რაზე მეტყველებს თქვენი მაკიაჟი? ***MaLeNa*** 04 სექტ 2013, 15:30 ფსიქოლოგების აზრით, იმან თუ სად და როგორ ვიდებთ მაკიაჟს ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესახებ. შეარჩიეთ ის ვარიანტი რომელიც უფრო ახლოს არის თქვენთან და გამოიტანეთ დასკვები: 1 . უმაკიაჟობა -როგორც წესი ქალები, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ მაკიაჟს უარყოფენ საკუთარ ქალურობასაც. მათი „ქალური“ თვითშეფასება ძალიან დაბალია. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. მაგ: მშობლები ოცნებობდნენ ბიჭზე და მას ზრდიდნენ, როგორც ბიჭს. თუმცა ძალიან ხშირად ქალური თვისებების დაწევა შეიძლება გამოწვეული იყოს წარუმატებლობებით პირად ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში მაკიაჟის არ ქონა არის მცდელობა გამოიყურებოდნენ არამიმზიდველად მამაკაცების თვალში, რადგან თავიდან აიცილონ ახალი წარუმატებლობა და ტკივილი. -უმაკიაჟობის კიდევ ერთი მიზეზი მამაკაცებთან გათანაბრებაა. არიან ქალები, რომლებიც კაცებს არარაობად თვლიან და მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან. - ხშირად მაკიაჟი საერთოდ ავიწყდებათ ეგოცენტრულ ქალბატონებს. მათთვის ხომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს და მათვთის სულერთია რას ფიქრობენ გარშემომყოფნი. ინტელექტუალი ქალები კი მთელ თავის დროს უძღვნიან კითხვას, მეცნიერებას ან რელიგიას. ისინი თავს ყველანაირ მაკიაჟზე მაღლა გრძნობენ. -და ბოლოს უმაკიაჟობის ყველაზე ძლიერი არგუმანტი „მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ“. ჩვეულებრივ იკეთებენ მინიმალურ მაკიაჟს, იყენებენ ტუჩ საცხს და შესაძლოა ტუშსაც. ასეთ ქალებს არ უყვართ მასიდან გამოყოფა, ყველაფერში აფასებენ ზომიერებას და კარგ გემოვნებას. გამომწვევ მაკიაჟს ისინი ვულგარულობად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ეს არის პრიმიტიული ხერხი მამაკაცის ყურადღების მისაპყობად. სულის სიღრმეში ისინი დარშმუნებულები არიან, რომ ჭკვიანი ქალი არასოდეს არ დაემსგავსება თოჯინას. 2. მკვეთრი, გამომწვევი მაკიაჟი მიზეზი, რატომაც ქალი ყოველ დილით იდებს მაკიაჟის ძალიან სქელ ფენას, რომლისაც ინდიელი ტომების ბელადსაც შეშურდებოდათ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. -ხშირად ქალი იკეთებს მკვეთრ მაკიაჟს და იყენებს მას როგორც „დამცავი ნიღაბი“. ამ შემთხვევაში ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას სულიერად უჭირს. შესაძლოა ის ნაწყენი და დათრგუნულია და საზოგადოებისთვის არ სურს ამის ჩვენება. ამ შემთხვევაში მკვეთრი მაკიაჟი შველის. -ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ თუ ქალი ყოველთვის ნორმის ფარგლებში იყენებს კოსმეტიკას და უცბათ გადადის მკვეთრ მაკიაჟზე მაშინ ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ მას ყველაფერი რიგზე არ აქვს. - და ბოლოს მკვეთრი მაკიაჟის გაკეთების მიზეზი შეიძლება იყოს - ცხოვრების შეცვლის სურვილი. მაკიაჟი კი ატარებს სიმბოლურ ხასიათს და თუ გინდათ შეცვალოთ რამე გლობალურად უნდა დაიწყოთ მცირედან. 3. მაკიაჟი, რომელზეც იხარჯება ერთი საათი,შეიძლება ორიც ასეთი ქალბათნების მიზანია თავისი გარეგნობის სრულყოფილებამდე მიყვანა, სწორედ ამიტომ ისინი რამოდენიმე საათსაც არ ინანებან მაკიაჟს გასაკეთებლად. 4. ზამთარ-ზაფხულს ერთი ფერი. ქალები, რომლებიც წლიდან წლამდე ერთი და იგივე ტონებს იყენებენ მაკიაჟისთვის, კლასიკური კონსერვატორები არიან, რომელთაც პანიკურად ეშინიათ სიახლეების. მაკიაჟი კი შიშის მხოლოდ გარეგანი გამოხატულებაა. ისინი ფიქრობენ, რომ ფერების მცირეოდენმა ცვლილებამაც კი შეიძლება დაარღვიოს წონასწორობა მათ ცხოვრებაში, იმ შემთხვეაშიც კი თუ ისინი ხვდებიან, რომ მათ ცხოვრებაში საჭიროა ცვლილებაბი ისინი მაინც ბოლომდე ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს და ყველაფერს უცვლელად ტოვებენ. თუ აქ აღწერილი ნიშნები თქვენვის ნაცნობია, იქნებ დროა გაიხსენოთ რისთვის არის საჭირო დეკორატიული ოსმეტიკა? უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ შეცვალოთ თქვენი გარეგნობა გარემოებისადა ხასიათის მიხედვით. 