ბუღალტერია Mindia 20 სექტ 2013, 19:18 თემის მთელი არსი არის კითხვა-პასუხი, ასე რომ ნურაფერს დაწერთ ისეთს რაც არ იქნება კითხვა და რაც არ იქნება ბუღალტრულ კითხვაზე პასუხის გაცემა და მაინც თუ დაწერთ რამეს ამ თემაში ეცადეთ დაწეროთ სასარგებლო ინფორმაცია რომელიც ბუღალტერიასთან არის დაკავშირებული ბუღალტერიის ფესვებს მივყავართ შორეულ ხანას, როდესაც წარმოიშვა შემოსავლების და გასავლების აღრიცხვის აუცილებლობა და როდესაც დაისვა კითხვა - რამდენი მაქვს, რამდენი დამრჩა? თუ კი ვიხელმძღვანელებთ სიტყვის წარმოშობით ტერმინი `ბალანსი~ შედგება 2 ლათინური სიტყვისაგან: ბის – ორი და ლანსე – სასწორის თეფში. მათ საფუძველზე წარმოიშვა სიტყვა BALANCE, რაც სიტყვა-სიტყვით წონასწორობას ნიშნავს. ბუხ-ჰალტერია არის შემოსავლების და გასავლების აღრიცხვის წიგნი, რომელშიც თანხის მოძრაობა ჩაიწერება თარიღის მიხედვით და შესრულებული ოპერაციის რიგითობის მიხედვით. ყოველი ქმედება დაკავშირებული ფულის მოძრაობასთან იმავდროულად ჩაიწერება ამისათვის გამიზნულ წიგნში ან ჟურნალში. ეს არის შესავალი წიგნიდან "ბუღალტერია სახელმძღვანელო" (თენგიზ თავზარაშვილი 2008 წელი) ბუღალტერია ხალხის მტერიაო კი ამბობენ, მაგრამ მის გარეშე რა თქმა უნდა არ შეიძლება და მისი როლი არის საკმაოდ დიდია სამსახურებისთვის. :) საოცარია, მაგრამ ერთი ტილიანი სტატიაც არ დევს ბუღალტერიაზე ქართულ ვიკიპედიაში, ეს რუსული სტატია ვინც იცით http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%91%D1%83%D1%85%D0%B3%D0%B0%D0%BB%D1%82%D0%B5%D1%80%D0%B8%D1%8F მანდვე შეგიძლიათ ინგლისურ ვერსიაზე გადასვლა. --------------- Mindia 20 სექტ 2013, 19:22 მართალია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო გამოცდილების ცალკეულ საწარმოს უფლება ეძლევა დამოუკიდებლად შეიმუშაოს საჭირო საბუღალტრო აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა, მაგრამ არ არსებობს ტრადიცია, გამოცდილება და საბაზისო ცოდნა იმისა, რომ ყველა ბუღალტერმა შეძლოს ბასს-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები) შესაბამისად საწარმოსათვის საჭირო ანგარიშთა გეგმის დამოუკიდებლად შედგენა. ამდენად აუცილებელი გახდა ერთიანი ანგარიშთა გეგმის შემუშავება, რომლის სტრუქტურა ერთნაირად მისაღები იქნებოდა სამეწარმეო სფეროს ყველა იურიდიული პირისათვის. ამრიგად ბუღალტერია მოიცავს ორ ძირითად ელემენტს: ჩანაწერს (ანგარიშგებას) და დაჯამებას. ჩანაწერი უპირველესს ყოვლისა უზრუნველყოფს მენეჯერებს საქმიან ოპერაციებზე ყოველდღიური ინფორმაციით. მაგალითად გაყიდვები, ყოველდღიური შესყიდვები შესაძლებელია წარმოებულ იქნას ფულის მოგვიანებით გადახდით, ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ როდის უნდა წარვუდგინოთ მოთხოვნა თანხის დროულად დაფარვასთან დაკავშირებით. დაჯამება გულისხმობს დაინტერესებული მხარეებისადმი დროდადრო ინფორმაციის მიწოდებას სამეწარმეო საქმიანობის მდგომარეობის შესახებ. აქ შეიძლება იყოს წარმოგენილი ორი ძირითადი ელემენტი: შემოსავლების ანგარიში და ბალანსი. შემოსავლების ანგარიში გვიჩვენებს მოგებას ან ზარალს წლის განმავლობა- ში წარმოებული საქმიანობის შედეგად. მოგება არის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალს გამოკლებული ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი. ბალანსი არის საქმიანობის შედეგის მაჩვენებელი წლის ბოლოსათვის, რომელიც მოიცავს შემოსავლების ანაგარიშს. ბალანსი აჩვენებს საქმიანობის აქტივებს და ვალდებულებებს და მის მომხმარებელს აძლევს საქმის შეფასების საშუალებას, ანუ აქვს თუ არა ორგანიზაციას ვალდებულებების დროულად დაფარვის შესაძლებლობა. აქტივი არის ორგანიზაციის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების, ნახევარფაბრიკატების და ძირითადი ფონდების ჯამი. ყველაფერი რაც ეკუთვნის ან ერგება კომპანიას არის აქტივი: ნაღდი ფული, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობა (ფიქსირებული აქტივები), პატენტები, რომლის შესრულება გარკვეულ ნორმებს ექვემდებარება. საწარმოთა ტიპები. ბიზნესის ორგანიზაციის სახეები შეიძლება იყოს რამდენიმე სახის. ყველაზე მარტივს წარმოადგენს ინდივიდუალური საწარმო (ი/ს) ან, რაც იგივეა, ინდივიდუალური მეწარმე (ი/მ). ამ შემთხვევაში საწარმოს ფლობს ერთპიროვნულად ერთი ადამიანი. შესაძლებელია მას ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მომუშავე ან მუშაობდეს მხოლოდ თვით მფლობელი. ასეთი ტიპის საწარმოებად შეიძლება დასახელდეს მცირე საწარმოები როგორიცაა: მაღაზიები, სილამაზის სალონები, ატელიე, სამშენებლო მასალების რეალიზაციის პუნქტები, შემკეთებელი (სარემონტო) ფირმები, საკონსულტაციო სამსახური და ა. შ. მეორე ტიპის ორგანიზაციას ეწოდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), რომელსაც ფლობს ორი ან რამდენიმე მეპატრონე. ისინი ერთად აწარმოებენ საქმიანობას და ერთობლივად იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში საერთო კრებებსა თუ შეხვედრებზე. მესამე ტიპის საწარმოებს ეწოდება სააქციო საზოგადოება (ს/ს), როდესაც რამდენიმე ადამიანიდან დაწყებული ათასობით ადამიანს შეუძლია ამ ტიპის კომპანიაში ჩადოს ფული და მიიღოს თავისი სარგო საერთო მოცულობიდან. მათ ეწოდებად კომპანიის აქციონერები ანუ წევრები. ისინი ფლობენ აქციებს, მაგრამ ყოველთვის არ იღებენ მონაწილეობას მართვაში - მხოლოდ ნიშნავენ დირექტორებს რომლებიც წარმართავენ საქმიანობას ამომრჩეველთა სახელით. აქციონერი არის აქციის/აქციების მფლობელი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლის მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში და ქონებრივი ვალდებულებების განაწილებაში განისაზღვრება მისი შენატანის ოდენობით ძირითად კაპიტალში. გარდა აღნიშნულისა საქართველოში მოქმედებს ისეთი ტიპის ორგანიზაციები, როგორიცაა: ამხანაგობა, რელიგიური ორგანიზაციები, კომანდიტური საზოგადოება და ა.შ. მათი საბუღალტრო – საფინანსო ანგარიშგების წარმოება ექვემდებარება საერთო ნორმებს და სტანდარტებს, იმ განსხვავებით, რომ ზოგიერთი მათგანი განთავისუფლებულია გარკვეული სახის გადასახადებიდან. საფინანსო ანგარიშგება არის სამეურნეო საქმიანობის მოგება/ზარალის ანგარიში. საფინანსო ანგარიში არის ორი სახის – დამტკიცებული და საპროგნოზო. დამტკიცებული ანგარიშგება არის საბალანსო ანგარიში, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ამოწმებენ აუდიტორთან. საპროგნოზო საფინანსო ანგარიშგება არის გაცილებით საინტერესო. სამომავლოდ განსახორციელებელი წინადადებების საპროგნოზო შედეგის საფინანსო ანგარიშგებაა. მაგალითად სავაჭრო ორგანიზაცია აპირებს ახალი პროდუქციის შემოტანას, რომელმაც სავარაუდოდ მოგება უნდა მოიტანოს. ახალი პროდუქციის შემოტანა დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. საპროგნოზო საფინანსო ანგარიშგებაში უნდა გამოჩნდეს როგორი იქნება მოგება და რა ხარჯის გაწევა იქნება საჭირო ამ მოგების მისაღებად. სავაჭრო ორგანიზაციებისათვის მიღებულია მარჟას გაანგარიშება. მარჟა არის ფასსა და თვითღირებულებას შორის სხვაობა. თუ ახალ რპოდუქციას ნაკლები თვითღირებულება აქვს მაშინ მარჟა იქნება მაღალი. ასეთი ინფორმაცია აინტერესებთ ორგანიზაციის მმართველებს და კომპანიონებს, ასევე ბანკ – კრედიტორებს, რომლებთაც აინტერესებთ კრედიტის გაცემის შემთხვევაში მისი დაბრუნება თავის დროზე. ანგარიშგებები წარედგინება წლის და კვარტლების მიხედვით (კვარტალი არის 3 თვე): 1. მფლობელებს; 2. საგადასახადო ინსპექციას, ბანკებს და ა.შ. 3. სტატისტიკის დეპარტამენტს ან სტატისტიკის ადგილობრივ განყოფილებებს. ორგანიზაციის ანგარიშგების წარმოდგება შემდეგ ფორმებში: 1. საბუღალტრო ბალანსი; 2. მოგება / ზარალის ანგარიში; 3. ახსნა – განმარტებები მოგება / ზარალის ანგარიშგებაზე: - კაპიტალის ცვლილების ანგარიში; - ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში; - ბუღალტრული ანგარიშის დანართი; - განმარტებითი ჩანაწერები. 