5 ცნობილი ფრაზა, რომლითაც ფსიქიატრები ხიბლავენ კლიენტებს patrioti 27 აგვ 2013, 13:56 ქვემოთ თავმოყრილია ფისიქიატრთა ცნობილი ფრაზები, რითაც ისინი ხიბლავენ კლიენტებს: ”თქვენ გსურთ ამის თაობაზე საუბარი?” ეს ყბადაღებული კლიშე გადმოვიდა ამერიკული კინოფილმებიდან. სინამდვილეში ის მხოლოდ გვიჩვენებს ფსიქიატრის ან ფსიქოლოგის მზადყოფნას, ყური მიაპყროს ნებისმიერ პრობლემას, რაც პაციენტს ან კლიენტს აწუხებს. თუმცა ყოველდღიურ ურთიერთობებში ფრაზა ირონიულ ჭრილშიც იხმარება , რათა მიანიშნოს მოსაუბრეს, რომ ის უსაფუძვლოდ განიცდის რაღაცას. “თუ თქვენ პარანოია გჭირთ – ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თქვენ არ გითვალთვალებენ”. ამ მახვილგონივრული ფრაზით ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ, რომ თვით ყველაზე უცნაური შიშებიც კი შესაძლოა არ იყვნენ საფუძველს მოკლებულნი. ”მთელ ქვეყანაზე ყოველი უბედური კაცი თავისებურად არის უბედური, ხოლო ყველა ბედნიერი ერთმანეთს ჰგავს… თანაც – ერთ პალატაში წვანან”. უცნობმა ფსიქიატრმა ეს სიტყვები ლევ ტოლსტოისაგან ისესხა პერიფრაზით. ”ყველა ბედნიერი ოჯახი ერთნაირად ბედნიერია… ყველა უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად” – ასე აქვს ნათქვამი ტოლსტოის. ფსიქიატრის ფრაზა, რუსი კლასიკოსის ფრაზისაგან განსხვავებით, მანუგეშებელია უბედური ადამიანებისათვის, რომლებიც ქვეყნად უმეტესობას შეადგენენ. თუ ადამიანი უბედურია, ესე იგი ის ნორმალური ადამიანია. ”ჩვენთან მოდიან ადამიანები სქესიდან გამომდინარე როლეური პრობლემებით, მაგრამ საფუძველში ყოველთვის არის ადამიანის პიროვნული თავისებურებანი”. ეს ფრაზა ავითარებს ზემოთ გადმოცემულ აზრს – ადამიანები უბრალოდ კი არ არიან უბედურები - თავისებურად არიან უბედურები. ამიტომ არ ღირს საკუთარ პრობლემებში სხვათა - ნაცნობებისა და ახლობლების დადანაშაულება, საჭიროა მთავარი მტრის – საკუთარი თავის დამარცხება. ”ცხოვრების აზრის დაკარგვა თამაშობს კრიტიკულ როლს ნევროზის ეტიოლოგიაში. საბოლოო ჯამში ნევროზი უნდა გავიგოთ, როგორც სულის სატანჯველი, რომელსაც თავისი აზრი ვერ შეუცვნია. ჩემი შემთხვევების ერთ მესამედამდე – ეს არის ტანჯვა არა ნევროზის რომელიმე კლინიკური მახასიათებლისაგან, არამედ საკუთარი ცხოვრების უაზრობისა და უმიზნობისაგან”. ეს არის ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის, კარლ იუნგის ფრაზა, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ სრულიად ნორმალურია, იყო უბედური – რადგან მოაზროვნე ადამიანები ვერ კმაყოფილდებიან ცხოვრების საზრისის უტილიტარული განმარტებით (ჯიშის გაგრძელებით, მშობელი ქვეყნისა თუ მსოფლიოს აყვავებით და სხვ.). ისინი კვლავ და კვლავ უბრუნდებიან თავიანთ სატანჯველს. ეს კი ნიშნავს, რომ მათ კვლავ და კვლავ მოუხდებათ დაბრუნება ადამიანის სულების მკურნალებთან. წყარო : [url=http://infomanianews.wordpress.com/2013/08/12/5-ცნობილი-ფრაზა-რომლითაც-ფ/]საინფორმაციო ბლოგი --------------- Dstori 24 სექტ 2013, 0:28 ”მთელ ქვეყანაზე ყოველი უბედური კაცი თავისებურად არის უბედური, ხოლო ყველა ბედნიერი ერთმანეთს ჰგავს… თანაც – ერთ პალატაში წვანან”. .magaria. --------------- bZzziki 24 სექტ 2013, 1:04 Mec eg momewona :D tumca,AR vetanxmebi. ---------------