როგორ წარმოუდგენია საკუტარი იდეალური მე, რა მიზნებს ისახავს. ესეც ნახე http://logos-astro.blogspot.com/2013/02/blog-post_8335.html და ბოლოს შენი ზოდიაქოს ძირითადი ნიშანი,ვერძი. http://astroblogi.com/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%A8%E1%83%98/ მოკლედ ეს ყველაფერი არის არასრული. ასპექტები და სახლები არ დამილინკავს. :D --------------- [GURULO] 05 ოქტ 2013, 2:18 05.09.1989 batumi gamis sam saatze davibade. Shegidzliat eg ruqa shemidginot vinmem? --------------- LILITH 05 ოქტ 2013, 2:22 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27127&cit]ციტატა: [GURULO] შეგიდგენ ხვალისთვის იმედია) --------------- [GURULO] 05 ოქტ 2013, 2:29 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27132&cit]ციტატა: LILITH au, madlobeli dagrchebi nagdad mag siketes tu chemtvis gaaketeb. --------------- LILITH 05 ოქტ 2013, 2:31 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27134&cit]ციტატა: [GURULO] ვნახე ეხლა და თუ დამელოდები,გავაკეთებ ბარემ. ცოტა დიდი დრო უნდა --------------- [GURULO] 05 ოქტ 2013, 2:34 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27135&cit]ციტატა: LILITH gelodebi, mainc ar medzineba, madloba winaswar. --------------- LILITH 05 ოქტ 2013, 2:34 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27136&cit]ციტატა: [GURULO] ოკ,დავიწყებ ეხლა --------------- angel of death 05 ოქტ 2013, 3:12 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27123&cit]ციტატა: LILITH :D saati xom ar shemeshala? .dum. Kargi araferi ceria :( araa sachemo es astrologia - fizikurad sakmaod zlieri var, chems tavze didi carmodgenac ar maqvs, kidev.. Ragac yalb swavlebebze iyo saubari .dum. Nw chemi gamocdileba arasodes matyuebs. :p jiuti ki martla var. Ho chacmulobas da zizilpipiloebsac ar vutmob did dros. :) da kido arc mentori var da arc maswavlebeli. :D ho kamati miyvars da ucxotshic shesanishnavad vgrznobxolme tavs. :p ho mawanwaloba ki daemtxva :D --------------- LILITH 05 ოქტ 2013, 3:14 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27136&cit]ციტატა: [GURULO] ამგვარი ასცენდენტის მქონე ხალხი სახის და სხეულის მომრგვალებული ფორმებით გამოირჩევა. თუმცა არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში ტერმინი "მომრგვალებული" და სიმსუქნე. იმიტომ რომ ასცენდენტით კირჩხიბები ნაკლებად არიან სიმსუქნისკენ მიდრეკილი. თუმცა სახე ხშირად აქვთ სავსე და ლოყებიც საკმარისად ეტყობათ. თუ მაინც იმატებენ წონაში, ძირითადად ღიპის პრობლემა უჩნდებათ. ხელ-ფეხი მოკლე და ლამაზი ფორმის აქვთ. თითები – მსხვილი ან კონუსური ფორმის. აღნაგობით იშვითად არიან გიგანტური სიმაღლის. თუმცაღა, მაღალ ხალხს ხშირად ვხვდებით მათში. ქალებს მოზრდილი ზომის, ლამაზი მკერდი აქვთ. ნაკლებად ეტყობათ თეძოები ან არ აქვთ საერთოდ ეს არე გამოკვეთილი. შუბლი საშუალო ზომის აქვთ, წარბები – ზოგჯერ გადაბმული. თვალები მრგვალი