konstantine afxazi LoOoL 03 სექტ 2013, 11:04 http://s61.radikal.ru/i174/1303/4c/96d4fd5c326d.jpg კონსტანტინე [კოტე] აფხაზი ,ქართველი გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი (დ. 27 ნოემბერი, 1867, კარდენახი ― გ. 20 მაისი, 1923, თბილისი), ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, არტილერიის გენერალი, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი (1922-1923), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1917) და ამ პარტიის თავმჯდომარე (1921-1923), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1918), ილია ჭავჭავაძის დის შვილი. დაიბადა სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, თავად ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზისა (1828-1907) და ნინო ჭავჭავაძის (1834-1883) ოჯახში. ეს საგვარეულო აფხაზეთის მთავრების, – შერვაშიძეთა კახეთში დამკვიდრებულ შტოს წარმოადგენდა. კოტე აფხაზმა დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი (1885) და პეტერბურგის სამხედრო აკადემია (1890). სამხედრო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა (1890-1917) [რედაქტირება] კონსტანტინე აფხაზი ცარისტული რუსეთის არმიაში მსახურობდა 1890 წლიდან და გაიარა გზა არტილერიის გენერალ-მაიორობამდე (1914). I მსოფლიო ომის წლებში (1914-1916 წლებში) სარდლობდა საარტილერიო ბრიგადას. 1917 წლის ივნისში კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1921-1923 წლებში იგი ასრულებდა ამ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას). იმავე წლის თებერვალ-სექტემბერში იგი აქტიური მონაწილე გახლდათ ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა, რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წლის სექტემბერში. იმავე 1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ (რომელიც განიხილავდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს) იგი აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 11:04 დღიდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისა აფხაზი იყო ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობისა. 1921 წლის დამდეგსვე იგი არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. ცენტრი საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის. სამწუხაროდ, გამცემლობის შედეგად, საგანგებო კომისიამ (ე.წ. ,,ჩეკა,,) შეძლო სამხედრო ცენტრის მიგნება. 1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ,,ვაკის პარკი,,-ს ტერიტორიაზე. კონსტანტინე აფხაზის მეუღლე, – ელენე (1870-1942) და ვაჟი – ნიკოლოზი (1900-1988) 1923 წლიდან იყვნენ პოლიტიკური ემიგრანტები. ელენე განისვენებს საფრანგეთში, პარიზის სენ ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე. ვაჟი, – ნიკოლოზ აფხაზი, განათლებით იყო იურისტი (დაასრულა სორბონის უნივერსიტეტი). იგი ჯერ ცხოვრობდა საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი გადასახლდა კანადაში, სადაც ეწეოდა ნაყოფიერ მოღვაწეობას ადვოკატურასა და დეკორატიულ მებაღეობაში. წყარო : ucnauri.com ---------------