საშიში ისტორიები LoOoL 30 აგვ 2013, 13:13 სარჩევი კლოუნის ქანდაკება ერთი მოზარდი ნაცნობებს ბავშვების დატოვებას დათანხმდა რადგან მშობლები გვიანობამდე გადიოდნენ, ოჯახი მდიდარი იყო და ამიტომ მათ დიდი სახლი ჰქონდათ. ბავშვების მამამ გოგონას უთხრა რომ ბავშვებს რომ დააინებდა ერთ-ერთ ოთახში შესულიყო და ტელევიზორიშტვის ეყურებინდა რადგან არ უნდოდა გოგონას ამხელა სახლში ებოდიალა. როდესაც ბავშვებმა დაიძინეს გოგგონა ზუსტად იმ ოთახში შევიდა რომელში შესვლაც უთხრეს და ტელევიზორი ჩართო. თახი დიდი იყო და იქვე ერთი კლოუნის ქანდაკება იდგა, გოგონას შემზარავად უყურებდა. გოგონა თავს ცუდად გრძნობდა ამ კლოუნის გარემ,ოცვაში და ამიტომ ოჯახის უფროსს დაურეკა და სთხოვა რომ სხვა ოთახში შესვლის უფლება მიეცა, ხოლო მისგან ასეთი ბრძანება მიიღო. “დროზე, ბავშვებთან შედი 911-ში დარეკე, ზედმეტი კითხვები არ გინდა დროზე იჩქარე.” გოგონამ უსიტყვოდ დარეკა პოლიციაში და სანამ პოლიცია მოვიდოდა ისევ დარეკა მამასთან და კითხა რაში იყო საქმე, პასუხად კი უპასუხეს რომ მათ კლოუნის ქანდაკება არასდროს ქონიათ. ასევე მშობლებმა თქვეს რომ ბავშვებს ეშინოდათ და ამბობდნენ რომ მათ ღამით კლოუნი უურებდათ, თუმცა მშობლებმა კოშმარებს მიაწერეს. აღმოჩნდა რომ ეს კლოუნი ერთი უსახლკარო ლილიპუტი იყო და სახლის ზომის გამო რამოდენიმე კვირის განმავლობაში არავის შეუმჩნევია. გადაცმული მგზავრი ეს ისტორია ერთ ახალგაზრდა ქალს ეხება რომელსაც ასეთი რამ გადახდა. ერთ დღეს სავაჭრო ცენტრიდან რომ გამოდიოდა საკუტარ მანქანაში მოხუცი ქალი დაინახა. როდესაც დაუპატიჟებელ მგზავრს გაესაუბრა აღმოჩნდა რომ ქალი ცუდად გამხდარა და მისი შვილის მანქანა აერია. მოხუცმა ქალს სთხოვა რომ საავადმყოფოში წაეყვანა რადგან ისევ ცუდად გრძნობდა თავს. ქალმა მოხუცს სთხოვა რომ გადასულიყო და მანქანის გაყვანაში დახმარებოდა თუმცა დანაპირევი არ შეუასრულა, გამოყვანისას ეგრევე გაქანდა და პოლიციას მიაშურა ხოლო მოხუცი ქალი სავაჭრო ცენტრთანდ დატოვა. პოლიციამ მანქანა გაჩხრიკა და უკანა სკამის ქვეშ დამალული ნაჭახი იპოვეს რომელიც მოხუცად გადაცმულ მკვლელს მიეკუთვნებოდა ბავშვისგან გაკეთებული ტიკი ოთხი წლის ბავშვი და დედამისი მექსიკის საზღვარს კვეთდნენ როდესაც კაცმა ქალს ბავშვი ხელიდან გასტაცა და მიიმალა. ქალმა წამშივე მიაკითხა პოლიციას და ბავშვის საძებნელად გაეშურა, ის მალევე დაინახეს რომ მანქანაში ვიღაცა კაცის მკერდზე ეძინა. როდესაც გამტაცებელმა პოლიცია დაინახა მაშინვე დაქოქა მანქანა და გაიქცა. შუა გზაში უკანა კარი გაიღო და მანქანიდან ბავშვი გადმოაგდეს. როდესაც მშობელი და პოლიცია ბავშვს მიუახლოვდნენ საშინელებაზე საშინელი რამ დაინახეს. ბავშვი არამარტო მოკლული იყო არამედ მას ყელი გამოჭრილი ჰქონდა და სხეულში ნარკოტიკები ჰქონდა ჩადებული. აღმოჩნდა რომ გამტაცებლები ნარკო დილერები იყვნენ და კონტრაბანდის საშუალებით ნარკოტიკის გადატანა უნდოდათ. --------------- LoOoL 30 აგვ 2013, 13:15 “ხომ გიხარია შუქი რომ არ აანთე” ეს ისტორია უნივერსიტეტის კამპუსზე მოხდა. გოგოები რომლებიც ოთახს ინაწილებდნენ დაპატიჟებულები იყვნენ დისკოტეკაზე, ერთმა უარი განაცხადა და სწავლაში ჩაეფლო ტესტისთვის რომ მომზადებულიყო ხოლო მეორემ გზას მიაშურა. როდესაც გოგონა დისკოტეკიდან დაბრუნად შუქის აუნთებლად ლოგინში დაწვა და დაიძინა რომ მისი მეგობარი არ გაეღვიძებინა. მეორე დილით მან ადრე გაიღვიძა, გამთენისას, დაქალის ლოგინთან მივიდა და გადმოაბრუნა. გოგონას გული გაუსკდა, მისი მეგობარი ლოგინზე ყელგამოჭრილი ეგდო ხოლო ლოგინის თავზე ასეთი რამ ეწერა: “ხომ გიხარია შუქი რომ არ აანთე?!” როგორც გაირკვა აღმოჩნდა რომ როდესაც გოგონა ოთახში დაბრუნდა მისი მეგოაბრი ახალი მოკლული იყო და მკველი ჯერ კიდევ ოთახში იდგა თუმცა სიბნელეში მოახერხა გაპარვა. ლოკვა ადამიანებსაც შეუძლიათ ეს ლეგენდა ერთ მოხუუც ქალზეა რომელიც სახლში მარტო თვითონ ცხოვრობდა ძაღლთან ერთად. ერთ დღეს გაიგო რომ ციხიდან მკვლელი გაქცეულა, ამიტომ მან ყველაფერი ჩარაზა და მხოლოდ ერთი პატარა ფანჯარა დატოვა ღია რომელიც ისე პატარა იყო იქიდან შემოძრომა ყველას გაუჭირდებოდა. ღამით ქალბატონი მშვიდად დაწვა ლოგინში თუმცა მას მალევე გამოეღვიძა რადგან რაღაც წვეთავდა, იგი სამზარეულოში გავიდა თუმცა ვერაფერი აღმოაჩინა ამიტომ ისევ ლოგინს მიაშურა, ხელი ლოგინის ქვეშ ამოდო, ხელი ძახლმა ალოკა, ქალი დაწყნარდა და დაიძინა. შემდეგ ისევ გაეღვიძა იგივე მიზეზით თუმცა ამჯერად მიხვდა რომ ხმა კარადიდან მოდიოდა, როდესაც კარადა გააღო იქ მისი ძაღლი ეკიდა ყელგამოჭრილი ხოლო იქვე სისხლით ეწერა: “ლოკვა ადამიანებსაც შეუძლიათ.” წყარო: ucnauri.com --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:06 1.“იმ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე. უცნაური იმიტომ, რომ ძალიან ახლოს იყო რეალობასთან. ყველაფერს, რასაც იქ ვხედავდი და ვგრძნობდი, რეალურად განვიცდიდი. ჩემი მეგობრის წვეულებაზე ვიყავი. შენობა ბევრი ხალხით იყო სავსე. ყველანი სვამდნენ და მხიარულობდნენ, მეც მათ შორის. მოულოდნელად კარები გაიღო და ყველა გაჩუმდა. კარებში მაღალი, ქერა მამაკაცი გამოჩნდა. უგრძნობი სახე და გაყინული თვალები ჰქონდა. ნელა მოდიოდა. არავის არაფერი არ უთქვამს, მაგრამ იქ მყოფმა ყველა ადამიანმა ვიცოდით, რომ ეს ეშმაკი იყო. მამაკაცმა ნელი ნაბიჯებით ჩაგვიარა შუაში. ჩვენ ფერდაკარგულები და დამუნჯებულები ვუყურებდით. მისი ცივი თვალების გამჭოლი მზერა ვიგრძენი. ნელა ავწიე თავი და დავინახე რომ მე მიყურებდა – ის ჩემთვის მოვიდა, ჩემს წასაყვანად. ყვირილით გამეღვიძა. ჯუდი, ჩემი მეზობელი შეშინებული მანჯღრევდა, როგორმე რომ გავეღვიძებინე. ყველაფერი ძილის წინ ნანახ საშინელებათა ფილმს დავაბრალე. თანაც ხვალ ჩემი მეგობრის წვეულება იყო სასტუმროში და ვიფიქრე, სიზმარში ჩამყვა–თქო. მეორე დღეს წვეულებაზე უკვე აღარც მახსოვდა სიზმარი, ჩემს კურსელებთან ერთად მხიარულად ვერთობოდი და ვსვამდი. მდიდრულ სასტუმროში, განათებულ დარბაზში არაფრის არ მეშინოდა. – კეიტ– მითხრა ჯუდიმ – დაბლა ვიღაც გელოდება, შესასვლელში, მგონი მამაშენია, კარგად ვერ დავინახე. გამახსენდა, რომ მამაჩემისთვის სახლის გასაღები არ დამიტოვებია და ალბათ ამიტომ მომაკითხა. ლიფტთან მივედი და ღილაკს თითი მივაჭირე. რამდენიმე წამში კარი გაიღო და შევედი. შესვლისთანავე უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს მარტო არ ვიყავი, არადა ლიფტი ცარიელი იყო, როცა შევედი. უკან მივიხედე და ლამის ვიკივლე. მაღალი, ქერა მამაკაცი ჩემი სიზმრიდან, გაყინული თვალებით, ძვირფას კოსტუმში გამოწყობილი უმოძრაოდ იდგა და მიყურებდა. სუნთქვა შევიკარი. ვცადე ჩემი თავი დამემშვიდებინა. ვიფიქრე, იქნებ უბრალო დამთხვევაა და ეს კაცი სულაც არაა სატანა. მოულოდნელად შუქმა დაიწია და აციმციმდა. ლიფტი გაჩერდა. თვალები დავხუჭე, რომ ჩემი მოსალოდნელი სიკვდილი არ დამენახა. ვიგრძენი, როგორ შემეხო მხარზე ცივი ხელი და გაუგებარი ჩურჩულიც მომესმა. შუქი ისევ მოვიდა და ლიფტის კარები გაიღო, ეტყობა ვიღაცამ გამოიძახა. დაუფიქრებლად გამოვვარდი ლიფტიდან და დავინახე, ქერა გოგო როგორ შევიდა ლიფტში. ბევრი აღარ მიფიქრია, კიბეებს სირბილით ავუყევი. შუქები უკვე მთელს შენობაში გაითიშა და პანიკა ატყდა. დაცვის წევრები აქეთ–იქით დარბოდნენ, გარეთ პოლიციის მანქანები გამოჩნდა. რამდენიმე წუთში შუქი უკვე საბოლოოდ მოვიდა, მაგრამ ახლა დაბლა ატყდა კივილი. გაღებული ლიფტიდან სისხლის ნაკადები მოდიოდა. ქერა გოგო გაუნძრევლად ეგდო. დაცვის წევრებმა ლიფტში დაყენებულ კამერაზე დაინახეს მე როგორ გამოვვარდი ლიფტიდან და როგორ შევიდა ის გოგო, მაგრამ ჩვენს მეტი იქ არავინ ჩანდა. არ ვიცი რატომ გადაიფიქრა სატანამ ჩემი წაყვანა, მაგრამ ნამდვილად ვიცი – ის ჩემთან აუცილებლად მოვა.” --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:07 2. ეგვიპტელი მეომარი მთელი ცხოვრების განმავლობაში ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალა თან დამყვებოდა. 5 წლისას მარტო დაძინების მეშინოდა, რადგან ბალიშთან ახლოს რაღაც ძალის არსებობას ვგრძნობდი. თუმცა პარანორმალურ მოვლენასთან შეხება პირველად 8 წლის ასაკში მქონდა, როცა კალიფორნიის შტატში, ძველ სახლში ვცხოვრობდით. საწოლზე მუცლით ვიწექი და მარჯვნივ ვიყურებოდი. არ მეძინებოდა და სავსებით ფხიზელი ვიყავი, ამ დროს კი აშკარად ვიგრძენი, რომ ვიღაც მარცხენა მხარზე შემეხო. უეცრად შევბრუნდი, მაგრამ ვერავინ დავინახე. იატაკზე კი ნაბიჯების ხმა გაისმა. ჩემს მშობლებს თავიანთ ოთახში ეძინათ, ასე რომ ისინი ვერ იქნებოდნენ. სახლში სხვა არავინ იყო. ამის შემდეგ ვერ მოვთვლი, რამდენჯერ გამიღვიძია, როცა “ის” ძილში ჩემს გაგუდვას ცდილობდა. ზოგჯერ კი თავზე ისე მიჭერდა, რომ მთელი დღე მტკიოდა. ხანდახან კი მეხვეოდა, მკოცნიდა, მეხუტებოდა. ბევრჯერ ვთხოვე წყნარად, ზოგჯერ ვუყვირე, რომ მომშორებოდა, ღმერთსაც ვთხოვე დახმარება, მაგრამ ის მაინც არ მასვენებდა. დაახლოებით 8 წლის შემდეგ ახალ სახლში გადავედით. “ის” იქაც გამომყვა. 19 წლის რომ ვიყავი, ერთხელ შუაღამით გამეღვიძა და მისი სილუეტი დავინახე, თუმცა სახე ნათლად არ უჩანდა. ეგვიპტელ მეომარს ჩამოგავდა, ხელში რაღაც ეჭირა, ხმლის მსგავსი. ჩემსკენ რომ წამოვიდა, ვთხოვე იქაურობა დაეტოვებინა. ჩემდა საბედნიეროდ, დამემორჩილა. მას მერე კიდევ რამდენჯერმე გამომეცხადა ღამით. დაახლოებით ორი წლის შემდეგ ღამით საწოლიდან ჩამომათრია და სხვა ოთახში ძალით გამიყვანა. დილით ჩემმა დამ მითხრა, რომ ნაბიჯების ხმა გაიგონა ჩემი ოთახიდან და იფიქრა, რომ ღამე დავდიოდი. გადავწყვიტე, შემდეგ ვიზიტზე გამერკვია, ვინ იყო. 1 კვირის შემდეგ ხელახლა რომ გამომეცხადა, ვკითხე: რა გინდა, რატომ არ მეშვები? ამ დროს ფანჯარასთან თეთრი ბუ მოფრინდა. შემეშინდა და ხელი ავუქნიე. რომ დავიძინე, მესიზმრა, რომ უძველეს ეგვიპტურ სასახლეში ვიყავი, რატომღაც აკლდამაზე ვიწექი. ის მეომარი კი, რომელიც მეცხადებოდა, ჩემს სხეულთან იდგა და სევდიანად მიყურებდა. ისე ჩანდა, თითქოს თავი მოვიკალი. დაახლოებით 24 წლის ასაკში ბიჭი გავიცანი, რომელიც ძალიან მომწონდა. ერთხელ დიდხანს რომ ვისაუბრეთ, შემომაღამდა და დასაძინებლად წავედი. საწოლთან მიახლოებისას მან ხელი მკრა უხეშად. ამის მერეც აგრძელებდა აგრესიულ ქმედებებს, ზოგჯერ კი რაღაცებს მპარავდა. ორი კვირის შემდეგ ისევ გამომეცხადა. ამჯერად თავისი სახე მიჩვენა. მშვენიერი შესახედაობის მამაკაცი იყო. იმ ღამით მესიზმრა, რომ კარი გავაღე და იქ ჩემი მოჩვენება და ის ბიჭი იდგნენ, რომელიც ახალი გაცნობილი მყავდა. მე ბიჭისკენ წავედი და ჩავეხუტე, მოჩვენებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მან თავი ჩაღუნა და წავიდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახე, ჩემს საწოლზე იყო ჩამომჯდარი. ამის მერე როგორც იქნა, თავი დამანება. 3.ძიძის ისტორია ნამდვილად ერთ-ერთი დაუვიწყარი ქალაქური ლეგენდაა. ამ ლეგენდის მრავალი სახესხვაობა არსებობს, მაგრამ ყოველ მათგანში საშიში ელემენტები იგივე რჩება. ისტორიის მიხედვით, ახალგაზრდა წყვილი ქირაობს ძიძას ორი პატარა ბავშვის მოსავლელად. საღამოს ისინი მიდიან წვეულებაზე. ძიძას და ბავშვებს კი ტოვებენ სახლში, რომელიც კვარტალის ბოლოში მდებარეობს. დაღამებისას გოგონა ბავშვებს აძინებს, თვითონ კი ტელევიზორის საყურებლად დივანზე წვება. ცოტა ხანში ტელეფონი რეკავს და მძინარე გოგოს აღვიძებს. იგი პასუხობს ტელეფონს, ჯერ მხოლოდ მძიმე სუნთქვა ესმის, შემდეგ კი კაცის ხმა ეუბნება რომ მასთან მოდის. გოგონას ეშინია, მაგრამ თვლის რომ ვიღაც უაზროდ გაეხუმრა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ტელეფონი ისევ რეკავს. ამჯერად ყურმილში კაცის სიცილი ისმის თან ეუბნება, რომ ის უკვე ახლოსაა. ძიძა ამჯერად ნამდვილად შეშინებულია და პოლიციაში რეკავს. პოლიციელი ამშვიდებს, რომ ეს მხოლოდ ვიღაცის ოინები იქნება, მაგრამ პირდება რომ მის ვინაობას გაიგებს. ოღონდ ამისთვის ძიძამ რაც შეიძლება დიდხანს უნდა დააკავოს იგი ტელეფონთან. ტელეფონი მესამედაც რეკავს. კაცის იგივე ხმა ეუბნება, რომ უკვე მასთან არის. შეშინებული ძიძა ყურმილს კიდებს. იგი სწრაფად გადაწყვეტს, რომ ბავშვებთან ერთად სწრაფად დატოვოს სახლი. ამ დროს ტელეფონი ისევ რეკავს, ამჯერად პოლიციელი აღმოჩნდება: “სასწრაფოდ გამოდით სახლიდან! კაცი მაგ სახლშია და მეორე სართულიდან რეკავს!” გოგონა გამორბის სახლიდან, გარეთ პოლიციელები ხვდებიან. სამწუხაროდ შეშლილ კაცს ვერ იჭერენ, მეორე სართულზე კი ბავშვების გვამები და სისხლიანი ნაჯახი ხვდებათ. ამ ისტორიის მიხედვით ფილმებიც გადაიღეს : “When a Stranger Calls” 1979,”When a Stranger Calls Back” 1993, ”When a Stranger Calls” 2003 (remake) --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:07 1.ქალაქი ლოვენგი XX ს-ის დასაწყისში ქალაქი ლოვენგი,მეთევზეების პატარა კეთილი მოსიყვარულე ქალაქი ყველა სტუმარს საკუთარი სტუმართმოყვარეობით ისე აყვარებდა თავს რომ იქ ჩასული მას იოლად ვერ დაემშვიდობებოდით . 1933 წელს იმ ზღვაში რომლის სანაპიროზეც ეს პატარა ქალაქი იყო გაშენებული მოხდა კატასტროფა, სამი ნავთობით დატვირთული ტანკერი ერთმანეთის გვეერდიგვერდ აღმოჩნდა. შუაღამეს ამვოარდინლმა ტროპიკულმა ქარიშხალმა რომელმაც 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ეს ტანკერები ერთმანეთს შეაჯახა და ტონობით ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა-,ამიშემდეგ დაიწყო ამ ქალაქის როგორც სულიერი მორალური, ასევე ფიზიკური და სოციალური კატასტროფაც. ტრაგეედის შემდეგ გაჩნდა საკვების დეფიციტი ასევე წყლის დეფიციტი და რაც ყველაზე მნიშნველოვანია სიყვარულის და თანადგომის დეფიციტი,ნავთობმა სულ გაანადგურა თევზი მეთევზეების ქალაქისთვის კი ლუკმა პურის შოვნა თევზაობის გარეშე შეუძლებელი გალხდათ.დაიწყო ყაჩაღობები, ძარცვები მოკლედ რომ ვთქვათ ქალაქი რადიკალურად შეიცვალა ყველა მხრივ. საკვები ფულის ერთადერთი გზა ყაჩაღობა და ქურდობა გახდა რომელსაც აღარავინ აღარ ერიდებოდა, ქალაქი მისტიურმა მოვლენებმა მოიცვა რომელიც ელვის სისწრაფით მოედო ქალაქს. 1969 წელს ქალაქში ჩადის 5 კაციანი მკვლევართა ჯგუფი,რომელიც იმავე წელს აღმოაჩენს რამოდენიმე ადამიანის ხელნაწერს, რომელიც ერთად შეგროვებული უძველეს სკივრში ქალაქის წენტრში ერთი მიტოვებული ეკლესიის შუაში ჯვრის გვერდით იქნა ნაპოვნი. იბადება კითხვა? ხელნაწერები რომელიც დაახლოებით 33-35 წლის წინათ იქნა დაწერილი. რატომ არავის არ გაუჩნდა მისი წაკითხვის სურვილი? მითუმეტეს, რომ მას შემდეგ ქალაქში მისტიური მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა: 1933 წლიდან 1950 წლამდე ქალაქში 863 ადამიანი გააურკვეველ ვითარებაში გაურკვეველი მოტივით გარდაიცვალა. 1950 წლის შემდეგ ქალაქი მოსახლეობისგან სრულიათ დაიცალა. ვინც სიკვდილს გადაურჩა, ქალაქიდან უკან მოუხედავად გაიქცა. აქვე პასუხი კითხვაზე თუ რატომ არავის წაუკითხავს ეს ხელნაწერები. ექსპედიციის ერთერთი წევრი ნიკოლაი ტავჩენკო 1972 წელს აკეთებს სიუჟეტს სახელწოდებით ,,მიწიური ჯოჯოხეთი-ქალაქი ლოვენგი’’ ,; ნიკოლაი სიუჟეტის დასაწყისში სწორედ იმ ეპიზოდს აღწერს როდესაც ეს ხელნაწერები იქნა აღმოჩენილი: “მე, იგორს, საშს, ვლადიმერს, და სერგესქალაქში ჩასვლისთანავე უკან დაბრუნება მოგვინდა მაგრამ ამას არავინ აღიარებდა. ჩვენი პირველი ემოცია, როგორც კი მიწაზე დავდექით და პირველი ნაბიჯები გადავდგით, თითქოს ჯოჯოხეთში შევაბიჯეთ და იქიდან ვერასდროს გავაღწევდით. უეცრად ვიღაცის კივილი ძალიან შორიდან გაგუდული ხმით ყურში ჩამესმა. თურმე ეს ხმა მარტო მე არ გამიგონია. შეშინებულების ჩვენი პირველი რეაქცია იყო ცენტრში მდებარე ეკლესიაში გაქცევა და იქ თავის შეფარება, შევედით ეკლესიაში და თითქოს ჩვენი გონებაც დამშვიდდა მაგრამ დავინახეთ ეკლესიის შუაგულში ჯვრის გვერდით ხელნაწერები , პირველი რაც ჩვენ გავაკეთეთ მივუახლოვდით ჯვარს და დავიწყეთ სათითაოთ მასზე მთხვევა, როდესაც ჩემი რიგი მოვიდა ნელა დავიხარ ჯვრისკენ და გულში ვლოცულობდი უცბად ჩემი ყურადღება მიიპყრო და ლოცვა შემაწყვეტინა ჯვრის გვერდით ხეზე ძალიან პატარა ასოებმა, რომელზეც ეწერა : ,,დაიწყევლოს,და ეწვიოს საშინელი სიკვდილი მას ვინც ამ ხელნაწერებს ხელი მიუახლოვოს’’. უცბად ძალიან დავიბენი და დავიყვირე კონვერტებს ხელი არ ახლოთ მაგრამ ის კი აღარ მახსოვდა ,რომ უკვე ყველას ხელში გაიარა ამ ხელნაწერებმა და უკვე გვიანი იყო ,ჩვენ თავს ვიმშვიდებდით და ვინუგეშებდით, რომ ეს უბრალოდ სიტყვები იყო და საშიში არაფერი არ ყოფილა , ეკლესიაში დავბინავდით მეორე დღეს გადავწყვიტეტ ექსპედიციის გაგრძელება ახალი ძალებით. ღამე I- ღამით უცნაური ხმები მოგვესმა. როდესაც გავიღვიძეთ, ხუთივემ ერთი და იგივე რამ ვთქვით,თითქოს ის კივილი, რომელიც დილით გავიგონეთ ისევ მოგვესმა და ახლა უფრო ახლოდან. როდესაც დაემთხვა რომ ხუთივემ ერთი და იგივე რამ გავიგონეთ, ძალიან შეგვეშინდა და დავიწყეთ ხელნაწერების წაკითხვა. ხელნაწერი I ვინმე ივან პეტრენკო წერს: ტრაგედიიდან მეორე დღეს ვიღაც შავებში ჩაცმული კაცი გამომეცახადა,და ინტელიგენტური მშვიდი ტონით მითხრა : – ივან,შენ მთელი შენი ცხოვრება ღარიბი მეთევზე იყავი მაგრამ რას ვიზამთ ,შენც იგივენაირად დაიტანჯები როგორც სხვა ამ ქალაქის მდიდარი მაცხოვრებელი. მე ვუპასუხე აკანკალებული ხმით. – კკკი მაგრამ, რრაატომ რა დავაშავეთ. – ჯერ არაფერი მაგრამ როცა პურის ფული აღარ გექნებათ როცა თევზის ხორცის ნაცვლად ადამიანის ხორცს გასინჯავთ წყლის ნაცვლად სისხლს დალევთ როცა სიყვარულს სიძულვილი შეცვლის როდესაც ღორებს დაემსგავსებით, სწორედ მაშინ დააშავებთ ჩემო ივან, სწორედ მაშინ. მან ეს სიტყვები მითხრა მოსასხამი გაისწორა, შავი ქუდი თავზე დაიდო და გაქრა. მე მისი სახე ვერ დავინახე, რადგან აივანზე კარებსა და ფარდის შუაში იდგა.