Deep Purple GIORGI 27 აგვ 2013, 18:55 http://archive.wapforum.ge/files/deep_purple_in_2004_178.jpg წარმოშობის ადგილი - ჰერტფორდი, ჰერტფორდშირი, ინგლისი ჟანრები - მძიმე როკი, მძიმე მეტალი, ფსიქოდელიური როკი, ბლუზ-როკი, პროგრესული როკი აქტიური - 1968–1976, 1984–დღემდე ლეიბლები - Tetragrammaton, Warner Bros., Polydor, BMG, EMI, Edel ასოციაციები - The Maze, Episode Six, რეინბოუ, Paice, Ashton & Lord, უაიტსნეიკი, Black Sabbath, Gillan & Glover, Hughes Turner Project, Living Loud, Rock Aid Armenia, WhoCares, Black Country Communion ისტორია საწყისი (1967–68) 1967 წელს ჯგუფ Searchers-ის დრამერი კრის კერტისი დაუკავშირდა ლონდონელ ბიზნესმენ ტონი ედვარდსს, იმ იმედით, რომ იგი წარუძღვებოდა ახალ ჯგუფს, რომელსაც კერტისი აარსებდა, სახელით Roundabout. კერტისს სურდა „სუპერჯგუფის“ შეკრება, რომელშიც შემადგებლობები თავისუფლად შეიცვლებოდა. ედვარდსს მოეწონა ეს აზრი და ასეთი მიზნების დაფინანსებაზე დათანხმდა ჯონ კოლეტასა და რონ ჰაირის (Hire-Edwards-Coletta (HEC) Enterprises) დახმარებით.ადრეული წლები (1968–70) 1968 წლის მაისში ჯგუფი გადავიდა სტუდიაში Pye (ლონდონი, მარმარილოს თაღი), სადებიუტო ალბომის, Shades of Deep Purple ჩასაწერად, რომელიც ივლისში გამოვიდა. ჯგუფმა ჩრდილოეთ ამერიკაში წარმატება მოიპოვა ჯო საუზის სიმღერის „Hush“ საკუთარი ვერსიით და 1968 წლის სექტემბრისათვის უკანასკნელი მოხვდა ბილბორდის ცხელი 100-ეულის 4-ე, ხოლო კანადური RPM-ის - 2-ე პოზიციაზე. ბილბორდის ჩარტში ალბომი 24-ე პოზიციამდე ავიდა. შემდეგ თვეში Deep Purple უკვე დანიშნეს Cream-ის ტურნეს მხარდამჭერ კოლექტივად. მეორე ალბომი, The Book of Taliesyn (რომელშიც მოხვდა ნილ დაიმონდის „Kentucky Woman“-ის ქავერ-ვესია), გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში და დაემთხვა ტურნეს, მოხვდა რა ბილბორდის 38-ე პოზიციაზე, ხოლო RPM-ში - 21-ზე. თუმცა, ბრიტანეთში იგი შემდეგ წლამდე არ გამოცემულა. 1969 წლის დასაწყისში ჯგუფი იწერდა ახალ ალბომს, რომელსაც უბრალოდ Deep Purple ეწოდა. იგი გამოირჩეოდა სიმებიანი ორკესტრისა და ხის სასულე ინსტრუმენტით („April“), ლორდზე კლასიკური მუსიკის ელემენტებით და სხვა აშკარა გავლენებით. ალბომით უკმაყოფილო ჯგუფმა ასევე ჩაწერა სიმღერა „Emmaretta“ (ემარეტა მარქსის, მიუზიკლის „თმები“ მსახიობთა დასის წევრის პატივსაცემად, რომლის მოხიბლვასაც ევანსი ცდილობდა). ეს იყო უკანასკნელი ჩანაწერი, რომელიც ჯგუფის ორიგინალურმა შემადგენლობამ შექმნა. Deep Purple-ის ჩრდილოეთ ამერიკული ლეიბლი Tetragrammaton აჭიანურებდა ალბომის გამოცემას 1969 წლის ამერიკული ტურნეს დასრულების შემდეგაც. მწირი პრომო-კამპანიის გამო ალბომი არც თუ კარგად იყიდებოდა და ბილბორდის ასეულშიც არ მოხვედრილა. ამის შემდეგ ლეიბლი ჯგუფისგან გათავისუფლდა და მისი მომავალი უცნობად აქცია. შემდეგ წლებში Warner Bros. Records ფლობდა Tetragrammaton-ის წვლილს და თავად გამოსცემდა ჯგუფის ჩანაწერებს. 1969 წლის ამერიკული ტურნეს პერიოდში ლორდმა და ბლექმორმა პეისთან ერთად განიხილეს ჯგუფის მუსიკა და შესთავაზეს უფრო მძიმე მიმართულების აღება. ვინაიდან ევანსი და სიმპერი ამ სტილს თავს ვერ შეუთავსებდნენ, ზაფხულში ორივე ჩაანაცვლეს. პეისი ამბობდა: „ცვლილება უნდა მომხდარიყო. რომ არ წასულიყვნენ, ჯგუფი მთლიანად დაიშლებოდა.“" შემცვლელი ვოკალისტის ძიებისას ბლექმორმა შეამჩნია 19 წლის ვოკალისტი ტერი რიდი, რომელმაც ერთი წლით ადრე ლედ ზეპელინის ახლადჩამოყალიბებული შემადგენლობის ლიდერობაზე უარი თქვა. მიუხედავად „მლიქვნელი“ შეთავაზებისა, რიდს ჰქონდა საკუთარი კონტრაქტი პროდიუსერ მიკი მოუსტთან და იგი უფრო მეტად სოლო-კარიერით იყო დაინტერესებული. ბლექმორმა ძიება განაგრძო. ჯგუფმა იპოვა Episode Six-ის ვოკალისტი იენ გილანი. Episode Six-მა ბრიტანეთში გამოსცა რამდენიმე სინგლი, მაგრამ კომერციული წარმატება არ ჰქონია. გილანს მანამდე ნიკ სიმპერი, Deep Purple-ის ჩამოყალიბებისას უკვე დაუკავშირდა, მაგრამ, როგორც ამბობდნენ, გილანის აზრით, Roundabout ვერაფერს მიაღწევდა, ხოლო Episode Six-ის მომავალი უფრო დიდი იყო. მიკ ანდერვუდის, Episode Six-ის დრამერის, ბლექმორის ძველი მეგობრის (ჯგუფიდან The Outlaws) დახმარებით მოხდა ჯგუფისა და გილანისა და ბასისტ როჯერ გლოვერის გაცნობა. Episode Six ამის შემდეგ დაიშალა და ანდერვუდი ამას დაახლოებით 10 წელი განიცდიდა, თუმცა გილანმა იგი აიყვანა საკუთარ საკონცერტო ბენდში, Deep Purple-ის დროებითი დაშლის პერიოდში, 1970-იან წლებში. Deep Purple-ის ახალმა შემადგენლობამ, რომელსაც Mark II ეწოდება, გამოსცა როჯერ გრინუეისა და როჯერ კუკის ავტორობის „Hallelujah“-ს ქავერ-ვერსია. მიუხედავად ბრიტანეთში ჯგუფის სატელევიზიო გამოსვლებისა, იგი შეუმჩნეველი და წარუმატებელი დარჩა. ბლექმორმა გამოცემას Record Mirror უამბო, რომ მათ ესაჭიროებოდათ ბრიტანეთში კომერციული ჩანაწერის გამოცემა და სიმღერას აღწერდა, როგორც რაღაც შუალედურს იმ მუსიკის, რომელსაც ჯგუფი ჩვეულებრივ წერდა და კომერციულ მოტივებს შორის. 