ქართველი ლეგიონერები (კალათბურთი) Dstori 24 სექტ 2013, 9:35 ამ თემაში ვსაუბრობთ იმ წართველ კალათბურთელებზე, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ თამაშობენ --------------- Dstori 24 სექტ 2013, 9:40 ესპანურმა “სარაგოსამ” გუნდის ახალწვეულების – ვიქტორ სანიკიძის და ჯონათან ტაბუს ოფიციალური პრეზენტაცია გამართა, რის შემდეგაც ქართველმა და ბელგიელმა კალათბურთელებმა არაგონული კლუბის მაისურით პირველად ივარჯიშეს. სპეციალური პრეს-კონფერენცია სწორედ სანიკიძემ გახსნა, რომელიც ესპანურ ლიგაშიც მისთვის საყვარელი 13 ნომრით ითამაშებს. “ვიკამ” ის მიზეზები ახსნა, რის გამოც “სარაგოსაში” გადაბარგების გადაწყვეტილება მიიღო. “სარაგოსელთა წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგანაც ვიცოდი, რომ ჩინებულ გუნდში მოვდიოდი. გასულ წელს “სარაგოსას” კარგი შედეგები ჰქონდა და თანაც, აქ უკვე ირიცხება ჩემი მეგობარი გიორგი შერმადინი. ისიც გავიგე, რომ სარაგოსაში კალათბურთი ძალიან უყვართ, ესპანური ლიგა კი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა. მოკლედ, აქ ჩამოსასვლელად არაერთი მიზეზი მქონდა”. ვიქტორს არც იმის აღნიშვნა დავიწყნია, რომ მომავალ სეზონში გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს: “მზად ვარ, “სარაგოსას” წინსვლისთვის მაქსიმუმი გავიღო. ვეცდები, ყველა ის დავალება, რომელსაც მწვრთნელისგან მივიღებ, პირნათლად შევასრულო. კარგი იქნება, თუკი ჩემი გარჯა გუნდს სასურველი შედეგების დაფიქსირებაში შეეშველება”. საინტერესოა, რომ 2004 წელს სანიკიძემ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე სწორედ სარაგოსაში ითამაშა. პრეს-კონფერენციაზე ქართველს იმ პერიოდის გახსენებაც სთხოვეს. “დიახ, მახსოვს, რომ სარაგოსაში უკვე ნათამაშები მაქვს. ეს ათიოდ წლის წინ იყო და ბევრი რამის მოყოლა ნამდვილად არ შემიძლია. მთავარია, რომ სარაგოსელი ქომაგები ჩემს ტრანსფერს დადებითად შეხვდნენ და “ტვიტერზე” არაერთი თბილი გამოხმაურება დამიტოვეს. აღნიშნულითაც ვმსჯელობ, რომ ამ ქალაქში კალათბურთი ძალიან უყვართ”. ქართველ ფორვარდს გასულ ევროპის ჩემპიონატსა და სიენას “მონტეპასკიში” მიღებულ გამოცდილებაზეც დაეკითხნენ: “იმედი მაქვს, რომ “სარაგოსაშიც” ისეთივე მნიშვნელოვანი როლი დამეკისრება, როგორც ეს ეროვნულ ნაკრებშია. რაც შეეხება “მონტეპასკის”, ახალს ვერაფერს გეტყვით. ყველამ იცის, რომ სიენელებს უძლიერესი გუნდი ჰყავთ, თუმცა, ახლა მე აქ ვიმყოფები და მთავარი ესაა. იტალიური კლუბის მაისურით ევროლიგაში ვითამაშე, ამჯერად კი სარაგოსელებს ევროთასზე დავეხმარები”. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდისთვის “სარაგოსა” პირველი ესპანური კლუბი არ გახლავთ. წლების წინ იგი მადრიდული “ესტუდიანტესის” ღირსებას იცავდა და პირენეებზე პირველი “ნათლობა” სწორედ მაშინ მიიღო. “აღნიშნული 7 წლის წინ იყო და ცხადია, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად გახლდათ. ახალგაზრდა ვიყავი და გუნდშიც ლიდერის როლს ნამდვილად არ ვასრულებდი. თუმცა, მაშინდელი გამოცდილება მაინც ძალიან დამეხმარება”. და რას ფიქრობს ვიქტორი ახალ თანაგუნდელებსა და სარაგოსელთა შანსებზე? “რუდეზის, ტაბუს და ნორელის წინააღმდეგ მითამაშია და მათ ვიცნობ. აღარაფერს ვამბობ შერმადინზე, რომელთან ერთად ნაკრებში ხომ ვირჯები და გარდა ამისა, გიოს საკლუბო დონეზეც 4-ჯერ დავპირისპირებივარ. პირველ ეტაპზე 4 კალათბურთელის ცნობა, ალბათ, საკმარისია (იცინის). დარწმუნებული ვარ, ამ და სხვა ბიჭებთან ერთად საკმაოდ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ესპანეთის ჩემპიონატში ფლეი ოფში აუცილებლად უნდა გავიდეთ, ევროთასზე კი “ოთხთა ფინალში” გასვლისთვის ვიბრძოლებთ”, - დასძინა “ვიკამ”. როგორც აღვნიშნეთ, პრეზენტაციის შემდეგ, სანიკიძემ და ტაბუმ არაგონელთა მაისურით პირველი ვარჯიში ჩაატარეს, თუმცა, მანამდე კალათბურთელებმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარეს. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ქართველი და ბელგიელი კალათბურთელები სრულიად ჯანმრთელნი არიან. აღნიშნულით “სარაგოსამ” ახალი სეზონისთვის შემადგენლობის დაკომპლექტება დაასრულა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის აბოსმა და სპორტულმა დირექტორმა ვილი ვილარმა კი ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ახალწვეულებისგან წარმატებულ თამაშს ელიან. “სანიკიძის და ტაბუს ტრანსფერებით, შემადგენლობა საბოლოოდ დავაბალანსეთ. ეს კალათბურთელები ჩვენთან იდეალურ ასაკში მოდიან და საკმაოდ გამოცდილება და ამბიცია გააჩნიათ, რათა გუნდს დახმარება გაუწიონ. ვფიქრობ, “სარაგოსას” გულშემატკივრებს საკმარისი საფუძველი აქვთ, რომ გუნდისგან წარმატებულ სეზონს ელოდნენ”, - აღნიშნა ვილარმა. გასული ტრანსფერებისგან ბევრს ელის არაგონელთა დამრიგებელიც. აი, რა განაცხადა აბოსმა სანიკიძის შესახებ: “ვიქტორის პოზიციაზე მოთამაშის დამატება ძალიან გვსურდა და მოხარული ვართ, რომ სანიკიძის გადაბირება მოვახერხეთ. მის თამაშს კარგა ხანია ვაკვირდებოდი და ისიც ვიცი, იტალიაში როგორ ასპარეზობდა. ქართველ კალათბურთელს გუნდისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია”. “სარაგოსას” ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ 5 საკონტროლო მატჩი ელის, რომელთაგან უახლოესს დღეს ლოგრონიესის სპორტის სასახლეში “კლავიხოს” წინააღმდეგ გამართავს. მოსალოდნელია, რომ ახალი გუნდის რიგებში, გიორგი შერმადინის მხარდამხარ, ამ მატჩში ვიქტორ სანიკიძე პირველად ითამაშებს. --------------- Dstori 24 სექტ 2013, 9:41 ესპანურმა “სარაგოსამ” გუნდის ახალწვეულების – ვიქტორ სანიკიძის და ჯონათან ტაბუს ოფიციალური პრეზენტაცია გამართა, რის შემდეგაც ქართველმა და ბელგიელმა კალათბურთელებმა არაგონული კლუბის მაისურით პირველად ივარჯიშეს. სპეციალური პრეს-კონფერენცია სწორედ სანიკიძემ გახსნა, რომელიც ესპანურ ლიგაშიც მისთვის საყვარელი 13 ნომრით ითამაშებს. “ვიკამ” ის მიზეზები ახსნა, რის გამოც “სარაგოსაში” გადაბარგების გადაწყვეტილება მიიღო. “სარაგოსელთა წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგანაც ვიცოდი, რომ ჩინებულ გუნდში მოვდიოდი. გასულ წელს “სარაგოსას” კარგი შედეგები ჰქონდა და თანაც, აქ უკვე ირიცხება ჩემი მეგობარი გიორგი შერმადინი. ისიც გავიგე, რომ სარაგოსაში კალათბურთი ძალიან უყვართ, ესპანური ლიგა კი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა. მოკლედ, აქ ჩამოსასვლელად არაერთი მიზეზი მქონდა”. ვიქტორს არც იმის აღნიშვნა დავიწყნია, რომ მომავალ სეზონში გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს: “მზად ვარ, “სარაგოსას” წინსვლისთვის მაქსიმუმი გავიღო. ვეცდები, ყველა ის დავალება, რომელსაც მწვრთნელისგან მივიღებ, პირნათლად შევასრულო. კარგი იქნება, თუკი ჩემი გარჯა გუნდს სასურველი შედეგების დაფიქსირებაში შეეშველება”. საინტერესოა, რომ 2004 წელს სანიკიძემ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე