აიკიდო Mon Ami 31 აგვ 2013, 22:37 აიკიდო (იაპონ. 合気道) — ო-სენსეი მორიჰეიმ უესიბას მიერ შექმნილი იაპონური საბრძოლო ხელოვნება. მორიჰეიმ უესიბამ შექმნა აიკიდო როგორც საბრძოლო ხელოვნებების, ფილოსოფიისა და რელიგიური მრწამსის სინთეზი. ო-სენსეის მიზანი იყო ყველა უდიდესი მებრძოლის მიღწევების შემცვლელი საბრძოლო ხელოვნების შექმნა. სახელწოდება მომდინარეობს სამი იეროგლიფიდან, რომლებსაც შემდეგი მნიშვნელობა აქვთ: აი (იაპონ. 合) — კომბინაცია, გაერთიანება კი (იაპონ. 気) — სული, ენერგია, მორალი დო (იაპონ. 道) — გზა უეშიბა მიიჩნევდა, რომ აიკიდო იყო არა მარტო საბრძოლო ხელოვნების სინთეზი, არამედ პირადი ფილოსოფიისა და მშვიდობის შეჯამება. აიკიდო მხოლოდ თავდაცვის საშუალება კი არ არის, არამედ ცხოვრების განსაკუთრებული წესიც _ თავისი ფილოსოფიით, ფსიქოლოგიითა და ეთიკით, რაც ბუდიზმსა და სინტოიზმს ეფუძნება. უესიბა ამტკიცებდა, რომ ნამდვილი საბრძოლო ხელოვნება არ უნდა ეყრდნობოდეს უხეშ ძალას, რომელსაც მხოლოდ ნგრევა შეუძლია. მას სწამდა, რომ ჭეშმარიტად ღირებულია ორთაბრძოლის მხოლოდ ის სახეობა, რომელიც აკეთილშობილებს ამ სისტემის მიმდევარს. უესიბა აიკიდოს უყურებდა, როგორც პიროვნების მორალური და ფსიქოფიზიოლოგიური სრულყოფის “გზას”, რაც ამ სისტემის სახელწოდებაშიც აისახა: მან საბრძოლო ხელოვნების აღმნიშვნელი ტრადიციული ტერმინი “ძიუცუ” (ხელოვნება, ტექნიკა) შეცვალა სიტყვით “დო” (გზა). პირველად აიკიდო გასცდა იაპონიას 1951 წელს, როდესაც მინორუ მოჩიზუკი ეწვია საფრანგეთს, სადაც წარადგინა აიკიდოს ტექნიკა ძიუდოს მოსწავლეებს. [8] მოჩიზუკის შემცვლელი გახდა ტადაში აბე, რომელიც 1952 წელს გახდა აიკაკი ჰომბუს ოფიციალური წარმომადგენელი საფრანგეთში და იმყოფებოდა ამ პოსტზე შვიდი წლის განმავლობაში. 1953 წელს კენჯი ტომიკი იმგზავრა ამერიკის 15 შტატში.[9] ამავე წელს ტოჰეი კოიჩი გაიგზავნა ჰავაიში, სადაც დააარსა რამდენიმე დოჯო. გარდა ამისა, კიდევ რამდებიმე მასწავლებელი ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რის გამოც 1953 წელი ითველბა ამერიკაში აიკიდოს წარდგენის წლად. გაერთიანებეული სამეფო გაეცნო აიკიდოს 1955 წელს; იტალია - 1955; გერმანია და ავსტრალია 1965 წელს. ყველაზე დიდი აიკიდოს ორგანიზაცია არის აიკაკის ფონდი, რომელსაც ფლობს უეშიბას ოჯახი. აიკიდოს იყოფა მრავალ სტილად, ძირითადად ჩამოყალიბებული უეშიბას ახლო მოსწავლეების მიერ. აღმოსავლურ ორთაბრძოლათა სხვა ნაირსახეობებისგან გამოირჩევა აშკარად გამოხატული თავდაცვითი ხასიათით - შეტევის ტექნიკა აიკიდოსთვის უცხოა. მოქმედების ძირითადი თანამიმდევრობა ასეთია: მოწინააღმდეგეს უნდა დაუჭირო ხელი ან მკლავი, დასცე ძირს და მტკივნეული ილეთით საბოლოოდ დაიმორჩილო. მოძრაობები ჩვეულებრივ წრიული ტრაექტორიით სრულდება. აქცენტი კეთდება ფსიქოსომატურ რელაქსაციაზე, რაც კრიტიკულ სიტუაციებში მებრძოლს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს შინაგანი წონასწორობა და სიმშვიდე, ამასთან მეტოქის შემტევი ძალა ისევ მის წინააღმდეგ გამოიყენოს. კლასიკურ აიკიდოში (იმ ორგანიზაციებში, რომლებიც “აიკიკაის” ტრადიციებს იცავენ) შეჯიბრებები არ ტარდება. აიკიდოს მიმდევრის წინსვლას გამოცდების შედეგების მიხედვით აფასებს სენსეი შემდეგი პარამეტრებით: 1. ტაი – ფიზიკური მომზადება; 2. ძი – ტექნიკის დონე; 3. შინ – ინტელექტის დონე. არსებობს, ე.წ. სპორტული აიკიდოც, ანუ “ტომიკი აიკიდო”, რომელშიც შეჯიბრებები ტარდება. ეს არის ტრადიციული აიკიდოს და თანამედროვე ძიუდოს ერთგვარი ნაზავი, რომელიც უესიბას მოწაფემ, კენძი ტომიკიმ შექმნა. წყარო:wikipedia.org --------------- Sergi 02 ოქტ 2013, 0:39 umahresi sportia momwons dzn ---------------