ბიუროკრატია Mon Ami 09 სექტ 2013, 2:30 ბიუროკრატია – ორგანიზაცია, რომელიც შედგება ოფიციალური პირებისაგან, რომელთა თანამდებობები და პოსტები ქმნიან იერარქიას და რომლებიც განსხვავდებიან მათი მოქმედებებისა და პასუხისმგებლობების განმსაზღვრელი ფორმალური უფლებებითა და მოვალეობებით. ბიუროკრატიის კონცეფცია პირველად ჩამოაყალიბა გერმანელმა სოციოლოგმა მ.ვებერმა. ვებერმა გამოყო ბიუროკრატიის იდეალური ტიპის შვიდი ძირითადი მახასიათებელი. 1. შრომის დანაწილება, რაც განსაზღვრულია გარკვეული წესებით ან კანონებით. თანამედროვე კომერციულ ფირმებში აღწერილია დირექტორის, ადმინისტრატორის, გამყიდველის და სხვათა ვალდებულებები. შრომის მკაფიოდ გამოხატული დანაწილება უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების გამოჩენას ყოველ თანამდებობაზე. 2. დაქვემდებარების ნუსხა – ეს არის თანამდებობების პირთა იერარქიის აღწერა, რომლებიც თავის მხრივ სხვა ინდივიდებს ხელმძღვანელობენ. თანამედროვე კომერციულ ფირმებში არსებობს ვერტიკალური (ქვემოდან ზემოთ) დაქვემდებარების სისტემა: დირექტორთა საბჭო, საწარმოთა მთავარი ხელმძღვანელები, საშუალო დონისა და უფრო დამლა მყოფი ხელმძღვანელები, რომლებიც აკონტროლებენ რიგით მოსამსახურეთა საქმიანობას. 3. საჯარო ოფისი (კანცელარია, ან ,,ბიურო”) – ბიუროკრატიის საფუძველია. აქ შეკრებილია წერილობითი დოკუმენტები, და ალბათ ცნობარი, რომელშიც დარეგისტრირებულია და შენახულია ცნობები დაწესებულების საქმიანობის შესახებ. 4. ორგანიზაციაში თანამდებობის პირთა მომზადების ოფიციალური პროცედურა. მოთხოვნები რიგითი საქმეთამწარმოებლის მიმართ შედარებით მარტივია, მაგრამ ხელმძღვანელი მუშაკების მომზადების ზოგიერთი პროგრამები საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. 5. საშტატო თანამშრომლები, ვინც საკუთარი ძალები მთლიანად მოახმარა ორგანიზაციას, მათთვის ეს არის ძირითადი საქმიანობა. 6. წესები, საკმაოდ ზოგადია, მეტნაკლებად მდგრადი და არეგულირებენ მუშაობის რეჟიმს. მათი ათვისება და შესრულება არაა ძნელი. ზოგჯერ ძალზე დაწვრილმანებულია; მაგალითად, ზოგიერთ საწარმოებში დრო და შესვენება, როდესაც თანამშრომლებს შეუძლიათ ყავის დალევა, მკაცრადაა რეგლამენტირებული. 7. ლოიალობა, ყოველი თანამშრომლისა ორგანიზაციის მიმართ, სწრაფვა დადგენილი ნორმების დაცვისაკენ. ეს სულაც არ ნიშნავს თავდადებასა და ერთგულებას დაწესებულების ხელმძღვანელის ან რომელიმე თანამშრომლისადმი. მ. ვებერი ვარაუდობდა, რომ მართვის ბიუროკრატიული მოდელი განაპირობებდა მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობას, ამიტომ უწოდა მან ბიუროკრატიულ სტრუქტურას «რაციონალური სტრუქტურა». მისი აზრით საწარმოს მესაკუთრეთა და თანამშრომელთა პირადი მოსაზრებები არ უნდა დაპირისპირებოდა საერთო მიზნებს. ბიუროკრატიას ხშირად უწოდებენ კლასიკურ ან ტრადიციულ ორგანიზაციულ სტრუქტურას. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ორგანიზაციებში გამოყენებული სტრუქტურები წარმოადგენს ბიუროკრატიის სხვადასხვა ვარიანტს. მისი ფართოდ გავრცელების მიზეზი ისაა, რომ მისი დამახისიათებელი ნიშნები პასუხობს ორგანიზაციათა უმრავლესობის მიზნებსა და ამოცანებს. ბიუროკრატიულ ორგანიზაციულ სტრუქტურებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო,რომ მათ არა აქვთ სიახლეთა დანერგვის უნარი და ისინი ვერ უზრუნველყოფენ მუშაკთა მოტივაციას სათანადო დონეზე. ამის მიზეზი წინასწარ დადგენილი წესების დაცვის აუცილებლობაა, რის გამოც ხშირად სათანადოდ ვერ გამოიყენება მენეჯერის ესა თუ ის დადებითი თვისება. წინასწარ დადგენილი წესების მკაცრმა დაცვამ შეიძლება პრობლემები წარმოშვას თანამშრომლებთან ურთიერთობაში, ინფორმაციის გაცვლაში, სხვადასხვა ქვედანაყოფის საქმიანობის კოორდინაციის პროცესში, გარე გარემოს ფაქტორებთან დამოკიდებულებაში. ისტორიულად ასე მოხდა, ბიუროკრატიამ თავი იჩინა ნაციონალური სახელმწიფოების განვითარების პროცესში, თანაც მშვიდობიან პერიოდში, როდესაც იზრდებოდა სოციალური წესრიგის მოთხოვნილება. ეს არ ნიშნავს, რომ ბიურორატია მხოლოდ თანამედროვე მოვლენაა. თუმც ჩვენს დროში ეს ტენდენცია გაფართოვდა უფრო, ვიდრე ოდესმე წარსულში. ბიუროკრატია არსებობდა ძველ ეგვიპტესა და ჩინეთში, რომის იმპერიასა და სხვა ქვეყნებში. რომის იმპერიაში, ე.წ. რომაული სიმშვიდის პერიოდში, როდესაც რომს ორასი წელი არ ქონდა ომები მეზობელ ქვეყნებთან. ეს იყო საყოველთაო ეკონომიკური აყვავების, რთული სამხედრო ადმინისტრაციის, სოფლის მეურნეობაზე მიწათმფლობელთა კონტროლის პერიოდი, სხვა სიტყვებით – ბიუროკრატია. XVII I– XIX სს. სამრეწველო რევოლუციების პერიოდში ბიუროკრატია გავრცელდა დასავლეთში. ბიუროკრატია ბადებს ბიუროკრატიას. ერთ-ერთი მიზეზია მისწრაფება – რთული ამოცანა დაშალო მარტივ ამოცანებად. სპეციალიზაცია ნებისმიერ საქმიანობაში მკაცრ მოთხოვნებს უყენებს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონეს. როგორ იძენენ ისინი კვალიფიკაციას? შედიან სკოლებში, აკადემიებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, რომლებიც ასევე ბიუროკრატიები არიან. ე.