4. აუდიტორის დასკვნა, თუ ორგანიზაცია საჭიროებს სავალდებულო აუდიტს. თანამედროვე სახელმწიფოს საფინანსო საქმიანობა დაფუძნებულია მეურნეობის საბაზრო სისტემაზე, რომელიც იყენებს ისეთ ძირითად ეკონომიკურ ბერკეტებს, როგორიცაა: ფული, კრედიტი, ფინანსები და სხვა. მეურნეობის საბაზრო სისტემის პირობებში სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს შორის ფინანსური რესურსების შექმნის და გამოყენების პროცესში წარმოიშობა ფინანსური ურთიერთობები. საფინანსო-სამართლებრივი ურთიერთობები იყოფა: საბიუჯეტო, საგადასახადო, სადაზღვევო, საკრედიტო, საანგარიშსწორებო, ასევე ფულის მიმოქცევის, სავალუტო ოპერაციების სფეროში წარმოშობილ ურიერთობებად. ესეც იგივე წიგნიდან. მართალია წიგნი უკვე მოძველდა, მაგრამ ძირიდათი ინფორმაცია ბუღალტერიაზე მანდ უხვად არის. --------------- Mindia 20 სექტ 2013, 19:25 და ეს წიგნი იმათ ვისაც მთლიანად სურს მისი წაკითხვა>>> 147 გვერდია და ბუნებრივია მის მთლიან გადმოკოპირებას აზრი არა აქვს. --------------- Mon Ami 20 სექტ 2013, 19:29 Mindia, გამიგია ბუღალტერისთვის ორი ამომავალი წერტილი არსებობსო: ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები და საგადასახადო კოდექსი. ესეა ნამდვილად? :D თუ არა, რა სჭირდება კიდევ ბუღალტერს? ვითომ არ ვიცი .haha. --------------- Mon Ami 20 სექტ 2013, 19:30 Mindia, მე მაქვს ბევრი წიგნი და დავდებ მერე ამ თემაში :) --------------- Mindia 20 სექტ 2013, 19:32 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18077&cit]ციტატა: Mon Ami 4-5 პოსტი დაარედაქტირე ისე დადე. :) მეც სიამოვნებით წავიკითხავ. თემაში გპატიჟებთ ყველა ახალ დამწყებ ბუღალტერს, მზად ვართ დაგეხმაროთ. ნუ ვეცადოთ ყოველშემთხვევაში. --------------- Mon Ami 20 სექტ 2013, 19:38 Mindia, როგორ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისაგან აქტივისა და პასივის ანგარიშები? --------------- Mindia 20 სექტ 2013, 20:24 Mon Ami, რას გულისხმობ ვერ მივხდი სიმართლე გითხრა... აქტივი არის კომპანიის ქონება ასე ვთქვათ, ანუ ის რაც კომპანიას გააჩნია, ნაშთი სალაროში, ბანკში, საქონელი, ძირითადი საშუალებები და ა.შ. პასივი კი აქტივის ანტიპოდია, ვალდებულებები სხვა საწარმოების მიმართ, სახელმწიფოს მიმართ და ა.შ. აქტივი არის 1000-2000 პასივი 3000. თუ კითხვა სწორად ვერ გავიგე, მკითხე ხელმეორედ სხვანაირი ინტერპრეტაციით :D --------------- Mindia 20 სექტ 2013, 20:25 აი ამ ლინკზე უფრო ზუსტად და ვრცლად წერია ანგარიშთა გეგმა>>> http://www.forms.ge/sabughaltro-gatarebebi --------------- Mon Ami 20 სექტ 2013, 21:30 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18111&cit]ციტატა: Mindia საბავშვო ბაღში მგონია თავი :D მაგას გკითხავდი მე? .pxx. ანუ არის შემთხვევები როცა აქტივში გასატარებელს პასივში ატარებენ და პირიქით. ანუ რატომ მოსდით მასეთი შემთხვევები და როგორ უნდა მოხდეს გარჩევა ერთმანეთისგან. რომელი რა არის და რომელ ანგარიშზე ტარდება ეგ არ მიკითხავს .pxx. --------------- Mindia 20 სექტ 2013, 21:43 Mon Ami, კონკრეტულად რა შემთხვევაში ატარებენ ეგრე? ვერ მივხდი რა შემთხვევებზე ამბობ. :) --------------- Mon Ami 20 სექტ 2013, 21:45 Mindia, აუ ეხლა მაგალითებს რა გაიხსენბს. :D თუმცა ადრე ბევრი მინახავს. კაი დაივიწყე ეგ კითხვა .pxx. ამაზე მიპასუხე. რა დანიშნულება აქვს ბრუნვით უწყისს? --------------- Mon Ami 20 სექტ 2013, 21:49 ამ ლინკს დავდებ აქ. ეს არის ელენე ხარაბაძე - ბუღალტრული აღრიცხვა. კარგი წიგნია ;) http://press.tsu.edu.ge/lessons/internetgak/_biznesi%20da%20ekonomika/pirveli.htm --------------- Mindia 20 სექტ 2013, 22:16 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18167&cit]ციტატა: Mon Ami ბრუნვით უწყისს ის დანიშნულება აქვს რომ ბრუნვები გაუწყოს ანგარიშებზე. :D აი შენ ეხლა მისვამ უფრო ისეთ კითხვებს რაც სასწავლებელში გვქონდა და მე პრაკტიკაში არ მხვდება :) სასწავლებელში რაც იყო წვრილმანები და ასე შემდეგ არ მახსენდება, იმიტომ დიდი ხნის უკან ვსწავლობდი. :) სახელმძღვანოლოებში რაცაა იმაზე ვერ გავცემ პასუხს, პრაკტიკაში რაც არის იმაზე კი ბატონო. :) უფრო ისეთი კითხვები გამოუშვი რაც პრაკტიკაშია, ანუ რომელიღაც შემთხვევაში როგორ უნდა გატარდეს გატარება, რა ექვდებარება ხარჯებში ჩათვლას, ჯარიმებზე, საურავებზე და ა.