კირჩხიბი LILITH 21 სექტ 2013, 20:56 პლანეტა: მთვარე. სიმბოლო: კიბო, კიბორჩხალა, გული. ფერები: თეთრი, ღიაცისფერი, ლურჯი, ვერცხლისფერი, მწვანეცერცვისფერი (ნაცრისფერიუიღბლოა). ქვები: მთვარისქვა, ზურმუხტი, ლალი. ლითონი: ვერცხლი. თილისმა: სამყურა, გული. იღბლიანიდღეები: ორშაბათი, ხუთშაბათი. უიღბლოდღეები: სამშაბათი, შაბათი. იღბლიანირიცხვები: 2, (ყველარიცხვი, რომელიც 2-ზეიყოფა) 4, 5, 8. 21 ივნისიდან 1 ივლისამდე დაბადებულები – კეთილი, ვნებიანი, მგრძნობიარენი არიან, მათ აქვთ განვითარებული მხატვრული ნიჭი და შეუძლიათ შეაყვარონ თავი გარშემომყოფთ. 2 ივლისიდან 11 ივლისამდე დაბადებულები მერკურის გავლენით -ჭკუამხიარულნი, ცნობისმოყვარენი, ირონიულნი, პრეტენზიულნი არიან, აქვთ მიდრეკილება კომერციისკენ. 12-დან 22 ივლისამდე დაბადებულები მთვარის გავლენით – მეოცნებე, მოუსვენარი, მგრძნობიარე, ღვთისნიერები არიან, აქვთ ოკულტური მეცნიერებების ნიჭი. hilal ტემპერამენტი და ხასიათი ინტელექტი სულში სიბნელისაგან ვარდება. კირჩხიბს აქვს კარგად განვითარებული ინტელექტი, არაჩვეულებრივი მახსოვრობა, მაგრამ ის არ უნდა გამოიყენოს თვითწყრომის, სინანულისა და შურისძიებისათვის. კარგია, თუ კირჩხიბი წინსვლის იარაღად გამოიყენებს თავის მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და არა უკან დასახევ ბუდედ. მას რომ არ ეშინოდეს მისმიერვე შექმნილი ფანტომებისა და იყენებდეს მათ სათავისოდ, მას რომ შეეძლოს იცხოვროს რეალობაში და არა ოცნებებში. ის, რომ იფიქრებდეს ხვალინდელ დღეზე და განდევნიდეს ყოველივეს, რაც იყო გუშინ. მაგრამ კირჩხიბი უკან იხევა, მას ეშინია. თუ საჭიროა _ წინ მიდის, მაგრამ შიშისგან ჩერდება სუნთქვაშეკრული. არცერთ სხვა ნიშანს არ გააჩნია მასზე მეტი პოტენციური ალერსიანობა, არავის არ შეუძლია იყოს მასზე მეტად მხიარული, მოსიყვარულე. და ასე თუ არა, ყოველთვის არსებობს მკაცრი სინამდვილისაგან ქვეცნობიერებაში გაქცევის საფრთხე. არც ერთ ნიშანს ისე არ ენატრება თავისი სახლი, სამშობლო,როგორც კირჩხიბს. მას დრო სჭირდება დაფიქრებისთვის, არ შეიძლება მისი დაჩქარება. თუ მოთმინება გეყოფათ კირჩხიბი, როგორც იშვიათი მცენარის კულტივირებისთვის _ მასზე მეტს არავინ გასცემს. ქალ – კირჩხიბს კატასავით უყვარს ზრუნვა საკუთარ სხეულზე, ის უპირატესობას ანიჭებს აბრეშუმს, მაქმანს, ნაზ ფერებს, გრძელ თმებს, კეთილგონიერი ელეგანტურობით მისდევს მოდას. მამაკაცები, ჩვეულებრივ, ახალგაზრდობაში მოწესრიგებულები არიან, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად დაუდევრობის ტენდენცია უჩნდებათ. პროფესიები ახალგაზრდობაში კირჩხიბი არ ჩქარობს გაზრდას. სამყარო მისთვის შემოსაზღვრულია ძირითადი საარსებო მოთხოვნებით: შიმშილი, წყურვილი, ძილი. ისინი ელოდებიან როდის გადაწყვეტს ბედი მათ მომავალს. ბევრი მამების კვალს მიყვება, აგრძელებს საგვარეულო ხელობას, მაგრამ ღია პროტესტმა შეიძლება გამოიწვიოს საწინააღმდეგო პროფესიის არჩევა. მთვარის ტიპი _ ნელი, ლეტარგიული, დუნე, აპათიური არის. რუტინულ სამუშაოზე უფრო ავლენს საკუთარ თავს, სადაც მინიმალური გონებრივი ძალისხმევა არის საჭირო. სამუშაოს შესრუელების დროს ის საკუთარ რამეებზე ფიქრობს, ნელა იწყებს, მაგრამ შეუპოვარი, შეგნებული, დამჯერე არის, მან იცის როგორ გაამარტივოს სამუშაო პროცესი თავისთვის და სხვაბისთვისაც. ეს ტიპი უკეთ მუშაობს ინტიმურ, ოჯახურ გარემოში, სადაც სხვების სიმპატიას იმსახურებს. ის ხშირად იძლევა საკუთარი თავის დაუფასებლობის, ექსპლუატირების, დამსახურებულზე ნაკლების მიღების უფლებას. მას არ ყოფნის `ნერვები~ ხელფასის მომატების სათხოვნელად. სატურნის გავლენის ქვეშ მყოფ ტიპს შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ფამილარობა, მაგრამ არ შეუძლია ბრძანებების გაცემა და მიღება, სამსახურიდან სამსახურზე გადასვლა ენთუზიაზმის აფეთქებასა და უკიდურეს გაღიძიანებას შორის მერყეობის გამო. ორივე ტიპი პოტენციურად კარგად ავლენს თავს ბავშვებთან, ცხოველებთან, საკვებთან, ტანსაცმელთან, წყალთან და საერთოდ სითხესთან დაკავშირებულ სამსახურში. მათგან კარგი სპეციალისტები გამოდიან ცხენების ,ძაღლების მოშენების დარგში, კარგი საბავშვო ბაღების პერსონალი, ზოოპარკების, ცირკების პერსონალი, ბავშვთა ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, მეანები, ძიძები, ბარების, რესტორნების, მაღაზიების მეპატრონეები და მმართველები, მებაღეები, მეტყევეები, მესაათეები. ისინი არაჩვეულებრივი დედები არიან. ხშირად კირჩხიბის ზოგიერთი ტიპი საკუთარ თავში რაღაც პარაზიტულს მოიცავს. უკეთეს შემთხვევაში მათ აჩვევენ წესრიგს ან ისინი მხოლოდ აზარტულ თამაშებს და ლატარეას თამაშობენ, უარეს შემთხვევაში ალკოჰოლიკები და უსაქმურები ხდებიან. სიყვარული ყველა ნიშნიდან ყველაზე მგრძნობიარე და ემოციურად სუსტია. შეუძლია იცხოვროს ყველაზე მდიდარი და ყველაზე ტანჯული ცხოვრებით, მისი, როგორც ინდივიდუმის, წარმატება იმაზეა დამოკიდებული,თუ რამდენად შესძლო მან დედასთან ურთიერთდამოკიდებულების პრობლემის გადაჭრა, რათა არ დარჩეს მასზე დამოკიდებული. ხშირად უარყოფენ სიყვარულში ფიზიოლოგიურ ასპექტს. ამიტომაც ეს ნიშანი უფრო მსუბუქია ქალებისთვის, რომლებიც უფრო ადვილად წყვეტენ დედასთან ურთიერთდამოკიდებულების პრობლემას იმის გამო, რომ თავად ხდებიან დედები. ქალი უნდა უფრთხოდეს ედიპის კომპლექსს (ფროიდის მიხედვით), როდესაც დედა შვილზე ქორწინდება, თავი უნდა აარიდოს საკუთარი შვილის (ბიჭის) მიმართ ჟინს. ზოგიერთებს არ ძალუძთ ოჯახთან კავშირის გაწყვეტა და შინაბერებად ან მშობლების კომპანიონებად რჩებიან. ახალგაზრდობაში