თხის რქა LILITH 21 სექტ 2013, 18:15 პლანეტა: სატურნი სიმბოლო: ვაცი, კიბე, კოშკისსაათი. ფერები: მუქიმწვანე, შავი, მორუხო-ფერფლისფერი, ლურჯი, ღიაყვითელი, მუქიყავისფერიდაყველამუქიფერები. ქვები: ბადახში, ონიქსი, ძოწი, მთვარისქვა, ლაზურითი. ლითონი: ტყვია. ყვავილები: თეთრიმიხაკი, შავიყაყაჩო, სურო. თილისმა: შავიკატა, ეშმაკი იღბლიანიდღე: სამშაბათი, შაბათი. უიღბლოდღე: ორშაბათი, ხუთშაბათი. იღბლიანირიცხვები: 3, 5, 7, 8 (ყველარიცხვი, რომელიც 8-ზეიყოფა), 14. symb-saturn 22 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დაბადებულები იუპიტერის გავლენით -მშვიდი, სისტემატური ბუნების არიან. იძენენ ქონებას და წარმატებას, მაგრამ გააჩნით გაკოტრების რისკი. 3-დან 13 იანვრამდე დაბადებულები მარსის გავლენით – ოჯახური მოწყენილობით გამოირჩევიან, ცუდ გავლენას ახდენენ გარშემომყოფებზე. 14-დან 20 იანვრამდე დაბადებულები მზის გავლენით -შრომისუნარიანები არიან, აქვთ სიცოცხლის ძალა, ვნებიანობით, წინააღმდეგობრიობით გამოირჩევიან, აქვთ მიდრეკილება სასოწარკვეთილობისკენ. ტემპერამენტი და ხასიათი ბედის, სამყაროს დასაწყისის, ფილოსოფიის, შურისძიების, დროის უმოწყალობის ნიშანია, რომელიც ინსტინქტებს უკავშირდება, ის იყენებს ზომიერებას და თავშეკავებულობას თვითშენარჩუნების შინაგანი სისტემის სახით. მთლიანობაში ის არ ზრუნავს მიმზიდველობაზე, იშვიათად საუბრობს საკუთარ თავზე და თვლის, რომ შარმის გამოყენება არ ეკადრება მის ღირსებას. ისინი არ ახდენენ თავიანთი ღირსებების დემონსტირებას, რის გამოც სუსტ შთაბეჭდილებას ახდენენ ან საერთოდ არ ახდენენ მას. უყვართ სუსტად განათებული ოთახები. ისევე როგორც სხვა ნიშნებში, არჩევენ დაბალ, საშუალო და მაღალ ტიპს, მაგრამ ყოველი მათგანი მიისწრაფვის სულიერ ან ცხოვრებისეულ მწვერვალზე ასვლისკენ. ამის მისაღწევად ყველას არ აქვს სასიცოცხლო ძალის მარაგი გამძლეობა, მოთმენა, მიუხედავად დიდი სიმტკიცისა, რომელიც თხის რქის ძირითად ნიშანს წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი კლდე არის, რომელიც წინ ეღობება მძიმე სიტუაციას, ზოგი კი, ქალწულის მსგავსად, მუშა ფუტკარს წააგავს, არ იღლებიან მომენტალური გადაწყვეტილების ძებნაში ან კუროს სიჯიუტით წყვეტენ პრობლემას, სანამ არ იპოვიან სწორ და საბოლოო პასუხს, სანამ ტყვიას ოქროდ არ აქცევენ. შეუძლიათ იყონ ცივსისხლიანი ბიზნესმენები ან პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ გარიგების ნიჭი. ისინი მომთმენი, სამართლიანი, მოსიყვარულე, თუმცა მკაცრი მამები არიან, რომლებიც არ ახდენენ თავიანთი სიყვარულის დემონსტრირებას. შარმის და მიმზიდველობის უგულვებელყოფა აისახება თხის რქის