როდესაც გავიღვიძე ეს ყველაფერი ჩემს ცოლს მოვუყევი, რომელმაც რა თქმა უნდა არ დამიჯერა და ჩემ დამშვიდებას შეეცადა. მეც სხვა რა გზა მქონდა, თავი ხელში ავიყვანე და ფანჯარაში გავიხედე. უცბად დავინახე ხალხის მასა, რომელთაც რაღაცისთვის შემოეკრათ წრე და ზედ მისჩერებოდნენ, გავიქეცი გასაგებად თუ რას მისჩერებოდნენ ასე, და დავინახე ………. ის რაც ……………………. იყო დასაწყისი დასასრულისა ….დიახ დასაწყისი დასასრულისა, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. ეს იყო პირველი მკვლელობა იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც ქალაქში დატრიალდა: ხნიერი ადამიანის გვამი, რომელსაც ქალის თავის ნახევარი ახდილი ქონდა და სისხლი მიედინებოდა მისი სახლის პირდაპირ. აქ შევწყვიტეთ ამ ხელნაწერის კითხვა და გადავწყვიტეთ, ეს სახლი მოგვეძებნა. ქალაქში გასვლისთანავე ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთმა უცნაურმა ძეგლმა, რომელიც ზუსტად ეკლესიის მოპირდაპირედ იდგა. ამ ძეგლის შესახებ არცერთ გადმოცემაში და აღწერაში არ ყოფილა დაწერილი. როგორც ჩანს ის იქ დიდი ხნის წინ არ დაუდგამთ. როდესაც ეს ყველაფერი გავიაზრეთ, შიშისგან გაგვაჟრჟოლა და დავიწყეთ ფიქრი თუ ვის შეიძლებოდა აეგო, რადგან 1950 წლის შემდეგ იმ ტერიტორიაზე წესით, ხაზგასმით წესით არცერთი ადამიანი აღარ ჩასულა. მივუახლოვდით ძეგლს რათა მისი წლოვანება დაგვედგინა. ჯერ არც კი იყო მასალა კარგად გამოფიტული. ძეგლი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: თავზე დიდი ქუდი ედო,ტანზე შავი მოსასხამი ჰქონდა მოსხმული,ხოლო სახეზე ნაკვთები საერთოდ არ ქონდა გამოყვანილი, ძეგლის ქვევით კი ეწერა: ,,Soilent Forq’’ რაც წყვდიადის მბრძანებელს ნიშნავდა. სანამ მის სახელის გაშიფვრას ვცდილობდით, გაისმა საშინელი ყვირილი: ათ წამიანი ინტერვალით ერთი ხმა მოდიდა აღმოსავლეთდან, მეორე დასავლეთიდან, თითქოს ვიღაც ჩვენს შეშინებას ცდილობდა… გადავწყვიტეთ 2-2 ადამიანი თითო მხარეს წავსულიყავით. ადგილზე უნდა დავრჩენილიყავი და მათ დავლოდებოდი, რადგან თუ ის რაღაც ხმა მათ მოკლავდა, ან რამეს დამართებდა, მე გავქცეულიყავი და ეს ამბავი ამეღწერა.ისინი გაუდგნენ გზას ერთმანეთს დავემშვიდობეთ ყოველი შემთხვევისთვის. ძეგლთან ჩამოვჯექი.როდესაც წავიდნენ საათი 18:24 წუთს უჩვენებდა. 18:35 – ჯერ-ჯერობით კარგად ვარ ვერაფერ უჩვეულოს ვერ ვგრძნობ. 18:39 – უკვე ბნელდება,ვგრძნობ ჩემი ქვეცნობიერს შიში იტანს. 18:43 – თავს ხელში ვიყვან და თავს ვინუგეშებ,რომ ყველაფერი ასე მშვიდად ჩაივლის . 18:43:28 – თითქოს ჩემს გვერდით 4 ფეხა არსებამ გაირბინა და საშინელად სუნთქავდა,ეს ყველაერი ისე ჩქარა მოხდა ვიფიქრე მომეჩვენა თქო. 18:47 – ვგრძნობ მომშივდა. ჩანთიდან ძეხვის ნაჭერს ვიღებ და ვცდილობ, რაც შეიძლებ პატარ-პატარა ლუკმებად ვჭამო,რადგან პირის მოძრაობამ ჩემ სმენას ხელი არ შეუშალოს და თუ ვინმე ან რამე მომიახლოვდება, ვიგრძნო და რაღაც მოვიმოქმედო. 18:50 – უკვე სრულიად დაბნელდა ჩემი,ფანარი მარტო 3 მეტრის რადიუსს ანათებს ,ვგრძნობ მცივა. არ ვიცი მართლა ცივა თუ შიშისგან ვკანკალებ, პატარა ცეცხლი დავანთე ,იმ ფიჩხისგან რომელიც ჩანთაში მქონდა. 18:51 – ეკლესიას გავყურებ და თან ვლოცულობ. ვხედავ, როგორ დახურა ვიღაცამ ეკლესიის გუმბათის ზევითა ფანჯარა. აი მაშინ კი მივხვდი,რომ კოცონის ანთება ცუდი იდეა იყო და წამის მეასედში კოცონი ჩავაქრე. ფანარიც გამოვრთე. ჩანთა ამოვიდე თავქვეშ. ჩანთიდან ადიელა ამოვიღე გადავიფარე,და ვცდილობ ჩავიძინო. 19:00 --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:08 – ისე მოხდა,რომ ჩემი თვალები ძეგლის იმ ნაწილისკენ იყო მიმართული,სადაც ძეგლს თვალები უნდა ქონოდა და გამახსენდა ის მომენტი ივან პეტრენკოს ხელნაწერიდან სადაც ის იმ კაცს აღწერდა, რომელიც ღამით გამოეცხადა. მივხვდი,რომ ეს სწორედ იმ კაცის ძეგლი იყო. აი მაშინ კი შიშისგან არ ვიცოდი რა მექნა და ჩაძინება გადავწყივტე.აი ამ მომენტში ძეგლს რომელსაც ნაქვთები საერთოდ არ ქონდა თვალები გამოესახა, წითლად გაუნათდა,ბოროტული ღიმილი თვალებამდე მიეტანა და გაქრა.უცბად გონს მოვეგე და ვერ გამეგო თუ რა ხდებოდა საათს დავხედე და 19:37 წუთი ყოფილა,ვიფიქრე ალბად დამესიზმრა თქო და …. უცბად უკნიდან რაღაც ხმა მესმის, ვგრძნობ ვიღაც ან რაღაც მიახლოვდება…….ვცდილობ სიბნელეში გავარჩიო რაღაც სილიუტები,მარჯვენა ხელით ვცდილობ ამოვიღო ჩანთიდან,დანა თავ დასაცავად,და უცდბად დავინახე გაუბედურებული სახით ვლადიმერი და აკანკალებული ხმით ცდილობდა რაღაცის თქმას: -ნიკოლაი, სსააშაააა…. მივხვდი რომ ცუდად იყო საქმე -რა რა მოუვიდა საშას, -ჩქარა ეკლესიაში ,მითხრა მან და ეკლესიისკენ გავიქეცით.გამახსენდა,რომ ჩანთა დამრჩა სადაც ხელნაწერებიც იდო, ამიტომ უკან მივბრუნდი.ძეგლთან როდესაც მივედი იმ ოთხფეხა ცხოველის ხმა ვიგრძენი,ჩანთას დავტაცე ხელი და ეკლესიისკენ გავიქეცი,შევედით შიგნით მე და ვლადიმერი,დავჯექით და ვუთხარი დაეწყო,ყველაფერი თავიდან.: -როდესაც გავიყავით მე და საშა გადავწყვიტეთ ,თუ ერთ-ერთს რამე მოუვიდოდა დავბურნდებოდით და შენ ყველაფერს მოგიყვებოდით, იმ ხმას გავყევით და მივედით ერთ ქოხში ,რომელიც გარედან შემოღობილი იყო ,გადავიწყვიტეთ გადავმძვრალიყავით, ამ დროს საშა ცდილობდა პირველი გადამძვრალიყო უცბად მან ღობეზე ფეხი გაიჭრა ,და ამ დროს ჩანთიდან გადავწყვიტე ბინტი ამომეღო და მისთვის ჭრილობა დემემუშავებინა ,როდესაც ბინტი მოვძებნე და შევტრიალდი მისკენ ის იქ აღარ დამხვდა, სისხლის ნაკვალევს გავყევი ის სახლის უკანა შესასვლელთან მიდიოდა თან მიწაზე თითების ნაკვალევი იყო ,კარები შევაღე და რას ვხედავ საკმაოდ მოწესრიგებული სახლი,რომელიც საშინელებათა ფილმების სახლს წააგავდა, ვერც კი იფიქრებდით რომ იქ 30 წელია არავინ ჩასულა, ამ დროს სარდაფიდან რაღაც ხმა მომესმა ,ფრთხილად მივედი კართან და გავიგონე საშას,განწირული ხმა ,თუ როგორ სთხოვდა იგი შეწყალებას,ვიღაც უცნობს,შევეცადე კარი შემემტვრია და თან საშას შევძახე ,ამ დროს გავიგონე რომ კარისკენ ვიღაც წამოვიდა დინჯი ,მძიმე ნაბიჯებით,საშამ დამიყვირა გაიქეცი ვლადიმერ გაიქეცი.მეც სხვა რა გზა მქონდა უკან მოუხედავად შენსკენ გამოვიქეცი ,გარეთ რომ გამოვედი უკვე ბნელოდა ჯერ არასწორ მხარეს წავედი და რას ვხედავ იგორის და სერგეის ხელჩანთები,მივხვდი რომ არასწორ მხარეს მივდოდი და , ორიენტირი შევიცვალე,როგორც იქნა მოგაგენი ახლა კი შენც აქ ხარ და მეც, არ ვიცი რა მოუვიდა საშას ,იგორს ,სერგეის ,მაგრამ იმ ვიღაცას ან რაღაცას ჩვენთვის კარგი ნამდვიალდ არ უნდა. ასე დაასრულა საშავ თავისი სიტყვა და ხატებთან ლოცვა დაიწყო,მე კი უკნიდან ჩემსას ვეუბნებოდი ,ვეუბნებოდი რომ თავი ხელში აეყვანა და ყველაფერი კარგად იქნებოდა,და მეორე დილით გაგვეგრძელებინა საუბარი, ეკლესიის კარი საგულდაგულოდ ჩავკეტე და დასაძინებლად მოვემზადე,საშა გვერდით მომიწვა,საათს დავხედე და უკვე 21:00 იყო.თავდაპირველად უცნაური ფიქრები მაწუხებდა და ვერაფრით დავიძინე იგივეს ვატყობდი საშასაც, -თუ, ის რაღაცა თუ ვიღაცა ისაა ვინც ის 800 -ამდე ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა,აარცც კი მინდა ვიფიქრო თუ რა გველის. -კარგი რა საშშ იგი ამ დროისთვის თუ მართლაც კიდევ ცოცხალია და მართლა არსებობდა დაახლოებით 84 წლის იქნება,აბა დაფიქრდი რამის თავი ამ ხნის აადამიანს თუ აქვს -სწორედ არ ვიცით ის რა არსებაა, საერთოდ ადამიანია თუ არა ,იქნებ ეშმაკია? -აი ამ კითხვაზე კი პასუხი ნამდვილად არ მქონდა. და ძილი დავაპირე. 21:34 წუთი საშას ვატყობ ჩაეძინა,მე ვერაფრით ვერ ვიძინებ. 00:46 წუთზე,რაღაც ხმა მაღვიძებს თითქოს სერგეი და იგორი დახმარებას ითხოვდნ. 02:00 თითქოს ეკლესიაში ვიღაც დადის თვალებს არ ვახელ მეშინია.უცბად ნაბიჯების ხმა წყდება. 03:23 ეკლესიის ზარი უეცრად რეკვას იწყბს ,მე და საშა საბანს თავზე ვიფარებთ და შიგნით ჩუმად ერთანეთს ვეკითხებით ,და ვამშვიდებთ რომ ალბად ქარი იყო. უკვე გამთენიისას მეღვიძება და ტაძარში სანთლები ანთებული მხვდება,ვიფიქრე ალბად საშამ აანთო,მაგრამ საიდან მას ხომ სანთლები არ ქონდა.მისი აზრით ალბად ღმერთი ნიშანს გვაძლევდა რომ იგი ჩვენი მფარველია. 08:00 როცა კარგად გათენდა მათ საძებნელად წავედით…… 2.ჯეკ მფატრავი ყველაზე გავრცელებული ფსევდონიმი მკვლელისა, რომელიც 1888 წელს, ლონდონის ღარიბულ უბან – უაითჩეპელში გამოჩნდა. მისი მეტსახელი პირველად ანონიმურ წერილში გაჟღერდა, სადაც ავტორი თავს ასაღებდა მკვლელად. უმეტესობამ ეს წერილი სიცრუედ და თაღლითობად მიიჩნია, თუმცა ინფორმაციამ მედიაში გაჟონა და ლონდონი ახალმა მითქმა–მოთქმამ მოიცვა. ყველა მკვლელობა, რომელთაც მფატრავს მიაწერდნენ ერთმანეთის მსგავსი იყო. იგი ძირითადად თავს ესხმოდა მეძავებს, რომლებიც ქალაქის გარეუბნებში მუშაობდნენ. ამ უბნებში პოლიციამ იპოვა ხუთი ქალის გვამი რომელთაც ყელი ჰქონდათ გამოჭრილი. სამ მათგანს დაზიანებული ჰქონდა მუცელი და შინაგანი ორგანოები. ეს ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ჯეკ მფატრავს ჰქონდა ანატომიური და ქირურგიული გამოცდილება. 1888 წლის ოქტომბერში სკოტლანდ იარდმა მიიღო წერილი, სადაც იყო ადამიანის თირკმელის ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ მსხვერპლს ეკუთნოდა. სასტიკი მკვლელობების და მედიის მიერ მისი ისტორიის გავრცელების მეშვეობით, ხალხში გაიზარდა იმის რწმენა, რომ ლონდონის ქუჩებში დაძრწოდა კაცი სახელად ,,ჯეკ მფატრავი”. მკვლელობები : დანამდვილებით არავინ იცის თუ რამდენი ქალი იმსხვერპლა ჯეკ მფატრავმა, თუმცა სკოტლანდ იარდმა დაადასტურა, რომ ხუთი ქალი მოკლული იქნა ჯეკ მფატრავის მიერ. ესენი იყვნენ: მერი ან ნიკოლსი, ენ ჩეპმენი, ელიზაბეტ სტრაიდი, კეტრინ ედოუსი და მერი ჯეინ კელი. ნიკოლსის ცხედარი იპოვნეს 1888 წლის 31 აგვისტოს, დღევანდელი დურვარდის ქუჩაზე. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი, მკვლელმა დაუზიანა მუცლის არე ღრმა ჭრილობით. ნიკოლსს მოჰყვა ჩეპმენი, რომელიც 8 სექტემბერს იპოვეს, იგი უფრო სასტიკად იყო მოკლული. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სტრაიდი და ედოუსი ერთ დღეს იპოვეს, მათი ცხედრები საშინლად იყო დასახიჩრებული. მერი ჯეინ კოლინსის უსასტიკესად დასახიჩრებული სხეული იპოვეს 1888 წლის 9 ნოემბერს, საკუთარ სახლში. მკვლელმა წაიღო მისი შინაგანი ორგანოები, მათ შორის გულიც. ეს დანაშაულები მან ჩაიდინა ღამით და ძირითადად კვირის ბოლო ნაწილში, როდესაც ქალაქში სიმშვიდე იყო. გამოძიება : უაითჩეპელის პოლიციის გადარჩენილ არქივში საკმაოდ ვრცელი ინფორმაციაა გამოძიების შესახებ. ნიკოლსის მკვლელობის შემდეგ დეტექტივები ფრედერიკ ებერლინი და ჰენრი მური შეუერთდნენ სკოტლანდ იარდს. მათ დიდი დახმარება გაუწიეს კანონის დამცველებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხუთივე მსხვერპლი ერთი ადამიანის ხელით იყო მოკლული, ჭრილობები გაკეთებული იყო მარცხნიდან მარჯვნივ, გამომძიებელთა ვარაუდით მფატრავს ჰქონდა ქირურგიული გამოცდილება. ისინი ვარაუდობდნენ რომ მკვლელი დაავადებული იყო შიზოფრენიით. გამოძიებამ საბოლოოდ ვერ დაადგინა, თუ ვინ იყო ჯეკ მფატრავი, თუმცა მათ ჰყავდათ ეჭვმიტანილები. ერთ-ერთი მათგანი იყო პოლონელი ებრაელი, უაითჩეპელელი პარიკმახერი აარონ კოსმინსკი. ასევე ვარაუდობდნენ ადგილობრივ ექიმზეც, თუმცა წაყენებული ბრალდება ვერ დაუმტკიცეს. 3.ვინმე ჰელგა წერს : ეს ისტორია 20 წლის წინ მოხდა,როდესაც 6 წლის ვიყავი.მე ჩემს ოჯახთან ერთად ახალი გაასული ვიყავი ახალ ბინაში.იმის გამო რომ ბევრი ავეჯი არ გვქონდა,მე ჩემს მშობლებთან ერთად მეძინა საწოლში.ასევე ოთახში წიგნების მაგიდა და ტახტი იდგა,სადაც ჩემს დას ეძინა.ასევე ზაზუნა გვყავდა რომელიც გალიაში ამავე ოთახში ცხოვრობდა.ერთხელ ღამით გამეღვიძა,რატომ?მე თვითონაც არ ვიცი.მთვარე ისე კარგად ანათებდა,რომ ოთახში ყველაფერი ჩანდა,როგორც დღისით. ვწევარ და მესმის როგორ იღება წიგნების კარადა,თავიდან მეგონა რომ მომეჩვენა,მაგრამ მერე კარები მოჯახუნდა ხმაურით.ვიფიქრე,ნეტა ვის მოუნდა ამ შუა ღამეს კითხვა-თქო.საწოლზე წამოვჯექი და ვხედავ ჩემს თვალწინ როგორ იღება და იხურებაა(თავისით) კარები.ისევ ვწვები და სეტყვასავით მომდის ცრემლები შიშისგან.მშობლების გაღვიძება ვცადე,მაგრამ რატომღაც ვერ იღვიძებდნენ.ამ დროის განმავლობაში კარები იღება და იხურება.მე ვწევარ,ვტირივარ და შიშისგან განძრევაც არ შემიძლია.ჩემი თავი რომ დამემშვიდებინა,ვამბობდი ეს ზაზუნა გამოძვრა გალიდან და არ იცის რით დაკავდეს და ერთობა-თქო.ასეთი ფიქრებით ჩამეძინა.დილას როდესაც გავიღვიძე მშობლებს მოვუყევი,მათ თქვეს რომ არაფერი არ გაუგიათ,და რომ ეს ყველაფერი დამესიზმრა.მაგრამ მე ხომ ეს ზუსტად ვიცოდი და ვხედავდი ჩემი თვალებით.ხო ზაზუნა კი იმავე ადგილას იყო სადაც უნდა ყოფილიყო,ამიტომ ჩემი ჰიპოთეზა არასწორი აღმოჩნდა. --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:08 1.საბედისწერო იარაღი ჯეისონ სანდერსი თავისი მანქანით კოლეჯში ბრუნდებოდა როცა მანქანა გაუფუჭდა და იძულებული გახდა პატარა ქალაქში გაჩერებულიყო. მანქანა შემკეთებელთან მიიყვანა, მან კი უთხრა, რომ მანქანა საკმაოდ დაზიანებულიყო და ძვირი დაუჯდებოდა მისი შეკეთება. ხელოსანმა 400 დოლარი მოითხოვა. ჯეისონს ამდენი ფული არ ჰქონდა. აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო კოლეჯში. ჯეისონმა გადაწყვიტა მშობლებთან დაერეკა. დარეკა კიდეც.მამამ უპასუხა, მაგრამ ჯეისონმა ყურმილი დაკიდა. მისი დედა კიბოთი იყო ავად. მამა უკვე საკმაოდ ასაკიანი იყო. მას ისედაც აწუხებდა, რომ მშობლები კოლეჯის ფულს უხდიდნენ, არ უნდოდა კიდევ 400 დოლარი ეთხოვა მანქანისთვის. უკვე ღამე იყო. ჯეისონი ბაღში სკამზე იჯდა და სვამდა. არ იცოდა რა ექნა, როგორ ეშოვა ფული. ამ ფიქრებში რომ იყო, სკამის ფეხთან ბალახებში რაღაც შენიშნა. იარაღი აღმოჩნდა. ჯეისონს ძალიან გაუკვირდა, როგორ გაჩნდა ბაღში, სკამთან იარაღი. მანამდე მას არასდროს სჭერია ხელში პისტოლეტი. ახლა კი თავში ათასნაირი აზრი უტრიალებდა. მთავარი იყო ის 400 დოლარი ეშოვა როგორმე. ჯეისონი მაღაზიაში შევიდა. პისტოლეტი ჯიბეში ედო. მართალია უკვე საკმაოდ გვიან იყო, მაგრამ მაღაზიაში მყიდველები კვლავ შემოდიოდნენ. მხოლოდ გამყიდველი და ერთი მყიდველიღა იყვნენ დარჩენილები, როცა ჯეისონმა გადაწყვიტა ფული მოეთხოვა გამყიდველისთვის. მას არ სურდა ვინმესთვის რამე დაეშავებინა, მხოლოდ 400 დოლარი სჭირდებოდა. ჯეისონი სალაროსკენ რომ წავიდა, მყიდველი მობრუნდა. ჯეისონი ადგილზე გაშეშდა, მამამისი დაინახა. მყიდველი მაღაზიიდან გავიდა. ჯეისონმა თავისი განზრახვა ვერ განახორციელა. იგი გაოგნებული იყო, საიდან გაჩნდა მამამისი აქ, როცა ცოტა ხნის წინ სახლში იყო, 5 000 მილის დაშორებით, ტელეფონზეც უპასუხა. მაშ, აქ ვერ იქნებოდა, ჯეისონს უბრალოდ მოეჩვენა. რამდენიმე საათის შემდეგ, ჯეისონი დამშვიდდა, გადაწყვიტა რომ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო. მაღაზიაში მხოლოდ გამყიდველიღა იყო. იფიქრა, სწორედ ახლაა მოქმედების დროო. იარაღი ამოიღო და გამყიდველთან მივიდა, დაუყვირა ფული მომეციო. გამყიდველი ზურგით იდგა, რომ შემობრუნდა ჯეისონმა თვალებს არ დაუჯერა. მის წინ კვლავ მამამისი იდგა. ჯეისონი მაღაზიიდან გავარდა, სატელეფონო ჯიხურში შევარდა, მამასთან რეკავდა. მამამ უპასუხა. ის სახლში იყო. ჯეისონმა შვებით ამოისუნთქა. მამამ ჰკითხა ჯეისონს კარგად იყო თუ არა, ხომ არ სჭირდებოდა მისი დახმარება. ჯეისონს გაუკვირდა, მამამ უთხრა რომ სულ ახლახანს ცუდი სიზმარი ნახა, თითქოს ჯეისონს მანქანა გაუფუჭდა, მის გასაკეთებლად ფული არ ჰქონდა, იარაღი იპოვა და მაღაზიის გაძარცვას აპირებდა. მამამ თქვა, რომ სწორედ ჯეისონის ზარმა გააღვიძა. ბიჭი გაოგნებული იყო. მამამ გამოუგზავნა 400 დოლარი. ჯეისონი მშვიდობიანად გაემგზავრა კოლეჯში და არ ჩაიდინა ყველაზე გამოუსწორებელი შეცდომა თავის ცხოვრებაში. მაგრამ გაუგებარია, როგორ დაესიზმრა ჯეისონის მამა, ზუსტად ის რაც ხდებოდა ჯეისონის თავს. იყო თუ არა მისი სიზმარი კავშირში ჯეისონის ხილვებთან?!