გიდენსი, სოციოლოგიის ერთ-ერთი ცნობილი თეორეტიკოსი, მიიჩნევს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ეკონომიკური და სოციალური პროცესების ანალიზის დროს ბიუროკრატიას უნდა მიექცეს ისეთივე ყურადღება, როგორიც ეთმობა ეკონომიკას, კულტურას, სოციალურ ურთიერთობებს (A.Giddens. Social theory and modern sociology. Cambrdge. Polity Press.1987.Pp.22-29) ბიუროკრატია ხელს უწყობს არასპეციალიზირებული, როდესაც ერთი მუშაკი ასრულებს მრავალ განსხვავებულ ამოცანას, სამუშაოდან სპეციალიზირებულზე გადასვლას, როდესაც ყოველ მუშაკს აქვს საკუთარი განსაზღვრული ამოცანა. ბიუროკრატია არის ორგანიზაციის საუკეთესო ფორმა, რაც შეიძლება წარმატებით განხორციელდეს გარკვეული წესების საფუძველზე ან, როგორც ვებერი ამბობს ,,ადამიანის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე”. >ბიუროკრატია ანადგურებს ყოველგვარ გაურკვევლობებს,რადგან იგი ზუსტად განსაზღვრავს ყოველი მუშაკის შრომის მოცულობას. >ბიუროკრატიული სტრუქტურა ხელს უწყობა დისციპლინის გაძლიერებასა და დავის მოწესრიგებას. >წესები ანთავისუფლებს უფროსს მთლიანად აგოს პასული ქვეშევრდომებზე. ისინი უბრალოდ ასრულებენ ზემდგომი თანამდებობის პირთა მოთხოვნებს: ,,მე რა შუაში ვარ, წესები მე არ შემიდგენია”. --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 2:31 მე ვეთანხმები იმ აზრს რომ ბიუროკრატია ორგანიზაციის საუკეთესო ფორმა არის. ფორუმშიც ბიუროკრატიის მომხრე ვარ :D --------------- Natia 09 სექტ 2013, 8:53 Qartvelebistvis ar aris es mogonili,amis girsebic ar vart! Ar vici ra unda moxdes iseti,rom qartvelebi disciplinas sheechvion. --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 9:28 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9619&cit]ციტატა: Natia Cota wesierad ;) pirvel pirshi da mxolobit ricxvshi ilaparake! Ra vi,me,ratomgac,cudi ragac megona eg "biurokratia"Tu racaa. Asea,AR unda mekitxa parmen loria. --------------- B I B I 09 სექტ 2013, 9:35 raga davmalo da am metad wesierebas me ver veguebi :D es disciplinas kiara ragac daprogramebas ufro gavs. --------------- Natia 09 სექტ 2013, 9:51 bZzziki, ai tundac sheni gamoxmaurebidan chans rom martali var da saertod nu xar uzrdeli,sadac ar gekitxebian nu ekvexebi! Debili! --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 10:02 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9639&cit]ციტატა: Natia :D:D kacs pasucic dagezareba . me vfiqrob,chven es ragac dzalian gvchirdeba. --------------- Natia 09 სექტ 2013, 10:07 bZzziki, ki ar gezareba,ici rom mtlad yirazec gadaxvide shenze azrs ar shevicvli.aq ki namdvil biurokratiaze bevri araperi weria,piri rom gaqvs dagebuli da gagebashi ar xar arapriiis. :) --------------- Mindia 09 სექტ 2013, 10:10 ბიუროკრატიის მომხრე ვარ და სრულად უნებლიედაც კი ყოველთვის ბიუროკრატიული მიდგომები მქონდა, დაბალ თანამდებობებზე ყოფნისას კი ხელმძღვანელი ხუმრობის გარეშე ბიუროკრატიით შეპყრობილს მეძახდა როცა ვეუბნებოდი რომ სამსახურის მოსვლის ჟურნალში მისი ხელისმოწერა აუცილებლად მჭირდებოდა :D განა მარტო მოსვლის ამბავში ვიყავი ასეთი. მომხრე ოღონდ არა სრული ბიუროკრატიის რა თქმა უნდა, აქაც არის საჭირო საზღვარი აუცილებელი. რადგან იმ ყველაფრის გარეშე რაც წერია ამ თემაში როცა არის სამსახურებში, ხშირად არის რომ წარმოიშვება პრობლემა-გაურკვევლობა, თუნდაც როცა დანაშაულზეა საქმე ყველა ერთმანეთზე იწევს თითს :) წელს ჩემი ბიუროკრატიული მიდგომების გამო ძალიან დიდ შარს გავექეცი მაგალითად. უმრავლესობა ქართველის პრობლემა ბიუროკრატიაზე მარტივია... სრული სიზარმაცე, ბევრს თითის განძრევაც ეზარება ზედმეტად და რა დისციპლინაზეა საუბარი. მე არ ვფიქრობ რომ ბიუროკრატია გვასწავლის სრულ დამორჩილებას ან დამონებას, ის გვასწავლის დისციპლინას და უზრუნველყოფს წესრიგს რომელიც ესეოდენ ძლიერ აკლია ჩვენს სამსახურებს და საზოგადოებას. იმჰო (ანუ ჩემი მოკრძალებული აზრით) --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 10:13 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9649&cit]ციტატა: Natia Tu AR GA humdebi,airtyam :-* vici,alalia,magram..,, mindia,sx a informacias AR flob biurokratiaze?! Ragac akliao --------------- Mindia 09 სექტ 2013, 10:16 bZzziki, რა სრულ ინფორმაციაზე ამბობ აბა? :) --------------- Mindia 09 სექტ 2013, 10:17 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9639&cit]ციტატა: Natia შეურაწყოფისგან თავი შეიკავე. :) --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 10:19 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9659&cit]ციტატა: Mindia anu rac shesavalshi weria,amid meti araferia?! --------------- Natia 09 სექტ 2013, 10:20 bZzziki, debili xaar! :) --------------- Natia 09 სექტ 2013, 10:21 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9662&cit]ციტატა: Mindia tqvenc sheikavet tavi mikerdzoebisgan.damadet bani ar vitireb :) --------------- Mindia 09 სექტ 2013, 10:22 bZzziki, თავისთავად არის, მაგრამ ეს მხოლოდ მაგალითი იყო ერთერთი. სრულ ბიუროკრატიას მხარს არ ვუჭერ როგორც ვთქვი მანდვე, მაგრამ მისი აუცილებლობა ბევრ რამეში არის საჭირო. --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 10:27 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9664&cit]ციტატა: Natia :-*:-*:-*:-* Shen ki kargi dedis gazrdili :D:D aiii,sad ratom AR gvchirdeba biurokratia. Yovel struqturashi,dawesebulebashi da ojaxshic ki desposts bsachiroebt )) --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 10:29 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9667&cit]ციტატა: Mindia magalitis saxit ver metyvi,sad gaamartla dasadvera,biurokratiam?! --------------- Mindia 09 სექტ 2013, 10:30 bZzziki, სამწუხაროდ მასე ვრცლად არ ვიცნობ ბიუროკრატიას, მაგრამ ბიუროკრატიული მიდგომები გარკვეული საკითხებისადმი აუცილებლად მიმაჩნია. --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 10:34 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9676&cit]ციტატა: Mindia uyure,ragac AR gcodnia :Dimedia,dawers vinme. Magalitebis gareshe michirs agqma. --------------- angel of death 09 სექტ 2013, 10:36 Sachiroa tumca rac ufro gamartivebulia moqalaqeebtan urtiertoba uketesi. anu biurokratia wesrigistvis da ara shtatebis shesaqmnelad. --------------- Mindia 09 სექტ 2013, 10:40 bZzziki, ყველაფრის მცოდნე არავინაა :) ზოგან მიდგომებს ვეთანხმები და ბრმად კიდე არაფრის მიმდევარი არ ვარ. :) --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 10:52 ყველაფერს აქვს ცუდი და კარგი მხარე, მაგრამ თუ ბიუროკრატიული ორგანიზაციის სათავეში კარგად შერჩეული კადრები იქნებიან ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჩემი აზრით საუკეთესო მმართველობის ფორმაა და მაგიტომაც იყენებდა და იყენებს ბევრი ქვეყანა თუ ორგანიზაცია ბიუროკრატიულ მიდგომას. --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 11:05 უფრო ვრცლად ვისაც აინტერესებს დავამატებ კიდევ ინფორმაციებს მათთვის :) ადამიანთა უმრავლესობისთვის „ბიუროკრატია“ სალანძღავი სიტყვაა და სახელმწიფო სექტორს ერთნაირად აკრიტიკებენ ამერიკაში, შვედეთში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთსა თუ საფრანგეთში. მსოფლიოში ვერ ნახავთ ისეთ რეგიონს, ბიუროკრატიით კმაყოფილნი რომ იყვნენ. რატომ ეჯავრება ხალხს ასე ძლიერ ბიუროკრატია და საჯარო მოსამსახურეები? ამის ერთ-ერთი მარტივი მიზეზი ის არის, რომ ბიუროკრატია იმთავითვე მაკონტროლებელი სტრუქტურაა. „უმეტესობა ჩვენთაგანს არ უყვარს, როცა მას აკონტროლებენ, თუნდაც საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნით“. მეორე მიზეზი ის არის, რომ ბიუროკრატიის მოქმედება ხშირად პათოლოგიური და არარაციონალურია. ყოველთვის არა, მაგრამ განსაკუთრებულ პირობებში ეს ასეა. ბიუროკრატიის კიდევ ერთი თვისება ახასიათებს - ის ნელა მოქმედებს, რადგან მან უნდა დაიცვას განსაკუთრებული პროცედურები და ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზაციის საქმიანობის აღრიცხვიანობას (ფინანსების, კანონიერების, სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით). ამის გარდა, ბიუროკრატია გულგრილია ინდივიდთა მიმართ, მაგრამ სამაგიეროდ საზოგადოებრივ საქმის ბოლომდე ერთგულია. ბიუროკრატია ისეა მოწყობილი, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესს ემსახუროს, მისი მოქმედების სტილი მიუღებელი იქნება მათთვის, ვინც ინდივიდუალური მიდგომასა და მოქნილობასაა მიჩვეული (ადამიანებს არ უყვართ, როცა მათ მართავენ, აიძულებენ ბრძანების შესრულებას, აკონტროლებენ). „ბიუროკრატიაზე“ გავრცელებული უარყოფითი შეხედულებების მიუხედავად, „დიდი ბიუროკრატიისა და ძლიერი მთავრობის გარეშე ვერ ერთი ერი ვერ შეძლებს საკუთარი თავისუფლებისა და კეთილდღების უზრუნველყოფას“. ამის გარდა, ბევრ ქვეყანაში (მაგ., ესპანეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ირლანციაში, ლუქსემბურგში, რუმინეთში, ბულგარეთში, სლოვაკეთსა და სლოვენიაში) დღემდე არსებობს ბიუროკრატიული თანამდებობრივი სისტემები ან ახლა ხდება სახელმწიფო სამსახურის ისეთი სტრუქტურების ჩამოყალიბება, რომელსაც „ტრადიციული” უფრო ეთქმის. ამასთან ერთად, საფრანგეთი და გერმანია ცნობილია როგორც ქვეყნები, სადაც სახელმწიფო სამსახური ძალზე ეფექტიანად მუშაობს - და მეტიც - მაღალკვალიფიციური პერსონალით არის დაკომპლექტებული. არსებული სახელმწიფო სამსახურების უმრავლესობა ეფუძნება გარკვეულ ბიუროკრატიულ პრინციპებს (სპეციალიზაცია, იერარქია, ფორმალიზაცია, წესების განუხრელი დაცვა და ა.შ.). როგორც ვებერი თვლის, ბიუროკრატია სხვა არაფერია, თუ არა ორგანიზაციის განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც „აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები; ეს უფრო ნეიტრალური ტერმინია და არ მიუთითებს ორგანიზაციის ამა თუ იმ ფორმის მხოლოდ უარყოფით ნიშნებზე.