日本語 იაპონური ენა Dstori 14 სექტ 2013, 18:46 იაპონური ენა ( იაპონურად 日本語 ან にほんご ამ თემაში ვსაუბრობთ იაპონურ ენაზე, ვწერთ რაც ვიცით, მოგწონთ, არ მოგწონთ, ვასწავლით ერთმანეთს ყველაფერს და ა.შ. --------------- Dstori 14 სექტ 2013, 23:15 წარმოშობა და კლასიფიკაცია საკითხი იაპონური ენის წარმოშობისა და კლასიფიკაციის შესახებ ენის მკვლევართა შორის დღემდე არ არის ბოლომდე გარკვეული. გარკვეულია მხოლოდ ერთი, იაპონური ენა ენათესავება რიუკიუს კუნძულებზე არსებულ ენებს, რომელთაც ასევე რიუკიუს ენები ჰქვია. ამ ენებს ზოგი ენათმეცნიერი იაპონური ენის დიალექტებადაც განიხილავს. პირველი პრობლემა არის ის, რომ უძველესი იაპონური და დღემდე ჩვენამდე მოღწეული წერილობითი ძეგლი (კოჯიკი) ჩვ. წელთაღრიცხვის VIII საუკუნით თარიღდება, ანუ დაახლ. ამდროინდელია ასევე უძველესი ალთაური წერილობითი ძეგლები ორხონ–რუნული და ყიტანის დაწერლობები. იაპონური ენის ისტორიის შესახებ არსებული ყველა მეცნიერული მონაცემი, რომელიც უფრო ადრინდელ პერიოდს შეეხება, წარმოადგენს ლინგვისტურ რეკონსტრუქციებს ანდა არქეოლოგიურ და გენეტიკურ გამოკვლევებს ეყრდნობა. მეორე პრობლემა ისაა, რომ იაპონური მგავსებებს ავლენს კორეულ და ალთაურ ენებთან (ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ არის ჩრდილოტუნგუსური ენები, რომლებიც სინტაქსურად სულ სხვაგვარად მოწესრიგდებიან) ფონეტიკაში, მორფოლოგიასა და სინტაქსში. ამასთანავე ძველი იაპონური ენა მორფოლოგიასა და სინტაქსში ბევრ საერთოობასთან (მათ შორია ძველთურქულთანაც, როგორც ალთაურ ენათაგან ყველაზე დასავლეთით მდებარე და ამავდროულად ყველაზე ადრინდელი დამწერლობის მქონე ენა) ერთად „უცნაურობებსაც“ ავლენს. ყოველივეს მიუხედავად ალტაიცისტების დიდი ნაწილი კორეულ და იაპონურ ენებს საერთო პროტოენის (მაკრო–ალთაური) ადრინდელ ფრაგმენტებად მიიჩნევს, ხოლო თურქული, მონღოლური და ტუნგუსური ენები ალთაურის უფრო გვიანდელ ნამსხვრევებად განიხილება. ყოველი ამ ენისათვის საერთო დამახასიათებელი თვისება აგლუტინაცია არის. გენეტიკურად იაპონელები არიან ორი სხვადასხვა ტომის შთამომავალნი, რომელნიც სხვადასხვა დროს კორეის ნახევარკუნძულის გამოვლით იაპონიაში გადმოსახლებულან; ჯომონის მოსახლეობას გადმოსახლება უნდა დაეწყო ჯომონის ხანიდან, (პერიოდი ჩვ. წელთაღრიცხვის დაახლ. X საუკუნიდან) ხოლო იაიოის მოსახლეობას კი ეს პროცესი იაიოის ხანიდან (ჩვ. წელთაღრიცხვის დაახლ. IX საუკუნდან) უნდა დაეწყო. ყოველივეს გათვალისწინებით ფრიად სავარაუდოა, რომ ჟამთა სვლაში ორივე ჯგუფი გენეტიკურად და ენობრივად ერთმანეთს შერწყმოდა. ჯომონის მოსახლეობის ენის შესახებ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები, რადგან არც ლიტერატურულ წყაროებს და მითუმეტეს