საჰაერო ორთაბრძოლების ლეგენდა F-15 Eagle patrioti 25 აგვ 2013, 21:10 F-15 Eagle ორ ძრავიანი, ყველანაირ ამინდზე გათვლილი ტაქტიკური გამანადგურებელია და ის დაპროექტებულია საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თანამედროვე გამანადგურებლად, რაზეც მეტყველებს, ის რომ ჩატარებული 100-ზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლიდან არცერთი არ წაუგია. წინადადებათა მიმოხილვის შემდეგ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეარჩია McDonnell Douglas-ის დიზაინი 1967 წელს, რათა თანხვედრაში მოსულიყო მათ მოთხოვნებთან საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელთან დაკავშირებით. Eagle-მა პირველი გაფრენა 1972 წლის ივლისში განახორციელა, ხოლო შეიარაღებაში 1976 წელს მიიღეს. F-15-ის შეიარაღებაში დატოვებას აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები 2025 წლამდე აპირებს. 1970-იანების შემდეგ Eagle-ის ექსპორტირება მოხდა ისრაელში, იაპონიასა და საუდის არაბეთში. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად F-15 გათვალისწინებული იყო საჰაერო უპირატესობის გამანადგურებლად, მან დაამტკიცა თავისი კონსტრუქციის მოქნილობა ნებისმიერ ამინდში ბრძოლის საწარმოებლად. მოგვიანებით განვითარდა მისი გაუმჯობესებული ვარიანტი F-15E Strike Eagle და შეიარაღებაში 1989 წელს მიიღეს. წყარო : [url=http://infomanianews.wordpress.com/2013/07/10/საჰაერო-ორთაბრძოლების-ლე/]საინფორმაციო ბლოგი --------------- Lasha 25 აგვ 2013, 21:25 ვიდზე მაგარია და სხვა არ გამეგება ---------------