“ ვებერი დარწმუნებული იყო, რომ ბოუროკრატიული სტრუქტურა ორგანიზაციის ყველაზე ეფექტიანი ფორმაა, რომელიც ორგანიზების პრიმიტიულ წესს საბოლოოდ უფრო რთულ და რაციონალურ სისტემად აყალიბებს. როგორც ვებერი აღნიშნავდა, ბიუროკრატია „ყველა სხვა ფორმას აღემატება თავისი სიზუსტით, სტაბილურობით, მკაცრი დისციპლინითა და საიმედოობით. ამდენად ის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და მოსამსახურეებს თავიანთი მიღწევების ზედმიწევნით ზუსტი აღრიცხვის საშუალებას აძლევს …“. ბიუროკრატიული ორგანიზაცია უზრუნველყოფს მეტ სტაბილურობას და, უპირველეს ყოვლისა, „გაუკვევლობის შემცირებას“ - ანუ იმას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის. ბიუროკრატიული სტრუქტურის ერთ-ერთი არსებითი უპირატესობაა „პროგნოზირებადობა და საიმედოობა“. --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 11:06 როგორც ბოუზმენი აღნიშნავს, „ბიუროკრატიის ძლიერი მხარე არის მისი ორიენტაცია სტანდარტიზებულ ურთიერთობებზე. ფავორიტიზმი, ნეპოტიზმი, მექრთამეობა და კორუფციის სხვა ფორმები მიუღებელი უნდა იყოს თანამედროვე ბიუროკრატიისთვის; ეს მისი პათოლოგიური გამოვლინებები უფროა, ვიდრე ორგანული თვისება. სტანდარტიზაცია ხშირად პროტესტს იწვევს ადამიანებში, რადგან მათი უმეტესობა, როგორც კერძო პირი თუ როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, ცდილობს თავისი გამორჩეულობისა და თავის განსაკუთრებულ მოთხოვნილებათა ხაზგასმას. მართლაც, ყოველი ჩვენგანი განუმეორებელია და ყველას ჩვენ-ჩვენი მოთხოვნილებები გვაქვს“. „ჩვენ არ გვიყვარს ბიუროკრატია, მაგრამ ჩვენ ის გვჭირდება - იმ დრომდე მაინც, ვიდრე არ მოვიფიქრებთ ისეთ ქმედით ალტერნატიულ ორგანიზაციულ სქემებს, სადაც შენარჩუნებული იქნება ბიუროკრატიის ის ნიშნები, რომლებიც ჩვენთვის უდაოდ მისაღებია - პროგნოზირებადობა და სტაბილურობა, რაციონალიზმი, კომპეტენტურობა, მიუკერძოებლობა - და თავისუფალი იმისგან, რაც ესოდენ არ მოგვწონს - სიხისტე, არასტანდარტული სიტუაციების მართვის უუნარობა, გადაულახავი ზღუდეების შექმნა ჩინოვნიკებსა და მოქალაქეებს შორის“. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საზოგადოების ფართო წრეები სათანადოდ არ აფასებენ თანამდებობრივი სისტემისა და ბიუროკრატიული ორგანიზაციის დადებით მხარეებს. მეორე მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ბიუროკრატია უამრავი ფორმით შეიძლება შეგვხვდეს და რომ “ბიუროკრატია საზოგადოებისთვის არის არა იმდენად საფრთხე და მოუშუშებელი ჭრილობა, რამდენადაც რაღაცის გაკეთების საშუალება. ზოგჯერ ის ძალზე ეფექტიანია, ზოგჯერ - ნაკლებად“. --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 11:49 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9715&cit]ციტატა: Mon Ami gmadlobt . rogorc nivxvdi,naklebadhumanuri ramea biurokratia da adamianebs ver aqvt progresirebis sashualeba,ertgvar robotebad aqcevs mat. Samagierod,saqme win midis:D -gamartivebuli varianti --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 12:26 bZzziki, მთლად მასეც არ არის, უბრალოდ დისციპლინას ექცევა ძალიან დიდი ყურადღება. და დისციპლინირებულობა თუ რობოტიზმად აღიქმება მაშინ კი. თუმცა მე სხვანაირად აღვიქვავ. --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 12:28 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9743&cit]ციტატა: Mon Ami ყველაფრის ზუსტად შესრულება,ყოველთვის,მართლაც,აუტანელი უნდა იყოს. რაღაცით ხომ უნდა განვსხვავდებოდეთ რობოტებისაგან,მარტო გამრავლება ხომ არაა საქმე --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 12:31 რეალურად ბიუროკრატიული აპარატის გარეშე სახელმწიფო ვერ მუშაობს. ამიტომ ბიუროკრატია სახელმწიფოს განუყოფელი ობიექტია. --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 12:33 bZzziki, სამსახურში სიზუსტე ჯობია და პირად ცხოვრებას ნუ წარმარტავენ ბიუროკრატიულად და ეგ იქნება. ჩემი აზრით სიზუსტე არის საჭირო ზუსტად რაიმე მიზნის მისაღწევად. --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 12:40 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9748&cit]ციტატა: Mon Ami ხო,მაგრამ ცხოვრება არაა ზუსტი და ადამიანი არაა რობოტი,რომ ყოველთვის ერთნაირად შეეძლოს საქმის კეთება. --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 12:45 bZzziki, ვიცი შენ რაც გაინტერესებს, ბიუროკრატიის გავლენა ადამიანის პიროვნებაზე. მქონდა მაგ საკითხზეც მასალები და თუ ვიპოვნი დავწერ აქ. მე პირადად არ მიმაჩნია რომ ცუდად მოქმედებს ადამიანის პიროვნებაზე, თუმცა არ მინდა ჩემი აზრი მოგახვიო თავს იმიტომ, რომ კარგი და ცუდი პირობითი მცნებებია და რაც ჩემთვის შეიძლება კარგი იყოს, სხვა მას ცუდად მიიჩნევდეს. --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 12:49 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9754&cit]ციტატა: Mon Ami არამარტო პიროვნებაზე,ზოგადად ცხოვრებაზე. ძალიან კარგი იქნება,საინტერესოა,ცუდი მხარე უფრო კარგი იქნება თუ კარგი. ერთი რაღაც კი უკვე გავიგე,ადამიანს უფრო პროდუქტიულს ხდის --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 12:54 ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ორგანიზაციული სტრუქტურები გავლენას ახდენენ და ცვლიან პიროვნებას. ეს იმას