Chogburti Dstori 08 სექტ 2013, 11:24 http://archive.wapforum.ge/files/tennis_1_999.gif Chogburti, zalze kargi individualuri sportis saxeoba... Aq vsaubrobt, chempionatebsa da matchebze... --------------- Mindia 08 სექტ 2013, 11:50 Dstori, დავარქვათ თემას ის რაც ჰქვია ამას ქართულად, ასე აჯობებს. ვილიამსი-აზარენკა როდისაა იცით ვინმემ? --------------- Dstori 08 სექტ 2013, 12:17 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9092&cit]ციტატა: Mindia dgesaa game 00:30ze tu raime ar moxda --------------- Dstori 08 სექტ 2013, 12:20 Kargi chogburteli gamochnda es 1 welia Simona Halep rumineli, vfiqrob male did warmatebebs miagwevs --------------- Dstori 08 სექტ 2013, 23:26 ამ დღეებში კახეთის რეგიონის მთავარი ქალაქი თელავი ჩოგბურთით ცხოვრობს. ვაჟთა შორის ერთი ტურნირის დასრულების შემდეგ, რომლის საპრიზო ფონდი 15 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა, მეორე ტურნირმა აიღო სტარტი, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი ამერიკული დოლარია. საქართველოს ნომერ პირველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა, თელავის საერთაშორისო ტურნირში ყველა წამყვანი ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობს. ძირითად ბადეში 6 ქართველი სპორტსმენი მოხვდა. ესენი არიან ალექსანდრე მეტრეველი (უმცროსი), გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, მიხეილ ხმიადაშვილი, შოთა მეფარიძე და ალექსანდრე ბაკში. 32-ედ ფინალური შეხვედრები 9 სექტემბერს დაიწყება. აღნიშნულ ტურნირში საქართველოს გარდა ხორვატიის, რუსეთის, უკრაინის, ფინეთის, აშშ-ს, ავსტრიის, საფრანგეთის, იაპონიის, პოლონეთისა და მონაკოს წარმომადგენლები ასპარეზობენ. შეგახსენებთ, რომ თელავის პირველი საერთაშორისო ტურნირი ხორვატი ტონი ანდროიჩის გამარჯვებით დასრულდა. [worldsport.com] --------------- AC MILAN 09 სექტ 2013, 0:00 Dstori, mandilosnebshi vina 1 nomeri da mamakacebshi gtxov gamagebine brat --------------- Dstori 09 სექტ 2013, 0:16 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9408&cit]ციტატა: AC MILAN mamakacebshi pirvelia serbi Novak Djokovic 10,980 quliy. me2a espaneli Rafael Nadal 8,860 qulit. me3a shotlandieli Andy Murray 8,700 mandilosnebshi pirvelia amerikeli Serena Williams 12,260 qulit. me2a Belaruseli Victoria Azarenka 9,505 qulit. me3a rusi Maria Sharapova 8,766 qulit. --------------- AC MILAN 09 სექტ 2013, 7:39 Dstori, gaixare. Ana tatishvili ras shveba rame turnirze ar monawileobs? --------------- Dstori 09 სექტ 2013, 8:05 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=9602&cit]ციტატა: AC MILAN ana 115e chogania qalebshi... ანა ტატიშვილი კანადაშია, სადაც 9 სექტემბრიდან კვებეკ სიტიში WTA Challenge Bell-ის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ანას პირველი მეტოქე ჩეხეთის წარმომადგენელი ლუსი შაფარჟოვა იქნება. ეს შეხვედრა ხვალ ჩატარდება. მსოფლიოს რეიტინგსიის 41-ე ნომერი შაფარჟოვა კვებეკის შეჯიბრებაზე მესამე ნომრადაა განთესილი. თუკი ტატიშვილმა (ანა სადღეისოდ კლასიფიკაციაში 115-ეა) პირველი ბარიერი დაძლია, მეორე წრეში ხორვატ მირიანა ლუჩიჩ-ბარონისა და კანადელი შერონ ფიშმანის მატჩში მოგებულს