საფეხბურთო სიახლენი Dstori 14 სექტ 2013, 13:52 აქ ვწერთ ყველა საინტერესო სიახლეზე რაც ხდება ფეხბურთში --------------- Dstori 14 სექტ 2013, 13:52 ფრანგული გამოცემა Le 10 Sport-ის ცნობით, “მონაკოს” მფლობელი დიმიტრი რიბოლოვლიოვი მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს ორჯერ შეხვდა და საინტერესო შეთავაზებებით შეეცადა ფეხბურთელის მოხიბლვას, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა. გამოცემა ციფრებსაც აკონკრეტებს – კრიშტიანუ რონალდუმ წლიურ გასამრჯელოზე 20 მილიონ ევროზე თქვა უარი. ესპანური სააგენტოების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი პორტუგალიელ ვარსკვლავს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს – რონალდუ “სამეფო კლუბთან” კონტრაქტის 2018 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს. [worldsport.ge] --------------- Dstori 14 სექტ 2013, 13:53 Es monaco naxet ra.... --------------- Dstori 14 სექტ 2013, 13:55 “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურის ცენტრალური მატჩის ყურებას არ აპირებს. შეგახსენებთ, დღეს ერთმანეთს “ინტერი” და “იუვენტუსი” დაუპირისპირდებიან. “ნაპოლი” კი ამ შეხვედრის დასრულებიდან დაახლოებით სამ საათში “ატლანტას” უმასპინძლებს. “ამის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. “ინტერისა” და “იუვენტუსის” შეხვედრის მიმდინარეობისას მირჩევნია ჩვენს მომავალ მატჩზე ვიფიქრო” – ციტირებს ბენიტესის სიტყვებს იტალიური პრესა. [worldsport.ge] mgonia interi ar waagebs, juves ligaze gasvla aq favoritis rangshi da iq gadaitans albat yuradgebas --------------- Dstori 14 სექტ 2013, 13:57 პარასკევ საღამოს პლანეტის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელ გარეტ ბეილს მადრიდის “რეალში” ნამდვილი დებიუტი ჰქონდა, სადაც ახლოდან გაიცნო “კაცი-ნაჯახი” კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელი ხისტი, უხეშობის ზღვრამდე მისული თამაშით “მანჩესტერ იუნაიტედში” გამოირჩეოდა, ესპანეთში ეს თითქოს შეიცვალა, მაგრამ პირველსავე ვარჯიშზე რონალდუ ბეილს, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, “თავს დაესხა” და უელსელი დაზიანებას სასწაულად გადაურჩა. “სამეფო კლუბის” ახალი 11 ნომერი, ალბათ მადრიდში სულ სხვაგვარ დახვედრას ელოდა. ტრადიციული მისალმების შემდეგ, გახურების პროცესში რონალდუ ვარდნაში ორი ფეხით შევიდა ბეილის მარჯვენა ტერფში. ეს რომ ჩვეულებრივი თამაშისას მომხდარიტო, პორტუგალიელი გაფრთხილებას ვერ გადაურჩებოდა. უელსელის მიმართ სიხისტეს არც ლუკა მოდრიჩი მოერიდა, რომელიც წლების წინ ბეილის მხარდამხარ “ტოტენჰემში” თამაშობდა და გაჩნდა ეჭვი, რომ “სამეფო კლუბის” აღიარებული ვარსკვლავები 24 წლის ფეხბურთელში კონკურენტს ხედავენ. პირველ ვარჯიშზე გარეტი ტრავმას გადაურჩა. გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მისი ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილია და არ გამორიცხავს, რომ კვირას ბეილი “ვილიარელთან” მატჩში ათამაშოს და ამავდროულად, არც რონალდუს მოუწიოს სათადარიგოთა სკამზე დარჩენა. “ბეილს შეუძლია მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს. ის და რონალდუ დიდებული ფეხბურთელები არიან და მათ კარგად ძალუძთ მხარდამხარ თამაში. ყველასათვის ცნობილია, რომ გარეტს სეზონის დასაწყისში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამჟამად მისი მდგომარეობა დადებითად ფასდება და აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია, სასტარტო შემადგენლობაში დავაყენებ მას თუ არა. ის მაქსიმალურად მოტივირებულია და სურს, რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე გავიდეს. ბეილს ბიჭებთან ფანტასტიური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და გუნდში თავს კომფორტულად გრძნობს” - განაცხადა ანჩელოტიმ. [worldsport.ge] .lol. Magari kaifia --------------- Dstori 14 სექტ 2013, 14:03 საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მცველ ლილიან ტურამს ოჯახურ ძალადობაში სდებენ ბრალს. ფრანგული პრესის ცნობით, ვეტერანი ფეხბურთელის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, 41 წლის კარინ ლე მარშანმა 4 სექტემბერს პოლიციას მიმართა. ძალადობაში ეჭვმიტანილ ექსფეხბურთელს 17 სექტემბერს დაკითხავენ. ლილიან ტურამმა საფეხბურთო კარიერა 2008 წელს დაასრულა, 36 წლის ასაკში. ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო. [worldsport.ge] sainteresoa ra qonda sazalado .dum. Tu .lol. ????? --------------- Dstori 15 სექტ 2013, 2:01 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ილურიძემ პირველი მატჩი ჩაატარა სპლიტის “ჰაიდუკში”. პირველი და თანაც რა მნიშვნელობის - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან დერბიში. “ჰაიდუკმა” შინ 2:0 სძლია ზაგრების “დინამოს” და მეორე ადგილზეა, ლიდერი კი სწორედ ‘დინამოა”, რომელიც ერთი ქულითღაა სპლიტურ გუნდზე წინ. “ჰაიდუკის” თავკაცმა იგორ ტუდორმა ილურიძე სასტარტოში დააყენა და 72-ე წუთზე შეცვალა, როცა ორივე გოლი გასული იყო. გიორგი მეორე ნახევარში უფრო აქტიურობდა და პირველი გოლის დროსაც, შეტევისას მონაწილეობდა. ვერ ვიტყვით, რომ საუკეთესო იყო, მაგრამ სხვებზე ცუდადაც არ უთამაშია. საერთოდ კი, აჩორკნილ მინდორზე, საყურებლად კარგი თამაში ვერ გამოვიდოდა. ეს მინდორი “ჰაიდუკი”-“დილას” მატჩიდანაც გვახსოვს. და კიდევ ერთი დებიუტი ახალგაზრდა ქართველისა, ოღონდ, ეს პორტუგალიაში... “პორტუს” წინააღმდეგ. “ჟილ ვისენტეში” ორი კვირის წინ გადასულმა ავთო ებრალიძემ ბოლო 15 წუთი ითამაშა “დრაგაოზე”. შეხვედრა “პორტუმ” 2:0 მოიგო. შეგახსენებთ, ებრალიძე შემტევი ნახევარმცველია, 1991 წელსაა დაბადებული და გასული სეზონი რანგით მეორე ლიგის “ოლივეირენსეში” გაატარა. და პორტუგალიის უმაღლესი ლიგა (პრიმიერა ლიგა) რა დონისაცაა, ამაზე ლაპარაკიც უადგილოა. ასეთ ჩემპიონატებში ქართველები ყოველ კვირას როდი თამაშობენ...… წარმატება ვუსურვოთ ორივე ახალგაზრდას შემდგომ მატჩებშიც. [worldsport.ge] --------------- Dstori 19 სექტ 2013, 20:52 19 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გამართული კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: “ტორპედო” (ქუთაისი) – “სპარტაკი” (ცხინვალი) “ლოკომოტივი” (თბილისი) – “ჩიხურა” (საჩხერე) “შუქურა” (ქობულეთი) – “ვიტ ჯორჯია” (თბილისი) “კოლხეთი” (ხობი) – “დინამო” (თბილისი) “მეტალურგი” (რუსთავი) – “კოლხეთი” (ფოთი) “სიონი” (ბოლნისი) – “ზესტაფონი” “დილა” (გორი) – “დინამო” (ბათუმი) “გურია” (ლანჩხუთი) – “მერანი” (მარტვილი) 1/8-ფინალის პირველი მატჩები 25-26 სექტემბერს გაიმართება, ხოლო საპასუხო -ოქტომბრის ბოლოს. ჯერ ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. საპასუხო თამაშების ჩატარების დრომ ასე იმიტომ გადაიწია, რომ 15 ოქტომბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევს ციკლში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ესპანეთთან ითამაშებს. 10 ოქტომბერს, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ჰოლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 14-ში – შოტლანდიას. [worldsport.ge] --------------- Dstori 19 სექტ 2013, 20:56 უეფას 54-ვე წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს პროექტს რომლის მიხედვითაც ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზამთარში გაიმართება. “ვიმსჯელეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ყატარის მუნდიალი შესაძლოა, ზაფხულში არ გაიმართოს. ამას ყველა დაეთანხმა. მსოფლიო ჩემპიონატამდე კიდევ 9 წელიწადია და ფიფა ყველა ასოციაციებს უნდა დაელაპარაკოს და ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილება მივიღოთ. ვიმედოვნებთ, ფეხბურთი ამით მხოლოდ მოიგებს,” – უთხრა ინგლისის წარომადგენელმა BBC-ის. [worldsport.ge] --------------- Dstori 25 სექტ 2013, 1:23 ცნობილი თურქი სპეციალისტი ფათიჰ თერიმი “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. “გალათასარაის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დღეს, კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც