მეგობრობა ფსიქოლოგიის ენაზე Mon Ami 04 სექტ 2013, 2:04 არისტოტელემ თავის წიგნში (Nicomachean Ethics) გამოარჩია სამი სახის მეგობრობა: მეგობრული სიამოვნება, კომუნალური მეგობრობა და ძალით მეგობრობა. თითოეულ მათგანს განსხვავებული მიზეზები აქვს, ესენია: სიამოვნება, სარგებელი და ძალდატანება. ანუ, მე შეიძლება მსიამოვნებს ჩემს მეგობართან ურთიერთობა, ან სარგებელს ველი მისგან ან უბრალოდ სათნო ხასიათი მაქვს. მეგობრობის ფილოსოფიური გაგება ასეთია – ურთიერთობა თანასწორთა შორის. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ გაგებას ის ცოტა სხვანაირია, მაგრამ არც არისტოტესეულს უგულებელყოფს. ადამიანები აფილაციის მოთხოვნილების გამო მიისწრაფიან ერთმანეთისაკენ. რა ხდება ორი ინდივიდის ურთიერთობის გაგრძელების საფუძველი მათი პირველი შეხვედრის შემდეგ? განვითარდება თუ არა აქედან უფრო ღრმა ემოციონალური დამოკიდებულება? რა ფაქტორები განაპირობებს მის განვითარებას? ურთიერთობაში მყოფი ინდივიდის მსგავსება, გარკვეულ პიროვნულ მახასიათებლები თუ კიდევ სხვა რამე თავისებურები?! მეგობრობა, როგორც კონცეფცია ურთიერთობისთვის შემდეგ პუნქტებს საჭიროებს: ინტიმური ურთიერთობები, დადებითი ემოციური დამოკიდებულება, ინტერპერსონალური ურთიერთობები. მეგობრული ურთიერთობებისთვის ძირითადი მახასიათებლებია – საერთო მიზნები, შინაარსი და ნორმების შესაბამისობა. განასხვავებენ ყოველდღიურ და ჩვეულებრივ მეგობრობას. მნიშვნელოვანია ასაკი, მეგობრობის ფორმირების, განვითარებისა და ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ასპექტი. მეგობრობა შესაძლებელია სიყვარულის წინმსწრები ურთიერთობაც იყოს. ფაქტორები, რომლებიც აყალიბებენ მეგობრობას შემდეგია: სქესი ასაკი ცოლ-ქმრული სტატუსი და განათლება რესურსები ხასიათის პერსონალური მახასიათებლები. სქესი მეგობრებს შორის დამოკიდებულება და ინტერაქციის სტილი – ქალებს უფრო შეზღუდული რაოდენობის ახლო მეგობრები ჰყავთ ვიდრე მამაკაცებს. ისინი ამჯობინებენ ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ ადამიანთა შედარებით ვიწრო ჯგუფთან, განსხვავებით მამაკაცებისაგან, რომელთა სამეგობრო წრეც გაცილებით ფართოა. ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ინტიმურობა, მამაკაცები კი უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ შესაძლებლობებზე, მოსაზრებებზე. იერარქია – ქალები ფოკუსირებას ახდენენ გარემოებებზე, მამაკაცები ურთიერთობებეზე, მისვლა-მოსვლაზე. განსხვავებულია თამაშებიც ბავშვობაში სქესის მიხედვით. ასაკი ა) ადრეული მოზრდილობა 18-25 წელი ამ ასაკისთვის მნიშვნელოვანია ინტიმურობის შექმნა. იდეტიფიცირება, საკუთარი თავის განცობა, ხშირად ამ ასაკში ადამიანები ტოვებენ მშობლების სახლს და იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ცვლიან თავიანთ სოციალურ ურთიერთობებს და ქმნიან ახალ გარემოს. ხშირად გრძნობენ მარტოობას. ბ) შუა მოზრდილობა 26-45 – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის ქორწინებისთვის ხელსაყრელი პერიოდი. იღებ უმაღლეს განათლებას, პოულობ სამსახურს, გეგმავ შემდგომ ცხოვრებას. ასეთ დროს მრავალი წლის მეგობრული ურთიერთობები იცვლება, ჩნდება ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობა. ამ ასაკისთვის მეგობრების მისაღები რაოდენობა შეადგენს ხუთს. მთავარი რასაც ამ პერიოდში ადამიანი ურთიერთობებიდან იღებს არის: დახმარება, ახალი ინფორმაცია, რჩევები. რა თქმა უნდა, ეს ორმხრივი პროცესებია გ) გვიანი