ნიშნავს, რომ კლასიკური თანამდებობრივი სისტემა ან ბიუროკრატიული სტრუქტურა ასევე იმოქმედებს საჯარო მოსამსახურის პიროვნულ თვისებებზე. სხვა კონცეფციის თანახმად კი ცალკეული პიროვნებები თავის შესაფერის, განსაკუთრებულ ორგანიზაციულ სტრუქტურას პოულობენ. მაგალითად, მეინცი და ლუმანი (1973) ასკვნიან, რომ ადამინები, ვისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია „გარანტირებული“ სამუშაო, ძირითადად საჯარო სამსახურში ცდილობენ მუშაობის დაწყებას. (საჯარო სამსახურები კი ძირითადად ბიუროკრატიულ მოდელს ეფუძნება.) მაქს ვებერს მიაჩნდა, რომ მოსამსახურე ხდება არსებული ბიუროკრატიული მანქანის „ჭანჭიკი“. მართალია, თანამედროვე ანალიტიკოსები ჩათვლიდნენ, რომ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს საშინელება იქნებოდა, მაგრამ მაქს ვებერი დარწმუნებული იყო, რომ „უსახური ჭანჭიკი“ ყველაზე უკეთ მიესადაგებოდა ბიუროკრატიულ სტრუქტურას. მერტონი (1940) ფაქტიურად პირველი მეცნიერი იყო, ვინც გამოიკვლია პიროვნებისა და ბიუროკრატიული სტრუქტურის ურთიერთგავლენის საკითხი. როგორც ის აღნიშნავდა, „…ბიუროკრატიული სტრუქტურა მუდმივად ზემოქმედებს მოხელეზე და აიძულებს მას იყოს „მეთოდური, ფრთხილი და დისციპლინირებული. (…) დისციპლინა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს შედეგს, თუ ადამიანს იმავდროულად აქვს მტკიცე განწყობა, რომელიც აიძულებს მას გულმოდგინედ შეასრულოს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობები (…). დისციპლინა, რომელიც იმთავითვე გაგებულია როგორც წესების მორჩილება (…), აღიქმება არა როგორც საშუალება გარკვეული ამოცანების შესასრულებლად, არამედ იქცევა ბიუროკრატის ცხოვრების თვითკმარ ფასეულობად (…). ეფექტიანი ბიუროკრატია მოხელისგან მოითხოვს საიმედო რეაგირებას და წესების ერთგულებას. წესებისადმი ასეთი ერთგულება იწვევს მათ ტრანსფორმაციას აბსოლუტურ კატეგორიად; ისინი აღარ აღიქმება გარკვეული მიზნების მიღწევის საშუალებად …“. მეორე მხრივ, მერტონი ამტკიცებდა, რომ ვებერს აინტერესებდა მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზაციული ეფექტიანობა, სიზუსტე, საიმედოობა და ა.შ. მაგრამ ვებერი ნამდვილად არ ისურვებდა, ორგანიზაციულ სტრუქტურებს უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინათ ადამიანის პიროვნულ თვისებებზე. როგორც მერტონი მიიჩნევს, ბიუროკრატის სამსახურეობრივ ცხოვრებას განსაზღვრავს თანმიმდევრული კარიერის, სამუშაო სტაჟის მიხედვით დაწინაურების, პენსიების, სახელფასო დანამატების (და ა.შ) სისტემები, „რომლებიც მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ მოსამსახურეს სტიმული ჰქონდეს იყოს დისციპლინირებული და ზუსტად დაიცვას არსებული წესები (…). მაგრამ სწორედ ეს საშუალებები უყალიბებს მოხელეებს წესების პედანტური დაცვის ჩვევას, ეს კი საბოლოო ჯამში იწვევს გაუბედაობას, კონსერვატიზმსა და ფორმალიზმს”. ( ანუ ყველა ადამიანზე ვერ იმოქმედებს კარგად ბიუროკრატია, მაგრამ როცა ადამიანმა იცის თუ რა არის ბიუროკრატია, რას მოითხოვენ მისგან ზუსტად მან უკეთ იცის თუ რა უნდა აკეთოს და ჩემი აზრით შესაბამისად უკეთ ასრულებს თავის საქმეს). კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ „ბიუროკრატი ისე მოქმედებს, როგორც ხელისუფლების წამომადგენელი (…). თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ის გარკვეული ძალაუფლებით არის აღჭურვილი (…). კონფლიქტის ეს წყარო ნაკლებადაა დამახასიათებელი კერძო სექტორისთვის, რადგან კლიენტს შეუძლია ეფექტიანად გამოხატოს თავისი პროტესტი და სხვა ორგანიზაციას მიმართოს… სახელმწიფო ორგანიზაციის მონოპოლისტური ბუნებიდან გამომდინარე, მსგავსი ალტერნატივა აქ არ არსებობს”, თუმცა კი „მმართველი პერსონალი „ხალხის მსახურად” მოიაზრება”… ამდენად, რაც შეეხება მოხელეებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობას, კონფლიქტის ერთ-ერთი სტრუქტურული წყარო არის მკაცრი მოთხოვნა, კლიენტის მიმართ დამოკიდებულება იყოს ფორმალური და ინდიფერენტული“. ფაქტიურად, ადამიანის დეპერსონალიზაცია იმით იწყება, რომ მისგან მოითხოვენ დაექვემდებაროს ორგანიზაციის კონტროლს. მოხელე ემორჩილება მიღებულ წესებს და განსაკუთრებულ ყურადრებას აქცევს მათ ზუსტ დაცვას. ყოველივე ამის შედეგად კი ადამიანი ხდება შეუვალი, მკაცრი და საიმედო. მოგვინებით ასეთ ქცევას (სიმკაცრე, სიზანტე, სიახლის მიუღებლობა, წესების განუხრელი დაცვა, პედანტური დისციპლინა, მოთხოვნილება მართონ) ეწოდა „ბიუროკრატიული“ ქცევა (ტომსონი). --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 12:57 bZzziki, თვითონ ადამიანზეა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული თუ როგორ მიუდგება და რას აითვისებს. ყველაფერს აქვს კარგი და ცუდი მხარე , და თუ ადამიანი კარგი კუთხით მიუდგება ნამდვილად დადებითად იმოქმედებს. კარგმა ბიუროკრატმა ადამიანის ფსიქოლოგია და სოციოლოგია უნდა იცოდეს, რათა ცუდად არ იმოქმედოს მოხელეზე. --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 13:00 მერტონმა უჩვენა, რომ გარკვეული ბიუროკრატიული სტრუქტურები გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევაზე: >ნამსახურობა