გაჭედილის კანიონი - ულამაზესი ადგილი სამეგრელოში ***MaLeNa*** 04 სექტ 2013, 10:15 გაჭედილის იგივე გოჭკადილის კანიონი ერთ-ერთი ულამაზესი და გასაოცარი ადგილია საქართველოს ულამაზეს მხარეში-სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჭედილის მიდამოებში. სოფელ გაჭედილის კანიონი კერძოდ ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 240 მეტრზე. კანიონის სიგრძე 2400, ხოლო ჩაჭრის სიღრმე- 20-40 მეტრია. იგი რამდენიმე ადგილას საფეხურებრივადაა დაყოფილი და შუა ნაწილში 12 მეტრი სიმაღლის მარტვილის ცნობილ, ულამაზეს ჩანჩქერს წარმოქმნის. თუმცა, ეს ადგილი მხოლოდ სილამაზით არ გამოირჩევა. საინეტერსო ფაქტია ისიც, რომ კანიონში დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც 75 მილიონ წელს ითვლიან. მსოფლიოში ასეთი ადგილები ძალიან იშვიათია, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთებიც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ამ მხრივ, კანიონი მსოფლიო მეცნიერებისათვის რიგით მესამე აღმოჩენაა. ამ ადგილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საველე-სასწავლო პრაქტიკანტებმა 2010 წლის ივლისში მიაგნეს, რის შედეგადაც მდინარე აბაშის ხეობაში დინოზავრის ორ ნატერფალიც იპოვეს. http://s016.radikal.ru/i335/1309/82/ee81a0ec56ae.jpgრატომ დაერქვა ამ ადგილს გაჭედილი (მეგრულად გოჭკადილი) ? ეს კითხვა ამ ადგილის ნახვის შემდეგ ძალიან ბევრს უჩნდება, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის თუ რატომ დაარქვეს ამ ადგილს გაჭედილი. გადმოცემით, თურმე XVII საუკუნის დასასრულს, სამეგრელოს მთავარს ბერძენი ოსტატები მოუწვევია, რომლებმაც მდინარე აბაშის ყველაზე ვიწრო ხეობაში, სადაც ორი ხეობა, უნაგირა და ტაბაკონა კიდურებით ერთმანეთს ებჯინება, აგურის ლამაზი ხიდი აუშენებიათ, ისრის წვერის მოყვანილობის ერთი თაღით. ამით ხეობის ორივე ნაპირი გაერთიანდა, რომელიც მაშინ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ადგილი ყოფილა. ე.ი. – ხეობა გაჭედეს . სწორედ აქედან შეერქვა სოფელს გოჭკადირი ანუ გაჭედილი. ვიდეორგოლი http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=__uCbdV8_20 --------------- G 14 სექტ 2013, 0:42 martla saswauli adgilia.martla. --------------- chino 14 სექტ 2013, 6:39 yochag. kai temaa dzaan. --------------- T E M O 14 სექტ 2013, 7:17 imedia ert mshvenier dges vewvevi am ulamazes adgils --------------- ***MaLeNa*** 02 ოქტ 2013, 17:25 ახლა, ამ ადგილას, მარტოდ, მშვენიერი იქნებოდა... :) --------------- Mindia 02 ოქტ 2013, 17:32 ვიყავი ამ სოფელში, ულამაზესი სოფელია. :) ჩემს ძმაკაცთან, ჩემი ძირიც მარტვილშია ისე. მანდვე ახლო მდებარე სოფელ ბალდაში ნათესავები მყავს დედის მხრიდან. --------------- G 02 ოქტ 2013, 17:42 Viyavi da gripic avikide --------------- Shamakhan 09 იან 2020, 19:18 ეს არის დიდი! მე არასოდეს მიფიქრია, რომ მე ასე კმაყოფილი დეკორაციები ჩემი ქვეყნის! ცოტა ხნის წინ, დახმარებით იონდერი, მე ნაქირავებ უძრავი ქონების, როგორიცაა ოფისი საქართველოში ამ სფეროში-აღმოჩნდა, უბრალოდ მშვენიერი. მე გირჩევთ, რომ იქ ძალიან --------------- aqauri 10 იან 2020, 0:23 იქვე,ერთი საათის სავალზე,კინჩხის (ოკაცეს) კანიონია... არ დარჩებით წაგებული,თუ იქაც შეივლით... ---------------