ბორის აკუნინი(ჩხარტიშვილი) LILITH 21 სექტ 2013, 21:44 დაიბადა 1956 წლის 20 მაისს ზესტაფონში, საქართველოში, ოფიცერ-არტილერისტ შალვა ჩხარტიშვილისა და რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ბერტა ისააკის ასულ ბრაზინსკის ოჯახში. 1958 წელს ჩხარტიშვილების ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში (რუსეთი) გადავიდა. გრიგორიმ 1973 წელს მოსკოვის 36-ე ინგლისური სკოლა დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზია-აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. აქვს ისტორიკოს–იაპონიისმცოდნის დიპლომი. თარგმნის მხატვრულ ლიტერატურას ინგლისური და იაპონური ენებიდან რუსულზე. ჩხარტიშვილის თარგმანით გამოცემულია შემდგომი ავტორების ნაწარმოებები: იუკიო მისიმა, კენძი მარუიამა, მასაჰიკო სიმადა, კობო აბე, ცინიიტი ჰოსი, ტაკეში კაიკო. მუშაობდა ჟურნალ «Иностранная литература»–ს მთავარი რედაქტორის მოადგილედ (1999-2000). მისი მთავარი რედაქტორობით გამოიცა 20 ტომეული „იაპონური ლიტერატურის ანთოლოგია“. 1998 წლიდან გრიგოლ ჩხარტიშვილი ლიტერატურულ შემოქმედებას ეწევა ფსევდონიმით ბორის აკუნინი. იაპონურ სიტყვას აკუნინი (იაპ. 悪人) ქართულში ზუსტი შესატყვისი არ მოეძებნება. დაახლოებით ითარგმნება, როგორც "ავკაცი", „ბოროტი ადამიანი“, „ადამიანი რომელიც კანონს არ იცავს“. კრიტიკულ და დოკუმენტურ შრომებს აქვეყნებს ნამდვილი სახელითა და გვარით. 2009 წლის 29 აპრილს ბორის აკუნინი ამომავალი მზის მეოთხე ხარისხის ორდენის კავალერი გახდა. 2009 წლის 10 აგვისტოს რუსეთსა და იაპონიის კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის მთავრობამ სახელმწიფო პრემია მიანიჭა. პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ–დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე. ერასტ ფანდორინის თავგადასავალი აზაზელი თურქული გამბიტი ლევიათანი აქილევსის სიკვდილი ყვავის ვალეტი დეკორატორი სამოქალაქო მრჩეველი მეფედ კურთხევა, ანუ ბოლო რომანებიდან სიკვდილის მიჯნური ქალი სიკვდილის მიჯნური კაცი ალმასის ეტლი შავი ქალაქი ქართულად თარგმნილია აზაზელი თურქული გამბიტი ლევიათანი http://vod.news.ge/photo/270x152/2013-05/105609.jpg წყარო wikipedia.org ---------------