და თანამდებობა: თანამდებობრივი სტრუქტურა ხელს უწყობს წესების პედანტური დაცვის ჩვევის გამომუშავებას. >კორპორაციული ერთობის გრძნობა: „ბიუროკრატიული სისტემის ყველა წევრს აქვს ერთობის განცდა. მათ აქვთ საერთო ინტერესები, კონკურენცია მათ შორის თითქმის არც არსებობს, რადგან დაწინაურება ხდება შრომის სტაჟის გათვალისწინებით; ამდენად, აგრესია ამ ჯგუფის ფარგლებში მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ კორპორაციული ერთობის ამ განცდამ შესაძლოა ის შედეგი მოიტანოს, რომ პერსონალი დაკავებული იქნება მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვით და ნაკლებად გაითვალისწინებს ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და კლიენტურის მოთხოვნებს“. >წესების გაფეტიშება: „არსებობს გარკვეული ბიუროკრატიული ნორმების (რომლებიც თავდაპირველად ტექნიკური მოსაზრებებით იქნა შემოღებული) აბსოლუტიზაციისა და „გაფეტიშების“ ტენდენცია. >ინდიფერენტულობა: „მოხელის პიროვნული თვისებების „ბირთვს“ წარმოადგენს მისი ინდიფერენტულობა. ამას ემატება ბიუროკრატის მიდრეკილება მოახდინოს მის ორგანიზაციაში შესული ყველა საქმის კატეგორიზაცია, რასაც საბოლოო ჯამში შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული საქმის თავისებურებების იგნორირება. რამდენადაც ყველა კლიენტი დარწმუნებულია, რომ სწორედ მისი პრობლემაა განსაკუთრებული, ის ხშირად პროტესტს გამოთქვამს ასეთი დამოკიდებულების გამო. ამიტომაც ბიუროკრატებს ბევრი ადანაშაულებს ამპარტავნებასა და ქედმაღლობაში“. მერტონის მოსაზრებები ამაგრებს იმ შეხედულებას, რომლის თანახმადაც კერძო მეწარმე ნოვატორი და ინდივიდუალისტია, საჯარო მოხელე კი - კონფორმისტი და სიახლეების მოწინააღმდეგე. ამავე დროს, გაჩნდა ბოუროკრატის, როგორც პიროვნების ცნება და კონცეფცია, რომლის მიხედვითაც მოზრდილი ადამიანის საზოგადოებრივ ქცევას განსაზღვრავს ის ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც უწევს მუშაობა. ამ კონცეფციის თანახმად, ტრადიციული ბიუროკრატიული სისტემა „აყალიბებს“ ბიუროკრატის პიროვნულ თვისებებს, რომელიც ასე შეიძლება განისაზღვროს: *სუბორდინაცია: მზადყოფნა ზუსტად შეასრულოს უფროსის ბრძანებები; *ვიწრო სპეციალიზაცია: სრული ნდობა ექსპერტის შეფასების მიმართ და ზრუნვა მხოლოდ თავისი სპეციალიზაციის სფეროზე; *ინდიფერენტულობა: ძირითადად ინდიფერენტული ან ფორმალური დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ; *წესების მორჩილება: სწრაფვა ზუსტად შეასრულოს წესები, დადგენილებები და პროცედურული ნორმები. --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 13:04 მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად ეს კლასიკური შეხედულებები არ არის სწორი, ბიუროკრატები და ბიუროკრატიული ორგანიზაციები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და საკმაო მოქნილობასაც ამჟღავნებენ. მაგალითად, კონი (1971) ემპირიული ანალიზის შედეგად იმ დასკვნამდე მიდის, რომ სახელმწიფო მოხელეებს უფრო მეტად ახასიათებთ „ინტელექტუალური მოქნილობა, მიდრეკილება ახალი გამოცდილების შეძენისკენ და დამოუკიდებელი შეხედულებები, ვიდრე მათ, ვინც მუშაობს არაბიუროკრატიულ ორგანიზაციებში“. ალინსონი კი თვლიდა, რომ „შეუვალი ბიუროკრატი“ გამოგონილი სახეა. „ამდენად, ეჭვის ქვეშ დგება ტრადიციული შეხედულება შეუვალი ბიუროკრატის შესახებ“. ალინსონი თავის გამოკვლევაში (1984) ასკვნის, რომ „ბიუროკრატის ტრადიციული იმიჯი - მოხელე, რომელსაც არ აკმაყოფილებს თავისი სამუშაო და მუდმივად რაღაც საფრთხეს ელის (რაც მის პათოლოგიურ ქცევასაც განაპირობებს), ადეკვატურად არ ასახავს ზოგად სურათს“. ფაქტიურად, საშუალო ბიუროკრატი “მუშაობს კანტორაში, დაკავებულია არაადმინისტრაციული საქმიანობით, ასე თუ ისე კმაყოფილია თავისი სამუშაოთი (…) და არის გარემოსთან კარგად შეგუებული ადამიანი, რომელმაც იპოვა თავისი ადგილი სახელმწიფო მოხელეთა შორის. მას აქვს მოქმედების გარკვეული თავისუფლება და მზადაა ამით ისარგებლოს, თუკი ზუსტად ეცოდინება, რას მოელიან მისგან… მას კარგად ესმის წესების, დოკუმენტაციის და დადგენილი პროცედურების, პროფესიონალური ჩვევების მნიშვნელობა და საკმარისად დისციპლინირებულია, რომ იმათზე უკეთ გამოიყენოს ეს ჩვევები, ვისაც წესად აქვს მისი კრიტიკა (…). ამდენად, თანამედროვე ბიუროკრატზე გავრცელებული შეხედულებები შესაძლოა უსამართლოც იყოს“. საჯარო მოსამსახურეების შესახებ ერთ-ერთი უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, სახელმწიფო სამსახურში სულ უფრო მაღლდება განათლების დონე და უფრო სწრაფადაც, ვიდრე სადმე სხვაგან. სახელმწიფო სამსახურის სათავეში, როგორც წესი, ვხვდებით ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შთამბეჭდავი დიპლომები და მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება”. --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 13:07 პოლ ლაითის მიერ ფედერალურ სახელმწიფო სამსახურში ჩატარებული ემპირიული გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლოსობა თვლის, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა ის საქმე აკეთონ, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მათ უმრავლესობას მიაჩნია, რომ იმ ხალხს, ვისთან ერთადაც მუშაობენ, „არ აშინებთ ახალი იდეები და ისინი ყოველთვის არიან მზად თავის თანამშრომლებს ახალი ჩვევების ათვისებაში დაეხმარონ…“. ლაითი თავის გამოკვლევის შედეგად კიდევ ერთ მოულოდნელ დასკვნამდე მიდის, კერძოდ, სახელმწიფო მოსამსახურეები საკმაოდ მაღალკვალიფიციური მუშაკები აღმოჩნდნენ (ისინი, როგორც წესი, კერძო სექტორის ანალოგიურ მოსამსახურეებზე უფრო კვალიფიციურნი არიან). ამასთან, სახელმწიფო მოსამსახურეები, „კერძო სექტორში დასაქმებულებთან შედარებით, ყოველდღიური საქმიანობისას უფრო ნაკლებ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს“ (ესეც საკმაოდ საინტერესო ფაქტია). დაბოლოს, სახელმწიფო მოხელეებს მუშაობის უფრო მეტი მოტივაცია აქვთ, ვიდრე მათ „კერძოსექტორელ კოლეგებს“. „კერძო სექტორში დასაქმებულები უფრო ნაკლებ კმაყოფილნი არიან თავისი სამუშაოთი, ხელფასებით და პირობებით, ვიდრე მათი ფედერალური კოლეგები, და მიაჩნიათ, რომ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ შექმნან რაიმე ღირებული“. ეს ყველაფერი მით უფრო გასაკვირია, რომ სულ უფრო იზრდება სახელფასო სხვაობა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის. ვინმემ რომ სცადოს და ამ შედეგთა გათვალისწინებით პასუხი გასცეს კითხვას: რას მივიღებთ სახელმწიფო მოხელეთა „პრივატიზაციის“ შემთხვევაში? ის შესაძლოა ასეთ დასკვნამდეც მივიდეს: “ნაკლებად მოტივირებულ და ნაკლებად ბედნიერ ხალხს”. (სახელმწიფო საჯარო სამსახურებში კი ბიუროკრატიული მიდგომა გარდაუვალია, თუნდაც შეფარულად და თუ კარგად დაუკვირდებით სულაც არ არის ისეთი ცუდი როგორც ეს ბევრს ჰგონია ). მე პირადად მირჩევნია ზუსტად ვიცოდე რა მევალება, რას მოითხოვენ ჩემგან და რა უნდა ვაკეთო. როცა ადამიანმა იცის თუ რა ევალება მას, ის უკეთ ასრულებს თავის საქმეს და არ უწევს მარჩიელობა თუ რა უნდა გააკეთოს, ან იმაზე ფიქრი სხვამ არ დაასწროს გაკეთება, ან იმის ფიქრი რომ სხვისი გასაკეთებელი თვითონ არ გააკეთოს. არ მოგახვევთ ჩემს აზროვნებას თავს, მაგიტომაც პირდაპირ დავაკოპირე წიგნიდან რომ ვინც წაიკითხავთ ყველამ საკუთარი დასკვნა გააკეთოთ. --------------- bZzziki 09 სექტ 2013, 13:11 Mon Ami, ჰოო... თუმცა აზრი არ შემცვლია. ანუ კარგია ბიუროკრატია იმ შემთხვევაში,თუ კარგი უფროსი გყავს და ადამიანური უტთიერთობები და პრობლემები არ ჰკიდია --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 13:18 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9771&cit]ციტატა: bZzziki ხო მასეა, ეგ მეც ვთქვი, ანუ ბევრი რამეა დამოკიდებული ბიუროკრატ მმართველზე. თუ ის კარგია, მაშინ ბიუროკრატიული მმართველობა საუკეთესოა. ცუდმა ბიუროკრატმა მმართველებმა გაუფუჭეს სახელი ბიუროკრატიას :D იდეოლოგიურად მომწონს მე ბიუროკრატია და კონკრეტულად სად როგორ გამოიყენებენ მას ეგ უკვე სხვა საქმეა. თვითმფრინავს თუ პარაშუტს დაარქმევენ ანუ დიქტატურას თუ დაარქმევენ ბიუროკრატიას მაშინ ცუდი იქნება რა თქმა უნდა. სამწუხაროდ ბევრს ეშლება და დიქტატურას ან სხვა მმართველობის ფორმას არქმევს ბიუროკრატიას რაც იწვევს მერე გაუგებრობებს და უარყოფით დამოკიდებულებას. --------------- LILITH 09 სექტ 2013, 13:38 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9773&cit]ციტატა: Mon Ami mako, ideashi yvelaferi lamazia,magram praqtikashi egre ar xdeba xolme :D biurokratia ra sayvarelia, qagaldebis monobaa da tan adamiani imdenad arasrulyofilia shinaganad,verasodes aawkobs saatis meqanizmivit biurokratias. yoveltvis aris xolme mizezi,gamartleba da a.sh araa adamiani tavad bunebit biurokrati. --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 13:57 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9781&cit]ციტატა: LILITH ხოდა მე მინდა პრაქტიკაშიც ისე ხდებოდეს როგორც იდეაშია :D ბუნებით თუ არაა მაშინ ბიუროკრატიის სწავლა შეიძლება :D ნწუ, არ არის ქაღალდების მონობა. დისციპლინის მაღალი გამოვლინებაა. --------------- LILITH 09 სექტ 2013, 14:13 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9790&cit]ციტატა: Mon Ami ver vitan disciplinas,biurokratias da a.sh anarqiaa magari. ise,kvelaze biurokrati xalxi iaponiashia. Chemi daqali iko 1 wlit da gamacofes,nevrozi dammartes,imdens ukirkiteben qagaldebso :D --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 14:17 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9792&cit]ციტატა: LILITH :D იაპონიაზე და იაპონელებზე ვაფრენ მე :D + მაგას ჩემი ბუღალტრული აზროვნება და კი მიხვდები როგორი ბიუროკრატიც ვარ :D ვებერს რომ არ ჩამოეყალიბებინა და აქამდე არ ყოფილიყო, მე ჩამოვაყალიბებდი ბიუროკრატიას .xa. მეც მინდა იაპონიაშიიი , ოღონდ ერთი წელი არ მეყოფა .uuu. --------------- LILITH 09 სექტ 2013, 14:19 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9794&cit]ციტატა: Mon Ami ar var me biurokratiis fani. :D dzirs biurokratia,disciplina da a.sh :D --------------- IDIOTEQUE 09 სექტ 2013, 14:19 ბიუროკრატიის კონცეფციის მიმდევარი ვარ დაბადებიდან :დ --------------- Mindia 09 სექტ 2013, 15:06 Mon Ami, უფროსი თუ ცუდია, ბიუროკრატია გინდა თუ რაც გინდა, ერთი ჩიორტია მე თუ მკითხავ. :) ხალხნო, რატომ არ გიყვართ წესრიგი და დისციპლინა? მიკვირს ასეთი ხშირი უარყოფითი დამოკიდებულება :) --------------- Mon Ami 09 სექტ 2013, 15:11 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9795&cit]ციტატა: LILITH .hm. გაუმარჯოს ბიუროკრატიას .zuka. :D --------------- LILITH 09 სექტ 2013, 15:46 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9814&cit]ციტატა: Mindia davushvat,dzalian swrafad aris misagebi gadawkvetileba da sanam ragac garkveul sabuts ar waradgen,ver miigeb. Warmoidgine exla, erti idioturi furclis gamo (droulad rom ar gadzleven) ver midixar,vtqvat,megobartan sxva saxelmwifoshi,romelsac saswrafod chirdeba sheni daxmareba. Es biurokratebi chakirkiteben kvela detals,uazrod welaven dros da a.sh tqven dadebits xedavt marto da araa ase praqtikashi. Mdzuls es pedantoba-mewvrilmaneoba. --------------- Mindia 09 სექტ 2013, 15:51 LILITH, მესმის რასაც ამბობ, მსგავსი რაღაცეები მეც მძულს და არაერთხელ მქონია მსგავსი პრობლემა. საბუთს გააჩნია ისე, რა საბუთი აკლია კიდე, ანუ საბუთის მნიშვნელობას. სხვათაშორის მე აღვნიშნე რომ ყველა შემთხვევაში არ ვეთანხმები ბიუროკრატიულ მიდგომებს, მაგრამ ბიუროკრატიას აუცილებლად მივიჩნევ სამსახურებში. განსაკუთრებით ისეთ სამსახურებში სადაც კადრია ბევრი. --------------- Mindia 09 სექტ 2013, 15:53 და საერთოდ ბრმად, ყველაფერში არცერთ რამეს არ ვეთანხმები. ყველაფერს აქვს პლუსებთან ერთად მინუსებიც. --------------- LILITH 09 სექტ 2013, 16:08 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9846&cit]ციტატა: Mindia shesadzloa garkveulwilad martali xar, magram imis tqma minda, furceli adamianze win arasodes unda daayeno. .ravi. Me piradad ar damainteresebda ra weria wesebshi, roca adamiani an dasasjelia,an piriqit, dasaxmarebeli saswrafod. --------------- Mindia 09 სექტ 2013, 16:21 LILITH, დასჯაზე ისე ფურცელზე რა წერია თუ არ გაინტერესებს, ზოგადად კონსტიტუციის არსებობაც არ მოგწონს ალბათ. :D ჩემი პოზიცია ეგეთია საერთოდ, ბიუროკრატია საჭიროა თავისი პლუსებით, დისციპლინით მაგალითად წესრიგით, მაგრამ ადამიანურობის გამოჩენაც აუცილებელია რა თქმა უნდა რიგ შემთხვევებში. ერთს მოვყვები თქვენი ნებართვით... მე მახსოვს ადრე რა მირბენია როცა საქართველოში ჩამოვედი ჩემს დაბადების მოწმობის აღდგენაზე (დაკარგული იყო სოხუმში და არქივიც მასთან ერთად რა), მაშინ ნამდვილად არ მიყვარდა ბიუროკრატია დამიჯერე. :D ერთი წელი დავრბოდი ხან სად ხან სად, ეს მართლა ზედმეტია, მაგრამ აქაც ეხლა რავი ბიუროკრატია რამდენად შუაშია. აქ ზოგადად იშვიათი შემთხვევა/პრობლემა იყო და რახან არ იცოდნენ როგორ უნდა გადაეწყვითათ ეს პრობლემა ერთი ორგანოდან მეორეში არაერთხელ სრულად უაზროდ მაგზავნიდნენ, ერთი წელი ვირბინე ტყუილად. :) მეც ვფიქრობდი მაშინ, ხომ ხედავ რომ ქართველი ვარ და ვარსებობ, ამას ადასტურებს არაერთი ადამიანი რომ ამა და ამ რიცხვში აქ დავიბადე, მაგრამ... ბოლოს როგორც გაირკვა უბრალოდ სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილა საჭირო. --------------- LILITH 09 სექტ 2013, 16:55 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9866&cit]ციტატა: Mindia bevri detalia, uamravi niuansi,rasac adamiani wesebis shedgenisas ver gatvlis da ra vqnat axla aset shemtxvevashi,tu biurokratiul aparats ar aqvs dawerili amis shesaxeb? :D vtqvat,adamianma aiyvana dzroxa saxuravze da daaba iq. isic bgavis gauchereblad. Visi uflebebi ilaxeba da rogor moviqce,konstituciashi vedzio? :D --------------- Mindia 09 სექტ 2013, 17:00 LILITH, :D ამიტომაც ხდება მუდმივი შეცვლა/დახვეწა კანონის. :) ძროხაზე ისე ეხლა, რომელიმე მუხლს მოუძებნის კაცი :D აი კაი მაგალითი არის ეხლა შენს პოსტზე... ბაღებზე, უფასო რომ გახადეს აივსო ეს ბაღები და ბავშვს ვერსად ვერ შეიყვან. ანუ ვერ Gათვალეს რომ ბაღების რაოდენობის გაზრდაც გახდებოდა საჭირო, რადგანაც უარს ბევრი ბაღზე ფინანსური მდგომარეობის გამო ამბობდა. ბიუროკრატია იდეალური არაა, მაგრამ საჭიროათქო .mmad. :D --------------- LILITH 09 სექტ 2013, 17:09 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9882&cit]ციტატა: Mindia nu xo,zogadi kanonebi gasagebia,magram ragac tavisufali sivrce koveltvis sachiroa. Esec unda gatvalon,torem adamiani daemsavseba robots da biurokratia mougebs bolos mas. :D --------------- Natia 10 სექტ 2013, 9:27 Daviwyeb imit rom sityva biurokratias ar aqvs mxolod erti mnishvneloba,gamomdinare misi multi-funqciuri danishnulebisa,rac bunebrivia uaryopiti da dadebiti gamovlinebebit xasiatdeba,rogorc zogadad yvelaperi.yvelaze didi nakli am aurzaurshi ki is aqvs rom iqmneba korufciistvis,samartal dargvevistvis shesanishnavi garemo da qagaldebis aqet-iqit darbenineba amas veranairad ver sheushlis xels. :) ---------------