შეხვდება. კვებეკში პირველ ნომრად ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსია განთესილი. --------------- Dstori 09 სექტ 2013, 8:10 Mamakacebshi sauketeso 200 chogburtelshic ki araa qartveli nikoloz basilashvili, romelic darwmunebuli var male saknaod did poziciebs daikavebs --------------- AC MILAN 09 სექტ 2013, 8:30 Dstori, gaixare brat! .plusi. --------------- ***MaLeNa*** 09 სექტ 2013, 10:38 რა მაგარი ფინალი იქნება: ჯოკოვიჩი-ნადალი )) იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ დაამარცხებს ნადალს :D --------------- B I B I 09 სექტ 2013, 10:43 me im xmebs ver veguebi, chognit burtze dartymisas rom amoxdebat xolme motamasheebs. :D --------------- ***MaLeNa*** 09 სექტ 2013, 10:44 B I B I, მე ეგ ხმები მომწონს, მათი სიძლიერის და დაღლის გამომხატველია ერთდროულად :D --------------- B I B I 09 სექტ 2013, 10:46 ***MaLeNa***, eg aris oxvra, xvnesha da kvnesa da raaq mosawoni am zemot agnishnulebs :D --------------- AC MILAN 09 სექტ 2013, 11:09 ***MaLeNa***, ar gamagijo ra mogwons? --------------- AC MILAN 09 სექტ 2013, 11:10 ***MaLeNa***, ar gamagijo ra mogwons? --------------- AC MILAN 09 სექტ 2013, 11:10 ***MaLeNa***, ar gamagijo ra mogwons? --------------- ***MaLeNa*** 10 სექტ 2013, 10:24 გუშინ ვინ მოიგო? ვერ ვუყურე ფინალს. --------------- d@to@ 10 სექტ 2013, 10:36 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=10272&cit]ციტატა: ***MaLeNa*** ნადალმა --------------- ***MaLeNa*** 10 სექტ 2013, 10:37 :( :( :( :( --------------- d@to@ 10 სექტ 2013, 10:38 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=10277&cit]ციტატა: ***MaLeNa*** ვის ქომაგობ? --------------- ***MaLeNa*** 10 სექტ 2013, 10:40 d@to@, ჯოკოვიჩს რათქმაუნდა. --------------- Mindia 10 სექტ 2013, 11:20 არ ველოდი ნადალის ტრიუმფს. --------------- Dstori 10 სექტ 2013, 11:27 რაფა ნადალს მართლაც განსაკუთრებული სეზონი აქვს. წლეულს 27 წლის მალიორკელმა 13 ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 12 შეჯიბრების ფინალში ითამაშა. დღეს დილით კი ნადალმა აშშ-ის ღია პირველობის ფინალში რეიტინგსიის ლიდერს ნოვაკ ჯოკოვიჩს 6:2, 3:6, 6:4, 6:1 მოუგო, კარიერის განმავლობაში მეორედ მოიგო ნიუ იორკის ასპარეზობა, სადიდსლემო ტურნირში კი მეცამეტედ იმარჯვა. ამასთან, მიმდინარე სეზონში რაფამ ჰარდსაფარიან კორტზე 22-ივე ჩატარებული მატჩი მოიგო. ჯოკოვიჩ-ნადალის ფინალი 3 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ კი რაფამ ბედნიერების ცრემლი ვერ შეიკავა. სერბთან ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ნადალი ჯოკოვიჩს 22:15-ს ამარცხებს. “მეტად ემოციური ფინალი გამოვიდა. მხოლოდ ჩემი სამწვრთნელო შტაბის წევრებმა იციან, რას ნიშნავს ჩემთვის ეს გამარჯვება. ნოვაკის წინააღმდეგ ჩატარებული ნებისმიერი მატჩი განსაკუთრებულია. ჯოკოვიჩის მსგავსად ვერავინ მაიძულებს ასე ბოლომდე დავიხარჯო შეხვედრის მსვლელობისას”, - ამგვარი სახელდახელო რეზიუმე გაუკეთა გახარებულმა ნადალმა გადამწყვეტ მატჩს. “ნადალი პრაქტიკულად უშეცდომოდ თამაშობდა, დროულად გამოდიოდა ბადესთან. გარდატეხის შესაძლებლობები მქონდა, მაგრამ ისინი ვერ გამოვიყენე. გულახდილად უნდა ვაღიარო – მოგებას არ ვიმსახურებდი”, - ბალკანელი ნაფინალევს სევდამორეული საუბრობდა. [worldsport.ge] --------------- ***MaLeNa*** 10 სექტ 2013, 11:33 მეტად ემოციური ფინალი გამოვიდა. მხოლოდ ჩემი სამწვრთნელო შტაბის წევრებმა იციან, რას ნიშნავს ჩემთვის ეს გამარჯვება. ნოვაკის წინააღმდეგ ჩატარებული ნებისმიერი მატჩი განსაკუთრებულია. ჯოკოვიჩის მსგავსად ვერავინ მაიძულებს ასე ბოლომდე დავიხარჯო შეხვედრის მსვლელობისას” სწორად უთქვამს :) --------------- Dstori 10 სექტ 2013, 11:55 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=10296&cit]ციტატა: ***MaLeNa*** Nadal ashkarad imsaxurebs oficialurad gaxdes nomer 1 chogani.... --------------- япончик 11 სექტ 2013, 15:56 ეღირსა ნადალს მოგება, როგორც იქნა. --------------- Dstori 11 სექტ 2013, 23:54 ანა ტატიშვილი კანადის ქალაქ კვებეკ სიტის ტურნირზე მონაწილეობს და ერთეულთა შეჯიბრებაზე პირველ შეხვედრას შეჯიბრებაზე მესამე ნომრად განთესილ ჩეხ ლუსი შაფარჟოვას შეხვდება. ეს დაპირისპირება დღეს მოგვიანებით ჩატარდება, მანამდე კი ანამ წყვილთა მატჩი მოიგო. კვებეკ სიტიში 23 წლის ტატიშვილი ამერიკელ თანატოლს ირინა ფალკონის შეუწყვილდა. სასტარტო შეხვედრაში ქართულ-ამერიკულმა დუეტმა 34 წლის კოლუმბიელის კატალინა კასტანოსა და 31 წლის ხორვატი მირიანა ლუჩიჩ-ბარონის ტანდემს 7:6, 6:4 მოუგო. [worldsport.ge] --------------- Dstori 12 სექტ 2013, 17:25 ბოლოდროინდელი წარმატებების ფონზე რაფა ნადალს რეიტინგში პირველი პოზიციის დაბრუნების რეალური შანსი გაუჩნდა. საამისოდ კი სადღეისო ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პეკინის ტურნირზე თავისი საჩემპიონო წოდება ვერ უნდა დაიცვას. ამასთან, თუკი რაფამ ჩინეთის დედაქალაქში ნახევარფინალამდე გააღწია ან შემდეგ შანხაის შეჯიბრებაზე მეოთხედფინალში გავიდა, კლასიფიკაციაზე მოწინავე ადგილს გარანტირებულად დაიმსახურებს. ნადალს ხომ ამ 2 ტურნირზე ქულები დასაცავი არ აქვს. ამასობაში, ჩოგბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშე შეიქნა, რომელმაც ზედიზედ 9 წლის განმავლობაში მოახერხა თუნდაც ერთი სადიდსლემო ტურნირის მოგება. თავისი პირველი სამეიჯორო წოდება მალიორკელმა 2005 წელს, “როლან გაროსის” მოგებით იზეიმა და მას შემდეგ მოყოლებული ყოველწლიურად მინიმუმ ერთ სადიდსლემო შეჯიბრებას იგებს. როჯერ ფედერერს რაც შეეხება, დიდი სლემის ასპარეზობების 17-გზის ტრიუმფატორი ზედიზედ 8 სეზონის განმავლობაში (2003-10) ახერხებდა დიდი სლემის შეჯიბრებებზე გამარჯვებას. როჯერს 2011 და 2013 წლები “გაუცდა”, 2012-ში კი უიმბლდონზე იმარჯვა. წლეულს რაფამ თავი ჰონორარითაც გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში მან პირველად მოახერხა 10 მილიონი საპრიზო თანხის მიღება. ამ მხრივ მეორე პოზიციაზეა ნოვაკ ჯოკოვიჩი (7.2 მილიონი), შემდეგ კი ენდი მარეი (5.4), დავიდ ფერერი (3.1) და ხუან მარტინ დელ პოტრო (2.3) მოდიან. [worldsport.ge] --------------- Dstori 27 სექტ 2013, 16:28 ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ალბუკერკის 75-ათასიანი ტურნირის ფინალში გასვლით 78 სარეიტინგო ქულა შეიმატა, რისი წყალობითაც ჯამში 317 ქულა მოუგროვდა და ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) კლასიფიკაციაში 227-ე ადგილიდან 189-მდე აღზევდა. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ტატიშვილმა ალბუკერკიდან ლას ვეგასში გადაინაცვლა და მიმდინარე კვირაში Party Rock Open-ში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია. ქართველი გოგონა სავარაუდოდ მე-2 ნომრად იქნება განთესილი. განახლებულ რეიტინგში ტატიშვილის გარდა 5 ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა: 238 (233). სოფო შაფათავა – 230 ქულა; 268 (265). ოქსანა კალაშნიკოვა – 196; 478 (435). მაკა ჩახნაშვილი – 72; 559 (558). ეკატერინე გორგოძე – 52; 644 (643). სოფო ქვაცაბაია – 35; ამ დღეებში ქართველ ჩოგბურთელთა უმეტესობა თელავშია შეკრებილი, სადაც ასევე 50-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო ბადეში ერთბაშად 10 მასპინძელი ჩაება, რომელთა უმეტესობამ წარუმატებლად ითამაშა. შეჯიბრს უკვე გამოეთიშნენ ბაბილინა მაჩაიძე, ესტერ სარკისიანი, ანა ჯიქია, ანა ქადაგიძე, მარგალიტა ჭიჭაშვილი, კლეოპატრა ქარუმაშვილი და შორენა ტატელიშვილი. ბრძოლას ჯერაც აგრძელებენ თინათინ ყავლაშვილი, ლანა როსტიაშვილი და მარიამ გოგელაშვილი. თელავის ტურნირის ძირითად ბადეში პირდაპირ არიან დაშვებულნი სოფო შაფათავა, მაკა ჩახნაშვილი, სოფო ქვაცაბაია, ეკატერინე გორგოძე, თამარ ჭალაგანიძე და მარიამ ბოლქვაძე. ამათაგან, საკუთარი რეიტინგის წყალობით ბადეში მხოლოდ შაფათავა (მე-8 განთესვა) და ჩახნაშვილი მოხვდნენ, დანარჩენებს კი “უაილდ ქარდები” ერგოთ. უკვე ცნობილია, რომ პირველ რაუნდში შაფათავა პოლონელ კატარჟინა კავას ეთამაშება, ჩახნაშვილი მე-2 განთესვის მქონე ალეკსანდრა პანოვას (რუსეთი), ბოლქვაძე – მაშა ზეჩ-პესკირიჩს (სლოვენია), ქვაცაბაია – ოლგა სავჩუკს (უკრაინა), გორგოძე – მისა ეგუჩის (იაპონია), ხოლო ჭალაგანიძე – ირინა ხრომაჩევას (რუსეთი, მე-6 განთესვა). წყვილებში გორგოძე და შაფათავა უკრაინელ ფომინას და გერმანელ შაკოვეცს (მე-4) გაეჯიბრებიან, ჩახნაშვილი და ქვაცაბაია პოლონელი კავას და რუსი ლაზარევას პირისპირ დადგებიან, ბოლქვაძე და ჭალაგანიძე გერმანელი ზაიას და სლოვენიელი ზეჩ-პესკირიჩის დამარცხებას ეცდებიან, ხოლო მაჩაიძე და ჭიჭაშვილი ძალებს რუს დოროშინასთან და ბრაზილიელ პიგოსისთან მოსინჯავენ. დასასრულ ოქსანა კალაშნიკოვაზეც ვთქვათ, რომელმაც ჩინურ ნინგბოში მიმდინარე ტურნირზე (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) ერთეულთა საკვალიფიკაციო ბადე ვერ დასძლია, წყვილებში კი უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად მე-4 ნომრადაა განთესილი. სამშაბათს, პირველ წრეში ოქსანა და ირინა პოლონელ კატარჟინა პიტერს და უკრაინელ იულია ბეიგელციმერს ეთამაშებიან. სხვათა შორის, WTA-ს წყვილთა რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ კალაშნიკოვას გააჩნია. იგი 1675 ქულით 51-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო ტატიშვილს 1020 ქულა მოუგროვდა, 8 პოზიციით დაწინაურდა და მე-80 საფეხურზე დამკვიდრდა. --------------- Dstori 27 სექტ 2013, 16:30 ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკის წყვილი ჩინურ ნინგბოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) წარმატებულ თამაშს განაგრძობს. ქართველი და უკრაინელი ჩოგბურთელების მე-4 ნომრად განთესილმა დუეტმა ნახევარფინალში ჩინელი ჰანის და იაპონელი მიამურას ტანდემს 7:6 (8:6), 6:4 სძლია და ფინალში გააღწია, რისი წყალობითაც 117 სარეიტინგო ქულა გაინაღდა, გამარჯვების შემთხვევაში კი ოქსანა და ირინა 160 ქულას