Katie Melua GIORGI 27 აგვ 2013, 18:10 http://archive.wapforum.ge/files/katie_melua_2009_857.jpg ნამდვილი სახელი - ქეთევან მელუა დაიბადა - 16 სექტემბერი, 1984 დაბადების ადგილი - ქუთაისი, საქართველო ჟანრები - ბლუზი, ჯაზი, ფოლკ პოპი ინსტრუმენტები - გიტარა, ფორტეპიანო, ვიოლინო ასოციაციები - ევა კესიდი საიტი - www.katiemelua.com ქეთევან „ქეთი“ მელუა (ინგლ. Ketevan "Katie" Melua) (დ. 16 სექტემბერი, 1984, ქუთაისი, საქართველო) — წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მომღერალი. ბიოგრაფია ადრეული წლები ქეთი მელუა დაიბადა ქალაქ ქუთაისში, საქართველოს რესპუბლიკა (ყოფილი საბჭოთა კავშირი). ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაჰყო, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ქ. ბათუმში გადასახლდა, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა. 1993 წელს საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია), სადაც ქეთის მამა სამუშაოდ საავადმყოფოში მოეწყო. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინეს სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. 1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში გადასახლდა (ინგლისი). ქეთი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ეკრანზე პირველი გამოჩენა საქართველოსა და ბელფასტში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ქეთის სამომავლო გეგმები ხან ისტორიკოსობას, ხან კიდევ პოლიტიკოსობას უკავშირდებოდა, თუმცა მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში სახელწოდებით "Stars Up Their Nose", რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა "Mad for it!". კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით "Without You" და გაიმარჯვა. განათლება მიიღო რა საშუალო განათლება სურეიში, ქეთიმ სწავლა ბრიტანეთის ხელოვანთა სასწავლებელში განაგრძო, რომელიც ტერიტორიულად ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქეთიმ სწავლის პერიოდშივე დაიწყო სიმღერების წერა და სწორედ ამ სასწავლებელში შეხვდა იგი თავის მომავალ მენეჯერსა და პროდიუსერს, მუსიკოს მაიკ ბეტს. ქეთი მელუას უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ გაუგრძელებია, თუმცა მას ხშირად გამოუხატავს სურვილი უნივერსიტეტში ჩაბარებისა. მისი სიტყვებით, თუ მომავალში უნივერსიტეტში სწავლის შანსი მიეცემა, იგი სასწავლო კურსში აირჩევდა ინგლისურ ლიტერატურას, ისტორიასა და ფიზიკას. ქეთი მელუას დისკოგრაფია - Call Off the Search (2003) - Piece by Piece (2005) - Pictures (2007) - The House (2010) - Secret Symphony (2012) პირადი და ოჯახური ცხოვრება ქეთიმელუა დაქორწინებულია მსოფლიო ჩემპიონ ჯეიმზ ტოუსლენდზე წყარო: ვიკიპედია --------------- VampirE 08 ოქტ 2013, 23:12 ვერ ვიტან ამ გოგოს ხმას.. უნIჭოდ არ ვთვლი მაგრამ რო ჩამესმის ცუდად მხდის ხმაც და მისი სტილიც --------------- Nikusha 08 ოქტ 2013, 23:46 არ ვუსმენ თუმცა მომწონს :) ცუდადაც არ მღერის ---------------