GALI(APXAZETI) AC MILAN 22 ოქტ 2013, 14:29 გალის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში, დღეისათვის ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1]. კერძოდ, აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. 1917 წლამდე გალის რაიონი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში სამურზაყანოს მაზრის სახელწოდებით, 1921 საქართველოს სსრ ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით აფხაზეთის სსრ-ში ჯერ გალის მაზრის, ხოლო 1939 წლიდან — გალის რაიონის სახელწოდებით. გალის რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ოჩამჩირის, აღმოსავლეთით — წალენჯიხის, სამხრეთით — ზუგდიდის რაიონები, დასავლეთით — შავი ზღვა. ფართობი 1003 კმ2. რაიონული ცენტრი — ქ. გალი. სექციების სია [დამალვა] 1 ბუნება 1.1 რელიეფი 1.2 ჰავა 2 მოსახლეობა 3 მმართველობა 4 ეკონომიკა 5 კულტურა 6 ღირსშესანიშნაობანი 7 გალის რაიონის სოფლები 8 სქოლიო ბუნება[რედაქტირება] რელიეფი[რედაქტირება] გალის ჩრდილო-აღმოსავლეთი მთიანია, სამხრეთ-დასავლეთი — ვაკე-დაბლობი. მთიანი ნაწილი აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით; უკიდურესი ჩრდილოეთი ზოლი — იურული პორფირიტებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ტუფ-ბრექჩიებით; გორაკ-ბორცვიანი ზონის აგებულებაში მონაწილეობს პალეოცენ-ეოცენური, მიოცენ-პლიოცენური კირქვები, მერგელები, თიხები, კონგლომერატები და ქვიშაქვები. სამურზაყანოს ვაკე-დაბლობი აგებულია მეოთხეული ასაკის რიყნარით, ქვიშებითა და თიხებით. რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს საშუალო სიმაღლის ინტენსიურად დაკარსტული ოხაჩქუის და ოისირედ ქედები, აგრეთვე აკიბის ქედი, სამხრეთით მოსდევს გორაკ-ბორცვიანი ზონა. ქ. გალის სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმართულია ანტიკლინური სერი სატანჯო (506 მ), კიდევ უფრო სამხრეთით, მდინარე ენგურამდე, გადაჭიმულია 20-30 მ სიმაღლის სამურზაყანოს ვაკე-დაბლობი. ზღვის ნაპირის გასწვრივ განვითარებულია დიუნები, მათ მიღმა სანაპირო ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია თაბაშირის (ოქუმი) საბადო. ჰავა[რედაქტირება] გალის რაიონში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. სამურზაყანოს დაბლობსა და გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში იცის რბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4-60C, ივლისი 240C, აბსოლუტური მინიმალური — 10-120C, აბსოლუტური მაქსიმალური 34-360C. ნალექები 1646-1760 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულსა და შემოდგომაზე. მუსონური ხასიათის ქარები. მთიან ზონაში იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 2-იდან 00C-მდეა, ივლისის 18-200C, აბსოლუტური მინიმალური — 12-140C. აბსოლუტური მაქსიმალური 32-340C. ნალექები 1600-1800 მმ წელიწადში. აკიბისა და ოხაჩქუის ქედების თხემურ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაბალია: იანვრის საშუალო ტემპერატურა 0-იდან — 20C-მდეა, ივლისის 160C; აბსოლუტური მინიმალური 14,-160C, აბსოლუტური მაქსიმალური 320C. ნალექები 1800-2000 მმ წელიწადში. wyaro.vikipedia --------------- VampirE 22 ოქტ 2013, 14:57 afkhazetze tema aris. --------------- Mon Ami 22 ოქტ 2013, 15:04 wyaro unda miutitot pirvelive postshi ! Postebis momatebis miznit nu wert calke. --------------- AC MILAN 22 ოქტ 2013, 15:18 VampirE, aq konkretulad galzea saubari --------------- VampirE 22 ოქტ 2013, 15:52 AC MILAN, galic afkhazetis nawilia da calke tema ra sachiroa? --------------- VampirE 22 ოქტ 2013, 15:53 mitumetes roca gadmokopirebulia yvelaferi vikipediidan. ---------------