qali, romlistvisac bonapartma evropis ruka Shecvala MESUT OZIL 16 სექტ 2013, 21:06 სასიყვარულო ისტორიები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი მაშინ როცა მათი გმირები სახლგანთქმული ადამიანები არიან. გამონაკლისს არც საფრანგეთის ძლევამოსილი იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტეს ცხოვრება და სასიყვარულო ისტორიები წარმოადგენს. ბონაპარტეს საყვარლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორცეული გახლდათ პოლონელი მარია ვალევსკაა, რომლის გამოც ნაპოლეონმა ევროპის რუკა შეცვალა მარიასა და ნაპოლეონის შეხვედრაის რამდენიმე ვერსია არსებობს. სენკევიჩი წერს: "როგორც კი ნაპოლეონის მხედრობა პოლონეთში გამოჩნდა, მას მოზეიმე ხალხი შეეგება. ახალგაზრდა ქალების ჯგუფი გადაუდგა კარეტას, რომელშიც, გადმოცემით, ნაპოლეონი უნდა მჯდარიყო. ამ ქალთა შორის იყო მარიაც". შემდეგ სენკევიჩი წერს, რომ ნაპოლეონი მართლაც იჯდა ამ კარეტაში. ის გადმოვიდა და პოლონურ ეროვნულ სამოსში ჩაცმულ ქალებს მიესალმა. მისი ყურადღება უმალ მიიპყრო მარიამ, რომელიც იმპერატორს მიესალმა: "კეთილი იყოს თქვენი ფეხი პოლონეთის მიწაზე!". გი ბრეტონის ცნობით, მარია ნაპოლეონს ვარშავაში ტალეირანის მიერ გამართულ მეჯლისზე წარუდგინეს. ბრეტონი თვლის, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა. "პოლონელები ნაპოლეონზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ამიტომაც მიაჩეჩეს მარია, – წერს ფრანგი ისტორიკოსი, – თუ ამ ქალსა და იმპერატორს შორის რომანი დაიწყებოდა, მათი აზრით, ეს პოლონეთის აღორძინებას ხელს შეუწყობდა". ამბობენ, ერთი ნახვით სიყვარული მწერლებისა და პოეტების მოგონილიაო. ეს არასწორია. ნაპოლეონს ერთი ნახვით შეუყვარდა მარია. მალე იმპერატორმა მას ასეთი ბარათი გაუგზავნა: "ქალბატონო, მიყვარხართ და გთხოვთ, ჩემს წერილს უპასუხოდ ნუ დატოვებთ. მე თქვენ მომეწონეთ და თქვენ გარეშე ჩემი შემდგომი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია!". ნაპოლეონსა და მარიას სულ უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად. მალე პოლონურ მაღალ წრეებში აჩურჩულდნენ: "ნაპოლეონს მარია ვალევსკა შეუყვარდა!", "საოცარია, რა ნახა იმპერატორმა მასში?!". მალე ბონაპარტმა მარია თავის შტაბ–ბინაში დაპატიჟა. ქალმა იქ 3 თვეზე მეტი გაატარა. "მარია იქიდან გაბერილი მუცლით დაბრუნდა", – წერს გი ბრეტონი. ნაპოლეონს მარია ძალიან უყვარდა, ამიტომ პარიზში მდიდრული სახლი აჩუქა, სადაც ქალი ორ შვილთან ერთად დასახლდა. პირველის მამად ოფიციალურად ვალევსკი ითვლებოდა (ნამდვილი მამის ვინაობა დღემდე უცნობია), მეორე კი ნაპოლეონის ვაჟი გახლდათ. "ჩემი პოლონელი ცოლი" – ასე ამბობდა მასზე ნაპოლეონი. თავის პირველ მეუღლე ჟოზეფინასთან ნაპოლეონს კარგა ხანია, ცივი ურთიერთობა ჰქონდა (მერე გაეყარა კიდეც). ბრეტონის ცნობით, არც შემდგომ ცოლ მარია–ლუიზასთან (ავსტრიის იმპერატორის ასული) ჰქონია კარგი ურთიერთობა. ეს ქორწინება პოლიტიკური მიზნით იყო ნაკარნახევი. "ნაპოლეონს სულით და გულით მხოლოდ მარია ვალევსკა უყვარდა", – წერს სენკევიჩი. ჰენრიკ სენკევიჩის ცნობით, ნაპოლეონი სისტემატურად ინტერესდებოდა შვილის ბედით, რომელიც მარიასგან