deda.....❤ ❤❤ ❤ teona 16 სექტ 2013, 14:05 დედა, დედიკო, დე..სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის,ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის დედა.განა მარტო ადამიანი?ჩნდება კითხვა და პასუხიც რატომღაც უმალვე მოდის, არა! დედა ანგელოზია.. ანგელოზი რომელსაც უხარია თავისი ბავშვის კარგი და ტკივა ცუდი, ანგელოზი რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს ,ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხართ,უხარიხართ, ზრუნავს თქვენზე და ცდილობს არაფერი მოგაკლოთ, თგვენგან კი მხოლოდ ერთს ითხოვს,იყოთ კარგები.მაგრამ ჩვენ ნაკლებად ვცდილობთ ამ ყველაფრის დაფასებას, ან ისე არ გამოგვდის როგორც გვინდა, ფაქტი ერთია ,რომ დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია.დედა სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება,სანამ ის გვყავს მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია,ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი,მრჩეველი,სიხარულის გამზიარებელი, არასდროს დაფიქრებულხართ? როცა რაიმეს იტკენთ ან როცა ძალიან ცუდად ხართ სულ გაიძახით ხოლმე ”ვაიმე დედიკო მიშველე”, ან როცა სკოლაში მიაღწევ წარმატებას სახლში სწრაფად გინდა მიხვიდე რომ კარების გაღებისთანავე დედას ”გამარჯობის” მაგივრად შენი წარმატება მიახალო, რადგანაც იცი რომ მასზე მეტად ეს არავის გაეხარდება, როცა გულის გადაშლა მოგინდებათ, მიხვალთ და დედას მოუყვებთ ყველაფერს ,არა იმიტომ რომ შენ დაქალი არ გყავს არამედ ,იმიტომ რომ მასზე უკეთ ვერავინ გირჩევს და გაგიგებს. ... და ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ მიჩნდება კითხვა: დედა უბრალოდ ადამიანი თუ ანგელოზი?იცით ამბობენ ანგელოზები არ ტირიანო, მათ არ შეუძლიათ იგრძნონ რა არის ცრემლი, სწორედ ეს მაფიქრებს და ეჭვს მიჩენს რომ დედა უბრალოდ ადამიანია და არა ანგელოზი..უფრო მეტიც ის პიროვნებაა.. მას შეუძლია ტირილი და ტკივა კიდეც ძალიან ხშირად ჩვენს გამო. იცით რაოდენ გულის მომკვლელია დედის ცრემლი?როცა ხედავ მის ზღვისფერ თვალებს ,რომლებიც ერთ დროს ანათებდნენ უცებ ქრებიან და უსიცოცხლო თვალებს ემსგავსებიან, სწორედ ამ დროს გივლის ტანში ჯრუანტელი,პულსი თითქმის ჩერდება და შენს თვალზეც მოდის ცრემლი, ცრემლი სინანულის, გულისტკვილის ,დარდის და ბოლოს, ცრემლი საკუთარი თავისადმი უკმაყოფილების და საშინელი ტკივილის რადგანაც შენ დედა აატირე,მისი ცრემლი კი ყველაზე წმინდა ,სათუთი და სპეტაკია,ნუ გააკეთებთ იმას, რაც დედას ატკენს და ცრემლს დაჰბადებს მის ცეცხლის ალივით მოკაშკაშე თვალებს,იყავი კარგი, რომ შეეძლოს მას შენით ამაყობა, არ რცხვენოდეს გარეთ გასვლის და ყველგან ამბობდეს რომ შენნაერი კარგი შვილი ყავს.შვილი დედასთვის ყველაზე ძვირფასი განძია რომელიც მას ღმერთმა აჩუქა,ის ყოველთვის გაგიგებს და დაგიცავს მიუხედავად შენი შეცდომებისა და არასწორი საქციელისა, შენ ხომ მისი გულის ძგერის ერთ-ერთი მიზეზი ხარ.. ყველაზე კარგი,გამორჩეული, ლამაზი და ამასთანავე სათნო ქალია დედა ჩემთვის..