ფორმის, ხშირად ფოსოებში ჩამჯდარი. უმეტესად თაფლისფერი. მზერა თბილი და მზრუნველი. ცხვირი ძირითადად მოკლე ან "კურნოსა" აქვთ. უმეტესად გვერდებში გაფართოებული ნესტოებით. იშვიათად ვხვდებით კეხიან ცხვირს. ტუჩები საშუალო ზომის, პირის ფართო ჭრილით. კანის ფერი ხორბლისფერი ან უფრო მუქი. იშვიათად გვხვდებიან ძალიან თეთრები. მზე ქალწულში, ასცენდენტი კირჩხიბში პიროვნება _ მგრძნობიარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ გონივრული. ამ ხასიათს შესანიშნავად შეუძლია ყოველდღიური, აუცილებელი მოვალეობის შეგრძნება. მართალია, ხანდახან, ეს ადამიანები თავებს ისე იჭერენ, თითქოს–და, რეალურად მუშაობა მხოლოდ მათ შეუძლიათ და სხვებს კი – არა, მაგრამ ეს მათ სულაც არ უნდათ, უბრალოდ, თავად გულმოდგინეები, იგივეს სხვებისგანაც ელიან. მათი სამუშაო ყოველთვის კარგად მომზადებულია; მათი საქმეში მონაწილეობის თანაფარდობა კი ყოველთვის ცვალებადია. შეუძლიათ რამდენიმე დღე არაფერი აკეთონ, მაგრამ შემდეგ, მარტო თავის თავს კი არა, სხვებსაც კი აიძულებენ საქმის კეთებას. ისინი ძალიან ეჭიდებიან საკუთარი მოვალებების შესრულებას. თუ ღამით ლოგინიდან ააყენებთ, უდრტვინველად იღებენ ამას. მათ შეუძლიათ გარშემომყოფებთან მოლაპარაკება, რამდენადაც წინასწარ იციან სხვების არგუმენტები, რადგანაც ყველაფერს (განსაკუთრებით, კი გარშემომყოფებს) წყნარად ადევნებენ თვალყურს და ფლობენ მახსოვრობას, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ _ საშინელი და შემზარავი. ისინი ისურვებდნენ, რომ ყველა ადამიანთან ნებაყოფლობით იმუშაონ, მაგრამ ზუსტად ასეთ ადამიანებს ძნელად პოულობენ. თუ ეს ადამიანები უფროსები არიან, მაშინ ძალიან მგრძნობიარედ აღიქვამენ კრიტიკას, ასე რომ, ხანდახან საკუთარ თავდაჯერებულობას ვერც კი გრძნობენ. ეძებენ რთულად გასავლელ გზებს, რათა შემდეგ გაკიცხონ თანამშრომელი. მკვეთრად გამოხატვა ძალიან უძნელდებათ. ხანდახან, თუ ამ ადამიანებთან რაიმეს მიღწევაა საჭირო, მლიქვნელობის გამოყენება აუცილებელია, მაგრამ თუ ამ მლიქვნელობას იგრძნობენ, ეს მათ შეურაცხყოფს, ასე რომ, უკეთესია, მათთან დისტანცია დაიცვათ. იმედგაცრუებები რთულად გადააქვთ, მაგრამ სრულიად თავისუფლად თავებს არასდროს გრძნობენ. მათ ნერვებზე მრავალი ადამიანი მოქმედებს, რის გამოც, ყველაფრის დაფარვას სამუშაოთი ცდილობენ, რომელიც მათ განწყობაზეა დამოკიდებული. ესეც ნახე http://logos-astro.blogspot.com/2012/11/blog-post.html აქ ნახე მხოლოდ ბოლო აბზაცი,სადაც აწერია ქირონი ასცენდენტზე,ეგ გეხება შენ მარტო ამ შემთხვევაში http://logos-astro.blogspot.com/2012/09/blog-post_9.html მარსი ქალწულში გყავს.ეს ნახე http://logos-astro.blogspot.com/2013/02/blog-post_3487.html ესეც მარსი მიწის სტიქიაში როდესაც მარსი ხვდება ანალიტიკური აზროვნების მქონე ქალწულის ნიშანში, ეს მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ნებისმიერ ფასად ცდილობს შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. საქმეში ავლენენ დიდ მოხერხებულობას, იგონებენ ახალ მეთოდებს , რათა მიიღონ სასურველი