არც ამ ენაზე მოსაუბრეთ ჩვენამდე არ მოუღწევიათ, რის გამოც ვერც იმის დადგენაა შესაძლებელი, თუ ჯომონთა ენის რა ელემენტები შემორჩა თანამედროვე იაპონურს, რიუკიუს ენებსა და აინუს ენას. მკვლევართა მიერ შემოთავაზებული თეორიების მიხედვით არსებობს კავშირი ამ ენასა და აინუს ენას, ისევე როგორც ავსტრონეზულ ენებს შორის. გაცილებით უფრო მეტია ცნობილი იაიოის ენის შესახებ; ენათმეცნიერმა რილიმ (Riley) თავის ერთ–ერთ გამოკვლევაში 2003 წელს პროტო–იაპონურისა და ისტორიული კორეის სახელმწიფოს ენის – გოგურიეოს ლინგვისტური რეკონსტრუქცია მოახდინა და შეეცადა მათი ნათესაობა დაედგინა. ამ ჰიპოთეზის თანახმად იაპონური ქვეყნების პოლიტიკურად მოკავშირე კორეული სახელმწიფოების გაიასა და ბაეკლეს ენები კიდევ უფრო მეტ ურთიერთნათესაობას ამჟღავნებენ. მიუხედავად ამისა, რილის ეს მოსაზრება ჰიპოთეზად რჩება საკმარისი არგუმენტების უქონლობის გამო. იაპონური და კორეული ენები ერთმანეთს არაუადრეს ჩვ. წელთაღრიცხვის VII საუკუნისა უნდა დაშორებოდნენ, როცა კორეულმა სახელმწიფო სილამ ნახევარკონტინეტზე არსებული სხვა სამეფოები დაიმორჩილა, რის შედეგადაც სილას ენამ მოიდგა ფეხი და გაბატონდა, ხოლო სწორედ ამ დროს, აზუკას ხანაში იაპონიის ტერიტორიაზე სრულიად განსხვავებული კულტურა იწყებს განვითარებას. დღესდღეობით იაპონიასა და ორივე კორეაში საკითხი ენათა ნათესაობის შესახებ არამარტო ლინგვისტური, არამედ პოლიტიკური დისკუსიის ხასიათსაც იძენს, რის გამოისობითაც ხსენებულ თემასთან დაკავშირებული იაპონური და კორეული წყაროები არცთუ იშვიათად სუბიექტურად არის შეფერილი. თავის მხრივ აინუს ენა, რომელიც კუნძულ ჰოკაიდოს უძველეს მცხოვრებთა ენაა, არც იაპონურ და არც რომელიმე სხვა ცნობილ ენას არ ენათესავება, რის გამოც მას რეგიონის სხვა იზოლირებულ ენებთან ერთად პალეოციმბირულ ენებს მიათვლიან. ზოგიერთი ჰიპოთეზით იაპონური ენის კლასიფიცირება სხვა ენათა ოჯახებში უნდა მოხდეს. მაგ. ერთი ჰიპოთეზის თანახმად თანამედროვე იაპონურ ენას ავსტრონეზული ენების მსგავსი ფონეტიკა აქვს, მაშინ როცა მეორე ჰიპოთეზა იაპონური ენის სინტაქსურ მსგავსებებს წარმოაჩენს დრავიდულ ენებთან. იაპონური ენის ნათესაობის შესახებ არსებული ჰიპოთეზებიდან არცერთი არაა საბოლოო და საყოველთაოდ მიღებული --------------- Dstori 14 სექტ 2013, 23:16 იაპონური ენის განვითარების საფეხურები იაპონური ენის ისტორია (შესაბამის წყაროებზე დაყრდნობით) განვითარების 5 ენობრივ საფეხურად შეიძლება დაიყოს: ძველი იაპონური ენა ( 上古日本語, [ jōko nihongo ] ) არა უადრეს ნარას ხანიდან მოყოლებული. კლასიკური იაპონური ენა ( 中古日本語, [ chūko nihongo ] ) ჰეიანის ხანა. საშუალო იაპონური ენა ( 中世日本語, [ chūsei nihongo ] ) მოიცავს კამაკურას, მურომაჩის