თერიმთან კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა გადაწყდა. ამის მიზეზი გუნდის მიერ სეზონის სტარტზე ნაჩვენები შედეგებია. თურქეთის ჩემპიონატში, 4 თამაშის შემდეგ, “გალათასარაი” კვლავ წაუგებელია, მაგრამ გუნდს პირველი ტურის შემდეგ არ მოუგია. ამჟამად, სტამბულელები მე-11 პოზიციას იკავებენ. ამას ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში საკუთარ კედლებში “რეალთან” 1:6 წაგება ემატება. ფათიჰ თერიმმა “გალათასარაი” 2011 წელს მესამედ ჩაიბარა, ხოლო მიმდინარე თვის დასაწყისში მან კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. .lol. --------------- Dstori 25 სექტ 2013, 1:36 მას შემდეგ ზუსტად 17 წელიწადი გავიდა. რა ტკბილად გასახსენებელია და რამდენი რამ შეიძლება დაწერო სექტემბრის ამ ორკვირიან მონაკვეთზე, როცა თბილისის "დინამომ", დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გადალახა სამი ეტაპი ევროტურნირებზე. ეს უკვე აღარ იყო არველაძეებით, ქინქლაძით, ყაველაშვილითა და შელიათი თავმომწონე გუნდი, რომელიც საოცრად ლაღად თამაშობდა და ვნატრობ, ასეთ ფეხბურთს კიდევ მოვესწრო ქართველების შესრულებით. მაგრამ ახლა რომელ გუნდზეც დავწერთ, ეს, თვისობრივად განსხვავებული იყო ორი წლის წინანდელისგან. უფრო პრაგმატული, შედეგზე მოთამაშე, ხისტი, ბრძოლისუნარიანი. და რაც მთავარია, სხვა მწვრთნელით – დავით ყიფიანით. უეფას თასზე ორი მატჩის ჯამში 2:1 მოუგო მოსკოვის "ტორპედოს" და 1/16 ფინალში გავიდა. I საკვალიფიკაციოზე, დავით ყიფიანის გუნდმა ლუქსემბურგის "გრევენმახერს" იოლად აჯობა (4:0, 2:2), შემდეგ ნორვეგიულ "მოლდეს" სძლია (2:1, 0;0), ხოლო 1/32 ფინალში მოსკოვის "ტორპედოს" ბარიერი ელოდა. ბევრს უკვირდა, ასეთი რომანტიკოსი ფეხბურთელი სხვაგვარ ფეხბურთს რატომ ათამაშებდა "დინამოს", მაგრამ ყიფიანი არასოდეს ზღუდავდა ინდივიდუალიზმს, არ იყო მკვეთრად დაცვაზე ორიენტირებული და მისი გუნდი შეტევაში როცა იყო, რიცხობრივი უპირატესობით ცდილობდა გოლის გატანას. ყიფიანის ფეხბურთელები ბევრს დარბოდნენ, ასწრებდნენ წინიდან უკან და უკნიდან წინ ჩასვლას. იყვნენ მუშები და იყვნენ შედარებით თავისუფალი ფეხბურთელები. მაგალითად, გოჩა ჯამარაული. მოსკოვში მატჩი 10 სექტემბერს გაიმართა და "დინამომ" 1:0 მოიგო. თამაშით აჯობა კი არა, როგორც ჟარგონულად იტყვიან, "ბურთი დაუმალა" მეტოქეს. ამ ვიდეოში ქართველთა ყველა მომენტ არაა შეტანილი - უფრო მკაფიო უპირატესობა ჰქონდათ ყიფიანის შეგირდებს, ვიდრე ჩანს. საწყისი 10-წუთიანი დაბნეულობის შემდეგ, დინამოელებმა "ტორპედოს" თავისი თამაში შესთავაზეს. არადა, ყველაფერი თითქოს მასპინძელთა სასარგებლოდ იყო – უპირველესად, ამინდი. არ მახსოვს, ვინ იყო რუსი კომენტატორი, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე სინანულით თქვა: "და პოჩემუ ნე უსტაიუტ ტბილისცი?" (რატომ არ იღლებიან თბილისელები?). ერთადერთი გოლი ჯამარაულმა გაიტანა, როცა მახვილი კუთხიდან დაარტყა საჯარიმო და მეკარეს ხელიდან გაუვარდა ბურთი. "ჯამარამ" მერე ხარიხასაც მოარტყა ბურთი. ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, გიორგი კიკნაძე, ალექსანდრე იაშვილი და გიორგი დემეტრაძე ჯერ 20 წლისანიც არ იყვნენ... და ამ ბიჭებმა ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგეს. ტექნიკაში უპირატესობაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. მახსოვს, კობიაშვილი მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, დატანჯა მასპინძელთა მცველი და რუსი კომენტატორი ამბობდა, ეს ქართველი, რაიან გიგზს ჰგავსო. წარსულში ცნობილი რუსი ფეხბურთელი, "ტორპედოს" მაშინდელი მწვრთნელი ვალენტინ ივანოვი, სულ ხელებს ასავსავებდა – ვერაფერს ვერ ვაკეთებთო. აშკარად არ ელოდა ასეთ თამაშსა და შედეგს. თბილისში, მატჩის დღეს, გაზეთ "სარბიელის" პირველ გვერდზე ასეთი სათაური იყო: "ზრია ნადეიტეს, პობედა ბუდეტ ზა ნამი!" (ამაოდ გაქვთ იმედი, ჩვენ მოვიგებთ!). დავით ყიფიანმა 20-30 გაზეთი მოატანინა ბაზაზე და ხეებზე გააკრეს. ლეგენდარულმა ყიფიანმა