1969 წლის სექტემბერში ჯგუფი საბოლოოდ შემჩნეული იქნა, როდესაც ლორდის დაწერილმა Concerto for Group and Orchestra-მ გაიჟღერა ალბერტ ჰოლში, ორკესტრის თანხლებით და მალკოლმ არნოლდის დირიჟორობით. ისევე, როგორც ჯგუფ The Nice-ის Five Bridges, ეს იყო როკ-ჯგუფისა და ორკესტრის ერთ-ერთი პირველი თანამშრომლობა. ბრიტანეთში ცოცხალმა ალბომმა ამ კონცერტის ჩანაწერით ჯგუფს მოუტანა პირველი დიდი წარმატება. მიუხედავად ამისა, გილანს და ბლექმორს ნაკლებად მოსწონდათ, რომ Deep Purple-ს იმ დროს უწოდებდნენ „ჯგუფს, რომელიც უკრავს ორკესტრებთან“. მათ სურდათ კოლექტივის უფრო მჭიდრო, მძიმე როკის მიმართულებით წაყვანა. თუმცა, ლორდმა 1970 წლის ბოლოს დაწერა Gemini Suite, ორკესტრის/ჯგუფის კიდევ ერთი თანამშრომლობა. მოგვიანებით როჯერ გლოვერი ამტკიცებდა, რომ ლორდი ჯგუფის ლიდერად ადრეულ წლებში იქცა. 1975 წელს ბლექმორმა განაცხადა, რომ მისი აზრით Concerto for Group and Orchestra არ იყო ცუდი, მაგრამ Gemini Suite იყო საშინელი და ძალიან დანაწევრებული. გარღვევა და დაშლა (1970–76) ორკესტრული გამოცემის შემდეგ ჯგუფმა დაიწყო დაძაბული ტურნე და ჩაწერა, რაც შემდეგი სამი წლის მანძილზე გაგრძელდა. 1970 წლის შუა პერიოდში გამოცემული სტუდიური ალბომი იყო In Rock, რომელშიც მოხვდა კონცერტებზე პოპულარული „Speed King“, „Into The Fire“ და „Child in Time“. ბრიტანეთის საუკეთესო 10-ეულში ასევე მოხვდა ჯგუფის სინგლი „Black Night“. ბლექმორის გიტარისა და ლორდის მოშლილი ორღანის შეთავსება, რასაც ერწყმოდა გილანის ვოკალი და პეისისა და გლოვერის რიტმ-სექცია, ჯგუფის მუსიკას ანიჭებდა უნიკალურ სახეს, რითაც ახალ მასალას წინა ალბომებისგან განასხვავებდა. როგორც ლედ ზეპელინის Led Zeppelin II და Black Sabbath-ის Paranoid, In Rock ითვლება მძიმე მეტალის ჟანრის ერთ-ერთ გავლენიან ალბომად. შემდეგი ალბომი, Fireball, გამოვიდა 1971 წლის ზაფხულში. სასათაურო „Fireball“ გამოიცა სინგლის სახით, ისევე, როგორც „Strange Kind of Woman“, რომელიც არ მოხვდა ალბომში, მაგრამ ჩაწერილი იქნა იმავე პერიოდში, სესიებზე (აშშ-ის გამოცემაში იგი მაინც იქნა შეტანილი, „Demon's Eye“-ს მაგივრად). ალბომის გამოცემიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჯგუფი უკვე მუშაობდა შემდეგი ალბომის სიმღერებზე. ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც „Highway Star“-ის სახელით გახდა ცნობილი, სრულდებოდა ტურნეს მსვლელობისას და ჩაწერილი იქნა პორტსმუთის კონცერტზე მგზავრობისას. სამი თვის შემდეგ, 1971 წლის დეკემბერში, ჯგუფმა იმოგზაურა შვეიცარიაში, სადაც Machine Head-ის, შემდეგი ალბომის ჩაწერა დაიწყო. იგი იწერებოდა მონტრეში, ერთ-ერთ კაზინოში, როლინგ სტოუნზის მობილური სტუდიით, მაგრამ ფრენკ ზაპასა და ჯგუფის Mothers of Invention კონცერტის დროს ერთ-ერთმა მამაკაცმა ხანძარი მოაწყო. ცეცხლი ჭერს მოედო და შენობა გაანადგურა. ამ ინციდენტის გავლენით ჯგუფმა დაწერა „Smoke on the Water“. ალბომი საბოლოოდ დაასრულეს ახლო მდებარე გრანდ ჰოტელის ფოიეში. Machine Head აგრძელებდა წინა ორი ალბომის ტრადიციებს და იქცა ჯგუფის ყველაზე ცნობილ დისკად. ბრიტანეთში მან #1, ხოლო აშშ-ში - #7 პოზიცია მიიღო. მასში შეტანილი იქნა სიმღერები, რომლებიც საკონცერტო კლასიკად იქცა - „Highway Star“, „Space Truckin'“, „Lazy“ და „Smoke on the Water“, რომლითაც Deep Purple ყველაზე ცნობილი არის. ტურნე გრძელდებოდა და ჯგუფი მუშაობდა დაძაბულ რეჟიმში, რომელმაც შემდეგი 30 წლის მანძილზე იშვიათი სახე შეიძინა. ამასობაში, 1972 წელს მოეწყო ოთხი ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში და იაპონური ტურნე, რომელსაც მოჰყვა ცოცხალი ალბომის Made in Japan გამოცემა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი მხოლოდ იაპონიაში გამოცემა, მსოფლიო მასშტაბით გამოშვებამ მას დიდი წარმატება მოიუტანა. იგი კვლავ რჩება როკ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ცოცხალ ალბომად. ჯგუფის კლასიკური Mark II შემადგენლობის მიერ 1973 წელს გამოიცა ალბომი Who Do We Think We Are, რომელშიც შეტანილია ჰიტ-სინგლი „Woman from Tokyo“. თუმცა, შიდა დაძაბულობებისა და დაღლილობის ფონზე ჯგუფი საკუთარი წარმატების მსხვერპლად იქცა. ალბომების Machine Head და Made in Japan წარმატების შემდეგ Who Do We Think We Are-მა ისინი აქცია 1973 წელს აშშ-ში ყველაზე გაყიდვად კოლექტივად. 