Nightwish ExTReM 02 სექტ 2013, 2:11 Nightwish — სიმფონიური მეტალ-ჯგუფი ფინეთიდან. შეიქმნა 1996 წელს მთავარ კომპოზიტორ და კლავიშისტ ტუომას ჰოლოპაინენის, გიტარისტ ემპპუ ვუორინენის და ვოკალისტ ტარია ტურუნენის მიერ, რომელიც შემდგომში ჩაანაცვლა Alyson Avenue-ს ყოფილმა ვოკალისტმა ანეტ ოლზონმა. 2002 წელს ბასისტი სამი ვანსკა ჩაანაცვლა მარკო ჰიეტალამ, რომელმაც ბასისტობასთან ერთად შეითავსა მამაკაცის ვოკალის ფუნქციაც. ალბომი Angels Fall First გამოვიდა 1997 წელს. ამას მოჰყვა ალბომები Oceanborn (1998), Wishmaster (2000) და Century Child (2002). ამ ალბომების გამოშვებით ჯგუფმა მსოფლიოში საკუთარი სახელი დაიმკვიდრა. მომდევნო ალბომი Once (2004) გაიყიდა 1 მილიონი ასლის ოდენობით მსოფლიოს მასშტაბით. ჯგუფმა ამ ჩანაწერით სახელი აშშ-შიც გაითქვა. ალბომის სინგლი „Wish I Had an Angel“ სამ სხვადასხვა ამერიკულ ფილმში საუნდტრეკის სახით მოხვდა. შემდეგ გამოვიდა კიდევ სამი სინგლი და ორი მუსიკალური კლიპი ალბომიდან Once. 2006 წელს ხელახლა გადაღებულ იქნა მუსიკალური კლიპი „Sleeping Sun“, რომლის პირველი ვერსია ჯგუფმა გადაიღო 1999 წელს. კლიპის მეორე ვერსია გადაღებულ იქნა კრებულისთვის Highest Hopes: The Best of Nightwish, რომელშიც შეტანილია ტარია ტურუნენის მონაწილეობით ჩაწერილი სიმღერები. 2007 წელს ტარია ტურუნენის ადგილზე მოვიდა შვედი მომღერალი ანეტ ოლზონი. ამავე წლის სექტემბერში ჯგუფმა გამოსცა რიგით მეექვსე ალბომი Dark Passion Play - მსოფლიო მასშტაბით მისი 2 მილიონამდე ასლი გაიყიდა. ალბომის მთავარი სინგლი „Amaranth“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სინგლი გახდა. „Dark Passion Play“-ს მსოფლიო ტურნე საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ის ყველაზე ხანგრძლივი ტურნე ჯგუფის ისტორიაში, რომელიც დაიწყო 2007 წლის 6 ოქტომბერს და დასრულდა 2009 წლის 19 სექტემბერს. 2009 წლის მარტში კოლექტივმა გამოუშვა ცოცხალი ალბომი Made in Hong Kong (And in Various Other Places). Nightwish-ის რიგით მეშვიდე ალბომი Imaginaerum გამოვიდა 30 ნოემბერს. 2012 წლის 1 ოქტომბერს ჯგუფმა განაცხადა ანეტ ოლზონის წასვლის შესახებ. დაწყებულ ტურნეს ჯგუფის მუსიკოსებთან ერთად განაგრძობდა ჯგუფ After Forever-ის და დღესდღეობით Revamp-ის სოლისტი ფლორ იანსენი. Nightwish არის ფინეთის რიგით მესამე ყველაზე გაყიდვადი ჯგუფი. მისი ჩანაწერები გაყიდულია 900.000-ზე მეტი ასლის ოდენობით. იგი აგრეთვე არის მსოფლიო მასშტაბით ყველაზე წარმატებული ჯგუფი. მსოფლიოში მისი ჩანაწერები 8 მილიონი ასლის ოდენობით იქნა გაყიდული. მას მოპოვებული აქვს 60 ოქროს და პლატინის ჯილდო. წყარო ka.vikipedia.org --------------- VampirE 