….. 2.ძველი ჩანთა ეს ამბავი რომ მოხდა 15 წლის ვიყავი. ჩემმა ძმამ სტუდენტურ კონკურსზე გაიმარჯვა და საზღვარგარეთ უშვებდა უნივერსიტეტი სასწავლებლად. ჩემი ძმა და მშობლები ძალზე გახარებულები იყვნენ, მეც მიხაროდა ჩემი ძმის წარმატება და ისიც რომ მისი ველოსიპედი და კომპიუტერი მე დამრჩებოდა. გამგზავრებამდე ორი დღე იყო დარჩენილი. ჩემს ძმას ყველა საბუთი მოწესრიგებული ჰქონდა, თვითმფრინავის ბილეთიც ნაყიდი. ჩემოდნები რომ ჩაალაგა, საბუთები გადაათვალიერა და აღმოაჩინა რომ მისი პასპორტი არ იყო. ბევრი ვეძებეთ. მთელი ორი დღე ვეძებდით მის პასპორტს მთელი ოჯახი და მეზობლებიც გვეხმარებოდნენ, მაგრამ ვერსად ვნახეთ. თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. ორ დღეში პასპორტს არავინ მისცემდა და ჩემი ძმა ვერ წავიდოდა სასწავლებლად უცხოეთში. ნიკა ისეთ დღეში იყო დანა პირს არ უხსნიდა. ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა რომ პასპორტს ვიპოვიდით. დედამ ყველგან დარეკა და ყველგან მივიდა, სადაც კი ნიკა შეიძლება ყოფილიყო იმ დღეებში. სადარბაზოსა და ქუჩაშიც კი ვეძებდით. განვაცხადეთ პოლიციაში, მაგრამ ყველა ცდა უშედეგო იყო. ის დღე იყო ნიკა, რომ უნდა გაფრენილიყო. მე გამეღვიძა. მესმოდა დედას და ნიკას ლაპარაკი. პასპორტი კიდევ ვერ ეპოვათ. ნიკა ძალიან განერვიულებული და გაბრაზებული იყო, დედას უყვიროდა, თითქოს დედამ დაკარგა პასპორტი. არაფერი აღარ მინდაო ამბობდა. მეც განვიცდიდი ნიკას ამბავს, საწოლიდან გადმოყუდებული ვიყავი და იატაკს დავშტერებოდი. ვფიქრობდი, ნეტა ეხლა აქ გაჩნდებოდეს-მეთქი ნიკას პასპორტი. არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიწექი, მაგრამ იატაკს რომ ვუყურებდი უცებ ჩემს თვალწინ, არც მეტი არც ნაკლები, გაჩნდა ბებოს ძველი დახეული ჩანთა, რომელსაც ბებო ხმარობდა ცოცხალი რომ იყო. მე ისეთი განცვიფრებული ვიყავი რომ ვერაფერი მოვისაზრე. ხელიც კი არ შემიხია ამ ჩანთისთვის. ასე თვალებგაფართოებული დავშტერებოდი. არ ვიცი რა დროში, მაგრამ ჩანთა რამდენიმე წამში კვლავ გაქრა. ვიფიქრე რომ ნამდვილად გავგიჟდი, ამიტომ ამის შესახებ კრინტიც არ დამიძრავს, სასწრაფოდ ლოგინიდან წამოვხტი, ჩავიცვი და სკოლაში წავედი. სკოლიდან რომ დავბრუნდი, ჩემს ოჯახში ერთი მოთქმა და ვაი-უშველებელი ტრიალებდა. ჯერ მეგონა ვინმე თუ მოკვდა-მეთქი. მთელი მეზობლები ჩემს სახლში შეკრებილიყვნენ, დედაჩემი ჩემი ძმის პასპორტსა და დაკარგულ მომავალს მისტიროდა, მეზობლები კი ჭირისუფლებივით შემოსხდომოდნენ გვერდით. ჩემი ძმა სახლში არ იყო. პასპორტი კვლავ ვერ ეპოვათ. თვითმფრინავი კი იმ ღამით გამთენიისას მიფრინავდა. დედას ვკითხე სად იყო, ბებოს დახეული ჩანთა, დილით რომ მეზმანა. დედას ჩემთვის არ ეცალა და საერთოდაც იმ დღეებში სრულიად მიგდებული ვიყავი. პასუხიც კი არ გაუცია ჩემს კითხვაზე. საჭმელი რომ ვჭამე, ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერ მივაგენი ბებოს ჩანთას. მერე საკუჭნაოში შევედი, სადაც ძველ და გამოუსადეგარ ნივთებს მოეყარათ თავი, თუმცა კაცმა არ იცის რისთვის ინახავდნენ ჩემი მშობლები. რომელღაცა ყუთისა და ყოფილი ნივთების ფსკერზე მივაგენი ბებოს გაცრეცილ ჩანთას. გულისფანცქალით გავხსენი და .. იქ იყო ჩემი ძმის პასპორტი.. ჩემს განცვიფრებასა და სიხარულს მართლა ვერ გადმოვცემ სიტყვებით, ან ქმედებით. ზუსტად მახსოვს რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღე. მედიდურად შევედი ოთახში, გავარღვიე მეზობლების წრე და მომტირალ დედაჩემს წინ დავუდე პასპორტი.. შემდეგ შემოვტრიალდი და უკან გამოვედი.. მერე დედას გული წაუვიდა სიხარულისგან და როგორც იციან ხოლმე ქალებმა. იყო ახლა უკვე სიხარულის მოთქმა და ოვაციები. გამთენიისას ჩემი ძმა გავაცილეთ. ყველა უზომოდ ბედნიერები ვიყავით.. მკითხეს როგორ ან სად ვიპოვე, როგორ მივხვდი რომ იმ ჩანთაში იქნებოდა პასპორტიო. თუმცა მე არ მითქვამს სიმართლე. ვთქვი რომ უბრალოდ ველოსიპედის რაღაც ნაწილს ვეძებდი და შემთხვევით გადმოვარდა ჩანთიდან. მართალია დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღემდე ვერ ამიხსნია რა მოხდა მაშინ, თუმცა რაიმე მსგავსი ან უცნაური ისტორია აღარ გადამხდენია თავს….. --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:09 3.ღვინის ლაქა ალექსი ყვება:” სოფელში ვისვენებდი და საღამოობით სოფლის კლუბში დავდიოდი, ერთ საღამოსაც იქ ლამაზი გოგონა გავიცანი, რომელსაც თეთრი კაბა ეცვა. შავი ღვინო დავლიეთ და შემთხვევით მას კაბაზე ღვინო დაეღვარა. ეს გოგონა ძალიან მომეწონა და ვთხოვე, რომ კიდევ ერთხელ სადმე შევხვედროდით, ის დამთანხმდა და მითხრა რომ მასთან ხვალ მივსულიყავი, მისამართიც ჩამაწერინა. მეორე დღეს გოგონას სახლისაკენ გავემართე, დავაკაკუნე კარზე და სახლიდან მოხუცი ქალი გამოვიდა. მოხუცს ვთხოვე, რომ ელიზასთვის( გოგონა, რომელიც გუშინ გავიცანი) ეხმო. თავიც წარვუდგინე და ვუთხარი, რომ ელიზას მეგობარი ვიყავი. მოხუცმა კი მიპასუხა: “შვილო, ის ელიზა, რომელზეც შენ ლაპარაკობ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ის ჩემი ერთადერთი შვილი იყო” მე ვუმტკიცებდი,რომ გოგონა გუშინ კლუბში ვნახე. ელიზას საფლავი გათხარეს და ნახეს, რომ გოგონას თეთრ კაბაზე ღვინის ლაქები ჰქონდა.” 4.”ჩემი ისტორია” არვიცი, რით დავიწყო… ამ ბოლო დროს თავს შეუძლოდ ვგრძნობ… ძილით ვერ ვიძინებ, თუკი ჩამეძინება, ვიღაცის ხშირი და ცხელი სუნთქვის ხმა მაღვიძებს. გარშემო ვერაფერს ვხედავ… ნელნელა თვალებს ბინდი ეფარება და რაც უფრო მეტად მებინდება მხედველობა, მით უფრო მკვეთრად ვხედავ ჩემი შიშის მიზეზს. საშინელებაა… ეს სიცივეა… სული, რომელსაც ყველა გზა აებნა… არ ვიცი როგორ მოხვდა ჩემს სახლში, ან რას ითხოვს ჩემგაან. დიახ, ჩემგან, რადგან მხოლოდ ჩემთან გამოდის კავშირზე… სახლში მარტო დარჩენა ყოველთვის მიყვარდა… მხოლოდ მაშინ შემეძლო მუსიკისთვის ხმამაღლა მომესმინა და გემრიელი ჩიფსი მეჭამა… ერთერთ ასეთ დღეს დინამიკს მოულოდნელად ხმა ჩაუვარდა და წუილი დაიწო. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სანამ მათ გასწორებას ვცდილობდი, ჩიფსის პაკეტი დაბლა დავარდა. დინამიკები შევაკეთე, მერე ჩიფსის ასაღებად დავიხარე მაგრამ იქ საზარელი სანახაობა გადამეშალა: ჩიფსის პაკეტში სისხლის წვეთები იყო… კარტოფილი კი სულ დამსხვრეული… რომ დავყნოსე, ასე მეგონა იქ ასი წლის გვამი ესვენა. საშინელი სუნი ამოდიოდა. პაკეტი სასწრაფოდ დავწვი აივანზე და პოლიეთილენის ნარჩენი ურნაში ჩავყარე. ცოტახნის შემდეგ დედაჩემს მოვუყევი ეს ამბავი. პანიკურად ვიყავი შეშინებული. მან კი გამიცინა და მითხრა, რომ ეს ყველაფერი ჩემი მოგონებული იყო. არ დამიჯერა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ვიცოდი, რომ მისი ნდობის შანსიც კი არ მქონდა… მალე დედამ ამ ამბის დასავიწყებლად ნანატრი აიპედი მიყიდა. მასზე გამოსვლის დღიდან ვოცნებობდი, თუმცა ალბათ შესაფერის მომენტს ელოდნენ. ერთ დღეს, როდესაც აიპედში ვთამაშობდი, აპარატი გაცხელდა. ისე რომ ხელები გავუშვი. ასე არასდროს დამართნია, მითუმეტეს 10 წუთის ჩართული მქონდა. გამოვრთე, რომ დაესვენა. როცა ჩასართველად ავიღე, მასში საშინლად დასახიჩრებული ანარეკლი დავინახე… ისე შემეშინდა, რომ კივილით გავვარდი ოთახიდან… დედამ კი ისევ არ დამიჯერა… ეს ჩემი მორიგი ახირება ეგონა… არ ვიცი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე… ყოველდღე უფრო და უფრო ვსუსტდები… ყველაფერი მიჭირს… ჩემს ტანსაცმელს სისხლში ამოსვრილს ვპოულობ… მხოლოდ ეკლესიაღა დამრჩა ხსნად… ჯერ პატარა ვარ, 15 წლის მაგრამ უკვე საშინელი წნეხის ქვეშ ვარ…. ალბათ მალე მოვკვდები და მხოლოდ მერე მიხვდება დედა, რომ მე საზარელი, მოახლე ქალის მოჩვენებამ მიმსხვერპლა. 5.ერთ ერთი რუსი გოგონა წერს : ჩემი მეგობარი ხშირად ამბობდა რომ მასთან რაღაც უცნაური ხდება,ვიღაც გამუდმებით აკაკუნებს მის კედლებზე.ჩვენ დავცინოდით,მაგრამ ერთხელ მან მე და ჩემი დაქალი მასთან სახლში დაგვპატიჟა.ჩვენ დავთანხმდით და უკვე ვიცოდით,რომ ხვალ მთელ სკოლას მოვუყვებით რომ ჩვენი მეგობარი- გიჟია.ის ამბობდა რომ ეს უფრო ხშირად მაშინ ხდება,როდესაც იგი მარტოა სახლში,მაგრამ იმ დღეს დედამისიც მანდ იყო.მე და ჩემმა დაქალმა ეგრევე დავიწყეთ კაიფი “მოჩვენება,მოდი აქ” და რამე.ასე ვიჯექით დაახლოებიტ 20 წუთი.მერე მოვიდა ჩემი კლასელი,აი მაშინ დაიწყო ყველაფერი.შევთანხმდით,რომ წრეზე დავსხდეთ და მოჩვენებას დავუძახოთო. მე კარების პირდაპირ დავჯექი.ამ დროს გავიგონეთ,რომ მშობლების ოთახში ვიღაცა აკაკუნებს,ჩემი მეგობარი იძახდა,რომ ზუსტად იქიდან ესმოდა ხოლმე ხმები.მე ჩემს დაქალს შევხედე,მეგონა შიშისგან მოვკვდებოდი.მერე კაკუნი ისევ გაისმა,და ისევ.ჩემი მეგობარი დედამისის დასაძახებლად გავიდა,მაგრამ აღმოჩნდა რომ ის სადღაც იყო წასული.ჩვენ გვეშინოდა,ვიღაც ძალიან დიდი ძალით აკაკუნებდა კედელზე.ჩვენ გადავწყვიტეთ იმ ოთახში წასვლა.”მივხოხდით”…კაკუნი ცოტა ხნით შეჩერდა..მაგრამ როდესაც კარს მივუახლოვდით ისევ დაიწყო..მე კარს მივადე ხელი,ვიბრაცია საშინელი იყო,და უცებ პირდაპირ ჩემს წინ რაღაცამ გაიქროლა.ჩვენ კივილით გავვარდით სხვა ოთახში.როგორც კი დედა მოვიდა,ყველაფერი დასრულდა..ჩემი მეგობარი ამბობდა,რომ მას ნანახიც კი ყავს მოჩვენება,ეს ქალია.ახლა ძალიან მეშინია მასთან წასვლა და ვუთანაგრძნობ კიდევაც. --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:09 1.თოჯინა ჩემი ქმარი რობერტი მთვარეული იყო. იგი ღამე დგებოდა და დადიოდა. დიდი სახლი გვქონდა. რამდენჯერმე მივუსწარი როგორ ადიოდა აივნის მოაჯირზე. ძალიან მეშინოდა რამე არ შემთხვეოდა. ზარი გამოვაბი ხელზე და როცა ძილში ადგებოდა ზარის ხმით ვხვდებოდი სად იყო. ჩვენ ერთი გოგონა გვყავდა. რობერტს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ბავშვთან. მასთან ერთად საათობით თამაშობდა თოჯინობანას. რობერტი ხშირად ეუბნებოდა ჩვენს პატარას, რომ თოჯინებს ძალიან უყვარდათ ის და რომ სულ მასთან იქნებოდნენ, თვითონაც თუ გაუფრთხილდებოდა და ეყვარებოდა. ბავშვსაც განსაკუთრებით უყვარდა მამა და თავისი თოჯინები. რობერტის მდგომარეობა აუტანელი ხდებოდა. მივმართეთ ექიმებს, მაგრამ შედეგი არ იყო. ბოლოს ერთ მკითხავთანაც კი მივედით. ნათელმხილველმა რობერტის ხელი რომ აიღო და დახედა, წამოიყვირა. მან თქვა რომ რობერტი ერთ ღამეს სახლიდან წავიდოდა და აღარასდროს დაბრუნდებოდა. მე არაფრის შეცვლა არ შემიძლიაო გვარწმუნდებოდა მკითხავი. ძალიან შემეშინდა, მაშინვე წამოვედით იმ ქალისგან. რობერტი მარწმუნებდა, რომ ძალიან ვუყვარდით მე და ჩვენი გოგონა და არასდროს მიგვატოვებდა. ღამე ვცდილობდი არ დამეძინა. ხელი მქონდა ჩავლებული რობერტისთვის და ისე ვიწექი. ერთ ღამეს გამომეღვიძა, როგორც ჩანს ჩამძინებოდა. რობერტი აღარ იწვა ჩემ გვერდით. სასწრაფოდ წამოვხტი. აივანზე გავვარდი. ბაღი, მთელი სახლი შემოვირბინე, მაგრამ რობერტი არსად იყო. მისი ზარის ხმაც არ ისმოდა. პოლიციას რომ შევატყობინე მითხრეს, რომ ალბათ თვითონ გადაწყვიტა სახლიდან წასვლა და ჩვენი მიტოვება. მე ვარწმუნებდი მათ, რომ რობერტი არასდროს მიგვატოვებდა მე და ჩვენს შვილს. მაგრამ პოლიციას არ სჯეროდა. გავიდა დრო მაგრამ რობერტი არ ჩანდა. ერთხელ დედას ველაპარაკებოდი ტელეფონზე, როცა ჩემმა გოგონამ დამიძახა და მითხრა, არ მეტირა, რადგან მან იცოდა სადაც იყო მამა. ტელეფონი გავთიშე. ბავშვმა მთხოვა გავყოლოდი. თავის თოჯინების სახლთან მიმიყვანა და ერთ თოჯინაზე მიმითითა. მითხრა რომ აქ იყო მამა. უცნაური ის არის, რომ ის თოჯინა მანამდე არასდროს შემინიშნავს, მე არ მიყიდია. თოჯინა ძალიან ჰგავდა რობერტს. რაც ყველაზე უცნაურია, ხელზე პატარა ზარი ჰქონდა გამობმული და ის პიჟამოები ეცვა, რაც რობერტს მისი გაუჩინარების დღეს. მას შემდეგ რობერტი არ გამოჩენილა. არც პოლიციას შეუტყვია რაიმე მის შესახებ. 2.ბებიის სული ეს ამბავი რომელსაც ახლა მოგიყვებით ჩემს მეგობარს შეემთხვა, სულ რაღაც ერთი კვირის წინ. ჯაბა ბათუმის განაპირას ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობს. ის ძალიან კარგი ადამიანია ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს ახლა კი ამბავი. ჯაბა: რამდენიმე კვირის წინ სიზმარი ვნახე, სიზმარში ჩემი გარდაცვლილი ბებია დამესიზმრა, ვითომ სასაფლაოზე იყო, მე მივედი. მან შემომხედა და მითხრა: “შვილო მანქანა გადააგდე“. დილით რომ გავიღვიძე, ვერაფრით მივხვდი რისი თქმა სურდა ბებიაჩემს. ჩემი მანქანა ფორდ მონდეო საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო და ცხადია მის გადაგდებას სულაც არ ვაპირებდი. მეორე ღამესაც მესიზმრა ბებია, ისევ სასაფლაოზე და კვლავ იგივე მითხრა. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ დასაძინებლად დაწოლა და თვალის დახუჭვა აღარ მინდოდა. გამთენიისას თუ ჩამეძინებოდა, მაგრამ როგორც კი თვალს მოვხუჭავდი ბებია მეცხადებოდა და მთხოვდა მანქანა გადამეგდო. ჩემებისთვის არ მითქვამს, არ მინდოდა შემეშინებინა ტყუილ–უბრალოდ. ერთ დღეს ქალაქიდან რომ დავბრუნდი დედამ მითხრა, რომ ჩვენი ხბო დაიკარგა და მომაძებნინეო. უკვე დაბინდებული იყო. მე, დედა და ჩვენი მეზობელი ჩემს მანქანაში ჩავსხედით და იქით გავემართეთ, სადაც სავარაუდოდ შეიძლებოდა ჩვენი ხბო ყოფილიყო. მეზობელსაც საქონელი დაკარგვოდა და ისიც საძებრად გამოგვყვა. მანდარინის ბაღებთან რომ მივედით მანქანა გორაზე ზემოთ გავაჩერე, ფარები ჩართული დავტოვე რომ გაენათებინა. ყველანი საძებრად წავედით. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ უკან ვბრუნდებოდით. მეზობელმა იპოვა თავისი საქონელი, ჩვენი ხბო კი არსად ჩანდა, მაგრამ უკვე ისე ბნელოდა ძებნას აზრი აღარ ჰქონდა. მანქანისკენ რომ მივდიოდით დავინახეთ, რომ მანქანა თავისით დაიძრა და ჩვენკენ აიღო გეზი. საკმაოდ დიდი სიჩქარე განავითარა. ჩვენ გაოგნებისგან ადგილზე გავქვავდით თითქოს, ფეხიც ვერ მოვიცვალეთ. ჩვენამდე სულ რაღაც 5 მეტრი იყო დარჩენილი, რომ მანქანამ თავისით გვერდზე გაუხვია და მანდარინის ხეს შეასკდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვფხიზლდი თითქოს და მანქანას მივვარდი. მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელი იყო ბუქსირის გარეშე. ძალზედ შეწუხებული და ჩაფიქრებული მივდიოდი, რომ უცებ ჩემი მეზობლის საქონელი გამოიქცა, ძლივს მოვასწარი გვერდზე გადახტომა, თითქოს რაღაცამ შეაშინაო. უკან გავიხედეთ არაფერი იყო, საერთოდ არაფერი… ეს ადგილი მეცნო.. სულ დამავიწყდა რომ აქ სასაფლაოები იყო. აქ იყო დაკრძალული ბებიაჩემიც და მხოლოდ ახლა წარმომიდგა თვალწინ ჩემი სიზმარი და ეს ადგილი. ბებიას საფლავი, სადაც მეუბნებოდა მანქანა გადააგდეო. მხოლოდ მას შემდეგ გამახსენდა, როცა ფარანი მივანათე. როგორ ვერ გავიხსენე ეს ადგილი როცა მოვედით. სიმართლე რომ გითხრა ძალიან შემეშინდა. ვერაფრით ამეხსნა რა მოხდა. რატომ დაიძრა მანქანა და ადგილიდან დაგორდა მხოლოდ 20 წუთის შემდეგ და არა მაშინვე, ან რამ შეაშინა საქონელი, ან ეს რატომ მოხდა მაინც და მიანც აქ, ამ სასაფლაოსთან. სახლში რომ დავბრუნდი, მამამ მითხრა მანქანა დაქოქე ქალაქში მივდივართ, სასწრაფო საქმე მაქვს, რაც შეიძლება მალე უნდა ვიყო ადგილზეო. ცხადია ვეღარ წავიყვანდი მამას ქალაქში ჩემი დამტვრეული მანქანით. იმ დღის შემდეგ ბებიაჩემი აღარ მინახავს სიზმარში. ახლაც აუხსნელია ჩემთვის რა მოხდა იმ საღამოს, ახლაც მზარავს იმ წუთების გახსენება. 