1984 წელს იენ გილანი აღნიშნავდა, რომ მენეჯმენტი ჯგუფისგან ითხოვდა ალბომის დასრულებას და ტურნეს, მიუხედავად იმისა, რომ მას შესვენება სჭირდებოდა. 1973 წლის ზაფხულში მეორე იაპონური ტურნეს შემდეგ, ბლექმორთან დაძაბულობის პერიოდში გილანმა და გლოვერმა ჯგუფი დატოვეს. ჯგუფმა მოიყვანა გლენ ჰიუზი, Trapeze-ს მონაწილე - ახალი ბასისტი-ვოკალისტი. პეისის თანახმად, გლოვერმა მას და ლორდს ჯერ კიდევ წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე უთხრა თავისი გადაწყვეტილების შემდეგ, ამიტომ ისინი ხშირად დადიოდნენ Trapeze-ს კონცერტებზე. ჰიუზის შემოერთების შემდეგ ჯგუფი გამოდიოდა ოთხკაციანი შემადგენლობით, რომელშიც ჰიუზი ბასისტიც და წამყვანი ვოკალისტიც იყო. ჰიუზი ამბობდა, რომ დათანხმდა იმ პირობით, რომ მასთან ერთად დამატებითი ვოკალისტის სახით მოვიდოდა პოლ როჯერსი (Free), მაგრამ როჯერსმა იმ პერიოდში ჩამოაყალიბა ჯგუფი Bad Company. ამიტომ ჩატარდა კასტინგები და აირჩიეს დევიდ კოვერდეილი, უცნობი სოლტბერნელი მომღერალი - ძირითადად, იმის გამო, რომ ბლექმორს მოსწონდა მისი მამაკაცური, ბლუზური ხმა. ახალი შემადგენლობა გამოდიოდა 1974 წელსაც და საგაზაფხულო ტურნეს ფარგლებში გამოჩნდა მედისონ სკვერზე (13 მარტი, ნიუ-იორკი) და ნასაუს კოლიზეუმში, ოთხი დღის შემდეგ. ფესტივალზე California Jam (ონტარიო, კალიფორნია) კოლექტივი 1974 წლის 6 აპრილს გამოვიდა, 250.000-ზე მეტი მსმენელის წინაშე. მათთან ერთად ფესტივალზე სხვა ჯგუფებიც გამოდიოდნენ - Black Sabbath, იგლზი, Emerson, Lake & Palmer, Earth, Wind & Fire, Seals and Crofts, Rare Earth და Black Oak Arkansas. გამოსვლის ნაწილი ნაჩვენები იქნა აშშ-ში, არხზე ABC, რამაც ჯგუფის უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო. ამ შემადგენლობის პირველი ალბომი, Burn წარმატებული აღმოჩნდა და Machine Head-ის შემდეგ რიგით მეორე სტუდიური ალბომი იყო, რომელმაც ამერიკულ საუკეთესო 10-ეულში შეაღწია. მას მოჰყვა კიდევ ერთი წარმატებული მსოფლიო ტურნე. სასათაურო სიმღერა „Burn“, რომელიც იწყებს ალბომს, წარმოადგენს ჯგუფის შეგნებულ მცდელობას, მოეცვა პროგრესული როკის მოძრაობა, რომელიც პოპულარული გახდა ჯგუფების Yes, ELP, ჯენესისი, Gentle Giant და სხვების მოღვაწეობით. „Burn“ წარმოადგენდა რთულ არანჟირებას, რომელმაც გამოაჩინა ჯგუფის ყველა წევრის მუსიკალური ვირტუოზულობა და განსაკუთრებით ბლექმორის კლასიკური მუსიკის გავლენის მქონე გიტარის ჟღერადობა. ალბომში ჰიუზი და კოვერდეილი ასრულებენ ვოკალურ ჰარმონიებსა და ფანკისა და ბლუზის ელემენტებს, რაც განმეორდა ალბომზე Stormbringer. სასათაურო კომპოზიციის გარდა, Stormbringer-ში შეტანილია სიმღერები, რომლებიც წარმატებით მოხვდა რადიო-ეთერშიც - „Lady Double Dealer“, „The Gypsy“ და „Soldier Of Fortune“. თუმცა, ბლექმორს ეს ალბომი და ფანკური ელემენტები არ მოსწონდა და მას „ფეხსაცმლის საწმენდ მუსიკასაც“ კი უწოდებდა. საბოლოოდ მან, 1975 წლის 21 ივნისს ჯგუფი დატოვა და რონი ჯეიმზ დიოსთან (რომელიც „ელფში“ იყო) ერთად შექმნა საკუთარი, Ritchie Blackmore's Rainbow, რომელსაც პირველი ალბომის გამოცემის შემდეგ უბრალოდ „რეინბოუ“ ეწოდა. ბლექმორის წასვლის შემდეგ Deep Purple-ს როკ-მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვაკანტური ადგილის შევსება დასჭირდა. მიუხედავად ამისა, ჯგუფი არ ჩერდებოდა და ბლექმორი ჩაანაცვლა ამერიკელი ტომი ბოლინით. არსებობს მინიმუმ ორი ვერსია იმისა, თუ როგორ მოხდა ეს. პირველი ვერსიით, ეს კოვერდეილის ინიციატივა იყო (როგორც თავად ამბობდა). „შემოვიდა, გამხდარი, როგორც ფოცხი, მწვანე, ყვითელი და ლურჯი ფერის თმით, რომელშიც ბუმბულები ჰქონდა დამაგრებული. ფეხაკრეფით მოჰყვებოდა საოცარი გოგონა ჰავაიდან, კილოკაური კაბით, რომლის ქვეშ არაფერი ეცვა. Marshall-ის ოთხ 100-ვატიანში შეუერთა და...სამუშაო მიიღო.“ თუმცა, ინტერვიუში, რომელიც Melody Maker-მა 1975 წლის ივნისში გამოაქვეყნა, ბოლინი თავად ამბობდა, რომ კასტინგზე ბლექმორის რეკომენდაციის შემდეგ მოვიდა. ბოლინი თავად იყო 1960-იანი წლების ჯგუფების Denny & The Triumphs, American Standard და Zephyr (რომელმაც 1969-1972 წლებში 3 ალბომი გამოსცა) წევრი. Deep Purple-ამდე ბოლინის ყველაზე ცნობილ ჩანაწერს წარმოადგენდა ბილი კობემის 1973 წლის ჯაზ-ფიუჟენ ალბომზე Spectrum სესიური ნამუშევარი, ისევე, როგორც ჯო უოლშის მაგივრად ჯგუფ James Gang-ში ორ ალბომზე, Bang (1973) და Miami (1974) მონაწილეობა. იგი ასევე გამოდიოდა სხვა მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ Dr. John, ალბერტ კინგი, The Good Rats, Moxy და ალფონს მუზონი და Deep Purple-ში მიწვევისას დაკავებული იყო პირველი სოლო-ალბომის, Teaser ჩაწერით. ახალი თანამშრომლობის შედეგი, Come Taste the Band, გამოვიდა 1975 წლის ოქტომბერში. მიუხედავად არაერთგვაროვანი შეფასებებისა, ჯგუფმა კვლავ შეიძინა მნიშვნელობა, შემოიტანა რა მძიმე როკის ჟღერადობაში ფანკის ახალი ელემენტები. ბოლინის გავლენა მნიშვნელოვანი იყო და ჰიუზისა და კოვერდეილის მხარდაჭერით გიტარისტი იყო ახალი მასალის დიდი ნაწილის ავტორი. მაგრამ შემდეგ წელს თავი იჩინეს მისმა პირადმა პრობლემებმა ნარკოტიკებთან და რამდენიმე გაუქმებული კონცერტისა და ნაკლებად მნიშვნელოვანი გამოსვლის შემდეგ ჯგუფი კვლავ საშიშროების წინაშე იდგა. ჯგუფის დაშლა, სოლო-პროექტები (1976–84) 1976 წლის 15 მარტს, ლივერპულის თეატრში Empire გამოსვლისას, როგორც წერდნენ, კოვერდეილმა სცენა აცრემლებულმა დატოვა და განაცხადა ჯგუფიდან წასვლის შემდეგ. Deep Purple-ის დაშლის გადაწყვეტილება პეისმა და ლორდმა მანამდე გარკვეული დროით ადრე იქნა მიღებული, მაგრამ მათ ამის შესახებ არავის უთხრეს. 1976 წლის ივლისში დაშლის შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი. მოგვიანებით, ალბომის Private Eyes დასრულების შემდეგ, 1976 წლის 4 დეკემბერს ბოლინი გულის შეტევით გარდაიცვალა. მაიამიში, ჯეფ ბეკის მხარდამჭერი ტურნეს დრო იგი შეყვარებულმა უგონოდ იპოვა. პარამედიკოსების გამოძახება დაგვიანებული იყო. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად დაასახელდა მრავალჯერადი ნარკოტიკული ინტოქსიკაცია. ბოლინი 25 წლის იყო.გაერთიანებები და რეფორმირება (1984–94) 1984 წლის აპრილში, ჯგუფის დაშლის შემდეგ, შედგა სრული და ოფიციალური გაერთიანება - გილანის, ლორდის, ბლექმორის, გლოვერისა და პეისის სახით. ამ რეფორმირებულმა შემადგენლობამ კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან PolyGram. ამ შეთანხმებით Mercury Records-ს აშშ-ში უნდა გამოეცა ჯგუფის სამი ალბომი, ხოლო Polydor Records-ს - ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ალბომი Perfect Strangers ჩაიწერა ვერმონტში და გამოიცა 1984 წლის ოქტომბერში. იგი კარგად იყიდებოდა (მოხვდა რა #5 პოზიციაზე ბრიტანეთში და 17-ზე ბილბორდის 200-ეულში, აშშ-ში). მასში შეტანილი სიმღერები, გამოცემული სინგლებად, „Knockin' At Your Back Door“ და „Perfect Strangers“, საკონცერტო პროგრამის შემადგენლობაში შევიდა. ამას მოჰყვა საკონცერტო ტურნე, დაწყებული ავსტრალიაში, რომელმაც მოიცვა მსოფლიო, ჩრდილოეთ ამერიკის ჩათვლით, შემდეგ ზაფხულს კი ევროპაში გაგრძელდა. ფინანსურად იგი ძალიან წარმატებული გამოდგა. 1985 წლის ტურნემ აშშ-ში სხვა მუსიკოსთა (გარდა ბრიუს სპრინგსტინისა) ტურნეები წარმატებით დაჩრდილა. ბრიტანეთში ჯგუფი 1985 წლის 22 ივნისს, ჯგუფ სკორპიონსის მხარდაჭერით, გამოვიდა ნებუორთში. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ UFO და მიტ ლოუფი. ცუდი ამინდის მიუხედავად, კონცერტს 80.000 მსმენელი დაესწრო. Mark II-ს ტიპის შემადგენლობამ შემდეგ გამოსცა ალბომი The House of Blue Light (1987), რომელსაც მოჰყვა კიდევ ერთი ტურნე. იგი მოულოდნელად შეწყდა, როდესაც ბლექმორმა სცენაზე ჰაერში გიტარის აგდებისას და მისი დაჭერის მცდელობისას თითი მოიტეხა. გამოვიდა ცოცხალი ალბომი Nobody's Perfect (1988), რომელშიც შეტანილი იქნა ამ ტურნეს ჩანაწერები, მაგრამ ტურნეს პროგრამა ნაწილობრივ შედგებოდა Made in Japan-ის პერიოდის სიმღერებისგანაც. ბრიტანეთში, ჯგუფის 20 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად გამოვიდა „Hush“-ის ახალი ვერსია (გილანის წამყვანი ვოკალით). 1989 წელს გილანი ჯგუფიდან გააგდეს, ვინაიდან მისი ურთიერთობები ბლექმორთან კვლავ გართულდა და მათი მუსიკალური გზებიც გაიყარა. თავდაპირველად ჯგუფი გეგმავდა Survivor-ის ვოკალისტ ჯიმი ჯემისონის მოწვევას, მაგრამ მის ლეიბლ, Scotti Brothers Records-თან უთანხმოების გამო ეს არ მოხდა. ამიტომ სხვადასხვა ალტერნატიული ვოკალისტის მოსმენა შედგა. მათ შორის იყვნენ ბრაიან ჰაუ (White Spirit, ტენ ნიუჯენტი, Bad Company), დაგ პინიკი (King's X), ავსტრალიელი ჯიმი ბარნსი (Cold Chisel) და ჯონ ფარნჰემი (Little River Band), ტერი ბროკი (Strangeways, Giant) და ნორმან „კელ“ სუონი (Tytan, Lion, Bad Moon Rising). საბოლოოდ მოიწვიეს „რეინბოუს“ ყოფილი ვოკალისტი ჯო ლინ ტერნერი. ახალმა შემადგენლობამ, ცნობილმა, როგორც Mark V, ჩაწერა მხოლოდ ერთი ალბომი, Slaves & Masters (1990) და ჩაატარა ტურნე. ალბომმა აღსანიშნავი წარმატება მოიპოვა და აშშ-ში მოხვდა ბილბორდის ჩარტების #87 პოზიციაზე , თუმცა ჯგუფის მოყვარულებმა