თქვა, მორჩა, ბიჭებთან მოტივაციაზე ლაპარაკი აღარაა საჭიროო. თბილისში 65-70 ათასი გულშემატკივარი მოვიდა სტადიონზე, ანუ ტრიბუნებზე ძალიან ცოტა ადგილი იყო თავისუფალი. ეს იყო ზუსტად 17 წლის წინ, 24 სექტემბერს. რუს ფეხბურთელებს ეგონათ, რომ "დინამო" ამჯერად დაცვას მეტ ყურადღებას მიაქცევდა და შენარჩუნებაზე ითამაშებდა, ბევრი კიდევ შემთხვევითობად აღიქვამდა მოსკოვში მოგებას, მაგრამ არა – ყიფიანმა კარგად გააანალიზა მეტოქე და თბილისშიც არ დათმო ცენტრი. ნახევარდაცვაში დინამოელებს უპირატესობა ჰქონდათ - მოკლე მანძილზე ბურთის კარგად გათამაშებისა და კომპაქტურობის წყალობით. ნერვული პირველი ტაიმის შემდეგ, მალევე გავიხარეთ: ჯამარაულმა 30 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ამჯერად ხარიხა აღარ "ჩარეულა საქმეში", ბურთი ცხრიანში შევარდა. ეს გოლი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც კი ქართველებს ევროტურნირებზე გაუტანიათ. ტორპედოელთა ნახევრამცველმა მახმუტოვმა, აშკარად განგებ იუხეშა ჯამარაულის წინააღმდეგ და გოჩამ თამაშის გაგრძელება ვერ შესძლო. ტრავმა სერიოზული გამოდგა და დინამოელთა გამთამაშებელს კარგა ხანი გაუცდა. ცოტა აირია თბილისელთა თამაში, რასაც ვოსტოროსაბლინის საჯარიმო და გოლი მოჰყვა – 1:1. ბოლო წუთებში კი, ყველას რომ ეგონა, დინამოელები დაცვაში ჩაჯდებიანო, ნურას უკაცრავად – 4 საგოლე მომენტი (არ ვაჭარბებთ) ჰქონდათ მასპინძლებს და სასწაულებრივად გადარჩნენ მოსკოველები. კახა გოგიჩაიშვილი და გიორგი დემეტრაძე სტუმარტა დაცვას მოსვენებას აძლევდნენ. საბოლოოდ, "დინამო" გავიდა 1/16 ფინალში, იქ კი, სასიხარულო არაფერი მომხდარა - პორტუგალიურ "ბოავიშტასთან" გავარდა, რომელსაც ნუნუ გომეში, ჯიმი ჰასელბაინკი, ლატაპი და კიდევ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავდა. რამდენიმე წელიწადში, "ბოავიშტამ" ჩემპიონთა ლიგაშიც მშვენიერი თამაში აჩვენა. და კიდევ, მოსკოვური ბარიერის გავლის შემდეგ, ყიფიანმა პრესკონფერენციაზე თქვა: ეს გამარჯვება, აფხაზეთში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების ხსოვნას ეძღვნებაო. დიდი სიხარული იყო მატჩის შემდეგ. წინ წყვდიადი ზამთარი და ლეგენდარული "კერასინკები" გველოდა, მაგრამ იმ საღამოს არავინ ჩიოდა. "დინამოს" შემადგენლობა გასვლაზე: ზოიძე, ლობჟანიძე, კუდინოვი, კალაძე, მაჭავარიანი, კიკნაძე, ჩხაიძე, კობიაშვილი, ჯამარაული (ინალიშვილი 86), ხომერიკი (ჯელაძე 71), იაშვილი (დემეტრაძე 83). გოლი: 0:1 ჯამარაული (35). "დინამოს" შემადგენლობა შინ: ზოიძე, ლობჟანიძე, კუდინოვი (კერძევაძე 38), კალაძე, მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე, ჯამარაული (ინალიშვილი 55), ჩხაიძე, კობიაშვილი, იაშვილი (დემეტრაძე 64). გოლები: 1:0 ჯამარაული (49), 1:1 ვოსტოროსაბლინი (82). ვიდეოები http://www.youtube.com/watch?v=g61uYGTzAB0 http://www.youtube.com/watch?v=cwZKVMIOikQ .magaria. --------------- Gelford 25 სექტ 2013, 8:09 Dstori, pirveli arxi ar ahveneb romelime tamas dxes --------------- Dstori 25 სექტ 2013, 10:02 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=21596&cit]ციტატა: Gelford 1 arxi mxolod champions League da saqartvelos Umaglesi Ligis centralur matchebs uchvenebs... --------------- AC MILAN 25 სექტ 2013, 11:43 gatuzo da terimi moxsnes --------------- Dstori 26 სექტ 2013, 13:29 მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ადამიანიად მიჩნეული უსეინ ბოლტი აცხადებს, რომ ის მზადაა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს, გარეთ ბეილს ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებაში დაეხმაროს. “ბეილს ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად ვთვლი, მაგრამ თუ მისი სურვილი იქნება, შემიძლია კიდევ უფრო ასწრაფებაში დავეხმარო. რონალდუს უკვე დავეხმარე და ის საუკეთესო სპრინტერი გახდა. ჩვენ ერთად ვვარჯიშობდით და თავად შეგიძლიათ ნახოთ, რას მიაღწია მან. მადრიდის “რეალს” ძალიან დიდ პატივს ვცემ. თუ ამ კლუბს ან ბეილს ჩემი დახმარება დასჭირდება, მზად