მითები ალკოჰოლის შესახებ Mon Ami 28 აგვ 2013, 3:27 ალკოჰოლი შველის გაციებას. სინამდვილეში ალკოჰოლი აქვეითებს იმუნიტეტს, ამიტომ მსმელები გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ. გაციებას ორგანიზმი თავად ერევა, მთავარია, ამაში ხელი არ შევუშალოთ. სასარგებლოა არა ჭიქა არაყი, არამედ წოლითი რეჟიმი, მოსვენება და სიმპტომური მკურნალობა (სურდოს დროს - ცხვირის წვეთები, ანგინის დროს - ყელში გამოვლება და ა.შ.). ალკოჰოლი აძლიერებს მადას. სინამდვილეში ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, იწვევს გასტრიტს, წყლულს, პანკრეატიტს, არღვევს საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესს და იწვევს დისტროფიას. ალკოჰოლი აუმჯობესებს განწყობას. ...და იწვევს ნარკოტიკულ თრობას. თუ ადამიანს აქვს მოთხოვნილება, გახალისდეს ალკოჰოლის საშუალებით, ეს არანორმალურია. სავარაუდოდ, მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ალკოჰოლური დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ფსიქიატრის კონსულტაცია. ალკოჰოლი ხსნის დაღლილობას. სინამდვილეში ის ახდენს თავის ტვინის ქერქის აქტივობის პარალიზებას და იწვევს შეკავებას. თუ დაიღალეთ, საჭიროა დასვენება და საქმიანობის შეცვლა. ალკოჰოლი ხსნის სტრესს. სინამდვილეში ის იწვევს დროებით ნარკოზს, საიდან გამოსვლაც თავად სტრესზე მძიმეა. ამ დროს უმჯობესია საქმეში ჩაფლობა, ოჯახთან ურთიერთობა, აუტოტრენინგი, რელაქსაცია, ფიზიკური დატვირთვა. ალკოჰოლი აუმჯობესებს ძილს. სინამდვილეში ის იწვევს ნარკოტიკულ ძილს და დამოკიდებულების ფორმირებას. მსმელ ადამიანს ტანჯავს უძილობა, რომელიც მთავრდება თეთრი ცხელებით ან სხვა სახის ალკოჰოლური ფსიქოზით. ჯობს, შეასრულოთ ფიზიკური სამუშაო, შეინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა, მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ალკოჰოლი ზრდის პოტენციას. მისი მოქმედება ამ მხრივ გაუთვალისწინებელია. მსმელ მამაკაცებში ალკოჰოლი იწვევს სათესლეების ფუნქციის დეგენერაციას, მამაკაცური სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის გამომუშავების დაქვეითებას და ერექციულ დისფუნქციას. ალკოჰოლი კალორიული პროდუქტია. ის პროდუქტი კი არა, ნარკოტიკული შხამია. ალკოჰოლიკები ხშირად იღუპებიან გამოფიტვით. ალკოჰოლი აფართოებს სისხლძარღვებს. აფართოებს, მაგრამ არა იქ, სადაც საჭიროა. მაგალითად, აფართოებს კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს და ხელს უწყობს გასტრიტის, წყლულის, კუჭიდან სისხლდენის პროვოცირებას. ალკოჰოლი ათბობს. სინამდვილეში ალკოჰოლი აფართოებს კანქვეშა ზედაპირულ სისხლძარღვებს და აძლიერებს ორგანიზმიდან სითბოს გაცემას. ალკოჰოლი შველის დეპრესიისას. პირიქით, ამძიმებს დეპრესიას და ზოგჯერ თვითმკვლელობისკენაც კი უბიძგებს ადამიანს. ალკოჰოლი გულისთვის სასარგებლოა. სინამდვილეში ის კარდიოტოქსიკური შხამია, რომელიც მიოკარდიოპათიას იწვევს. გულის უკმარისობა მრავალი მსმელი ადამიანის სიკვდილის მიზეზად ქცეულა. ალკოჰოლი აქვეითებს მომატებულ არტერიულ წნევას. მართლაც, სასმლის მიღებისას არტერიული წნევა ქვეითდება, მაგრამ თრობიდან გამოსვლისას საწყის მაჩვენებელზე გაცილებით მეტად იწევს. ალკოჰოლი ორგანიზმს ტოქსინებისგან ასუფთავებს. ის თავად არის ტოქსინი. მავნე ნივთიერებები, მათ შორის - ალკოჰოლი, ორგანიზმიდან თირკმელებისა და ღვიძლის საშუალებით გამოდის. ალკოჰოლს ორგანიზმიდან გამოაქვს რადიაცია. რადიაციული დაზიანების