იგი გააკრიტიკეს და უწოდეს „Deep Rainbow“-ს ტიპის ალბომი. ტურნეს შემდეგ ტერნერი აიძულეს, წასულიყო, ვინაიდან ლორდს, პეისს, გლოვერსა და ლეიბლს სურდათ გილანის ჯგუფის 25 წლიანი იუბილესთვის დაბრუნება. ამას ბლექმორი ეწინააღმდეგებოდა და მოითხოვა და საბანკო ანგარიშზე მიიღო 250.000 დოლარი. ჯგუფის კლასიკურმა შემადგენლობამ ჩაწერა ალბომი The Battle Rages On, თუმცა გილანმა მისთვის უკვე არსებული მასალა გადაამუშავა. ბლექმორს არ მოსწონდა ის, რასაც არამელოდიურ ელემენტებად თვლიდა. წარმატებული ევროპული ტურნეს დროს, 1993 წლის ნოემბერში მან დატოვა ჯგუფი. იაპონიის კონცერტებზე იგი დეკემბერში ჯო სატრიანიმ შეცვალა და 1994 წლის ევროპულ საზაფხულო ტურნეზეც დარჩა. მას შესთავაზეს ხანგრძლივი დროით დარჩენა, მაგრამ მას უკვე ჰქონდა სხვა ლეიბლთან კონტრაქტი . სატრიანის მონაცვლედ ჯგუფის ყველა წევრმა ერთსულოვნად აირჩია ახალი გიტარისტი, ჯგუფების Dixie Dregs/Kansas წევრი სტივ მორსი. აღორძინება სტივ მორსთან ერთად (1994–დღემდე) მორსის გამოჩენამ გამოაცოცხლა ჯგუფი და 1996 წელს გამოვიდა ახალი ალბომი, Purpendicular, რომელშიც მრავალი სტილი იქნა წარმოდგენილი, თუმცა აშშ-ში, ბილბორდის 200-ეულში მას არ შეუღწევია.გავლენა როგორც ლედ ზეპელინი და Black Sabbath, Deep Purple-იც ითვლება მძიმე როკისა და მძიმე მეტალის პიონერად.შემადგენლობები ამჟამინდელი წევრები იენ პეისი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია (1968–1976, 1984–დღემდე) როჯერ გლოვერი – ბას-გიტარა (1969–1973, 1984–დღემდე) იენ გილანი – ვოკალი, ჰარმონიკა, პერკუსია (1969–1973, 1984–1989, 1992–დღემდე) სტივ მორსი – გიტარა (1994–დღემდე) დონ ეირი – ორღანი, კლავიშიანი ინსტრუმენტები (2002–დღემდე) --------------- GIORGI 28 აგვ 2013, 13:04 მსოფლიო ტურნეები საკონცერტო გამოსვლებით Deep Purple ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ჯგუფად 1968 წლიდან დღემდე (1976-1984 წლების უმოქმედობის გამოკლებით) ჯგუფი გამოდის კონცერტებით მსოფლიოს გარშემო. 2007 წელს საფრანგეთში 150.000-ზე მეტი გაყიდული ბილეთისათვის ჯგუფმა მიიღო სპეციალური ჯილდო. მან 2007 წელს მხოლოდ ამ ქვეყანაში 40 კონცერტი ჩაატარა. 2007 წელს Deep Purple-ის ტურნე Rapture of the Deep რადიოსადგურ Planet Rock-ის მსმენელთა მიერ დასახელდა წლის #6 საკონცერტო ტურნედ (ყველა სხვა ჟანრის შემსრულებლებთან ერთად). როლინგ სტოუნზის ტურნე A Bigger Bang დასახელდა #5 პოზიციაზე და Deep Purple-ს მხოლოდ 1 პროცენტით გაუსწრო. Deep Purple-მ 2008 წლის მაისში გამოსცა საკონცერტო ტურნეების შემაჯამებელი DVD Around The World Live. 2008 წლის თებერვალში იგი პირველად გამოჩნდა კრემლში (მოსკოვი, რუსეთი), დიმიტრი მედვედევის პირადი მოწვევით. მანამდე ჯგუფი ჯერ 1987 წლიდან მოგზაურობდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ასეთი მნიშვნელობის კონცერტი ჯერ არ ჩაუტარებია. ლიბერეცში (ჩეხეთის რესპუბლიკა) ჯგუფი გამოვიდა 2009 წლის სპორტის სათხილამურო სახეობათა ჩემპიონატზე. - სადებიუტო ტურნე, 1968 - Shades of Deep Purple, 1968 - The Book of Taliesyn, 1968 - Deep Purple-ის ევროპული ტურნე, (ალბომამდე In Rock) 1969–1970 - In Rock - მსოფლიო ტურნე – 1970–1971 - Fireball - მსოფლიო ტურნე, 1971–1972 - Machine Head - მსოფლიო ტურნე, 1972–1973 - Deep Purple-ის ევროპული ტურნე 1974 - Burn - მსოფლიო ტურნე, 1974 - Stormbringer - მსოფლიო ტურნე, 1974–1975 - Come Taste The Band - მსოფლიო ტურნე, 1975–1976 - Perfect Strangers - მსოფლიო ტურნე, იგივე „გაერთიანების ტურნე“ 1984–1985 - The House of Blue Light - მსოფლიო ტურნე, 1987–1988 - Slaves and Masters - მსოფლიო ტურნე, 1991 - Deep Purple-ის 25 წლიანი საიუბილეო მსოფლიო ტურნე, იგივე „ტურნე The Battle Rages On“, 1993 - Deep Purple-ის და ჯო სატრიანის ტურნე, 1993–1994 - Deep Purple-ის საიდუმლო მექსიკური ტურნე (მოკლე ტურნე სტივ მორსის მონაწილეობით) - Deep Purple-ის საიდუმლო აშშ ტურნე 1994–1995 - Deep Purple-ის აზიური და ამერიკული ტურნე 1995 - Purpendicular - მსოფლიო ტურნე, 1996–1997 - A Band on - მსოფლიო ტურნე, 1998–1999 - Concerto - მსოფლიო ტურნე, 2000–2001 - Deep Purple - მსოფლიო ტურნე, 2001–2003 - Bananas - მსოფლიო ტურნე, 2003–2005 - Rapture of the Deep, 2006–2011 - The Songs That Built Rock 2011–2012 - მსოფლიო ტურნე 2013 დისკოგრაფია - Shades of Deep Purple (1968) - The Book of Taliesyn (1968) - Deep Purple (1969) - Deep Purple in Rock (1970) - Fireball (1971) - Machine Head (1972) - Who Do We Think We Are (1973) - Burn (1974) - Stormbringer (1974) - Come Taste