რეზულტატი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. ყურადღებას აქცევენ უმცირეს დეტალებსაც კი, რითაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საბოლოო შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ქალწულის ქმედება განსხვავდება მორიელისგან (ქალწული აანალიზებს, ხოლო მორიელი უფრო ეყრდნობა ინტუიციას), ისინი ერთმანეთის მსგავსი არიან იმაში, რომ სიღრმისეულად ახერხებენ ჩაწვდნენ საქმის ყველა დეტალში და გარემოებაში. ქალწული ზოგადად ოსტატის ნიშანია, ადამიანები მარსის ამ მდებარეობით არ ზოგავენ დროს იმ საქმის თითოეული დეტალის დახვეწაზე (გამოჩარხვაზე) , რომლითაც დაკავებული არიან. მარსით ქალწულები ცნობილი არიან შრომისმოყვარეობით, რის გამოც ხშირად სამსახურს (საქმეს) უჭირავს უპირველესი ადგილი მათ ცხოვრებაში, ხოლო ყველაფერი სხვაზე, მათ შორის პირადი ურთიერთობებზე ზოგჯერ დრო თითქმის არ რჩებათ. რადგან ამ ინდივიდებს ნამდვილად შეუძლიათ საქმის შესრულება სხვებზე უკეთესად , საკუთარი პრაქტიკული ჭკუის წყალობით ( და იმის გამო რომ მუდმივად მზად არიან შეასრულონ ისეთი სამუშაოც კი რომელზეც სხვები უარს ამბობენ) ისინი ხშირად საკუთარ თავს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებენ, სამუშაოს უზადოდ შესრულების უნარის გამო მათ უფრო და უფრო მეტ საქმეს ავალებენ. არიან ძალიან დისციპლინირებული და და კრიტიკულად უყურებენ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს არა არის დამახასიათებელი, ამის გამო ხშირად ექმნებათ პრობლემა ურთიერთობებში. მაშინაც კი როდესაც მარსი ქალწული არაკომპეტენურია რაიმე საკითში, ის მაინც მონდომებით უკირკიტებს სხვის ნამუშევარს რათა გამოძებნოს შეცდომები და დაჟინებით მოითხოვს გაკეთდეს ყველაფერი ისე, როგორც მას სურს! ეს ადამიანები ყველაფერში მიისწრაფვიან წესრიგისა და კანონზომიერებისაკენ, რაც მათი უმთავრესი თვისებაა საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის – სამეცნიერო დისციპლინებში. თუმცა ეს არაა კარგის მომტანი ემოციურ ურთიერთობებში. მსგავსი პერფექციონიზმი (სრულყოფილებისკენ სწრაფვა) მათ უბიძგებს შეცვალონ სხვა ადამიანი, ამასთან ქალწულ მარსს თავში აზრადაც არ მოსდის რომ ზუსტად კრიტიკა და ნაკლის ძებნა- ეს არაა ყველაზე ეფექტური მეთოდი გავლენა მოახდინო გარშემომყოფების აზროვნებასა და ქცევაზე. მარსი ქალწულის არსი თავს ავლენენ როგორც მორიდებული, ანალიტიკურად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, ზოგჯერ მეწვრილმანე და კრიტიკული ადამიანები. ყველაფერში ესწრაფვიან სრულყოფილებას; გაბედული და ინიციატივიანები არიან, თუმცა თვითკრიტიკულობამ და დეტალებისადმი გადამეტებულმა ყურადღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ამ პროცესს. უმთავრესი ფაქტორი რომელიც გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ ენერგიაზე და ნებისყოფაზე არის სურვილი – ემსახურონ ადამიანებს; უყვართ და კარგად გამოსდით მუშაობა. აქვთ პრაქტიკული ჭკუა. ამ მარსის მქონე ქალებისთვის და მამაკაცებისთვის დამახასიათებელი პრაქტიკული ჭკუა თავს ავლენს სექსშიც კი. წინასწარ ფიქრობენ, აანალიზებენ ამ ქვეყნად