ლოკალიზაციის გათვალისწინებით, საამისოდ სხვადასხვა სამკურნალო საშუალება გამოიყენება, თუმცა მათ ჩამონათვალში არაყი ნამდვილად არ ფიგურირებს. ცოტ-ცოტა ალკოჰოლი სასარგებლოა. პირიქით, რეგულარული სმა იწვევს მავნე ჩვევის ჩამოყალიბებას და მოთხოვნილებაში გადაიზრდება. ალკოჰოლი ხელს უწყობს ბიზნესის წარმართვას. პირიქით, თუ გინდათ, დაანგრიოთ საკუთარი ბიზნესი, მიიღეთ ალკოჰოლი. სმა ადამიანს უპასუხისმგებლო არსებად აქცევს, წარმატებულ ბიზნესს კი სჭირდება გამჭრიახობა, ჭკუა, პასუხისმგებლობა. ალკოჰოლი ამყარებს მეგობრობას. ალკოჰოლზე დაფუძნებული მეგობრობა მანამდე გრძელდება, ვიდრე გაქვთ ფული. უფულოდ მსმელი ადამიანი მარტოობისთვის არის განწირული. ალკოჰოლი აუმჯობესებს შემოქმედებით მონაცემებს. პირიქით, ალკოჰოლი თრგუნავს შემოქმედებით ნიჭს. ის ანადგურებს თავის ტვინის ქერქის ნეირონებს და თანდათანობით ჭკუასუსტობას იწვევს. ალკოჰოლი ეხმარება მამაკაცს, შეიქმნას ძლიერი, ჩამოყალიბებული პიროვნების იმიჯი. პირიქით, მთვრალი მამაკაცი სულელური, უბადრუკი ჩანს. ჯობს, ქალბატონებს ჰკითხოთ, როგორია, მათი აზრით, ნამდვილი მამაკაცი. წყარო: mkurnali.ge --------------- user 28 აგვ 2013, 3:50 monami,neta axla shenc shemsavit mtvrali iyo :D --------------- ExTReM 02 სექტ 2013, 1:13 alkoholis gareshe ra fasi aqvs qartul sufras. :D xandaxan jobia mitebs davujerot. :D --------------- Aristokratka 02 სექტ 2013, 1:59 Alkoholi mamakacsac da qalsac ,carmoachens bolomdi unigbod! Ai egaa simartle. Rogor mzuuls, mezizgebaaa, alkoholisagan gamotayvanebuli sifati. --------------- L O R D 02 სექტ 2013, 2:06 daasxi davdalie, votka wvenshi garie.. arayia xsnaa, da momavali.sxvaa... :D:D:D --------------- T E M O 02 სექტ 2013, 7:34 Ar miyvars alkoholis daleva didi raodenobit. Magram xandaxan sachirocaaa da idzulebulic xar ro dalio --------------- heretique 18 სექტ 2013, 22:15 akloholi iwvevs polineiropatias, es miti ar aris, ase rom nu dalevt, gansakutrebit fizikurad susti, gamxdari adamianebi :) --------------- SKILLeta 18 სექტ 2013, 22:23 Arada me var fizikurad susti da sasmels vthanthqav xolme,am wuthasac luds vsvav... --------------- B I B I 18 სექტ 2013, 22:29 miuxedavad am yvelafrisa, adamianebi ganurchevlad sqesisa, vigebt alkohols xandaxan zomierad xandaxan am zomierebis migmac. Miuxedavad yvela zemot agnishnulisa, mainc ver cvlis am yovelives codna alkoholis moxmarebis machvenebels. Raga davmalo da amas arc yuradgebas vaqcev. Roca sachiroa da shemidzlia vsvam. --------------- IDIOTEQUE 18 სექტ 2013, 22:36 მიუხედავად ამ ყველაფრისა ...ახლაც ალკოჰოლით გაჟღენთილი ვარ :) --------------- heretique 18 სექტ 2013, 22:38 aq ra, yvela mtvralia ? :) marto me mwyens etyoba :) --------------- bZzziki 18 სექტ 2013, 23:10 Ra Ari,yurdznis wvenzea aq laparaki Tu cianidze :D:D Ra vi,miyvars wrupva me. anu,vkvdebi Da ver vxvdebi?! --------------- angel of death 18 სექტ 2013, 23:21 Sauketeso antiseptiki (garedan :D )Cnobistvis alkoholi sheucvlelia tramvuli shokis dros. Mag dachrili jariskacebis shemtxvevashi :) amitomac daaqvt maragi yoveltvis- da ara imitom rom yvela lotia. (Arian gamonaklisebic :D ) yofila shemtxveva rom mas sicocxlec ki gadaurchenia. ---------------