the Band (1975) - Perfect Strangers (1984) - The House of Blue Light (1987) - Slaves & Masters (1990) - The Battle Rages On (1993) - Purpendicular (1996) - Abandon (1998) - Bananas (2003) - Rapture of the Deep (2005) - Now What?! (2013) წყარო: ვიკიპედია --------------- Mindia 09 სექტ 2013, 22:39 არცერთი პოსტი? მთლად დაკარგეთ ნამუსი? :D ჩემს მიერ დაწერილი სტატია სიყმაწვილეში>>> DEEP PURPLE- Jgupis shemkneli paktiurad aris THE SEARCHERSis drummeri Chris Curtis Romelits 1968 tsels gaitsno 2 menegeri- John Colletta da Tony Edwards. Am Adamianebma daitskes musikosebis dzebna Imistvis rom sheekmnat iseti Jgupi Romelits gakhdeboda popularuli. Curtisi sheudga am sakmes, Pirveli moitsvies Nichieri gitaristi Richi blackmore, Romelits usakmurobda im dros germaniashi, meore iko curtisis megobari John lordi. Lordma rekomendatsia gautsia basists Nick Simpers, Romelsats itsnobda FLOWERPOT MENidan Sadats adre ukravda. Richim ki moitsvia drummeri Bobby Woodmani. 1968 tsels Jgupis formireba morcha(Titkos) da mas daerkva ROUNDABOUT(???) Edwardsma da koletam ikides Jgupistvis sachiro musikaluri instrumentebi. Magram am droistvis Jgupi datova Jgupis paktiurma shemkmnelma curtisma da Akhali vokalisti gakhda misi dzma Dave Curtis, Magram arts meore curtisi kopila Jgupshi Didkhans. Martshi 1968 tslis is da vudmeni gadavidnen BODASTshi. Jgupshi daitskes Akhali musikosebis dzebna, Jgupshi movidnen peisi da evansi romlebits ikvnen blackmores natsnobebi jer kide germaniidan(Jgup MAZEdan) aseti shemadgenlobit daitsko ROUNDABOUTis Pirveli Pirveli da BOLO turne skandinaviashi. Jgupma Sakhelits itsvala da gakhda kvelasatvis tsnobili momavalshi DEEP PURPLE(ese Imitom daarkves rom richis bebias Turme simgera kvarebia aseti sataurit) Jgupi tsdilobda daemsgavseboda stilit VANILLA FUDGEs. Mokle droshi Jgupma gaaporma khelshekruleba PARLOPHONEtan da ivlishi 1968 tslis, gamoushva Pirveli singli "Hush"/"One More Rainy Day", sektembershi ki Pirveli albomits"Shades Of Deep Purple". Amave dros Jgups hkonda turne evropashi da amerikashi. Paradoksaluria, Magram isini ikvnen popularulebi amerikashi Magram Sakhlshi ara. Billboardis chartshi "Hush"i 4-e adilzets avida. gaertianebul sameposhi ki aseulshits ver mokhvda. Magram itsit Gemovnebaze ar daobeno... Tavisi meore LP "Book Of Taliesyn" Jgupma chaitsera ivlisshi 1969 tsels Akhal chamokalibebul lableze HARVEST. Albomshi iko kaver versiebi tsnobili simgerebis: nil daimondis "Kentucky Woman". Beatles "We Can Work It Out" da tina terneris(?:D) "River Deep, Mountain High". Amave tslis sektembershi gamovida bolo am shemadgenlobit LP"Deep Purple". Skhvanairad kide edzakhian mas "April"s. Es iko john lordis triumpi rogorts agnishnaven spetsialistebi.Am dros Jgupi datova evansma, man shekmna CAPITAN BEYOND da nik simperits Romelits momavalshi chamoakalibebs Jgup WARHORSEs. Vokalistad moitsvies ian gilani, Romelits Akamde iko EPISODE SIXshi da amave Jgupis basisti rojer gloveri. Es iko nokauti EPISODE SIXistvis Romelits deep purplma amit mokla da am Jgupma arseboba shetskvita. Samagierod gadzlierda DEEP PURPLE da gilan-gloveris Akhali shesanishnavi tandemi gakhda Jgupshi bevri dadebitis momtani. im droistvis Mdzlavri musika, Gilanis shesanishnavi vokali da deep purples kvela albomi inglisur top5shi iyo, Mokled es iko Martlats rom gamosarchevi shemadgenloba. Magram datskebuli "Machine Head"idan bevris azrit adgili hkonda komertsiul svlebs. Amisi apofeozi iko "Stormbringer"i. Gilani da gloveri Tsavidnen Jgupidan, mat natsvlad movidnen Glen khiuzi (TRAPEZEdan) da im droistvis Kvelastvis utsnobi koverdeili. DEEP PURPLEs musikosebma david koverdeili Nakhes 1969tsels kontsertze shepildis universitetshi Sadats mgeroda koverdeili. Im dros gilani iko archevnis tsinashe an DEEP PURPLE an EPISODE SIX, da lordma gaitsno koverdeili da aigo misi teleponis nomeri Egeb gilani ar darcheso deep purpleshi, Magram Mashin gilani darcha Magram 4 tslis Shemdeg tsavida da lordma daureka koverdails. Jgupshi iko krizisi, rogorts chans Kvelas undoda kopiliko Kvelaze popularuli. Lordi da blackmore ertmanets ver itandnen, Magram DEEP PURPLE Tsarmatebuli Jgupi miukhedavad amisa maints rcheboda Magram... 