daekarga pasi sicocxles? AC MILAN 22 ოქტ 2013, 12:08 „ეს არის მსოფლიო, სადაც სიცოცხლე გაუფასურდა. ადამიანი შეიძლება რამდენიმე ასეულ გირვანქა სტერლინგად მოკლან და, რაც ძალზე საინტერესოა, არც ამ სამსახურის გაწევის მსურველთა ნაკლებობა არსებობს („სკოტსმენი“). 1999 წლის აპრილში მთელი მსოფლიო შეძრა ორი მოზარდის მიერ კოლამბაინის საშუალო სკოლაში, ლიტლტონში (კოლორადოს შტატი, აშშ), ჩადენილმა სისასტიკემ, რომლის დროსაც 15 ადამიანი დაიღუპა. გამოძიებამ ცხადყო, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს ჰქონდა ვებ გვერდი, რომელშიც ეწერა: „მკვდრები არ კამათობენ!“. ტრაგედიის დროს ორივე თავდამსხმელი დაიღუპა. მკვლელობა ყველგან ხდება და ძალმომრეობის შედეგად ყოველდღე უამრავი ადამიანი იხოცება. 1995 წელს მკვლელობების მხრივ სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია — 100 000 მოსახლეზე 75 მკვლელობა იყო ჩადენილი. სიცოცხლე განსაკუთრებით გაუფასურებულია სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც 1997 წელს პოლიტიკური მიზეზების გამო 6 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. დაქირავებული ბოროტმოქმედების მიერ ჩადენილი მკვლელობა ჩვეულებრივ ამბად იქცა. ამ ქვეყნის შესახებ გაკეთებულ ერთ-ერთ ანგარიშში ნათქვამია: „გამაოგნებელია, მაგრამ ბავშვების მკვლელობის ფაქტებმაც იმატა: 1996 წელს 4 322 ბავშვი იქნა მოკლული, რაც მხოლოდ ორ წელიწადში 40-პროცენტიან ზრდაზე მეტყველებს“. თავად ბავშვებიც კი მკვლელები ხდებიან — თანატოლებისა თუ საკუთარი მშობლების. სიცოცხლე ნამდვილად გაუფასურდა. რატომ არსებობს „სიკვდილის კულტი“? რას ცხადყოფს ეს ფაქტები და ციფრები? სიცოცხლისადმი უპატივცემულობის ზრდას. ძალაუფლების მოყვარული და ფულზე დახარბებული ადამიანები უყოყმანოდ სჩადიან მკვლელობას. ნარკობოსები მთელი ოჯახების ამოწყვეტის განკარგულებებს იძლევიან. ისინი „ამსუბუქებენ“ თავიანთ მიერ წინასწარი განზრახვით ჩადენილ მკვლელობებს ისეთი გამოთქმებით, როგორიცაა, მაგალითად, მიზანში ამოღებულ მსხვერპლზე „დარტყმის მიყენება“, მათი „მოცილება“, „მოშორება“ ან „გზიდან ჩამოშორება“. გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას ამ არასასურველ ხარკში თავისი წვლილი შეაქვს და ადამიანის სიცოცხლეს კიდევ უფრო აუფასურებს. ამის შედეგად, მკვლელობა მსოფლიო სატელევიზიო არხების ახალი ამბების ყოველდღიურ თემად არის ქცეული. დაამატეთ ამას ძალადობა და დასახიჩრება, რომელსაც ტელევიზიასა თუ კინოეკრანებზე განადიდებენ, და თვალწინ ისეთი სურათი წარმოგიდგებათ, რომ ადამიანთა საზოგადოება ჩაძირულია საშინელ მიმდინარეობაში, რომლის ყურადღების ცენტრში სიკვდილია. ამის თაობაზე ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ამბობს: „XX საუკუნის მეორე ნახევარში სიკვდილი უჩვეულოდ პოპულარული გახდა. მანამდე, ცოტა არ იყოს, საოცარიც კი იყო, რომ ამ თემას ძირითადად ერიდებოდნენ სერიოზულ სამეცნიერო და, შედარებით უფრო ნაკლებად, ფილოსოფიურ თეორიებში“. კულტურის ანთროპოლოგიის დარგში კატალონიელი პროფესორის, ხოსე ფერიკგლას სიტყვების თანახმად, „სიკვდილი გახდა ჩვენს საზოგადოებაზე მოქმედი უკანასკნელი