3.უცნაური მგზავრი ეს ამბავი ბათუმში მოხდა, ჩემმა მეგობარმა მიამბო. უკვე ძალიან გვიან იყო, 2 საათი ხდებოდა, როცა გოჩა (მის ნამდვილ სახელს ვცვლი) თავისი დისა და სიძის სახლიდან წამოვიდა. საკმაოდ შეზარხოშებული იყო. მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ აიღო გეზი. ტრასაზე მანქანები აღარ მოძრაობდნენ. თითო–ოროლა თუ გამოჩნდებოდა ხოლმე, თუმცა გოჩას მაინც ნელა მიჰყავდა მანქანა. მუსიკას უსმენდა და კარგ განწყობაზე იყო. ტრასაზე უეცრად ძალიან ლამაზი, გამოპრანჭული ქალი შენიშნა გოჩამ, გაოგნებულმა ჩაუარა გვერდით. მერე იფიქრა იქნებ რამე უჭირსო. ძალზე დაინტერესდა ამ შუაღამისას ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი ქალი მარტო რატომ იყო. ნელა დახია უკან მანქანა და ქალბატონს დახმარება შესთავაზა. ქალმა უთხრა, რომ დახმარება არ სჭირდებოდა. მანქანის უკანა სავარძელზე დაჯდა. გოჩა კიდევ უფრო გაკვირვებული იყო. ერთი წუთით თავში გაუელვა, იქნებ „კაი სულის“ არ არის, თორემ ამ შუაღამისას ღამე მარტო რატომ ივლიდაო. ქალი ძალიან თავშეკავებული იყო და გოჩამ ვერ გაუბედა რამე უხერხული კითხვა დაესვა ან ეთქვა. გოჩა რაღაც ანეკდოტს რომ უამბობდა ახალგაზრდა უცნობ ქალბატონს და თან სარკეში უჭვრეტდა, სიგნალის ხმა გაიგონა. წინ გაიხედა და ორი დიდი ფარის დამაბრმავებელი სინათლე დაინახა. საჭე გადაწია. უშველებელ თურქეთის სატვირთო მანქანას ძლივს აუქცია გვერდი, თუმცა მაინც მშვიდობიანად, მანქანაც დაიმორჩილა და ქალს ჰკითხა თავს როგორ გრძნობდა, ხომ არ დაშვდა. პასუხი არ იყო. უკან რომ მოიხედა მანქანის სალონში არავინ იყო. გოჩა გაოგნებული და ძალზე შეშინებული იყო. მანქანა არ გაუჩერებია. ძლივს დაიმორჩილა, შეუძლებელი იყო ამ დროს მანქანიდან ვინმე გადამხტარიყო, არც კარის ხმა გაუგია და არც არაფერი. უცნობი ლამაზი ქალი უბრალოდ გაქრა. სახლში მისულ გოჩას ტემპერატურამ აუწია. რამდენიმე კვირის შემდეგ გოჩა გამოჯანმრთელდა, თუმცა შიშის გამო ახლაც ებმის ენა. ნელ–ნელა გამოდის მდგომარეობიდან. მას შემდეგ მარტო აღარ მგზავრობს მანქანით და მითუმეტეს ღამით. ვინ იყო უცნობი ქალი, რა უნდოდა შუაღამისას ტრასაზე, რისთვის ჩაუჯდა მანქანაში გოჩას, ან როგორ გაქრა, დღემდე გაუგებარი და ამოუხსნელია.. 4.რკინის ყუთი სერბი ალეკსანდერი აშშ–ში ჩავიდა იმ იმედით, რომ ბევრს იმუშავებდა ფულს დააგროვებდა და თავის ცოლსა და ორ შვილს აშშ–ში წაიყვანდა, სადაც მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებდნენ. ალეკსანდერი პატარა ქალაქში დასახლდა, სადაც მაღაზიაში მოეწყო გამყიდველად. მაღაზია პატარა იყო, ალეკსანდერი თვითონ უმკლავდებოდა ყველაფერს, ის იყო ერთადერთი გამყიდველიც, დამლაგებელიც,მოლარეც და ა.შ. პატარა ქალაქის მცხოვრებლებმა მალე გაიცნეს ალეკსანდერი, რომელიც კეთილი და მშრომელი კაცი იყო. მეგობრულად ესაუბრებოდნენ ხოლმე მას, როცა საყიდლებზე შეივლიდნენ მაღაზიაში. იმ დილსაც თბილად მოიკითხა ალეკსანდერი მისის რობინსონმა. კეთილმა მოხუცმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ წინა მომუშავე, ვის ადგილასაც ალეკსანდერი მუშაობდა, ბოროტი და ძუნწი მოხუცი იყო, რომელიც საკუთარი თავისთვისაც არ ხარჯავდა ფულს, არ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. ეს კაცი მოკლეს, მიუხედავად მისი სიბოროტისა მისის რობინსონს ძალზე შეცოდებია საბრალო მოხუცი, რომელსაც დამტირებელიც კი არ აღმოაჩნდა. ალეკსანდერს უკვე 8 ათასი დოლარი ჰქონდა შეგროვებული და აპირებდა სერბეთში წასულიყო თავისი ცოლ–შვილის ჩამოსაყვანად. ამ ოცნებებში რომ იყო გართული მაღაზიის კარის ზარი ახმაურდა. ალეკსანდერმა იფიქრა ეს ალბათ ჩემი ბოლო მყიდველია. დღეს ადრე დავკეტავ მაღაზიას, გასამგზავრებლად რომ მოვემზადოო. ალეკსანდერს დახლთან მოხუცი კაცი დახვდა, რომელმაც იარაღი ამოიღო და ფული მოსთხოვა. ალეკსანდერი დაიბნა, არ იცოდა რა ექნა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მოხუცმა მოითხოვა რკინის ყუთი, სადაც ალეკსანდერი თავის მოგროვებულ 8 ათას დოლარს ინახავდა. ალეკსანდერმა რკინის ყუთი მოხუცს მისცა და თავისი ოცნებები და იმედებიც თან გააყოლა. მოხუცმა უბრძანა იატაკზე დაწოლილიყო. ალეკსანდერიც იატაკზე იწვა. რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ მოესმა კარის ზარის ხმა, იფიქრა ალბათ მოხუცი წავიდაო და ადგა. მოხუცი მართლაც არსად ჩანდა,ამ დროს კი მაღაზიაში ორი ახალგაზრდა ყმაწვილი შემოსულიყო. მათ იარაღი ამოიღეს და ფულს მოითხოვდნენ ალეკსანდერისგან. საბრალო სერბი გამყიდველი გაოგნებული იყო. მძარცველებმა სალარო გაჩხრიკეს, მაგრამ ორიოდე გროშის გარდა ვერაფერს მიაგნეს, გაბრაზდნენ და მალევე დატოვეს მაღაზია. გაძარცვულმა და გაოგნებულმა ალეკსანდერმა პოლიცია გამოიძახა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერს უყურებდნენ, სადაც ორი მძარცველის სახე კარგად ჩანდა, მაგრამ მოხუცი არ თუ ვერ დაეფიქსირებინა კამერას. ალეკსანდერი ამტკიცებდა მოხუცმა მომპარა რკინის ყუთი სადაც ფული მედოო. პოლიცია დანაშაულის ადგილას რომ მივიდა, ალეკსანდერი კვლავ თავის რკინის ყუთზე ლაპარაკობდა. ამ დროს პოლიციელმა რკინის ყუთი ამოიღო დახლის ქვემოდან. ალეკსანდერი გაოცებული იყო. ყუთში ისევ იდო მისი 8 ათასი დოლარი. მეორე დღეს პოლიციელმა შეიარა ალეკსანდერის მაღაზიაში და აცნობა, რომ მძარცველები უკვე დააკავეს. უთხრა ისიც რომ სწორედ მათ მოკლეს წინა გამყიდველი, მოხუცი კაცი, ვის ადგილასაც ალეკსანდერი მუშაობდა. პოლიციელმა მოკლული მოხუცის ფოტო მისცა სერბს. ეს სწორედ ის მოხუცი იყო, რომელიც მძარცველების მისვლამდე მივიდა მის მაღაზიაში და მისი რკინის ყუთი მძარცველების ხელში ჩავარდნას გადაარჩინა. ალეკსანდერმა ჩამოიყვანა აშშ–ში თავისი ცოლ–შვილი. ისინი ხშირად იხსენებდნენ და ემადლიერებოდნენ მოხუცის სულს.. --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:10 5.უჩინარი კატა ისტორია რომელსაც ახლა გიამბობთ რეალურად მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ გამოქვეყნებული პოსტები ეყდნობა მხოლოდ და მხოლოდ რეალურ ფაქტებს. 7 წლის ჯენის ჰყავდა კატა მიკი, რომელიც ძალიან უყვარდა, მასთან ერთად იძინებდა, თამაშობდა, აჭმევდა, ასეირნებდა. ერთ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა, კატა მანქანამ გაიტანა. ჯენი ძალზე დასევდიანდა. მშობლებიც წუხდნენ ჯენის გამო და გადაწყვიტეს ახალი კატა ეჩუქებინათ პატარა გოგონასთვის, თუმცა იმ დღეს როცა მშობლები ჯენის წაყვანას აპირებდნენ ახალი კატის საყიდლად, ჯენიმ თქვა რომ მისი მიკი დაბრუნდა. ძალიან ბედნიერი იყო. ძველებურად თამაშობდა მიკისთან. საჭმელსაც აჭმევდა. რაც ყველაზე უფრო მეტად აწუხებდათ მის მშობლებს ის იყო, რომ კატის საჭმელი და რძე მართლაც ქრებოდა. მშობლები შიშობდნენ რომ მიკის დაკარგვამ ჯენიზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ამის გამო გოგონა თვითონ იღებდა კატის საჭმელს და ცდილობდა მშობლებიც დაერწმუნებინა რომ ის მართლაც დაბრუნდა. ჯენი უჩინარ კატას ისევე ეფერებოდა როგორც მანამდე, სანამ უბედური შემთხვევა მოხდებოდა. ამ ამბით შეშფოთებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ფსიქოლოგისთვის მიემართათ. ბავშვთა ფსიქოლოგს ჯენი უნდა დაერწმუნებინა, რომ მიკი მართლაც აღარ არსებობდა, ამის ერთადერთი საშუალება კი იყო ფოტო გადაეღო ჯენისა და მისი წარმოსახვითი კატისთვის და შემდეგ ჯენისთვის ეჩვენებინა ფოტო, რომელზეც მის გარდა არავინ და არაფერი იქნებოდა გამოსახული. ფსიქოლოგმა მალევე დაითანხმა ჯენი ამ წინადადებაზე და გოგონამაც სიხარულით გადაიღო ფოტო მიკისთან. მეორე დღეს სახეშეშლილი ფსიქოლოგი ესტუმრა ჯენის მშობლებს და მისცა ფოტო, სადაც ჯენი კატასთან ერთად იყო გამოსახული. 6.უცნაური ბედისწერა ამბავი რომელსაც ახლა გიამბობთ გასულ საუკუნეში რუსთავში მოხდა. სახელებს შეგნებულად შევცვლი იმ ადამიანების ახლობლების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებზეც უნდა მოგითხროთ. რუსთავის ერთ–ერთ ძველ უბანში დაიბადა და გაიზარდა ლაშა. ის წარმატებული იურისტი იყო, კარგი ოჯახის შვილი, სიმპათიური და ზრდილობიანი ახალგაზრდა. ლაშას ბავშვობიდან უყვარდა თავისივე უბნელი გოგო ლიკა, თუმცა მისი ოჯახი ამ სიყვარულის წინააღმდეგი იყო, რადგან პერსპექტიული და შეძლებული ოჯახის შვილი არ ემეტებოდათ არც ისე ლამაზი და განათლებული ლიკასთვის. ლიკას და ლაშას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ლაშას ოჯახის წინააღმდეგობის გამო ვერ ქორწინდებოდნენ. ლაშას კარგი საძმაკაცო ჰყავდა, იგი სპორტსმენი იყო მოცურავე. ერთხელ უბედური შემთხვევის შედეგად მისი ძმაკაცი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მთელი საძმაკაცო ყოველ შაბათ–კვირას მიდიოდა საფლავზე და თავისი დაღუპული მეგობრის შესანდობარს სვამდნენ. ერთ ღამეს ლაშამ სიზმარში ნახა თავისი გარდაცვლილი მეგობარი, რომელმაც უთხრა, დღეს ჩემთან ერთად იქნებიო. დილით ცუდ ხასიათზე გაიღვიძა ლაშამ. ცრუმორწმუნე არ იყო, მაგრამ მასზე მაინც იმოქმედა ამ სიზმარმა. გადაწყვიტა იმ დღეს სამსახურში აღარ წასულიყო და საჭესთან არ დამჯდარიყო. საღამომდე იწრიალა სახლში. თავს მოუსვენრად გრძნობდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. ბოლოს იფიქრა სათევზაოდ წავალო. აიღო ანკესი, თევზაობისთვის საჭირო მოწყობილობები და არხისკენ გაემართა. გზად თავისი მეზობელი პატარა ბიჭი შხვდა, რომელმაც რომ გაიგო ლაშა სათევზაოდ მიდისო, თვითონაც გაჰყვა საყურებლად და დასახმარებლად. არხზე მისულმა ლაშამ ანკესი გადააგდო და მშვიდად თევზაობდა. პატარა ბიჭი აქეთ–იქით დარბოდა. უცებ ფეხი აუსხლტა და არხში ჩავარდა. დინებამ წაიღო. ლაშამ რომ დაინახა, ტანსაცმლის გაუხდელად გადაეშვა არხში. ბიჭი ხეებს მოეჭიდა. ლაშამ ჩაყვინთა. გავიდა ერთი, ორი, სამი და 10 წუთზე მეტიც, მაგრამ ლაშამ არ ამოყვინთა. ახლომახლო მეთევზეები იყვნენ, რომლებიც დაეხმარნენ პატარა ბიჭს არხიდან ამოსვლაში და გადაარჩინეს. ლაშა კი არსად ჩანდა. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს მისი გვამი, როცა მტკვარი გადაკეტეს რათა არხში წყალი დამშრალიყო. აღმოჩნდა რომ მთელს არხში ზუსტად იმ ადგილას იყო ბეტონის არმატურა, რაღაც შვერილი, სადაც ლაშა გადაეშვა, მან თავი ძლიერად მიარტყა ბეტონს და გონება დაკარგა, შემდეგ კი დაიღრჩო. ეს ამბავი საზარელი აღმოჩნდა ლაშს ნათესავებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, განსაკუთრებით კი ლიკასთვის, რომელმაც შავები ჩაიცვა, ქვრივივით გლოვობდა თავის გარდაცვლილ სატრფოს. ლიკამ სიზმარი ნახა. ლაშამ უთხრა ბეჭდები იყიდე და ვიქორწინოთ რაღას ელოდებიო. მეორე დღეს ლიკამ დედას უთხრა თავისი სიზმარი და სახლიდან გავიდა. ლიკა დიდი ხანი რომ აღარ გამოჩნდა, შეშფოთებულმა მშობლებმა ძებნა დაუწყეს. იგი სასაფლაოზე იპოვეს, ლაშას საფლავზე მკვდარი ეგდო, ხელზე ბეჭედი ეკეთა, მეორე ბეჭედი კი იქვე ლაშას საფლავზე ეგდო. ექიმებმა ვერ დაადგინეს ლიკას გარდაცვალების მიზეზი.. ლიკა ლაშას გვერდით დაკრძალეს, მეორე ბეჭედიც თან ჩაატანეს. --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:11 1.საბედისწერო კაბა რეიჩელი და ჯოანა დები იყვნენ. რეიჩელი ჯოანაზე უმცროსი იყო, იგი ბავშვობიდან მტრობდა თავის უფროს დას. ყოველთვის ის უნდოდა რაც ჯოანას ჰქონდა. იქნებოდა ეს სათამაშო, კანფეტი თუ სხვა რამ, მერე უკვე კაცებიც. ჯოანა ქორწინდებოდა, რეიჩელი კი მეჯვარე იყო. ჯოანამ იცოდა თავისი დის სიძულვილი და ბოღმა მის მიმართ. გადაწყვიტა მისი გული როგორმე თავის ქორწილზე მაინც მოეგო. თავის დასთან მივიდა და სთხოვა დაევიწყებინათ წარსული, ის ჩხუბი და ყველაფერი ცუდი. იმ დღიდან დაეწყოთ ისეთი ურთიერთობა, როგორიც ნამდვილ დებს უნდა ჰქონოდათ. რეიჩელმა ბოროტად შეხედა მას, გაიღიმა და უთხრა, რომ სძულდა და ჯოანას მომავალი ქმარი, რიკი ოდესმე აუცილებლად მისი გახდებოდა. ჯოანას გული სტკიოდა, რომ რეიჩელი არასდროს შეიცვლებოდა და ყოველთვის ასეთი ბოროტი იქნებოდა, თუმცა ამისთვის აუცილებლად მიიღებდა საზღაურს. ქორწილის შემდეგ დების ცხოვრება კვლავ ძველებურად გაგრძელდა და მტრობაც არ განელებულა. რამდენიმე წლის შემდეგ ჯოანას სასიკვდილო სენი შეეყარა და როცა კვდებოდა მაშინ ეახლა რეიჩელი. ჯოანა თავის ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. მათ მარტო დატოვეს დები, რომ ახლა მაინც შერიგებულიყვნენ და მოეგვარებინათ ურთიერთობა. თუმცა სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე დას რეიჩელმა ნიშნისმოგებით მხოლოდ ის უთხრა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, მის საყვარელ ქმარს თვითონ გაყვებოდა ცოლად. ჯოანა გარდაიცვალა. იგი თავისი საპატარძლო კაბით ჩაასვენეს კუბოში. რეიჩელმა ითხოვა ჩემს მკვდარ დას საბოლოოდ უნდა გამოვემშვიდობოო და ჯოანას საპატარძლო კაბა გახადა… ჯოანას დაკრძალვის შემდეგ რეიჩელი ფაქტობრივად თავისი დის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. უვლიდა ბავშვებს, რიკს. ტრიალებდა სამზარეულოში. ერთ საღამოსაც განუცხადა რიკს, შენს შვილებს დედობას ვუწევ ჩემი საბრალო დის გარდაცვალების შემდეგ, შენ კი დანახვისთანავე მიყვარხარ, მაგრამ ჯოანას გამო ვდუმდიო.ახლა შეგვიძლია ვიქორწინოთ და ერთად ვიცხოვროთ, დარწმუნებული ვარ ჯოანასაც გაეხარდებოდა ჩვენი ამბავიო. ცოტაოდენი ჭოჭმანის შემდეგ რიკი დათანხმდა, ხომ იცით კაცების ამბავი, საკმაოდ სუსტი ხასიათი აქვთ : საქორწინო ცერემონიაზე რას ჩაიცვამდა რეიჩელი, თუ არა კაბას, რომელიც თავის მკვდარ დას მოპარა. მას ხომ ყველაფერი თავისი დის უნდოდა და ხშირად მხოლოდ იმიტომ რომ ჯოანასთვის წაერთმია. და ამ კაბაში გამოწყობილი მიიწევდა მღვდლისა და რიკისკენ. რეიჩელმა თავბრუს ხვევა იგრძნო, ძლიერმა სიცხემ დაუარა მთელს ორგანიზმში, მერე ქავილი დაეწყო. მთელი ტანი ეწვოდა, სუნთქვა ეკვროდა. მაინც მივიდა საკურთხევლამდე და ცუდად ყოფნის მიუხედავად სთხოვა მღვდელს არ შეეჩერებინა ჯვრისწერა. რეიჩელი სულ უფრო ცუდად ხდებოდა, ვეღარ სუნთქავდა. როცა მღვდელმა ჰკითხა თანახმა იყო თუ არა გაყოლოდა ცოლად რიკს, საკურთხეველთნ უსულოდ დაეცა, პასუხის გაცემა ვერ მოასწრო. რეიჩელის სიკვდილის მიზეზი ექიმებმა ვერ დაადგინეს, იგი სრულიად ჯანმრთელი იყო.. 2.გრძნეულთა ქალაქი … ცხოვრება სულაც არ აღმოჩნდა ისეთი მშვენიერი, როგორადაც უხატავდნენ… … არაფერზე ფიქრობდა. მიაბიჯებდა უაზროდ, უმიზნოდ, მასთან ერთად მოძრავი ბრბოს რიტმს ანგარიშმიუცემლად აყოლილი… დროდადრო ლითონის ჟღრიალის, ადამიანთა კვნესისა და ცხენ-აქლემთა ფრუტუნის ხმა ესმოდა, დრო გაჩერებულიყო, მხოლოდ პეიზაჟები იცვლებოდნენ! … ცხოვრება სულაც არ იყო მშვენიერი… … უმტკიცებდნენ, რომ ბედისწერის ქალღმერთებმა სიკეთე დაანათლეს, რომ დელფოს ორაკულმა საოცარი და საინტერესო ბედი უწინასწარმეტყველა, რომ უბედურებას მასთან ხელი არ ჰქონდა, რომ ყველას უყვარდა, რომ მისთვის არაფერი იყო შეუძლებელი, რომ ციდან ვარსკვლავის მოსაწყვეტად ხელის გაწვდენაც კმაროდა, რომ მთავარი მონდომება იყო და მიზანს აუცილებლად მიაღწევდა!… … ახლა კი სრულიად უაზროდ და უმიზნოდ მიაბიჯებდა _ მხეცებრ დაბორკილი, სხვა ადამიანებთან ერთად მცხუნვარე მზის სხივებით დამწვარი, არსაიდან არსად მიმავალი… … ადამიანები შესძაგდა!!! _ ყველაფერი, რაც შეემთხვა, მათ დამართეს! …რამდენიმე დღე იყო, რაც სავსებით აშკარად შეიგრძნობდა უცნაურ, გულისამრევ, საძაგელ სუნს, ადრე რომ არასოდეს შეემჩნია. ეს შეგრძნება ზარავდა, სულს უფორიაქებდა და შეუცნობელი ძრწოლით ავსებდა. … მოგვიანებით მიხვდა თმას ყალყზე რაც უყენებდა, მიხვდა, რომ ეს უსიამოვნო სუნი ოფლისა ან სხვა რაიმე სიბინძურისა კი არა, ადამიანისა იყო!!! ამ სუნს გარეული მხეცის სიშმაგით შეიგრძნობდა და ძარღვებში სისხლი ეყინებოდა! ერცხვინებოდა, რომ თავადაც ადამიანი იყო და ეს სურნელი უეჭველად მასაც ასდიოდა!!! რას არ გაიღებდა, ოღონდ ეს ასე არ ყოფილიყო! არანაირი ადამიანური სათნოებისა აღარ სწამდა! აღარც მეგობრობისა სჯეროდა, აღარც სიყვარულის, აღარც სიკეთის, აღარც გულმოწყალების… უკანასკნელ ხანს მის ცხოვრებაში ბოროტებაღა ახდენდა თავისი ძალის დემონსტრირებას!!! … რამდენიმე კვირის უკან საყოველთაო სიყვარულით გარშემორტყმული, ბედნიერი ადამიანი იყო! მის სარკმელთან ეგეოსის მშფოთვარე ზღვა იწვა, სასახლის ბაღში კი საყვარელი თეთრონი დაჰქროდა! მშობლები ანებივრებდნენ, ქვეშევრდომები აღმერთებდნენ, თანშეზრდილი ძმობილები საუკუნო ერთგულებას ეფიცებოდნენ… … როცა იოსის მეფე ოიდიპოსმა ზურმუხტისფერ აპოლონიას დაადგა თვალი, სწორედ ბავშვობის მეგობრებმა უღალატეს _ მტერს კუნძულზე შემოუძღვნენ და სასახლის გასაღებები გადასცეს, ღამით მეფე სალმონევსსა და დედოფალ არიადნეს მძინარეებს, სამსხვერპლო მოზვრებივით გამოსჭრეს ყელი!!! … ხმაურმა გამოაღვიძა. თავისი სამყოფლიდან გამოიჭრა. მშობლების სარეცელთან დახრილ მკვლელში სიყრმის მეგობარი შეიცნო და ძარღვებში სისხლის გამყინავი ხმა აღმოხდა!!! თვალთ დაუბნელდა _ თითქოს ხედავდა და არც ხედავდა, სუნთქავდა და არც სუნთქავდა, იქ იყო და არც იყო!!! 3.