ბათუმი ***MaLeNa*** 16 სექტ 2013, 12:31 http://s57.radikal.ru/i156/1309/3f/d7889187f575.jpgპირველი ცნობები ბათუმის შესახებ პირველი ცნობები ძვ.წთ-ის მე-4 ის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება. იგი შავი ზღვის სანაპიროზე კოლხეთში მდებარე ქალაქს ,,ბათუსის" სახელით მოიხსენიებს. ამავე სახელით იცნობდნენ ქალაქს რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი და ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე. ,,ბათუსი" ბერძნული სიტყვაა და ღრმას ნიშნავს. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ ყველაზე ღრმა და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს. ქალაქის შემოსასვლელში, მდ. ყოროლისწლის მიდამოებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ცხადყო, რომ მოსახლეობა ამ ადგილებში ძვ.წ. მეორე-პირველი ათასწლეულების მიჯნაზე ცხოვრობდა და მეზობელ ხალხებთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა. ძველი ბათუმის ცენტრად თამარის დასახლებაში არსებული, თამარის ციხედ წოდებული ბორცვი ითვლებოდა, რომელიც ყოროლისწყლის ხეობაში ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ქრისტეშობიდან II საუკუნეში, იმპერატორ ადრიანეს დროს, ბათუმში რომაელთა გარნიზონი იდგა. V ს-ში საქართველოს მეფემ, ვახტანგ გორგასალმა იგი თავის სამფლობელოს შეუერთა. VI, VII, VIII ს-ებში ბათუმსა და მის მხარეს ეგრისისა და აფხაზეთის მთავრები მართავდნენ. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო სოფლის ტიპის დასახლება იყო. ბათუმის ღირსშესანიშნაობები ბათუმის ღირსშესანიშნაობებს შორის გამოირჩევა ზღვისპირა პარკი. იგი ბათუმელებისა და სტუმრების საყვარელი, დასასვენებელი და გასართობი ადგილია. http://i052.radikal.ru/1309/ca/5fff14716de7.jpgარდაგანის ტბა. ტბას კეთილმოწყობამ მეტი მიმზიდველობა შესძინა. იგი თანდათან დასვენების თანამედროვე ცენტრად ყალიბდება: ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოებისა ტბის ტერიტორიის გასაფართოებლად და კეთილმოსაწყობად. ტბაზე გაკეთდა ორი ხელოვნური კუნძული, მოეწყო ამფითეატრი და საზეიმოდ გაიხსნა ქვეყნის პრეზიდენტის ნაჩუქარი ფრანგული შადრევანი, რომელიც მომენტალურად იქცა ქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობად. ტბასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა არაერთი კაფე-ბარი, სასტუმრო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი. ბათუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან საზღვაო-სატრანსპორტო კვანძს. თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით ბუნებრივად ღრმაწყლიანი სანაპიროთი ბათუმის საზღვაო ნავსაადგური ერთ-ერთი საუკეთესოა შავი ზღვის აუზში. ბათუმის საზღვაო სადგურში, რომელიც 1962 წელს არქიტექტორების - ნოვიკოვისა და კრემლიაკოვის მიერაა აგებული, შემოდიან დიდი წყალწყვის გემები. http://s017.radikal.ru/i414/1309/06/ff74c04ecefb.jpgთავისუფლების მოედანია, რომელმაც სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. მე-20 საუკუნის დასაწყისში მას აზიზიეს მოედანი ერქვა და აქ უზარმაზარი მეჩეთი იდგა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ (1921წ. მარტი) აქ ლენინის ძეგლი დაიდგა და მოედანსაც მისი სახელი ეწოდა. მოგვიანებით მოედანი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელს ატარებდა. ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო თეატრი შოთა რუსთაველის გამზირზე დგას. იგი 1952 წელს არქიტექტორ ტეპლიცკის მიერაა აგებული და 625 მაყურებელზეა გათვლილი. http://s59.radikal.ru/i163/1309/4d/0e20d913f34a.jpgბათუმის ლადო გუდიაშვილის სახელობის მხატვრის სახლია, სადაც ხშირად იმართება ცნობილი მხატვრებისა და მოქანდაკეების გამოფენები. აქვეა სამხატვრო სალონები, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ქართული შემოქმედების ნიმუშებს. ბათუმის საჩოგბურთო კორტები უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. აქ ხშირად იმართება სხვადასხვა რანგის ტურნირები. იგი რეგულარულად მასპინძლობს "ლედის ოუფენს". http://s019.radikal.ru/i612/1309/37/f5785a3c67a7.jpgშოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შენობა 1903 წელს აიგო და მასში ვაჟთა გიმნაზია იყო განთავსებული. 1935 წელს პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა ორწლიანი კურსით. 1990 წლიდან შენობაში უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. შენობა რამდენიმე წლის წინ კაპიტალურად შეკეთდა, გასულ წელს კი მოწესრიგდა როგორც უნივერსიტეტის ფასადი, ასევე მიმდებარე ტერიტორია. დღეს იგი საერთაშორისო სტანდარტების დონეს აკმაყოფილებს. http://s002.radikal.ru/i199/1309/3f/540747831736.jpgმოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი და ნურიგელის ტბა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ მდებარეობს. http://s53.radikal.ru/i139/1309/09/6f8f27291d70.jpgბათუმის ხელოვნების მუზეუმის შენობა 1949 წელს კახა ჯავახიშვილის პროექტით არის აგებული. 1955 წლიდან აქ რევოლუციის მუზეუმი იყო, მოგვიანებით ნაციონალური მოძრაობის ისტორიის მუზეუმი, ხოლო 1998 წლის 19 დეკემბერს ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. აქვეა დასავლეთ-ევროპული და რუსული ხელოვნების განყოფილება, სადაც მე-19 საუკუნის სხვადასხა ნამუშევრებია ექსპონირებული. ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი დაარსებულია 1908 წლის 19 მარტს. იგი მდებარეობდა ვოზნესენსკისა და ოლღას ქუჩების კვეთაში (ამჟამინდელი მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთა). 1939 წელს მუზეუმმა სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა დაიწყო. ამავე წლებიდან დაიწყო სამეცნიერო ექსპედიციების მოწყობაც. ბათუმის ყოფილი კათოლიკური, ამჟამად ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი 1898 წელს ბაქოში მოღვაწე ძმები ზუბალაშვილების დაფინანსებით აიგო. თავის მხრივ ძმებმა ზუბალაშვილებმა, რომლებიც კათოლიკები იყვნენ, ეკლესია დედის _ ბარბარე თუმანიშვილის საპატივცემულოდ ააგეს. მშენებლობა 1902 წელს დასრულდა და პირველი წირვა-ლოცვა ქართველმა კათოლიკე პადრემ ანსელმო მღებრიშვილმა ჩაატარა. საბჭოთა პერიოდში ბოლშევიკებმა ეკლესია გააუქმეს და მასში მაღალი ძაბვის ლაბორატორია განათავსეს. 1989 წელს ეკლესია მართლმადიდებლურმა მრევლმა აამოქმედა. http://i024.radikal.ru/1309/b1/30b3ab52a474.jpgწმინდა ბარბარეს ეკლესია რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. იქ ადრე რუსული სამხედრო ჰოსპიტალი იდგა. მისი აღების შემდეგ ძველი ეკლესიის ნანგრევები აღმოჩნდა, რომლის რესტავრაციის შემდეგ კვლავ ამოქმედდა წმინდა ბარბარეს ეკლესია. ეკლესიის ირგვლივ ლამაზი სკვერია გაშენებული და იგი ზღვისპირა პარკს ესაზღვრება. http://s019.radikal.ru/i603/1309/5b/c73a4040a644.jpgსულიწმიდის სახელობის კათოლიკური ეკლესია 2000 წელს, გოგებაშვილის ქუჩაზე ბათუმელმა კათოლიკეებმა ააგეს, რომლის ავტორები ოლეგ პატარიძე და გიორგი ბაღოშვილი არიან. ეკლესია ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა. http://s020.radikal.ru/i711/1309/5a/876caf9ffb60.jpgებრაული სინაგოგა ბათუმში სემეონ ვულკოვიჩის მიერ 1904 წელს აშენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ებრაელ და ქართველ ხალხებს ერთმანეთთან თანაცხოვრებისა და მეგობრობის 26 საუკუნე აკავშირებს. http://s019.radikal.ru/i621/1309/17/5cff2adadf82.jpgგრიგორიანული ეკლესია 1885 წელს აშენდა ავსტრიელი არქიტექტორის მარფელდის პროექტითა და მსხვილი მეწარმის მანთაშევის შემოწირულობით. 