ტაბუდადებული თემა, და ამიტომაც დღეს იდეოლოგიური მანიპულირების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს“. შეიძლება ითქვას, რომ „სიკვდილის კულტს“ ყველაზე მეტად ახასიათებს ის გავრცელებული შეხედულება, რომ ძალაუფლება, ბატონობა, ფული და სიამოვნება ადამიანის სიცოცხლეზე და ზნეობრივ ფასეულობებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. როგორ ვრცელდება ეს „სიკვდილის კულტი“? რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ მის უარყოფით ზეგავლენას, რომელიც რეალურ საშიშროებას ქმნის და მათ შვილებზე მოქმედებს? ეს ის ზოგიერთი კითხვაა, რომელთაც პასუხი მომდევნო სტატიებში გაეცემა. [ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე] რა ღირს სიცოცხლე? ▪ „ბანდის ახალგაზრდა წევრები [მუმბაიში, (ინდოეთი)] იმდენად თავზე ხელაღებული არიან, რომ სულ რაღაც 5 000 რუპიად მორიგდებიან მკვლელობაზე“ („ფარ ისტერნ იქენომიქ რივიუ“). ▪ „მან მოკლა გამვლელი, რომელმაც სიგარეტი არ მისცა“ [სათაური გაზეთ „ტერსერაში“, სანტიაგო (ჩილე)]. ▪ „რუსეთში დაქირავებული ბოროტმოქმედების მიერ ჩადენილი მკვლელობა საშუალოდ დაახლოებით 7 000 აშშ დოლარი ღირს [1995 წელს]. . . ასეთი მკვლელობების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა პოსტკომუნისტური რუსეთის ეკონომიკური ძვრების დროს“ (იუწყებოდა „რეიტერი“ „მოსკოუ ნიუზის“ ცნობის თანახმად). ▪ „ბრუკლინში დააპატიმრეს უძრავი ქონების ბროკერი. . . ბრალდებით, რომ მან ერთ მოზარდს შეპირებული 1 500 აშშ დოლარიდან ავანსად რაღაც ნაწილი გადაუხადა, რათა მას ამ კაცის ორსული ცოლი და სიდედრი მოეკლა“ („ნიუ-იორკ ტაიმზი“). ▪ ‘ინგლისში მკვლელობის ღირებულება ეცემა. . . ფასი, რომელსაც დაქირავებულ მკვლელს უხდიან, შემცირდა ხუთი წლის წინანდელი 30 000 გირვანქა სტერლინგიდან უფრო ხელმისაწვდომ — 5 000-დან 10 000 გირვანქა სტერლინგამდე’ („გარდიანი“). ▪ ‘მაფიაც კი ვერ შეედრება გაბოროტებულ ბალკანურ ბანდებს. ეს არის ბოროტმოქმედების ახალი სახეობა, ახალი წესებითა და იარაღით. მათ აქვთ ფეთქებადი მოწყობილობები და ავტომატები, რომელთაც უყოყმანოდ იყენებენ’ („გარდიან უიკლი“). --------------- bZzziki 22 ოქტ 2013, 12:13 :D chventan iafia --------------- AC MILAN 22 ოქტ 2013, 12:14 bZzziki, mere ra gixaria? --------------- heretique 22 ოქტ 2013, 12:32 yoveltvis ase iyo, ubralod adre ar itvlidnen moklulebs. --------------- AC MILAN 22 ოქტ 2013, 14:22 heretique, AR GETANXMEBI --------------- heretique 22 ოქტ 2013, 15:02 AC MILAN, ratom? --------------- AC MILAN 22 ოქტ 2013, 15:13 heretique, upro gaxshirda am bolo dros.sul ase ar yopila --------------- heretique 22 ოქტ 2013, 15:20 AC MILAN, ratom ggonia? --------------- AC MILAN 22 ოქტ 2013, 15:24 heretique, istoria ar ityueba --------------- DaDa 22 ოქტ 2013, 15:27 სიცოცხლეს არასდროს არ ქონდა ფასი.