კირჩხიბი _ რომანტიკოსია, იდეალურ სიყვარულზე ოცნებობს, ის წყნარი, ღრმა წყალივითაა. წარმოსახვა წინ უსწრებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას. პირველი მცდელობისთანავე პირველი გატაცების რეალიზების დროს მათი მგრძნობელობა, გრძნობების სიღრმე არაჩვეულებრივ ნაზ მიჯნურებად აქცევს მათ. ისინი იდეალურები არიან საწოლში, მაგრამ მათ ყოველი სექსუალური კავშირის ემოციური შინაარსი სჭირდებათ. ისინი განსაკუთრებულ სიყვარულს მოელიან, გამგებიანს, განმაცვიფრებელს, სანაცვლოდ ისინი ბოლომდე გასცემენ საკუთარ თავს და სინაზით აღავსებენ პარტნიორს. ამ რომანტიკოსებს შეუძლიათ იყონ ტირანები, მესაკუთრეები, ისინი ჩვეულებრივ, პირველები ღებულობენ დარტყმას იმედგაცრუებისაგან და გარბიან მტრული სამყაროდან, თუ შესაძლებელია, დედასთან ან მარტოობაში ეძებენ ხსნას. მალავენ თავიანთ სურვლებს მათი ვულგარულობის დანახვის შიშით, ოცნებობენ მიუწვდომელ სიყვარულზე. მამაკაცი-კირჩხიბი შეიძლება იყოს მშვიდობის მოყვარული, უბრალო, ხოლო მისი სიყვარული ერთგული და ურყევი. მათგან ერთგული ქმრები და მამები გამოდიან, რომლებიც მხოლოდ ოჯახისთვის ცხოვრობენ. ზოგიერთნი შეიძლება იყვნენ ჭირვეულნი და იტანჯებიან გამოცანებით, ნატიფნი და ერთგვარმნიშვნელოვანნი. ეს ტიპი გადადის ქალიდან ქალზე თავისი იდეალიზირებული დედის ძებნაში ან ვარდება ფატალურ უპაუხისმგებლო გრძნობაში, მან შეიძლება მოიკლას თავი ან მოკლას თავისი სიყვარულის ობიექტი. ზოგიერთი პოულობს მასზე უფროს და გამოცდილ ქალს, რომელსაც შეუძლია მათი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა, ძირითადად ლირიკული და ფილოსოფიური ნიჭის. ისინი ამას მხარდაჭერის და დაზავების მეშვეობით აკეთებენ და მაშინ კირჩხიბი ძალიან ბევრს გასცემს. ქალები ორ ტიპად იყოფიან: თვალწარმტაცი, მოალერსე, ძალიან მორცხვი, ზოგჯერ ფრიგიდული, ზოგჯერ არიან ჭირვეულნი სიფიცხის ბავშვური აფეთქებებით და ქალები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავის აღმართვას, სიყვარულის მიუწვდომლობის გრძნობის შთაგონებას. პირველ ტიპს საკუთარი ნებით შეუძლია მიიყვანოს თავი იქამდე, რომ გახდება სექსზე დამონობული ობიექტი, რომელიც ზედმეტად აფასებს თავის მამაკაცს, ეძებს მასში იდეალურ მამას, ზოგჯერ ისინი ზედმეტს ფიქრობენ თავიანთ შვილებზე. მამაკაცებიც და ქალებიც მთლიანან ემორჩიელბიან თავიანთ პარტნიორს, იდეალურები არიან თუ გრძნობენ, რომ ისინი უყვართ და ყველაზე რთულები თუ სიყვარულს ვერ გძნობენ, ამ დროს მძიმე და ტანჯული ცხოვრებით ცხოვრობენ. მათი შინაგანი ცხოვრება დამოკიდებულია მშობლების სახით მათ წარმატებაზე. ეს მათ ამდიდრებს, მაგრამ შეიძლება ბანალურებიც გახადოს. წყარო geoastro.ge http://goroskop.ru/images/publish/articles/30666/cancer.jpg ---------------