სწორედ სარაგოსაში ითამაშა. პრეს-კონფერენციაზე ქართველს იმ პერიოდის გახსენებაც სთხოვეს. “დიახ, მახსოვს, რომ სარაგოსაში უკვე ნათამაშები მაქვს. ეს ათიოდ წლის წინ იყო და ბევრი რამის მოყოლა ნამდვილად არ შემიძლია. მთავარია, რომ სარაგოსელი ქომაგები ჩემს ტრანსფერს დადებითად შეხვდნენ და “ტვიტერზე” არაერთი თბილი გამოხმაურება დამიტოვეს. აღნიშნულითაც ვმსჯელობ, რომ ამ ქალაქში კალათბურთი ძალიან უყვართ”. ქართველ ფორვარდს გასულ ევროპის ჩემპიონატსა და სიენას “მონტეპასკიში” მიღებულ გამოცდილებაზეც დაეკითხნენ: “იმედი მაქვს, რომ “სარაგოსაშიც” ისეთივე მნიშვნელოვანი როლი დამეკისრება, როგორც ეს ეროვნულ ნაკრებშია. რაც შეეხება “მონტეპასკის”, ახალს ვერაფერს გეტყვით. ყველამ იცის, რომ სიენელებს უძლიერესი გუნდი ჰყავთ, თუმცა, ახლა მე აქ ვიმყოფები და მთავარი ესაა. იტალიური კლუბის მაისურით ევროლიგაში ვითამაშე, ამჯერად კი სარაგოსელებს ევროთასზე დავეხმარები”. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდისთვის “სარაგოსა” პირველი ესპანური კლუბი არ გახლავთ. წლების წინ იგი მადრიდული “ესტუდიანტესის” ღირსებას იცავდა და პირენეებზე პირველი “ნათლობა” სწორედ მაშინ მიიღო. “აღნიშნული 7 წლის წინ იყო და ცხადია, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად გახლდათ. ახალგაზრდა ვიყავი და გუნდშიც ლიდერის როლს ნამდვილად არ ვასრულებდი. თუმცა, მაშინდელი გამოცდილება მაინც ძალიან დამეხმარება”. და რას ფიქრობს ვიქტორი ახალ თანაგუნდელებსა და სარაგოსელთა შანსებზე? “რუდეზის, ტაბუს და ნორელის წინააღმდეგ მითამაშია და მათ ვიცნობ. აღარაფერს ვამბობ შერმადინზე, რომელთან ერთად ნაკრებში ხომ ვირჯები და გარდა ამისა, გიოს საკლუბო დონეზეც 4-ჯერ დავპირისპირებივარ. პირველ ეტაპზე 4 კალათბურთელის ცნობა, ალბათ, საკმარისია (იცინის). დარწმუნებული ვარ, ამ და სხვა ბიჭებთან ერთად საკმაოდ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ესპანეთის ჩემპიონატში ფლეი ოფში აუცილებლად უნდა გავიდეთ, ევროთასზე კი “ოთხთა ფინალში” გასვლისთვის ვიბრძოლებთ”, - დასძინა “ვიკამ”. როგორც აღვნიშნეთ, პრეზენტაციის შემდეგ, სანიკიძემ და ტაბუმ არაგონელთა მაისურით პირველი ვარჯიში ჩაატარეს, თუმცა, მანამდე კალათბურთელებმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარეს. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ქართველი და ბელგიელი კალათბურთელები სრულიად ჯანმრთელნი არიან. აღნიშნულით “სარაგოსამ” ახალი სეზონისთვის შემადგენლობის დაკომპლექტება დაასრულა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის აბოსმა და სპორტულმა დირექტორმა ვილი ვილარმა კი ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ახალწვეულებისგან წარმატებულ თამაშს ელიან. “სანიკიძის და ტაბუს ტრანსფერებით, შემადგენლობა საბოლოოდ დავაბალანსეთ. ეს კალათბურთელები ჩვენთან იდეალურ ასაკში მოდიან და საკმაოდ გამოცდილება და ამბიცია გააჩნიათ, რათა გუნდს დახმარება გაუწიონ. ვფიქრობ, “სარაგოსას” გულშემატკივრებს საკმარისი საფუძველი აქვთ, რომ გუნდისგან წარმატებულ სეზონს ელოდნენ”, - აღნიშნა ვილარმა. გასული ტრანსფერებისგან ბევრს ელის არაგონელთა დამრიგებელიც. აი, რა განაცხადა აბოსმა სანიკიძის შესახებ: “ვიქტორის პოზიციაზე მოთამაშის დამატება ძალიან გვსურდა და მოხარული ვართ, რომ სანიკიძის გადაბირება მოვახერხეთ. მის თამაშს კარგა ხანია ვაკვირდებოდი და ისიც ვიცი, იტალიაში როგორ ასპარეზობდა. ქართველ კალათბურთელს გუნდისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია”. “სარაგოსას” ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ 5 საკონტროლო მატჩი ელის, რომელთაგან უახლოესს დღეს ლოგრონიესის სპორტის სასახლეში “კლავიხოს” წინააღმდეგ გამართავს. მოსალოდნელია, რომ ახალი გუნდის რიგებში, გიორგი შერმადინის მხარდამხარ, ამ მატჩში ვიქტორ სანიკიძე პირველად ითამაშებს. --------------- Dstori 24 სექტ 2013, 9:43 ესპანურმა “სარაგოსამ”, რომელშიც უკვე 2 ქართველი კალათბურთელი – გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე ირიცხება, მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და “ესტუდიანტესთან” 81:86 დამარცხდა. სანიკიძე, რომელიც უკვე გუნდთან ერთად იმყოფება, ამ თამაშში მოედანზე არ გამოჩენილა და ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც მისი და ბელგიელი ჯონათან ტაბუს ოფიციალური წარდგენა ორშაბათს იგეგმება. რაც შეეხება შერმადინს, მან 12 ქულა დააგროვა და თანაგუნდელთაგან შედეგიანობის მხრივ მხოლოდ სტეფანსონს და ჯოუნსს ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო. “სარაგოსა” მომდევნო მოსამზადებელ მატჩს 24 სექტემბერს “კლავიხოსთან” ჩაატარებს და სავარაუდოა, რომ მომავალ შეხვედრაში საქმეში სანიკიძესაც ვიხილავთ. მარიუპოლში ალეკსანდრ სავჩუკის სახელობის მემორიალზე ითამაშა გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” და ქართველმა მცველმაც ახალი კლუბის მაისური პირველად მოირგო. დონეცკელებმა ნახევარფინალში ვოლგოგრადის “კრასნი ოკტიაბრი” 100:92 დაამარცხეს და “ბუ” გამარჯვებულთა რიგებში ერთ-ერთ საუკეთესო იყო. მისი მონაგარი 14 ქულა გახლდათ. ფინალში “დონეცკი” “ბკ კიევთან” 77:80 დამარცხდა და ამჯერად, ცინცაძემ 8 ქულა და 5 პასი მიითვალა. --------------- Dstori 24 სექტ 2013, 9:43 ესპანურმა “სარაგოსამ”, რომელშიც უკვე 2 ქართველი კალათბურთელი – გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე ირიცხება, მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და “ესტუდიანტესთან” 81:86 დამარცხდა. სანიკიძე, რომელიც უკვე გუნდთან ერთად იმყოფება, ამ თამაშში მოედანზე არ გამოჩენილა და ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც მისი და ბელგიელი ჯონათან ტაბუს ოფიციალური წარდგენა ორშაბათს იგეგმება. რაც შეეხება შერმადინს, მან 12 ქულა დააგროვა და თანაგუნდელთაგან შედეგიანობის მხრივ მხოლოდ სტეფანსონს და ჯოუნსს ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო. “სარაგოსა” მომდევნო მოსამზადებელ მატჩს 24 სექტემბერს “კლავიხოსთან” ჩაატარებს და სავარაუდოა, რომ მომავალ შეხვედრაში საქმეში სანიკიძესაც ვიხილავთ. მარიუპოლში ალეკსანდრ სავჩუკის სახელობის მემორიალზე ითამაშა გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” და ქართველმა მცველმაც ახალი კლუბის მაისური პირველად მოირგო. დონეცკელებმა ნახევარფინალში ვოლგოგრადის “კრასნი ოკტიაბრი” 100:92 დაამარცხეს და “ბუ” გამარჯვებულთა რიგებში ერთ-ერთ საუკეთესო იყო. მისი მონაგარი 14 ქულა გახლდათ. ფინალში “დონეცკი” “ბკ კიევთან” 77:80 დამარცხდა და ამჯერად, ცინცაძემ 8 ქულა და 5 პასი მიითვალა. --------------- Mindia 24 სექტ 2013, 9:44 შერმადინის მერე სარაგოსამ სანიკიძეც წარადგინა. წელს ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდნენ, დიდი არაფერი, მაგრამ რაღაც არის... იმედი მაქვს ბურჯანაძე დამკვიდრდება ევროპაში. ცინცაძე დონეცკში