STALINI - witeli beladi Eichmann 10 სექტ 2013, 14:37 http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f1/JStalin_Secretary_general_CCCP_1942.jpg/220px-JStalin_Secretary_general_CCCP_1942.jpg იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (რუს. Ио́сиф Виссарио́нович Ста́лин, ნამდვილი გვარი – ჯუღაშვილი, რუს. Джугашви́ли) (დ. 6 დეკემბერი/18 დეკემბერი, 1878, გორი – გ. 5 მარტი, 1953, მოსკოვი) — კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898-იდან. დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში. 1894 დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. არალეგალურ წრეში შეისწავლა კ. მარქსის, ფ. ენგელსის, ვ. ი. ლენინის, გ. პლეხანოვის შრომები. სტალინი იყო "მესამე დასის" წევრი, ეწეოდა მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებს შორის. 1899 რევოლუციური მოღვაწეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც არალეგალურად დაიწყო ცხოვრება და პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. შედიოდა რსდმპ თბილისის, კავკასიის კავშირის და ბაქოს კომიტეტების შემადგენლობაში, მონაწილეობდა გაზეთების "ბრძოლის", "პროლეტარიატის ბრძოლის", "ბაკინსკი პროლეტარიატის", "გუდოკის", "ბაკინსკი რაბოჩის" გამოცემაში, იყო 1905-07 რევოლუციის აქტიური მონაწილე ამიერკავკასიაში. 1912 რსდმპ სრულიად რუსეთის VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში. 1912-13 მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში "ზვეზდა" და "პრავდა". მონწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912). ამ პერიოდში დაწერა შრომა "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი", რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკა "კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის" ოპორტუნისტული პროგრამა. ეს შრომა ვ. ი. ლენინმა დადებითად შეაფასა. 1913 თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში. თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, დაბრუნდა პეტროგრადში, შეიყვანეს რსდმპ(ბ) ცკ-ის ბიუროში და "პრავდის" რედაქციაში. სტალინმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალ პირობებში პარტიული მუშაობის გაშლაში. მხარი დაუჭირა ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციის სოციალისტურში გადაზრდის ლენინურ კურსს. რსდმპ (ბ) სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრად (ამ დროიდან მოყოლებული ცკ-ის წევრად არჩეული იყო ყველა პარტყრილობაზე XIX ყრილობის ჩათვლით). რსდმპ(ბ) VI ყრილობაზე ცკ-ის დავალებით გამოვიდა ცკ-ის პოლიტიკური ანგარიშით და მოხსენებით პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა პარტიის ბრძოლაში სახალხო მეურნეობის აღდგენის, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისა და გლეხობასთან მუშათა კავშირის განმტკიცებისათვის. პროფკავშირების დისკუსიის დროს, რომელიც ტროცკიმ თავს მოახვია პარტიას, სტალინი იცავდა სოციალისტურ მშენებლობაში პროფკავშირების როლის ლენინურ პლატფორმას. რკპ (ბ) X ყრილობაზე (1921) გამოვიდა მოხსენებით "პარტიის მორიგი ამოცანები ეროვნულ საკითხში". 1922 აპრილში ცკ-ის პლენუმზე სტალინი აირჩიეს ცკ-ის გენერალურ მდივნად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 30 წელზე მეტხანს. --------------- Eichmann 10 სექტ 2013, 14:38 ვ. ი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა სკკპ ცკ-ის პოლიტიკის, სამეურნეო და კულრურული მშენებლობის, გეგმების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხთა შემუშავებასა და განხორციელებაშ, პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაში. პარტიის სხვა ხელმძღვანელ მოღვაწეებთან ერთად სტალინი შეურიგებლად ებრძოდა ლენინიზმის მოწინააღმდეგეებს, მან დიდი როლი შეასრულა ტროცკიზმისა და მემარჯვენე ოპორტუნიზმის იდეურ-პოლიტიკურ განადგურებაში, სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობის ლენინური მოძღვრების დაცვაში, პარტიის ერთიანობის განმტკიცებაში. ლენინური იდეური მემკვიდრეობის პროპაგანდაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტალინის შრომებს: "ლენინიზმის საფუძვლების შესახებ" (1924), "ტროცკიზმი თუ ლენინიზმი" (1924), "ლენინიზმის საკითხებისათვის" (1926), "ერთხელ კიდევ სოციალ-დემოკრატიული გადახრის შესახებ ჩვენს პარტიაში" (1926), "მემარჯვენე გადახრის შესახებ საკ. კპ (ბ)-ში" (1929), "აგრარული პოლირიკის საკითხებზე სსრკ-ში" (1929) და სხვები. საბჭოთა ხალხმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით განახორციელა სოციალიზმის მშენებლობის ლენინური გეგმა, ჩაატარა თავისი სირთულითა და მსოფლიო-ისტორიული მშენებლობით გიგანტური რევოლუციური გარდაქმნები. ამ ამოცანების გადაწყვეტაში პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სხვა ხელმძღვანელებთან ერთად თავისი პირადი წვლილი შეიტანა ი.სტალინმა. --------------- Eichmann 10 სექტ 2013, 14:38 სოციალიზმის მშენებლობის ქვაკუთხედად გადაიქცა სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, სახალხო მეურნეობის ყველა დარგის ტექნიკურ რეკონსტრუქციას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. რევოლუციური გარდაქმნების ყველაზე რთული მძიმე ამოცანა იყო სოფლის მეურნეობის გარდაქმნა სოციალისტურ საფუძველზე. სოფლის მეურნეობის გარდაქმნაში დაშვებულ იქნა შეცდომები და გადახრები, რისთვისაც პასუხისმგებლობა სტალინსაც ეკისრება, მაგრამ პარტიამ სტალინის მონაწილეობით გადამწყვეტი ზომები მიიღო და ეს შეცდომები დაძლია. --------------- Eichmann 10 სექტ 2013, 14:39 სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურულ რევოლუციურ განხორციელებას, რომელშიც დიდი როლი ითამაშა სტალინმა. მოახლოებული ომის საშიშროებისა და დიდი სამამული ომის (1941-45) დროს სტალინი ხელმძღვანელობდა პარტიის მრავალმხრივ მოღვაწეობას სსრკ თავდაცვის განმტკიცებასა და ფაშისტური გერმანიის და მილიტარისტული იაპონიის განადგურების ორგანიზებაში. 1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ (1946-იდან სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), 1941 წლის 30 ივნისს - თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ტავმჯდომარედ, 19 ივლისს - სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს. სსრკ - შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. როგორც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური, მონაწილეობდა 3 სახელმწიფოს - სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თეირანის (1943), ყირიმისა (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციებში. ომის შემდგომ პერიოდში სტალინი განაგრძობდა მუშაობას პარტიის ცკ-ის გენერალურ მდივნად და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამ წლებში პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ დიდი მუშაობა ჩაატარეს საბჭოთა ხალხის მობილიზების, სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების, სსრკ საერთაშორისო პოლიტიკური კურსის განხორციელების, მსოფლიო სოციალისტური სისტემის განმტკიცების, მუშათა და კომუნისტური მოძრაობის შეკავშირების, კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნების ხალხთა განმათავისუფლებელი ბრძოლების მხარდაჭერის, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის მთელ მსოფლიოში. --------------- Eichmann 10 სექტ 2013, 14:39 1935-1938 წლებში სსრკ-ში ჩატარდა მასობრივი რეპრესიები. ქვეყანა რომელიც, "სოციალისტური სამოთხის" კარიბჭესთან იდგა, მოიცვა საყოველთაო ბოროტებამ, დაპატიმრება-გადასახლებამ, ურთიერთ ანგარიშის გასწორებამ, მკვლელობამ. --------------- Eichmann 10 სექტ 2013, 14:40 მეორე ტალღაა მოდის 1936-1937 წლებზე. რეპრესიებს საფუძვლად დაედო ცნობილი კომუნისტის, სერგეი კიროვის საიდუმლოებით მოცული მკვლელობა 1934 წელს, ლენინგრადში. სწორედ ამ მკვლელობის (მისი ორგანიზატორი ჯერაც არაა ცნობილი) შემდეგ გაიმართა საჩვენებლი სასამართლო პროცესები კომუნისტური პარტიის სხვადასხვა მოღავაწეების მიმართ. ამ წლების ტერორის თვისება იყო ის, რომ იგი უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო არა მარტო პარტიულ ბრძოლაში დამარცხებული კომუნისტების, არამედ არსებითად მთელი ხალხის წინააღმდეგ. კერძოდ, ამ წლებში ფიიზკურად გაანადგურეს საბჭოთა ინტელიგენციის, სამღვდელოების, აგრეთვე ხალხი იმ ფენების ნაწილი, რომლებიც გადაურჩნენ უფრო ადრეული ხანის წითელ ტერორს. თავდაპირველას სტალინი და მისი მიმდევრები ცდილობდნენ, რომ ფორმალობა გარეგნულად მაინც დაეცვათ მაგრამ მალე ეს გზა უარყვეს და შემოიღეს ე.