და აზუჩი მომოიამას ხანებს. ახალი იაპონური ენა ( 近世日本語, [ kinsei nihongo ] ) ედოს ხანა. თანამედროვე იაპონური ( 現代標準語, [ gendai hyōjungo ] ) მეიჯის ხანდან მოყოლებული. --------------- Dstori 14 სექტ 2013, 23:16 ენის სტრუქტურა თავისი თვითმყოფადობა მნიშვნელოვანწილად დღემდე შემოინახა იაპონურმა ენამ. კერძოდ; იაპონური ენის გრამატიკა კი ჰგავს ალთაურს (აგლუტინაცია, სიტყვათწყობა), მაგრამ წარმოთქმა ტიპიურად ასტრონეზულია (თანხმოვანთა გაორმაგების ნაკლებობა, მხოლოდ მღიერი თანხმოვანი „-n“ სიტყვის ბოლოში). ალთაური წარმოთქმის ისეთი ელემენტი, როგორიცაა ხმოვანთა ჰარმონია დროთა განმავლობაში აქ ხმარებიდან გამოსულა . იაპონური და კორეული ენების შედარებისას მრავალრიცხოვან სტრუქტურულ მსგავსებათა შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც წარმოჩინდება ლექსიკაში; ორივე ენას ლამის ერთნაირი გრამატიკული სტრუქტურა აქვს, საკმაო მსგავსებებია პარტიკლის გამოყენებაში და ა.შ., მაგრამ არ არსებობს არანაირი საერთოობა ლექსიკაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგიერთ სპეციალურ ცნება–ტერმინს სოფლის მეურნეობის დარგიდან ანდა ჩინურიდან შემოსულ ნასესხობებს. --------------- Dstori 14 სექტ 2013, 23:17 დამწერლობა იაპონური სადამწერლობო სისტემა გამოიყენებს ჩინურ სადამწერლობო ნიშნებს, რომელსაც იაპონიაში ჰქვია კანჯი. გარდა ამისა, კიდევ ორი ე.წ. ანბანია გამოყენებაში ჰირაგანა და კატაკანა. იაპონური ენის შემსწავლელს ამის გამო ფაქტიურად სამი ანბანის დაუფლება უწევს კანჯის, ჰირაგანასა და კატაკანასი. ნებისმიერი იაპონური (საგაზეთო ან ლიტერატურული) ტექსტი შეიცავს დამწერლობების სამივე სახეობას, რადგან ყოველივე მათგანს თავისი სემანტიკურ–გრაფიკული ფუნქცია აქვს ტექსტში. ასე მაგ.; კანჯის მეშვეობით ძირითადად ჩინურ–იაპონური სიტყვის ფუძე–ძირები (საკუთარი სახელები, გვარ–სახელები და ა.შ.) გამოიხატება, ხოლო კატაკანა და ჰირაგანა , როგორც კუთხოვანი და მრგვლოვანი ნაირ–სახეობების იაპონური დამწერლობისა სუფიქსების და უცხოენოვანი სიტყვების (მათ შორის შედარებით ახალი ნასესხობების) გადმოსაცემად. ამ მარცვლოვანი ანბანით ბევრი ჩინური სიტყვა ისესხეს გადმოიღეს იაპონურში, მაგრამ ჩინური და იაპონური ენების ფონეტიკა და მორფოლოგია ძირ–ფესვიანად განსხვავდება ერთმანეთისაგან; ჩინურისაგან გასხვავებით იაპონური ენა არ იცნობს ტონს და გაცილებით ნაკლები თანხმოვანი აქვს. იაპონური მარცვლების რაოდენობას (150) თუ შევადარებთ ჩინურისას, სადაც მათი რაოდენობა (ტონების გათვალისწინებით) 1 600 არის, დავინახავთ, რომ იაპონური ენა თავისი მარცვალთა მარაგით საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. გრამატიკაში იაპონური ენა, იზოლირებადი ჩინური ენის საპირისპიროდ აგლუტინირებადი ენაა, გააჩნია მთელი რიგი სუფიქსებისა ე.