ტაჰინი LILITH 23 ოქტ 2013, 19:27 http://www.vinoge.com/files/pics/tahini565.jpg საჭირო მასალა: 2,5 ჭიქა ბრინჯი, 4 კვერცხის გული, 2 ქილა მაწონი, 400 გ ქათმის ფილე, 2-3 ს.კ. ერბო, მარილი – გემოვნებით, მწიკვი ზაფრანა. მომზადება: ამ კერძის მომზადებამდე მაწონი 2-3 საათის განმავლობაში ნაჭრის ტომარაში მოვათავსოთ და დავკიდოთ, რომ სითხისგან დაიწრიტოს. ბრინჯი თბილ წყალში დავალბოთ. ქათმის ხორცს დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს და დავდგათ ცეცხლზე. ქათამი კარგად რომ მოიხარშება, ხელით დავაქუცმაცოთ. რამდენიმე ღერი ზაფრანა დავნაყოთ ცოტა შაქრის პუდრთან ერთად და დავასხათ თბილი წყალი. ცალკე მარილწყალში ნახევრად მოვხარშოთ ბრინჯი. 1 საათის შემდეგ მაწონი ამოვიღოთ ტომრიდან, შევურიოთ კვერცხის გულები, ზაფრანა, ცხიმი და ხორცი. ბრინჯი გადავწუროთ, ნაწილს შევურიოთ ზაფრანიანი მაწვნის მასა, ოღონდ ხორცი არ შეგვყვეს და მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში, შემდეგ დანარჩენი მასა გადავურიოთ ბრინჯს და ისიც ჩავდოთ ქვაბში, დავახუროთ ტილოამოკრული საფარებელი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. როდესაც ბრინჯი კარგად გამოშრება და მთელ წვენს შეიწოვს, გვერდებზე მოვსინჯოთ – თუ შეკრულია, ამოვატრიალოთ ლანგარზე. --------------- bZzziki 23 ოქტ 2013, 19:31 Mmm... Es ki gemrieli chans. Err dges movamzadeb --------------- VampirE 24 ოქტ 2013, 0:04 მაქვს მე ეს ნაჭამი )) კარგია... ---------------