1974 tslis Bolos Jgupis tsevrebma daitskes Akhali sakmianoba, musikis natsvlad es iko ertmanettan sakmis garcheva. Am krizisit daitsko Namdvili brdzola richisa da Jgupis danarchen tsevrebs shoris. Jgupis gitaristi richi blackmore iko Dzalian popularuli gitari rats man daimsakhura Magram mas undoda rom Jgupshi kopiliko kvelaperi mis nebaze. Is iko virtuozi da agizhebda auditorias Magram tu ar iko Khasiatze misi dakvra veranair kritikas ver udzlebda. An sheedzlo daetovebina kontserti Rodesats is dausrulebuli iko. 1975 tsels blackmore tsavida(tu gaagdes?) Da daarsa RITCHIE BLACKMORE'S RAINBOW, Sadats is baton-patronobda Kvelapers. Deep purples Akhali gitaristi iko tomi bolini (ZEPHYRdan da JAMES GANGdan) bolini ar iko tsarumatebuli gitaristi. Magram DEEP PURPLEshi rogorts chans Kvelas taviseburi khedva hkonda da richi blackmore ar kopila ertaderti problema, albom "Come Taste The Band" Shemdeg, 1976 tslis ivlisshi ganatskhades rom: что "Jgupshi nametani bevri talantia erti Jgupistvis da Chven vtskvet arsebobas". Lordma da peisma daitskes simgera Jgup PALshi chaitseres erti albomi "Malice In The Wonderland" da gadavidnen koverdailis WHITESNAKEshi. Khiuzma moindoma TRAPEZEs agdgena. Bolin daarsa TOMMY BOLIN'S BAND, bolini gardaitsvala 1976 4 dekembers heroinis gadacharbebulad mokhmarebis gamo(anu magali doza ert jerze) miukhedavad dashlisa DEEP PURPLE kide arsebobda, ikideboda Dzveli mus.chanatserebi, mus. Sakontserto chanatserebi da a.sh gamosarchevia nekrologi Romelits miedzgvna gardatsvlil tomi bolins. Iko kide simgerebi Romelits ar iko chatserili arts ert albomshi. Gavida rva tseli deep purples panebi jer kide Tsotskhlebi ikvnen(Koveltvis Iknebian, vinaidan shedevrs asaki ara akvs) da mat gauketes sachukari! Deep purple agsdga, tan lamis udzlieresi shemadgenlobit: gilani-gloveri-peisi-lord-blackmore. 1984 tslis Noembershi pirma Polydorshi gamovida albomi "Perfect Strangers". Amis Shemdeg Jgupi 3 tseli isvenebda. Amit dasrulda? Ra tkma unda ara... 1987 tslis ianvarshi-Akhali albomi "The House Of Blue Light" momdevno tsels "Nobody's Perfect" Sadats Dzveli simgerebi Akhal stilshi iko shesrulebuli. Mashin kvelaperi ki ukharodat panebs Magram Dges ki chans rom gilanis Khma ar iko iseti mdzlavri da isetive shedevris Rogorits iko magalitad smoke on the water Jgupi verasodes shekmnida, Magram sibereshits jobnidnen bevr Akhalgazrdas maints, 80ianebis Bolos gilani isev tovebs Jgups. Mis natsvlad movida movida jo lin terneri( RAINBOWdan da RISING FORCEdan) terneri Simartle unda itkvas da gilans arts sheedreba. Mastan ertad chatserili "Slaves And Masters" ar iko Tsarmatebuli. Tviton musikosebis azrebitats es iko mati Kvelaze tsarumatebuli albomi. Albat Reputatsiis agsadgenad Jgupshi daabrunes gilani, Magram 1993 tsels gamosul "The Battle Rages On", bevri maints ver itkvis karg sitkvas. 1994 tsels blackmore daubrunda tavis Jgups(Rithie Blackmore's Rainbow, Blackmore's Night), deep purple ki datova turnes dros evropasshi. Am turneshi gadamrcheni gamovida jo satriani Romelits, Romelits iko unikaluri gitaristi, mas sheedzlo sheesrulebina plamenkodan datskebuli heavyt damtavrebuli.Is deep purpleshi droebit iko... Akhali gitaristi ki gakhda stive morzi (DIXIE DREGGSidan) deep purple Dgesats arsebobs! Magram rom mokvdes is Tsotskhali maints darcheba Chventvis ;) masala moagrova: mindia --------------- Mindia 09 სექტ 2013, 22:39 Blackmores night Blackmore's night-daarsda 1996, richi blackmores tskalobit Sakheli gaitkves rainbowm da deep purplem, da is sauketeso gitaristta shoris namdvilad aris. Sheidzleba is arts gamkhdariko egeti Imitom rom sul skhvanair musikas usmenda Magram mas ertkhel john lordma(deep purple) daureka da am gzaze daakena. Magram blackmore da lordi Shemdeg mtrebi khdebian... Blackmore hard-rockshi ki iko Magram ar ivitskebda im musikas Romelsats germaniashi usmenda, es iko kelturi musika. Agrovebda Amdagvar Ragatseebs, Dzalian ukvarda shuasaukovani zhanri. Da mouvida idea, momgerali, kompozitori,Aranzhiristi, poeti garkveultsilad da ra tkma unda lamazi kalbatoni Kendis