ყველაფერს, ეჭვი ეპარებათ და ღელავენ. ამ ადამიანებისათვის დამახასიათებელია ინტიმური ურთიერთობების მიმართ წინასწარ განსაზღვრული „ცივი“ მიდგომა, რაც ხშირად იწვევს მათ ინტერეს სხვადასხვაგვარი ტექნიკური ასპექტისა და სამეცნიერო -პოპულარული წიგნების მიმართ -სქესობრივი ცხოვრების შესახებ. იმდენად შეიძლება გაიტაცოს მათთვის საინტერსო საგნის შესწავლამ, რომ დაკარგონ ურთიერთობებში უშუალობა, რადგან ყველაფერი წინასწარი გათვლების, გეგმის მიხედვით მიმდინარეობდეს და არა სიღრმისეული განცდებისა ან ვნების გავლენით. მიწის მარსის მქონე ადამიანები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან, მაგრამ ამასთან ზედმეტად ინტელექტუალები. ერთ–ერთი ყველაზე დიდი სირთულე ისაა, რომ დაამყარონ ისეთი ურთიერთობა, სადაც მგრძნობიარობა შერწყმული იქნება კარგ ვერბალურ ურთიერთობასთან. შრომისმოყვარეობის გამო ისინი დიდ ენერგიას ხარჯავენ მოვალეობის შესრულებაზე და მიმართავენ მას წარმატების მიღწევაზე. როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის მარსის ამ მდებარეობით, დამახასიათებელია ზომიერი სექსუალური მიზიდულობა, ამასთან ქალწულში ეს უფრო ნაკლებ მდგრადია ვიდრე სხვა მიწის ნიშნებში. უფრო მეტიც, მარსის ამ დებარეობის მქონე ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არც უჩნდება სექსის სურვილი. თუ ეს ასეა, თავს უფრო მშვიდად გრძნობენ, მაშინ როცა აღიარებენ საკუთარ ბუნებას და ნაკლებად კარგავენ დროს გაუთავებელ თვითანალიზზე. ჰიპერაქტიური ანალიტიკური ჭკუა ხელს უშლის ურთიერთობებს; თუ ეს ინდივიდები ფოკუსირებას ახდენენ საკუთარ თავზე, იძირებიან ეჭვებში, გადაჭარბებულ სინანულში და დეპრესიაში. ხოლო თუ მათი ყურადღება მიმართულია სხვა ადამიანის მიმართ, ეს იშვიათადაა კეთილგანწყობა, რის გამოც სხვა ადამიანი გასაგები მიზეზის გამო, შორს იჭერს თავს და გადადის თავდაცვაზე. უნდა ვაღიაროთ , რომ ურთიერთობების ადრეულ სტადიებზე პარტნიორის შეფასებას ახდენენ სხვა ადამიანებიც, თუმცა მარსი ქალწულისგან განსხვავებით, არცერთი არ აღიარებს, რომ გააჩნია შეფასების გარკვეული შკალა. რადგან ამ მარსისთვის დამახასიათებელია ინტროვერტობა და არააგრესიულობა, მარსის ენერგია მიმართულია საკუთარი თავის წინააღმდეგ , რაც იწვევს ნერვულ დაძაბულობას და სექსუალურობის დამუხრუჭებას. მარსმა ქალწულმა აუცილებელია ისწავლოს მოდუნება, ნაკლები იფიქროს და მეტად დაეყრდნოს გრძნობებს ; მხოლოდ ასე (ზოგადად ნაკლებად თავდაჯერებულები არიან) მიაღწევენ საკმარის გახსნილობას სასიყვარულო განცდების მიმართ და შეაფასებენ მას სათანადოდ. ქალები: მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მარსით ქალწულები აქტიურები არიან , როცა დაკავებული არიან საოჯახო საქმეებით, ხელოვნებით რაშიც შეუძლიათ მიაღწიონ საკმაოდ დიდ წარმატებებს. სექსის მიმართ ჩვეულებრივ აქვთ პასიური დამოკიდებულება. მკაცრად აკონტროლებენ სექსუალურ ინსტიქტებს და იშვიათად არიან განსაკუთრებით ვნებიანები ( გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა მზე ან სხვა მაჟორული ფაქტორი აღმოჩნდება უფრო სექსუალურ ნიშანში) მოსწონთ როდესაც სასურველები არიან , გარდა ამისა უდიდეს სიამოვნებას იღებენ იმით, როცა თავს გრძნობენ პარტნიორისთვის საჭიროდ და იმისგან რაც პარტნიორს აღაგზნებს და არა საკუთარი ფიზიკურ-ემოციური განცდებისგან. უყვართ ჩახუტება და სხვა მგრძნობიარე გამოვლინებები, რაც ეხმარებათ დროებით დაივიწყონ ყველაფერი და დაეშვან მიწაზე. განსაკუთრებულად იზიდავთ კონსერვატული, პედანტი მამაკაცები, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყურებოდეს სუფთად და დისციპლინირებულად. მათ ასევე მოსწონთ ინტუიციური მიხვედრილობა , მოხერხებული ჭკუა და ინტელექტი. კაცები: ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მარსით ქალწულებს უყვართ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების დემონსტრირება , რათა ამით ქალებზე მოახდინონ შთაბეჭდილება. მათ შეუძლიათ ასევე შესთავაზონ პრაქტიკული დახმარება (დაჟინებითაც კი! ) მიუხედავად იმის, სათანადოდ დააფასებს თუ არა ამას მათი რჩეული. ქალწული ერთ–ერთი იშვიათი მარსის ნიშანია, რომელიც მიუთითებს მამაკაცის სიმორცხვეზე. ცდილობს თავის დემონსტრირებას როგორც „ნამდვილი მაჩო“ , რაც რეალურად დიდი პლიუსია ურთიერთობებში. მარსის ამ მდებარეობის მქონე ზოგიერთი მამაკაცისთვის დამახასიათებელია გადაჭარბებული მღელვარება საკუთარ სექსუალურ ენერგიაზე. მარსი ქალწულებისთვის (განსაკუთრებით მამაკაცებისთვის) დამახაიათებელია მკვეთრი კრიტიკული რეაქცია თუ გრძნობენ, რომ მათ სურვილს აიგნორებენ. ლილიტი სასწორში ლილიტი სასწორში – ”ადამიანი მაღალი წრიდან” (გადაჭარბებული – ანგარება, ან დამოკიდებულება) წარსულ ცხოვრებაში შესაძლოა თქვენ იყავით კანონის დამცველი ან მექრთამე. ეს მაჩვენებელი მიუთითებს პრობლემებზე ქორწინებასა და ნებისმიერ პარტნიორულ ურთიერთობებში. (გართულებულია ოჯახის შექმნა/შენარჩუნება, ხშირად თანამშრომლები, კოლეგები მტრებად გევლინებიან. ხშირია კონფლიქტი და გაუგებრობები). არსებობს ორი ტიპი: 1) აქტიური – თქვენ ყველგან და ყველაფერში ეძებთ ნაკლს. ყველაფერში ხედავთ არასრულფასოვნებას და გავიწყდებათ, რომ ამ ქვეყნად იდეალური არაფერია. არავინაა სრულყოფილი, მათ შორის არც თქვენ. თქვენი მოთხოვნილებები გარშემომყოფთა მიმართ ხშირად გადაჭარბებული და უსამართლოა. სასიყვარულო პარტნიორის შერჩევაც ხდება თქვენი შინაგანი კრიტერიუმებისა და თქვენებური შეფასების სისტემის მიხედვით. თქვენთვის მთავარი პირადი სუბიექტური კრიტერიუმები და პრესტიჟია. სწორედ ამ თვისებებით აფასებთ პარტნიორს. თქვენ ადამიანების მოხიბვლის და დაინტერესების უნარი გაქვთ. იზიდავთ მათ, რათა შემდეგ ანგარებით გამოიყენოთ. 2) პასიური – თქვენ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, მუდმივად მერყეობთ გადაწყვეტილებების მიღებისას. თქვენთვის რთულია წონასწორობა და ბალანსი. სასიყვარულო ურთიერთობებში გახასიათებთ –დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა, გაკლიათ – თვითმყოფადობა, ადვილად ემორჩილებით და ეთანხმებით ყოველივეს, რასაც გეტყვიან. ცდილობთ საკუთარი მოვალეობების სხვებზე გადატანას. (ხშირია ანგარებით ქორწინება). თქვენს გარშემო მუდამ არიან არასანდო, მატყუარა, თავხედი ადამიანები. ხშირია პრობლემები კანონთან (შესაძლოა უმიზეზოდ ციხეში მოხვედრა) და პარტნიორთან (ხშირად ის უბედურების მომტანია). თქვენ ცდილობთ, თავი მოაწონოთ გარშემომყოფებს, ხშირად თამაშობთ და მლიქვნელობთ მათ წინაშე, იყენებთ მათ საკუთარი მიზნებისათვის. გახასიათებთ ფორმალურობა და დოგმატურობა, ისწრაფვით ლიდერობისაკენ. ცდილობთ, მართოთ და დაიმორჩილოთ პარტნიორი. აუცილებელია, მიაღწიოთ წონასწორობას, რაც თქვენი ჰარმონიული ცხოვრების საწინდარია, დაიცვათ ბალანსი, გააკეთოთ დროული და სწორი არჩევანი, მოეშვათ ყოყმანსა და მერყეობას, დაიცვათ სამართლიანობა, განივითაროთ გულწრფელობა და მშვიდობა. ესეც ნახე http://astroblogi.com/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98/ ამავდროულად ლილიტი მე-4 სახლში გყავს,ესეც ნახე http://old.astrologia.ge/index.php/2011-06-30-17-26-54/2012-09-16-09-12-34/989-4 მერკური სასწორში http://astroblogi.com/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98/ ესეც ნახე http://astrologia.ge/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98/ ვენერა სასწორში გყავს და თან მმართველია http://logos-astro.blogspot.com/2013/02/blog-post_1434.html ესეც ნახე ვენერა სასწორში – ეს ვენერას უძლიერესი მდებარეობაა, რაც გარეგნულ მომხიბველობაზე და საპირისპირო სქესთან დიდ პოპულარობაზე მიუთითებს. წესით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქორწინებას და ბევრი შესაძლებლობა გეძლევა ამისთვის. გაქვს სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა. ურთიერთობაში საკმაოდ მსუბუქი ხარ. ხარ დიდსულოვანი და ადვილად უგებ სხვებს. ეს ძალიან კარგი პოზიციაა ხელოვნების სფეროში წარმატებების მისაღწევად – მხატვრობა, დიზაინი, მუსიკა, ამავდროულად ეს კარგი პოზიციაა ასევე სამართლის, დიპლომატიისა და იურისპუდენციისთვის. არ გიყვარს უხეშობა, ჩხუბი და კამათი, რისგანაც შესაძლოა დაავადდე კიდეც. შენ გჭირდება პარტნიორი, რომელთანაც ჰარმონიულ, ლამაზ ურთიერთობას დაამყარებ და ინტელექტუალური გამთლიანების საშუალება მოგეცემა. მოგწონს მშვიდი, ჰარმონიული, ინტელექტუალური პარტნიორები ესეც http://astroblogi.com/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98/ სატურნი თხის რქაში http://astroblogi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98/ მთვარე მორიელშია,მაგრამ დაცემულია.ეს ნახე http://astroblogi.com/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98/ მთვარე მორიელში (დაცემული მთვარე) ამ ადამიანის ემოციური სამყარო უზომოდ ინტენსიური და ძალზე ღრმაა. იგი ხშირად მოუთმენელი და ხასიათცვალებადია. მიდრეკილია ეჭვიანობისკენ და ეს არა მარტო პირად ურთიერთობებში, ზოგადად სხვა ადამიანებთან მის დამოკიდებულებაშიც ვლინდება. სინამდვილეში მთვარით მორიელი ძალზე სათუთია შინაგანად, თუმცა წყენის შემთხვევაში „ხურდის დაბრუნება“ არასოდეს ავიწყდება და ამ მხრივ ვერავინ უწოდებს მას სუსტს და უსუსურს. იგი ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ ვინ რას