იქნება, მარკოიშვილი გალათასარაიში. მეტრეველიც არის სადღაც არ მახსოვს. იმედია მალე მოძებნიან ევროპაში გუნდებს სხვებიც თორე საქართველოში არაფერი პერსპექტივა არ ჩანს. --------------- Dstori 24 სექტ 2013, 9:51 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=20888&cit]ციტატა: Mindia საქართველოში პირიქით რაც იყო ისიც დაშლის პირასაა ყველაზე მეტად მარკოიშვილი - გალათასარაია მაგარი --------------- Mindia 24 სექტ 2013, 9:53 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=20897&cit]ციტატა: Dstori ხოო, მაგრამ მარკოიშვილი ბერდება სამწუხაროდ. --------------- Dstori 24 სექტ 2013, 9:59 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=20899&cit]ციტატა: Mindia ხო მაგრამ მაჯა აქვს უბერებელი ლოლ --------------- Mindia 24 სექტ 2013, 11:49 Dstori, თუ ვერ ირბინა რათ გინდა მაჯა :D --------------- AC MILAN 24 სექტ 2013, 12:10 sanikidze saragosashi itamashebs? --------------- echo 24 სექტ 2013, 14:25 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=20975&cit]ციტატა: AC MILAN rogorc maxsovs shermandini gadavida mand. Sheidzleba vcdebi. :) --------------- Dstori 24 სექტ 2013, 17:56 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=20951&cit]ციტატა: Mindia sakutari sajarimodan chaagdebs, rat unda sirbili .xax. --------------- Dstori 24 სექტ 2013, 17:56 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=20975&cit]ციტატა: AC MILAN ki sanikidzec.itamashebs, shermadinis ertad --------------- Dstori 26 სექტ 2013, 14:00 ესპანურმა “სარაგოსამ” 2 ქართველი კალათბურთელის შემატების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და ჩინებული შედეგიც მიიღო. არაგონელებმა ქვედალიგელ “კლავიხოს” საკონტროლო შეხვედრაში 78:68 სძლიეს, ქულების ლამის ნახევარი კი გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის ანგარიშზეა – მათ ერთობლივად 30 ქულა მიითვალეს. ქართველთაგან სასტარტო ხუთეულში მხოლოდ შერმადინი გახლდათ და მატჩი საუკეთესო მოთამაშეც სწორედ ის გახდა. გიორგიმ მოედანზე 18:42 წუთი გაატარა და გუნდს 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა 6-ვე ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო ანუ ფაქტობრივად უშეცდომოდ ესროლა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. საბოლოოდ, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 25-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. 14 ქულით “სარაგოსას” ვიცე-ბომბარდირი გახდა სანიკიძე, რომლის აქტივშიც თითო მოხსნა, ჩაჭრა და დაფარებაც გახლდათ. “ვიკამ” 3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 4 შეცდომა ჰქონდა, 3-ჯერ დაჯარიმდა და მასზეც თამაშის წესები ამდენჯერვე დაირღვა. უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, გუნდების კლასში სხვაობა აშკარა გახლდათ და მოედანზე დიდი ბრძოლა არ ყოფილა. სარაგოსელები დასკვნით მეოთხედს 20-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ და ბოლოსკენ მეტოქეს მხოლოდ სხვაობის შემცირების უფლებაღა მისცეს. სარაგოსელებს მორიგი საკონტროლო შეხვედრა 27 სექტემბერს ელით, როდესაც მათი მეტოქე მადრიდის “ფუენლაბრადა” იქნება. უკანასკნელ დღეებში 2 მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა “კახასოლმა”, რომლის რიგებშიც ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი ბექა ბურჯანაძე ირიცხება. თავდაპირველად, სევილიელებმა “ბილბაო ბასკეტს” 88:81 სძლიეს, სასიხარულო კი ის გახლდათ, რომ ბექა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 7 ქულა მიითვალა. სამწუხაროდ, უცნობია ბურჯანაძის მონაგარი გუშინ გამართულ შეხვედრაში, რომელშიც “კახასოლი” მადრიდულ “ესტუდიანტესს” 90:74 სძლია. 