შ. :) --------------- Mindia 20 სექტ 2013, 22:19 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18168&cit]ციტატა: Mon Ami ძაან მაგარი ჩანს. :) პდფ არაა მაგისი? :) მობში რომ ვიქონიო. --------------- PaNaMa 20 სექტ 2013, 22:20 ჩემი პირველი კითXვა ასეთი იქნება. მოკლედ ვარ ინდ მეწარმე ხოდა მაქვს 2 ანგარიში ერთი ფიზიკური მეორე იურიდიული ანგარიში. როდესაც ტანხა გამაქვს ბანკიდან აქამდე სულ სალაროდან გამქონდა ჩეკებით. მოგეხსენებათ იურიდიულ ანგარიშს არ ებმება ვიზა ბარათი და არის მხოლოდ ლარში. ეხლა მინდა რომ თანხა გამოვიტანო ჩემივე ფიზიკური მასტერქარდ ბარათით და თუ არის შესაძლებელი ეს? რომ იურიდიული ანაგრიშიდან გადავიტანო თანხა ფიზიკურზე ხელფასის დანიშნულებით. ისე რომ არ მოხდეს რაიმე სახის დარღვევა... + ამას ბანკომატიდან მოვახდენ გადატანის შემდეგ ხელზე აღებას. მოკლედ არ მინდა სულ სალაროში დრომა და ხელმოწერები. და შესაძლებელია ? --------------- Mon Ami 20 სექტ 2013, 22:21 Mindia, pdf კომპში მაქვს და დავდებ მერე 4 ან 5 პოსტში. --------------- Mon Ami 20 სექტ 2013, 22:22 Mindia, კაი :D მასეთ კითხვებზეც გადავალ :D --------------- Mindia 20 სექტ 2013, 22:25 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18191&cit]ციტატა: Mon Ami უბრალოდ პრაკტიკაში ბევრი რამ გამოუყენებლი რჩება იმას რასაც გასწავლიან :) მართლა. დროთა განმავლობაში შეიძლება ყველაფერი დაგჭირდეს და რომ იცი ძალიან კარგია. :) --------------- Mindia 20 სექტ 2013, 22:34 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18189&cit]ციტატა: PaNaMa ხელფასის გაცემა გინდა ბანკიდან? :) კი ბატონო თავისუფლად თან. განაცემი ფიზიკურ პირზე შეიძლება იყოს როგორც ნაღდი ასევე უნაღდო, არანაირი შეზღუდვა არ არის, როცა მოგიწევს დეკლარაციის შევსება ჩვეულებრივ შეავსებ განაცემისა ინფორმაციისა და საშემოსავლო დეკლარაციებს(შეგივსებს ბუღალტერი) დეკლარაციების შევსება არის სავალდებულო, ამ შემთხვევაში შენი განაცემის საბუთი იქნება ბანკი რომელიც ახორციელებს ხელფასის ჩარიცხვას და უთითებს სრულად ამ ინფორმაციას ამონაწერში, ასე რომ ხელფასის უწყისის ქონა აუცილებელი არაა. --------------- Mindia 20 სექტ 2013, 22:35 PaNaMa, უბრალოდ ბანკში აუცილებლად უნდა ფიქსირდებოდეს პიროვნებები რომელთაც გასცემ ხელფასს. --------------- PaNaMa 20 სექტ 2013, 22:36 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18208&cit]ციტატა: Mindia ხელფასს გავცემ ჩემს თავზე. ასე გამოდის უბრალოდ ბანკიდან გატანა არ მინდა ბანკომატით მინდფა ვისარგებლო და ამიტომ . არანაირი დაქირავებული პერსონალი. --------------- Mindia 20 სექტ 2013, 22:48 PaNaMa, გასაგებია, განაცემი ხელფასის ნებისმიერ პირზე შეგიძლია გასცე როგორც ნაღდი (სალარო) ასევე უნაღდო(ბანკი) ანგარიშსწორებით. ბანკში თუ ფიქსირდება რომ მოხდა ამა და ამ პიროვნებაზე ხელფასის გაცემა არანაირი პრობლემა არაა, მთავარია იდენტიფიცირება იყოს შენი და საფუძველი/დანიშნულება ეწეროს ხელფასის გაცემა. (მაგალითად პანამა პანამაძე პ/ნ 12001007471, ხელფასის გაცემა) ბანკომატიდან გამოტანით პირდაპირ იურიდიული პირიდან არ დაფიქსირდება ის რომ ხელფასისთვის გამოგაქვს. :) ანუ შენ იურიდიული პირიდან გინდა პირდაპირ გამოიტანო თანხა? --------------- Mindia 20 სექტ 2013, 22:49 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18212&cit]ციტატა: PaNaMa ბანკომატში უნდა აღარ მახსოვს, საფუძველს უთითებ შენ? :) --------------- PaNaMa 20 სექტ 2013, 22:50 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18231&cit]ციტატა: Mindia იურიდულიდან ვერ გავიტან. ფიზიკრიდან გავიტან მაგრამ იურიდიულში დავაფიქსირებ რომ მე მაქვს ჩემი ფული ხელფასის სახით. და შესაბამსიად ხელფასისი 20 % ვიცი რომ უნდა გადავიხადო საგადასახადოში. --------------- PaNaMa 20 სექტ 2013, 22:52 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18233&cit]ციტატა: Mindia ჰო ინტერნეტ ბანკიდან ვუთითებ საფუძველს რისთვის გამაქვს. --------------- Mindia 20 სექტ 2013, 22:57 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18238&cit]ციტატა: PaNaMa გასაგებია, არავითარი პრობლემაა არაა. არაერთი კომპანია გასცემს ხელფასს ბანკით და უწყისებზე ხელის მოწერას არ ვთხოვთ და სანამ ბუღალტერი გავხდებოდი არ მთხოვდნენ. შენ ფაქტიურად გაქვს საბუთი (ბანკი) რომ ამა და ამ რიცხვში გაეცი