ალიოშა ბაბუა ალიოშა ბაბუა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიბადა. 18 წლის იყო როცა რუსეთსა და გერმანიას შორის მეორე მსოფლიო ომი იწყებოდა. ალიოშაც სხვა ქართველ ბიჭებთან ერთად ჯარში წაიყვანეს. მანამდე კი საწვრთნელ ბაზაზე, რადგან იარაღის ხელში დაჭერაც კი არ იცოდნენ. საქართველოს რბილ ჰავაზე გაზრდილმა ალიოშამ, რუსეთის მკაცრ კლიმატს ვერ გაუძლო, ფილტვების ანთება დაემართა, მაღალი სიცხე ჰქონდა, ლაპარაკიც კი აღარ შეეძლო, სიკვილის პირას იყო მისული. ექიმმა ალიოშა რომ გასინჯა თავის თანაშემწეს უთხრა, მისი მშობლებისთვის დეპეშა გაეგზავნათ, რადგან დიდხანს ვეღარ გაატანს ეს ბიჭიო. ალიოშამ გაიგო ექიმის სიტყვები, თუმცა როგორც აღვნიშნე სიტყვის თქმაც კი აღარ შეეძლო. ექიმი სხვა პაციენტთან მივიდა, ალიოშამ კი დაინახა რომ მას უახლოვდებოდა შუა ხნის ქალი, უცნაურად ჩაცმული. სიცივესთან შედარებით მეტად ხალვათად ეცვა, დიდი საყურეები ჩამოეკიდა, თავშლიდან შავი, გრძელი ხვეული თმა მოუჩანდა. ყელზეც ბევრი სხვადასხვა ფერის მძივი ჩამოეკიდა. განიერი ფაშფაშა კაბა კოჭებამდე სწვდებოდა. ქალი თავისი გარეგნობით ბოშას ჰგავდა. ქალი ალიოშასთან მივიდა და ქართულად უთხრა: „ალიოშა, შენ ომში მოკვდები, ოღონდ არა ამ ომში, შენი სამშობლოსთვის დაიღვრება შენი სისხლი. ეხლა კი ადექი. მკერდიც რომ მიუშვირო ტყვიას ამ ომში,შენ არაფერი გემუქრება“. თავზე ხელი გადაუსვა და წავიდა. ალიოშა გაოგნებული იყურებოდა. ირგვლივ უამრავი ხალხი იყო, პაციენტები, რუსის ოფიცრები, ექიმები მაგრამ თითქოს ვერავინ შეამჩნია ბოშა ქალი უცნაური ჩაცმულობით. მეორე დღეს ალიოშამ რომ გაიღვიძა სრულებით არაფერი აწუხებდა. ფეხზე წამოხტა, ცოტა დასუსტებული იყო ამდენი წოლით. მადიანადაც ჭამა. ექიმი ვერაფრით ხსნიდა როგორ გამოჯანმრთელდა ალიოშა ერთ ღამეში, როცა დარწმუნებული იყო რომ ალიოშას უკვე საიქიოსკენ ჰქონდა პირი. ალიოშამ წრთვნა გაიარა და ომშიც წაიყვანეს. ალიოშა იბრძოდა წინა ხაზებზე, ფრონტზე, მაგრამ თითქოს თვითონ წმინდანები მფარველობდნენო ყოველთვის სცდებოდა ტყვია, ყოველთვის უვნებელი გამოდიოდა ბრძოლებიდან. ალიოშა ბერლინშიც კი იყო. ის აივდა რაიხსტაგის შენობაზე, მან მართლაც რომ ფიზიკურად მიიღო მონაწილეობა იმპერიის დამხობაში. ალიოშა ფეხში მძიმედ დაჭრეს ბერლინში თუმცა მალევე გამოჯანმრთელდა, მაგრამ კოჭლობით დადიოდა. ომიც დასრულდა და სახლში დაბრუნდა. ალიოშამ მოიყვანა ცოლი, გაუჩნდა შვილები. ცხოვრობდა თავის სოფელში, სადაც დაიბადა და სადაც იყო მისი წინაპრების საფლავები. ალიოშა ბაბუ 95 წლის იყო 2008 წლის აგვისტო, რომ დადგა..ალიოშა, ილუშა ბაბუა როგორც აღვნიშნეთ 95 წლის იყო, 2008 წლის აგვისტო რომ დადგა. ომის დეტალების აღწერას აღარ შევუდგები, რადგან ყველამ ისედაც კარგად იცით. ომი რომ დაიწყო სოფელი დაიცალა. ქალები, ბავშვები და ახალგაზრდა კაცები წავიდნენ სოფლიდან. ხელუხლებლად დატოვეს თავიანთი ქონება რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე შეეძინათ და სიცოცხლის გადასარჩენად მიატოვეს საკუთარი სახლები. სოფელში თითო-ოროლა კაცი თუ დარჩა. ძირითდად მოხუცები. ილუშა ბაბუასაც სთხოვეს შვილებმა წასულიყო, მაგრამ როგორც თვითონ ამბობდა ბებერი მგელი არ მიატოვებდა საკუთარ სახლს და მითუმეტეს რუსების გამო, რომლებიც მისი თქმით საკმაოდ მშიშრები იყვნენ და მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ ქართველები და სხვა ერის წარმომადგენლები ამხნევებდნენ რუსებს ომის წინა ხაზზე ბრძოლის დროს. ილუშა ბაბუამ თავისი ძველი მუნდირი ჩაიცვა. გულ-მკერდზე ჩინ-მედლები დაიკიდა რომელიც უხვად მოეპოვებოდა თავისი გმირობების წყალობით. ძველი ჟანგიანი თოფი მოძებნა, რომელიც კაცმა არ იცის ისროდა თუ არა. და ასე გამოწყობილი თავის ეზოში, სახლის წინ კუშეტკაზე მოკალათდა, დამპყრობლების მოლოდინში. ილუშა თხლაშიძე მოხუცი იყო და მიუხედავად იმისა რომ მებრძოლი იყო, სიბერემ მაინც თავისი გაიტანა. ოსებმა და რუსებმა მის ჭიშარში რომ შეალაჯეს მოხუცს მჯდომარეს თავის ჟანგიან თფზე ჩამოსზინებოდა. კურში აკლდა და ვერაფერი გაიგო, სანამ ერთმა ოსმა ის ჟანგიანი თოფი არ გამოსტაცა. ეს ამბავი შემდგომ ერთმა ოსმა უამბო სოფლელებს რომელიც ომამდეც დ აომის შემდგომაც მეგობრობს ქართველებთან. თოფი რომ გამოუტაცნია ოსს, ილუშა ისე სწრაფად წამომხტარა, ყველას გაკვრივებია მოხუცისგან ასეთი სისხარტე და მოქნილობა. თითქოს 20 წლის ბიჭიაო, ოსისთვის სახეში ხელი გაურტყამს და ძირს დაუგდია, თავისი ჟaნგიანი თოფი აუღია და დამპყრობლებისთვის დაუმიზნებია. ილუშამ რუსული შესანიშნავად იცოდა და რუსულად მოუთხოვია ჩემს სახლში ფეხი არ შემოდგათ ღორებო, მეორე მსოფლიო ომში იმისთვის კი არ ვიბრძოდი, რომ თქვენისთანა ქალაჩუნებს დავუთმო ჩემი სახლი და მიწა-წყალიო. ამის გაგონებაზე, რუსი ჯარისკაცები გამხიარულებულან, ოსებსაც ბევრი უცინიათ. ილუშას სახლში შესვლა რომ დააპირეს, მოხუცი გაკერპდა, კარში ჩადგა და მგლურად უყურებდა მომხვდურებს. ჯარისკაცები მიხვდნენ რომ მოხუცი აღარ ხუმრობდა. თოფის წართმევა მოუნდომეს კვლავ. ილუშა კუშეტკაზე ახტა და ჰაერში გაისროლა. ამის დანახვაზე ერთმა ოსმა გვერდით რომ იდგა მოხუცს ესროლა. ილუშა რამდენიმე წუთს კვლავ ფეხზე იდგა თოფშემართული. გულისპირიდან სისხლი რომ გამოუვიდა მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ დაჭრილი იყო. ერთბაშდ მოეშვა, თითქოს ახლა იგრძნოო თავისი ასაკი. თოფი ხელიდან გაუვარდა, იქვე ჩაიკეცა და კუშეტკიდან გადმოვარდა. რუსმა ჯარისკაცებმა წამოაყენეს მოხუცი, კუშეტკაზე დააწვინეს. ამ გასროლას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ოსი რომელმაც მოხუცს ესროლა გაიქცა. ჯარისკაცებს შეებრალათ მებრძოლი მოხუცი, საუკუნეს რომ მიუკაკუნა. ილუშას ნაცნობი ოსი ამხნევებდა მოხუცს. ილუშამ უთხრა, ვკვდები, ბოშა ქალი ჩემთან მოვიდა, მითხრა გაემზადე, მივემგზავრებითო. მოხუცი მკერდის არეში დაეჭრა ოსს. ილუშამ სული დალია. რუსები მის სახლში აღარ შესულან. თუმცა მოსაპარი არც არაფერი ებადა საბრალო მოხუცს, იმ ჟანგიანი თოფისა და ძველი რკინის „კრაოტების“ გარდა. სოფელში დარჩენილმა ორიოდე ქართველმა დღისით ბაღებსა და ვენახებში რომ იმალებოდნენ, ღამით გაუთხარეს საფლავი მოკლულ მოხუცს და ჩუმად დაკრძალეს. ქართული ადათის მიხედვით შესანდეობარიც შეუსვამთ ბებერი მგლისა. უცნაურია ეს ამბავი, კაცი რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა ფრონტზე ცოცხალი გადარჩა და საუკუნე ნანახი კვლავ ომში მოკლეს, ახლა უკვე საკუთარი სამშობლოსა და მიწა-წყლის დასაცავად რომ იბრძოდა. ვერავინ გაექცევა საკუთარ ბედისწერას… --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:11 4.ეს ისტორია დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე ჩემს სოფელში მეზობლად მყავდა ძალიან კარგი ხალხი ერთი მოხუცი კაცი რომელიც მარტო ცხოვრობდა ზაფხულობით მისი ნათესავებიც ჩამოდიოდნენ 2009 წელს ეს კაცი გარდაიცვალა გულის შეტევით ის სახლი სრულიად მიატოვეს მისი ნათესავები უცხოეთში წავიდნენ ის სახლი სულ ჩაიკეტა ამოშენებული იყო ფანჯრები ერთი ფანჯრის გარდა ის სახლი ძველი იყო და დამტვრეული ერთ დღეს იმ სახლში ხმა გავიგეთ თითქოს ვიღაცა დადიოდა და კარზე აბრახუნებდა მეორე დღეს ბაბუაჩემმა ის უკანასკნელი ფანჯარაც ამოაშენა შემდეგ საღამოს უფრო ხმამაღალი ბრახუნი ისმოდა ცხადი იყო რომ იმ იქ სული იყო ადამიანი ვერ შევიდოდა ის სახლი ჩაკეტილი იყო შევეცადე ამ ყველაფრისთვის თავი ამერიდებინა მაგრამ უცნაური შუქი შევნიშნე იმ სახლში თითქოს ვიღაცამ აანთო ვიფიქრე რომ ბაბუა გავიდოდა აინტერესებდა რა იყო ჩავედი ქვემოთ ვნახე რომ ბაბუა იწვა და ეძინა მე მარტო არ ვიწექი მე და ჩემი უფროსი ძმა ვიწექით ერთად ავედი და დავწექი მაგრამ არ დამეძინა უცბათ შუქმა სახეზე მომანათა წამოვხტი და ვიყვირე: ვინც არ უნდა იყო მაქ იცოდე რომ შენ მე ვერ დაგეხმარები შემეშვი მაცადე წყნარი ცხოვრება იმ ღამეს არაფერი შემინიშნავს მაგრამ მეორე საღამოს ვნახე რომ იმ სახლში ვიღაც დადიოდა და ხელში ნაჯახის ფორმის რაღაც ეჭირა შემეშინდა ბებია გავაღვიძე და ვუთხარი ყველაფერი ბებიამ მითხრა დაიძინე ნუ გეშინია რამე მოგეჩვენებოდაო ამ დროს ოთახში ვიღაც შემოვიდა შუქით ბებია წამოხტა მე ყვირილი დავიწყე ბებიამ გამაჩუმა და დანა აიღო ერთი მე მომცა და მითხრა თუ ისევ შემოვიდოდა სახლში რამე მისთვის ჩაერტყა ბებიას აზრი გამართლდა სახლში მართლაც შემოვიდა ვიღაც სახე ვერ დავინახე დანა დავარტყი მაგრამ არ შერყეულა ამ დროს ხელი მომიქნია მაგრამ ვერც იმან დამაკლო ვერაფერი და წავიდა მეორე დღეს გავეცალე სოფელს ვიცოდი რომ იქ რაღაც ბოროტი ძალა იყო და ჩემს შეპყრობას ცდილობდა ამიტომაც ვერიდები სოფელში დასარჩენად ჩასვლას. 5.ეს ისტორია დაიწყო 2008 წელს როდესაც მე 8 წლის ვიყავი ჩემს გვერდით ცხოვრობდა ერთი ქალბატონი რომელსაც 2 შვილი ყავდა ისინი წავიდნენ უცხოეთში და სახლი დატოვეს მარტო მე კარგი მეზობლები არ მყავდა ასე რომ მათთან ურთიერთობას ვერიდებოდი სახლი იღრწნებოდა ფუჭდებოდა იბზარებოდა არც ქუჩა იყო მაინცდამაინც კარგი ერთ დღეს რაღაც ხმაური მომესმა იმ სახლიდან შემეშინდა და გავიქეცი რამდენიმე წუთის შემდეგ ხმა ისევ გავიგე თითქოს ვიღაც ვიღაცს აწამებდა დამაინტერესა და ეზოში შევედი ხმა ისმოდა და უფრო უარესდებოდა ფარდები ეკიდა და სისხლით ისვრებოდა შემეშინდა მაგრამ არ გავქცეულვარ უცბად რაღაც წითელს მოვკარი თვალი რაღაცას ურტყავდა თითქოს უფრო სწორედ ვიღაცას ერთ წამს შემომხედა და გაინტერესებთ რა დავინახე? დავინახე რაღაც არამიწიერი არსება რომელიც მიყურებდა თვალები წითელი ჰქონდა და თავზე თითქოს რაღაც რქებისმაგვარი ჰქონდა შემეშინდა და გავიქეცი ეს ამბავი მშობლებს მოვუყევი მაგრამ არ დაიჯერეს მითხრეს რაღაც მოგეჩვენებოდაო ვეხვეწე ვთხოვე წამომყოლოდნენ მაგრამ უარის მეტი ვერაფერი მივიღე იმ დღეს მუცლის ტკივილმა შემაწუხა საღამოს გვიანამდე ტელევიზორს ვუყურებდი დაწოლა რომ დავაპირე ფანჯრიდან გავიხედე და ვნახე თითქოს ისევ ის რაღაც მიყურებდა საშინელი წითელი თვალებით იმწამსვე გადავწიე ფანჯარა და დავწექი ისევ კივილის ხმამ გამახვიძა ეს ჩემს მშობლებს ვუთხარი მათ მართლაც გაიგეს რაღაც ხმა წასვლა დააპირეს იმ სახლში შევიდნენ სახლში იქ დახვდათ საშინელი სურათი სისხლიანი გვამი სულ გატყავებული ეგდო იატაკზე იმის შემდეგ იმ სახლში აღარ შევსულვართ სულ გვესმის კივილის ხმები მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქცევთ პოლიციაშიც კი დავრეკეთ მაგრამ იქიდან არცერთი პოლიციელი ცოცხალი არ გამოსულა იმის მერე იმ სახლში აღარავინ შედის მე დღემდე მგონია რომ იქ ეშმაკია და ჩემს ქუჩაში ვერიდები ხალხთან ურთიერთობას იმედია ეშმაკის მსხვერპლი ოდესღაც მეც არ გავხდები. 6.მკვლელი ტელეფონები კიდევ ერთი ისტორია, ამჯერად ტელეფონების შესახებ. ტელეფონის აპარატები ხშირად გვაბეზრებენ ხოლმე თავს თავისი ზარებით, ყველაზე უფრო მოუხერხებელ დროს და ხანდახან ისე რომ ჩვენ მზად ვარ “მოვკლათ” იგი, მაგრამ ნეპალში ყველაფერი პირიქით მოხდა. 2006 წლის საახალწლო დღეებში რამდენიმე ადამიანი მოკვდა იმის შედეგად, რომ ტელეფონის ზარის გაგონებისას აიღო ყურმილი. ყურმილის აღებისას მათ დაარტყა 600 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროდენმა. ნეპალის სატელეფონო კომპანიამ განაცხადა, რომ რაღაც შემთხვევის გამო სატელეფონო სადენი გადაიხლართა ელექტროსადენთან, მაგრამ ამ ახსნა–განმარტებას ცოტა ვინმემ თუ დაუჯერა და არა უსაფუძვლოდ : მალე ჟურნალისტებისათვის გახდა ცნობილი, რომ ყველა დაღუპული ეკუთვნოდა ერთიდაიგივე მაფიოზურ დაჯგუფებას. საქმეს მიეცა გრიფით საიდუმლო კვალიფიკაცია და არანაირი ოფიციალური ინფორმაცია შემდგომ გამოძიებაზე არ გამოსულა. თუმცა ზოგიერთ გამოცემებში წერდნენ , რომ აქ ყველაფერი ცხადია, ტელეფონებმა უზენაესი ძალების ნებით თავის თავზე აიღეს ელექტრო სკამის ფუნქცია. 7.დაწყევლილი პისტოლეტი სხვა ადრე ნაამბობი ნივთებისაგან განსხვავებით, პისტოლეტი უშუალოდ შექმნილია ადამიანის მოსაკლავად. მაგრამ მიუხედავად ამისა, შემზარავმა ამბავმა, რომელიც მოხდა ქალაქ პორტსმუტში (აშშ, შტატი ოჰაიო) გაანცვიფრა ყველა. 1985 წლის მარტში დილით მეზობლებმა მთელი კელერმანების ოჯახი დახოცილი იპოვეს (ქმარი, ცოლი და და ორი შვილი). ყველა მათგანი მოკლული იყო ერთიდაიგივე 38 კალიბრის პისტოლეტით, რომელიც იქვე ეგდო გვამებთან ახლოს. გამოძიების პირველივე დღეს თავი მოიკლა გამომძიბელმა , რომელსაც ჩააბარეს საქმე გამოსაძიებლად. პრესის განცხადებით მას შემდეგ , რაც იარაღი მოხვდა განყოფილებაში, მასში მოკლული იქნა 20-ზე მეტი ადამიანი. იარაღის შემდგომი ბედი უცნობია. კელერმანების მკვლელი ვერ იპოვეს. რა მოხდა განყოფილებაში, საიდუმლოებით მოცულია. უფრო ზუსტად მიენიჭა გრიფით საიდუმლო კვალიფიკაცია. თუმცა მსხვერპლის დამალვა ვერ მოხერხდა, ვინაიდან დაღუპულებს ჰყავდათ ახლობლები, რომლებიც საუბრობენ ამის შესახებ. ეს საქმე კი დღემდე ბურუსითაა მოცული. --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:12 შეშლილი ქალის დღიურები ნაწილი I ჩემი სახელია ლაშა 25 წლის ვარ ეს ამბავი რომ მოხდა 18 წლის ვიყავი მეგონა საგიჟეთში დავასრულებდი სიცოცხლეს მაგრამ უფლის განგებითა და დახმარებით შევძელი მდგომარეობიდან გამოვსულიყავი თუმცა მივხვდი რომ ამ ამბავზე არავისთან კრინტი არ უნდა დამეძრა თუ მსურდა ადამიანებს შეშლილი არ ვგონებოდი რადგან გაინტერესებთ ჩემი ამბავი მოგითხრობთ თავად განსაჯოს მკითხველმა ჭეშმარიტია თუ არა იგი ამ ამბის შემდეგ მივხვდი რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით ჩვენ ყოველ დღე ვეხებით იდუმალ და მისტიურ არსებებს რომელთა დანახვაც არ ძალგვიძს მე მივხვდი რომ ჩვენ ფართოდ დახუჭული თვალებით ვცხოვრობთ თბილისში დავიბადე წარმოშობით ხევსურეთიდან ვარ თუმცა ჩემი ოჯახი მშობლები და ძმა თბილისში ვცხოვრობთ მხოლოდ ზაფხულობით თუ ჩავიდოდით ხოლმე ხევსურეთში ბებოსთან და პაპასთან განსაკუთრებით მიყვარდა ხევსურეთი ცხენზე ჯირითი ბებიაჩემი მზევინარის უცნაური ამბების მოსმენა საღამოობით მიყვარდა ქვეყნიერების ყურება ღრუბლებს ზემოდან პაპა რომ გარდაიცვალა 15 წლის ვიყავი მშობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად ბებიაჩემმა ხევსურეთში დარჩენა და მარტო ცხოვრება გადაწყვიტა თუმცა ჩვენს სოფელში სულ რამდენიმე ოჯახიღა იყო დარჩენილი და ხანდახან ზამთრობით, თითქმის შეუძლებელი იყო იქ მიღწევა მზევინარი მიუხედავად ასაკისა და მარტოხელობისა მაინც ახერხებდა ცხოვრებას და ხანდახან ჩვენც კი გვეხმარებოდა რითიც შეეძლო მე კი როგორც კი არდადაგები მეწყებოდა, მაშინვე ხევსურეთში გავრბოდი ბებოსთან, ვეხმარებოდი და საღამოობით უცნაურ ამბებს ვაყოლებდი ბებოს ოთახში მიყვარდა ყოფნა, მის ძველ საწოლზე წამოწოლა და მთების ყურება მაგრამ ბებო არასდროს მრთავდა ნებას მასთან ერთად დამეძინა, ყოველთვის სხვა ოთახში მიშვებდა ხოლმე თავიდან მწყინდა მაგრამ მერე გავუგე ის ხომ ძველი ყაიდის ხევსური ქალი იყო და ალბათ მაინც უხერხულობას გრძნობდა ჩემ გამო 18 წლის ვიყავი, მაისის ბოლო იყო. იმ წელს ჩაბარებას ვაპირებდი და სულ ვმეცადინეობდი სოფელში წასვლას მხოლოდ გამოცდების შემდეგ თუ შევძლებდი. თუმცა უკვე მენატრებოდა ამწვანებული მთების ყურება, ჩემი ცხენი, მზევინარის გაკეთბული ხინკალი. დაგვირეკეს, გვითხრეს მზევინარი ცუდად არის, ახლავე თუ წამოხვალთ იქნებ მოუსწროთო დედას არ უნდოდა ეს ამბავი გამეგო, იცოდა როგორ მიყვარდა ბებო და სწავლას გულს ვეღარ დავუდებდი რამე რომ მომხდარიყო ბებოს მეზობელს დავურეკე, ხევსურმა