ojaxi-erti mtlianoba teona 08 სექტ 2013, 23:21 ცოლქმრული ერთიანობისა და მათი ურთიერთმოვალეობათა შესახებ “ამბიონს” წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი ესაუბრა: “ოჯახი ერთი მთლიანობაა. იგი შედგება ერთში შემავალი, გაერთიანებული რამდენიმე წევრისგან, დაწყებული ორი სუბიექტიდან. ოჯახი ოჯახი დაფუძნებულია სიყვარულსა და პასუხისმგებლობაზე. მათი საწინდარი კი სულიერებაა, რაც წარმოშობს სიყვარულს, ზრდის და იცავს მას. სულიერება იწვევს პასუხისმგებლობას, რაც მრავალ საკითხს განაპირობებს. ზემოთ ხსენებული ეს ორი ურთიერთმაბალანსირებელია. ერთის ნაკლებობას ავსებს მეორე და – პირიქით. სიყვარული წარმოშობს სიცოცხლის ძალას და საფუძვლად ედება “ახალს”. სიყვარული მიზეზია სიხარულისა, რაც სიცოცხლის ღერძია. პასუხისმგებლობა ყოველმხრივი ურთიერთმზრუნველობაა. რადგანაც საწყისი ოჯახისა ორი სუბიექტია, განსხვავებული აზროვნება და ნიშანთვისებები აუცილებლად გვხვდება, რასაც თანაბრად ბალანსირება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული მაღალი გრძნობაა, ინდივიდის სისუსტის შემთხვევაში მაინც მოსალოდნელია შეცდომის დაშვება ან ეგოს წარმოჩენა, რაც რომელიმე მხარეს ცალსახად ან ორივეს ურთიერთშექცევადობით შიგდაშიგ აზარალებს და დიდი პრობლემებიც მოჰყვება. ამიტომ, როგორც აღვნიშნეთ, ოჯახი არა ორს და რამდენიმეს ცალკეულებად წარმოადგენს, არამედ ერთ მთლიანობად. ე. ი. ყველა ივიწყებს თავისას, იტვირთებს პასუხისმგებლობას და ერთი მთლიანობისთვის ყველა თანაბარ თვითშეწირულობას გაიღებს თავისი პიროვნებისგან. რაიმეს დათმობის, შეწირვის გარეშე არანაირი მიზანი არ მიიღწევა. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ცალკეულ სუბიექტთა უნარ-შესაძლებლობა. გარკვეული შეზღუდულობის, უუნარობის, ნაკლოვანების შემთხვევაში მას ტვირთულობს მეორე მხარე – სიყვარულიდან გამომდინარე. სიყვარული ხომ უზენაესი მსხვერპლია, დიდი საჩუქარ-საბოძვარი. ერთი შეხედვით, ურთიერთშეწირვა და ურთიერთტვირთვა ადამიანისთვის მთელი ცხოვრება ტანჯვად იქცევა. მაგრამ, თუ სიღრმისეულად დავუკვირდებით, მიზეზი ურთიერთობისა ხომ სიყვარულია?! სიყვარული ბუნებრივად იწვევს ურთიერთმაამებლობა-სიამოვნებას სულიერი, მორალური და ფიზიკური თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში თავგანწირვასაც. სწორედ ამის გახსენებაა საჭირო ყოველდღიური ოჯახური ცხოვრებისას. ოჯახის საჭიროებათაგან გამომდინარე მისი ცალკეული წევრი ტვირთულობს პირად საქმეს – ინაწილებენ საერთოს, რითაც აშენებენ ოჯახს, ურთიერთს უმსუბუქებენ და უმშვენიერებენ ცხოვრებას. ამით ერთმანეთს განტვირთვას ანიჭებენ და თითოეულს პირადი უნარის გამოვლენის საშუალება ეძლევა. ეს ურთიერთმსახურება აშენებს ოჯახს და ქმნის პიროვნებას.” ოჯახური თანაცხოვრებისას იკარგება თუ არა ინდივიდუალიზმი? პასუხი ერთი მხრივ გავეცით, რამდენადაც ოჯახი თავადაა ამის განმაპირობებელი. მეორე მხრივ, აღვნიშნოთ, რომ ადამიანი მარტო არასდროს ცხოვრობს. არაა მონოგამური და მონოზონი (თვითგანდეგილნიც ირიბად თუ პირდაპირ საზოგადოების სამსახურში იყვნენ. “არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს” (ლუკა 12.2); არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ (მთ.5,14-16)). ოჯახის შექმნამდეც პიროვნებას საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის ანგარიშის გაწევა უწევდა, საკმაო ინდივიდთა სიმრავლეში, სადაც თავის ეგოს-მინდას აკონტროლებდა, აშოშმინებდა და აბალანსებდა. როდესაც პიროვნება ოჯახურ ცხოვრებას იწყებს მან ბევრი თავისებურება უნდა მოკვეთოს თავისთავში, ის რაც ხელს შეუშლის სხვასთან ურთიერთობაში და თავადაც ერიდება გამოამჟღავნოს, თუნდაც საწყის ეტაპზე, “ხასიათის თავისებურებად” წოდებული მანკიერებები. ჯანსაღად მოაზროვნე პიროვნება თავის დახვეწას ყოველთვის უნდა ცდილობდეს. მით უმეტეს, პირადი ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომელსაც რომანტიკული და ლირიკული თვალით უყურებს და მასზე დიდ, ბედნიერ იმედებს ამყარებს. ამაში მისთვის საწინააღმდეგო არაფერი უნდა იყოს. საწყის ეტაპზე სრულიად ბუნებრივად, ურთიერთსაამებლად ხომ სწორედ ასე იქცევიან. ზუსტად ამგვარი ურთიერთობა უნდა იქცეს მათი ცხოვრების საფუძვლად. ბუნებრივად შობილი თავშეკავება და მაამებლობა ახშობს “პირად სურვილებს”. სურვილს ბადებს სუბიექტში საპირისპიროდ დადებითის შესაძენად. ინდივიდუალურობა კი არ ქრება, არამედ ღვივდება მისი სულის სიღრმეში არსებული ნაცნობი თუ უცნობი თვისებები. პიროვნების ინტერესის საგანი ყოველთვის ის უნდა იყოს, თუ რით აამებს მეორეს. ეს ოჯახური შემოქმედებაა, ხალისი და სიყვარულიც იშვება. აქტიურად მოქმედი შინაგანი მაამებლობა ნაკლის წარმოშობის შესაძლებლობას სპობს. მაამებლობა ხელს უწყობს განტვირთვას, რაც დაღლილობის თუ უარყოფითი განწყობის მომხსნელია. როდესაც ეს თანაბრად, მოუკლებლად, ზოგჯერ სიურპრიზებით მიმდინარეობს, ჩავარდნის სისუსტის შესაძლებლობაც კლებულობს. ისევ გავიმეორებ, თუკი მათში სიყვარულია, ეს საუბრის საგანი არ უნდა იყოს. ამგვარად, ოჯახი არა ცხოვრებისეული მძიმე ტვირთია, არამედ ემოციური გულით ჩაფიქრებული სიყვარულის განხორციელება. --------------- bZzziki 18 სექტ 2013, 14:36 Me miyvars chemi ojaxi Da midi kargad yofnistvis sakutar interesebs Da survilebsac vwirav. --------------- VampirE 10 ოქტ 2013, 17:24 ჩემი ოჯახია დედა და ბებო... ბებო ცოტა ცუდად მყავს ახლა მაგრამ გამოკეთდება ვიცი... .guli. --------------- bZzziki 27 ოქტ 2013, 0:05 Xandaxan,roca dzalian mawyeninebs chemi meugle,mzad var,davkra fwci Da gaviqce nisgan. Mere,roca shemirigebs Da idilia mefdeba chems saxlshi,vfiqrebdi chems daqqcuelebze Da dzalian meshleba nervebi. Ase advilad rom vwirav chems ojaxs,radgan ertxel Tu wavedi,vici,rom agar davvrundebi.. Da arasrulfasovnebis shegrdzneba michndeba,rom AR var kargi deda,Da arc coli. --------------- ***MaLeNa*** 28 ოქტ 2013, 12:26 რა ბედნიერია ის, ვისთვისაც ოჯახი მართლა ერთი მთლიანობაა და არ ყოფს ცხოვრება :) ---------------