Pavel Nedved LoOoL 18 სექტ 2013, 22:02 http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/46/Pavel_Nedv%C4%9Bd.jpg/200px-Pavel_Nedv%C4%9Bd.jpg პაველ ნედვედი (ჩეხ.: Pavel Nedvěd (pavɛl ˈnɛdvjɛt) დ. 30 აგვისტო, 1972) — ჩეხი ფეხბურთელი, ტურინის იუვენტუსის ლეგენდად შერაცხული ნახევარმცველი და ჩეხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ოქროს ბურთის მფლობელი. ბავშვობის წლები პაველ ნედვედი ჩეხეთის პატარა ქალაქ ხებში შავი მუშის ღარიბ ოჯახში დაიბადა. იმ დროისთვის ჩეხოსლოვაკიაში ყინულის ჰოკეი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა იყო, პაშკამაც პირველად ჰოკეის თამაში გადაწყვიტა, თუმცა 1976 წელს ჩეხოსლოვაკებმა ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლეს და ამ ქვეყანაში ფეხბურთის ნამდვილი ბუმი დაიწყო. როგორც ყველა პატარა ბიჭი, პაველიც სწორედ ამიტომ შეიყვანეს ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში. მომავალი ვარსკვალავი თავიდან დაიწუნეს, რადგან მწვრთნელებს საკმაოდ ზანტი და მოუხეშავი ეჩვენეთ. მაგრამ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ნედვედმა მათი გაოცება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ პაშკა აქტიური სპორტით იყო დაკავებული, სკოლაში კარგად სწალობდა, განსაკუთრებით მათემამტიკას და თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ბუღალტერი გამოვიდოდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფეხბურთით მილიონების შოვნას შეძლებდა, ამიტომ სიღარიბიდან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად პეშკას ბუღალტრობა ეჩვენებოდათ, თუმცა მალე გადაწყვეტილება შეცვალა და საფეხბურთო სკოლის დასრულების შემდეგ პაველი ქალაქ პლზენის საფეხბურთო კლუბ ვიქტორიაში აღმოჩნდა. პატარა ფეხბურთელი აქ სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა, მას არც ძირითად შემადგენლობაში უთამაშია და არაც არაფერი მოუგია, ოცნებებით სავსე ბიჭს რეალობა სულ სხვანაირი დახვდა, როგორც შემდეგ თვითონ იხსენებდა, ამ კლუბში თამაშისას მიხვდა, რომ ნიჭი არაფერია თუ შრომისმოყვარეობაც თან არ ახლავს. მამამისი ჩვულებრივი შავი მუშა იყო და არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ კარგი სახლი ექირავებინათ, ამიტომაც პატარა ნედვედი ერთ ოთახში ცხოვრობდა, სადაც წვიმის დროს ისევე წვიმდა, როგორც ქუჩაში. მამა ყოველ კვირას ჩამოდიოდა და საჭმელი ჩამოქონდა. სწორედ მაშინ მარტოხელა ნედვედი თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა მწვრთნელმა იოჟეფ ჟალუდეკმა, რომელსაც პეშკა მეორე მამას ეძახდა. ბევრი მცდელობის მიუხედავად ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება ვერაფრით მოახერხა, დიდი გაბარიტების მქონე თანატოლები თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ. ამიტომაც ზუსტ დარტყმებში დაიწყო ვარჯიში, იმისათვის რომ სხვებთან შედარებით ამ კომპონენტში მაინც ჰქონოდა უპირატესობა. სწორედ დაყენებული, ზუსტი დარტყმებით გამოირჩეოდა პაველ ნედვედი მთელი კარიერის განმავლობაში. ამასობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურიც მოუწია. ნედვედი პრაღის დუკლამ გადაიყვანა თავისთან. ეს კლუბი არმიული იყო და მათ იზრუნეს, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი თავისთან ჩაერიცხათ. Sparta მალე ქვეყანაში უსისხლო რევოლუცია მოხდა, დაიწყო ეკონომიკური რეფორმები და ფეხბურთმა მეორე პლანზე გადაიწია. ამიტომაც დუკლამ ნედვედი დიდი სიამოვნებით გაყიდა სპარტაში, რომელმაც სხვა კლუბებისაგან განსხვავებით ყველაზე მალე მოახერხა ადაპტაცია არასოციალურ ჩეხოსლოვაკიაში. პაველ ნედვედმა სპარტაში პირველი სეზონი ისე ჩაამთავრა ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა, თუმცა, მალე ლიდერი გახდა და ქვეყნის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. გარდა ამისა, ბომბარდირული ნიჭიც გამოავლინა და 1995-1996 წლების სეზონში ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა Lazio მალე სპარტამ ჰოლანდიურ პსვ -სთან წინასწარი შეთანხმება გააფორმა ნედვედის გაყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ნედვედის ფასმა აიწია, ამიტომაც სპარტამ პსვ-სთან გარიგება ჩაშალა და მოლაპარაკებები, რომის ლაციოსთან დაიწყო. გარიგებებში იტალიურ კლუბს ლეგენდარული დინო ძოფი წარმოადგენდა, რომელსაც ერთდროულად ორი ფეხბურთელი ჰყავდა შერჩეული - სპარტაკელი ილია ციმბალარი და ანალოგიური ამპლუის პაველ ნედვედი, თუმცა რუსებმა ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი განაცხადეს, ამიტომ რომაელებმა საბოლოოდ ჩეხი ირჩიეს, რაც 4,5 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ახალი შენაძენით კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელი ზდენეკ ზემანი. პაველ ნედვედმა ახალ კლუბში ადაპტირება მალე მოახერხა. ლაციოს იმდენი ტიტული ერთ სეზონში არასდროს მოეგო. იტალიის თასს ქვეყნის სუპერთასიც მიაყოლეს და თასების თასის უკანასკნელ გათამაშებაშიც იმარჯვეს. 1999-2000 წლებში ლაციომ ოქროს დუბლი მოხერხა, სკუდეტო 28 წლიანი შესვენების შედეგ მოიგო. მაშინ პაველ ნედვედის გვერდით ხუან სებასტიან ვერონი, ალესანდრო ნესტა და სხვა ვარსკვლავები ბრწყინავდნენ. ჩეხმა ნახევარმცველმა 5 სეზონი გაატარა რომის ლაციოში, 2001 წელს კი კლუბის დატოვება მოუწია, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ერიქსონმა, მის ნაცვლად კი ძაკერონი მოვიდა, რომელმაც რატომღაც აითვალწუნა ნედვედი, გარდა ამისა, კლუბში ფინანსური კრიზისი დაიწყო, გუნდის ხელმძღვენელობამ კი გამოსავალი ფეხბურთელების გაყოდვაში ნახა. პაველ ნედვედიც იუვენტუსში აღმოჩნდა. Juventus ტურინული კლუბი იმ პერიოდში ძველი დიდების დაბრუნებას აპირებდა, მთავარ მწვრთნელად მარჩელო ლიპი დაინიშნა, მაგრამ გუნდიდან წავიდა ზინედინ ზიდანი და იუვენტუსის ხელმძღვანელობა მის შემცვლელს აქტიურად ეძებდა. მაშინ ლიპის განცხადებამ ბევრი გააოცა, მან პაველ ნედვედს სწორედ დიდებული ფრანგის მემკვიდრე უწოდა. წლების შემდეგ დამტკიცდა იტალიელი მწვრთნელის ნათქვამის ჭეშმარიტება. გულშემატკივრები და კლუბის ხელმძღვანელობაც დარწმუნდნენ, რომ ჩეხში გადახდილი 35 მილიონი სწორი ინვესტიცია იყო. 2001-2002 წლების სეზონში ნედვედმა მეორე სკუდეტო მოიგო, ამჯერად ”ბებერი ქალბატონის” შემადგენლობაში. მომდევნო წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრება პაველ ნედვედს, იმ მატჩში მან ჯერ გამარჯვების გოლი გაიტანა, შემდეგ კი სრულიად უწყინარ სიტუაციაში თამაშის წესი დაარღვია და ყვითელი ბარათი დაიმსახურა, ეს მეორე იყო იმ გათამაშებაში, რაც ავტომატურად ფინალის გამოტოვებას ნიშნავდა. გადამწყვეტ შეხვედრაში იუვენტუსი მილანს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გამარჯვება მილანს დარჩა. მიუხედავად ამისა 2003 წელს ნედვედმა ოქროს ბურთი მოიპოვა. მას ხმა იტალიელებმაც მისცეს, რომელთაც წესით მალდინის პირველობა უნდა ეღიარებინათ. დაჯილდოების ცერემონიალზეც თავმდაბალი იყო. ”ოქროს ბურთს ჩემზე მეტად სხვები იმსახურებდნენ ანრი, რაული ან ზინედინ ზიდანი. ისინი ფეხბურთის ვირტუოზები არიან, მე შავი მუშა, ისევე როგორც მამაჩემი, თუმცა მეც თითიქმის იმდენი ტიტული მაქვს მოგებული, რამდენიც მათ,”- განაცხადა ნედვედმა მას შედეგ, რაც იუვენტუსი უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა, პაველ ნედვედმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. --------------- LoOoL 18 სექტ 2013, 22:06 Sanakrebo Kariera პაველ ნედვედი ჩეხეთის ნაკრებში მისი დაარსების დღიდან თამაშობს, უფრო სწორად მისი განახლების დღიდან - 1994 წლიდან. ჩეხეთის მაშინდელმა დამრიგებელმა დუშან უგრინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელზე გაეკეთებინა, თანაც უპირატესობას ისეთ ფეხბურთელებს ანიჭებდა, რომლებიც ჩეხეთის ჩემპიონატში თამაშობდნენ. არც შემცდარა - ჩეხებმა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. იმ ჩემპიონატზე ჩეხებს ანგარიშს არავინ უწევდა და დაბალ შეფასებასაც აძლევდნენ. იმ ჯგუფში ჩეხეთთან ერთად