A. Nesta LoOoL 22 სექტ 2013, 13:49 http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/15/Alessandro_Nesta.jpg/200px-Alessandro_Nesta.jpg პირადი მონაცემები სრული სახელი ალესანდრო ნესტა დაბ. თარიღი 19 მარტი, 1979 დაბ. ადგილი რომი, იტალია სიმაღლე 187 სმ. წონა 79 კგ. მეტსახელი კიდი პოზიცია მცველი ინფორმაცია კლუბის შესახებ კლუბი მილანი ნომერი 13 ეროვ. ნაკრები იტალია ალესანდრო ნესტა (იტალ. Alessandro Nesta; დ. 19 მარტი, 1976) იტალიელი ფეხბურთელი, „მილანის“ ცენტრალური მცველი, მსოფლიო ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის მფლობელი. ბავშვობის წლები ალესანდრო ნესტა რომში დაიბადა. ჯუზეპე და მარია-ლაურა ნესტას ოჯახში. მისი და კატია 2000 წელს უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, ხოლო ძმა ებდინი ამჟამად ნესტას აგენტია და მის საქმეებს აგვარებს. ბავშვობაში ალესანდრომ ნეკნი გაიტეხა, მკურნალობის დასრულების შემდეგ ექიმმა სპორტით დაკავება ურჩია. ძმის ინიციატივით კი ადგილობრივ საფეხბურთო გუნდში დაიწყო ვარჯიში. ნესტას ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და მალე რომას სკაუტებმა საკუთარ ბავშვთა გუნდში გადასვლა შესთავაზეს. ჯალოროსი 6 წლის ბიჭუნაში 6 ათას დოლარს იხდიდა. თუმცა, ამ ტრანსფერის წინააღმდეგ წავიდა სანდროს მამა, რომელიც ლაციოს თავგადაკლული ფანი იყო და არ სურდა საკუთარ შვილს საყვარელი გუნდის წინააღმდეგ ეთამაშა. სულ მალე ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა განცხადება - ლაციო ახალ ტალანტებს ეძებდა. ჯუზეპესაც ბევრი არ უფიქრია და მეორე დღესვე შვილი ბიაკონჩელესტეს ბაზაზე წაიყვანა. მწვრთნელებმა სამასამდე ბავშვს შორის ალესანდროც გასინჯეს. სამი კვირის შემდეგ უმცროსი ნესტა უკვე ლაციოს ბავშვთა გუნდის ძირითადი წევრი იყო. საკლუბო კარიერა ლაციო ალესანდრო ნესტას დებიუტი დიდ ფეხბურთში 1994 წელს შედგა. ლეგენდარული მცველისპაოლო მალდინის მსგავსად სერია ა-ში პირველი შეხვედრა უდინეზეს წინააღმდეგ ჩაატარა. იმ დროს ლაციოს დინო ძოფი წვრთნიდა. პირველი შეხვედრა არცთუ ურიგოდ ითამაშა. კარიერის დასაწყისში სანდრო პოზიციებს ხშირად იცვლიდა, თამაშობდა როგორც ნახევარმცველის, ისე თავდამსხმელის პოზიციაზე. დებიუტიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, როდესაც ნესტამ გუშემატკივრების და პრესის ყურადღება მიიპყრო. ერთერთ ვარჯიშზე სწორედ სანდროსთან შეჯახებისას მოიტეხა ფეხი პოლ გასკოინმა. ინგლისელი მაშინ ლაციოს ნომერ პირველი ვარსკვლავი იყო, ამიტომ ნესტას დიდი რისხვა დაატყდა. როგორც მაშინდელი პრესა იტყობინებოდა, თავად ფეხბურთელმა ძლიერ განიცადა ეს ფაქტი და ცრემლებიც კი მოსდგომია, როდესაც “გაზა” საკაცით საავადმყოფოში მიჰყავდათ. იქაც ხშირად აკითხავდა თანაგუნდელს და პატიებას სთხოვდა. თუმცა გასკონმა შემდეგ აღიარა, რომ თვითონ ვარდნა შეასრულა უხეიროდ, რაც ტრავმის მიზეზი გახდა და სანდროს ბრალი არ მიუძღოდა. ლაციოში ნესტა თანდათან გუნდის ლიდერად ყალიბდებოდა. მალე მთავარ მწვრთნელად სვენ გორან ერიქსონი დაინიშნა. იმ პერიოდში რომაულ კლუბში გადავიდა კრისტიან ვიერიც. სწორედ ამ ორი ფეხბურთელის წყალობით 1999 წელს გუნდმა 16 მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა. ნესტა გაუვალ დაცვას ქმნიდა, ვიერის კი გოლი გოლზე გაჰქონდა. რის შედეგადაც ლაციო ჩემპიონატის ცხრილის სათავაში მოექცა, თუმცა გათამაშების ბოლოს რამდენიმე ქულა დაკარგა და სკუდეტო ძაკერონის მილანს დაუთმო. სერია ა ვერ მოიგო, მაგრამ იმ წელს ნესტა ტიტულის გარეშე მაინც არ დარჩენილა. 1999 წელს თასების მფლობელთა თასის ბოლო გათამაშებაში სწორედ ლაციომ იმარჯვა. მაშინ ნესტა უკვე კლუბის კაპიტანი იყო, რომაული გუნდი კი გრანდად ყალიბდებოდა. მომდევნო წელს ლაციომ სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და ქვეყნის ჩემპიონატის მოგება არ გასჭირვებია. კაპიტანმაც კიდევ ერთი ტიტული მიითვალა. თუმცა, მალე კლუბში ხელმძღვანელობა შეიცვალა, კრიზისიდან გამოსავალი კი ფეხბურთელების გაყიდვაში ნახეს. ალესანდრო ნესტა კი ბერლუსკონის მილანში აღმოჩნდა. მილანი მილანის ხელმძღვანელობას მცველის შეძენა 35 მილიონი დოლარი დაუჯდა. 2002 წელს ნესტას მისვლით ანჩელოტის გუნდში მცველის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა. ფრანკო ბარეზის წასვლის შემდეგ მილანურ კლუბს დაცვის ცენტრში მუდმივად უჭირდა. ალესანდრომ კი სრულფასოვნად ჩაანაცვლა ლეგენდარული ფეხბურთელი და პაოლო მალდინის გვერდით დაცვის ცენტრში დაიკავა ადგილი. დაცვის ოთხეულს კალაძე და კაფუ ავსებდნენ. მილანში გადასვლის პირველივე სეზონში ნესტამ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და იტალიის თასი მოიგო. ლიგის ფინალში პენალტების სერიაში უზადოდ შესარულა თერთმეტმეტრიანი და აუღებელი დაურტყა თანამემამულე ბუფონს. მომდევნო წელს კი ევროპისა და იტალიის სუპერთასს კარიერაში მეორე სკუდეტოც მიაყოლა. ნესტა და კომპანია ორი წლის შემდეგაც გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა დრამატულ მატჩში ლივერპულთან პენალტების სერიაში დამარცხდა. გაივლის კიდევ ორი წელი და ევროპული ფეხბურთის ეს ორი გრანდი კიდევ ერთხელ შეხვდება ამ პრესტიჟული გათამაშების ფინალში, სადაც უკვე მილანი აღიდგენს შელახულ რეპუტაციას. ნესტაც მეორედ იგებს ჩემპიონთა ლიგას. 2007 წელი ტრიუმფალური აღმოჩნდა მილანელთათვის. ბევრისთვის მოულოდნელად იტალიელებმა ლიგის თასს ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც დაუმატეს. 13 ნომრის რეგალიეც კიდევ ერთხელ გაიზარდა. იმ სეზონში ნესტას მხრის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც არაერთი თამაშის გამოტოვება მოუწია. ექიმებთან სიარული მომდევნო წლებშიც მოუწია. ზურგის ტკივილი პერიოდულად ახსენებდა თავს. თუმცა 2009 წლის 25 ოქტომბერს სერია ა-ს მორიგ ტურში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა კიევოს წინააღმდეგ და კარიერაში პირველი დუბლი გაიფორმა. მილანმა ის თამაში სწორედ მის მიერ გატანილი გოლების წყალობით მოიგო. ნესტამ კიდევ ერთი ტიტული 2010-2011 წლის სეზონში მოიპოვა. იმ წელს მილანმა იტალიის ჩემპიონობა ორი ტურით ადრე რომასთან ფრედ დასრულებულ მატჩში მოიპოვა და სკუდეტოს დაეუფლა. --------------- LoOoL 22 სექტ 2013, 13:54 სანაკრებო კარიერა ქვეყნის ნაკრების მაისური ალესანდრო ნესტამ ჯერ კიდევ 21 წლამდე ასაკის ნაკრებში მოირგო. სანდრო მეგობრებთან ერთად დასასვენებლად აპირებდა წასვლას, როდესაც დაურეკეს და შეტყობინეს, რომ ჩეზარე მალდინიმ ის ახლგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის გაიმარჯვებაში ნესტამ დიდი როლი ითამაშა, სწორედ მან გაიტანა გადამწყვეტი, ბოლო თერთმეტმეტრიანი ესპანელთა კარში და სანდრო თანატოლ ახალგაზრდებთან ერთად ჩემპიონი გახდა, გარდა ამისა მუნდიალის საუკეთესო მცველის ტიტულიც მოიპოვა. ამ გამარჯვებიდან სულ მალე არიგო საკიმ ლაციოს მცველი იტალიის პირველ გუნდში იხმო, მაგრამ იმ სამ მატჩში, რომელიც აპენინელებმა ინგლისში გამართეს, ნესტა მოედანზე არ გასულა. დებიუტი სკუადრა აძურას შემადგენლობაში მოგვიანებით, მოლდოვასთან შედგა. იმ მატჩში ნესტა შესანიშნავად გაისარჯა და დაცვის ცენტრში მყარად მოიკიდა ფეხი. ეროვნულ ნაკრებშიც სრულფასოვნად ჩაანაცვლა ფრანკო ბარეზი. დიდებულ მცველს ახალგაზრდა ნესტა სიმშვიდით, გამძლეობითა ინტუიციით წააგავდა. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნესტა სკუდრა აძურას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, თუმცა იტალიამ არც ისე კარგად ჩაატარა ჩემპიონატი. ნესტა ავსტრიასთან შეხვედრაში დაშავდა, აძურას საქმე უკან სწორედ მას შემდეგ წავიდა. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე აპენინელებმა ფინალში გააღწიეს, რაც უპირველესად შესანიშნავი დაცვის დამსახურებაა. გულშემატკივარი აღფრთოვანებული იყო იტალიური კალჩოს დიდოსტატებით. ნესტა-პაოლო მალდინი-კანავაროს ტრიო გაუვალ დაცვას ქმნიდა. ჰოლანდიასთან შეხვედრაში მარკუს მერკმა ნესტასა და კლუივერტის ორთაბრძოლაში არარსებული პენალტი დანიშნა. თუმცა ჰოლანდიელმა ვერ გაიტანა - ტოლდომ აუღო, იტალია კი ფინალში გავიდა, სადაც ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ზინედინ ზიდანის საფრანგეთს დაუპირისპირდა. ჩემპიონატის ბოლო თამაში საკმაოდ დრამატული გამოდგა. სკუადრა აძურამ ტიტული თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე დაკარგა. ჯერ ვილტორდმა გაათანაბრა 89 წუთზე, დამატებით დროში კი ტერეზეგემ გაიტანა ოქროს გოლი. ნესტაც მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელებმა კიდევ ერთხელ შეუკეურთხეს “ოქროს ბურთის” წესის მომგონს. მერვედფინალში აპენინელები მასპინძელ კორეას შეხვდნენ. მსაჯის აშკარა შეცდომების წყალობით “სკუადრა აძურამ” ვერ მოახერხა ძირითად დროში გამარჯვება. დამატებით დროში კი აზიელებმა გაიტანეს. ნესტა და მისი თანაგუნდელებიც სახლში იმედგაცრუებულები დაბრუნდნენ. მომდევნო ევროპის ჩემპიონატიც ფაქტობრივად ჩააგდეს, სამაგიეროდ იღბლიანი გამოდგა გერმანიაში გამართული მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი. დაცვის ცენტრში ნესტა გამოცდილ კანავაროს დაუწყვილდა. თუმცა როგორც