ძაფის გორგლები LILITH 24 ოქტ 2013, 2:47 საჭირო მასალა: 300 გ ქათმის ხორცი, 125 გ ფენოვანი ცომი, 1 კვერცხის გული, 1 თავი ხახვი, მარილი, პილპილი გემოვნებით. მომზადება: ქათმის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, წვრილად დავჭრათ ხახვი, დავუმატოთ მარილი, პილპილი და მოვზილოთ. გავაკეთოთ 6 ბურთულა. ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ 1 სმ სიგანის გრძელ ზოლებად და დავახვიოთ ფარშის ბურთულებს, როგორც საქსოვი ძაფები, წავუსვათ კვერცხის გული და 30-40 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. http://www.vinoge.com/files/image/gorglebi.jpg --------------- VampirE 24 ოქტ 2013, 2:52 მინდა :( ახლა ამის დადება იქნებოდა? გული მიმდის ისე მშია..ეს არ მქონდა განაგონი ---------------