ვარ გარეთთან ინდივიდუალურად ვიმუშავო. ჩემამდე მოვიდა ხმები, რომ ბეილის სისწრაფე ჩემსას უახლოვდება, მაგრამ სირბილის დროს ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკა. ვიცი, რომ შემიძლია გარეთი კიდევ უფრო უკეთეს ფეხბურთელად ვაქციო.” – ციტირებს ბოლტის სიტყვებს Daily Mail-ი. P.S. Vaime ra sisulelea .drama. --------------- Dstori 27 სექტ 2013, 16:53 ესპანეთის საფეხბურთო ლიგის სამსაჯო კომიტეტმა მთავარი არბიტრი მუნიას ფერნანდესი პრიმერა დივიზიონის ორი უახლოესი ტურის თამაშებიდან მოკვეთა. Marca-ს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება მე-6 ტურის მატჩს “ელჩესა” და მადრიდის “რეალს” შორის, რომლის 94-ე წუთზეც მსაჯმაც მასპინძელთა კარში საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა და “სამეფო კლუბმა” მის ხარჯზე 2:1 იმარჯვა. საქმე ეხება პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურის თამაშს, რომელშიც “ბარსელონამ” “სევილია” 3:2 დაამარცხა, ფერნანდესმა კი, უმიზეზოდ გააუქმა ანდალუზიელთა გოლი. მის მუშაობას “ელჩესა” და “რეალის” შეხვედრაში კომიტეტი უახლოეს პერიოდში განიხილავს. ვარაუდობენ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ის აღარ დაინიშნება “ელჩეს” თამაშებზე, მომავალი წლის იანვრიდან მოიკვეთება საერთაშორისო შეხვედრებიდან, ხოლო მომავალი სეზონიდან მეორე დივიზიონში დააქვეითებენ. ესეც ასე ღირსია --------------- Dstori 27 სექტ 2013, 16:58 არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი გავას მუნიციპალიტეტის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება. მესის და მამამისს ბრალად გადასახადებისგან თავის არიდება ედებათ. ორივე მათგანი ეჭვმიტანილნი არიან იმაში, რომ 2007, 2008 და 2009 წლებში, საგადასახადო დეკლარაციებში თანხებს არასწორად მიუთითებდნენ. შედეგად, მათ სახელმწიფოს დაახლოებით 4 მილიონი ევრო დაუმალეს. აქვე გეტყვით, რომ სასამართლოსთან მესის რამდენიმე ათეული მხარდამჭერი დახვდა, რომელიც ფეხბურთელისადმი თანადგომას ხმამაღლა გამოხატავდა. --------------- Dstori 27 სექტ 2013, 19:00 მესის 5მლნ შეუტანია ბიუჯეტში, მაგრამ ბრალდებას მაინც არ უხსნიან --------------- Dstori 30 სექტ 2013, 20:52 ჰოლანდიურ "ალკმაარს" ახალი მწვრთნელი ეყოლება. კლუბის ხელმძღვანელობამ გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გერტან ვერბეეკი გაშვებულია. არადა, "ალკმაარმა" წინა დღეს შინ პსვ-ს 2:1 სძლია. ჰოლანდიური მედიის ცნობით, კლუბი ვერბეეკის შემცვლელად შოთა არველაძის კანდიდატურასაც განიხილავს. შოთა, გეცოდინებათ, "ქასიმფაშას" წვრთნის და მის გუნდს 6 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს. დიდი ალბათობით, ქართველი სპეციალისტი ამ ეტაპზე ვერ გადავა ჰოლანდიაში, თუმცა ინტერესი საგულისხმოა. არველაძის გარდა, "ალკმაარის" ხელმძღვანელობა კო ადრიანსესა და ალექს პასტორის ვარიანტებსაც განიხილავს. ადრიანსე ადრეც წვრთნიდა ამ გუნდს, პასტორი კი ამჟამად "ნაიმეგენში" მუშაობს. რა შეხსენება გინდათ, შოთა "ალკმაარის" ბომბარდირი გახლდათ, შემდეგ კი მწვრთნელადაც მუშაობდა ამ გუნდში: ლუის ვან გაალის ერთ-ერთი თანაშემწე გახლდათ და იმ სეზონში "ალკმაარი" ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. შემდეგ რონალდ კუმანისა და დიკ ადვოკაატის ასისტენტადაც მუშაობდა. --------------- Dstori 01 ოქტ 2013, 19:49 “მონაკოს” კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ ერთ-ერთ ფრანგულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ კლუბის შეცვლაზე ერთხელაც არ დაფიქრებულა. “საფრანგეთში თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და აქედან არსად წასვლა არ მსურს. მით უმეტეს, რომ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. “მონაკო” ბრწყინვალე პროექტია და მიხარია, რომ მასში მეც აქტიურად ვარ ჩართული. მჯერა, წინ დიდი წარმატებები გველის” – განაცხადა ფალკაომ. --------------- Dstori 01 ოქტ 2013, 19:51 ლეგენდარული ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი კლუბის