02 სექტ 2013, 2:13 როგორ მიყვააააარს <3 წყარო ვიკიპედიაა? --------------- ExTReM 02 სექტ 2013, 2:16 VampirE, ki vikipediaa wyaro. chemi usayvarlesi jgufia. --------------- Mindia 08 სექტ 2013, 17:55 ყველა დროის საუკეთესო ჯგუფი ჩემთვის, უბრალოდ მაგარი სისულელე გააკეთეს რომ ტარია გაუშვეს. --------------- Natia 08 სექტ 2013, 17:58 Mindia,verasodes moineleben albat. --------------- Natia 08 სექტ 2013, 18:02 Tarja turunen,chemi favoriti xmis patroni,lenny kravitzis da fredi mercuris shemdeg .guli. --------------- EDO 08 სექტ 2013, 18:31 dzalian kargi jgufi iyo tarias gashvebis shemdeg ragacnairi tineijeruli jgufi gaxda yvelaferi im siyvarulis brali iyo albat. Titqmis yvela shesruleba momcons gansakutrebi ki "instrumentali" --------------- Dstori 08 სექტ 2013, 19:06 Msgavsi jgufi ar meguleba simfoniur metalshi.... --------------- ExTReM 11 სექტ 2013, 1:18 ძვირფასო ტარია; დრო დადგა არჩევანისა, Nightwish –ის ისტორია აქ მთავრდება, მაგრამ ეს დროებითია, Nightwish – ი ისევ იცოცხლებს. ჯერ 9 წელია რაცე ეს ჯგუფი არსებობს და ჩვენ მზად არ ვართ რომ ასე ადვილად მივატოვოთ იგი. Nightwish – ი არის სიცოცხლის გზა და ჩვენ არ შეგვიძლია ხელიდან გავუშვათ ის. ეს ნათელია, რომ ჩვენ შენთან და მარსელოსთან(ქმარი) ერთად არ შეგვიძლია მუშაობა, გზის გაგრძელება. ამ ბოლო წელიწადში მოხდა ის, რაც არ შემიძლია ამოვიგდო თავიდან ყოველ დღე შენი სიტყვები მახსენდება, დღე იქნება თუ ღამე, დილა თუ საღამო…შენი საქციელი მეტს აღარ გასტანს საბედნიეროდ, მაგრამ მე ვერ ვიჯერებ, რომ ჩემს ძველ მეგობარს ვეღარ ვნახავ, თუმცა ვერც ისე გხედავდი; ადამიანი, რომელიც 1 წლის მანძილზე არ ელაპარაკება თავის ახლობლებს, თავის ბენდს, ის ხომ მას აღარ ეკუთვნის?! რა თქმა უნდა აუცილებელი იყო ბიზნესსა და შემოსავალზე ზრუნვა, მაგრამ ისიც არ უნდა დაგევიწყებინა, რომ ჩვენ ყოველთვის იმ მუსიკას ვწერდით, რომელიც გულიდან მოდიოდა და ეს ჩვენთვის გაცილებით მთავარი იყო, ვიდრე ფული!... Nightwish-ი ეს არის ერთი მთლიანი ჯგუფი, ეს მთელი ემოციაა. შენთვის ბიზნესი, ფული, წარმატება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ემოცია, მაგრამ ამდენ ფულს ხომ არაფერი მოაქვს ემოციისათვის, ეს შინგიდან მოდის. მგონი უნდა ხვდებოდე, რომ შენ განმარტოვდი, ჯგუფს ჩამოსცილდი მუსიკალური კარიერა შენთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე თვით ჯგუფი. ეს ურფო ნათლად დავინახე, მაშინ, როდესაც შენ ტორონტოში მიმავალ თვითმფრინავში მითხარი;” მე აღარ მჭირდება Nightwish-ი, და დაიმახსოვრე ტომას, მე ნებისმიერ დროს შეიძლება დავტოვო იგი მოგცეთ მხოლოდ ერთი დღის გაფრთხილება” ამ სიტყვების შემდეგ მე შენ ვერასდროს დაგიწერ სიმღერის ტექსტებს, რომ იმღერო! შენ შენს თავს უთხარი, რომ შენ იყავი ერთგვარი “სტუმარი მუსიკოსი” Nightwish – ისათვის, ახლა კი ეს სტუმრობა დასასრულს მიუახლოვდა, შენ უნდა წახვიდე, ჩვენ კი ახალი ვოკალისტი უნდა ვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ ეს შენ შვებას მოგცემს, ასევე ჩვენც. დიდი ხანია, ჩვენც იგივეს ვგრძნობდით შენს მმართ, რასაც შენ, მაგრამ ეს შენგან დაიწყო!... შენ თქვი რომ ეს ალბომი ბოლო იქნებოდა ჯგუფისათვის, მაგრამ შენ ცდებოდი, რადგან, ჩვენ იქამდე გავაგრძელებთ მოღვაწეობას სანამ ჩვენს გულებში ცეცხლი ანთია. ჩვენ, ოთხივე დავფიქრდით შენს საქციელზე და გავაანალიზეთ, რომ ეს ყველა ჩვენგანს სჭირდებოდა. გერმანიაში, 2004 წელს, შენ თქვი, რომ შენ აღარ იმოგზაურებდი 2 კვირაზე მეტს, ისიც თქვი, რომ ჩვენ უნდა დაგვევიწყებინა კონცერტების ჩატარება ავსტრალიასა და ა.შ.შ – ში, მხოლოდ იმ პატარა მიზეზების გამო, რომ არ იყო სცენის საკმარისი ტემპერატურა და იმდენ ფულს არ გიხდიდნენ, რამდენსაც ევროპის სხვა ქვეყნებში. ინტერვიუებში მე ვამბობდი, რომ ბენდი დაიშლებოდა, თუ ტარია წავიდოდა, მაგრამ შევცდი, ეს ასე ადვილი არ ყოფილა, მე ვერ შევძელი ამის გაკეთება ერთი ადამიანის გამო. ადამიანის გამო, რომელსაც სურდა თავისი შექმნილით, მთელი მსოფლიოს ქონება აეღო, რომლის ფასი ერთი ცენტიც არაა, და რომელიც თავის თავში მატისმეტად ზედმეტადაა დარწმუნებული. ჩვენ არასოდეს შეგვიწუხებიხარ იმაზე, რომ სიმღერა დაგეწერა, ან აგეწყო, მაგრამ შენ იმის ღირსადაც არ გვთვლიდი, რეპეტიციაზე მოსულიყავი, სტუდიაში. შენ ყოველთვის თავს გვარიდებდი, ფრენის დროს განმარტოებულ კაბინაში გსურდა ფრენა. ჩვენ ყველაფერზე თვალებს ვხუჭავდით, გარდა იმისა, რომ ვერ ვიტანდით სიტყვას რომ ტეხდი, თავს არიდებდი ფანებს! პ.ს შენ სხვა გზა არ მოგვეცი, ამიტომ დავწერე ეს. ხიდი შენსა და ჩვენს შორის ძალიან დიდია ეს ხიდი უფრო გაიზარდა მას შემდეგ. რაც მარსელო გაიცანი, ასე რომ კარგად იყავი და ყველაფერ კარგს გისურვებთ ცხოვრებაში!.. თომასი. ტომასის წერილი ტარისათვის ამ წერილით დაემშვიდობა ტომასი ტარიას!!! --------------- Mindia 16 სექტ 2013, 21:41 ეს წერილი არ ვიცოდი :) ეს წერილი უფრო გამართლებას ჰგავს გულშემატკივრების წინაშე, ლოგიკური იყო რომ ტარიას გარეშე ბევრად მეტს დაკარგავდნენ ვიდრე შეიძენდნენ. რა თქმა უნდა ნაითვიშის ინსტრუმენტალი ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყო, მაგრამ ტარიას დონის ვოკალისტის მოძებნა ურთულესი იყო და ამ ურთულეს ამოცანას თომასმა თავი ვერც გაართვა, საერთოდ ვერ გაართვა, რადგან ანეტის მოყვანა ჩემი აზრით ნაითვიშის და კერძოდ ტარიას გულშემატკივრების აბუჩად აგდება გამოვიდა. :) --------------- VampirE 17 სექტ 2013, 22:40 ჩემი ყველაზე უსაყვარლესი ჯგუფია...