რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 professor 19 სექტ 2019, 13:23 და აი ისიც, იწყება 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში. .raketa. წელს ის იაპონიაში ჩატარდება და 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. წინა მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წელს, ინგლისში ჩატარდა და გამარჯვება ახალმა ზელანდიამ მოიპოვა. .aaa. საქართველომ 2015 წელს, ტონგა და ნამიბია დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რამაც ავტომატურად მოგვცა საშუალება, ყოველგვარი საკვალიფიკაციო მატჩების გარეშე, გვეთამაშა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. .tashi. ჯერჯერობით ეს საქართველოსთვის, საუკეთესო შედეგია, რაც კი დაუფიქსირებია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. .svani. წელს საქართველო ასპარეზობას 23 სექტემბერს, უელსის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს. ჩვენი ჯგუფი ასე გამოიყურება: ავსტრალია 0 ქულა უელსი 0 ქულა საქართველო 0 ქულა ფიჯი 0 ქულა ურუგვაი 0 ქულა ვუსურვოთ საქართველოს წარმატება. .georgia. აბა რას იტყვით, რა შანსები გვაქვს? .matuna. --------------- echo 19 სექტ 2019, 14:18 ბოლო ორი წლით საშინლად უკმაყოფილო ვარ ჩვენების თამაშით. .mda. ვფიქრობ მეტი ახალგაზრდა მორაგბეა საჭირო ძირითად ნაკრებშიც. ჰეიგის წასვლის შემდეგ ალბათ ასეც მოხდება. წარმატებები ჩვენს მაკრებს. :D --------------- Mindia 19 სექტ 2019, 16:44 უელსმა თუ მოგვახვია თამაში სასტიკად გაგვანადგურებს. თუ ჩვენ მოვახვიეთ კარგი იქნება. ავსტრალიასთან ბრძოლის შანსი მეტია, მაგრამ მთლიანობაში ორივესთან მიზერული შანსია. ფიჯისთანაც არაა ბევრი შანსი, ძალიან ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავთ უკანა ხაზში. უკანახაზელების სიდიადეზე ისიც შეიძლება ითქვას რომ მეტყველებს ფიჯი ოლიმპიური ჩემპიონია. თუმცა ნადოლო არ ეყოლებათ რომელიც ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მაინც მე პირადად არ გამიკვირდება თუ ბრძოლას გაუმართავენ ან ავსტრალიელებს ან უელსებებსაც. ურუგვაი გუნდი რომელსაც ვთვლით რომ ულაპარაკოდ მოვუგებთ, თუ გავითვალისწინებთ რომ გვაქვს მენტალიტეტში მოდუნების მომენტი როცა რაღაცაში ფავორიტები ვითვლებით (ბრწყინვალე მაგალითია წინა მსოფლიოზე ცუდი თამაში ნამიბიასთან), არა მგონია მარტივი მატჩი იყოს. განრიგი არ გვიწყობს ხელი ასევე. ჩემი პროგნოზი 4 ადგილია რეალური, მაგრამ შეგვიძლია ფიჯის ვაჯობოთ, თუ მოვახვიეთ ძალისხმიერი რაგბი და დაცვითი რაგბი. ველოდები ერთ კარგ მატჩს ორ ლიდერთანთანაც აუცილებლდა. ერთს ტრადიციულად დიდი ანგარიშით დავმარცხდებით ალბათ. მსოფლიოს ფავორიტი ტრადიციულად ზელანდიაა, მე უელსს ვგულშემატკივრობ დიდი ხანია. იმედია სკოტებიც აჩვენებენ კარგ შედეგებს. --------------- professor 20 სექტ 2019, 17:16 პირველი თამაში. იაპინია 30 - 10 რუსეთი. იაპონიამ ბევრი შეცდომა დაუშვა, წესით უნდა გაენადგურებინა