ჩაცმულობაში. მამაკაცების და ქალების ძირითადი მოტივებია უბრალოება, ზომიერება, გაწონასწორებულობა, სიდინჯე. ხშირად არ მისდევენ მოდას. ბევრ მათგანს უბრალოდ სძულს ტანსაცმელზე ფულის დახარჯვა. ახალგაზრდობაში ასკეტურები, მერე უცებ ექტრავაგენტურები ხდებიან. ერთადერთი მოტივი, რომელიც აიძულებს მათ ჩაცმულობისთვის თუნდაც მცირე ყურადღების დათმობას, არის ამბიცია. ურჩევნიათ კორექტულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე გამოიწვიონ სხვების ინტერესი. პროფესიები ახალგაზრდობაში ორ ტიპად იყოფიან: ერთნი ადრე ხვდებიან თუ რა უნდათ ცხოვრებაში და 3-5 წლის ასაკში უკვე აღარ არიან ბავშვები, მეორენი კი ვერ წყვეტენ, თუ როდის უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი და რაც შეიძლება დიდი ხნით ცდილობენ მის გადადებას. სწავლობს და იზრდება ძალიან ნელა და მშობლებზე დამოკიდებული რჩება 30-40 წლამდე, როდესაც უკვე პარაზიტულად უუნაროა რაიმე ძალისხმევისთვის. თხის რქის უმრავლესობა მიეკუთვნება პირველ ტიპს, მათ არ ეშინიათ მძიმე სამუშაოსი, ხშირად დიდ დროს ანდომებენ მის დაწყებას. შესაძლებელია არ გამოირჩეოდნენ თავიანთი იდეების და იმპროვიზაციების სიუხვით, მომთმენნი და პუნქტუალურები არიან, შეუძლიათ იმუშაონ ადრიანი დილიდან გვიან ღამემდე, არ აწუხებთ არც შიმშილი, არც წყურვილი, არც ერთფეროვნება. უფრო კარგად მუშაობენ მარტო. მათ სჭირდებათ პირადი კაბინეტი ხმაურისაგან, ადამიანებისგან და კონტაქტებისგან თავის დასაცავად . ან მუშაობენ სუფთა ჰაერზე ქალაქგარეთ. სუსტად აქვთ განვითარებული კოლექტივიზმის გრძნობა, ურჩევნიათ სამუშაო პროცესის ყველა ეტაპი დამოუკიდებლად შეასრულონ იმ არქიტექტორის მსგავსად, რომელიც მარტო იშენებს თავის ტაძარს. კორექტულები არიან და დისტანციას იცავენ ქვეშევრდომებთან, იციან როგორ ჩააბან ისინი მუშაობის პროცესში. ხშირად პატივისცემას შთააგონებენ მათ, იშვიათად ერთგულებას. თავადაც პატივისცემით ეპყრობიან უფროსობას, მაგრამ დისტანციას იცავენ, იშვიათად იცვლიან სამსახურს, ხშირად შეუცვლელი თანამშრომლები არიან. თხის რქა კარგი მწყემსი, ფერმერი, ჭის მთხრელი, გზების და სახლების მშენებელი, კონსტრუქტორი, მესაათე, იურისტი, გეოგრაფი, აგრონომი, არქიტექტორი, ფარმაცევტი, ინჟინერი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ადმინისტრატორი, პოლიტიკოსი არის. სიყვარული წითელი ღვინის მსგავსად, ასაკის მატებასთან ერთად უკეთესები ხდებიან, როცა დასძლევენ შინაგან შებოჭილობას. თავიდან ისინი უცხონი არიან ადამიანებისთვის, ინსტინქტებთან შორეული კავშირის გამო. ისინი გატაცების წინააღმდეგი არიან, დაკარგვის და ტანჯვის შიშის გამო. მათ სიამოვნების მინიმუმი