ჰყავდა. თვალს ადევნებდა მის აღზრდას, იმას, რომ პატარას არაფერი მოჰკლებოდა. როგორც ფრანგი, ისე პოლონელი ისტორიკოსები ერთსულოვნად აღნიშნავდნენ, რომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, მარიას თავისი მდგომარეობით ბოროტად ესარგებლა. მიუხედავად ამისა, ის იყო ქალი, რომლის გულისთვისაც ბონაპარტმა ფაქტობრივად ევროპის რუკა შეცვალა. "მარიას არავის დაჩაგვრა და არავის ქონების მითვისება არ უცდია. პირიქით, ბევრ გაჭირვებულს ეხმარებოდა. ნაპოლეონს ის ძალიან უყვარდა და ცდილობდა, შეძლებისამებრ მისი სურვილები დაეკმაყოფილებინა, – წერს გი ბრეტონი, – ამიტომ, როდესაც მარია სთხოვდა, ესა და ეს კაცი დააპატიმრეს და მდგომარეობა შეუმსუბუქეო, იმპერატორი ჯერ მოიღუშებოდა, შემდეგ კი ამ პატიმრის საქმეს შეისწავლიდა და თუ განსაკუთრებით საშიში დამნაშავე არ იყო, მარიას თხოვნას უსრულებდა". ცხადი იყო, რომ მარია ოფიციალურად ნაპოლეონის ცოლი ვერასოდეს გახდებოდა. ქალი გაეყარა ვალევსკის და გენერალ დ,ორნანოზე გათხოვდა, მაგრამ ნაპოლეონის მიმართ სიყვარული არ განელებია. როგორც ცნობილია, რუსეთში ლაშქრობა კატასტროფით დასრულდა. ნაპოლეონმა მოსკოვი აიღო, მაგრამ შემდეგ თავს ძლივს უშველა. მალე რუსეთის, ინგლისის, ავსტრიის, პრუსიის ჯარებმა პარიზი დაიკავეს, ნაპოლეონი დაატყვევეს და კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. მიუხედავად ყველაფრისა, ქალი დატყვევებულ იმპერატორთან კავშირს არ წყვეტდა. ჰენრიკ სენკევიჩის ცნობით, მათ საიდუმლო მიმოწერა ჰქონდათ. ერთ–ერთ წერილში ნაპოლეონი წერდა: "როგორ მომენატრეთ! რომ იცოდეთ, როგორ მინდა თქვენი ნახვა!". სენკევიჩი ამტკიცებს, რომ მარია მალულად გაემგზავრა ელბაზე და დატყვევებული ნაპოლეონი ინახულა: – მადამ, რატომ შეწუხდით, რატომ ჩაიგდეთ თავი ასეთ ხიფათში? – იმიტომ, რომ მიყვარხართ, – მიუგო მარიამ. ქალი კიდევ რამდენჯერმე ჩავიდა საიდუმლოდ ელბაზე. როგორც ფრანგი, ისე პოლონელი ისტორიკოსები წერენ, რომ ნაპოლეონი და მარია უკანასკნელად ვატერლოოს ბრძოლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს. – აბა, უფალი გფარავდეთ, – წაიჩურჩულა მარიამ და გადაეხვია. ვატერლოო ნაპოლეონის კატასტროფა გახდა. ის დააპატიმრეს და წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. მარია პარიზში დაბრუნდა. ის იმ სახლში გარდაიცვალა, რომელიც მას ნაპოლეონმა აჩუქა. მარია ვალევსკას არა ერთი რომანი, პიესა თუ ფილმი მიუძღვნეს. მასზე წერდნენ როგორც პოლონელები, ასევე ფრანგები, გერმანელები და ინგლისელები. --------------- Kaxa 26 სექტ 2013, 21:44 xo xo xo erti troas omi moxda elenas gamo da meore es istoriaa uryevi cheshmariteba. --------------- angel of death 16 ოქტ 2013, 12:44 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=22512&cit]ციტატა: Kaxa :D suleluri mitia :) herodote ambobda mgoni :"yvelaze chkvianiebi sparselebi arian - radgan kargad ician rom ,qals tu ar surs-mas veravin Moitacebs" :D ase rom ar iyo metraociani diqtqtori (simaglit :D ) aseti suleli. --------------- AC MILAN 16 ოქტ 2013, 12:50 eg istoriaa tu legenda?ar msmenia araperi amaze .dum. ---------------