ხელფასი, გინდა საკუთარ თავს. უბრალოდ სასურველია იურიდიული პირიდან თვეში ერთხელ გასცე ფიზიკურზე ხელფასი, თორე ყოველთვიურ საშემოსავლო დეკლარაციებში თარიღების მიხედვით მიეთითება განაცემები და მეტი სახლაპორტო იქნება. :) --------------- PaNaMa 20 სექტ 2013, 22:58 თუ ხართ ვინმე ჩამოყალიბებული და კარგად გათვითცნობიერებული ამ სფეროში. და თუ იმყოფებით ქ. ქუთაისში შემიძლია სამსახური შევთავაზო ბუღალტერს. ამას სრულიად მთელი სერიოზულობით ვწერ. სამუშაო განაკვეთი არ არის აუცილებელი ოფისში მეჯდეს უბრალოდ შემოიაროს ხოლმე და აკონტროლოს აღრიცხვა. ასევე მოთხოვნები უმაღლესი განათლება იმავე სფეროში და რაც შეეხება ანაზღაურებას შემოსავლის 1 % ... შეიძლება სხვა ტემაა მაგრამ მართლა შემიძლია დავასაქმო დამწყები ბუღალტერიიი და ნიჭიერი ახალგაზრდა ტელ: +0322 42 40 26 --------------- angel of death 20 სექტ 2013, 23:05 Ind mecarmis angarishze nagdi fulis shetanisas tu ekutvnis ind mewarmes gadasaxadi ? - anu saqme gvaqvs arasavachro tipis ind mewarmestan. --------------- Mindia 20 სექტ 2013, 23:05 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18241&cit]ციტატა: PaNaMa ცალკე თემა რომ გახსნა აჯობებს ალბათ, აქ შეიძლება დაიკარგოს პოსტებში. :) --------------- Mindia 20 სექტ 2013, 23:07 angel of death, არა სავაჭროს რა მნიშვნელობა აქვს, გადასახადი ეკუთვნის ბრუნვაზე (გაყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე უფრო გასაგებად რომ ვთქვა) და არა ბანკში შეტანილ თანხებზე. --------------- Mindia 20 სექტ 2013, 23:13 PaNaMa, ისე შენ თუ აწარმოებ ხელფასების გაცემას და არ ადეკლარირებდი ყოველთვიურ საშემოსავლოებს, დაჯარიმდები. დეკლარაციის გვიან წარდგენისთვის. --------------- PaNaMa 20 სექტ 2013, 23:14 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18245&cit]ციტატა: Mindia და წლიური დეკლარაცია რომ გავაკეთო ? --------------- angel of death 20 სექტ 2013, 23:15 Mindia, mokled - ind mewarmis registracia maqvs, chems angarishze tveshi samjer mainc shemaqvs sakutari danazogi. Rogor unda aisaxos es deklaraciashi tu es tanxa ar aris konkretuli (ind mewarmis)saqmianobidan migebuli shemosavali. --------------- Mindia 20 სექტ 2013, 23:27 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18246&cit]ციტატა: PaNaMa ხელფასს გაცემა როცა გაქვს ყოველთვიური დეკლარაცია აუცილებლად უნდა შეავსო. გაეცანი თავად საგადასახადო კოდექსის 67 მუხლს. http://www.forms.ge/akhali-sagadasakhado-kodeksi-2013-tslis/kari-04-sagadasakhado-valdebuleba/tavi-09-sagadasakhado-angarishgeba/mukhli-067-sagadasakhado-deklaratsia კონკრეტულად ეს: 4. თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამ საანგარიშო პერიოდზე შემდგომ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება. შენ ნოლის ტოლი არ გაქვს დარიცხვა, რახან განაცემი ფიზიკურ პირზე იბეგრება საშემოსავლოთი. 274 მუხლიც ნახე მანდ. მუხლი 274. საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა 1. პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა – იწვევს პირის დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ თვეზე (არასრული თვეები ერთ თვედ ჯამდება). ამასთანავე, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 30 პროცენტს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები. 3. თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება. --------------- Mindia 20 სექტ 2013, 23:29 angel of death, რა დანაზოგი გაქვს ეგ მითხარი ჯერ და მერე ინდ მეწარმე რომ სტატუსიც მითხარი, ანუ მცირე ან მიკრო ბიზნესი ხო არ ხარ. --------------- PaNaMa 20 სექტ 2013, 23:31 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18251&cit]ციტატა: Mindia მერე ხელფასის გაცემა საკუთარ თავზე მაქვს ანგარიშზე როდესაც მერიცხება თანხა როდესაც გამაქვს პირადი მიზნებისთვის ბანკში ვათითებინებ რომ გამაქვს ხელფასის სახით და ამ ტანხას არ ვირიცხავ სხვას. და ამას რაღატო ჭირდება ყოველთვიური აღრიცხვა ? --------------- Mindia 20 სექტ 2013, 23:38 