წინა მუნდიალებზე, ალესანდრო გერმანიაშიც ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე ჩეხების წინააღმდეგ დაშავდა და “სკუადრა აძურას” მის გარეშე მოუწია ასპარეზობის გგრძელება. ფინალში იტალია ევრო 2000-ის მსგავსად საფრანგეთს შეხვდა. ზიზუ თავის ბოლო მატჩს ატარებდა და ისევ დიდებულად თამაშობდა. თუმცა მატერაცისთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ (იტალიელი მცველი თავური დარტყმით ძირს დასცა), მსაჯმა მოედნიდან გააძევა. საბოლოოდ აძურამ პენალტებში იმარჯვა და ალესანდრო ნესტამაც ფეხბურთელისთვის უმაღლესი ტიტული – მსოფლიო ჩემპიონობა მიიღო. ამ ფინალის შემდეგ მილანელი მცველი ნაკრებიდან წავიდა, მონაწილეობა არ მიუღია ევრო 2008 –ზე, მაშინ იტალიას დონადონი წვრთნიდა. ახლა ნაკრებში ისევ მარჩელო ლიპი დაბრუნდა და საუბარია იმაზეც, რომ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში ნაკრებს ნესტაც გაჰყვება და კანავაროსთან ერთად დაცვას გაამაგრებს. თუმცა ოფიციალური განცხადება ნაკრების მესვურებს ჯერ არ გაუკეთებიათ. ტიტულები ლაციო იტალიის ჩემპიონი 2000; იტალიის თასი 1998, 2000; იტალიის სუპერთასი 1998, 2000; უეფას თასების თასი 1999; უეფას სუპერ თასი 1999. მილანი იტალიის ჩემპიონი 2004; 2011 იტალიის თასი 2003; იტალიის სუპერთასი 2004; უეფას ჩემპიონთა ლიგა 2003, 2007; უეფას სუპერთასი 2003, 2007; ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 2007. იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი: 2006; ევროპის ჩემპიონი 21 წლამდე ასაკის ნაკრებებს შორის: 1996; ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი: 2000 . პირადი ტიტულები სერია ა-ს წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი: 1998; შედის ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში 2000; სერია ა-ს წლის საუკეთესო მცველი: 2000, 2001, 2002, 2003; შედის ფიფას საუკეთესო ფეხბურთელების ასეულში; შედის შედის უეფას წლის გუნდში: 2002, 2003, 2004, 2007; ფიფპრო: 2005, 2007. ნესტაზე ამბობენ კალაძე: ალესანდრო ნესტა მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი ცენტრალური მცველია, გამორჩეული ყველასგან. ნესტას ყველაზე კარგად გავუგე და მასთან ერთად თამაში მიადვილდება. ტასოტი: ნესტასთვის არავითარი პრობელმა არ არსებობს. გასაოცარი სიიოლით ართმევს თავს ურთულეს დავალებებს. ის ძალიან ჭკვიანია და გამოცდილია, შესანიშნავად ირჩევს პოზიციას და ნებისმიერი ტიპის ფორვარდის შეჩერება ძალუძს, ალესანდრო დიდებულ ფრანკო ბარეზის მაგონებს წყარო: wikipedia --------------- LoOoL 22 სექტ 2013, 13:56 VIDEO 1) http://www.youtube.com/watch?v=5uitAOnSN8E 2) http://www.youtube.com/watch?v=cQzCthZMQTw 3) http://www.youtube.com/watch?v=je1EzMiE3dI --------------- Dstori 25 სექტ 2013, 12:04 Pirveli fexburtelia vinc Italy-is nakrebshi mevaseboda --------------- AC MILAN 25 სექტ 2013, 12:31 eh kai dro iyo,maldini ,nesta,gatuzo da ... Super mcveli iyo nesta ---------------