წ. პარტიკლი და დანიშნულებითი სახელი, რომელთაც დაახლოებით ის ფუნქცია აკისრიათ, როგორიც ფლექსიას, წინდებულსა და შორისდებულს ევროპის ბევრ ენაში. http://archive.wapforum.ge/files/jappis_ver_104.png http://archive.wapforum.ge/files/jappis_gor_178.png იაპონური ვერტიკალური დამწერლობის ნიმუში იაპონური ჰორიზონტალური დამწერლობის ნიმუში თანამედროვე იაპონურ ენაში ერთმანეთისაგან გამიჯნავენ „ძველ იაპონურსა“ და ჩინურ ელემენტებს. წერით ნიშნებს შორის განასხვავებენ ონ–იომისა (音読み [On-yomi]) და კუნ–იომის (訓読み [Kun-yomi]). ონ–იომი წარმოადგენს წაკითხვის ჩინურ–იაპონურ ვარიანტს, ჩინური წაკითხვის გადატანას (მხედველობაშია პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა უპირატესად ორი (სუნისა და ტანის) ხანაში ) იაპონური ენის ბგერათა მარაგის მეშვეობით, ხოლო კუნ–იომის მეშვეობით კი "ძველი იაპონური" სიტყვა წერილობით ნიშანთანაა სემანტიკურად დაკავშირებული. ზოგიერთი ბგერითი ფიგურა (შე)იხამებს ორივე სფეროს. ჩინურიდან მომდინარე იაპონური ზმნები და ზედსართავები, რომელნიც ჩინური სიტყვების დარად ფლექსიას არ მორჩილებენ, სულ სხვანაირად ფუნქციონირებენ (მათ შორის გრამატიკული თვალსაზრისით), ვიდრე მათი ძველი იაპონური ოპოზიციები. --------------- Dstori 14 სექტ 2013, 23:17 ლექსიკა გამარჯობა - Konnichiwa (こんにちは)! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Irasshaimase(いらっしゃいませ); Yōkoso(ようこそ) გმადლობთ - Arigatō(Arigatou:ありがとう); Dōmo arigatō(Doumo:どうも ありがとう); Doumo arigatou gozaimasu(どうも ありがとう ございます) კი / არა - Hai(はい) / iie(いいえ); uN(うん) / uuN(ううん) (მარტივი ფორმა) გეთაყვა - Onegai shimasu(おねがいします or お願いします); Dōzo(どうぞ) ნახვამდის - Sayōnara(さようなら) ღამე მშვიდობისა- Oyasuminasai(おやすみなさい ან お休みなさい) რიცხვები 1 - hi/ichi, 2 - hu/ni, 3 - mi/san, 4 - yo/shi, 5 - i/go, 6 - mu/roku, 7 - na(na)/shichi, 8 - ya/hachi, 9 - kokono/kyuu, 10 - too/juu: ჩინური წარმოშობის რიცხვითი სახელები ერთიდან ათამდე 一 იჩი 1(いち)/ 二 ნი- 2(に)/ 三 სან -3(さん)/ 四 ში (ანდა იონ)(し) -4/ 五 გო-5(ご)/ 六 როკუ-6(ろく)/ 七 შიჩი-7(なな or しち)/ 八 ჰაჩი-8(はち)/ 九 კიუუ-9(きゅう)/ 十 ჯიუუ-10(じゅう)/: არსებობს მათი იაპონური შესატყვისები. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ, იაპონიაში რიცხვებს ორი სახელი აქვთ 一 ჰიტოცუ - 1/ 二 ჰუტაცუ - 2/ 三 მიცცუ - 3 / 四 იოცცუ - 4/ 五 იცუცუ - 5/ 六 მუცცუ - 6/ 七 ნანაცუ - 7/ 八 იაცცუ - 8/ 九 კოკონოცუ - 9/ 十 ტოო - 10/: http://archive.wapforum.ge/files/japanese_standard_vowels_136.png --------------- Dstori 14 სექტ 2013, 23:50 იაპონური ენის გრამატიკა იაპონური