Ingress blabla 03 სექტ 2013, 1:19 http://marketingland.com/wp-content/ml-loads/2012/11/Screen-Shot-2012-11-20-at-2.42.46-PM.png Ingress ეს არის თამაში ანდროიდისთვის, თვით გუგლისგან. ეს არ არის უბრალო და ჩვეულებრივი თამაში. შეიძლება ითქვას, რომ ის პირველია ამ კლასსში. თამაშში განხორციელებულია ვირტუალური რეალობის იდეა. ანუ მაგალითად თქვენ დგახართ ფილარმონიის წინ :D ამ დროს კი რთავთ თამაშს, და რუკაზე ნახულობთ, რომ თურმე ფილარმონიის გარშემო არის თვალისთვის უხილავი პორტალი. რომელიც გამოსცემს დიდ ენერგიას. აი მაგალითად ვიღაც უტევს ლურჯ პორტალს [url=https://lh6.ggpht.com/ddtdtJH4zYVBWErV7D7yxMgfKaE89ntOGR9MwRLtqbp3U99AmLCotsbj0bDkzvOx6tbO=h900]სურათი მოთამაშეები დაყოფილები არიან ორ ნაწილად, მწვანეები ანუ Enlightened, რომლებიც არიან უცხოპლანეტელების შემოჭრის მომხრეები და ცდილობენ მათი ძალაუფლება გაავრცელონ და ლურჯები ანუ Resistance, ადამიანთა წინააღმდეგობის ძალები. თითოეული ფრაქციის ანუ მხარის მოვალეობაა რაც შეიძლება ბევრი პორტალი გადაიყვანოს მის მხარეზე, ანუ გაალურჯოს ან გაამწვანოს, შემდეგ კი ეს პორტალები ერთმანეთ გადააბან. საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი გადაბმა ანუ ლინკი იყო ბათუმიდან თბილისამდე. მსოფლიო მასშტაბით კი ძალიან დიდი ლინკებია უკვე. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ანდროიდიანი თამაშობს. აგერ თბილისის, კერძოდ კი ვაკის მონაკვეთის რუკა, სადაც ამჯერად სულ ლურჯი პორტალებია: [[url=https://fbcdn-sphotos-a-a.akamaihd.net/hphotos-ak-frc1/1150289_10200607601328201_1501196726_n.jpg]ლინკი მოკლედ თამაშს ძალიან ბევრი წესები და ნიუანსები აქვს. ჯერჯერობით ის ბეტა ვერსიაა და მხოლოდ მოსაწვევებით ხდება თამაშის დაწყება. მთავარი პლიუსი ამ თამაშისა კი ის არის, რომ გიწევს გარეთ საინტერესო ადგილებში ბოდიალი, სეირნობა, რავი. სახში ჯდომას კი ჯობია :) ეს ინგრესის პრომო ვიდეო http://www.youtube.com/watch?v=92rYjlxqypM ვისაც სურს, მომწეროს მაილი და გავუგზავნი მოსაწვევს, ოღონდ ტყუილ უბრალოდ "მაინც იყოს, ოჯახი ხრამია" ლოგიკით ნუ მომწერთ, მართლა თუ სერიოზულად გადაწყვეტთ თამაშს, მხოლოდ მაგ შემთხვევაში. თვითონ თამაშის [url=https://play.google.com/store/apps/details?id=com.nianticproject.ingress]ლინკი --------------- david 06 სექტ 2013, 16:30 ადრე ვტამაშობდი ამ თამაშს ---------------