პირდაპირ მითხრა, ახლავე წამოდი თუ კაცი ხარ, სულ შენს სახელს ახსენებს მზევინარიო. მეც ჩემი გადანახული თანხითა და მეგობრების დახმარებით შევძელი მაშინვე მეშოვა ტაქსი და ხევსურეთისკენ გავემგზავრე, სახლში არავისთვის არაფერი მითქვამს. სოფელში რომ მივედი უკვე დაბინდებული იყო. სახლთან მეზობლებს მოეყარათ თავი. ბებოს ოთახში შევვარდი თავს ქალები ადგნენ. ბებოს თვალები დახუჭული ჰქონდა, ხელები გულზე დაკრეფილი. რა ხდება-მეთქი? – ვიყვირე. ქალებმა მითხრეს, რომ მზევინარი რამდენიმე საათს ბოდავდა, ჩემს სახელს ახსენებდა, მერე ერთი ამოიოხრა და გაჩუმდა. ზოგი ამბობდა მოკვდაო, ზოგიც ამბობდა ჯერ კიდევ აქვს სუსტი პულსი და ჯერ კიდევ ცოცხალიაოექიმს ელოდებოდნენ. ბებო ჯერ კიდევ თბილი იყო, მის საწოლთან დავიჩოქე. მინდოდა ხმამაღლა მეღრიალა, მაგრამ ხევსურეთში ხევსური კაცი ქალებთან ხომ არ დავიწყებდი დიაცურად მოთქმას. ხალხს ვთხოვე მარტო დავეტოვებინე მზევინართან. ყველა გაიკრიფა, მარტო დავრჩი. მისი ხელები ავიღე, ვაკოცე. ცრემლები წამომივიდა. ხმამაღლა ვტიროდი. ნუ ტირი, შვილო“- მითხრა ბებიაჩემმა და თავზე ხელი გადამისვა. ცოცხალი ხარ. ცოცხალი ხარ, ბებო. ხელზე ვაკოცე ვიფიქრე ალბათ გული წაუვიდა და ახლა გამოფხიზლდა, ჩემი მოსვლა იგრძნო-მეთქი მალე მოვკვდები, არ ინერვიულო, ოდესმე ისევ შევხვდებით. ეს სახლი შენია, შეგიძლია ყველაფერი წაიღო, მაგრამ ხელს ნუ ახლებ სკივრს და დღიურს. ის დღიური ამ სახლში უნდა დარჩეს სამუდამოდ. დაიმახსოვრე – მითხრა მზევინარმა. მე ძალიან აღელვებული ვიყავი, მისი საწოლის წინ დაჩოქილმა თავი მუცელზე დავადე, როგორც ბავშვობაში ვიცოდი ხოლმე. ბებო აღარ მეფერებოდა. „შენ რომ მომკვდარიყავი გამოცდებს ვეღარ ჩავაბარებდი, გეფიცები – ვუთხარი მე მზევინარი დუმდა თავი რომ ავწიე, მას კვლავ დახუჭული ჰქონდა თვალები, ხელი კი ძირს ჩამოვარდნოდა. ბებო, ბებო, ვყვიროდი მე. ის კი ხმას არ მცემდა. ოთახში ხალხი შემოვიდა. ექიმი მოსულიყო. ექიმმა თქვა, რომ მზევინარი ამ დროისთვის, სავარაუდოდ უკვე 3-4 საათის გარდაცვლილი იყო მე ვამტკიცებდი, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან რამდენიმე წუთის წინ მელაპარაკა, მაგრამ ჩემი არ სჯეროდათ. სამედიცინო დასკვნა სხვა რამეზე მეტყველებდა. ჩემები გვიან ჩამოვიდნენ. ქართული ადათის მიხედვით დავკრძალეთ ბებო, პაპას გვერდით. უზომოდ დამამწუხრა მისმა სიკვდილმა. მამაჩემი ექიმია, სამსახურიდან ძლივს გაენთავისუფლა, მალე უნდა დაბრუნებულიყო. ჩემი უფროსი ძმაც მუშაობდა. მე სოფელში დარჩენა მინდოდა იმ წელს ჩაბარებას აზრი აღარ ჰქონდა, მეცადინეობას გულს ვერ დავუდებდი. დედას და მამას გამოვუცხადე, რომ სოფელში დავრჩებოდი, ორმოცამდე მაინც ძალიან არ უნდოდათ ჩემი მარტო დატოვებამითუმეტეს ახლა, როცა მზევინარიც აღარ იყო. მაშინ დავპირდი, რომ ჩემს მეგობარ ნუკრის დავაძინებდი ხოლმე ჩემთან ერთად, რათა თავი მარტო არ მეგრძნო და ძალიან არ მედარდა, ამ ცივილიზაციიდან მოწყვეტილ ადგილას, სადაც არც ინტერნეტი იყო და ტელეფონიც მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში იჭერდა. ჩემები გავაცილე თუ არა, ჩემი ლოგინი ბებოს საწოლზე გადავიტანე. გადავწყვიტე ტრადიცია დამერღვია და პირველად ამდენი წლის შემდეგ ნატვრა მესრულებინა, ბებოს ოთახში მის საწოლზე დამეძინა ცხადია ნუკრისთვის არაფერი მითქვამს, ისღა მაკლდა ვიღაცას ეფიქრა ამხელა კაცს სახლში მარტო დარჩენის ეშინიაო. თანაც მინდოდა მარტო ყოფნა. დაძინებამდე ცოტა ვიკითხე, მარა აზრს ვერ ვატანდი. სინათლე ჩავაქრე და ფიქრს მივეცი თავი თან ვარსკვლავებს ვუჭვრეტდი ფანჯრიდან. არ მახსოვს როგორ ჩამეძინა. ხმაურმა რომ გამომაღვიძა სრული სიბნელე სუფევდა ირგვლივ.© ვერ მივხვდი რისი ხმაური იყო, ან საიდან მოდიოდა, რადგან ახლა არაფერი ისმოდა. ჩამთვლიმა როცა კვლავ შემომესმა რაღაც. თითქოს ვიღაც აკაკუნებდა. დავაყურადე. სრული სიბნელე და სიჩუმე მეფობდა. ვიფიქრე ალბათ მეჩვენება მეთქი. შემდეგ კი სრულიად გარკვევით გავიგონე კაკუნის ხმა და ამ ხმამ საწოლიდან წამომაგდო. გული გამიცივდა შიშისგან. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ეს კაკუნის ხმა საწოლის ქვემოდან მოდიოდა. საწოლიდან წამოვხტი, სიბნელეში მაგიდას დავეჯახე. მაგიდაზე ჭიქა იდგა, რომელიც გადმოვარდა და გატყდა ამ საშინელ აურზაურში გული შემეკუმშა შიშისგან სიბნელით იყო სავსე ოთახი. ყველგან სიბნელე და იდუმალი კაკუნი სუფევდა. სუნთქვა შემეკრა კვლავ სრული სიჩუმე. ცოტა დავმშვიდდი და სიბნელეში საგნების გარჩევა დავიწყე. ძლივს ძლიობით ფარანი ვიპოვე მაგრამ სინათლე არ იყო. მერე საიდანღაც სანთელი გამოვძებნე და ხელის კანკალით ავანთე. სინათლემ ბებოს ოთახს ძველი მშობლიური ელფერი შესძინა. კიდეც გამეცინა საკუთარ თავზე, როგორ შემეშინდა ალბათ კატა იყო, ან რაღაც ცხოველი. ბებოს საწოლის ქვეშ შევიხედე არაფერი იყო. კაკუნი. კვლავ კაკუნი. ეს ხმა იატაკიდან მოდიოდა. თითქოს იქ ვიღაც იყო კვლავ შიშმა დამრია ხელი. თითქოს ადგილზე გავქვავდი, ნაბიჯს ვეღარ ვდგამდი. სრული სიჩუმე ჩამოწვა სანთელი დნებოდა. როგორღაც ძალა მოვიკრიბე, დავიხარე და იატაკზე მეც დავაკაკუნე.. და ერთი, ორი, სამი წამის შემდეგ იმანაც დააკაკუნა მე ახლა განსხვავებულად დავაკაკუნე ორჯერ გადაბმით და შემდეგ ერთხელ. რამდენიმე წამის შემდეგ, მანაც იგივე თანმიმდევრობით დააკაკუნა. ეჭვი არ იყო, იქ ქვემოთ ვიღაც თუ რაღაც იყო, რომელსაც ჩემთან კონტაქტში შემოსვლა სურდა. --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:12 შეშლილი ქალის დღიურები II ნაწილი ჩვენი სახლი მთის წვერზე იდგა, ერთი მხრიდან კლდე ჰქონდა, მეორე მხრიდან ჩვეულებრივ ეზო. © Nimpa სახლი ტერასული პრინციპით იყო ნაშენი და პირველი სართული ერთი მხრიდან თუ პირველი სართული იყო, მეორე მხრიდან მეორე სართულს წარმოადგენდა. სახლს სარდაფიც ჰქონდა, © Nimpa მაგრამ არ მახსოვს ოდესმე იგი ვინმეს გამოეყენებინოს, ამიტომ დიდი ხნის დავიწყებული მქონდა მისი არსებობა და მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ შეიძლება ეს რაღაც სარდაფში იყო. გულზე მომეშვა,© Nimpa ალბათ კატა ან ძაღლი შეძვრა სარდაფში, ვეღარ გამოდიოდა ჩემი ფეხის ხმა გაიგო და ამ გზით ცდილობდა ხმა მიეწვდინა სულიერი არსებისთვის. ცხოველები ძალიან მიყვარს და მაშინვე გადავწყვიტე გამენთვისუფლებინა საბრალო ცხოველი,© Nimpa როცა წარმოვიდგინე რა საშინელი სიკვდილი ელოდა. შიმშილით სიკვდილი უკაცრიელ სარდაფში. ჩავიცვი. © Nimpa ფანარი ავიღე და სახლს მოვუარე. სარდაფის შესასვლელი სახლის უკანა მხარეს იყო, საითაც ძალიან იშვიათად გავდიოდი ბებოს სიცოცხლეშიც. სარდაფს უზარმაზარი ბოქლომი ეკიდა.© Nimpa გამიკვირდა, ნეტავ რას ინახავდნენ ამისთანას ამხელა ბოქლომი რომ ჩამოეკიდათ ამ ღვთისგან დავიწყებულ ადგილას,© Nimpa სადაც სულ რამდენიმე კომლიღა ცხოვრობდა და არათუ ქურდი, იქ მაცხოვრებლებიც აღარ აკითხავდნენ საკუთრ სახლებს. გასაღები არ მქონდა,© Nimpa როგორღაც პაპას ლომი ვიპოვე და ბოქლომი ჩამოვგლიჯე, სარდაფის კარი ძალიან ძველი იყო, ხე დარბილებულიყო, თითქმის დამპალი იყო უკვე. სარდაფის ორივე კარი გაიღო და იქიდან სიბნელე და სიძველის სუნი გამოვარდა. ტანში გამაჟრჟოლა, © Nimpa თითქოს უეცრად აცივდა. სარდაფში სანამ შევიდოდი მზევინარის სიტყვები გამახსენდა რაღაც სკივრზე, რომელიც მთელი© Nimpa ამ დროის მანძილზე არც კი მომგონებია. შესანიშნავად ვიცოდი სახლის ყოველი კუთხე კუნჭული და იქ არანაირი სკივრი არ მეგულებოდა. იქნებ სწორედ აქ იყო ეს სკივრი,© Nimpa რომელიც ახსენა სიკვდილის წინ მზევინარმა. ამ ყველაფერზე რომ დავფიქრდი, კიდევ ერთხელ გამაჟრჟოლა ტანში და შიშმა ამიტანა. ვიფიქრე გათენდება და მერე შევალ-მეთქი ამ სარდაფში.© Nimpa ჩემს ოთახში დავბრუნდი, გავიხადე და დავწექი. გამთენია იქნებოდა რომ გამეღვიძა. იატაკიდან უკვე არა კაკუნის არამედ დარტყმების ხმა ამოდიოდა. © Nimpa თითქოს რაღაც ძალიან ღონიერი იყო ქვემოთ და ზემოთ ამოსვლას ლამობდა. ასეთი ხმაურის გამოწვევა არც ერთ ცხოველს არ შეეძლო. ძალზედ შემაფიქრიანა ამ ამბავმა.© Nimpa მაშინვე ავდექი და გარეთ გავედი. შიშით დაზაფრული და სიცივისგან გაყინული დავხვდი მზეს.© Nimpa რომ გათენდა შიშმა უკან დაიხია და წუხანდელი ბრახუნი გაზვიადებულად მომეჩვენა, თუმცა ოთახში შესვლა მაინც მეშინოდა. © Nimpa ასე ვიწრიალე რამდენიმე საათს, ბოლოს კი გადავწყვიტე რაც იქნებოდა იქნებოდა.© Nimpa სარდაფში უნდა შევსულიყავი და მენახა რა ხდებოდა. შეშლილი ქალის დღიურები III ნაწილი გარეთ დღე იყო, მაგრამ სარდაფში მაინც ბნელოდა, თუმცა იმდენად აღარ მეშინოდა. ფანარი ავიღე, ხელში კეტი დავიჭირე და თამამად შევედი ნესტიან, ობობიან სარდაფში. საგნების გარჩევა რომ შევძელი დავინახე რომ არაფერი იყო. ველოდი რომ რაღაც განსაკუთრებული დამხვდებოდა, რაღაც უცნაური, ან ცხოველი, ან ფრინველი ან რაიმე სხვა, მაგრამ იქ არაფერი იყო. ძველი ბოთლები და ქილებიც კი არ იყო. გამიკვირდა. როგორც ჩანს ჩემი ბებია და პაპა მას თავისი დანიშნულებისამებრ არ იყენებდნენ და არც არასდროს გამოეყენებინათ, რადგან არანაირი კვალი არ ჩანდა. ირგვლივ მხოლოდ ცარიელი კედლები იყო, რომლებიც ობობის ქსელებს დაეფარა. ბებოს ოთახში ამოვბრუნდი. ვიფიქრე ალბათ რამე ცხოველი იყო და კარი რომ გავაღე უკვე გავიდა-მეთქი. საჭმელს ვჭამდი, როცა კვლავ შემომესმა ბრახუნის ხმა. ეს უკვე აღარ იყო სახუმარო. ცოტა დამაკლდა მეზობლებთან არ გავიქეცი დასაძახებლად, რომ თვითონაც გაეგოთ ეს უცნაური ხმა, მაგრამ კვლავ იმაზე დავიწყე ფიქრი, ვაითუ მეჩვენება, გავგიჟდი და ხალხმა სასაცილოდ ამიგდოს მეთქი. სხვა გზა არ მქონდა, ისევ იმ წყეულ სარდაფს მივაშურე. ქვემოთ რომ ვიყავი, ვცდილობდი გამომეცნო სახლის რა ნაწილი იყო ეს და ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ ბებოს ოთახში გასასვლელის ადგილას კედელი იყო ამოშენებული. ის ადგილი საიდანაც მოდიოდა ხმა ვიღაცას კედლით ამოეშენებინა. ან იქნებ არც იყო იქ არაფერი, მაგრამ მაშინ საიდან მოდიოდა ხმა. გაცოფებულმა და გაკვირვებულმა პაპას ლომს დავავლე ხელი და რაც ძალი და ღონე მქონდა კედელს დავცხე. რამდენიმე დარტყმის მერე, როცა იმედი გადამეწურა, რომ კედლის მიღმა მართლა რამე დამხვდებოდა, რამდენიმე აგური გადავარდა. კვლავ რამდენჯერმე გამეტებით დავცხე ლომი. მალე კედელში პატარა ხვრელი გაჩნდა, საიდანაც ჩემს გასაკვირად სინათლე გამოდიოდა. ამ ხვრელში ვერ გავეტეოდი, დანგრეულმა აგურებმა მტვერი დააყენა და არაფრის გარჩევა არ შემეძლო. საღამომდე ვმუშაობდი, მანამ სანამ კედელში იმხელა ნახვრეტი არ გაჩნდა შიგ შესვლა რომ შემძლებოდა. უკვე ბნელოდა მუშაობას რომ მოვრჩი. სარდაფში სინათლე არ იყო. გადავწყვიტე ხვალ დილით ადრე მენახა ჩემი აღმოჩენა. მანამდე კი ჩემს ძველ ოთახში დამეძინა, სადაც ხმაური არ შემაწუხებდა. --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:13 შეშლილი ქალის დღიურები IV ნაწილი იდუმალი ოთახი გამთენია იყო რომ წამოვხტი და სარდაფს მივაშურე, სადაც იდუმალი ოთახი მეგულებოდა, რომელსაც შეეძლო ჩემთვის პასუხების გაცემა კითხვებზე და ამ უცნაური ამბების ახსნასაც მისგან ველოდი. კედელი იქამდე გამოვანგრიე, რომ თავისუფლად შემძლებოდა შესვლა და როცა შიგ შევედი ჩემ წინ სრულიად უცნაური რამ მოხდა, ყველაფერს ველოდი ამის გარდა. ოთახს პატარა სარკმელი ჰქონდა, საიდანაც შემოდიოდა სინათლე. ის სარდაფს არ ჰგავდა, ერთი პატარა ძველი საწოლი იდგა. იქვე პატარა მაგიდა, ერთი სკამი და ერთიც კარადის მსგავსი რაღაც. მაგიდაზე ფინჯანი იდო, თითქოს ვიღაცას ახლახანს ჩაი დაულევიაო. იქვე კუთხეში იდგა პატარა აკვანი, რომელშიც თვალებდათხრილი თოჯინა იწვა. ნაჭრის თოჯინა იყო, აქა-იქ ბამბა ამოჩროდა, თითქოს ვიღაცას განგებ დაეგლიჯა რაღაც ბასრი საგნით, სავარაუდოდ ჩანგლით. პატარა საწოლზე ზეწარი იყო გადაფარებული, თუმცა სიძველისა და მტვრისგან ყველაფერს დაჰკარგვოდა თავისი სახე.როგორც ჩანს ამ ოთახში რამდენიმე ათეული წელი არავინ ყოფილა. ფანჯარა კლდის მხარეს იყო ამოჭრილი და ამგვარად არავის შეეძლო მისი დანახვა, თუნდაც ეჭვად გაელვება. პატარა ოთახი იყო, მიწური. კარადის უჯრებში ვიპოვე, ორი კოვზი, ერთი ჩანგალი. ერთი პატარა სარკე და ერთიც სავარცხელი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ქალის გრძელი შავი თმის ღერები. ჩემი ყურადღება საწოლმა მიიპყრო, სადაც როგორც გავარჩიე რაღაც იდო, მაგრამ რამდენიმე სანტიმეტრი მტვერი ფარავდა.ეს რაღაც როგორც შემდეგ შევიტყვე ჩარჩოში ჩასმული გადიდებული სურათი იყო. ჩარჩო გავხსენი, რადგან მსურდა სწრაფად შემეტყო ვინ იყო აღბეჭდილი სურათზე და კიდევ უფრო გამიკვირდა, როცა ხელთ ბებიაჩემი მზევინარის ახალგაზრდობის ფოტო შემრჩა. თუმცა ეს ფოტო არასდროს მინახავს.ბებოს სულ რამდენიმე სურათი მოგვეპოვებოდა, ისიც უფრო მოგვიანებით გადაღებული შვილებთან ერთად. სურათზე გამოსახული ქალი ბებიაჩემის ასლი იყო, ძალიან ლამაზი მოელვარე შავი თვალებით. ვის უნდა დასჭირვებოდა ჯერ კიდევ ცოცხალი მზევინარის სურათის გადიდება ჩარჩოში ჩასმა და ამ იდუმალ ოთახში საწოლზე დადება, შემდეგ კი კედლის ამოშენება. ან რა ვინ ცხოვრობდა ამ ოთახში, ან რატომ ამოაშენეს, ან ვინ გააკეთა ეს ყველაფერი. ან რა ხმაურობდა ღამ-ღამობით. იდუმალმა ოთახმა უფრო მეტი თავსატეხი გამიჩინა, a უფრო მეტი კითხვა დაიბადა, პასუხები კი არსაიდან იყო. სურათს რომ ვუყურებდი გამახსენდა მზევინარის ნახსენები სკივრი.მხოლოდ სკივრს შეეძლო ამ საიდუმლოების ამოხსნა. თუ არა იქ, სხვანაირად ვერასდროს შევძლებდი ჩავწვდომოდი ამ უცნაურობებს. ოთახი პატარა იყო და მაშინვე მოვათვალიერე, მაგრამ სკივრისთვის არსად მომიკრავს თვალი, თუმცა ისეთი აღგზნებული ვიყავი და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი, მთელი სახლის გადათხრაც, რომ დამჭირვებოდა გადავთხრიდი და სკივრს მაინც ვიპოვიდი. საბედნიეროდ დიდი გარჯა არ დამჭირდა, რადგან სკივრი ძველი რკინის „კრაოტის“ ქვეშ ვიპოვე. პატარა, რკინის, შავი ფერის სკივრი.. ძველი სკივრი გავხსენი, მასში ქაღალდები, წიგნაკები და რვეულები ეწყო. პირველივე რვეული გადავშალე. მასზე დიდი ასოებით ეწერა: „შეშლილი ქალის დღიურები“… შეშლილი ქალის დღიურები V ნაწილი დღიურების დასაწყისი „გამარჯობა, ჩემო დღიურო, მე მზია მქვია, 16 წლის ვარ. მინდა ჩემი ცხოვრების შესახებ მოგიყვე. მართალია ტყუპისცალი და მყავს, მზევინარი, რომელიც თავს მირჩევნია, მაგრამ ხშირად ვგრძნობ თავს მარტოსულად, ამიტომ გადავწყვიტე დღიური მეწერა. შენ დაგარქმევ შეშლილი ქალის დღიურებს. მზევინარი მეუბნება შეშლილი ხარო, მეც მგონია რომ ცოტათი განვსხვავდები სხვებისგან. ოღონდ არ ვიცი რატომ ვარ შეშლილი…..“ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა აღმოვაჩინე, რომ ეს დღიური ეკუთვენოდა ბებიაჩემის ტყუპისცალს, რომლის შესახებ არასდროს არავის სიტყვა არ დასცდენია. მზიას შესახებ მამაც კი არ იცოდა არაფერი, მაგრამ გაუგებარია რატომ. მზია წერდა, რომ გასაოცარი მსგავსება იყო მასსა და მზევინარს შორის, იმდენად დიდი რომ საკუთარ მშობლებსაც კი არ შეეძლოთ მათი გარჩევა თუ გოგოები ეშმაკობას გადაწყვეტდნენ. ვერც სოფლელები არჩევდნენ და ვერც მასწავლებლები.ამით სარგებლობდნენ გოგონები და მზევინარი წერდა საკონტროლოებს და ჰყვებოდა გაკვეთილებს მზიას ნაცვლად, რომელიც როგორც წერდა, სულ არ აინტერესებდა სკოლა, სწავლა და მისთანები. მას უფრო მეტი უნდოდა, უფრო მეტზე ოცნებობდა, მაგრამ რა იყო ეს მეტი არც თვითონ იცოდა და არც მზევინარმა, რომელიც მისი გულის მესაიდუმლე იყო, თუმცა მასზე ბევრად ჭკვიანი, როგორც მზია წერდა თავის დღიურებში. მზია 17 წლის რომ გამხდარა თითქოს შეიცვალა. მხიარული და თხა გოგო გულჩათხრობილ ქალად იქცა. მზევინარს თითქმის აღარ ელაპარაკებოდა. წერდა: „ მასთან საერთო არაფერი მაქვს და ძალიან ვბრაზობ, რომ ასე ვგავართ ერთმანეთს. ყველას მზევინარი უყვარს, მე არავის ვუყვარვარ. სოფლელები რომ დამინახავენ დამიძახებენ მზეევინარ მოდი დაგვეხმარეო, რომ ვეტყვი მზია ვარ-მეთქი, აღარ მეძახიან, აღარ მიღიმიან. მას რომ არ ვგავდე მეც ვეყვარებოდი სოფლელებს, მეც მეყოლებოდა მეგობრები. მშობლებსაც კი მზევინარი უფრო უყვართ და სულ მის სახელს მეძახიან. მაგრამ მას თავისი სახელით მიმართავენ. როგორც ჩანს, მე არავის ვჭირდები. მზევინარმა წამართვა ყველას სიყვარული.“ წერდა გულდაწყვეტილი მზია. გათენდებოდა თუ არა სასაფლაოს მიაშურებდა თურმე, იქ მოიკალათებდა ყვავილებიან ბორცვზე, გაზაფხულობით და ზაფხულობით ყვავილების გვირგვინს დაიწნავდა და წერდა, გამუდმებით წერდა. მზია ამბობდა, რომ მისი ტყუპისცალი მასთან დაახლოებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ახლოსაც არ იკარებდა. როგორ გაბედა და ასე მგავსო სწუხდა მზია. ხალხს ერიდებოდა და ხალხიც ერიდებოდა თანდათან. მზია სხვა სამყაროში გადასახლდა თითქოს, ერთ დღესაც აღმოაჩინა რომ ხმამაღლა ელაპარაკებოდა თავის დღიურს, მერე საფლავებთან დაიწყო საუბარი. მკვდრები არ რიყავდნენ, მუდამ მზად იყვნენ მის მოსასმენად, არსად მიდიოდნენ, ზურგს არ აქცევდნენ, არასდროს უღიმოდნენ,მაგრამ ისინი ხომ არავის უღიმიან. მხოლოდ სურათებიდან, საფლავის ქვებოდან იმზირებოდნენ უსასრულობაში ჩაკარგულნი და მზიასაც თავისკენ იხმობდნენ, იდუმალებისა და უსასრულობის სამყაროში, რისკენაც კიდეც მიისწრაფოდა მზია, რადგან ამქვეყნიერებასთან დიდი ხნის წინ გაეწყვიტა კავშირი თავისივე ნებით. მალე მოვკვდებიო.-წერდა მზია. ან აქ რა დამრჩენია. 2 დღე რომ არ მივიდე სახლში ვერავინ შეამჩნევს, არავის ვუყვარვარ და არავის ვჭირდები, მათ მზევინარი ჰყავთო. ერთმა ჩანაწერმა მიიპყრო ჩემი ყურადღება: „თვალი რომ გავახილე უკვე ღამე იყო, ცა მოქუფრულიყო, წვიმას იწყებდა, არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი აქ, ან როგორ ჩამეძინა. დღიური მუხლებზე მედო კვლავ გადაშლილი, ხელში კალამი მეჭირა. თითქოს მთელი ეს დრო სხვაგან ვიყავი. არაფერი მახსოვდა. წამოვდექი, სახლში დავაპირე წასვლა. დღიური კაბის კალთაში გამოვკარი არ დამისველდეს-მეთქი ვიფიქრე. წვიმა წამოვიდა.კოკისპირულად წვიმდა, 2 წუთში გავილუმპე, დღიურზე ვფიქრობდი, არ დამისველდეს, არ გამიფუჭდეს-მეთქი. საფლავებს შორის მივრბოდი. გარშემო ნისლი და ბინდი იდგა, წვიმა მოდიოდა და კარგად ვერც ვხედავდი სად მივრბოდი. უეცრად საფლავებს შორის დიდი რაღაც შევნიშნე. სარკოფაგს ჰგავდა. ვიღაცას შემოეღობა, შიგნით კი რაღაც სახლისმაგვარი იდგა. საფლავის კარი თავისით გაიღო და მეც შევედი. ვიფიქრე ამ შენობას შევეფარები სანამ წვიმა გადაიღებს და დღიური აღარ დამისველდება-მეთქი.საფლავის ეზოში შევედი. ამ ნაგებობას ქვის კარები ჰქონდა და არც ერთი ფანჯარა. ხელი შევახე, რომ გამეღო. ჩემდა გასაკვირად მაშინვე ძალზედ ადვილად გაიღო ქვის კარი, ძალდაუტანებლად. შიგნით შევვარდი. სიბნელე იყო. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შევძელი გამერჩია რა იყო შიგნით სარკოფაგში.თმა გავიწურე, დღიური ამოვიღე, მშრალად გადარჩენილიყო. გარშემო რომ მიმოვიხედე დავინახე, რომ ჩემს წინ კუბო იდგა. ძალიან შემეშინდა, დღიური ხელიდან გამივარდა და კარებს ვეცი, მაგრამ ქვის კარი თავისით მიხურულიყო, შიგნიდან კი სახელური არ ჰქონდა რომ გამეღო. კარზე ვაბრახუნებდი, მაგრამ ამაოდ. ირგვლივ მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა, ვინმე რომც ყოფილიყო ვერ გაიგებდა ჩემს ხმას ამ გნიასში ან ვინ იქნებოდა ასეთ დროს ამ უკაცრიელ ადგილას, როცა მე სასაფლაოს ცოცხალმა ბინადარმაც კი მხოლოდ ახლა მივაკვლიე ამ ადგილს.ჩემი დღიური გულზე მივიხუტე თითქოს ის დამიცავდა და კართან დავჯექი, კუბოს პირდაპირ. სარკოფაგს სულ პატარა ჭუჭრუტანა ჰქონდა კედელში დატანებული, საიდანაც ჯერ კიდევ შემოდიოდა სუსტი სინათლე, რომელსაც მალე სავარაუდოდ სრული სიბნელე შეცვლიდა. რომ გამომეღვიძა, აღარ მახსოვდა სად ვიყავი. თვალებს ვახელდი, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ სიბნელე იყო. ვიგრძენი რომ სველი ვიყავი და მთელი სხეული მტკიოდა. უეცრად გამახსენდა ყველაფერი და შიშმა ამიტანა. უეცრად მომესმა, თითქოს ვიღაცამ გამიარა წინ. მხოლოდ ვიგრძენი, თორემ ვერაფერს ვხედავდი. უფრო მეტად მივიხუტე დღიური და კარებს ავეკარი, მოძრაობა აღარ შემეძლო შიშით შეძრწუნებულს. რამდენიმე წამში კვლავ მომესმა ფაჩუნის ხმა.თითქოს რაღაც გატკაცუნდა კუბოსთან.გული გამეყინა. რამდენიმე წამში ვიგრძენი ვიღაცის შეხება. მთელი ხმით დავიღრიალე, ხელებს და ფეხებს ვიქნევდი.მთელი ძალით ვუბრახუნებდი ხელებს ქვის კარებს. მიშველეთ-მეთქი ვყვიროდი. რამდენიმე წუთის შემდეგ დავმშვიდდი და ვიგრძენი, რომ ხელებზე რაღაც თბილი მდიოდა, ეს ალბათ ჩემივე სისხლი იყო. ჯერ კიდევ კარისკენ ვიყავი მიბრუნებული, როდესაც მხარზე შეხება ვიგრძენი, მაგრამ ეს არ იყო წამიერი შეხება. უცხო არსების ხელი ჩემს მხარზე იდო.მე ამას ცხადლივ ვგრძნობდი. კანკალმა ამიტანა. ვინ ხარ და რა გინდა? ვთქვი და შორიდან მომესმა ჩემი ხმა, თითქოს ვიღაც სხვა ლაპარაკობდა. „ან შენ უნდა იყო, ან ის“. მითხრა ხმამ. ვინ ხარ, ვინ ხარ, ვინ ხარ? ვიმეორებდი მე. „ვინ ვიქნები, მე ეს შენ ვარ“. მითხრა ხმამ, ვიგრძენი მისმა ხელმა როგორ შემომაბრუნა და მე დავინახე ყველაზე საზარელი რამ, რაც ცხოვრებაში მინახავს. ჩემს წინ ჩემივე თავი იდგა, წითელი თვალები ჰქონდა, პირიდან დიდი კბილები გამოსჩროდა და დორბლი სდიოდა თითქოს. თმები აწეწვოდა. ტანსაცმელი შემოგლეჯოდა. შორიდან მომესმა ჩემივე კივილი. მერე ყველაფერი აირია. გონი დავკარგე…“ --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:14 შეშლილი ქალის დღიურები ნაწილი VI „გონს რომ მოვედი სახლში ვიყავი, თავს მზევინარი, ჩემი მშობლები და მეზობლები მეხვივნენ. მომიყვნენ რომ იმ ღამეს სახლში, რომ არ დავბრუნდი ღამითვე გამოვიდა ჩემი და და მშობლები ჩემს საძებნელად, მერე მეზობლებიც შეუერთდნენ და მთელი სოფელი მეძებდა. პირველ რიგში, სასაფლაოს მიაკითხეს და ბევრი მეძებეს, თუმცა ვერსად მიპოვიდნენ ცხადია. ბოლოს მზევინარს დაუნახავს ამ უცნაური საფლავის გალავანი და შენობა. დაუჟინია იქ უნდა შევიდეთო. რის ვაი-ვაგლახით გადაუგორებიათ ქვა, რომელიც მე ერთი ხელის შეხებით გავაღე და ვუპოვივარ კიდეც“. მზია წერდა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ უფრო დაუახლოვდა თავის დას. მოუყვა კიდეც იმ საშინელი ღამის უჩეულო ამბავს სარკოფაგში რომ გადახდა. მზევინარს სიტყვა არ უთქვამს. მხოლოდ ხელი გადაუსვამს თავზე. ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიდიოდა. მზია და მზევინარი იზრდებოდნენ და მშვენდებოდნენ. მზია კვლავ ჩაკეტილი იყო, კვლავ დადიოდა სასაფლაოზე მარტო და დღიურებს წერდა, ეტრფოდა ბუნებას და ელაპარაკებოდა პატარა პეპლებსა თუ ჩიტუნებს. მზევინარი იყო მისი კერპი და ერთადერთი საყვარელი ადამიანი. ერთხელ, დღეობა იყო.. ადგილობრივ სალოცავში თავი მოეყარათ სოფლელებს, სხვა სოფლებიდანაც მოსულიყვო ხალხი მოსალოცად. საკლავის შესაწირად. მზია როგორც ყოველთვის, სასაფლაოზე იყო და არ აღელვებდა დღესასწაული. ის დღეც ჩვეულებრივ გაატარა, როგორც ყველა დანარჩენი. საღამოს სახლში რომ დაბრუნდა, ეუცნაურა თავისი მზევინარი. მზერა გაშტერებოდა და ფანჯრიდან იყურებოდა. უსაქმოდ იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა, უცნაური იყო მზევინარისგან უქმად ყოფნა და უბრალოდ ოცნება. რა გჭირსო გადაეკიდა მზია. მზევინარი ჯერ ცდილობდა არ გამოტეხილიყო, ბოლოს კი აღიარა ტყუპისცალთან, რომ იმ დღეს გაიცნო ერთი ბიჭი. კი არ გაიცნო დაინახა მხოლოდ. მეზობელი სოფლელი. ვეფხვია, ახოვანი, არწივისებური ცხვირით, შავი ულვაშებით. ამ შეხედვამ შეცვალა და გადაწყვიტა მისი ცხოვრება. სამუდამოდ ვეფხვიას დაუმორჩილა პატარა ქალწულის გული. მზიას ისე ეწყინა ამის გაგონება თითქოს და მოუკლეს, ან წაართვესო. უნდა დაივიწყოო არწმუნებდა მზია ტყუპისცალს, რომელიც მას აღარ უსმენდა და კვლავ ხევსურეთის ლამაზი მთებისკენ მიეპყრო თავისი მშვენიერი შავი თვალები. ორ კვირაში მზევინარის სათხოვნელად მოვიდნენ ვეფხვიას გამოგზავნილი კაცები. მასაც ერთი ნახვით შეყვარებოდა ქალი და სურდა ცხოვრების ჭაპანი მასთან ერთად ეზიდა სამუდამოდ. ქალისგან თანხმობა მიიღეს და ქორწილიც დანიშნეს. ამ ამბავმა საშინლად გააბრაზა მზია. მისი ერთადერთი ახლობელი ადამიანიც უნდა წასულიყო მისი ცხოვრებიდან, მხოლოდ საფლავების ამარაღა რჩებოდა საბრალო. მზევინარს აღარ ეცალა მისთვის, საქორწინო სამზადისით იყო დაკავებული და უზომოდ ბედნიერი. ერთხელ მზიას გვიან გაეღვიძა, სახლში აღარავინ იყო. პირი დაიბანა, კაბა მოიწესრიგა, დღიური აიღო და სასაფლაოსკენ მიეშურებოდა, როცა მათი სახლის ღობეს, უცხო კაცი მოადგა და ანთებული თვალებით შემოსძახა მზევინარო. კაცი ღობეს გადმოახტა, მასთან მიირბინა და გულში ჩაიკრა მთელი ძალით. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, მზიამ ვერც კი მოასწრო ეთქვა მზევინარი არ ვარო. კაცმა შუბლი და თვალები დაუკოცნა. თავისი შავი ულვაშებით ჩხვლეტდა ქალწულის ღაწვებს ჯერ რომ მამაკაცის ხელიც კი არ შეხებოდა. მზია ერთბაშად აენთო. შიგნიდან სიმხურვალე იგრძნო. კაცს ხელი კრა და მისთვის უჩვეულო ძალით მოიშორა. ულვაშიანი კაცი დაბნეულად უყურებდა აცახცახებულ ქალს. „მზევინარი არ ვარ, მზია ვარ მისი ტყუპისცალი“.- თქვა მზიამ. იგი ჯერ არ იცნობდა ვეფხვიას, მასზე ბევრი რამ გაეგო, მაგრამ არასდროს ენახა და სიმართლე რომ ვთქვათ, არც დაინტერესებულა არასდროს, როგორი იყო მისი სასიძო, რადგან ისედაც იცოდა რომ იგი იქნებოდა ძალიან ცუდი, ის ხომ ართმევდა ყველაზე კარგსა და ძვირფასს, რაც გააჩნდა. „მაპატიეთო“.-ამოილუღლუღა თავდახრილმა ვეფხვიამ და ისევე სწრაფად გაუჩინარდა, როგორც გაჩნდა. მზია სანამ სასაფლაომდე მიაღწევდა ძალზედ გაბრაზებული და აღშფოთებული იყო. სასაფლაოზე რომ ჩამოჯდა და წერა დაიწყო, იგრძნო რომ აზრი უსხლტებოდა და უეცრად ამ ულვაშა კაცზე, თავის მომავალ სიძეზე იწყებდა ფიქრს. ახსენდებოდა მისი ნახტომი ღობეზე, მისი ძლიერი მკლავების ხვევნა. მისი მამაკაცური სუნი. მისი ცხელი სუნთქვა და მისი მწველი კოცნები. მზიას ეს შემთხვევა ხილვებად ექცა, ულვაშა კაცი კი სიზმრებად გადაიქცა. ყოველ ღამე ხედავდა ამ შემთხვევას, ვეფხვიას, რომელიც კოცნის და ეხვევა, სიზმრებში იგი მის სატრფოდ იქცა. მოვიდა მზევინარისთვის ნანატრი ქორწილი. მზიაც იქვე იყო და უჭვრეტდა როგორ ერთდებოდა მისთვის ყველაზე საყვარელი ორი ადამიანი დედამიწის ზურგზე. „შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი“ და გაუგებარია რატომ გადაწყვიტა ბედისწერამ ასე მოეწყო ამ სამი ადამიანის ცხოვრება, მაგრამ მზევინარის გათხოვებიდან 3 კვირაში, დამ თავის ტყუპისცალს შესთავაზა თავისთან გადასულიყო საცხოვრებლად. ხანდახან, ჩვენ ადამიანებს გვგონია რომ სიკეთეს ჩავდივართ, გვსურს რომ კარგად იყოს ჩვენი მოყვასი, ჩვენი ახლობლები, მაგრამ ზოგჯერ სიკეთე უდიდეს ბოროტებას ემსახურება.. სიკეთე ხომ ყოველთვის ისჯება, ალბათ ამიტომაცაა ასე იშვიათი და რჩეულთა ხვედრი.. --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:14 შეშლილი ქალის დღიურები ნაწილი VII ვეფხვია სულ პატარა იყო მშობლები რომ დაეხოცა, ბავშვობიდან იწვნია ცხოვრების სიმკაცრე, ახლა როცა საყვარელი ადამიანი ჰყავდა გვერდით იფიქრა რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, ახლა მარტო აღარ იყო, მზევინარი ჰყავდა გვერდით და ყოველთვის ეყოლებოდა ჭირსა თუ ლხინში, თუმცა ბედისწერის ცინიზმს საზღვარი არ აქვს. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ვეფხვიას სახლში მხოლოდ მზევინარი, ვეფხვია და მზია ცხოვრობდნენ. სიძეზე შეყვარებული მზია თავის გრძნობებს საგულდაგულოდ მალავდა და სიძეს ერიდებოდა კიდეც. ხანდახან ეჩვენებოდა თითქოს დამ ყველაფერი იცოდა და განგებ ხუჭავდა თვალს. თითქოს ვეფხვიაც გრძნობდა რაღაცას და ცოლის დასთან ყოველთვის ძალზედ თავშეკავებული და პირქუში იყო. თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ერთხელ მზევინარმა ქალაქში გადაწყვიტა წასვლა ოჯახისთვის საჭირო ნივთების შესაძენად, მზიასაც სთხოვდა გაჰყოლოდა, მაგრამ დამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მაშინ მზევინარი გამოემშვიდობა საყვარელ ქმარსა და ტყუპისცალს და დილა უთენია გაუდგა გზას. ვეფხვიაც წავიდა სახლიდან, არ სურდა მზიასთან ერთად მარტო ყოფილიყო სახლში, ან ეს მხოლოდ მზიას ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი იყო. მას სულ ეჩვენებოდა, რომ ვეფხვიასა და მზევინარს იგი სძულდათ და მხოლოდ სიბრალულის გამო შეიფარეს. ალბათ ამიტომ იყო, რომ ვიღაცებს ურიგებდნენ და მისი გათხოვება სურდათ. ჩემს თავიდან მოშორებას ლამობენო.-ფიქრობდა მზია და წერდა თავის დღიურში. სახლში მარტო დარჩა მზია. ვეფხვია საღამოს დაბრუნდებოდა სახლში და ბოლოს და ბოლოს მარტო აღმოჩნდებოდა ნანატრ მამაკაცთან, სატრფოსთან რომელზე ფიქრშიც გაეთენებინა საბრალო ქალწულს უთვალავი ღამე.რომელზეც სიგიჟემდე ეჭვიანობდა და რომლის გამოც შეეძულებინა საკუთარი სისხლი და ხორცი, თავისი ტყუპისცალი. ერთადერთი ახლობელი ადამიანი, რომელიც კი გააჩნდა ამ ქვეყნად. ძალზედ გვიანი იყო ვეფხვია, რომ დაბრუნდა სახლში. მაშინვე თავის ოთახში შევიდა, მზია არც მოუკითხავს. სახლში სინათლე არ ენთო. ვეფხვია ბარბაცებდა. როგორც ჩანს, ძალზედ ბევრი დაელია და მთვრალი იყო. ნასვამიც კი არასდროს ენახა ვეფხვია არც მზიას და არც მზევინარს. ხარივით შეეძლო დალევა, მაგრამ არასდროს თვრებოდა, ამჯერად საყვარელი ქალის განშორებამ თუ მოსალოდნელმა უბედურებამ დაუბინდა გონება კაცს და სასმელმა სძლია. ჩვენ ადამიანები ხომ ზუსტად მაშინ არ ვართ ხოლმე ძლიერები და ჭკვიანები, როცა ყველაზე მეტად უნდა ვიყოთ. სწორედ მაშინ გვთვლემს, როცა უნდა ვიფხიზლოთ. ვეფხვიამ რის ვაი-ვაგლახით გაიხადა და საწოლზე მიწვა. უეცრად იგრძნო რომ საწოლზე რაღაც იყო. რა არის, რა ხდება, ვინ ხარ? წამოხტა ვეფხვია. მე ვარ.ავტობუსი არ იყო და ვერ წავედი ქალაქს.ხვალ დილით წავალ. სად იყავი აქამდე. როგორ დამთვრალხარ.-გაიგონა ვეფხვიამ საყვარელი ქალის ხმა. პატარა სარკმლიდან მთვარის შუქი ეთამაშებოდა ქალის ნახევრადშიშველ მკერდს. თოვლსავით ქათქათა მკლავები შემოაჭდო ქალწულმა კისერზე და აკოცა. ვნებააშლილ ვეფხვიასაც დიდხანს არ უფიქრია. ან კი რაზე უნდა ეფიქრა.. --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:15 მამალს ჯერ არ ეყივლა ოთახის კარი, რომ გაიღო და მზევინარმა ორი დიდი ჩანთა შემოათრია.. ორივე გამოფხიზლდა.. ვეფხვიამ თავისი ცოლი რომ დაინახა მაშინვე გაახსენდა ყველაფერი. მიხვდა ქალის მზაკვრობას. სამივე ერთმანეთს უყურებდნენ, ხმა არც ერთს ამოუღია. მზევინარი ოთახიდან გავიდა. ვეფხვიამ წამში ჩაიცვა და უკან გაჰყვა, ისე რომ მზიასთვის არც კი შეუხედავს. ახლა რა უნდა ვქნათ?- ჰკითხა ვეფხვიამ ცოლს. რომელიც მისდა გასაკვირად არც ტიროდა და არც სიბრაზის რაიმე ნიშანს ამჟღავნებდა. ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. ყოველთვის ვიცოდი რომ უყვარდი. ჩემი ბრალია. შენ არაფერ შუაში ხარ.-უთხრა ცოლმა. მზიასა და მზევინარს მას შემდეგ აღარ ულაპარაკიათ. მზია თავის ოთახში შეიკეტა. კვირაობით იყო ჩაკეტილი. კარებთან ლანგრით დაუდებდა საჭმელს და. მზია კი ცარიელ ჭურჭელს ახვედრებდა კართან. ისე გავიდა რამდენიმე თვე, რომ მზია თვალითაც არ უნახავთ დასა და სიძეს. მეზობელბს კი ეუბნებოდნენ, რომ ავად იყო და არ შეეძლო არც მნახველების მიღება, რათა მათაც არ გადასდებოდათ მზიას ავადმყოფობა. ორი თვის შემდეგ როდესაც მზევინარი ვეფხვიას ტანსაცმელს რეცხავდა, უეცრად მზიას მოჰკრა თვალი. მზიას სახე გაფითრებოდა, გამხდარიყო. აჩრდილივით გამოიყურებოდა. ფეხმძიმედ ვარ შენი ქმრისგან.