ენის გრამატიკას ახასიათებს შემდეგი თავისებურებანი: არის აგლუტინირებადი ენა. აფიქსებს ჰირაგანაში წერენ და ნაწილაკებს უწოდებენ. სიტყვათა წყობა წინადადებაში არის სტაბილური და შემდეგი თანმიმდევრობისა; სუბიექტი – ობიექტი – პრედიკატი. პრედიკატი ყოველთვის წინადადების ბოლოს დგას. წინადადებაში ყველა წევრის ფუნქცია ნაწილაკითაა მარკირებული. თემა და სუბიექტი თანაბარია და სხვადასხვა ნაწილაკითაა მარკირებული. წინადადება შეიძლება შეიცავდეს როგორც თემას, ასევე სუბიექტს. მიეკუთვნება ე.წ. მარცხნივგანტოტვად ენას, რაც იმას ნიშნავს რომ აღმწერი ელემენტები იმის წინ დაისმის, რასაც ისინი აღწერს. ენას გააჩნია თავაზიანობის გამომხატველი ე.წ. დონეების მეტად კომპლექსური სისტემა. მიდრეკილია ირიბი ფორმულირებებისა და ელიფსისადმი. (წინადადების ნაწილთა გამოტოვებისადმი) თანამედროვე ენათაგან იაპონური ენის გრამატიკა ყველაზე უფრო კორეულისას ჰგავს, თუმცა ამ ორი ენის სიტყვათა მარაგი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამის გამო ენათმეცნიერები ვერ შეთანხმებულან იმის თაობაზე, იაპონური და კორეული ენები ერთ ენათა ჯგუფში გააერთიანონ თუ არა. --------------- Dstori 14 სექტ 2013, 23:54 ინფორმაცია აღებულია ka.wikipedia.org-დან --------------- Mon Ami 15 სექტ 2013, 0:00 ესეც იაპონური დამწერლობები ჰირაგანა ანუ მრგლოვანი დამწერლობა http://www.japanorama.com/images/hiragana.gif კატაკანა ანუ კუთხოვანი დამწერლობა http://www.japanorama.com/images/katakana.gif --------------- Mon Ami 15 სექტ 2013, 0:01 gamokitxvam damainteresa, otxs unda swavla. netav meotxe vin aris .mda. me, mana sama, dstori da meotxe ver mivxvdi . maxsovs adre david werda rom iaponuris swavla undoda --------------- Mon Ami 15 სექტ 2013, 0:09 ჩემი აზრით ეს საიტი უნდა იდოს ამ თემაში. http://iaponia.ge/index.php?mainid=lessons ვისაც იაპონური ენის ვებგვერდიდან შესწავლა სურს ცოტატი მაინც დაეხმარება. თუმცა მე ინგლისურენოვანი მასალა უფრო მაქვს და საკმაოდ ბევრი ელექტრონული წიგნი შევაგროვე. ინგლისურს და იაპონურს ერთად ვისწავლი :D --------------- Mana Sama 15 სექტ 2013, 0:24 Mon Ami, me ekhla miveci khma --------------- Mon Ami 15 სექტ 2013, 0:25 Mana Sama, anu ufro meti msurveli yofila. --------------- Mana Sama 15 სექტ 2013, 0:26 ise katakana advilia, marcvlebis sistemac damughamebuli maqvs, ai Kanji ki damirkhevs ra damcerlobashi --------------- DaDa 15 სექტ 2013, 1:32 მე არ მინდა.ნერვები არ მაქვს მაგის სწავლის.