თუმცა ყველა სიმღერაზე არ ვგიჟდები...რამოდენიმე მაქვს აკვიატებული... --------------- ExTReM 18 სექტ 2013, 22:26 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=14971&cit]ციტატა: Mindia getanxmebi, didi shecdoma iyo tarias gashveba... mas shemdeg martalia jgufma gaagrdzela mogvaweiba magram is sharmi dakarga rac tarias dros qonda... --------------- heretique 18 სექტ 2013, 22:27 dzveli droidan esga shemomrcha, romelsac vusmen isev. --------------- temo 18 სექტ 2013, 22:28 wish I had an angel .inlove. miyvars es jgufi --------------- Mindia 18 სექტ 2013, 22:35 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=16521&cit]ციტატა: ExTReM კი, ახალი ალბომი იმაგინერეუმი თუ რაღაც, მიხვდნენ კიდევაც შეცდომას მანდ, ძირითადი აქცენთი იყო ინსტრუმენტალზე, ვოკალი სიმღერებში შედარებით ნაკლებად ერთვებოდა, ცალკე ალბომიც გამოუშვეს და ანეტასაც დაახვევინეს. :) აფტერ ფორევერის ყოფილი სოლისტია ეხლა ტურნეში, მე მომწონს, აფტერ ფორევერშიც მომწონდა, მაგრამ ტარიას ვერ შეადარებ. :) --------------- ExTReM 18 სექტ 2013, 22:55 ki ase iyo, tavidan dziritadad instrumentalze qondat aqcenti... bolos ki moergo jgufs aneti, song of myself 2012 wlis shesrulebit martlac erterti saukrtesoa anetis mogvaweobashi mag jgufshi... --------------- Dstori 27 სექტ 2013, 10:21 Chems musikalur gemovnebashi yvalaze zveli jgufia, im gagebit rom adre rasac vusmendi, ase vtqvat zalian didi xnis win, ertadertia nightwish romelsac dgesac vusmen --------------- ***MaLeNa*** 27 სექტ 2013, 10:58 არის ერთი ორი სიმღერა, რომელიც მომწონს, მათი გულშემატკივარი არ ვარ :) --------------- XVICHA. 27 სექტ 2013, 12:02 taria romelia? Qali solisti romaa? --------------- Nikusha 27 სექტ 2013, 12:55 mdaa... Chemi amati mosmena mxolod tv kavkasiaze gashvebuli nikolozis droindeli laivebis yurebit shemoifargleba. :D Tumca momwons simfoniuri. --------------- VampirE 06 ოქტ 2013, 13:41 მიყვარს ტარჯა...მხოლოდ ტარჯა ამ ჯგუფში... --------------- ~EleNi~ 06 ოქტ 2013, 14:46 მიყვააააააააარს :) --------------- IDIOTEQUE 09 ოქტ 2013, 17:49 Oficialurad gaxda flori nightwishis solisti :) --------------- bako 09 ოქტ 2013, 17:52 უმაგრესი ჯგუფია,მთელი დღეები რომ ვუსმინო არ მომბეზრდება :) გოგოს ხმა მევასება მაგრად :დ --------------- DuDu 12 ოქტ 2013, 23:17 magaria dzaliiaan momoons :) ---------------