ფრინველების გადაფრენა Kaxa 11 სექტ 2013, 18:24 http://www.bazieri.ge/_pu/4/28100885.jpg ზოგი რამ ფრინველთა გადაფრენის შესახებ საქართველოს სანადირო და სხვა სასარგებლო ფრინველთა დიდი რაოდენობა მიმოფრენას აწარმოებს ყოველწლიურად: გაზაფხულზე- სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, ხოლო შემოდგომაზე _ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ფრინველთა ყოველწლიურ გადაფრენას ადამიანები უძველესი დროიდან იცნობენ. მას დიდ ყურადღებას აქცევდნენ არა მარტო საბერძნეთისა და რომის, არამედ სირიის, ეგვიპტისა და სხვა უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის სწავლულები. მიუხედავად ამისა, უკანასკნელ დრომდე, როდესაც მეცნიერებამ უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ, ერთიანი მეცნიერული აზრი ფრინველთა ყოველწლიური მიგრაციის შესახებ კიდევ არ არის გამომუშავებული. ამის შესახებ მრავალ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი არსებობს. სინამდვილესთან ყველაზე უფრო ახლოს ჩვენ ვთვლით აზრს იმის შესახებ, რომ მიმოფრენის უმთავრესი მიზეზია ჩრდილოეთში საკვების ნაკლებობა ზამთარში, ხოლო სიჭარბე ზაფხულში და გადაფრენისადმი თანდაყოლილი ჩვევა (ინსტიქტი, მემკვიდრეობით მიღებული რეფლექსები) შეძენილი ფრინველებია მიერ მათი დასახელებისა და არეალის სივრცის გაფართოების დროს. ,,არც ერთი ფრინველი,_ ამბობს ორნიტოლოგი ალმუტი, _ არ ბრუნდება გაზაფხულზე მანამ, სანამ მისი საკვები არ გამოჩნდება” ზამთარში ჩვენში თავისუფლად მოსაპოვებელი საკვების დიდი სიმცირეა, დიდი თოვლისა და ყინვების გამო ფრინველები ჩრდილოეთში შიმშილისაგან განწირულნი არიან სიკვდილისათვის და ამიტომ რჩება მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი_გადაფრინდნენ სამხრეთში, სადაც ამ დროს ბევრი და მსუყე საკვებია. უნდა ითქვას, რომ, გარდა მოფრენის ვადებზე მათ სხეულში სქესობრივი მომწიფების სერიოზული გავლენისა, განსაკუთრებით ფრინველთა საგაზაფხულო მოფრენის დროს, ძირითადი მიზეზი მაინც კვების, საზრდოს მოპოვების საკითხია. ჩვენი მონადირეებისათვის საინტერესოა იმის ცოდნა, თუ რა გზები არსებოს ჩვენში, რომლითაც მიმოფრენენ გადამფრენი ფრინველები. საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს მიმოფრენის ორი უმთავრესი გზა, პირველი და ყველაზე დიდი შავი ზღვის სანაპირო საჰაერო გზაა, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით და პირუკუ მიემართება. ამ გზით მიფრინავს ფრინველთა სხვადასხვა სახეობის უდიდესი რაოდენობა. ესენი არიან როგორც წყალში მოცურავენი, ისე სხვა ფრინველები: კეთილშობილი იხვები (გარეული, ნაცარა, კუდსადგისა, შუბლთეთრა, ცხვირფარა, პატარა იხვინჯები), რუხი ბატი, ტყის ქათამი, მწყერი, ყველა სახის ყანჩა, ჭყიანპო, კვირიონი, თოლია და სხვა ფრინველები, მათ შორის მტაცებლებიც. შავი ზღვა-კავკასიის ზღვისპირეთი სანაპირო გადასაფრენი გზა მიემართება ქერჩის სრუტიდან შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაპირის გაყოლებით, გაივლის საქართველოს მთელ ზღვისპირეთს და გრძელდება მცირე აზიის, ეგვიპტისა და აფრიკისაკენ. შავი ზღვის სანაპიროს 5-10 კმ-ის სიგანის დაბლობის ზოლი, ზოგჯერ 25 კმ-მდე ფართოვდება; ამ გზაზე მოძრაობენ გადამფრენ ფრინველთა გუნდები. აქედან სხვადასხვა მიმართულებით განშტოვდება ცალკეული მეორეხარისხოვანი გზები. მიმომფრენი ფრინველები უერთდებიან იმ ფრინველთა საერთო ნაკადს, რომლებიც გდაიფრენენ შავი ზღვის საჰაერო გზით. მეორე საჰაერო გზა მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, იგი იწყება ქალაქ ვლადიკავკაზის მხრიდან მდინარე თერგის დინების გასწვრივ, გადადის ჯვრისა და გუდაურის უღელტეხილებზე, მიემართება თეთრი და შავი არაგვით, ჩადის მდინარე მტკვარზე და მიჰყვება ამ მდინარის დინებას სამხრეთ_აღმოსავლეთით. როგორც პირველ ისე ამ გზაზედაც მიმოფრენენ მწყერები, მათი მუდმივი თანამგზავრები კვირიონები, ტყის ქათმები, სვადასხვა სახის იხვები, რუხი ბატები, სავათები, სარსარაკები, წეროები და სხვა გდამფრენი ფრინველები. გაარდა დასახელებული გზებისა, საქართველოს ფარგლებში კავკასიონის ქედის უღელტეხილებთან რამდენიმე ადგილას არსებობს გადაფრენის მეორეხარისხოვანი გზებიც. ეს უღელტეხილებია სანწა, გრიზბა, ქლუხორი, ბალყარეთიდან სვანეთში გადმოსავლელი ,,ტვიბერი” და ,,მესტია”, რომლებისკენაც ფრინველები მიმოფრენენ მდინარეების ჩერეკისა და ენგურის დინებათა გზით. საქართველოში სავათებისა და სარსარაკების შემოფრენა მეზობელ აზერბაჯანიდან უმთავრესად ხდება დაბა ლაგოდეხიდან შირაქის ტრამალებზე, გარეჯის უდაბნოში და გარე კახეთის სხვა ნახევრად უდაბნო ადილებში. ბათუმის თავზე ყოვეი წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე... wyaro»»www.monadire.ge ---------------