ისე კი ძალიან საინტერესო ენა და კულტურა აქვს იაპონიას --------------- Dstori 15 სექტ 2013, 1:51 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=13534&cit]ციტატა: Mon Ami რამდენი ენაც იცი იმდენი ადამიანი ხარო და ალბათ მაგ პონტში --------------- Dstori 15 სექტ 2013, 1:53 Mon Ami, ისე არ დავტოვებ ამ ქვეყანას იაპონური თუ არ ვისწავლე --------------- KavaLLa 15 სექტ 2013, 1:59 სამივე დამწერლობის ასოებია ჯამში 150 თუ რომელიმე ერთის? და კიდევ,ახლა ჰორიზონტალურად წერენ იაპონელები თუ ვერტიკალურად? --------------- angel of death 15 სექტ 2013, 2:06 Zalian rtulia. Avganeli Megobari myavs- sami weli icxovra tokioshi da misi lingvisturi nichis miuxedavad ( suftad laparakobs inglisur,espanur,arabul enebze) iaponurze ambobda "very hard". Esmis tumca kargad ver saubrobs. --------------- DaDa 15 სექტ 2013, 2:15 ჯერ ქართული ვისწავლოთ ხალხნო.აბსოლუტური უმრავლესობა არასწორად მეტყველებს :) --------------- Mana Sama 15 სექტ 2013, 2:30 KavaLLa, samives ver eqneba, Kanji marto aghemateba 2000_s, imitom rom eg marto 1 marcvals ar moicavs, 1 kanji 1 an 2 marcvali aris kholme shesabamisad 1 kanji_s dasacerad sachiroa 1 an 2 katakana an hiragana --------------- Mana Sama 15 სექტ 2013, 2:34 katakana_sa da hiragana_shi tu ar vcdebi 75 marcvalia, nu me ase davitvale --------------- Mana Sama 15 სექტ 2013, 2:40 1 kanji aghnishnavs ert fudze sitkvas, magalitad Yamaneko daiceereba 2 kanjit, Yama - mta da Neko - kata magram katakanasa da hiraganashi 4 simbolikad daikofa Ya-Ma-Ne-Ko --------------- KavaLLa 15 სექტ 2013, 2:41 Mana Sama, კატაკანა და ჰირაგანა თუ იცი,ანუ ყველა სიმბოლო,შესაბამისად კანჯიც ხომ გეცოდინება? თუ არა? :D --------------- Mana Sama 15 სექტ 2013, 2:45 KavaLLa, mase da arcaa sachiro, tu katakana ici, hiraganac igivea, oghond mrgvlovan damcerlobashi, magram ratomghac kvela damcerlobas skhvadaskhva danishnuleba aqvs. magalitad katakana uckhouridan shesuli sitkvebis dasacerad gamoikeneba --------------- KavaLLa 15 სექტ 2013, 2:51 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=13705&cit]ციტატა: Mana Sama და აი ტექსტი რომ ნახო,ვთქვათ გაზეთში ალბათ არეული იქნება ეს ორივე დამწერლობა ერთმანეთში და რეალურად ორივეს ცოდნაა საჭირო. მაგრამ ყველაზე მაგარი ისაა, უცხოელმა რო რაღაც უნდა დაწეროს,თუ არ იცის,რომელია უცხოური და არა იაპონური სიტყვა,არასწორი დამწერლობით დაწერს :D ძაან რთულია --------------- KavaLLa 15 სექტ 2013, 3:00 ვაიმე,ციფრები ერთიდან ათამდე წავიკითხე და რა ცუნცულა სიტყვებია .haha. 