შექმნას გეგმავს. Daily Mail-ის ცნობით, “ბექზი” MLS-ის ახლადშექმნილი კლუბის თანამფლობელი გახდება. კლუბი შტატ ფლორიდაში დაარსდება და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი სწორედ 38 წლის ინგლისელი იქნება. “ლოს ანჯელეს გელექსისთან” გაფორმებულ კონტრაქტში, ბექჰემს ჩადებული ჰქონდა პუნქტი, რომლის ძალითაც, MLS-ის კლუბის აქციების შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით შეეძლო. ბექჰემის პარტნიორები შესაძლოა გახდნენ ბოლივიელი მილიარდერი მარსელო კლაურე და ჰოკეის კლუბ “მაიამის” მფლობელი სტივ როსი. --------------- Dstori 02 ოქტ 2013, 17:46 როგორც "მსოფლიო სპორტი" წერდა, ჰოლანდიის "ალკმაარის" ხელმძღვანელობა მწვრთნელ გერტან ვერბეეკის შესაძლო შემცვლელთა შორის შოთა არველაძის კანდიდატურასაც განიხილავდა. შოთა იყო ამ გუნდის ბომბარდირი და შემდეგ ლუის ვან გაალის, რონალდ კუმანისა და დიკ ადვოკაატის ერთ-ერთი ასისტენტი. ჰოლანდიური პრესის ცნობით, 40 წლის ქართველმა მწვრთნელმა მადლობა მოუხადა "ალკმაარს" ყურადღებისა და პატივისცემისთვის, მაგრამ უარი განაცხადა მათთან თანამშრომლობაზე. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ "ქასიმფაშას" წვრთნის... --------------- Dstori 03 ოქტ 2013, 13:48 ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც მომავალი წლის 13 იანვარს დაგეგმილ ცერემონიალზე “ოქროს ბურთის” მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ესპანური “ელ მუნდო დეპორტივოს” ცნობით, პრეტენდენტთა შორის კატალონიური “ბარსელონას” 10 მოთამაშეა: მესი, ნეიმარი, ინიესტა, ბუსკეტსი, პიკე, დანი ალვეში, ფაბრეგასი, მასკერანო, ხავი და ხორდი ალბა. მათ გარდა ჯილდოს მოპოვების შანსი კრიშტიანუ რონალდუს, სერხიო რამოსს, მესუტ იოზილს, ფრანკ რიბერის, არიენ რობენს, რობერტ ლევანდოვსკის, დიდიე დროგბას და იააი ტურესაც ექნებათ. ცნობილი გახდა ისიც, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის შერჩეულ ათ კანდიდატს შორის ვისენტე დელ ბოსკე, იუპ ჰაინკესი, ჟოზე მოურინიუ და პეპ გვარდიოლაც იმყოფებიან. --------------- Dstori 03 ოქტ 2013, 13:50 ფიფას სააპელაციო კომიტეტმა კაბო-ვერდეს ფეხბურთის ფედერაციის აპელაცია არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ფიფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. კაბო-ვერდეს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები ფიფასგან მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში მონაწილეობის უფლების დაბრუნებას ითხოვდნენ. საქმე ისაა, რომ 7 სექტემბერს ტუნისის ნაკრებთან მატჩის დროს, კაბო-ვერდეს ეროვნულ გუნდში ფეხბურთელმა ითამაშა, რომელსაც მოედანზე გასვლის უფლება არ ჰქონდა. შედეგად, ტუნისს ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა და პლეი ოფში იასპარეზებს. --------------- Dstori 05 ოქტ 2013, 10:36 ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ბელარუსთან და საქართველსოთან გასამართი მატჩების განაცხადში მოხვდნენ. “ფურია როხაში” ერთი დებიუტანტია. ეროვნულ ნაკრებში პირველად უხმეს “სევილიას” 21 წლის მარცხენა მცველს, ალბერტო მორენოს, რომელსაც ახალგაზრდულ გუნდში 8-ჯერ უთამაშია. ტრავმრების გამო, ესპანეთს ფერნანდო ტორესი, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, ჩაბი ალონსო, სანტი კასორლა და რობერტო სოლდადო არ ეყოლება. ესპანელთა სრული განაცხადი ასე გამოიყურება: მეკარეები: კასილიასი (“რეალი”), რეინა (“ნაპოლი”), ვალდესი (“ბარსელონა”); მცველები: არბელოა (“რეალი”), ხუანფრანი (“ატლეტიკო”), პიკე (“ბარსელონა”), რამოსი (“რეალი”), ალბიოლი (“ნაპოლი”), მორენო (“სევილია”), მონრეალი (“არსენალი”); ნახევარმცველები: ბუსკეტსი (“ბარსელონა”), სუარესი (“ატლეტიკო”), კოკე (“ატლეტიკო”), ჩავი (“ბარსელონა”), ინიესტა (“ბარსელონა”), ისკო (“რეალი”), ნავასი (“სიტი”), პედრო (“ბარსელონა”), ფაბრეგასი (“ბარსელონა”); თავდამსხმელები: ვილია (“ატლეტიკო”), ნეგრედო (“სიტი”), სილვა (“სიტი”), მატა (“ჩელსი”). მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ ტურში, ესპანეთი ბელარუსსა და საქართველოს უმასპინძლებს. თამაშები 11 და 15 ოქტომბერს გაიმართება. --------------- Dstori 05 ოქტ 2013, 10:38 საფრანგეთის ლიგა ერთში მოთამაშე “მონაკოს” კაპიტანი ერიკ აბიდალი ყოფილ თანაკლუბელს, ვიქტორ ვალდესს თავისთან იწვევს. აბიდალმა “ბარსელონა” გასულ ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. როგორც ცნობილია, მომდევნო წელს, იგივე მოხდება ვიქტორ ვალდესთან დაკავშირებითაც. ჯერჯერობით უცნობია, სად განაგრძობს 31 წლის მეკარე კარიერას, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, მას “მონაკო” და “პარი სენ ჟერმენი” იწვევენ. “თუ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოვახერხებთ, მაშინ, “მონაკო” ვალდესისთვის კარგი ვარიანტი იქნება. “ბარსელონაზე” ნაწყენი არ ვარ. კლუბის გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდე. “ბარსას” პატივს ვცემ და ამ კლუბის მისამართით ცუდი არასდროს მითქვამს. კატალონიაში გატარებული 6 წლის განმავლობაში ძალიან ბედნიერი ვიყავი.” – ციტირებს აბიდალის სიტყვებს Goal-ი. --------------- Dstori 05 ოქტ 2013, 10:40 მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ვარსკვლავი ფრანკ რიბერი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ 2013 წელს, “ოქროს ბურთის” მოგებას სწორედ ის იმსახურებს და არა ლიონელ მესი, ან კრიშტიანუ რონალდუ. “მესისთან და რონალდუსთან შედადებით, მე უფრო თავდაუზოგავად ვმუშაობ. დაცვაში გუნდს უფრო მეტად მე ვეხმარები, ვიდრე ეს ფეხბურთელები. გარდა ამისა, თანაგუნდელებს უფრო მეტ საგოლე პასს ვაძლევ. “ოქროს ბურთის” მოგება ფანტასტიკა იქნება. ახლა, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე უწინ. ფორმის პიკზე ვიმყოფები, გამაქვს ბევრი გოლი და თამაშისგან სიამოვნებას ვღებულობ.” – აცხადებს ფრანკ რიბერი, რომელიც ევროპის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. --------------- Dstori 06 ოქტ 2013, 13:11 რომის “ლაციო” უეფას ევროპის ლიგის მომავალ შეხვედრაში კვიპროსულ “აპოლონს” ცარიელი ტრიბუნებით დაუხვდება. ამასთან, 40 ათას ევროს ჯარიმის სახით გადაიხდის. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრი გადაწყვეტილება “ლაციოსა” და “ლეგიას” მატჩში რომაული კლუბის გულშემატკივრების რასისტული ლოზუნგების სკანდირებისა და შეურაცხმყოფელი ბანერების გამოფენის გამო მიიღო. “ლაციოს” ევროტურნირების მატჩების უმაყურებლებო სტადიონზე გამართვის გამოცდილება უკვე აქვს. აპრილსა და მაისში “შტუტგარტს” და “ფენერბაჰჩეს” სიწყნარეში უმასპინძლა. მაშინაც გულშემატკივართა ცუდი საქციელის გამო. --------------- Dstori 06 ოქტ 2013, 13:19 ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, მარკო პოლო დელ ნეროს თქმით, მისი ორგანიზაცია დიეგო კოსტას ესპანეთის ნაკრებში თამაშის წინააღმდეგი არ იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ამას თავად ფეხბურთელი ისურვებს. “თუ ფეხბურთელს რომელიმე გუნდში თამაში სურს, ჩვენი ორგანიაზაცია მას ხელს არ შეუშლის.” – ციტირებს დელ ნეროს სიტყვებს ბრაზილიური O Estado de Sao Paulo. კოსტას ბრაზილიის ნაკრებში 2 ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩატარებული, რაც მას სხვა ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშს უკრძალავს, მაგრამ ესპანელებმა FIFA-ს გამონაკლისის დაშვების თხოვნით მიმართეს. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გუნდის მაისურის მორგების წინააღმდეგი არც თავად კოსტაა. --------------- Dstori 07 ოქტ 2013, 16:06 ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია უეფამ, უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, ფინალური ტურნირის გეოგრაფიის გაფართოებას გეგმავს. ცოტა ხნის წინ, The Independent-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც, თითქოს, ორგანიზატორები ევროპის ჩემპიონატისთვის არგენტინის, ბრაზილიის, მექსიკისა და იაპონიის ნაკრებების დამატებას გეგმავდნენ. “შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ უეფაში არაფერი