წარმოადგენს. მიდრეკილია სხვების განსჯისკენ, თანაც ერთობ ცინიკური ტონით. ზოგადად მას გარშემომყოფებით მანიპულაციის მძაფრი მოთხოვნილება გააჩნია. თუმცა თუ არ სთხოვეს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას ყოველთვის ერიდება და რჩევების მიცემისგანაც მაქსიმალურად იკავებს თავს. მართალია პერიოდულად უხეში, ენამწარე და უტაქტოც შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში მთვარით მორიელი სკამაოდ მზრუნველი ნატურაა. მას აქვს ნიჭი ბიზნეს საქმიანობის კუთხით, ამიტომ შესანიშნავად ახერხებს შორსმიმავალი ფინანსური გეგმების დასახვას და მათ უნაკლოდ შესრულებას. იგი საკმაოდ თავდაჯერებული და ამაყი ტიპაჟია, ამიტომ თითქმის ყოველთვის აღწევს იმას რაც ჩაიფიქრა, თუმცა ხშირად უწევს შემოვლითი გზებით თამაში. გამომდინარე იქედან, რომ მთვარით მორიელი ბუნებით ეჭვიანი, მესაკუთრე და დიქტატორული თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანია იგი იშვიათად ახერხებს ჰარმონიის პოვნას პარტნიორულ ურთიერთობაში და ქორწინებაში. მას ხშირად უფუჭდება ასევე ურთიერთობა შვილებთან. გამომდინარე იქედან, რომ ცდილობს მათზე იბატონოს. როგორც წესი მისი ამ საქციელის მიზეზი ერთ-ერთი მშობლის (უფრო დედის) გავლენაა. ბავშვობაში იგი ან ძალიან მკაცრი იყო შვილთან, ან თავად ინდივიდი აიდეალებდა მას ზედმეტად. მთვარით მორიელი სიამოვნების და კომფორტის მონაა. ამიტომ როცა იგი საყვარელი საქმით არის გართული გარშემო ვერავის და ვერაფერს ამჩნევს. გარეგნული სიცივის გამო, ადამიანები მას ხშირად სდებენ ბრალს უგულობაში. თუმცა ეს ასე არ არის. მთვარით მორიელი მრავალმხრივი და მრავალსახოვანი პიროვნებაა, იგი კარგად ერკვევა ადამიანებში ამიტომ მის მოტყუებას აზრი არ აქვს. ამ ადამიანს უყვარს დეტექტივები, ინტერესდება ამოუცნობი მოვლენებით და ეზოთერიკით. თუმცა ყველაზე აქტიურად იგი საკუთარ თავს სექსში და სიყვარულში ავლენს. იგი გასაოცარი დაკვირვების უნარით გამოირჩევა. თუმცა ხშირად მისი შესაძლებლობების შესახებ გარეგნული მონაცემების მიხედვით ვერაფერს იტყვით. სასურველია მთვარის ამგვარი მდებარეობით დაბადებულმა ადამიანმა, საკუთარი „პლუტონიანურ-მარსული“ ენეგრეტიკა დადებითი კუთხით გამოიყენონ, სხვა შემთხვევაში მორიელის „ოვერდოზმა“ ხასიათში, შეიძლება სექსუალური გაუკუღმართება და სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს მათში. უმთავრესი რაც ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს ეს არის პატიება და დავიწყება. იმიტომ რომ როგორც წესი, ისინი წყენას ხანგრძლივად ატარებენ გულით. წლობით დაგროვილმა ნეგატივმა კი შეიძლება მათი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. მამაკაცის ჰოროსკოპში მთვარის ამგვარი მდებარეობა მიუთითებს იმაზე, რომ იგი სენსიტიური, ნაზი და გაუწონასწორებელი ქალებით იხიბლება, რომელთა მართვა და „ფლობაც“ მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ქალის ჰოროსკოპში კი ეს ასპექტი მიანიშნებს იმას, რომ იგი მიდრეკილია აფექტის სტადიაში ღალატისკენ. ზოგადად მას საკმაოდ აქტიური სექსუალური ცხოვრება და მოთხოვნილებები გააჩნია, რის