一 ჰიტოცუ - 1/ 二 ჰუტაცუ - 2/ 三 მიცცუ - 3 / 四 იოცცუ - 4/ 五 იცუცუ - 5/ 六 მუცცუ - 6/ 七 ნანაცუ - 7/ 八 იაცცუ - 8/ 九 კოკონოცუ - 9/ 十 ტოო - 10/ :D --------------- Mana Sama 15 სექტ 2013, 3:01 KavaLLa, katakana da hiragana areulad me piradad ar shemkhvedria. zogadad hiragana saertod ar shemkhvedria statiebshi da lirikebshi dziritadad kanji aris kholme --------------- Mana Sama 15 სექტ 2013, 3:02 KavaLLa, ამას უფრო იყენებენ იჩი 1(いち)/ 二 ნი- 2(に)/ 三 სან -3(さん)/ 四 ში (ანდა იონ)(し) -4/ 五 გო-5(ご)/ 六 როკუ-6(ろく)/ 七 შიჩი-7(なな or しち)/ 八 ჰაჩი-8(はち)/ 九 კიუუ-9(きゅう)/ 十 ჯიუუ-10(じゅう)/: --------------- Mon Ami 15 სექტ 2013, 3:03 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=13724&cit]ციტატა: KavaLLa ცუნცულა .lolz. მაგ დათვლას იშვიათად იყენებენ. უფრო პირველი ვარიანტია გავრცელებული --------------- Dstori 15 სექტ 2013, 3:07 Es datvla jer kidev 7 wlisam vicodi, karateze siaruli ertiorad gamomadga --------------- Dstori 15 სექტ 2013, 3:11 Tumca.gamotqma asea : იჩ, ნი, სან, ში, გო, როკ, სიჩ, ჰაჩ, კიუ, ჯიუ --------------- Mana Sama 15 სექტ 2013, 3:13 Dstori, rom vusmen ichi_s amboben ashkarad --------------- echo 15 სექტ 2013, 3:17 თუ ძალიან ძვირი არ ღირს ვაპირებ ესპანურის და იაპონურის სწავლას. )) --------------- Mon Ami 15 სექტ 2013, 3:22 როკუ სიჩი ჰაჩი ესე ამბობენ ;) http://www.youtube.com/watch?v=y3pIxaDGnvU --------------- Mon Ami 15 სექტ 2013, 3:24 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=13748&cit]ციტატა: echo iaponuri dzviri dagijdeba mgoni. tumca shegidzlia tavad daiywo da shedarebit iafad iswavlo. zogadad azia-afrikis institutis kursebi jobia, romelic tu ar vcdebi 225 lari ghirs tveshi da 5 semestri iswavleba ;) --------------- Mon Ami 15 სექტ 2013, 3:27 კვირის დღეები http://letrasinglesuel.files.wordpress.com/2013/05/nihongo.png --------------- Mon Ami 15 სექტ 2013, 3:40 თვეები http://archive.wapforum.ge//files/tveebi_575.jpg --------------- Dstori 15 სექტ 2013, 7:38 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=13745&cit]ციტატა: Mana Sama zogadi.dasaxelebaa egre cifrebs egre amboben, magram tvlis processhi zogiertze bolo bgerebs aklebdnen, ai magalitad karateshi sadac dgeshi asobit uwevdat amis gameoreba egre amboben yoveltvis --------------- Mana Sama 15 სექტ 2013, 22:08 Dstori, imitom rom chventan karateshi chinurad itvlian mainc, magram iaponeli ambobs ichi_s, momismenia musikosebi rom itvlian kholme ich iaponur metkvelebashi ar jdeba --------------- Dstori 15 სექტ 2013, 22:09 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=14101&cit]ციტატა: Mana Sama შეილება :) ---------------