რუსეთი. რუსეთს დაეტყო, რომ 80 წუთი ვერ გაქაჩავს ძლიერ ნაკრებებთან და სავარაუდოდ ყველასთან ბონუს ქულით დამარცხდება. --------------- echo 23 სექტ 2019, 18:40 პირველი ტაიმი იყო უდაბლესი დონის, ესეთი თამაშით რუსეთიც მოგვიგებს. კეორე ტაიმი იყო მართლა მაღალი დონის, უბრალოდ მანდაც ძალიან მარტივი ორი ლელო გავუშვით რომელსაც არცერთი ტოპ ნაკრები არ გაუშვებდა. ასე რომ იმედია შემდეგი თამაშებისთვის ჩამოვყალიბდებით და ოროვე ტაიმს მაღალ დონეზე ჩავატარებთ. --------------- Mindia 24 სექტ 2019, 10:21 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=38215&cit]ციტატა: echo საერთოდ დიდ გუნდებთან პირიკითაა ხოლმე, პატარა გუნდები დასაწყისში უქაჩავენ და ბოლოს იშლებიან (იტალია ბრწყინვალე მაგალითი). ჩვენ კიდე პირიკით გვჭირს. ნერვიულობის მომენტი ვერ დაძლია ნაკრებმა --------------- echo 24 სექტ 2019, 10:58 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=38224&cit]ციტატა: Mindia ხო გეთანხმები, მეც მაგას გავიძახდი გუშინ. არადა ფიზიკურად ტოპ გუნდებს არ ჩამოვუვარდებით. მოგებას არ ვითხოვ 6ერის ჩემპიონთან მაგრამ ასეთ ლელოებს უელსი კი არა ზიმბაბვეც დაგიდებს თუ დაცვა გახსენი. ყოველშემთხვევაში დარწმუნებული ვარ გუშინ სენსაცია (მოგებას არ ვგულისხმობ) შეგბეძლო მოგვეხდინა, მაგრამ გონზე გვიან მოსვლამ ყველაფერი გააფუჭა. :( --------------- echo 24 სექტ 2019, 11:01 და აფრასიძე კიდე საოცარი ბიჭია, ნაკრების ნათელი წერტილია, ყოველთვის დიდი პოზიტივი შემოაქვს ჩვენების თამაშში. --------------- Mindia 24 სექტ 2019, 11:09 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=38226&cit]ციტატა: echo ნამდვილად, მაგრამ ჰეიგმა ამოჩემება იცის ხოლმე, რომ ამოიჩემა ლობჟანიძე არის და არის ეგ. იგივეს თქმა შეიძლება ჩილაჩავაზე რომელიც ნუ რავიცი, აბსურდია ესეთი მოთამაშე დააყენო სათარიგოთა სკამზე, რაკებში ეგ კაცი რომ აქტიურობს იმის ნახევარსაც ვერ აქტიურობს ვერავინ. მეორე ტაიმში რომ გამოვიდა ეგრევე დაეტყოთ უელსელებს რომ რაკებს ეგრე გემრიელად ვერ ასუფთავებდნენ წამებში და ცხრა ნომერიც შეზღუდული გახდა შედარებით. ერთი 3-4-ჯერ მთლად ამოიღო ბურთი სხვისი რაკიდან. ჟვანია რომ არ წაიყვანეს, მიუხედავად იმისა რომ ინგლისის ჩემპიონატში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ძალიან ცუდია. წაიყვანეს კი არა გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი არ ჩასვეს, მის მაგივრად ჩასვეს ასეიშვილი, რომელსაც საფრანგეთის მეორე დივიზიონში ცოტა თამაში ჰქონდა ჩატარებული. ამოჩემებული იყო კვირიკაშვილიც, კარგი მოთამაშეა, მაგრამ იმდენს მაინც არ იმსახურებდა რომ ცენტურიონი გამხდარიყო. --------------- echo 25 სექტ 2019, 10:16 ურუგვაიმ კარგად დაიწყო, იმედია მოიგებს, ჩვენ ძალიან წაგვადგება მაგათი მოგება. --------------- echo 25 სექტ 2019, 12:29 რა კარგად ითამაშა ურუგვაიმ. ყოჩაღ. იმედია ორივე გუნდს დავამარცხებთ და კვლავ მესამე ადგილს დავიკავებთ. ---------------