qartuli romantizmi T E M O 16 სექტ 2013, 15:33 xshirad amboben, rom romantizmi literaturashi leqsisa da leqsis mweralta epoqa iyo. Romantizmis arc ert erovnul gamovlinebas ar miesadageba es azri ise zustad, rogorc qartuls. RoMantizmma saqartveloshi swored leqsis mweralta shemoqmedebashi ichina tavi. Saqartveloshi mogvaweobdnen iseti diadi romantikosebi, rogorebic iyvnen: aleqsandre chavchavadze, grigol orbeliani da nikoloz baratashvili. Mat garda saqartveloshi romantizms sxva mimdevrebic hyavda: davit machabeli, mixeil tumanishvili mamia gurieli da sxv. qartvel romantikosebma daiwyes qartuli leqsis evropeizacia, anu im dziritadi motivebisa da tendenciebis danergva qartul poeziashi, romlebic mashindel evropul literaturas axasiatebda. mashindelma qartulma ganatlebulma sazogadoebam evropul romantizms qartuli romantizmi daukavshires da gamoitqva azri, rom es ori qartuli da evropuli romantizmi dzalian msgavsi iyo. Amis sapasuxod geronti qiqodzem aseti ram warmostqva: is, rom am or romantizms ragac saerto agmoachnda, ideata paralelizmit ufro aixsneba vidre ushualo mibadzvit. Nikoloz baratashvilis shemoqmedebashi centraluri adgili ekava pirovnebis problemas, mis gancdebsa da shinagan samyaros. p.s gtxovt tema fartod gavshalot da rac vicit qartuli romantizmis shesaxeb am temashi movaqciot --------------- ***MaLeNa*** 16 სექტ 2013, 16:36 ერთ-ერთი საინტერესო ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც ქართულმა მწერლობამ გაიზიარა, რომანტიზმია _ ეპოქა, როდესაც ფორმისა თუ შინაარსის მხრივ სრულიად ახალი თვისებისა და სურნელის მქონე პოეზია შეიქმნა. ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები ქართული პოეზიის შედევრებს წარმოადგენს, რომელთა შესწავლისა და გააზრებისთვის მთელი ეპოქის მიმოხილვა გვჭირდება. XIX საუკუნეში საქართველოში რომანტიზმის შემოსვლა ქართული კულტურის ევროპული ორიენტაციის მანიშნებელი იყო, თუმცა თავად ქვეყანა, პოლიტიკური თვალსაზრისით, კიდევ ორი საუკუნის განმავლობაში ჯერ - რუსეთის, მერე კი უკვე საბჭოთა იმპერიის განაპირა პროვინციას წარმოადგენდა. საბჭოთა ეპოქაში ქართული რომანტიზმის შესწავლა მსოფლიო კონტექსტში წარმოუდგენელი იყო და არც არასდროს მომხდარა. ამ ცოტა ხნის წინ კი ჩვენმა საზოგადოებამ გამორჩეულად საინტერესო სამეცნიერო ნაშრომი მიიღო საჩუქრად ქართველი ლიტერატორებისგან. ესეების კრებული "ქართული რომანტიზმი - ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები" ორი წლის განმავლობაში იქმნებოდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ლიტერატორთა რამდენიმე თაობის წარმომადგენელთა მიერ. სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელისა და წიგნის რედაქტორის, ზაზა აბზიანიძის შესავალ წერილში ხაზგასმულია, რომ კრებულის ავტორთა მიზანი იყო, ერთგვარი "კულტუროლოგიური ნიშა" ამოევსოთ და, ქართული რომანტიზმის სიღრმისეულ კვლევასთან ერთად, განესაზღვრათ მისი ადგილი XIX საუკუნის ევროპული ლიტერატურის კონტექსტში. --------------- ***MaLeNa*** 16 სექტ 2013, 16:38 ქართული რომანტიზმის ფუძემდებლად ალექსანდრე ჭავჭავაძე ითვლება. ერთხელ ალ. ორბელიანს ალ. ჭავჭავაძისათვის უკითხავს: კნიაზო, თქვენი ლექსები რომ ასე განასხვავეთ და მსუბუქი და რბილი წყობა მიეცით, საიდან შემოიღეთ ამგვარი სტილიო. ალ. ჭავჭავაძეს კი უპასუხია: ჩვენი მესტვირეებისაგან (ბლიაძეებისაგან) შემოვიღე. ბევრ ფრანგულ წიგნს ვკითხულობ, ჩვენი მესტვირეების მარტივ ყბედობას ევროპული სიამოვნება დავამატე და ასე შემოვიღე ამგვარი სტილიო. ამ პოეტთა აზროვნებაზე ორმა დიდმა ისტორიულმა თარიღმა მოახდინა გადამწყვეტი გავლენა: 1801 წელმა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობას ბოლო მოეღო და 1832 წელმა, როცა ქართველი პატრიოტული თავადაზნაურობისა და ინტელიგენციის შეთქმულება გამომჟღავნდა და დამარცხდა. ---------------