გამოც ხშირად რამოდენიმე პარტნიორს იცვლის ცხოვრების მანძილზე. იუპიტერი კირჩხიბშია http://astroblogi.com/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98/ ესეც ნახე,მე-12 სახლშია თან იუპიტერი http://astroblogi.com/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94-12-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98/ და ბოლოს შენი ძირითადი მიშანი,მზე ქალწულში http://astrologia.ge/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97-2/ მოკლედ ესაა შემოკლებით და ასპექტები არც აქ დამილინკავს) ანუ,ძალიან დაწვრილებითი დახასიათება. --------------- LILITH 05 ოქტ 2013, 3:17 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27149&cit]ციტატა: angel of death საათმა 10-15 წუთითაც რომ მისცეს სხვაობა,გარკვეული ასპექტები შეიცვლება) კარგად დაფიქრდი რაც წაიკითხე და რავი,საკუთარ თავთან აღიარე)) ვიცოდი ისე,იტყოდი,არაფერი დაემთხვაო,რადგან ასე გინდა,რომ არ გჯეროდეს. შენი ნებაა) --------------- angel of death 05 ოქტ 2013, 3:20 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27151&cit]ციტატა: LILITH ee :( aba ucxoelebtan rom yvelaferi kargad mimdisxolme? :( --------------- LILITH 05 ოქტ 2013, 3:21 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27153&cit]ციტატა: angel of death რავი მე,რა მიდის კარგად,ხომ წერია საქმიანი ურთ და ბიზნესი ძალიან მაგრად გამოგდისო.საერთოდ წაიკითხე?) --------------- angel of death 05 ოქტ 2013, 3:27 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27155&cit]ციტატა: LILITH ki. wavikitxe :( arc garegnoba? :( - zvalmsxvili var, arc kuntebs vuchivi :D tvinis dgvna ki chemgan ki ara sxvisi mezareba :( crumaswi da asetebi.. --------------- LILITH 05 ოქტ 2013, 3:34 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27161&cit]ციტატა: angel of death განვითარების ეტაპები რომ იყო,ვერ შენიშნე? :D --------------- LILITH 05 ოქტ 2013, 3:36 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27161&cit]ციტატა: angel of death და შენ ხარ ძვალმსხვილი და კუნთიანი? :D --------------- [GURULO] 05 ოქტ 2013, 4:16 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27150&cit]ციტატა: LILITH უღრმესი მადლობა, რომ ჩემთვის შეწუხდი, მართლა ბევრი რამ ემთხვევა ბავრი რამ კი არა.... ყველაზე მეტად ჩემს პიროვნებას ეს გამოსახავს http://astrologia.ge/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97-2/ პროსტა ეგაა რომ ძუნწობა არ მიყვარს ფულის მხივ, დანარჩენი კი ყველაფერი ჩემზეა დაწერილი მემგონი :D ნუ დაავადებები მაინდამაინც არ მწაუხებს მანდედან არცეთ --------------- vaso.ge 05 ოქტ 2013, 6:11 ეს გაკეთდა მარა ვერაფერი გავუგე. --------------- angel of death 05 ოქტ 2013, 8:39 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=27167&cit]ციტატა: LILITH shen zvalmsxvils qonis gundas tu ezaxi ar vici :D ho kuntianic var - bunebrivi da ara proteinebit gasivebuli. :D ---------------