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18255&cit]ციტატა: PaNaMa ხო და გპასუხობ იმაზე რაზეც მეუბნები, ხელფასი იბეგრება, რაც იბეგრება განაცემები ფიზიკურ პირებზე (ხელფასი) უნდა მიეთითოს ყოველთვიურ დეკლარაციებში, საშემოსავლოსა და განაცემების ინფორმაციებში. წლიურს რომ მეუბნები, წლიურში შენ გამოიქვითავ ხელფასებს ერთობლივი შემოსავლიდან. მცირე მეწარმე ხო არ ხარ ისე? :) --------------- Mindia 20 სექტ 2013, 23:45 PaNaMa, აჰა ეს მუხლიც: http://www.forms.ge/akhali-sagadasakhado-kodeksi-2013-tslis/kari-05-sashemosavlo-da-mogebis-gadasakhadebi/tavi-20-gadasakhadebis-administrirebis-tsesebi/mukhli-153-deklaratsiis-tsardgena ანუ ეს>>> პირი ვალდებულია, ყოველ საანგარიშო პერიოდზე, არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ. საანგარიშო პერიოდად განისაზღვროს: (14.06.2011. N4754) ა) კვარტალი − იმ გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლებიც ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეტაპობრივად გადავლენ კვარტალურ დეკლარირებასა და გადასახადის გადახდაზე; ბ) კალენდარული თვე − იმ გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლებიც ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად არ გადავლენ კვარტალურ დეკლარირებასა და გადასახადის გადახდაზე. 309-ე მუხლი არა მგონი შენ გეხებოდეს. 7. ცალკეული კატეგორიის გადამხდელების კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე გადასვლა განხორციელდება ეტაპობრივად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, 2013 წლის 1 იანვრამდე გაიკითხე ისე სხვებთანაც, მე ეს ასე ვიცი და წარმოგიდგინე შესაბამისი მუხლებიც, მე მგონი ამ მუხლებს სხვა ინტერპრიტერირებას ვერც გაუკეთებ გარკვევით წერია. :) რჩევა: აუცილებლად აიყვანე ბუღალტერი. :) --------------- PaNaMa 20 სექტ 2013, 23:46 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18257&cit]ციტატა: Mindia არა არავარ მცირე მეწარმე --------------- Mindia 20 სექტ 2013, 23:50 PaNaMa, გასაგებია, თუ გაქვს ხელფასის გაცემა და იხდი ხელფასის საშემოსავლოებს, აუცილებლად უნდა წარადგინო ყოველთვიურად 2 დეკლარაცია. ერთი განაცემების ინფორმაცია და მეორე ყოველთვიური საშემოსავლო დეკლარაცია. ბუღალტერს რომ აიყვან უფრო კარგად დაგაკვალიანებს, მე რაც ვიცი გიპასუხე. :) თუ რამე გაქვს გასარკვევი კიდე, ყველანაირად ვეცდები დაგეხმარო. --------------- Lasha 20 სექტ 2013, 23:51 როგორ ვერ ვიტან ეკ სამართალს --------------- Mindia 20 სექტ 2013, 23:52 2299 299, ეს ქალაქის ნომერი საგადასახადოსი, შეგიძლიათ ჰკითხოთ მათაც პრობლემური საკითხები, დაგაკვალიანებენ. ზარებზე მონიტორინგი ხორციელდება და იძულებულები არიან მეგობრულები იყვნენ ოპერეატორები :D --------------- Mindia 20 სექტ 2013, 23:53 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18263&cit]ციტატა: Lasha დამიჯერე ჩემს სპეციალობაში მეც ბევრ რამეს ვერ ვიტან, მაგრამ აუცილებელია ეს ყველაფერი. ბუღალტრის როლი კიდე ძალიან დიდია, რადგან ის ასე ვთქვათ შუამავალი მეწარმესა და საგადასახადოს შორის, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა. :) --------------- angel of death 21 სექტ 2013, 0:07 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18252&cit]ციტატა: Mindia ho mikroa anu araumetes 30 000 isa. Shemosavals rac sheexeba ojaxis danazogzea saubari - anu meurneobac maqvs soflad :) damaviwyda- samsheneblo sferoze maqvs ind mewarmis registracia --------------- PaNaMa 21 სექტ 2013, 0:14 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18264&cit]ციტატა: Mindia შენ რასაც ამბობ ეგ იმ შემთვეავში ხდება როდესაც დაქირავებული გყავს მუშა ხელი და უხდი თვიურ აგდასახადს. ამ შემთვეავში მე არავინ მყავს ამჟამად დაქირავებული მუშა ხელი და არავის ვუხდი აგდასახადს რომ ხელფასიდან 20 % დავუკავო. ხვალ გავალ საგადასახადოში და გავარკვევ კიდევ მაგრამ მგონი ეასეა რავიცი. თუარადა დამერხა :) --------------- Mindia 21 სექტ 2013, 0:15 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18270&cit]ციტატა: angel of death სწორად თუ გავიგე შეგაქვს პირადი დანაზოგი, რომელიც არაა დაკავშირებული შენს სამეწარმეო საქმიანობასთან, არანაირი გაგებით ეს არ იბეგრება. მითუმეტეს მიკროზე, მინიმალური ვალდებულებებია მიკრო ბიზნესზე. ანაბარი თუა ეგეც არა მგონია გებეგრებოდეს რამით, მიკრო ბიზნესთან კავშირი არ მქონია. უბრალოდ ფიზიკური პირისთვის შეიქმენი ანგარიში ბანკში, რატომ იტკიებ თავს ტყუილად. რახან მიკრო ბიზნესის წარმომადგენელი გირჩევ http://www.forms.ge/akhali-sagadasakhado-kodeksi-2013-tslis/kari-05-sashemosavlo-da-mogebis-gadasakhadebi/tavi-12-spetsialuri-dabegvris-rezhimebi აქ წაიკითხო 83-დან 93-ის ჩათვლით მუხლები, მიკრო ბიზნესზეა. განსაკუთრებით მიაქცია ამას ყურადღება 1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას ვალდებულია დოკუმენტში მიუთითოს თავისი სტატუსის შესახებ და სტატუსის სერტიფიკატის ნომერი. 2. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი მისთვის ან მის მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში ვალდებულია შეინახოს აღნიშნული დოკუმენტი. პირველი იმიტომ რომ მიკრო ბიზნესის მომსახურება ან შესყიდვა მისგან ხარჯებში ვერ ჩაითვლის მყიდველი. გამონაკლისი სოფლის მეურნეობაზეა მხოლოდ. --------------- Mindia 21 სექტ 2013, 0:18 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18273&cit]ციტატა: PaNaMa გასაგებია, რასაც ამბობ, მაგრამ მითხარი რომ ხელფასს ვუთითებო ბანკშიო, მეც ჩავთვალე რომ განაცემები გაქვს ხელფასები და რიცხავ საშემოსავლოებს, ხელფასი კი ნებისმიერ შემთხვევაში იბეგრება ისე. :) გაარკვიე კი ბატონო და მეც შემატყობინე პასუხი თუ გაგახსენდა. ხვალ საგადასახადო არ მუშაობს. წარმატებებს გისურვებ. --------------- angel of death 21 სექტ 2013, 0:20 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18275&cit]ციტატა: Mindia madloba :) saertod vauqmeb da momicevs deklaraciis chabareba. Ho statusi martla gasarkvevi maqvs , I'm kvirashi ki gavanoleb yvelafers da aqedanac avibargebi. --------------- Mindia 21 სექტ 2013, 0:22 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18278&cit]ციტატა: angel of death გაუქმება თუ გინდა სტატუსის, უბრალოდ მიხვალ განცხადებას თუ რაცაა შეგავსებინებ, ან თვითონ შეავსებენ, მერე გაუქმების დეკლარაციას გააგზავნი და ეგაა. :) რაც მოგიწევს გადაიხადო უნდა ოღონდ. --------------- PaNaMa 21 სექტ 2013, 0:23 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18276&cit]ციტატა: Mindia ჰო ოპერატორი მეკითხება რა სახით გაგაქვსო და ვეუბნები ხელფასისი სახითქქო . მადლობა ინფორმაციისთVის . --------------- Mindia 21 სექტ 2013, 0:23 angel of death, პირადი ნომერი მითხარი და გაგირკვევ სტატუსს სურვილი თუ გაქვს. --------------- Mindia 21 სექტ 2013, 0:24 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18281&cit]ციტატა: PaNaMa არაფერს. :) აღარ უთხრა ხელფასის სახითო შენც თუ არაა ხელფასი. :) სხვადასხვა ჩააწერინე მაგალითად. ხელფასი იბეგრება და მაგიტომ. --------------- PaNaMa 21 სექტ 2013, 0:26 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18283&cit]ციტატა: Mindia ასე გამოდის ხელფასია :D ვხარჯავ და არანაირ დოკუმენტს არ წარვადგენ და რა გამოდის :შ --------------- Mindia 21 სექტ 2013, 0:27 PaNaMa, ხელფასი თუა კეთილი ინებე და 20 პროცენტი გადაიხადე :D --------------- PaNaMa 21 სექტ 2013, 0:29 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18278&cit]ციტატა: angel of death ფული თუ შეგაქვს ანაგრიშზე მიდი ლიბერთი ბანKში ანაბარი გახსენი იქეთ აგდაგიხდიან პროცენტს. რატომ იტკიებ თავს --------------- angel of death 21 სექტ 2013, 0:34 PaNaMa, ravi mezareba :D moqmedi angarishia - anu vxarjav kidec. Mutaqashi ki ar vteni :D --------------- angel of death 21 სექტ 2013, 0:48 Amaswinat axloblebtan viyavi. Vdgavart me, giorgi (megobaria -bugalteri) , giorgis shefi dato (indmewarme -giorgi awesrigebs mis bugalterias) da saba . Dato ambobs: "karoche sagadasaxados inspeqtorma tu gagichalicha -dagerxa da