არც ახლა აქვს! --------------- heretique 22 ოქტ 2013, 15:31 AC MILAN, mec magas vambob. yvela xmal da dambachaakidebuli mainc ar dadis axla. :) --------------- AC MILAN 22 ოქტ 2013, 15:31 DaDa, ra optimisti xar --------------- DaDa 22 ოქტ 2013, 15:35 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=34814&cit]ციტატა: AC MILAN ასეა ეს! --------------- AC MILAN 22 ოქტ 2013, 15:37 DaDa, mtlad egrec ar ari --------------- x.z. 22 ოქტ 2013, 15:41 Kilo ra ghirs? --------------- VampirE 22 ოქტ 2013, 15:56 es offtop temaa? Tu ki da aras unda diskusia? --------------- DaDa 22 ოქტ 2013, 16:12 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=34818&cit]ციტატა: x.z. მე 50 000 ად შემიფასეს 2 ადამიანის სიცოცხლე... --------------- elenka 22 ოქტ 2013, 16:57 adamianis sicocxles chalis fasi aqvs dges..adrec ase iyo..gaixsenet 30 vercxlad gayides ieso..( --------------- x.z. 22 ოქტ 2013, 17:02 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=34842&cit]ციტატა: elenka ver gavige am fass ras ucunebt.300000ad rom gaeyida ufro kai ponti iqneboda tu rogor :s --------------- heretique 22 ოქტ 2013, 17:08 eg simboluri fasi iyo, ".30 vercxlad gagyides, isic ki ganabnieso" iudas fuli ki ar undoda, qristes gayidva iyo mtavari. da saertod, iuda msxverpli iyo. axla davibanebi tu rogor ambobt xolme? :) --------------- x.z. 22 ოქტ 2013, 17:20 [url=http://archive.wapforum.ge/vievtopic.php?p=34845&cit]ციტატა: heretique ganibanebi :\ ase ufro kargad jghers. ho ravic. sicocxlistvis raghac tanxebze laparaki cota raghacnairia.amdenad sheafases da imdenad...ver mesmis aseti natqvamis azri,anu chivi rom cota iyo fuli tu.. mere chemze gabrazdebian,cud temaze xumrobso :s --------------- Aristokratka 22 ოქტ 2013, 17:21 Sicocxle sheufasebelia! --------------- heretique 22 ოქტ 2013, 17:24 x.z., iyos mase, ganvibanebi. amaze bernard shouc ki xumrobda da tan dedofals exumreboda. :) --------------- DaDa 22 ოქტ 2013, 17:34 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=34849&cit]ციტატა: x.z. chemze tu iyo sheni natqvami momartuli getyvi rom imas vchivi saertod rom bedaven adamianis sicocxlis shefasebas..da fexze ikideben imas rom shentvis sheufasebel adamianebs ragac fulze gevachrebian.marazmia es da sxva araferi...! --------------- x.z. 22 ოქტ 2013, 17:54 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=34853&cit]ციტატა: DaDa shentvis es mdzime temaa da rac ar unda vtqva cudad gamigeb.ravi.araferi :\ --------------- Nikusha 24 ოქტ 2013, 11:29 karga xania --------------- LILITH 24 ოქტ 2013, 13:02 როდის ჰქონდა რომ? --------------- Aristokratka 24 ოქტ 2013, 13:05 LILITH, sauketeso pasuxistvis .plusi. --------------- Stranger 24 ოქტ 2013, 13:40 martivi ekonomikuri kanonia. rac metia raime, mit ufro metad ecema misi fasi. ese aranormalurad rom matulobs moflio mosaxleoba, magis bralia eg... --------------- B I B I 24 ოქტ 2013, 14:33 aseti fasi? Me ase ar vafaseb sicocxles. Is yoveltvis girebuli iyo da aris. --------------- GI0 24 ოქტ 2013, 14:51 Ara,ra sisulelea ---------------