იციან The Independent-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით”, - განაცხადა უეფას ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება და თამაშები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართება. --------------- AC MILAN 10 ოქტ 2013, 7:30 2013 wlis 7 sauketeso megole zlatan ibrahimovichi – 26 goli (20 “psj”-shi da 6 shvedetis nakrebshi). robin van persi - 26 goli (19 “manchester iunaitedshi” da 7 holandiis nakrebshi). alvaro negredo – 26 (20 “seviliashi”, 4 “manchester sitishi” da 2 espanetis nakrebshi) . edinson kavani – 26 (17 “napolishi”, 4 “psj”-shi da 5 urugvais nakrebshi). robert levandovski – 32 (29 “dortmundshi” da 3 polonetis nakrebshi). mesi - 42 (36 “barselonashi” da 6 argentinis nakrebshi). krishtianu ronaldu – 50 (44 “realshi” da 6 portugaliis nakrebshi). --------------- AC MILAN 10 ოქტ 2013, 8:33 dinamos legendas vitali daraselias dges 56 weli sheusruldeboda. vitali daraselia 17 wlis asakshi chairicxa saqartvelos sauketeso klubshi da male daimkvidra adgili gundis dziritad shemadgenlobashi. daraselia dinamo tbilisis da sabchota kavshiris nakrebis sheucvlel figurad iqca. dinamoshi 1975 wlidan 1982 wlamde iaspareza da 273 shexvedrashi gaitana 40 goli. misi roli dzalian didia dinamoelta mier mopovebul dauviwyar gamarjvebebshi. daraselias safexburto karieris gvirgvinad ki tasebis tasis finalur shexvedrashi karl ceisis karshi gatanili gadamwyveti goli iqca. goli, romelic damsaxurebulad aris michneuli dinamos umdidres istoriashi yvelaze mnishvnelovan golad. ssrk– s chempioni 1978, vercxlismedalosani 1977, samgzis priziori 1976 wlis gazafxulsa da shemodgomaze da 1981 wels. brolis tasis orgzis mflobeli 1976 da 1979 wlebshi. uefas tasebis mflobelta tasis mflobeli 1981 wels. 33 sauketeso fexburtelta siashi shedioda 5 jer --------------- Gelford 11 ოქტ 2013, 17:38 AC MILAN, dxes pirveli arxi xoar ahvenebs semtxvevit saqartvelo espanets xoar icit --------------- G 11 ოქტ 2013, 17:41 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=30113&cit]ციტატა: Gelford 15 shia eg da achvenebs --------------- Gelford 11 ოქტ 2013, 19:35 G, jigari xar --------------- Gelford 14 ოქტ 2013, 21:10 G, romel saatzea xval tamasi xoar icit? --------------- G 15 ოქტ 2013, 5:24 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=31619&cit]ციტატა: Gelford sagamos saatebshi --------------- DiGiTaL 17 ოქტ 2013, 17:20 ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რომარიო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორების კრიტიკას განაგრძობს და ფიფას უმაღლესი პირების ლანძღვასაც არ ერიდება. ESPNDeportes-სთან საუბარში რომარიომ ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს ქურდი, ხოლო გენერალურ მენეჯერ ჟერომი ვალკეს თაღლითი უწოდა. “ფიფასგან კარგს არაფერს უნდა ველოდეთ, სადაც ზის თაღლითი სახელად ვალკე და ქურდი სახელად ბლატერი. . ისინი არ წარმოადგენენ მსოფლიო ფეხბურთის და მით უფრო ბრაზილიური ფეხბურთის ინტერესებს. ბრაზილიის მთავარობა არ უნდა ენდოს ვალკეს და არ უნდა მოაწერონ ხელი მის მიერ შემოთავაზებულ კონტრაქტებს. მე მათ არ ვენდობი. ისინი ბრაზილიაში მხოლოდ იმის გამო ჩამოდიან, რომ ჩვენი ხალხის ფული დაითვალონ. მე ბოლომდე დავრჩები იმ ფულის დარაჯად, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად იყენებენ” - განაცხადა რომარიომ. --------------- Beqa 25 ოქტ 2013, 17:37 არ ვიცი ამის შესახებ იცით თუ არა უკვე, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ რომ ინგლისური ფეხბურტის მოყვარულებს გაგიხარდებათ :) 2 ნოემბრიდან GDS (ბერას ტელევიზია :D) იწყებს პრემიერ ლიგის ტრანსლირებას. დეტალები ჯერ არ ხმაურდება, მალე შევიტყობთ ყველაფერს როგორც ტელევიზიის თანამშრომლები აცხადებენ ---------------