მოზრდილობა 46-65 – ეს არის უფრო რელაქსაციური პერიოდი. ადამიანი გამოცდილია ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. მას აქვს ბევრი დრო და შესაძებლობა მიიღოს სიამოვნება ცხოვრებისგან. შეუძლია გაკეთოს ის , რისი გაკეთებაც ადრე ვერ მოახერხა. მეგობრების რაოდენობა მათთან გატარებულ დროსთან ერთად იზრდება. ასაკთან ერთდ იცვლება მეგობრობის დანიშნულება. ცოლ-ქმრული სტატუსი და განათლება დაქორწინებულ და დაუქორწინებელ ადამიანებს შორის მეგობრებთან დამოკიდებულება განსხვავებულია. ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს მეუღლე უფრო ხშირად და აქტიურად ამყარებს კონტაქტს მეგობრებთან. მნიშვნელოვანი ფაქტორია განათლებაც – საერთო განათლების მქონე ადამიანების მეგობრობა უფრო მტკიცეა. რესურსები ურთიერთობები განსხვავებულია საჭიროებების მიხედვით. ზოგჯერ ასეთ საჭიროებას წარმოადგენს ფული და დრო. გავლენიან ადამიანებს მეტი მეგობარი ჰყავთ. ეკონომიკური სტატუსი მეგობრობის ფორმირებას უწყობს ხელს. ხასიათის პერსონალური მახასიათებლები მეგობრობაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის მსგავსება და ინტერპერსონალური მიზიდულობა. ადამიანებს იზიდავენ მათი მსგავსი ფასეულობების, რწმენების, ღირებულებებისა და ინტერესების მქონე ინდივიდები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა, რომელიც გავლენას ახდენს მიზიდულობაზე არის სურვილი იმისა, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობდეთ ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებთან. ფიზიკური მიმზიდველობა- შეიძლება ფიქრობთ, რომ ფიზიკური მიმზიდველობა მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობებშია მნიშვნელოვანი, მაგრამ გამოირკვა, რომ ეს დიდ როლს თამაშობს მეგობრობაშიც, თუნდაც თქვენივე სქესის წარმომადგენელთან. არსებობს ერთი საინტერესო ტენდენციაც – ადამიანები მეგობრდებიან ინდივიდებთან, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა უწევთ. მაგალითად, ოთახის მოზიარენი, თანამშრომლები. ხშირად ჩვენ ვიქმნით წინასწარ დადებით განწყობას მათ შესახებ და უგულებელვყოფთ მათ ცუდ თვისებებსაც. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს მათთან ერთად და ვუმეგობრდებით კიდეც. მეგობრების გვერდით თავის მშვიდად და დაცულად გრძნობის სურვილი, დიდ გავლენას ახდენს როგორც მეგობრის, ასევე რომანტიკული პარტნიორის არჩევანზე. ცხოვრებისეულ მოვლენებს შეუძლია შეცვალოს ემოციურ–ინტიმური ურთიერთობები. დადებითი ცხოვრებისეული მოვლენები შეიძლება გახდეს უფრო მეტი დასვენების, ამაღლებული განწყობის და ტოლერანტობის ზრდის მიზეზი. თუმცა უარყოფითი ცხოვრებისეული მოვლენები პირიქით. ასეთ დროს, ზოგიერთმა შეიძლება მიაღწიოს მეტს, გამოავლინოს და გაზარდოს ინტიმური ურთიერთობები. ზოგი კი შესაძლოა დაშორდეს სოციალურ კომპანიონებს. ცხოვრებისეულმა მოვლენებმა შეიძლება შეცვალოს მეგობრობა, ან მომავალი მეგობრობის მოლოდინები. სტატიის ავტორი – გაგა გვენეტაძე წყარო:psychotheca.wordpress.com/ --------------- imhotep 04 სექტ 2013, 8:16 sainteresoa --------------- bZzziki 04 სექტ 2013, 9:16 Mon Ami, afilacia Ra aris?! --------------- Mon Ami 04 სექტ 2013, 9:19 bZzziki, პირდაპირი მნიშვნელობით მიერთება და აქ ნაგულისხმევია როგორც რაიმე ჯგუფში წევრად მიღების სურვილი. ახალი კონტაქტი, კავშირი. ასევე ასოცირდება თანამშრომლობასთან და ადამიანის ერთ-ერთ საბაზო მოთხოვნილებად ითვლება. ---------------