მიიღებენ. გასულ შეხვედრაში მეტოქეებმა ზუსტად ერთნაირი რაოდენობის ქულები (70:70) მოიგეს, კალაშნიკოვას და ბურიაჩოკიას წარმატება კი გადამწყვეტ მომენტებში მობილიზებამ განაპირობა. ამაზე ერთი სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს. ჰანს და მიამურას ერთბაშად 14 ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, საიდანაც მხოლოდ 2 გამოიყენეს. ფინალურ მატჩში ოქსანას და ირინას მოწინააღმდეგები ტაივანელი იუნ-იან ჩანი და ჩინელი შუაი ჟანგი იქნებიან. მათ წინააღმდეგ სათამაშოდ მე-3 ნომრად განთესილი რუმინულ-სლოვაკური წყვილი (ბეგუ-ჰუსაროვა, მე-3 განთესვა) არ გამოცხადდა. --------------- Dstori 27 სექტ 2013, 16:31 ვაშაააა ძაან მაგარია, იმედია მოიგებენ ამ ურთულეს ფინალს --------------- Dstori 03 ოქტ 2013, 14:33 რაფა ნადალის შემდეგ პეკინის ტურნირის მეოთხედფინალში ჯერჯერობით რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩიც გავიდა. 26 წლის სერბმა დღეს კლასიფიკაციის 31-ე ადგილზე მყოფ ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს სამსეტიან მატჩში 7:5, 2:6, 6:2 მოუგო და მომდევნო სტადიაზე ამერიკელ სემ კუერის შეხვდება. ჯოკოვიჩმა ასპარეზობა დამაჯერებლად დაიწყო და პირველ სეტში ჯერ 3:0, შემდეგ კი 4:1 დაწინაურდა. ამის მიუხედავად ვერდასკომ ბოლომდე იბრძოლა და საქმეც კინაღამ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, თუმცა საბოლოოდ საწყისი პარტია ბალკანელმა 7:5 მოიგო. მეორე სეტში უპირატესობას პირენელი ფლობდა და დამაჯერებლადაც იმარჯვა, მესამეში კი ჯოკოვიჩმა მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა და მეოთხედფინალში გავიდა. სერბულ-ესპანურმა პაექრობამ თითქმის 2 საათს გასტანა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში ნოვაკის ანგარიშზე 4 ბრეიკი და 5 ეისია, ჯოკოვიჩ-ვერდასკოს ურთიერთშეხვედრათა ანგარიში კი 6:4 გახდა ბალკანელის სასარგებლოდ. ამავე ტურნირის მეოთხედფინალშია გასული რაფა ნადალი. ჩინეთის დედაქალაქის შეჯიბრების მეოთხედფინალში 27 წლის მალიორკელი იტალიელ ფაბიო ფონინის დაუპირისპირდება და აპენინელის ძლევის შემთხვევაში მსოფლიო კლასიფიკაციაში სალიდერო პოზიციას ორწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნებს. --------------- Dstori 03 ოქტ 2013, 14:34 ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ქართველმა ანა ტატიშვილმა მორიგი წინსვლა განიცადა და 348 ქულით 189-ედან 177-ე ადგილზე გადაინაცვლა. სულ, კლასიფიკაციაში 6 ქართველი ჩოგბურთელი ფიგურირებს: 177 (189). ანა ტატიშვილი – 348 ქულა; 230 (238). სოფო შაფათავა – 245; 272 (268). ოქსანა კალაშნიკოვა – 182; 512 (478). მაკა ჩახნაშვილი – 63; ეკატერინე გორგოძე – 592 (559). 45; 710 (644). სოფო ქვაცაბაია – 28; ამჟამად, კალაშნიკოვა ჩინეთში იმყოფება და პეკინის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 5 185 625 დოლარი) წყვილთა გათამაშებაში ძალებს სლოვაკ ჟანეტ ჰუსაროვასთან ერთად სცდიდა. სამწუხაროდ, პირველივე წრეში ისინი რუს დუშევინასთან და ესპანელ პარა სანტოიასთან 2:6, 3:6 დამარცხდნენ. სხვათა შორის, WTA-ს წყვილთა რეიტინგში ოქსანამ 51-ედან 47-ე პოზიციაზე გადაინაცვლა და ეს, ქართველი ჩოგბურთელისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. რაც შეეხება ტატიშვილს, მას წყვილებში კვლავ მე-80 საფეხური უკავია. ---------------