nighti (Daibada 8.5.1971 new yorkshi) is mushaobda "Deep Purple"s "Rainbow"s "Twang"is back vokalistad. Ertmaneti gaitsnes Mashin Rodesats kendis mikavda tavisi show radioshi. Kendisi Agretve kopili modelia:) Magram mand karieris gagrdzeleba ar ainteresebda da mikva im sakmes Romelzets otsnebobda-musika. Masats ukvarda shuasaukenebis musika.Tavisi garegnobis da kargi khmis gamo man moakherkha da gakhda radio didjei. Mand gaitsno blackmorits. Es shekhvedra iko tsota khnit, 1993 ki isev shekhvdnen ertmanets da blackmores undoda misi tsolad mokvana, kendisits tanakhma iko. Blackmorem deep purple datova 1994 tsels, Shemdeg isev rainbow da albomi "Stranger In Us All" iko 1995 tsels Sadats ertad ikvnen blackmore da kendisi, es sakme Tsarmatebuli gamouvidat magalitad "Black Masquerade" agiares sauketeso simgerad iaponiashi. Amit Tsertili dausva blackmorem hard-rock gitaristobas. 1996 tsels daitskes albomistvis mzaddeba. Minstrel helshi chaitseres albomi "Shadow Of The Moon. Blackmores komentari: rom Kargad gagvego ra aris shuasakune chven vtskhovrobdit Dzvel sasakhleshi Sadats Chven vnakhet kidevats poltergeistebi!( :D ) "Shadow Of The Moon" gamovida Dzalian kontseptualuri albomi, tekstshi iko bevri sibrdzne. Am Jgupshi ikvnen gamotsdili musikosebi, zogiertma archia kopiliko psevdonimit: Ser roberti normandiidan, basisti, gitaristi da back vokalisti; momgerali da kompozitori lady vita; perkusionistebi mike sorentino da skvair malkolmi, klavishisti Karmin giglo da multiintrumentalisti cris devaini. Ser roberti prodiuserobda "Backstreet boys"(:D) Lady vita gamotsdili iko new yorkis stsenebze. Sorentino ki adre iko"Zebra"shi "Kid gloves"shi, "Toybox"shi, "Wonderama"shi da shkha. Giglo seriozuli Akamde araperi hkonia. Devaini ki violinoze miigo umaglesi ganatleba Magram ukravda bevr skhva instrumentze. "Shadow Of The Moon" 1997 tslis, gakhda im tslis ert-erti sauketeso albomi. Mkholod ert kvirashi marto iaponiashi gaikida 100000 tsali! "No Second Chance" braziliashi 5-e adgilze iko. "Blackmore's Night" Pirveli albomi iko "Billboard"is Reitingshi 14 adgilze. "Shadow Of The Moon"idan videoklipi gadaiges simgerebze "Renaissance Faire" da "No Second Chance". Amave dros gamovida amerikuli versiats "Possum's Last Dance". Shemdeg gamovida Akhali albomits Sadats iko upro Dzveli simgerebi: "Past Time With Good company, Romelits chaitsera tavis droze tvit henrikh VII. Alboms erkva "Under A Violet Moon" ra tkma unda es albomits Tsarmatebuli gamodga, Magram iseti ara rogorts Tsina. Albomis relizi 1999 tsels iko. Jgupi turnes martavda, atarebda kontsertebs Dzvel-shenoba nagebobebshi, tsikhe-simagreebshi da a.sh. Amis Shemdeg "Blackmore's Night" "Possum goes to Prague" dashoka iaponia da ashsh-solo partiebi gitarit Romelshits Ashkarad iko proKARTULI MELODIEBI. Blackmorestvis es iko Mteli kultura rogorts Tviton Ambobda. "Wind In The Willows"shi maestro vokalsats asrulebda. Blackmore's Nightis mesame albomi- Fires At Midnight - gamovida 2001 tsels ak ukve ra gitkhrat... 30 tseli hard-rockshi :) aman tavisi tavi Tsotati maints Shegvakhsena :) blackmore bevristvis maints hard-rockeri darcheba samudamod. Gamovida Akhali videoklipits Sadats blackmore ukve uket gamoikureba vidre 5-6 tslis Ukan. avtori: Mindia --------------- Mindia 09 სექტ 2013, 22:40 Sainteres0 faqtebi Deep Purple-ze: Dgemde gayidulia purplebis 100 mili0nze meti alb0mi. Ian gilanis diapaz0ni merye0bda E2-dan umagles s0pran0 C-mde. Smoke On The Water shesulia ms0pli0s yvela dr0is sauketes0 simgerebis 500-eulshi. Amave simgeris ripi dasaxelebulia sauketes0 ripad r0k-musikashi, me-12 adgili daikava 100 sauketes0 r0k-simgeras sh0ris. Deep purple-is simgerebi gam0yenebulia multiplikaciur film "simps0nebshi" Child in time agiarebuli iy0 andergraunduli dem0kratiuli m0dzra0bis ara0ficialur himnad, 1980 wels,e.w. "agm0savletis qveynebis bl0kshi". Child in time - me-2 adgili sauketes0 v0kal-partiisatvis 100 r0k-simgeras sh0ris. Ian gilans ekutvnis e.w. V0lal-beltingis teqnika. B0l0,2005 wels gam0shvebuli alb0mis mili0nnaxevarze meti egzemplari ukve gaiyida. avtori: NeNe (nino_music) ---------------