აკმაყოფილებს ტკივილის მინიმუმის გამო, მაგრამ ყინულოვანი გულგრილობის მიღმა შეიძლება იმალებოდეს ყველაზე აღტყინებული ვნებები, რომლებსაც ისინი მალავენ, რათა არ დაემორჩილონ მათ. როგორც შედეგი სხვადასხვა ფორმის მოშლილობები. ზოგიერთნი ცდილობენ შინაგანი სიცარიელის შევსებას ძალაუფლების წყურვილით და კოლექციონირებით. ზოგიერთნი კი დუმილს არჩევენ ან ნერვულ ახირებას და ხდება ისე, რომ ფიზიკურად ავადდებიან ეგოიზმისა და სიძუნწის უდაბნოში. ზოგიერთნი ეგუებიან რა ასეთ ბედს, უბედურად ცხოვრობენ მარტოობაში, თითქოსდა გულგრილობა წარმოადგენდეს ბუნებრივ ადამიანურ მდგომარეობას ან თვალთმაქცობენ, რომ ბედს შეეგუვნენ და თავიანთ მარტოობას თავიანთი სულიერი ღირსებების დასტურად აცხადებენ, მათი ყალბი სიკეთის ქვეშ იმალება დოგმატიზმი. ბევრ მათგანს შეუძლია ეულად ცხოვრება სიყვარულის გარეშე თითქმის 40-50 წლამდე, შემდეგ კი ისინი იხსნებიან, ემორჩილებიან ყველაფერს, რის წინააღმდეგაც იბრძოდნენ და რასაც უარყოფდნენ და მთლიანად უძღვნიან საკუთარ თავს ყოველივე ამას. ბევრი მამაკაცი – ქალთმოძულე არის და ბებერი მარტოხელა ხდება, თუ უყურებენ კიდეც ქალს, ეძებენ მასში პატიოსნებას, საიმედოობას, სრულყოფას, ჩვეულებრივ, ეს კოლეგების წრეში ხდება. ხშირად უპირატესობას მათზე უფროს ფულიან ქალს ანიჭებენ, არა ჭირვეულს, რომელიც უწრუნველყოფს წესრიგს და ცოტას დახარჯავს. არ უყვართ სკანდალები, განქორწინებები, ცოლი ვერასოდეს ვერ გაიგებს მათი გულის ტოლის შესახებ. მეორეს მხრივ, ხანდაზმულ ასაკში მასზე უკეთესი კომპანიონი არ არსებობს ქალისთვის. ქალი-თხის რქა ზოგჯერ ძალიან გულქვა არის, მას სძულს დიასახლისის როლი, ურჩევნია კარიერის კეთება და დამოუკიდებლობის მოპოვება, ვიდრე მაცდური რომანით გატაცება. ხშირად ისინი პარტნიორის მკლავებშიც ცივები რჩებიან, ქორწინდებიან ფინანსური და სოციალური მიზეზების გამო, ზოგ მათგანს აქვს `კონკიას კომპლექსი. მათ უნდათ, რომ ისინი უყვარდეთ, რადგან საკუთარ თავს საკმარისად მიმზიდველად თვლიან. ზოგიერთნი მშვიდი და მიმზიდველი ცოლები არიან, თუ მიჯნურ თხის რქას არ უმართლებს, მას შეუძლია ამასთან შეგუება, მის შინაგან იარაღს შორეული ინსტინქტები წარმოადგენს. თხის რქა სხვა ნიშნებზე ნაკლებად იტანჯება. წყარო geoastro.ge http://www.aida-nevskaya.ru/wp-content/uploads/2012/11/kozerog.jpg --------------- Manuelo Costa 21 სექტ 2013, 18:23 es magari uazrobaa. 3-14 ianvars dabadebulebi zogi martla sheidzleba cud gavlenas axdendnen, magram me msgavss aravis vicnob. --------------- Stranger 21 სექტ 2013, 18:28 ასე მგონია ჩემს შესახებ დაწერილ სტატიას ვკითხულობ .mda. ---------------