მოშუშული კიტრი ხორცის ფარშით LILITH 23 ოქტ 2013, 17:52 საჭირო მასალა: 1 კგ კიტრი, 1 თავი ხახვი, 1-2 ს.კ. ერბო, 600 გ საქონლის ხორცის ფარში, მარილი, პილპილი – გემოვნებით, 2 ს.კ. ბულიონის ფხვნილი ან კუბიკი, 1 კონა კამა, 200 გ არაჟანი, 3 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი, 1 ს.კ. სახამებელი, მწიკვი შაქარი. მომზადება: კიტრები გავფცქვნათ და ბოლოები მოვაჭრათ. თითოეული კიტრი სიგრძეზე გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ კოვზით და ნახევარ რგოლებად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი. 1-2 ს.კ. ერბო ტაფაზე გავადნოთ, დავუმატოთ ხორცის ფარში და საშუალო ტემპერატურაზე 5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავუმატოთ ხახვი, მარილი, პილპილი და 2-3 წუთი კიდევ ვშუშოთ, შემდეგ ამოვიღოთ ტაფიდან. ამავე ტაფაში მოვათავსოთ კიტრი და 2-3 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავასხათ 400 მლ წყალი, ბულიონის ფხვნილი და 8-10 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, სანამ კიტრი არ დარბილდება. კიტრს დავუმატოთ არაჟანი, მდოგვი და დაჭრილი კამა. შესასქელებლად დავუმატოთ 1 ს.კ. სახამებელი და წამოვადუღოთ. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და შაქარი. კიტრს დავუმატოთ მოშუშული ხორცის ფარში, ამოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. http://www.vinoge.com/files/pics/mosusuli_kitri_xorcit.jpg --------------- bZzziki 23 ოქტ 2013, 17:56 Moshushuli kitri :S kitrs ru taviseburi grili suni AR aqvs,Ra machmevs --------------- bako 23 ოქტ 2013, 18:02 კარგი რამე ჩანს,მერე უნდა ვცადო აუცილებლად :) --------------- Sergi 23 ოქტ 2013, 18:40 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=35657&cit]ციტატა: bZzziki mec ese --------------- VampirE 24 ოქტ 2013, 0:05 კიტრის მოშუშვა არ გამიგია...თუმცა კარგი იქნება ისე... --------------- Mateus 28 ოქტ 2013, 1:59 არ უნდა იყოს ცუდი. მაგრამ, სახამებელი რა არის? ან მწიკვი შაქარი როგორია --------------- LILITH 28 ოქტ 2013, 2:15 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=37658&cit]ციტატა: Mateus სახამებელი იგივე კარტოფილის ფქვილია და მწიკვი ნიშნავს ჩაის კოვზის მეოთხედს დაახლოებით :D --------------- Mateus 28 ოქტ 2013, 2:36 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=37669&cit]ციტატა: LILITH და ეს კარტოფილის ფხვნილი საიდან უნდა მოვიტანო, მე არ შემხვედრია არსად --------------- LILITH 28 ოქტ 2013, 2:40 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=37674&cit]ციტატა: Mateus იყიდება ყველგან, კრახმალს ეძახიან კიდევ --------------- Hazard 28 ოქტ 2013, 3:45 am forumshi ro shemoxval mogshivdeba kacs :D ---------------