წ. "სამეულები" რომლებსაც ”ოპერატიულად” გამოჰქონდათ სხვადასხვა განაჩენი (მ.შ. სასიკვდილოც). ამ წლების რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი საბოლოოდ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ იგი 680,000-1.3 მლნ შორის მერყეობს. --------------- Eichmann 10 სექტ 2013, 14:40 ჯილდოები[რედაქტირება] სტალინი იყო საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919-52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952-53), კომინტერნის აღმასკომის წევრი (1925-43), სრულიად რუსეთის ცაკის წევრი 1917-იდან, სსრკ ცაკისა - 1922-იდან, სსრკ I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოთა დეპუტატი. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის (1939), საბჭოთა კავშირის გმირის (1945), საბჭოთა კავშირის მარშლის (1943) წოდებები, უმაღლესი სამხედრო წოდება - საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის წოდება (1945). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, "გამარჯვების" 2 ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის ორდენით, აგრეთვე მედლებით. დაკრძალულია მოსკოვში წითელ მოედანზე. wikipedia.org --------------- Dstori 12 სექტ 2013, 0:10 Kargi qnes ro aiges zegli, axal taobas namdvilad agar jirdeba --------------- Eichmann 12 სექტ 2013, 18:38 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=11671&cit]ციტატა: Dstori ის თაობის საკუთრება კი არაა, ის ისტორიას და გორს ეკუთვნის! --------------- Kaxa 12 სექტ 2013, 18:47 stalins vadzagebt magram 99% ma isic ki ar icis rom yvela imperiis mmartveli omebis da dzalauflebis moyvaruli iyo da sulac ar dagidevdat rigiti adamianis beds --------------- Dstori 12 სექტ 2013, 19:02 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=12179&cit]ციტატა: Eichmann ისტორია მომავლისთვის იწერება --------------- Eichmann 12 სექტ 2013, 19:17 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=12240&cit]ციტატა: Dstori არაა, ის წარსულის საკუთრებაა --------------- Lasha 12 სექტ 2013, 19:29 მეზიზღება ეს ადამიანი. ამაზე კარგი რა უნდა თქვა? არადამიანზე უარესი პიროვნება იყო. მიმიფურთხებია მისი სულისთვის --------------- Eichmann 12 სექტ 2013, 19:31 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=12260&cit]ციტატა: Lasha ლაშაა არ ხარ მართალი. მითუმეტეს სულთან. შენი აზრია ბაზარი არაა ძმა, მაგრამ სულის შეურაწყობა წმინდა ცოდვაა და არ მოგეტევება. თუ ეგეც გკიდია? --------------- Dstori 12 სექტ 2013, 20:20 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=12255&cit]ციტატა: Eichmann წარსული აწმყოთი ცოცხლობს, მე ასე ვფიქრობ და შენი შენთვის გქონდრს, სტალინი თავისუფლებისვის მკვდარია --------------- Dstori 12 სექტ 2013, 20:21 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=12255&cit]ციტატა: Eichmann წარსული აწმყოთი ცოცხლობს, მე ასე ვფიქრობ და შენი შენთვის გქონდრს, სტალინი თავისუფლებისვის მკვდარია --------------- Gelford 12 სექტ 2013, 20:37 Raxa dros staliniaa raa 21 saukunesii raa tu maicda maic ikos batono gorsi xmertma xeli moumartod gorelebs iq daibada da iq ikos rogorc muzeumi aris kidevacc da danarjen saqartvelosi stalinis cegls ra uda demokratiul qvekanass vasenebtt rac gaaketa da rogorc im dros ise iko saciro carsuli carsulia da me tu mkitxavt erti cegli sakmarisia da ara milioni kvela skversi tu baxsi amit ceglit verc carsuls daibruneb da verc istorias ganaaxleb cegli simboloa ubraloo --------------- Eichmann 12 სექტ 2013, 21:12 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=12293&cit]ციტატა: Gelford არავინ არ დგავს ყველა სკვერში... მხოლოდ გორში ქალაქის ცენტრში. ---------------