როგორ შეიქმნა livejournal.com patrioti 27 აგვ 2013, 1:33 ,,ლაივ ჟოურნალს” – როგორც ბლოგების წარმოების სერვისს სოციალური ქსელის ფუნქციებიც აქვს შეთავსებული. ადამიანები ,,ცოცხალი ჟურნალის” საშუალებით ერთმანეთს ,,იმეგობრებენ” და თანამეგობრებში ერთიანდებიან. ისევე როგორც სხვა ბლოგის წარმოების სერვისებში, აქაც შესაძლებელია რამდენიმე ავტორის მიერ ერთი ბლოგის წარმოება, კომენტარების დატოვება, გამოკითხვის ჩატარება და ა.შ. ,,ლაივ ჟოურნალი” 1999 წელს შეიქმნა, ბრედ ფიცპატრიკის მიერ სავსებით კონკრეტული მიზნის განსახორციელებლად – ავტორს სურდა, რომ თავისი სკოლის მეგობრებს შესაძლებლობა ჰქონოდათ თვალყური ედევნებინათ მისი საქმიანობისთვის. საბოლოოდ, ,,ცოცხალი ჟურნალი” ერთი ადამინის დღიურის ჩარჩოებს გასცდა და საკმაოდ წარმატებულ პლატფორმად იქცა. 2005 წელს ,,ცოცხალი ჟურნალის” მფლობელი კომპანია ,,სიქა ეფართი” გახდა. ხოლო 2007 წელს ამ სერვისის მფლობელმა განაცხადა რომ ,,ცოცხალი ჟურნალს” ერთ-ერთი რუსული მედია კომპანია ყიდულობს. ეს ინტერნეტ რესურსი დღესაც რუსებს ეკუთვნით და ამაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან ,,ცოცხალი ჟურნალი” რუსეთში ძალზე პოპულარულია. წყარო : [url=http://myreklama.wordpress.com/2013/08/16/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90-livejournal-com/]უფასო სარეკლამო ბლოგი ---------------