5. მაკიაჟი ვიზაჟისტთან ასეთი ქალები არ ენდობიან საკუთარ თავს. სხვისი აზრი მათთვის უფრო ავტორიტეტულია, ამიტომ შოპინგის დროსაც მიყავთ მეგობარი ან ქმარი, მაკიაჟის გაკეთებას კი ვიზაჟისტს ანდობენ. მათთვის აუცილებელია გვერდით ყავდეთ თავდაჯერებული ადამიანი, რომელიც სიტყვით ან საქმით მასაც აუმაღლებს თავდაჯერებულობას. 6. აქცენტი თვალებზე ფსიქოლოგების აზრით, ქალები რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღება ანიჭებენ თვალის მაკიაჟს, გარშემომყოფებს ანიშნებენ, რომ მას შეუძლია იყოს კარგი, ჭკვიანი მოსაუბრე. ისინი ყურადრებიანი, დაკვირვებულნი არიან და შეუძლიათ ადამიანის მოსმენა შეწყვეთის გარეშე. მათთვის ინტელექტი და მსჯელობა ემოციურობაზე მაღლა დგას და პირადი გრძნობების გამომჟღავნებისგან თავს იკავებენ. 7. აქცენტი ტუჩებზე დამახასიათებელია უშუალო და სენტიმენტალური ადამიანებისთვის. ისინი მოლაპარაკენი და მგრძნობიარენი არიან. თავის განცდებში ჩაძირულებს შეუძლიათ საათობით ილაპარაკონ თავის განცდებზე, გრძნობებზე და სურვილებზე. ქალების უმრავლესობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იყენებს ზემოთ ჩამოთვლილ ვარიანტებს. --------------- nucii 04 სექტ 2013, 16:03 me me-6 kategorias mivakutvnebdi sakutar tavs. Ise ki dakvirvebuli var rom chemi xasiati ufro frchxilebze aisaxeba, roca karg xasiatze var sul ragac nairnair naxatebs vixatav lakit, roca mouwesrigebeli frchxilebi maqvs aravis vurchev chemtan mokarebas. --------------- bZzziki 04 სექტ 2013, 16:40 Tvalebi da tuchebi,tum aufro tvalebi. --------------- ***MaLeNa*** 04 სექტ 2013, 16:40 მე ვერ გავაკეთე არჩევანი .nezn. :D ნუ მე-6, მე-7 )) --------------- B I B I 04 სექტ 2013, 22:05 ra iyo es :D me ishviatad viketeb makias da es ar nishnavs, rom kacuri sawyisi maqvs :D da tu viketeb makiajs asidan samocdaati procenti vizajisttan viketeb da es ar nishnavs, rom arc sakutar tavs vendobi da sayidlebze qmari damyavs :D arada ramdenjer mishopingia martos. :D --------------- Lasha 04 სექტ 2013, 22:09 davicye cakitxva ratomgac da umakiajobaze egreve gavcherdi :D meti gagrdzeleba arc ghirs :D mokled quchashi nacnobi sityva rom ar gamoviyeno da banic ar avikidო, amitom sxvanairad davcer: sisulelea --------------- Natia 04 სექტ 2013, 22:21 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=7492&cit]ციტატა: B I B I mec mase gamichnda protestis grdznoba umakiajobis punqtze da mitom ar davposte :D me piradad xshirad imitom ar vigebebi rom mezareba,rac imas nishnavs rom im momentisatvis is visac minda movewono,axlo-maxlo ar aris.tan saxis kans vuprtxildebi .pxx. --------------- Lasha 04 სექტ 2013, 22:33 chems garda sxva bichmac dapostet ra am temashi tore cudad vchanvar raghac :D --------------- B I B I 04 სექტ 2013, 22:37 Natia, yvelaze didi simartle iyo zarmacoba am mxriv :D da nu ratqmaunda vufrtxildebit saxiskans .natasha2. --------------- VampirE 10 ოქტ 2013, 17:29 6. აქცენტი თვალებზე ფსიქოლოგების აზრით, ქალები რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღება ანიჭებენ თვალის მაკიაჟს, გარშემომყოფებს ანიშნებენ, რომ მას შეუძლია იყოს კარგი, ჭკვიანი მოსაუბრე. ისინი ყურადრებიანი, დაკვირვებულნი არიან და შეუძლიათ ადამიანის მოსმენა შეწყვეთის გარეშე. მათთვის ინტელექტი და მსჯელობა ემოციურობაზე მაღლა დგას და პირადი გრძნობების გამომჟღავნებისგან თავს იკავებენ. მე გავიჩითე :დდ --------------- O.L.D 09 ოქტ 2020, 0:57 მაკიაჟის გარეშე სიარული რაზე მეტყველებს? :)) --------------- aqauri 10 ოქტ 2020, 0:13 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=39659&cit]ციტატა: O.L.D სავარაუდოდ,პირი აქვს დაბანილი... ---------------