1937 წელს ეკლესია დაიხურა და მხოლოდ 1996 წელს მოხერხდა მისი ამოქმედება. http://s015.radikal.ru/i331/1309/88/dfe64412934b.jpg,,ორთა ჯამე” 1886 წელს "ასლან-ბეგ" ხიმშიაშვილის დედის შესაწირი თანხით არის აგებული . იგი ორ მეჩეთს შორის იყო მოქცეული და სწორედ, აქედან წარმოსდგება მისი სახელწოდება. მეჩეთი ლაზი ძმების მიერ არის მოხატული. http://s020.radikal.ru/i711/1309/ae/5772267c585b.jpgბათუმის ბოტანიკური ბაღი შავი ზღვის პირას, ქალაქის ჩრდილოეთით არის განლაგებული და იგი უნიკალურია პოსტსაბჭოურ სივრცეში. http://s019.radikal.ru/i624/1309/dd/1795ffdf1834.jpg წყარო: http://batumisistoria3.blogspot.com/2008/11/blog-post.html --------------- NIUSHA 16 სექტ 2013, 12:38 + .guli. --------------- [GURULO] 16 სექტ 2013, 12:42 batumi, kargi qalaqia batumi. sicocxle chqefs da titqos axali sisxli achqefda saqartveloshi batumis saxit... --------------- Dstori 16 სექტ 2013, 13:25 ბათუმს საქართველოში არაფერი მირჩევნია :) --------------- vaso.ge 16 სექტ 2013, 13:39 ar var namyofi --------------- Minimum 1 16 სექტ 2013, 13:40 სად არ ვყოფილვარ მაგრამ ბათუმზე მეტად არსად არ მინდა ყოფნა --------------- bZzziki 16 სექტ 2013, 13:47 .lalala. Mxolod zafxulis batumi miyvars. Am somxebis eklesiis qvemot mwvane bari romaa,magis fotoc dadet :D --------------- ***MaLeNa*** 16 სექტ 2013, 16:40 bZzziki, რად გინდა მაგის ფოტო? ყოველ დღეს მიწევს მწვანესთან გასეირნება :D ჩემს აჭარას, ჩემს ბათუმს, არცერთი მხარე მირჩევნია, მგონი ვერც ვიცხოვრებ სხვაგან :) --------------- ***MaLeNa*** 16 სექტ 2013, 16:42 bZzziki, http://s018.radikal.ru/i504/1309/54/ccb428334f13.jpg მწვანე ბარი გამსახურდიაზე :D --------------- AC MILAN 16 სექტ 2013, 16:46 batumshi yvelaze metad botanikuri bagi momewona.agprtovanebuli viyavi. --------------- bZzziki 16 სექტ 2013, 19:07 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=14806&cit]ციტატა: ***MaLeNa*** vaimeee . Shen gaicare. Gamsaxurdia ARA Isa,chemtvis leninia :D ratom Da,chemi sayvareli adgilia. Atafrit gamorcheuli,magram Mai,c :D --------------- LoOoL 16 სექტ 2013, 19:52 erti lifti magirson da mere mec vityvi kargi qalaqia tqua :D:D --------------- Mateus 17 სექტ 2013, 14:05 მშვენიერია ბათუმი :) http://archive.wapforum.ge/files/603076_581902321870197_777722196_n_736.jpg --------------- T E M O 17 სექტ 2013, 14:09 Kargia batumis bulvari da shavi zgva. Isec mshvenieri qalaqia. Kargad visveneb roca mcalia. Batumshi erti ram ar momwons: roca wvims qalaqi itboreba :( --------------- bZzziki 17 სექტ 2013, 15:08 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=15432&cit]ციტატა: T E M O eg batunis savixito baratia :D --------------- T E M O 17 სექტ 2013, 15:39 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=15445&cit]ციტატა: bZzziki amitomac rame unda gaketdes ro egre agar iyos. Elementarulad quchashic ki vegae gaivli. Naxevar metromde wyali dgeba da yvelafers tboravs. Yuradgebas ki aravin aqcevs. Zgvispiras Ninoshvilze ro catamrjenebs ageben cota qalaqis shignitac ro mixedon cudi ar iqneba. Magarm rogorc vamchnev bolomde egre darcheba samwuxarod --------------- bZzziki 17 სექტ 2013, 