-პირდაპირ მიახალა მზიამ. მეც-მიუგო მზევინარმა. სახლში მოსულ ვეფხვიას უცნაური სანახაობა დახვდა. ორი ერთნაირი ქალი ერთად დამსხდარიყვნენ, მხიარულად ბაასობდნენ და წინდებს ქსოვდნენ. ვეფხვიასთვის კიდევ უფრო საოცარი ის იყო, რომ ეს ორივე ქალი მისგან ელოდებოდა ბავშვს და ეს სულაც არ აწუხებდათ. შეუძლებელი იყო მზიას 9 თვით გადამალვა ან ავადმყოფობის მოგონება, რაღაც ისეთი უნდა მოეფიქრებინათ, რომ მეზობლებს ეჭვი არ აეღოთ და სამუდამოდ არ შეერისხათ მათი ოჯახი, რომელსაც ასე უცნაურად ეთამაშებოდა ბედისწერა. გადაწყვიტეს რომ მეზობლებისთვის ეთქვათ, თითქოს მზია რუსეთში გაგზავნეს სამკურნალოდ, ის კი სახლში ჰყოლოდათ, ოღონდ ისე რომ ვერავის ენახა მანამ სანამ არ იმშობიარებდა, შემდეგ კი იტყოდნენ რომ მზევინარმა ტყუპები შობა. ეს არც იქნებოდა გასაკვირი, თვითონაც ხომ ტყუპისცალი იყო. მზიაც მაშინ დაბრუნდებოდა რუსეთიდან გამოჯანმრთლებული. ვეფხვია და მზევინარი კი საკუთარი შვილივით გაზრდიდნენ მზიას ბავშვს და ამგვარად ვერავინ ვერასდროს შეიტყობდა ამ ცოდვის შესახებ. მზია უმალ დათანხმდა დასა და სიძეს ამ წინადადებაზე. ვეხვიამ თავისი და მზევინარის ოთახის ქვეშ ოთახი გათხარა, პატარა სარკმელიც გაუკეთა, მზის სხივები რომ დაენახა მზიას. როგორც შეეძლო მოუწყეს კიდეც. ამიერიდან ეს უნდა ყოფილიყო მზიას ოთახი და თუ რამე დასჭირდებოდა ჭერზე კაკუნით მიახვედრებდა დას ან სიძეს რომ მასთან ჩასულიყვნენ. თვითონ კი არასდროს გამოვიდოდა ამ პატარა ოთახიდან. ამგვარად საკუთარ და დის ღირსებას დაიცავდა ხალხის თვალში.. --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:15 ქალის ამბავი ამ ამბავს პაპა ჰყვებოდა ხოლმე ქეიფის დროს, როცა თავის ბალალაიკაზე დაკვრასა და სიმღერას დაასრულებდა. ეს ამბავი რომ მოხდა მე პატარა ბიჭი ვიყავი. მთელს იმ მხარეში გახმაურდა. ჩვენს სოფელშიც რამდენიმე ხანი სულ ეს ჰქონდათ სალაპარაკო. ერთ სოფელში ერთი კაცი ცხოვრობდა მიხა. მიხას მშობლები რომ დაეხოცა სულ მარტო დარჩა. მხოლოდ ერთი ვირი ჰყავდა, რომელმაც როგორც მიხა ამტკიცებდა ლაპარაკი იცოდა, მაგრამ მხოლოდ მასთან საუბრობდა. მიხა ჭკუასთან ცოტა არ იყოს მწყრალად იყო. ცოლი არ ჰყავდა, თუმცა კი ძალიან უნდოდა თავისი მეზობელი მაყვალას ცოლად შერთვა, თუმცა ჯერ ვერ გადაეწყვიტა ბოლომდე. მიხა ელამი იყო, ცალი თვალით თუ თვალებში გიყურებდათ, მეორე ალმაცერად გაურბოდა, ასე რომ ვერასდროს მიხვდებოდით საით იყურებოდა. თუმცა გულკეთილი კაცი იყო მიხა და სოფელელბს უყვარდათ და პატივს სცემდნენ. იმ ღამეს თავის ვირის ტაჭკაზე იჯდა, ფიჩხი მიჰქონდა სახლში. თავის განუყრელ მათარაში არაყი ესხა და დროგამოშვებით წრუპავდა ხოლმე. თავის ვირთან სჯა-ბაასი გაემართა მაყვალას შესახებ. ვირი უმტკიცებდა კარგი ქალი კი არის, მაგრამ ძნ დიდი ულვაშები აქვსო. მიხა ამბობდა, მთავარია ქალმა კერძების გაკეთება იცოდეს და ვენახში მუშაობდეს, თორე ამხელა ულვაშები მაქვს და მაგის გამო თავის დღეში არავის დავუწუნივარო. მოკამათეებს მხედვლებოდიან გამორჩათ როგორ გადაუხვიეს მთავარი გზიდან და ბილიკს დაადგნენ. სოფლელები ჰყვებოდნენ ვითომც ღამ-ღამობით ამ გზაზე უცნაური ჩაცმულობის ქალი ჩნდებოდა და შემხვედრ მამაკაცებს სადღაც ეპატიჟებოდა მაცდური ღიმილით. მიხა უკვე უყვიროდა თავის ვირს (თუმცა წკეპლას მაინც არ გადასცხებდა ხოლმე, უზომოდ უყვარდა თავის ლამაზ თვალება მეგობარი) როცა წინ ქალი შენიშნა. მიხას ძალიან გაუკვირდა. დახმარება შესთავაზა. ქალმა გაუღიმა და დამტვრეული ქართულით უთხრა უკან გამომყევი კეთილო კაცო, შენთან საქმე მაქვსო. თავიდან კი შეშფოთდა მიხა, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობსო, ულვაშებზე ხელი ჩამოისვა, ჩაიცინა და ნიშნისმოგებით გახედა თავის ვირს. მიხა ტაჭკიდან ჩამოხტა და ქალს გაჰყვა. უცნობი წინ მიდიოდა, ხანდახან მოხედავდა ხოლმე მიხას და სთხოვდა მას მიყოლოდა. ვირიც მიხას უკან მოდიოდა. „უნდა ყველაფერი იცოდეს, რა ცნობისმოყვარეაო“-ფიქრობდა მიხა თავის ვირზე და ლამაზ, ხალვათად ჩაცმულ ქალს ათვალიერებდა, ხან ერთი და ხანაც მეორე თვალით. თვითონაც არ იცოდა როგორ მოხვდა აქ, მაგრამ მიხა სასაფლაოზე აღმოჩნდა, რომელიც გზასთან ახლოს იყო. მიხას ძალიან ეშინოდა მკვდრების და სასაფლაოსთან გავლას კი ძალზედ უფრთხოდა. არაფრის დიდებით სასაფლაოსთან არ ჩაივლიდა დღისითაც კი, ღამით ხომ მიტუმეტეს არასდროს ყოფილა. მიხა რომ მიხვდა სასაფლაოზე ვარო, გაჩერდა. უცნობი ქალი სთხოვდა მოდი მიხა, ნუ გეშინიაო. თუმცა ის ფეხის გადადგმასაც აღარ აპირებდა. მაშინ ქალი თვითონ მიუახლოვდა. თავისი მოკლე კაბის ღილებისკენ წაიღო ხელი. ნელა იხსნიდა. მიხამ თვალები ჭყიტა. ვირი გვერდით ამოუდგა პატრონს. „ხედავ როგორ მოვეწონე ამ ქალს?“ ამაყად ჰკითხა ვირს. ქალმა ღილები შეიხსნა და კაბა გაიძრო. საცვლების ამარა დარჩა. მიხამ თვალები მოიფშვნიტა ხომ არ მესიზმრებაო. „მოდი, მიხა, ხო ხედავ გელი“- ნაზად უთხრა ქალმა და იქვე წამოწვა. მიხამ თავისი ვირის მორიდებაც კი არ იქონია და პირდაპირ მივარდა ამ ქალს. მომხიბლავმა ქალმა უცებ საზარლად შესწივლა, ქერა თმა ჭაღარად ექცა, ახალგაზრდა სახე დაუნაოჭდა და დაუსახიჩრდა. მიხამ კი ზღართანი მოიღო და სადღაც ჩავარდა. მიხამ ყვირილი მორთო. ბებერი მახინჯი უეცრად გაქრა, მიხა კი ამოთხრილ საფლავში აღმოჩნდა. აქეთ-იქით აწყდებოდა. ამოსვლა უნდოდა, შიშისგან გული ელეოდა. თავის ვირს უხმობდა საშველად. მეორე დილით სოფლელებმა მიხა სოფლის გზაზე იპოვეს გულწასული, ვირის სადავეს გამობმოდა ფეხით და კეთილი პირუტყვი მიათრევდა ნელა შარაზე. მოასულიერეს, გონს მოიყვანეს. შემდეგ მიხა ამტკიცებდა ჩემი ვირი რომ არა ნამდვილად მოვკვდებოდი, მან გადამარჩინაო, ალბათ ამიტომ იყო რომ თავის ოთახში აძინებდა. შემდეგ როგორც ჩანს, თავისი ვირისგან თანხმობა მიიღო და მეზობელი მაყვალა ითხოვა ცოლად, რომელიც სიამოვნებით კი გაჰყვა ცოლად, მაგრამ მიხას საბრალო ვირი ამოიჩემა. ჯერ საერთო ოთხიდან გააგდო, მერე კიდევ თუ თვითონ დაჯდებოდა ტაჭკაზე, ისე სცემდა სახრეთი, საბრალოს ტყავს აძრობდა. ბოროტი ენები ამბობდნენ, მაყვალა მიხას ვირზე ეჭვიანობსო. მაყვალაც უკაცრავად იყო გონებასთან. თუმცა კარგი დიასახლისი კი გამოდგა. . ამ ამბებიდან ცოტა ხანში სოფელს გამომძიებლები ესტუმრნენ. მიხას მითითებულ ადგილას მიწა გათხარეს და ადამიანის ჩონჩხი იპოვეს, რომელიც როგორც აღმოჩნდა ქალს ეკუთვნოდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ, ერთ-ერთმა ამ სოფელში მაცხოვრებელმა, ვიღაც ფულიანი კაცის მძღოლი რომ იყო, ღამე მანქანით გზაზე აიყვანა, არაქართული წარმოშობის ქალი. ფასზე რომ შეთანხმდნენ, კაცმა სასაფლაოზე მიიყვანა, რადგან ღამე სასაფლაოზე არავინ იქნებოდა და ეს ამბავიც არ გახმაურდებოდა. საქმე რომ მოითავეს, ქალმა მეტი გასამრჯელო მოითხოვა, კაცი უარზე დადგა. ქალი შანტაჟზე წავიდა, დაემუქრა ვიყვირებ და მთელს სოფელს თავზე დაგახვევ თუ იმდენს არ გადამხიდი, რამდენიც მე მინდაო. ქალს მართლაც დაუწყია ყვირილი, მაგრამ კაცი მივარდნია, ყელში წაუჭერია ხელები და შემოკვდომია. შემდეგ იქვე გაუთხრია მიწა და დაუმარხავს ქალი. თვითონ კი ცოტა ხანში რუსეთში გადახვეწილა სამუდამოდ. მას შემდეგ მოკლული ქალის მოჩვენება გზად მიმავალ ადამიანებს ხვდება, მხოლოდ კაცებს და ცდილობს შური იძიოს ყოველ მათგანზე. --------------- LoOoL 03 სექტ 2013, 13:16 კეთილი მეზობელი ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა, სამსახურიდან გამომაგდეს, შეყვარებულს დავშორდი. გაუბედურებული და უფულო მეგობრებმაც კი მიმატოვეს. არავის ეცალა ჩემთვის. Facebook-ზეც კი აღარ მწერდნენ. თბილისში არც ისე დიდი ხანია რაც ვცხოვრობ, ჩემი მშობლები სოფელში ცხოვრობენ. წარმოშობით იმერეთიდან ვარ. აქ რომ ჩამოვედი ოცნებებით ვიყავი სავსე, ვსწავლობდი, მუშაობა დავიწყე, მერე ლაშა გავიცანი. გათხოვებას ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ თითქოს ვიღაცამ დამწყევლაო, ჩემი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით დაინგრა. სამსახურიდან გამაგდეს, ლაშამ მიმატოვა, უნივერსიტეტშიც აკადემუირი ავიღე და აღარ ვსწავლობდი. ჩემს მშობლებს ძალიან უჭირთ, მათი ერთადერთი შილი ვარ, აქამდე ცოტ-ცოტას მეც ვეხმარებოდი, ახლა კი მათ ვთხოვ პურის ფული გამომიგზავნონ. დედამ მითხრა სოფელში ჩამოდიო, მაგრამ იქ ჩასვლისაც მრცხვენია, მეზობლები რას იტყვიან, ამდენი ხანია თბილისშია ვერც კი გათხოვდაო. იქ ყველამ იცის რომ ძალიან მდიდარი საქმრო მყავს, აბა ასე როგორ ჩავიდე. თბილისში რომ ჩამოვედი გარეუბანში ვიქირავე 1 ოთახიანი ბინა. გლდანში ვცხოვრობ, ბოლო სართულზე, დისნეილენდის პირდაპირ, თუმცა არასდროს ვყოფილვარ ამ დისნეილენდში. ჩემს კარის მეზობლად ერთი ქალი ცხოვრობს, ემა დეიდას ეძახიან, გაუთხოვარია, მარტოხელა, მხოლოდ ერთი მსუქანი კატა ჰყავს. ის ყველაზე კეთილი ქალია ვინც კი მცნობია, ჩემი სოფლის მეზობლებისა და ნათსავებისგან ძალიან განსხვავდება. სხვის საქმეში არასდროს ერევა და არ ჭორაობს. არასდროს უთქვამს არაფერი თუნდაც იმაზე, რომ ჩემთან სახლში ლაშა მოდიოდა და ხანდახან რჩებოდა კიდეც. არა და რომელიმე ჩემს მეზობელს რომ გაეგო ეს ამბავი უეჭველად ჯვარზე გამაკრავდნენ. ემა დეიდა ჩემი მეგობარია. როგორც ჩანს ის მართლაც ერთადერთი მეგობარია, რადგან როცა ყველამ მიმატოვა, მხოლოდ ის მაქცევდა ყურადღებას. მეუბნებოდა ხოლმე მეც ვყოფილვარ ახალგაზრდა და ვიცი რას გრძნობო, ისე მოიქეცი როგორც გინდა, სხვების აზრითა და სურვილით არ იცხოვრო, თორემ აუცილებლად ინანებო. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ძალიან მიყვარს ემა დეიდა და მასაც ასევე ძალზედ ვუყვარვარ. ერთ დღეს გასაუბრებიდან სახლში დავბრუნდი. ეს ვაკანსია ჩემი ბოლო იმედი იყო, მაგრამ უარი მითხრეს, კიდევ ერთი უარი. თავბედი ვიწყევლე რატომ არ ვისწავლე სკოლაში პროცენტის გამოთვლა, ეს ოხერი პროცენტი რომ მცოდნოდა იქნებ ასე არ გამოვებუნძულებინე. ლაშს დავურეკე, როგორც იქნა მიპასუხა, მითხრა მე სხვა მიყვარს, შენ აღარ მიყვარხარ, როდის შეიგნებ და დამანებებ თავსო. დედამ დარეკა, მამა ყოფილა ცუდად, ძროხაც მოკვდომიათ. მითხრა თუ შეუძლია შენს მდიდარ საქმროს იქნებ რამენაირად დაგვეხმაროს და ცოტა ფული გვასესხოსო. მე დავპირდი ხვალვე გამომგიგზავნით საჭირო თანხას, ოღონდ არ ინერვიულოთ-მეთქი. ტელეფონი რომ გავთიშე, მივხვდი რომ არ ვიცოდი რა მექნა… კომპიუტერს მივუჯექი, Facebook-ზე პოლიტიკისა და „ბრძნული“ სტატუსების გარდა არაფერი იყო, ერთი და იგივე. ჩემს მეგობრებს მივწერე, იქნებ ფული ესეხებინათ, ვინც პასუხი მომწერა, თქვა არ მაქვსო. არავინ დაინტერესებულა ჩემი მდგომარეობით. ავდექი სახლში სიარული დავიწყე, მერე კარადა გამოვაღე და ყველაფერი გადმოვყარე, ვფიქრობდი იქნებ ოდესმე შენახულ ფულს გადავწყდე, ან იქნებ ძველ მდგუმურებს დარჩათ-მეთქი რამე. თუმცა კარადაშიც არაფერი იყო. ჩემი მოძველებული ტანსაცმლისა და ერთი პატარა პარკის გარდა, სადაც წამლები შეენახა ვიღაცას. პარკიდან წამლები ამოვიღე, არც შენახვის ვადისთვის დამიხედავს და არც წამლების დასახელებებისთვის, ხელის გულზე დავიწყე ტაბლეტები, პირში ჩავიყარე და ნახევარი ბოთლი არაყი მივაყოლე, რომელიც რაღაც სასწაულებრივად შემომრჩენოდა, რადგან ჩემს სახლში ცარიელი პურიც კი აღარ მოიპოვებოდა, არამცთუ ისეთი ჰუმანური სასმელი, როგორიც არაყია. ამის შემდეგ ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. ფბ-ზე ვიყავი, წარწერებმა გადიდება დაიწყეს, მერე ისე დაწვრილდნენ სახეს ვადებდი მონიტორს და ვერაფერს ვხედავდი. ავდექი ოთხი შექანდა. ჭუჭლის მტვრევის ხმა მომესმა თითქოს ყველაფერი ერთბაშად იმსხვრეოდა. ვცდილობდი როგორმე სააბაზანომდე მიმეღწია, ცივი წყალი შემესხა სახეზე. გონს რომ მოვედი სააბაზანოში იატაკზე ვეგდე, თავს ემა დეიდა მადგა. ვიფიქრე აივნიდან თუ გამოვიდა, თორემ კარს როგორ გააღებდა-მეთქი. ჩვენს სახლებს სახანძრო აივანი აკავშირებს. ცუდად ვიყავი, მაგრამ ამაზე გამეცინა. აქ როგორ მოხვდით ემა დეიდა-მეთქი ვკითხე. მან არაფერი მიპასუხა. ადგომაში დამეხმარა. გული აირიეო თქვა. მეც დავემორჩილე. უნიტაზში ჩავემხე, ემა დეიდა თავს მიჭერდა. მერე როგორც ჩანს, კვლავ გული წამივიდა. თვალი რომ გავახილე უცხო ხალხი შევნიშნე, ვიგრძენი რომ ვჯაყჯაყებდი, კვლავ დავკარგე გონი.. ცნობიერება მხოლოდ მესამე დღეს დამიბრუნდა, თავთით დედა მეჯდა, საბრალო კიდევ უფრო დაბერებულიყო ჩემი უბედურების მნახველი. მე რომ გავიღვიძე, მაშინვე ექიმს დაუძახა. ექიმმა მითხრა, გაგიმართლა რომ თავის მოკვლის მცდელობის მიუხედავად, გონს მოეგეთ და უკან ამოიღეთ გადაყლაპული წამლები. სასწრაფოში რომ არ დაგერეკათ, ნამდვილად ვერ გადარჩებოდითო. მე გამიკვირდა, რადგან ზუსტად მახსოვს, რომ რაც გონზე ვიყავი სასწრაფოში არ დამირეკავს. ვუთხარი კიდეც ეს ექიმს. ნამდვილად თქვენ დარეკეთ, მაგრამ კარების გაღება ვეღარ მოახრხეთ და სამაშველოს მოუწია მისი გაღება, რადგან თქვენ უკვე გონი გქონდათ დაკარგულიო, მითხრა ექიმმა. მე ემა დეიდა გამახსენდა, ნამდვილად ემა დეიდა დარეკავდა სასწრაფოში, რადგან ცუდად რომ ვიყავი ჩემთან იყო, მეხმარბეოდა. მან მითხრა ამომეღო წამლები, მან მომიყვანა გონს სააბაზანოში რომ უგონოდ ვეგდე, მოიყვანეთ ჰკითხეთ ემა დეიდას და დაგიმოწმებთ. აღელვებული ვამტკიცებდი მე. ექიმმა და დედამ ერთმანეთს გადახედეს, აღარაფერი უთქვამთ. ორი კვირის შემდეგ სახლში გამწერეს. სახლში როგორც კი მივედი ემა დეიდას კარებზე მივუკაკუნე, საავადმყოფოში არ მოსულა სანახავად. მინდოდა მადლობა გადამეხადა. კარი ვიღაც ახალგაზრდა ქალმა გამიღო. ემა დეიდა სად? – არის ვიკითხე მე. ქალმა გამიღიმა, სახლში მიმიპატიჟა და მომიყვა, რომ ჩემი უბედურებიდან მეორე დღეს ემა დეიდას მოაკითხეს ძმისშილებმა, მაგრამ რადგან არც კარს აღებდა და არც ტელეფონზე პასუხობდა, კარი შეამტვრიეს და აღმოაჩინეს რომ ემა დეიდა სამი დღის გარდაცვლილი იყო. ეს რომ გავიგე, ძალიან შემეშინდა. როგორ შეიძლებოდა ემა დეიდა გარდაცვლილი ყოფილიყო უკვე მაშინ როცა მე მეხმარებოდა, ან დაერეკა სასწრაფოში, მაგრამ ეს ხსნიდა იმ ფაქტს რატომ იყო ჩემი სახლის კარი ჩაკეტილი როცა სასწრაფო მოვიდა, ემა დეიდამ კი მაინც შეძლო ჩემს სახლში შემოსვლა. მე ჩემს სოფელში დავბრუნდი, მეზობელი სოფლიდან ერთ ბიჭს გავყევი ცოლად. ახლა შვილებიც მყავს და ოჯახიც. იშვიათად მაგრამ როცა თბილისში ვახერხებ ჩამოსვლას, ყოველთვის გავდივარ ემა დეიდას საფლავზე და მადლობას ვუხდი, რომ სიკვდილს გადამარჩინა. --------------- ***MaLeNa*** 09 სექტ 2013, 16:21 დაქორწინებული წყვილი საღამოს სახლიდან გავიდა და ახალგაზრდა ძიძას დაურეკეს, რომ ერთი საღამო მისი შვილებისთვის მიეხედა. როდესაც ძიძა მივიდა მათთან სახლში, მშობლებმა გააფრთხილეს, რომ ისინი გვიან არ დაბრუნდებოდნენ, ბავშვებსაც უკვე ეძინათ და თინეიჯერი გოგონა არავის შეუწუხებია. ის მეცადინეობდა და თან შეყვარებულის ზარს ელოდებოდა, ცოტა ხანში მას ტელეფონმა დაურეკა. გოგონამ ზარს უპასუხა, მაგრამ ტელეფონში ხმას არავინ იღებდა, გოგონამ ტელეფონი გათიშა. რამოდენიმე წუთში ზარი განმეორდა, ძიძამ უპასუხა, ტელეფონში ვიღაც უცნობი კაცის ხმა გაისმა, მან ჰკითხა : "შეამოწმე ბავშვები როგორ არიან?" . თავიდან გოგონას ეს კაცი ბავშვების მამა ეგონა, კაცს დიდი ხანი ხმა არ ამოუღა, რის გამოც გოგონამ მას იგნორი გაუკეთა და აღარაფერი უპასუხა, ტელეფონი გათიშა. მაგრამ უცნობმა კიდევ დარეკა და იგივე კითხვა გაუმეორა გოგონას, როდესაც ძიძამ ჰკითხა მისი ვინაობა, ტელეფონი უეცრად გაითიშა. გოგონამ გადაწყვიტა რომ დაერეკა იმ რესტორანში, სადაც ბავშვების მშობლები იმყოფებოდნენ. ასეც მოიქცა, მაგრამ რესტორანიდან უთხრეს, რომ მისტერ მარფმა და მისმა მეუღლემ რესტორანი 45 წუთის წინ დატოვეს. გოგონა ძალიან შეშინდა და ახლა პოლიციაში დარეკა, მაგრამ პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ ეს უბრალოდ ვიღაცის ოინი იყო. გოგონას ტელეფონმა კიდევ დარეკა, ისევ იმ მამაკაცის ხმა გაისმა, მან ჰკითხა " რატომ არ ნახე ბავშვები როგორ მდგომარეობაში არიან?" , გოგონამ ჰკითხა თუ ვინ იყო, მაგრამ უცნობმა ტელეფონი ისევ გათიშა. ახლა ძიძამ 911-ზე დარეკა, დახმარება ითხოვა, რადგან ძალიან შეშინებული იყო და ეგონა რომ უცნობი მას უყურებდა. გოგონას გამოართვეს მისი მისამართი და სახელი და უთხრეს რომ თუ ზარები კიდევ განმეორდებოდა სასწრაფო დახმარება მასთან გაჩნდებოდა. თინეიჯერ გოგონას ძალიან უნდოდა გაეგო თუ ვინ იყო უცნობი, შუქები აანთო და გარეთ გავიდა, მაგრამ ზარი ისევ განმეორდა. უცნობი - რატომ აანთე შუქი? გოგონა - ახლა მხედავ? უცნობი - რასაკვირველია. გოგონა - ვკანკალებ, ძალიან მეშინია, ეს გინდოდა? უცნობი - არა! მე შენი სისხლი მინდა. გოგონას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, რამოდენიმე წამში კი ტელეფონმა ისევ დარეკა, გოგონამ ყვირილით უპასუხა და სთხოვა რომ აღარ დაერეკა, მაგრამ ეს სასწრაფო დახმარება იყო, მათ მოისმინეს საუბარი და შეატყობინეს ძიძას, რომ ზარი გვერდითა ოთახიდან იყო და სთხოვეს რომ სახლიდან სასწრაფოდ გამოსულიყო. გოგონა ტირილით გამოვარდა ოთახიდან და ცილობდა კარის გაღებას, უეცრად გაიღო ის კარი, რომელსაც ზემოდან კიბეები ჰქონდა. შუქი აინთო და გამოჩნდა ბავშვების საძინებელი და მამაკაცის გამოსახულება. გოგონა როგორღაც ხსნის ურდულს და გარბის გარეთ, სადაც მას პოლიციელი ხვდება ხელკეტით ხელში. ნელ-ნელა კიბეებზე სისხლით მოსვრილი უცნობი ჩამოდის, რომელმაც ორივე ბავშვი მოკლა... ---------------