გერმანია, იტალია და რუსები ცდილობდნენ წარმატების მიღწევას. თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად მეორე ადგილი მოიპოვეს და ჯგუფიდან გააღწიეს, მაგრამ ფინალამდე მისვლას თვითონაც ვერ წარმოიდგენდნენ. ევროპის 1996 წლის გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ ჩეხებმა ითამაშეს გერმანიის წინააღმდეგ. მაშინ ოლივერ ბირჰოფმა გაუტანა გამარჯვების გოლი და ნედვედი და კომპანია ჩემპიონის ტიტულის გარეშე დატოვა. მას შემდეგ პაველ ნედვედი ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. მართალია ჩეხები მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ, მაგრამ ევრო 2000-ის შესარჩევი ციკლი ერთი ამოსუნთქვით გაიარეს- არც ერთი მატჩი არ წაუგიათ. რაც შეეხება თვითონ ჩემპიონატს, ოთხი წლის წინანდელი შედეგის განმნეორება ვეღარ მოახერხეს. მიზეზი ისევ სიკვდილის ჯგუფი გახდა. ჯგუფურ ეტაპზე ჩეხები მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთან, მასპინძელ ჰოლანდიასა და დანიასთან ერთად მოხვდნენ. გარდა ამისა, ჩეხები პიერ ლუიჯი კოლინამაც გაწირა, ნედვედის გამო დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა, მათ ასპარეზობას წერტილი დაუსვა. უიღბლო გამოდგა ევროპის მომდევნო ჩემპიონატიც. 2004 წელს კარელ ბრიუკნერის სიმპატიური გუნდი სპეციალისტების ვარაუდით, ფინალში თამაშს იმსახურებდა. მაგრამ ნახევარფინალში მასპინძელ ბერძნებთან განვითარებული დრამის შემდეგ ჩეხეთის ნაკრები ტიტულის გარეშე დარჩა. ის შეხვედრა განსაკუთრებით მძიმე გამოდგა კაპიტან ნედვედისთვის. პირველი ტაიმის დასრულებამდე, პაველმა თავგანწირულად ითამაშა და მძიმედ დაშავდა. მის ნაცვლად მოედანზე შმიცერი გამოვიდა, რომელსაც ცუდად არ უთამაშია, მაგრამ სრულფასოვნად ვერ შეცვალა კაპიტანი. ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დამატებით დროში კი ტრიანოს დელასმა საბერძნეთი ფინალში გაიყვანა. სწორედ ეს მატჩი აღმოჩნდა პაველ ნედვედის სანაკრებო კარიერაში უკანასკნელი Piradi Cxovreba პაველ ნედვედმა თავისი მომავალი მეუღლე მაშინ გაიცნო, როდესაც 15 წლის იყო, ივანა კი 13-ის. გოგონა პაველის სოფელში მეზობელი სოფლიდან ბებია-ბაბუასთან სტუმარდ ჩამოდიოდა ხოლმე. ოჯახის შექმნა კი უფრო გვიან 21 წლის ასაკში გადაწყვიტეს. Titulebi საკლუბი სპარტა პრაღა ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი: 1992-93 ჩეხეთის ჩემპიონი: 1993-94, 1994-95 ჩეხეთის თასი: 1996 ლაციო სერია A: 1999-00 იტალიის თასი: 1997-98, 1999-00 იტალიის სუპერთასი: 1998, 2000 უეფას თასების მფლობელთა თასი: 1999 უეფას სუპერთასი: 1999 უეფას თასი: 1997-98 (ვერცხლის პრიზიორი) იუვენტუსი სერია A: 2001-02, 2002-03, 2004-05 (ჩამორთმეული), 2005-06 (ჩამორთმეული) იტალიის სუპერთასი: 2002, 2003 სერია B: 2006-07 ჩემპიონთა ლიგა: 2002-03 (ვერცხლის პრიზიორი) სანაკრებო Piradi Titulebi მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი: 2003 (ვორლდ სოკერი) ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ოქროს ბურთის მფლოებელი: 2003 (ფრანს ფუტბოლი) ჩეხეთის საუკეთესო ფეხბურთელი: 1998, 2000, 2003, 2005 იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი: 2003 (გუერინ სპორტივო. ტოტისთან ერთად) პრემია ”ოქროს ფეხის” მფლობელი: 2004 შედის ევროპის სიმბოლურ ნაკრებში: 2003, 2004, 2005 შედის ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში: 2004 (უეფა) ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევრმცველი: 2003 (უეფა} წყარო: wikipedia Video 1} http://www.youtube.com/watch?v=8dF0elhZ4qY 2} http://www.youtube.com/watch?v=K77mLeMr1zQ 3} http://www.youtube.com/watch?v=eo-bPDLWng0 --------------- temo 18 სექტ 2013, 22:07 miuxedavad imisa rom es kaci iuventino iyo mainc vafasebdi :) --------------- Dstori 20 სექტ 2013, 9:44 Juves gmiri da legenda, magari fexburteli iyo .tashi. --------------- AC MILAN 20 სექტ 2013, 9:48 dzalian magari pexburteli iyo. ---------------