15:41 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=15460&cit]ციტატა: T E M O mere,RAs mijeteben batumelebi,gauchmaxon xabadzes --------------- bZzziki 17 სექტ 2013, 15:42 Mag tba Tu nurivelis saxels atarebda,AR vicodi. Neta vin iyo?! --------------- T E M O 17 სექტ 2013, 15:47 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=15463&cit]ციტატა: bZzziki ravi aba. Sityvis tqmac ki ezarebat. Ertxel avtobusit mivdiodi da ise gawvimda avtobusshi shemovida. Xofastan axlos da fexebs zevit vwevdit .lolz. --------------- ***MaLeNa*** 17 სექტ 2013, 15:48 bZzziki, „გელ–ბაშის ტბა“ – ასე ეწოდებოდა ადრე „ნური გელის ტბას“. ტბის მეორე სახელი ტრაგიკულ ისტორიასთანაა დაკავიშრებული. ლეგენდის თანახმად ტბაში დამხრჩვალა ბავში, სახელად – ნური. დედა ყოველდღე დადიოდა ტბის სანაპიროზე და ეძახდა შვილს: „ნური გელი“. --------------- T E M O 17 სექტ 2013, 15:49 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=15465&cit]ციტატა: bZzziki ar vici. Saxeli ra qvia isic ki ar vici :( . Mitxari tu ici?? --------------- ***MaLeNa*** 17 სექტ 2013, 15:52 http://s018.radikal.ru/i523/1309/11/1da570133715.jpg სიამოვნებით ჩaმოვჯდებოდი ახლა აქ და განტვირთვას გავაკეთებდი .xo. --------------- T E M O 17 სექტ 2013, 15:52 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=15478&cit]ციტატა: ***MaLeNa*** esec cudi ambavii. Tan Dzaan chuchyiani tbaa :( --------------- T E M O 17 სექტ 2013, 15:54 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=15487&cit]ციტატა: ***MaLeNa*** me ki 2 dgis win viyavi aq mzis chasvlisas. Kargi iyo namdvilad --------------- bZzziki 17 სექტ 2013, 15:57 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=15478&cit]ციტატა: ***MaLeNa*** bavsvis Ra mogaxseno,nagram erti nacnobi ki chaagdes mand... Mtvrali. Axalgazrda bichi. Mandve cxovrobda. Ho Da,didxans ver vitandi mag adgils. Shemdeg,rom gawminfes daragaceebi shecvales,mec shemecvala grdznoba. exla dzalian miycars. Mandedan 10 wt-is mandzilze maqvs saxli. Ximshiashvilze .lalala. bevri mogoneba makavshirebs mag tbastan. Pirvelad mand shevxvdi sheyvarebuls :D oficialurad,Marti .meala. --------------- adanali 17 სექტ 2013, 15:59 დიდი არაფერი რამდენი ხანია აქეთ ვცხოვრობ მარა ჩემ თბილისს ბათუმი კი არა მაიამი არ მირჩევნია. . . .user. --------------- bZzziki 17 სექტ 2013, 15:59 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=15487&cit]ციტატა: ***MaLeNa*** mand vhokraobdit kurselebi :D --------------- AC MILAN 17 სექტ 2013, 17:05 kargi adgilia,magram cota sisuptave ar awyenda --------------- bZzziki 17 სექტ 2013, 17:22 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=15623&cit]ციტატა: AC MILANeg mtlianad qveynis problemaa --------------- VampirE 27 სექტ 2013, 23:48 ძალიან მიყვარს ბათუმი...ყოველთვის კარგი მახსენდება და ყოველთვის კარგად ვგრძნობ თავს ბათუმში... --------------- Dstori 27 სექტ 2013, 23:52 Vigac batumshia, xshirad farextan... --------------- B I B I 15 ოქტ 2013, 23:58 tbili qalaqia, tbili xalxi. Ertis gamo ufro shemiyvarda batumi. :* rac masukavshirdeba yvelaferi miyvars, bunebrivia is qalaqic. --------------- AC MILAN 16 ოქტ 2013, 0:03 miyvars batumi dzaan.wels zapxuls viyavi iq da dz momewona --------------- VampirE 16 ოქტ 2013, 0:13 წელს ზაფხულში ვერ მოვხვდი ბათუმში და საშინლად მაკლია :( დამპატიჟეთ ვინმემ :( ---------------