egaa! ". Saba : "inspeqtorma ara finansurma policiam.. ". Giorgi : "eeh.. Tqven mashin unda naxot- bugalterma tu gagichalichat.. ". Da ..dumili chamovarda.. :D --------------- Mindia 21 სექტ 2013, 3:01 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18292&cit]ციტატა: angel of death :D --------------- PaNaMa 21 სექტ 2013, 14:35 კაროჩე გავარკვიე. რა ხდება , თუ ინდივიდუალური მეწარმე მუშაობს სამეწარმეო საქმიანობაზე და მას არ ჰყავს დაქირავებული მუშა ხელი ის არ არ ავსებს ყოველთვიურ დეკლარაციას. ხოლო თუ ჰყავს მაგ შმეთXვევაში ავსებს. რაც შეეხება სამართლებრივ ფორმას როდესაც იურიდიული პირი იძენს რაიმე პროდუქტს ჩვენთან შესაბამსიად მას ეწერება ელექტრონული ინვოისი. დანიშნულება და დასახელება. აი მცირე მეწარმეზე ამ ელექტრონულ ინვოისს ეკარგება ძალა იურიდიულ პირებთან. ამიტომ შედარებით მეტი საშემოსავლოს გადახდა მიწევს პატივცემულო :) ასევე არის კიდევ კანონი. თუ იურიდიული პირი რომელიც საქართველოში ან ქვეყნის აგრეთ აწარმოებს რაიმე სახის კომპიუტერულ პროგრამებს და ძირითადი შეხება აქვს ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან და ქმნის პროუდუქტს , ან ასწავლის ის მოქმედებს ვირტუალური პირის სტატუსით სადაც არ იბეგრება სახელმწიფოს მიერ 20 % ით თუმცა რაღაც პროცენტი იქნება მაგრამ ალბათ 5 % ან რამე... :( კაროჩე სახელმწიფომ გადამიხედაო რა :D --------------- Mindia 21 სექტ 2013, 15:32 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=18739&cit]ციტატა: PaNaMa ეგენი მეც გითხარი, ხელფასი იბეგრება. :) აბა რა გინდოდა, არაფერი გადაიხადო ეგრე სადაა :D ვირტუალური მეწარმე არ ვიცოდი მართლა ისე. :) --------------- PaNaMa 08 ოქტ 2013, 0:54 ჰოდა ელხა რა მაინტერესებს პატივცემულო ბუღალტრებო და იურისტებო :) ვაპირებ ჩამოვაყალიბო რაღაც პატარა ვებ გევრდი. სადაც ნებისმიერ მსრუველს საშვალება ექნება რარაცის სანაცვლოდ ანუ უმნიშვნელო დავალების შესრულებისთვის ტანხა გადავურიცხო თავის ანგარიშზე. შესაბამისად ყველა ასეთი მომხმარებელი არის ფიზიკური პირი. ხოდა შესაბამისად ჩემი კომპანია გასცემს ფულს ხო :) ხოდა როგორ ვაჩენო საგადასახადოს რომ მე იმ ფიზიკურ პირს ჩავურუცხე თანხა. გარკვეული რამის შესაბამისად. მას არ აქვს იურიდიული ანგარიში ალბათ ემანი.ჯი უმეტესობას შეიძლება ემანიზე სტატუსიც არ ჰქონდეს შემოწმებული. როგორ მოხდება ეგ ბუღალტრულად და ყველა ვარიანტში კანონის დარღევვააა ? --------------- Mindia 08 ოქტ 2013, 9:16 თვის განაცემთა ინფორმაცია დამეორე საშემოსავლო. ოღონდ რაც გაქვს გაცემული თანხები, რა მომსახურებაა სადმე გაქვს აღნიშნული? რაღაც მინი ხელშეკრულება სასურველია სადაც მონაცემები ეწერება. --------------- Mindia 08 ოქტ 2013, 9:18 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=28278&cit]ციტატა: PaNaMa დოკუმენტალურად კიდე განაცემზე ხელშეკრულების გარდა, სალაროს გასავლის ორდერიც კმარა, რომელზედაც იმ პირს უნდა მოაწერინო ხელი და რომ რამე იყოს, გადახდის დასტური გექნება ამ ორდერის საფუძველზე. --------------- PaNaMa 08 ოქტ 2013, 22:18 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=28374&cit]ციტატა: Mindia აი საქმეც ეგ არის რომ ვერანაირ ელექტრონულ ხელშეკრულებას ვერ გავაფორმებ მომხმარებელთან. უბრალოდ თანხა არ იქნება რაღაც ძალიან დიდი რაიმე მიზერული მაგრამ მაინც მინდა რომ ხარჯში ავღრიცხო როგორმე. აი ხომ არის ვებ გევრდები რომელიც ფულს გამოიმუშავებს , ასეთ სტილში. --------------- Mindia 08 ოქტ 2013, 23:12 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=28568&cit]ციტატა: PaNaMa რაღაც დოკუმენტალური ფორმა უნდა არსებობდეს ჩემი აზრით აუცილებლად, თუნდაც ელექტრონულად გაფორმებული. --------------- angel of death 08 ოქტ 2013, 23:30 Davazuste sagadasaxadoshi, kapik-kapik damitvales sul.. Ukve gadaacharbe mikrobiznesis zgvarso .. Mwewaven 20% shi :( --------------- Mindia 09 ოქტ 2013, 8:13 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=28596&cit]ციტატა: angel of death თავისთავად :) ამიტომაც არის ბუღალტრის აყვანა აუცილებელი, ყოველთვის. :) ---------------