ის ჩემთვის მთელი სამყაროს სუნთქვაა.. მხოლოდ ერთადერთს, დედას შეუძლია იცხოვროს შვილების ცხოვრებით, პასუხობდეს მათი გულის ყოველ მოძრაობას, რადგან ქვეყნად არ არსებობს ჩვენთვის უფრო მეტად ახლობელი არსება, ვიდრე დედა... .nazo. უბრალოდ გაუფრთხილდით დედებს.. სანამ დროა მოეფერეთ მათ და ნუ ატკენთ გულს ნურაფრის გამო..:) --------------- NIUSHA 16 სექტ 2013, 14:08 დედიკო :( --------------- bZzziki 16 სექტ 2013, 14:17 Deda. --------------- crawl 16 სექტ 2013, 15:09 chemi dediko .guli. vagmerteb --------------- ***MaLeNa*** 16 სექტ 2013, 16:22 მე ვერ ვისაუბრებ დედაზე მარტივად,ან ძალიან ბევრი უნდა ვწერო... შეუფასებელია მისი ღვაწლი და ამაგი :) --------------- CQNAFO 16 სექტ 2013, 16:59 pirvel postshi momechvena rom dzaan atrialebs eri da igives........... --------------- CQNAFO 16 სექტ 2013, 17:05 CHEMI PATARA SAMYAROS DIDI SAMYARO XAR DEDIKO... yvelaze metad axla mchirdeba deda, roca tavad unda gavxde deda... .plak. --------------- CQNAFO 16 სექტ 2013, 17:06 jerjerobit verafers ddavamateb.... mgoni yvelaferi vtqvi erti frazit... --------------- LesTaT 16 სექტ 2013, 17:58 neta arsebobs iseti adamiani visac ar uyvars deda? --------------- nucii 16 სექტ 2013, 17:59 Titqmis 22 welia sityva deda xmamagla agar mitqvams, gulshi ki marto gmertma icis ramdenjer... Miyvarxar dedi sadac ar unda iyo... Me sheni cxedari ar minaxavs, am sifrifana furclebis ki ar mjeravs... --------------- bZzziki 20 სექტ 2013, 10:52 D e d I l o o o o o o o o o o . . . --------------- Dstori 27 სექტ 2013, 23:50 Chemi guli xar, mgelvared fetqav, Iq mabedineb, sadac ver vbedav, Jirshic da lxinshic, yoveltvis gxedav, Aw da maradis, miyvarxar dedav... --------------- ~EleNi~ 03 ოქტ 2013, 1:46 chemi dedikunaaaa erti dge ro ar velaparako ver vdzleb:( sul menatreba :(miyvaaaaaars magram unda gavabrazo da imedia rodesme mapatiebs :) --------------- [GURULO] 03 ოქტ 2013, 1:49 მე ორი დედა მყავს, სიმართლე გითხრათ, ეხლა რაც გავიზარდე მერე ვხვდები დედის ფასს... მეკეტება ოზივეზე, ორივე რაღაცნაირად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან და თითქოს ავსებენ ერთმანეთს... მიყვარხართ მე თქვენ და მენატრებით საშინლად :S --------------- B I B I 15 ოქტ 2013, 0:10 de :) madloba, rom mfarvelob. Madloba, rom mitmen. Madloba rom dzlierixar. Mapatie, rom ver gamovxatav siyvaruls, mapatie uxeshoba. Miyvarxar de .guli. Sauketeso xar --------------- adanali 15 ოქტ 2013, 0:12 ორი დედა მყავს ერთმა ვინც გამაჩინა და მეორემ ვინც გამზარდა ორივე მიყვარს ძალიან :* --------------- DaDa 15 ოქტ 2013, 0:28 ჩემი მარიამი..ჩემთვის ყველაფერია.მე კი ვარ ცუდი შვილი მაგრამ ის რაღაც სასწაულად მიძლებს.ხან ვძმაკაცობთ ხანაც ვჩხუბობთ..ძალიან ლამაზი დედა მყავს მე და ვაღმერთებ ისე მიყვარს!ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ახლაც მგონია რომ ჩემი ტოლია :) --------------- teona 15 ოქტ 2013, 23:10 DaDa, dzn kargia eseti kargi deda rom gyavs.gmertma didxans gicocxloos.... --------------- DaDa 15 ოქტ 2013, 23:13 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=32138&cit]ციტატა: teona მადლობა დიდი..გაიხარე :) ---------------