მოცარტის ეფექტი Mon Ami 20 სექტ 2013, 3:29 ვისკონსინის უნივერსიტეტის ნევროლოგმა ფრან როშემ ჯერ კიდევ 1993 წელს აღმოაჩინა მოცარტის მუსიკის უჩვეულო ზეგავლენა ადამიანის ფიზიოლოგიაზე. «სონატა ორი ფორტეპიანოსათვის, დო მაჟორი»-ს მოსმენა აუმჯობესებდა სტუდენტების გონებრივ შესაძლებლობებს – ისინი უკეთესად ასრულებდნენ ტესტებს. სხვა კვლევებმა ასევე დაადასტურა სწორედ მოცარტის და არცერთი სხვა კომპოზიტორის მუსიკის დადებითი ზეგავლენა ტვინზე. მეცნიერების კამათს იწვევს შემდეგი საკითხი: აღნიშნული ზეგავლენის მიზეზს წარმოადგენს უბრალოდ კარგი განწყობა, რომელსაც ქმნის ჰარმონიული მელოდია თუ ეს არის შედეგი უფრო ღრმა ფიზიოლოგიური პროცესებისა, რომელიც დაკავშირებულია სწორედ ამ მუსიკის მოსმენასთან. ახლახანს როშემ განაცხადა «მოცარტის ეფექტის» ახალი გამოკვლევების რეზულტატების შესახებ. ამჯერად მუსიკას ასმენინებდნენ ვირთხებს, რომლებსაც უნდა შეესრულებინათ მეხსიერებასთან და მიხვედრილობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ამოცანა. როგორც ადამიანების შემთხვევაში, ცხოველებშიც მოცარტის მოსმენა არსებითად აუმჯობესებდა ტესტური ამოცანების შესრულების უნარს. გარდა ამისა, მეცნიერი არ შემოიფარგლა საცდელი ცხოველების მხოლოდ უნარის შემოწმებით და ჩაიხედა მათ «ტვინში». აღმოჩნდა, რომ მუსიკამ იმოქმედა მეხსიერებასა და ყურადღებაზე პასუხისმგებელი გენების აქტივობასა და რიგი ცილების გამომუშავებაზე. კონტროლის მიზნით, მკვლევარი იგივე მაჩვენებლებს ამოწმებდა ვირთხებში, რომლებსაც ასმენინებდნენ ექვივალენტური რაოდენობის «ხმაურს.» მოცარტის სონატები ხელს უწყობს მხედველობითი ფუნქციის გაუმჯობესებას გლაუკომით დაავადებულებსა და მხედველობის ნევროლოგიური მოშლილობის მქონე პაციენტებში. უდიდესი ავსტრიელი კომპოზიტორის ნაწარმოებების დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე არაერთხელ გამოვლენილა. მედიცინაში ამას "მოცარტის ეფექტს" უწოდებენ. გარდა მხედველობისა, მოცარტის ნაწარმოებები ხელს უწყობს მათემატიკური უნარის, საზოგადოდ, გონებრივი მუშაობის გაუმჯობესებას, აუმჯობესებს აგრეთვე დედის საშვილოსნოში მყოფი ჩანასახის ტვინის სტრუქტურათა განვითარებას. --------------- KavaLLa 20 სექტ 2013, 3:33 მაინც ბეთჰოვენი მირჩევნია .mindia. http://www.youtube.com/watch?v=fTIiWmIp4mc --------------- Mon Ami 20 სექტ 2013, 3:38 Bach -ის ეფექტი რატომ არ არსებობს .bee. --------------- KavaLLa 20 სექტ 2013, 3:39 ისე ორსულებსაც მოცარტის მოსმენას ურჩევენ და არა რომელიმე სხვა კომპოზიტორის :P ექიმების ახირებაა ეტყობა :P --------------- Mon Ami 20 სექტ 2013, 3:41 მარტო ახირება არ მგონია. მჯერა მე მუსიკალური თერაპიის . არის ეტყობა რაღაც მართლა განსხვავებული. .ravi. --------------- Mon Ami 20 სექტ 2013, 3:45 მოცარტის მუსიკის ეფექტი განპირობებულია მასში მაღალი სიხშირის ტალღების პრევალირებით. ეს ბგერები, ერთის მხრივ, აძლიერებენ შუა ყურის მიკროსკოპულ კუნთებს, მეორეს მხრივ კი, 3000-დან 8000ჰც და მეტი სიხშირის ბგერები იწვევენ განსაკუთრებით მაღალ რეზონანსს თავის ტვინის ქერქში, რაც აუმჯობესებს მეხსიერებას და ასტიმულირებს აზროვნებას. --------------- Lasha 20 სექტ 2013, 3:47 მე პესიმისტურად ვარ განწყობილი ნინო ჩხეიძე ფორევეა :D --------------- Mon Ami 20 სექტ 2013, 3:48 Lasha, ყრუ თუ იყავი არ ვიცოდი :( :D --------------- Gi 20 სექტ 2013, 3:51 Mocarts apiareben? Ra dazgnardi :-D ---------------