26 სექტემბერს ქართველი კალათბურთელის გუნდი “გრან კანარიას” ეთამაშება. --------------- Dstori 29 სექტ 2013, 9:01 გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” მომავალი სეზონისთვის მზადების ციკლში მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა და “ფუენლაბრადასთან” 62:86 წააგო. მადრიდელთა წინააღმდეგ ორივე ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა. სანიკიძემ მოედანზე 25:13 წუთი დაჰყო და არაგონელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ. “ვიკამ” 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. რაც შეეხება შერმადინს, მან 15:24 წუთს ითამაშა და 5 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 შეცდომა დაუშვა, 4-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ თამაშის წესები კი 3-ჯერ დაირღვა. სარაგოსელებს მომდევნო მოსამზადებელი შეხვედრა 29 სექტემბერს ელით, როდესაც “ლაბორალ კუტხას” დაუპირისპირდებიან. მარცხი შეემთხვა “კახასოლსაც”, რომლის რიგებსაც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე იცავს. სევილიელებმა “გრან კანარიასთან” 78:83 წააგეს, ბურჯანაძე კი მართალია, სასტარტო შემადგენლობაში იყო, უქულოდ დარჩა. “კახასოლს” მომდევნი მატჩი 6 ოქტომბერს ელის, როდესაც “ვალენსიას” გაეჯიბრება. --------------- Dstori 30 სექტ 2013, 8:40 ესპანურმა “სარაგოსამ” მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ისე როგორ იქნებოდა, ქართველ კალათბურთელებს თავი არ გამოეჩინათ. არაგონული კლუბი “ლაბორალ კუტხასთან” 67:81 დამარცხდა, გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე კი “სარაგოსას” რიგებში საუკეთესონი იყვნენ. ბასკებთან შეხვედრაში ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გახლდათ. შერმადინმა მოედანზე 22:02 წუთი გაატარა და გუნდს 12 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 17-ს უწია, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. რაც შეეხება სანიკიძეს, მან 27:04 წუთს ითამაშა და 12 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. “ვიკამ” 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა. “სარაგოსას” მომდევნო მატჩი 2 ოქტომბერს “ლა ბრუისას” წინააღმდეგ ელის. --------------- Dstori 01 ოქტ 2013, 22:40 გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” ახალი სეზონის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და უკრაინული სუპერლიგის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი “აზოვმაში” 78:69 (21:17, 11:22, 24:15, 22:15) დაამარცხა. ცნობისთვის, გასულ სეზონში დონეცკელები მარიუპოლელებთან მეოთხედფინალურ სერიაში დამარცხდნენ, ასე რომ, ამჯერად მცირე რევანშის აღება მოახერხეს, რაშიც ქართველმა მცველმა დიდი წვლილი დაიდო. ცინცაძემ, რომელსაც “დონეცკში” ფეხის მოკიდება არ გასჭირვებია, სასტარტო ხუთეულში იყო და გუნდს 16 ქულა შესძინა. გიორგიზე უკეთ მხოლოდ ამერიკელი ცენტრი მარკო კილინგსვორტი გაისარჯა, რომლის აქტივშიც ორმაგი დუბლი (16 ქულა, 13 მოხსნა) გახლდათ. ---------------